განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119003182148
საქმე №1ბ/1765-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ-----------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ნ----------------–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №5----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების გორის რაიონის ს------–----––-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენით ნ----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 , 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ნ----------------–---–ს საბოლოოდ მიესაჯა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნ----------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2019 წლის 4 აგვისტოს, საღამოს, გორის რაიონის ს------–----––- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ნ----------------–---–მა შვილიშვილების - 8 წლის ლ-------------სა და 7 წლის ნ---------------ს თანდასწრებით თავის შვილს - თ--------------–---–ს ხელები მოუჭირა ყელში და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და თავში, ხოლო მეუღლეს - ც------------–---–ს - ასევე რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, თავისა და ზურგის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ--------------–---–მა და ც------------–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ამავე დროს, ნ----------------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ--------------–---–სა და ც------------–---–ს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------–----ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ----------------–---–-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ ნ----------------–---–-სათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს. ნ----------------–---–ს მსჯავრი დაედო განზრახი ძალადობრივი ხასიათის ქმედებათა ერთობლიობისათვის, რომელთაგან თითოეული ჩადენილია ოჯახის წევრების მიმართ და თითოეულის შემსწრე გახდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. აპელანტმა აღნიშნა, რომ საქმეზე, განაჩენის გამოტანის მომენტის ჩათვლით დაზარალებულებს არ წარმოუდგენიათ პოზიცია, რომ ისინი შეურიგდნენ ნ----------------–---–ს. ამასთან, მისი აგრესიის მიზეზი გახდა ეჭვიანობა თავისი სრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარეობს ახალი დანაშაულის ჩადენის იმგვარი საფრთხე, რომელიც ვერ იქნება განეიტრალებული ისეთი შეღავათიანი ღონისძიებით, როგორიც პირობითი მსჯავრია.
აპელანტის მითითებით, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არ იქნება ეფექტური როგორც ზოგადი, ასევე სპეციალური პრევენციის მიზნებისათვის, რამდენადაც ვერ იქნება შემდგომში მისი გამოსწორებისა და კანონშესაბამისი ქცევის გარანტი. ასეთი სასჯელის პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განხორციელება, ვინაიდან პირს არ გაუჩნდება მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიში და მეტი პასუხისმგებლობით არ მოეკიდება მართლწესრიგის დაცვასა და ახალი დანაშაულის ჩადენისაგან თავის შეკავებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად ნ----------------–---–-ს აღიარებით, თ--------------–---–ის, ც------------–---–ის, ლიკა ბესტაევას, ნატო ბესტაევას გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ნ----------------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ----------------–---–-სათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები - მისი აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობის ფაქტი, ის, რომ მისი წარსული არაფრით არის შებღალული, არ არის სახდელდადებულიც კი, მხედველობაში მიიღო მისი ასაკი - 62 წელი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია და ნ----------------–---–ს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ნ----------------–---–-ს ქმედებების ხასიათთან. მისგან მომდინარე მომავალ საფრთხეებზე მითითება არასაკმარისი საფუძველია განაჩენის საუარესოდ შეცვლისათვის. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ნ----------------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
ამდენად, ნ----------------–---–-სათვის სასჯელის ზომის განსაზღვრისას, პალატა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და სასჯელის თანაზომიერების პრინციპებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისთვის განსაზღვრული სასჯელი სავსებით სამართლიანია და არ არსებობს მისი დამძიმების აუცილებლობა. გასათვალისწინებელია, რომ ნ----------------–---–ს დანიშნული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მისთვის მსჯავრად შერაცხული მუხლები ალტერნატივის სახით ითვალისწინებს უფრო მსუბუქი სახის სასჯელებსაც. ამასთან, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ეპიზოდში დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენი ნ----------------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ-----------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ნ----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტით, 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ” ქვეპუნქტით – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;
- სსკ-ის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ----------------–---–ს საბოლოოდ შეეფარდოს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ნ----------------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 5 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულ ნ----------------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ელექტრონული დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე