განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
330100119002969838
ინსტანცია
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119002969838

საქმე № 1ბ/1750-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

29 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: რ---- ხ--------ე

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ტ------– ჯ-–-------ი, დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: მ--------–--------------------–-----––-,ადვოკატი: ი--- გ--------ე

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111. 143-ე მუხლის პირველი ნაწილი; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი; სსკ-ის 111. 150-ე მუხლის პირველი ნაწილი.

პირვლი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: ტ------– ჯ-–-------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111. 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ტ------– ჯ-–-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111. 150-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ტ------– ჯ-–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. მხარეთა პოზიცია:

1.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვ--------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ---- ხ--------ემ, ასევე მსჯავრდებულმა ტ------– ჯ-–-------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--- გ--------ემ.

1.1.2. თბილისის ვ--------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის რ---- ხ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა განაჩენში ცვლილების შეტანა და ტ------– ჯ-–-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111. 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111. 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

1.1.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის თანახმად, ტ------– ჯ-–-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111. 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111. 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტები დასტურდება, როგორც პრეიუდიციული, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. კერძოდ, ექსპერტ ს-------- ბ--–-----ს ჩვენებით დასტურდება დაზარალებულისთვის მიყენებულ დაზიანებები, ამ დაზიანებთა ხარისხი, მათი ლოკაცია და გამომწვევი მიზეზები. დაზიანებები მიღების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის თარიღს.

1.1.4. მოწმე ლ---- ე------ის ჩვენების თანახმად, მან ნ----- მ------------ს მოკლეტექსტური შეტყობინების საფუძველზე, დარეკა 112-ზე და გააცნო დაზარალებულის წერილის შინაარსი. აღნიშნულის მიზეზი გახდა თვითონ ამ წერილის შინაარსი და ის ფაქტი, რომ ნ----- მის ზარებს მართლაც არ პასუხობდა, შესაბამისად ივარაუდა, რომ მ------------ გატაცებული ჰყავდა ტ------– ჯ-–-------ს.

1.1.5. ტ------– ჯ-–-------ის ბრალის დასადასტურებლად სააპელაციო საჩივარში მითითებულია ასევე მოწმე ლ-–- ბ----ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, შეტყობინების საფუძველზე, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დადგინდა დაზარალებულის ადგილსამყოფელი, ხოლო ადგილზე მისვლისას, ნ----- მ------------მ კითხვაზე უპასუხათ, რომ მასთან ერთად ბინაში მყოფმა ტ------– ჯ-–-------მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იგი მუქარით აიძულებდა გაეხადა და შიშველს გადაუღო ფოტო და ვიდეო, ამასთან ბინიდან წასვლის საშუალებას არ აძლევდა.

1.1.6. სახელმწიფო ბრალმდებლის მითითებით, მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე მიუთითებს ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი და ფოტოსურათები, სადაც ასახულია როგორ აიძულებდა ჯ-–-------ი მ------------ს იმის თქმას, რაც მას არ უნდოდა.

1.2.1. მსჯავრდებულ ტ------– ჯ-–-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--- გ--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის სრულად გამართლება. შესაბამისად, მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, შესაგებლით არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს.

1.2.2. მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოსაზრებით, საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ტ------– ჯ-–-------ის მიერ ნ----- მ------------სთვის, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაშიშვლების იძულებასა და შემდგომ სურათებისა და ვიდეოს გადაღების ფაქტს. აღნიშნული ფაქტის შემსწრე თვითმხილველი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა და არც ასეთი სახის მტკიცებულება გამოკვლეულა, ხოლო დაზარალებულმა, რომლის ჩვენება სასამართლოსთვის პირდაპირი და უტყუარია, გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და მისი მეუღლი საწინააღმდეგო ჩვენება არ მისცა.

1.2.3. რაც შეეხება იმ მოწმეთა ჩვენებს, რომლებზედაც აპელირებს სასამართლო, დაცვის მხარის მოსაზრებით, მოწმე ლ---- ე------ე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებული და მსჯავრდებული იყვნენ შეყვარებულები და ქონდათ სამომავლო გეგმები, რაც განახორციელეს კიდეც და დაქორწინდნენ. ხოლო ის ფაქტი, თუ რატომ გაუგზავნა მ------------მ მოწმეს მსგავსი შინაარსი შეტყობინება, სასამართლო პროცესზე ლ---- ე------ემ ვერ ახსნა და გამოთქვა მხოლოდ ვარაუდი, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

1.2.4. მოწმე ლ-–- ბ----ს ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ შეტყობინება იყო არასწორი, ვინაიდან ბინის ჩხრეკისას, კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოჩენილა. ლ-–- ბ----ს არ დაუდასტურებია ასევე დაზარალებულის გატაცების ფაქტი, არ გადმოუცია არცერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც წარდგენილი ბრალდებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. იგი მხოლოდ თვითმხილველია მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ერთად ყოფნისა, რასაც ადასტურდებს კიდეც.

1.2.5. დაცვის მხარის მითითებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და დემონსტრირებულ ვიდეოჩანაწერზე, სადაც ახდენს ვიდეოჩანაწერის შეფასებას და საუბრობს ფსიქიკურ იძულებაზე. ამავდროულად სასამართლო არ საუბრობს ვიდეოჩანაწერის დანიშნულებაზე, ვის სჭირდებოდა ან რისთვის, რატო არ იყო იგი ნებაყოფლბით, რატომ გადაიღეს დაზარალებულის ტელეფონით, ამ ჩანაწერში აღწერილი პირი არის თუ არა ნ----- მ------------, ხოლო ხმა არის თუ არა ტ------– ჯ-–-------ის, რაც ბრალდების მხარეს შესაბამისი მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია. არ არის ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზა. ამავე დროს არ არის დადგენილი ამ ვიდეოს ჩაწერის დრო, მოხდა თუ არა მისი ჩაწერა ნამდვილად დანაშაულის ჩადენის დროს, 2019 წლის 21 მარტს. დაცვა უთითებს ასევე, რომ ეს მტკიცებულება დაუშვებელია, ვინაიდან ვიდეო და აუდიო ჩანაწერის მოპოვება და საქმეში დამაგრება მხოლოდ სასამართლოს ნებართვით არის შესაძლებელი.

1.2.6. დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა ასევე ტ------– ჯ-–-------ისთვის დანიშნული სასჯელის სიმკაცრეზე და აღნიშნა, რომ სანქციის უმაღლესი სასჯელი, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა არ გამომდინარეობს მსჯავრდებულის პიროვნებიდან. სასმართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულის დამოკიდებულება მსჯავრდებულთან, მათი ახლად შექმნილი ოჯახი და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები.

2. წარდგენილი ბრალდების არსი:

2.1. 2019 წლის 21 მარტს ტ------– ჯ-–-------ი და მისი ოჯახის წევრი - ნ----- მ------------ იმყოფებოდნენ თბილისში, ვ-–----–----–---------------------------–-, სადაც ტ------– ჯ-–-------მა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ნ----- მ------------ს, ჩაუკეტა კარები, გამოართვა ტელეფონი და არ აძლევდა საშუალებას, ბინიდან წასულიყო.

2.2. 2019 წლის 21 მარტს ტ------– ჯ-–-------ი და მისი ოჯახის წევრი - ნ----- მ------------ იმყოფებოდნენ თბილისში, ვ-–----–----–---------------------------–-, სადაც ტ------– ჯ-–-------მა იძალადა ნ----- მ------------ზე - სახისა და ფეხის არეში ძლიერი დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

2.3. 2019 წლის 21 მარტს ტ------– ჯ-–-------ი და მისი ოჯახის წევრი - ნ----- მ------------ იმყოფებოდნენ თბილისში, ვ-–----–----–---------------------------–-, სადაც ტ------– ჯ-–-------მა ფიზიკურად იძალადა ნ----- მ------------ზე და მუქარით მოსთხოვა, გაშიშვლებულიყო, რის შემდეგაც ნ----- მ------------ს ტელეფონით შიშველს გადაუღო სურათები და გააკეთა ვიდეოჩანაწერი, სადაც აიძულებდა, ესაუბრა პირადი ცხოვრების შესახებ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

3.1. 2019 წლის 21 მარტს ტ------– ჯ-–-------ი და მისი შეყვარებული ნ----- მ------------ იმყოფებოდნენ თბილისში, ვ-–----–----–---------------------------–-, სადაც ტ------– ჯ-–-------მა, ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, აიძულა ნ----- მ------------, გაშიშვლებულიყო, რის შემდეგაც შიშველს ტელეფონით გადაუღო სურათები და გააკეთა ვიდეოჩანაწერი, სადაც აიძულებდა, ესაუბრა პირადი ცხოვრების შესახებ.

4. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

4.1. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტებს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებიათ. მტკიცებულებებთან დაკავშირებით იგივე პოზიცია უკავია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარესაც. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად „სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და მხარე აყენებს შუამდგომლობას ამგვარი მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის თაობაზე“. როგორც აღინიშნა, კონკრეტული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარდგენია. გარდა ამისა, მხარეებს არ დაუყენებიათ შუამდგომლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევის საჭიროების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით და კანონის შესაბამისად, საჩივრის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა (შემდგომში პალატა) განიხილავს და შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც მხარეება წარუდგინეს და გამოიკვლიეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.

4.3. სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად

5. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

5.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა

5.1.1. პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ნ----- მ------------მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის - ტ------– ჯ-–-------ის წინააღმდეგ.

5.1.2. მოწმე ლ---- ე------ის ჩვენების თანახმად, ნ----- მ------------ს იცნობს ბავშვობიდან. 2019 წლის თებერვლის შუა რიცხვებში შეხვდა ნ-----ს, მოიკითხეს ერთმანეთი და გაცვალეს ტელეფონის ნომრები. ჰკითხა, რას აპირებდა, რაზეც ნ-----მ უპასუხა, რომ ჰყავდა შეყვარებული ტ------– ჯ-–-------ი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა, უყვარდა და ჰქონდა სამომავლო გეგმები. ნ-----ს ურჩია, რომ ჩამოყალიბებულიყო, კონკრეტული ნაბიჯები დაფიქრებით გადაედგა და ისე მიეღო გადაწყვეტილება. 2019 წლის 21 მარტს იმყოფებოდა სტეფანწმინდაში. გვიან, დაახლოებით ათი საათის შემდგომ, 11-ის ნახევრისთვის, ნ-----სგან მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება. მას ელაპარაკა წინა დღეს და იცოდა, რომ მონასტრიდან ჩამოვიდა, უნდა შეხვედროდა ტ------– ჯ-–-------ს და მასთან უნდა ყოფილიყო. მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში ნ----- წერდა, რომ თუ 11 საათის მერე არ დაურეკავდა, პოლიციაში დაერეკა. ის, ასევე, უთითებდა, სად იქნებოდა ტერიტორიულად. კერძოდ, ეწერა: ,,თუ 12 საათამდე ვერ დამირეკე, ლ----, დ--–------------------------------------------------–-------------------------------–-------------------------------------------------–------------------------------------ და დარეკე პოლიციაში ან გადმომირეკე და შემეხმიანე. თუ ვერ დამირეკე შენი ნომრიდან და დაიბლოკა ან დაბლოკილი მქონდა, მაშინ შენი ნომრიდან დარეკე პოლიციაში. მ-------------–-----------------–-----------------–---------–-------------–----------–-‘‘. მართლაც, 11 საათის შემდეგ ნ-----ს ტელეფონზე ზარი გადიოდა, მაგრამ არ პასუხობდა, მეორე დარეკვაზე გათიშეს, მესამედ სულ დაკავებას აძლევდა და მიხვდა, რომ მისი ნომერი დაბლოკეს. ვინაიდან ოპერატიული მუშაკია და წლების განმავლობაში აქვს შეხება კრიმინალთან, ამასთან, იცოდა ტ------– ჯ-–-------ის წარსული ნასამართლობის შესახებ, ივარაუდა, რომ, შეიძლებოდა, ადგილი ჰქონოდა რაიმე დანაშაულს, კერძოდ, ნ----- გატაცებული ყოფილიყო შეიარაღებული პირების მიერ, რის გამოც დარეკა 112-ზე, აუხსნა სიტუაცია და ნ-----ს შეტყობინების სრული ციტირება მოახდინა.

5.1.3. მოწმე ლ-–- ბ----ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 22 მარტს, ვ---------------–--- სამმართველოს მეორე განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით. აუცილებლობიდან გამომდინარე, ღამის საათებში, ჩაატარა ბინის ჩხრეკა, სადაც იმყოფებოდა როგორც ბრალდებული, ისე - ნ----- მ------------. ბინის ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. აღნიშნულის შემდეგ გამოჰკითხა ნ----- მ------------, ასევე, დაათვალიერა მისი მობილური ტელეფონი, საიდანაც ამოღებულ იქნა ვიდეომასალა. როგორც ახსოვს, დაზარალებული 3-ჯერ იქნა გამოკითხული. ჩაატარა სხვა საჭირო მოქმედებები, მათ შორის, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.

5.1.4. დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი მოწმე დ----- ს--------ს გამოკითხვის ოქმი, რის გამოც მასში გადმოცემულ ინფორმაციას მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. ასევე, უდავოდ იქნა ცნობილი გ------- გ--–-–---–ისა და დ----- ბ----ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

5.1.5. უდავოდ ცნობილი, მოწმე დ----- ს--------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წელს იყო ნ----- მ------------ს შეყვარებული, ზაფხულში მასთან ერთად იყო დასასვენებლადაც, თუმცა სექტემბერში, დროის უქონლობის გამო, გაწყვიტეს ურთიერთობა. 2019 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებში სამსახურში მიაკითხა სამმა მამაკაცმა, რომელთაგან ერთმა უთხრა სახელი და გვარი, რომ მისგან იყვნენ გაგზავნილები. მისი ვინაობა ვერ დაიმახსოვრა და არც ეცნობოდა. ერთმა უთხრა, რომ მათ გამგზავნს აინტერესებდა, რა ურთიერთობა ჰქონდა ნ----- მ------------სთან. აღნიშნულზე უპასუხა, რომ ერთ დროს ის და ნ----- იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ თვეების წინ დაშორდნენ. იგივე მამაკაცი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ნ-----სთან სექსუალური ურთიერთობა, რაზეც უპასუხა, რომ ჰქონდა. ამის შემდეგ მამაკაცები წავიდნენ. ტ------– ჯ-–-------ს არ იცნობს, არც ნ----- მ------------ს უხსენებია იგი მასთან.

5.1.6. 112-ზე შესული შეტყობინების თანახმად, რომელიც შედგენილია 2019 წლის 21 მარტს, 22:45 საათზე, განმცხადებელმა ლ---- ე------ემ განაცხადა, რომ გატაცებულია ნ----- მ------------ დე-–------------------------–-------------------------------–--------------------------------------–-----------–----------------------------–----------–-----––---------------------–-----------------–-----------------–-----–--------–-. ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ინიციატორი არის პოლიციის თანამშრომელი და აცხადებს, რომ გოგონა წარსულში ნასამართლევ პირებს ჰყავთ გატაცებული, თავისუფლების იძულებით შეზღუდვის მიზნით. ამასთან, შესაძლოა პირები იყვნენ შეიარაღებული, რომელთა შორისაა ტ------– ჯ-–-------ი. ინიციატორის განცხადებით, ყველა ეს ინფორმაცია მისწერა იმ გოგონამ და სთხოვა დახმარება თავად ან პოლიციაში დარეკვით. აღნიშნული ინფორმაცია ვ---------------–--- სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა გადაამოწმეს ინიციატორთან, რა დროსაც ლ---- ე------ემ იმავე ნომერზე გასაუბრისას დაადასტურა 112-სთვის მის მიერ გადაცემული ინფორმაცია.

5.1.7. ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, ვ-–----–----–---------------------------–-, 2019 წლის 22 მარტს ტ------– ჯ-–-------თან ჩატარებული ბინის ჩხრეკისას არაფერი ამოღებულა.

5.1.8. 2019 წლის 22 მარტის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა ნ----- მ------------ს მობილური ტელეფონი, რომლის ფაილში - POTOS, არის შიშველი ქალის 9 ფოტოსურათი და 32 წამიანი ვიდეო, რომელშიც ჩანს შიშველი ნ----- მ------------. ვიდეოში ისმის მამაკაცის და ქალის ხმა. ტელეფონის დათვალიერების დროს ნ----- მ------------ს განმარტებული აქვს, რომ ფოტოსურათები და ვიდეო გადაუღო ტ------– ჯ-–-------მა, რომელმაც მუქარით აიძულა გაეხადა ტანსაცმელი.

5.1.9. ქორწინების მოწმობის თანახმად, ტ------– ჯ-–-------ი და ნ----- მ------------ დაქორწინდნენ 2019 წლის 24 აპრილს.

5.1.10. მტკიცებულებათა შეფასების, ურთერთშესაბამისობის და აღნიშნულის შედეგად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას პალატა, ხელმძღვანელობს რა კანონმდებლობითა და მისი შესაბამისი სასამართლო პრაქტიკით, უთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის თანახმადაც, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

5.1.11. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

5.1.12. ის, თუ რომელი მტკიცებულებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.

5.1.13. თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.

5.1.14. ამასთან ერთად პალატა განმარტავს, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა რაოდენობრივი სიმცირე, ცალკე აღებული, არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 19 ნოემბრის N253აპ-15 განაჩენის მიხედვით, საქმეზე სადაც ერთადერთი თვითმხილველი იყო დაზარალებული, საკასაციო პალატამ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი და აღნიშნა შემდეგი: „განსახილველი დანაშაული თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობას, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ“.

5.1.15. პალატა კანონის დასახელებული ნორმების და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს. აღნიშნულის შედეგად პალატა ადგენს სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების ალბათობა. ამ კონტექსტში, კონკრეტული საქმის განხილვისას სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე.

5.1.16. დაზარალებული მსჯავრდებულზე დაქორწინდა მომხდარი ფაქტის შემდგომ. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ისარგებლა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მის ახლო ნათესავს. ამრიგად, კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულია სწორედ ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი ტ------– ჯ-–-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები და ის გარემოება, ქმნის თუ არა აღნიშნული მტკიცებულებები ლოგიკურ ჯაჭვს იმ დასკვნისთვის, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა დანაშაული.

5.1.17. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში ამტკიცებს, თითქოს დაზარალებულისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს ადასტურებს მოწმე ლ---- ე------ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, რაც, თავის მხრივ, თანხვედრაშია მის მიერ სამართალდამცავ ორგანოში გაცხადებულ გარემოებებთან, ასევე ემთხვევა დაზარალებულის ტელეფონიდან მიღებულ ინფორმაციას. პალატა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, რამდენადაც ამ ჩვენებაში აღწერილი ფაქტები ვერ გამოდგება ბრალდებულის მიერ კონკრეტული დანაშაულის - თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენის სამტკიცებლად. საქმე ისაა, რომ ინფორმაცია დაფუძნებულია შესაძლო სამომავლო ქმედებაზე და ემყარება დაზარალებულის მიერ ლ---- ე------ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია მართლაც ტოვებს გარკვეულ განცდას, რომ შესაძლოა დაზარალებულის მიმართ რაიმე უკანონო ქმედება განხორციელდეს, თუმცა გაურკვეველია კონკრეტულად რაზეა საუბარი. მისი შინაარსი შემდეგია: ,,თუ 12 საათამდე ვერ დამირეკე, ლ----, დ--–------------------------------------------------–-------------------------------–-------------------------------------------------–------------------------------------ და დარეკე პოლიციაში ან გადმომირეკე და შემეხმიანე. თუ ვერ დამირეკე შენი ნომრიდან და დაიბლოკა ან დაბლოკილი მქონდა, მაშინ შენი ნომრიდან დარეკე პოლიციაში. მ-------------–-----------------–-----------------–---------–-------------–----------–-‘‘. როგორც ვხედავთ მასში არა თუ კონკრეტულადაა აღნიშნული, არამედ მინიშნებაც არ არის მასზედ, რომ ეს საფრთხე თავისუფლების აღკვეთაში გამოიხატება. რაც შეეხება თვითონ მოწმის ჩვენებაში აღნიშნულ გარემოებას, რომ გატაცებულია პიროვნება, ეს მოწმე ლ---- ე------ის სუბიექტური ვარაუდია.

5.1.18. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად არ გამოდგება ასევე, ბრალდების სააპელაციო საჩივარში მითითებული მოწმე ლ-–- ბ----ს ჩვენება. ამ მტკიცებულების შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ბ----მ დაადასტურა მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა და განაცხადა, რომ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას არაფერი ამოღებულა. ასევე, მიუთითა, რომ პოლიციის მისვლისას ბინაში იყვნენ ბრალდებული და დაზარალებული. მის ჩვენებაში არ გადმოცემულა არცერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ნათელს გახდიდა სახლში პოლიციის თანამშრომლების შესვლის შემდეგ ადგილზე დახვედრილ ვითარებას, როგორიცაა, მაგალითად, რა მდგომარეობაში იყვნენ იქ მყოფი ბრალდებული და დაზარალებული, იყო თუ არა კარი ჩაკეტილი, ვინ გააღო, შეინიშნებოდა თუ არა, რომ ნ----- მ------------ მისი ნების საწინააღმდეგოდ იმყოფებოდა ბინაში და ა.შ. ამასთან, ამ საგამოძიებო მოქმედების მონაწილე სხვა სამართალდამცავები არც სასამართლოში და არც გამოძიების დროს არ დაკითხულან. დასაკითხ პირთა სიაში მითითებული ორი პოლიციელის ჩვენება დაცვის მხარემ უდავოდ გახადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მათ მხოლოდ საპროცესო მოქმედებები აქვთ ჩატარებული, რომელთა დაკითხვის შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, კონკრეტული დანაშაულისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არც გამოიკვეთებოდა.

5.1.19. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ დასკვნებს და დამატებით განმარტავს შემდეგს: სააპელაციო საჩივარში, თავისი პოზიციის დასასაბუთებლად პროკურორი უთითებს, რომ მოწმე ლ-–- ბ----ს ჩვენების თანახმად, ბინაში შესვლისას მათ მ------------მ უთხრა, თითქოს ჯ-–-------ი არ აძლევდა მას საშუალებას წასულიყო ბინიდან. პალატა აღნიშნავს, რომ ამ ნაწილში ბ----ს ჩვენება ირიბი მტკიცებულებაა და მასში მითითებულ ფაქტს არ ადასტურებს ინფორმაციის წყარო - ნ----- მ------------. იგივე ინფორმაცია არ დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა რაიმე მტკიცებულებით.

5.1.20. ამავე ფაქტის შეფასებისას პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობაშიც, რომ ტ------– ჯ-–-------ი დაკავებულ იქნა არა ადგილზე (ბინაში, სადაც ერთად იმყოფებოდნენ ბრალდებული და დაზარალებული), არამედ - პოლიციის ვ---------------–--- სამმართველოს მე-2 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაზარალებულის გამოკითხვისა და მისი ტელეფონის დათვალიერების შემდგომ. ნაკლებად სავარაუდოა პოლიციის თანამშრომლების მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ხილული ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ბრალდებულის დაკავება არ მომხდარიყო იქვე.

5.1.21. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ ფოტოსურათებსა და ვიდეოჩანაწერს, რაზედაც ასევე აპელირებს ბრალდება, მათზე ასახულია კონკრეტული ფაქტი, რაზედაც პალატა ქვემოთ დეტალურად მიუთითებს. განსახილველ საკითხთან მიმართებაში კი პალატა აღნიშნავს, რომ არც ეს მტკიცებულება შეიცავს რაიმე ღირებულ ინფრომაციას თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში. როდესაც პიროვნება ვინმეს აიძულებს, დროის მცირე მონაკვეთში, შეასრულოს გარკვეული მოქმედება, ეს უპირობოდ არ ნიშნავს, რომ სახეზეა სსკ-ის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

5.1.22. ამდენად, პალატამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ნაწილში, შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ნაწილში ბრალდებამ ვერ წარმოადგინა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. შესაბამისად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმ გარემოებების შესახებ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არცერთი არ არის იმ წონისა და მნიშვნელობის, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი იყოს ტ------– ჯ-–-------ის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებისათვის. შესაბამისად, ჯ-–-------ი გამართლდა წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში. აღნიშნულის გამო, ამ დანაშაულთან მიმართებით საჭირო არაა მსჯელობა იმაზე, არიან თუ არა ბრალდებული და დაზარალებული ოჯახის წევრები.

5.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ იძულება, ე.ი. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა

5.2.1. ამ ეპიზოდთან მიმართებაში პალატა კვლავ ხელმძღვანელობს წინამდებარე განაჩენის 5.1.10.-5.1.15. პუნქტებში მითითებული კანონის ნორმებითა და სასამართლო პრაქტიკით. აღნიშნულის საფუძველზე აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წარედგინა: მოწმე ლ---- ე------ის და მოწმე ლ-–- ბ----ს ჩვენებები, 2019 წლის 21 მარტის, 112-ზე შესული შეტყობინება, 2019 წლის 22 მარტის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, უდავოდ ცნობილი, მოწმე დ----- ს--------ს გამოკითხვის ოქმი, ასევე დაცვის მხარემ წარადგინა - მოწმეების: გ------- ჯ--–--------------------------------- ჩვენებები და ქორწინების მოწმობა.

5.2.5. მოწმე ლ---- ე------ემ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ 2019 წლის 21 მარტს, ღამით, ნ----- მ------------სგან მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც, თუ 11 საათის შემდეგ ვერ დაურეკავდა, ან ტელეფონი დაბლოკილი ექნებოდა, განეცხადებინა პოლიციაში. ასეთი ვითარება მართლაც შეიქმნა, რის გამოც დარეკა 112-ზე, აუხსნა სიტუაცია და ნ-----ს შეტყობინების სრული ციტირება მოახდინა.

5.2.3. 2019 წლის 21 მარტს, 22:45 საათზე, 112-ზე შესული შეტყობინების თანახმად, განმცხადებელმა ლ---- ე------ემ, ტელეფონის ნომრით 5-----------, განაცხადა, რომ გატაცებულია ნ----- მ------------ დე-–------------------------–-------------------------------–--------------------------------------–-----------–----------------------------–----------–-----––---------------------–-----------------–-----------------–-----–--------–-. ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ინიციატორი არის პოლიციის თანამშრომელი და აცხადებს, რომ გოგონა წარსულში ნასამართლევ პირებს ჰყავთ გატაცებული, თავისუფლების იძულებით შეზღუდვის მიზნით. ამასთან, შესაძლოა, პირები იყვნენ შეიარაღებული, რომელთა შორისაა ტ------– ჯ-–-------ი. ინიციატორის განცხადებით, ყველა ეს ინფორმაცია მისწერა იმ გოგონამ და სთხოვა დახმარება თავად ან პოლიციაში დარეკვით. ეს ინფორმაცია ვ---------------–--- სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა გადაამოწმეს ინიციატორთან, რა დროსაც ლ---- ე------ემ იმავე ნომერზე გასაუბრისას დაადასტურა 112-სთვის მის მიერ გადაცემული ინფორმაცია.

5.2.4. მოწმე ლ-–- ბ----მ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას იქ დახვდათ ტ------– ჯ-–-------ი და ნ----- მ------------. ამ უკანასკნელმა კითხვაზე რა ხდებოდა უპასუხათ, რომ ტ------– ჯ-–-------მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მუქარით აიძულა გაეხადა ტანთ და შიშველს გადაუღო ფოტო და ვიდეო.

5.2.5. 2019 წლის 22 მარტის, დათვალიერების ოქმით დათვალიერდა ნ----- მ------------ს მობილური ტელეფონი, რომლის ფაილში - POTOS, არის შიშველი ქალის 9 ფოტოსურათი, რომელზეც, ნ----- მ------------ს განმარტებით, აღბეჭდილია თვითონ; ასევე, არის 32 წამიანი ვიდეო, რომელშიც ჩანს შიშველი ნ----- მ------------; ვიდეოში ისმის მამაკაცის ხმა, რომელიც, დაზარალებულის განმარტებით, არის ტ------– ჯ-–-------ის ხმა და ამბობს: ,,მიდი, აბა, ჩართულია, გელოდები‘‘. ნ----- მ------------ ამბობს: ,,რა ვთქვა‘‘, ამის შემდეგ მამაკაცი ეუბნება: ,,ძალიან მიხარია შენი ნახვა‘‘, ნ----- მ------------ ამბობს: ,,ძალიან მიხარია შენი ნახვა‘‘. მამაკაცი ამბობს: ,,თქვი, რამდენი მამაკაცი გჟიმავდა, გაიმეორე‘‘, ,,რამდენი გჟიმავდა, გაიმეორე, გეხვეწები, ხუთი, გაიმეორე, მეხუთე ვარ მე, ა ხუთი, კი, ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს შენებმა‘‘. ტელეფონის დათვალიერების დროს ნ----- მ------------ს განმარტებული აქვს, რომ ფოტოსურათები და ვიდეო გადაუღო ტ------– ჯ-–-------მა, რომელმაც მუქარით აიძულა გაეხადა ტანსაცმელი.

5.2.6. ამოღების ოქმის თანახმად, დათვალიერების შემდეგ, იმავე დღეს, ნ----- მ------------სგან ამოღებულ იქნა დათვალიერებული მობილური ტელეფონი.

5.2.7. მოსამართლის #2293/19ს განჩინების საფუძველზე, ნ----- მ------------ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ იქნა, 2019 წლის 21 მარტს, თბილისში, ვ-–----–----–---------------------------–- ყოფნისას, ტ------– ჯ-–-------ის მიერ მისთვის გადაღებული 9 ფოტოსურათი და ერთი ვიდეოფაილი. აღნიშნული ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი, ასევე, დათვალიერდა სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით.

5.2.8. უდავოდ ცნობილი, მოწმე დ----- ს--------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წელს იყო ნ----- მ------------ს შეყვარებული, ზაფხულში მასთან ერთად იყო დასასვენებლადაც, თუმცა სექტემბერში, დროის უქონლობის გამო, გაწყვიტეს ურთიერთობა. 2019 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებში სამსახურში მიაკითხა სამმა მამაკაცმა, რომელთაგან ერთმა უთხრა სახელი და გვარი, რომ მისგან იყვნენ გაგზავნილები. მისი ვინაობა ვერ დაიმახსოვრა და არც ეცნობოდა. ერთმა უთხრა, რომ მათ გამგზავნს აინტერესებდა, რა ურთიერთობა ჰქონდა ნ----- მ------------სთან. აღნიშნულზე უპასუხა, რომ ერთ დროს ის და ნ----- იყვნენ შეყვარებულები, მაგრამ თვეების წინ დაშორდნენ. იგივე მამაკაცი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ნ-----სთან სექსუალური ურთიერთობა, რაზეც უპასუხა, რომ ჰქონდა. ამის შემდეგ მამაკაცები წავიდნენ. ტ------– ჯ-–-------ს არ იცნობს, არც ნ----- მ------------ს უხსენებია იგი მასთან.

5.2.9. სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით, პირადი გასინჯვით, 2019 წლის 22 მარტს ნ----- მ------------ს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთები მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა წვივის ზედა მესამედისა და მარჯვენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირებზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთი მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 21 მარტს, ხოლო სისხლნაჟღენთები მარცხენა წვივის ზედა მესამედისა და მარჯვენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირებზე ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის თანახმად, შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 22-23 საათზე, მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა მარცხნივ სახის არეში. ასევე, მაგიდა მიარტყა მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში. ტრავმის მიღების დროს გონება არ დაუკარგავს, სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. უჩივის ტკივილს თავის მიდამოში და მარცხენა მუხლის სახსრის არეში.

5.2.10. დაცვის მოწმის - გ------- ჯ--–-------ს ჩვენებით, წარმოშობით არის სოფელ ხ---–-----, საიდანაც იცნობს ტ------– ჯ-–-------ს, ერთად არიან გაზრდილები, მეგობრობენ ამჟამადაც. იცის, რომ ტ------–ს ცოლი არასდროს ჰყოლია, რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა. ნ----- მ------------ს იცნობს ტ-----სგან, ისინი შეყვარებულები იყვნენ და ასეთივე ურთიერთობა ჰქონდათ. დანამდვილებით იცის, რომ ნ-----ს და ტ-----ს ერთად არ უცხოვრიათ, არ ჰქონიათ ოჯახური ურთიერთობა, არც ერთად ჰქონიათ არაფერი შეძენილი, საკუთრებაში ბინა არ აქვთ და არც ნაქირავები ჰქონიათ. ტ------–ი და ნ----- ციხეში დაქორწინდნენ.

5.2.11. დაცვის მოწმის - თ-------- ა------ის ჩვენებით, იცნობს როგორც ტ------– ჯ-–-------ს, ისე - ნ----- მ------------ს. რამდენადაც იცის, ისინი შეყვარებულები იყვნენ, ქორწინებაში არ ყოფილან და არც საერთო ნივთი ან სახლი ჰქონიათ.

5.2.12. სასამართლომ გამოიკვლია, ასევე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ქორწინების მოწმობა, რომლის თანახმად, ტ------– ჯ-–-------ი და ნ----- მ------------ დაქორწინდნენ 2019 წლის 24 აპრილს.

5.2.13. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ტ------– ჯ-–-------მა, 2019 წლის 21 მარტს, ღამის საათებში, ნ----- მ------------, ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედებით, აიძულა ემოქმედა მისი ნების საწინააღმდეგოდ - გაშიშვლებულიყო და ამ მდგომარეობაში მყოფს გადაუღო ფოტოსურათები და ვიდეო, რომელშიც მას კარნახობს, რა უნდა თქვას თავის პირად ცხოვრებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ემყარება შემდეგს:

5.2.14. მოწმე ლ---- ე------ემ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში გადმოსცა ნ----- მ------------ს მიერ მისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით გადაცემული ინფორმაცია, რომლის ძირითადი აზრი იყო მისი მხრიდან ერთგვარი სიფრთხილის ზომების მიღება ტ------– ჯ-–-------თან მისი ვიზიტის შედეგად შესაძლო საფრთხის ასაცილებლად. იგივე ინფორმაცია, მცირედი ინტერპრეტაციით, ლ---- ე------ის მიერ ტელეფონით იქნა გადაცემული 112-ის სამსახურისთვის. შესაბამისად, მისი ჩვენება, დაზარალებულის ნაამბობის კუთხით და შეტყობინება წარმოადგენს თავსებად ინფორმაციას, რაც პრაქტიკულად დადასტურდა ვ-–----–----–----------------–- მდებარე #-------–ი გამოცხადებული გამომძიებლის - ლ-–- ბ----ს ჩვენებით. მოწმე ლ-–- ბ----მ მიუთითა, რომ ბინაში გამოცხადებულ პოლიციელებს (მათ შორის იყო თვითონაც) ადგილზე ნ----- მ------------ და ტ------– ჯ-–-------ი დახვდათ. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ ლ---- ე------ისთვის ნ----- მ------------ს მიერ გადაცემული და მოწმის მიერ სამართალდამცავ ორგანოში გაცხადებული ინფორმაცია, მისი ჩვენების ჩათვლით, არის ფაქტის უტყუარი დადასტურება, რომ დაზარალებულთან, 2019 წლის 21 მარტის ღამეს, იმყოფებოდა ტ------– ჯ-–-------ი. ამასთან, დაზარალებულის მიერ ლ---- ე------ისთვის წინასწარ დახმარების თხოვნა: ,,თუ ვერ დამირეკე შენი ნომრიდან და დაიბლოკა ან დაბლოკილი მქონდა, მაშინ შენი ნომრიდან დარეკე პოლიციაში‘‘, შეიცავს მოსალოდნელ საფრთხეს ტ------– ჯ-–-------ის მხრიდან, რამდენადაც დადგენილია, რომ ნ----- მ------------ სწორედ მასთან მიდიოდა და ეს დადასტურებულია. ამდენად, რეალურია ნ----- მ------------ს მობილური ტელეფონის დათვალიერებისას მიღებული და ამავე ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია, რომელიც თავსებადია მოწმე ლ---- ე------ის ჩვენების.

5.2.15. თავის მხრივ, სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით, დათვალიერდა დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ფოტოსურათები, სადაც ასახულია ნ----- მ------------, ასევე, მოხდა ვიდეოჩანაწერის დემონსტრირება, რომლის ერთიანი შინაარსი და დაზარალებულის სიტყვები სრულიად ცხადყოფს, რომ იგი იძულებით ახდენს ტ------– ჯ-–-------ის მიერ ნათქვამის გამეორებას და მიჰყვება მის ნებას, საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად. ჩანაწერში ტ------– ჯ-–-------ი ამბობს: ,,მიდი, აბა, ჩართულია, გელოდები‘‘, რაზეც გაშიშვლებული ნ----- მ------------ ეკითხება: ,,რა ვთქვა?‘‘ და ტ------– ჯ-–-------ი აწვდის ინფორმაციას, რაც მისთვის არის სასურველი, რომ ჩაიწეროს. კარნახობს, რომ უნდა თქვას სიტყვები: ,,ძალიან მიხარია შენი ნახვა‘‘, რასაც იმეორებს ნ----- მ------------. სასამართლოსთვის ფაქტი, რომ გაშიშვლებული დაზარალებული მიჰყვება ტ------– ჯ-–-------ის ნებას და იმეორებს სიტყვებს, შეიცავს სწორედ ძალადობის ობიექტურ ნიშანს, რომ იმოქმედოს არა საკუთარი შეხედულებისამებრ, არამედ - საკუთარ თავზე განიცადოს და შეასრულოს თავისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება.

5.2.16. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქიკურ იძულებაში. მოცემულ შემთხვევაში ტ------– ჯ-–-------ის მხრიდან ნ----- მ------------ს მიმართ სახეზეა ორივე სახის იძულება, რაც გამოიხატა მის მიმართ ისეთი ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სხეულის დაზიანებები, რაზეც სასამართლო ქვემოთ იმსჯელებს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მისი ნება უკვე დათრგუნული იყო ბრალდებულის მოქმედებით და ემორჩილებოდა და ასრულებდა ისეთ მოქმედებას, რაც მის ნება-სურვილს ეწინააღმდეგებოდა. მართალია, ნ----- მ------------ს ლ---- ე------ისთვის არ მიუწვდია ინფორმაცია, კონკრეტულად რისი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ის, რომ შესაძლო იყო ტ------– ჯ-–-------ს მიეღო მის მიმართ ტელეფონთან შემხებლობის ამკრძალავი ზომები, ამის წინასწარ მოლოდინი მას ჰქონდა და გააფრთხილა კიდეც მეგობარი ამის თაობაზე და წინასწარ სთხოვა დახმარება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისვე ტელეფონით გადაღებული ფოტოები და ვიდეოჩანაწერში ასახული ფაქტები, მასში გადმოცემული შინაარსის ჩათვლით, სრულად ეწინააღმდეგებოდა მის ნებას და ტ------– ჯ-–-------ის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან მიზეზობრივ კავშირშია.

5.2.17. დაცვის მხარე იმ პოზიციას, რომ საქმეზე არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზა, რის გამოც დაზარალებულის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს, აფიქსირებდა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა შემდეგი: სასამართლო ეჭვქვეშ ვერ დააყენებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ფოტოურათებსა და ვიდეოჩანაწერში გამოსახულია ნ----- მ------------. საქმის მასალებში, პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებში, წარმოდგენილია დაზარალებულის ფოტოსურათი. გარდა ამისა, დაზარალებული გამოცხადებული იყო სასამართლო სხდომაზე, თუმცა მან ისარგებლა კანონით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, ვიზუალურად ენახა დაზარალებულის პიროვნება. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის დემონსტრირება. ამდენად, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა ის ფიზიკურად და დაკვირვებოდა მას, ისევე, როგორც აღედგინა და გადაემოწმებინა იგი წარმოდგენილი მასალების მიხედვით, რის საფუძველზეც ეჭვგარეშე დარწმუნდა, რომ სხდომაზე გამოცხადებული დაზარალებული და ფოტოებსა და ვიდეოჩანაწერში გამოსახული პირი ერთიდაიგივე ადამიანი - ნ----- მ------------ა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს ჰქონდა დაზარალებულის პირდაპირ და უშუალოდ ნახვის და შემოწმების საშუალება, ექსპერტიზის დასკვნის არარსებობას ვერ მიიჩნევს ფაქტის დადგენის ხელშემშლელ გარემოებად.

5.2.18. პალატა სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოთ მითითებულ დასკვნებს მტკიცებულებების შეფასებისა და მის შედეგად ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის თანახმად ექსპერტიზა ტარდება თუ „თუ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია“. განსახილველ შემთხვევაში, გარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებულის, სახეზეა ასევე დათვალიერების ოქმი, სადაც დაზარალებული დეტალურად უთითებს რომ თვითონაა ჩანაწერსა და სურათებზე გამოსახული, ამავე დროს მამაკაცის ხმა ეკუთვნის მსჯავრდებულს, ქალის კი თვითონ. სხვა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, დადგენილია, რომ ჩანაწერის შედგენისას მართლაც მხოლოდ დაზარალებული და მსჯავრდებული იმყოფებოდნენ ბინაში. გარდა ამისა, სასამართლოს ეჭვი არ გასჩენია, რომ სურათებსა და ჩანაწერზე გამოსახული ქალბატონი არის დაზარალებული. ამ ნაწილში დაცვის მოსაზრება საფუძველს მოკლებულია.

5.2.19. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

5.2.20. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხებზეც, რომლებიც დააყენა დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით და მნიშვნელოვანია ბრალდების ამ ეპიზოდში ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის. მათ შორის უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ტ------– ჯ-–-------ის მიერ ნ----- მ------------სთვის, მისი ნების საწინააღმდეგოდ გაშიშვლების იძულებასა და შემდგომ სურათებისა და ვიდეოს გადაღების ფაქტს. ასეთ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე ზემოთ მითითებულია, მათ შორის ასეთს პირველ რიგში წარმოადგენს ბრალდების მიერ მოპოვებული სურათები და ჩანაწერი. პალატა განმარტავს, რომ პირდაპირი მტკიცებულებაში არ იგულისხმება მხოლოდ თვითმხილველის ჩვენება. ის, რომ ფაქტის შემსწრე თვითმხილველი მოწმე სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა, არ ნიშნავს, რომ საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საჭირო მტკიცებულებების შეგროვება შეუძლებელია.

5.2.21. უსაფუძვლოა მტკიცება, თითქოს სასამართლო პროცესზე ლ---- ე------ემ ვერ ახსნა თუ რატომ გაუგზავნა მ------------მ მოწმეს მსგავსი შინაარსი შეტყობინება. პირიქით, მოწმის ჩვენებით და შეტყობინების შინაარსით ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებული ვარაუდობდა მის მიმართ სავარაუდო ზეწოლას ან სხვა უკანონო ქმედებას და აღნიშნულით შეეცადა თავის დაეზღვია. ბრალდების პოზიციას ამყარებს ასევე მოწმე ლ-–- ბ----ს ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ იგი თვითმხილველია შემთხვევის დროს მსჯავრდებულის და დაზარალებულის ერთად ყოფნისა და რომ პოლიციის მისვლისთანავე დაზარალებულმა განაცხადა მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის და იძულების შესახებ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის დროს.

5.2.22. მობილური ტელეფონიდან ამოღებულ ფოტოსურათებსა და დემონსტრირებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით პალატა თვლის, რომ თვითონ ვიდეოჩანაწერის შინაარსი უთითებს მის დანიშნულებაზე - ვის და რისთვის სჭირდებოდა ის - „... მეხუთე ვარ მე ხუთი კი ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს შენებმა“. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, თითქოს ეს მტკიცებულება დაუშვებელია, პალატა აღნიშნავს, რომ ტელეფონი - როგორც ნივთი, მოპოვებულია ამოღების გზით, რაც შეეხება ამ ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვას - ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებებისათვის დადგენილი წესით. ორივე შემთხვევაში, ჩატარებულ პროცედურებს, კანონით დადგენილი წესით გავლილი აქვს სასამართლო კონტროლი. შესაბამისი ოქმების შედგენისას არსებითი ხასიათის დარღვევების დაშვება არ შეინიშნება და ამაზე არც დაცვის მხარე არ უთითებს. შესაბამისად ეს მტკიცებულება მოპოვებულია კიანონით დადგენილი წესით მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

5.2.23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ტ------– ჯ-–-------მა აიძულა ნ----- მ------------, თავისი ნების საწინააღმდეგო შეესრულებინა მოპოვებულ ჩანაწერში აღწერილი მოქმედებები.

5.2.24. ქმედების სწორად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ასევე იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, იყო თუ არა დანაშაულის ჩადენის დროს დაზარალებული, მსჯავრდებულის ოჯახის წევრი. ამ საკითხის გარკვევისას უპირველეს ყოვლისა სააპელაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაზე, რომლის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

5.2.25. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ტ------– ჯ-–-------ი და ნ----- მ------------ დაქორწინდნენ მომხდარი ფაქტის შემდეგ, მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, 2019 წლის 24 აპრილს. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ოფიციალურ ქორწინებამდე ისინი წარმოადგენდნენ 111 მუხლის შენიშვნის რომელიმე სუბიექტს, მაგალითად არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირებს. მათ შორის, მოწმეების გ------- ჯ--–-------სა და თ-------- ა------ის ჩვენებების თანახმად, ტ------– ჯ-–-------ს არ ჰყოლია მეუღლე, არც საერთო მეურნეობა ჰქონია ნ----- მ------------სთან და ისინი მხოლოდ შეყვარებულები იყვნენ. მოწმე ლ---- ე------ის ჩვენებით, 2019 წლის თებერვლის ბოლო რიცხვებში იგი შეხვდა ნ----- მ------------ს, რა დროსაც სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეკითხვაზე, დაზარალებულმა უპასუხა, რომ ყავდა შეყვარებული და მასთან გეგმავდა ურთიერთობას. ხოლო უდავოდ ცნობილი დ----- ს--------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის სექტემბრის თვემდე ნ----- მ------------ მისი შეყვარებული იყო, რა დროსაც მისგან ტ------– ჯ-–-------ის სახელი არ გაუგია.

5.2.26. ოჯახში ჩადენილ დანაშაულის ფაქტზე მსჯელობისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე თავად დაზარალებულის მიერ სამედიცინო ექსპერტისთვის გაცხადებულ გარემოებას, კერძოდ, დასკვნის შესაბამის ნაწილში შესამოწმებელ პირს გადმოცემული აქვს, რომ დაზიანებები, რაც დასკვნის თანახმად დაუდგინდა, მას მეგობარმა მამაკაცმა (და არა მეუღლემ) მიაყენა. შესაბამისად, დაზარალებულს ექსპერტთანაც არ აქვს დაფიქსირებული ტ------– ჯ-–-------თან თანაცხოვრება. შესაბამისად დადგენილად, რომ დანაშაულის ჩადენის დროს დაზარალებული და მსჯავრდებული არ იყვნენ ოჯახის წევრები.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

5.2.27. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია იძულება. განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. პირის ფიზიკურ იძულებაში სხვა ქმედებასთან ერთად იგულისხმება ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში, ტ------– ჯ-–-------მა მიმართა ფიზიკურ ძალადობას, რათა ეიძულებინა ნ----- მ------------, გადმოეცა ბრალდებულისთვის სასურველი და თავისთვის არასასურველი ინფორმაცია, შიშველ მდგომარეობაში მყოფს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირის მიერ იძულების ჩადენის დასადგენად სულაც არ არის აუცილებელი ქმედება, რის ჩადენასაც პირს აიძულებენ, იკრძალებოდეს რომელიმე ნორმით, იქნება ეს სამართლის, თუ მორალის ნორმები.

5.2.29. ამდენად, ნ----- მ------------ს მობილურ ტელეფონში ტ------– ჯ-–-------ის მიერ გადაღებული ფოტოსურათები და მის მიერ ბრალდებულის კარნახით იძულების ქვეშ გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც მის პირად ცხოვრებას შეეხება, ცალსახად შეიცავს იძულების ნიშნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ტ------– ჯ-–-------მა, 2019 წლის 21 მარტს ჩაიდინა სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - იძულება. ამასთან, იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ტ------– ჯ-–-------ი და ნ----- მ------------, დანაშაულის ჩადენის დროს არ იყვნენ ოჯახის წევრები, ტ------– ჯ-–-------ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის მაკვალიფიცირებელი ნიშნის გარეშე.

5.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

5.3.1. ბრალდების ამ ეპიზოდთან მიმართებაშიც პალატა ბუნებრივია ხელმძღვანელობს წინამდებარე განაჩენის 5.1.10.-5.1.15. პუნქტებში მითითებული კანონის ნორმებითა და სასამართლო პრაქტიკით. პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ ეპიზოდთან დაკავშირებით ინფორმაციას შეიცავს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ის მტკიცებულებები, რაც გამოყენებული და განხილული იქნა იძულების ეპიზოდთან მიმართებაში, კერძოდ: მოწმე ლ---- ე------ის და მოწმე ლ-–- ბ----ს ჩვენებები, 2019 წლის 21 მარტის, 112-ზე შესული შეტყობინება, 2019 წლის 22 მარტის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, უდავოდ ცნობილი, მოწმე დ----- ს--------ს გამოკითხვის ოქმი.

5.3.2. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ამ მტკიცებულებების შინაარსი ზემოთ გადმოცემულია და იგივეს დუბლირების საჭიროება არ არსებობს. შესაბამისად აქ განსახილველ ეპიზოდთან მიმართებაში პალატა მხოლოდ შეაფასებს მათ.

5.3.4. მოწმეების - ლ---- ე------ისა და ლ-–- ბ----ს ჩვენებებით დადგენილია, რომ, 2019 წლის 21 მარტს, ღამის საათებში, ნ----- მ------------ იმყოფებოდა ტ------– ჯ-–-------თან ერთად, თბილისში, ვ-–----–----–---------------------------–-. იქ მისვლამდე მ------------ს ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ ჯ-–-------ი მის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ჩაიდენდა. აქედან გამომდინარე, თავის დაზღვევის მიზნით შეტყობინება გაუგზავნა ლ---- ე------ეს. შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელ ლ-–- ბ----ს კი განუცხადა, რომ ტ------– ჯ-–-------მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

5.3.5. სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნით და პირადი გასინჯვით, 2019 წლის 22 მარტს ნ----- მ------------ს აღენიშნებოდა ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთები მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, მარცხენა წვივის ზედა მესამედისა და მარჯვენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირებზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაჭდევი მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და სისხლნაჟღენთი მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 21 მარტს, ხოლო სისხლნაჟღენთები მარცხენა წვივის ზედა მესამედისა და მარჯვენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირებზე ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს. ამავე დასკვნის თანახმად, შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 22-23 საათზე, მეგობარმა მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა მარცხნივ სახის არეში. ასევე, მაგიდა მიარტყა მარცხენა ქვედა კიდურის მიდამოში. ტრავმის მიღების დროს გონება არ დაუკარგავს, სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. უჩივის ტკივილს თავის მიდამოში და მარცხენა მუხლის სახსრის არეში. მითითებული დასკვნის სისწორე საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-------- ბ--–-----მ.

5.3.6. 2019 წლის 22 მარტის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ფოტოსურათებით და ვიდეოჩანაწერით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს, ტ------– ჯ-–-------მა ნ----- მ------------ს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ შიშველ გადაუღო ფოტოსურათები, ასევე ვიდეოკადრები, სადაც აიძულებდა ესაუბრა წარსულში მის სქესობრივ ცხოვრებაზე.

5.3.7. პალატა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებას, მიდის დასკვნამდე, რომ 2019 წლის 21 მარტს, ღამის საათებში, ტ------– ჯ-–-------მა ფიზიკურად იძალადა ნ----- მ------------ზე, თბილისში, ვ-–----–----–---------------------------–-.

5.3.8. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა გონივრული, ლოგიკური შეფასება, კერძოდ: ლ---- ე------ისათვის დაზარალებულის მხრიდან გაგზავნილია შეტყობინება, როლითაც ის ცდოლობს თავი დაიზღვიოს მსჯავრდებულის მხრიდან სავარაუდო უკანონო თავდასხმისაგან. მოხდა ისე, რომ ამ შეტყობინების საფუძველზე საჭირო გახდა მითითებულ მისამართზე პოლიციის გამოძახება. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს მ------------მ განუცხადა, რომ ტ------– ჯ-–-------მა მასზე განახორციელდა ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობა, ბინაში კი მხოლოდ ეს ორნი იმყოფებოდნენ. გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენებით დადგენილია დაზიანებების არსებობა. მხედველობაშია მისაღები ის მნიშვნელოვანი გარემობაც, რომ ტ------– ჯ-–-------მა დაზარალებული აძულა, ემოქმედა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ამისათვის კი პირველ რიგში სწორედ ფიზიკური ძალადობის გამოყენება დასჭირდებოდა. ამდენად, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, ნ----- მ------------ს მიმართ ტ------– ჯ-–-------ის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენება, რაზეც მითითებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში და რაც წარმოადგენს უშუალოდ შესამოწმებელი პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კერძოდ, მ------------მ ექსპერტს განუცხადა, რომ 2019 წლის 21 მარტს, მეგობარმა მამაკაცმა (რომელიც დადგენილია, რომ არის ტ------– ჯ-–-------ი), მაგიდა მიარტყა მარცხენა ქვედა კიდურში, რის გამოც იგი სახსრის არეში ტკივილს განიცდიდა.

5.3.9. ამრიგად, ერთის მხრივ დადგენილია, რომ 2019 წლის 21 მარტს, ტ------– ჯ-–-------მა, ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად, აიძულა ნ----- მ------------, მისი ნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა გარკვეული ქმედება და შიშველ მდგომარეობაში მყოფს კამერის წინ გაემეორებინა ტ------– ჯ-–-------ის მიერ მითითებული ფრაზები. გარდა ამისა, მას ბრალი ედება იმისათვისაც, რომ დროის იმავე შუალედში, როდესაც დასახელებული დანაშაული ჩაიდინა ფიზიკური ძალადობაც განახორციელა ნ----- მ------------ს მიმართ. ამ ფაქტობრივი გარემოებისას პალატა კვლავ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს შემდეგს: სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მიზნებისათვის, პირის ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება მისთვის ხელების გაკავება, მისი ცემა, ან რაიმე სხვა ფორმით მასზე ფიზიკური ზემოქმედება და ამ ქმედებების შედეგად თუნდაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. შესაბამისად, იძულების მიზნით ასეთი ქმედებების განხორციელება არ საჭიროებს ცალკე კვალიფიკაციას და ამ ქმედებას მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი. დამატებითი კვალიფიკაციაა საჭირო იმ შემთხვევებში თუ შედეგად დადგა ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.

5.3.10. როგორც აღინიშნა, პალატა დადგენილად მიიჩნევს ფიზიკური ძალადობის ფაქტს. იმისათვის, რათა ამ ნაწილში ჯ-–-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა დადგინდეს, რომ აღნიშნული ძალადობა არ წარმოადგენდა ჩადენილი იძულების შემადგენელ ნაწილს. სხვაგვარად, რომ ვთქვათ უნდა დადგინდეს, რომ ამ ძალადობის მიზანი არ ყოფილა დაზარალებულის იძულება შიშველს გადაეღო ფოტოსურათები და ვიდეოკადრები და ის განხორციელდა დამოუკიდებლად. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება კი ბრალდებას არ წარმოუდგენია. ამდენად, ტ------– ჯ-–-------ი უნდა გამართლდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ოჯახური ძალადობის ნაწილში ნამსჯელია ზემოთ), რამდენადაც აღნიშნულ ქმედებას მოიცავს მის მიერ ჩადენილი დანაშული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების დასაბუთება

6.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.4. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

6.5. სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ტ------– ჯ-–-------ის პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, იმას, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ არსებობს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.6. მოემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ტ------– ჯ-–-------ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე. ამდენად, მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის ვ--------------–--- რაიონული პროკურატურის პროკურორის რ---- ხ--------ის, ასევე მსჯავრდებულმა ტ------– ჯ-–-------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი--- გ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი ტ------– ჯ-–-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ტ------– ჯ-–-------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111. 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

ტ------– ჯ-–-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111. 150-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ტ------– ჯ-–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

ტ------– ჯ-–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 22 მარტიდან.

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ტ------– ჯ-–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულებები - მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ----- მ------------ს, ხოლო 1 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი