განაჩენი

სისხლის სამართლის 02.12.2019
საქმის ნომერი
330100119002900153
ინსტანცია
თარიღი
02.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002900153

საქმე №1ბ/1348-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა---------;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ჯ--------–--------- (დაბადებული 1----–-–--------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ-------–---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------–-–-------------);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ჩადენილი დიდი ოდენობით;

 

ადვოკატი - ნ-----------–-–---–-;

 

თარჯიმანი - ი-----------------;

 

სასჯელი: 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 5 თებერვალს დილის საათებში, ქ. თბილისში, პ---–-–-------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯ--------–--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ-----------------ის კუთვნილ 12 500 ლარად ღირებულ ,,ზ--–--------“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას (სახელმწიფო ნომრით D------).

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 5 თებერვალს დილის საათებში, ქ. თბილისში, პ---–-–-------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯ--------–--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ-----------------ის კუთვნილ ,,ზ--–--------“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას (სახელმწიფო ნომრით D------), რომელიც ჩააბარა ჯართში 2700 ლარად.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა, რომ გ-----------------ის კუთვნილი ,,ზ--–--------“ მარკის სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომრით D------) ღირებულება შეადგენდა 12 500 ლარს და შესაბამისად გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ ჯ--------–--------მა ჩაიდინა დანაშაული დიდი ოდენობით.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით ჯ--------–---------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.

 

ჯ--------–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ჯ--------–--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ჯ--------–---------ს ადვოკატმა ნინო მჭედლიშვილმა, ასევე ბრალდების მხარემ - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---------მ.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული ჩვენებებით დგინდება, რომ „ზილის“ მარკის ავტომანქანა ნამდვილად იყო მიგდებული, შესაბამისად, რატომ არ შეიძლება გავიზიაროთ ჯ--------–---------ს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ეს ა/მ ეგონა უპატრონო და სწორედ ამიტომ ჩააბარა ჯართში, გაუგებარია იბირაევს რომ სცოდნობა ამ ა/მ ჰყავდა პატრონი და რომ ჰქონოდა განზრახვა მისი ფარულად დაუფლებისა, იგი სანომრე ნიშნებს ვ--–-----------ეს კი არ დაუტოვებდა შესანახად, არამედ გადაყრიდა მათ და ამის შემდეგ ფარტობრივად შეუძლებელი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ეს „ზილი“ იყო გ-----------------ის საკუთრება. ამდენად, დაცვის მხარეს მიაჩნა, რომ მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება, რომ ჯ--------–--------მა ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი არის უკანონო და დასაბუთებული, ვინაიდან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდების მხარის მტკიცებით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ დაზარალებულის ,,ზილის“ ღირებულება, მისი ექსპლუატაციის გათვალისწინებით შეადგენდა 12500 ლარს და ამდენად, ვ--–-----–--------მა ჩაიდინა არა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა, არამედ დიდი ოდენობით ქურდობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

5. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, იძლევა თუ არა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

დაზარალებულმა გ-----------------ემ განაცხადა, რომ ჰყავდა ,,ზილის“ მარკის სპეცტექნიკის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით D------, რომელზეც განთავსებული იყო ამწე კალათა. ა/მანქანა გამოშვებული იყო 1989 წელს, მან შეიძინა 2007 წელს, 24 000 აშშ დოლარად. ა/მანქანა წლების განმავლობაში გაჩერებული ჰყავდა პ---–-–--------------ში. გ-----------------ე ა/მანქანას აქირავებდა, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუქირავებია, ვინაიდან მის გაყიდვას აპირებდა. ავტო.გე-ს საიტზე გაკეთებული ჰქონდა განცხადება ა/მანქანის გაყიდვის თაობაზე, რაშიც სთავაზობდნენ 9 000 აშშ დოლარს. ა/მანქანა იყო მუშა მდგომარეობაში, მაგრამ მანქანაში არ იდო აკუმულატორი. 2019 წლის 5 თებერვალს გ-----------------ეს უთხრეს, რომ მისი კუთვნილი ა/მანქანა არ იდგა პ---–-–--------------ის მიმდებარედ. გ-----------------ის დავალებით მისმა მეგობარმა მოიძია ა/მანქანა, მაგრამ ვერ ნახვა, რის გამოც გ-----------------ე დაუკავშირდა სამართალდამცველებს. გ-----------------ემ განაცხადა, რომ ეთანხმება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებებს.

 

მოწმე ლ---------------ემ განაცხადა, რომ დაზარალებული გ-----------------ე არის მისი თანასოფლელი და იცოდა, რომ მისი ა/ მანქანა პოლიციის ქუჩაზე იყო გაჩერებული. 2019 წლის 5 თებერვალს პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა, რომ გ-----------------ის კუთვნილის ,,ზილის“ მარკის ა/მანქანა არ იყო ადგილზე, რაც აცნობა გ-----------------ეს, რომელმაც სთხოვა ენახა სადმე ახლოს ხომ არ იდგა მანქანა. ლ---------------ემ მოიძია მანქანა და ვერ ნახა, რის შემდეგაც გ-----------------ე დაუკავშირდა პატრულს. ლ---------------ის განმარტებით, გ-----------------ისგან მისთვის ცნობილი იყო, რომ იგი აქირავებდა ა/მანქანა ,,ზილს“, მანქანა მუშაობდა თუ არა მოწმემ არ იცის.

 

მოწმე შ--–----------–---–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 6 თებერვალს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია ჯ--------–---------ს თაობაზე, რომელსაც მოპარული ა/მანქანა ჩაბარებული ჰქონდა ჯართის მიმღებ პუნქტში.

 

მოწმე ვ--–-------------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ჯართის მიმღებ პუნქტში, სადაც ჯ--------–--------მა ბუქსირით ჩამბული ,,ზილის“ მარკის ა/მანქანა მიიყვანა და ჩააბარა, როგორც ჯართი. მას ჯ--------–--------მა განუცხადა, რომ ა/მანქანა მას ეკუთვნოდა და წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ვ--–-------------ემ შეადგინა შესაბამისი საბუთი, რომელზეც ჯ--------–--------მა მოაწერა ხელი. ვ--–-------------ემ განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო ა/მანქანა მუშა მდგომარეობაში იყო თუ არა, ვინაიდან ა/მანქანას არ გააჩნდა აკუმულატორი და შესაბამისად, მისი შემოწმება მუშაობდა თუ არა შეუძლებელი იყო. ვ--–-------------ემ აღნიშნა, რომ ,,ზილის“ მარკის ა/მანქანაზე დამონტაჟებული იყო ამწე კალათა, მიუხედავად ამისა როგორც ჯართი ისე შეისყიდა, რაშიც ჯ--------–--------ს გადასცა 2 700 ლარი. შემდეგ ვ--–-------------ემ მოახდინა ა/მანქანის დაჭრა, რა დროსაც მოვიდნენ პოლიციელები და ამოიღეს ნაწილები. ავტომანქანას ჰქონდა ნომერი, რომელიც ჩააბარა პოლიციას.

 

დაცვის მხარის მოწმეებმა ჯ----–----–---–---–მა და ს-------------------მა დაადასტურეს, რომ პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო ,,ზილის“ ფირმის ა/მანქანა, რომელიც ვიზუალურად ცუდად გამოიყურებოდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ მუშა მდგომარეობაში აღნიშნული ა/მანქანა ნანახი არ ჰყავდათ.

 

ბრალდებულმა ჯ-------–--------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისი პ---–-–-----------ში. მისი საცხოვრებელი სახლის წინ, ყოფილი ,,ზილის გარაჟების’’ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში, დაახლოებით 4-5 წელია, უპატრონოდ იყო გაჩერებული ,,ზილის“ მარკის ა/მანქანა. მან მოიკითხა ხომ არ ყავდა მანქანას პატრონი, მაგრამ არავინ იცოდა ვისი იყო იგი. ივარაუდა, რომ ა/მანქანა ,,ზილი“ იყო ჩამოწერილი ქარხნის მიერ და არ ჰყავდა მეპატრონე. ვინაიდან მანქანა არ იყო მუშა მდგომარეობაში, არ ყავდა პატრონი და იყო ჯართი, გადაწყვიტა მისი ჯართად ჩაბარება; რადგან მანქანის ექვსივე ბორბალი იყო ჩაფუშული და არ ჰქონდა აკუმულატორი, მანქანა ჩააბა ,,ტროსით’’, მიიყვანა და მისი პირადობის მოწმობით ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, მანქანას ჰქონდა ნომრები, რაც დაუტოვა ჯართის მიმღებს.

 

დათვალიერების ოქმის და სანოტარო მოქმედება N----------ის თანახმად, დათვალიერებული იქნა გ-----------------ის მიერ წარდგენილი სანოტარო მინდობილობა, რეგისტრირებული 2012 წლის 22 ივნისს, რომლის თანახმად, კო---–----ემ - ,,მიმნდობი’’ - გ-----------------ეს - ,,მინდობილი პირი’’ - მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა, რომლის მოდელია ,,ზ--–-------’’, გამოშვების წელი 1989, ფერი-ლურჯი ღია 2/4, ტიპი - სპეციალიზებული, სახელმწიფო ნომერი D------. ავტომობილი ეკუთვნის მიმნდობს, თანახმად ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობისა A--------, 06.02.2007.წ.; ამ მინდობილობით ,,მინდობილ პირს’’ უფლება აქვს მართოს და განკარგოს, გავიდეს საზღვარზე, გადაიფორმოს საკუთარ სახელზე ან გადაუფორმოს სხვას, მათ შორის გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, დააგირავოს, მოხსნას აღრიცხვიდან და დააყენოს აღრიცხვაზე ა/მანქანა, შეკრიბოს ყველა დოკუმენტი და განახორციელოს ყველა მოქმედება აღნიშნული დავალების განსახორციელებლად. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით.

 

დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა დათვალიერებაში მონაწილე გამომძიებელმა თამარ ჟუჟუნაშვილმა.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ. თბილისში, პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გ-----------------ემ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე ჰყავდა განთავსებული ,,ზ--–-------“ მარკის სპეცტექნიკის ტიპის ავტომანქანა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ჯ--------–---------ს მონაწილეობით. ჯ--------–--------მა განაცხადა, რომ ქ. თბილისის, პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიღო ჯართში ჩასაბარებლად ,,ზ--–-------“ სპეცტექნიკის ა/მანქანა. ჯ--------–--------მა ასევე მიუთითა იმ ადგილზე და განაცხადა, რომ პ---–-–-------------ში შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარა ,,ზ--–--------“ მარკის სპექტექნიკის ტიპის ა/მანქანა.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ვ--–-------------ის მიერ წარდგენილი შპს ,,ბ--------ს“ შავი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალი N1128, ჟურნალი შედგება 49 ფურცლისაგან. ჟურნალის აღწერა იწყება 13.11.2016 წლით. ჟურნალის დათვალიერებისას 25-ე გვერდზე აღმოჩნდა 2019 წლის 05 თებერვალს ჯ--------–---------ს მიერ ჩაბარებული ლითონის გრაფა. კერძოდ: 99 ნომრად არის გატარებული ჯ--------–---------, პ/ნ 0----------, ჩაბარებული აქვს 7 ტონა და 700 კილოგრამი შავი ლითონი, ,,კუზაო’’, მის გვერდით არის ჯ--------–---------ს ხელმოწერა.

 

ამოღების ოქმის თანახმად, შპს ,,ბ--------ს“ ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ავტომობილის ,,ზ--–-------“ ლურჯი ფერის კაბინა, სპეც.ტექნიკა ე.წ. ,,კალათა’’, პლატფორმა, რამაზე დამაგრებული წინა ღერძი, უკანა ხიდი ორი საბურავით, დაშლილი ძრავით და მისი დეტალებით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები:

 

დაზარალებულ გ-----------------ის, მოწმე ლ---------------ის ჩვენებებით, სანოტარო მოქმედება N----------ის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 22 ივნისის მინდობილობის საფუძველზე გ-----------------ე ფლობდა 1989 წელს გამოშვებულ ავტომანქანა ,,ზ--–-------’’-ს, სახელმწიფო ნომერი D------, რომელიც წლების განმავლობაში გაჩერებული ჰყავდა პ---–-–--------------ში. დაზარალებულ გ-----------------ის, მოწმე ლ---------------ის, ბრალდებულ ჯ--------–---------ს ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 5 თებერვალიდან გ-----------------ის მფლობელობაში არსებული ,,ზილის“ მარკის ა/მანქანას მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჯ--------–---------. ბრალდებულ ჯ--------–---------ს, მოწმე ვ--–-------------ის ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შპს ,,ბ--------ს“ შავი ლითონის მიღება-ჩაბარების აღრიცხვის ჟურნალის დათვალიერების ოქმით, ა/მანქანის ნაწილების ამოღების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ--------–--------მა გ-----------------ის მფლობელობაში არსებული ,,ზილის“ მარკის ა/მანქანა 2019 წლის 5 თებერვალს ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, რაშიც ჯ--------–--------მა აიღო 2 700 ლარი. დაზარალებულ გ-----------------ის, ბრალდებულ ჯ--------–---------ს, მოწმე ვ--–-------------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ავტომანქანა ,,ზილს“ ჰქონდა სახელმწიფო ნომერი D------, რომელიც ნივთმტკიცების სახით ერთვის საქმეს.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, იმის თაიბაზე, რომ ჯ--------–--------მა ავტომანქანა ,,ზილი’’ მიიჩნია უპატრონო (მიგდებულ) ნივთად და ამის გამო დაეუფლა და მის ქმედებაში სახეზე არ გვაქვს სხვისი ნივთის დაუფლების განზრახვა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ უპატრონო მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 190-ე მუხლის თანახმად, თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა. მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით ნივთის მფლობელობას მიატოვებს. კონკრეტულ შემთხვევაში ცხადია, რომ ჯ--------–---------ს მიერ დაუფლებული ნივთი არის სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც საკუთრების მოპოვება შესაძლებელია შსს მ-------------------------- მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე, ხოლო მფლობელობა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის თანხმობის საფუძველზე. ჯ--------–---------ს ქმედების შეფასებისას სასამართლომ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ჯ--------–--------- ისე, რომ არც დაუდგენია ვინ იყო სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დაეუფლა მას, მაშინ როდესაც სატრანსპორტო საშუალებას ჰქონდა სახელმწიფო ნომერი, რაც ადასტურებდა, რომ სატრანსპორტო საშუალება ოფიციალურად იყო რეგისტრირებული და არ არსებობდა მისი ე.წ. ,,უპატრონო’’ ნივთად მიჩნევის საფუძველი. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიაჩნია, რომ ჯ--------–--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ-----------------ის მფლობელობაში არსებულ ,,ზილის“ მარკის ა/მანქანას. ჯ--------–--------მა ისარგებლა რა იმ მდგომარეობით, რომ მანქანა გაჩერებული იყო პ---–-–-----------ის მიმდებარედ, არადაცულ ტერიტორიაზე, მანქანის მფლობელისაგან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანგარების მოტივით, დაეუფლა გ-----------------ის სატრანსპორტო საშუალებას და განკარგა თავისი შეხედულებისამებრ, კერძოდ, ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში და აიღო თანხა, რის შედეგად მატერიალური ზიანი მიიღო გ-----------------ემ, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

ჯ--------–---------ს ქმედებით გ-----------------ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა

 

ჯ--------–---------ს ქმედებით დაზარალებულ გ-----------------ისთვის მიყენებული ზიანის დასადგენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

 

დაზარალებულმა გ-----------------ემ განაცხადა, რომ ა/მანქანა ,,ზილი“ მან შეიძინა 2007 წელს 24 000 აშშ დოლარად, რომელიც წლების განმავლობაში გაჩერებული ჰყავდა პ---–-–--------------ში. გ-----------------ე ა/მანქანას აქირავებდა, მაგრამ ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გაუქირავებია, ვინაიდან მის გაყიდვას აპირებდა. ავტო.გე-ს საიტზე გაკეთებული ჰქონდა განცხადება ა/მანქანის გაყიდვის თაობაზე, რაშიც სთავაზობდნენ 9 000 აშშ დოლარს. ა/მანქანა იყო მუშა მდგომარეობაში, მაგრამ მანქანაში არ იდო აკუმულატორი.

 

მოწმე ლ---------------ის განმარტებით ხვედაგურიძისგან მისთვის ცნობილი იყო, რომ იგი აქირავებდა ა/მანქანა ,,ზილს“, მანქანა მუშაობდა თუ არა მოწმემ არ იცის.

 

სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნის თანახმად, ავტომობილის ,,ზ--–-------“ გამოშვებული 1989 წელს, საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით, დადგენილებაში მითითებული მონაცემების (ტექ. მახასიათებლების და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით) თანახმად შეადგენს 12 500 (თორმეტიათასხუთასი) ლარს; ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში აღნიშნულია, რომ: დადგენილების თანახმად, ამწის მახასიათებლები არის შემდეგი: მანქანის დასაშვები წონა 10 ტონა, 80 კგ ე.წ. ,,სტელა’’ იშლება 22 მეტრზე, მისი ტვირთამწეობაა 300 კილოგრამი, დაკეცილი ე.წ. ,,სტრელა’’ არის 12 მ.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-----------------მ, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ უშუალოდ მას ვიზუალურად ავტომობილი ,,ზ--–-------“ ან მისი ამოღებული ნაწილები არ უნახავს და არ დაუთვალიერებია. მან ექსპერტიზის ჩატარების დროს იხელმძღვანელა მხოლოდ გამომძიებლის მიერ დადგენილებაში მითითებული ა/მანქანის პარამეტრებით და მონაცემებით, დადგენილების მიხედვით მანქანა იყო მუშა მდგომარეობაში. მის მიერ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ავტომანქანის ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია ბაზარზე ანალოგიური ავტომობილების რეალურ ფასთან, მანქანის შეფასება გააკეთა მინიმალური ღირებულებით.

 

ბრალდებულ ჯ--------–---------ს, დაცვის მხარის მოწმეების ჯ----–----–---–---–ის და ს-------------------ის ჩვენებების თანახმად, პ---–-–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ იდგა ,,ზილის“ ფირმის ა/მანქანა, რომელიც ვიზუალურად ცუდად გამოიყურებოდა და არ იყო მუშა მდგომარეობაში.

 

ბრალდების მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, თითქოს ჯ--------–---------ს ქმედებით დაზარალებულ გ-----------------ეს მიადგა 12500 ლარის ზიანი, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად დაზარალებულ გ-----------------ის ჩვენება, მანქანის ღირებულების განსაზღვრის ჭრილში, სასამართლომ არ მიიჩნია სარწმუნოდ, ვინაიდან მისი ჩვენება წინააღმდეგობრივია და არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. კერძოდ: სასამართლო არ იზიარებს გ-----------------ის ჩვენების იმ ნაწილს, რომ ა/მანქანა ,,ზილი“ მან შეიძინა 2007 წელს. მისი ეს ჩვენება ეწინააღმდეგება სანოტარო მოქმედება N----------ში ასახულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ეს მანქანა 2007 წელს შეიძინა კო---–----ემ, ხოლო მინდობილობა მანქანის განკარგვის თაობაზე გ-----------------ეს მისცა 2012 წლის 22 ივნისს; სასამართლო ასევე საეჭვოდ მიიჩნევს გ-----------------ის მიერ სპეცტექნიკის გაქირავების ფაქტს, ვინაიდან, მინდობილობაში დაკონკრეტებულია ყველა მოქმედება, რაც შეეძლო განეხორციელებინა გ-----------------ეს, მაგრამ მანქანის გაქირავების თაობაზე მასში არაფერია მითითებული, ასევე, ვერც გ-----------------ე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ის მანქანას ნამდვილად აქირავებდა (თუმცა ბოლო სამი წელი, რომ არ აქირავებდა ეს არც არის სადაო, რადგან დაზარალებული ადასტურებს ამ ფაქტს); მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სასამართლოსთვის საეჭვოა ის გარემოებებიც, რომ გ-----------------ემ ნამდვილად 24 000 აშშ დოლარად შეიძინა ეს მანქანა, ან ნამდვილად ყიდდა 9 000 აშშ დოლარად. მტკიცებულებათა ერთობლიობის არსიდან გამომდინარე, აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლო მხოლოდ დაზარალებულ გ-----------------ის ჩვენებას არ მიიჩნევს საკმარისად. ასევე არასარწმუნოა გ-----------------ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ მანქანა იყო მუშა მდგომარეობაში, აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ. აღნიშნულ ფაქტს ვერ ადასტურებს ბრალდების მოწმეები ლ---------------ე და ვ--–-------------ე, ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ მანქანა ,,ტროსით’’ ჩაბმული მოიყვანეს და არ იყო მუშა მდგომარეობაში, ასევე, დაცვის მხარის მოწმეებმა ჯ----–----–---–---–მა და ს-------------------მა აჩვენეს, რომ მანქანა არ იყო მუშა მდგომარეობაში, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია ჯ--------–---------ს ჩვენებასთან იმის თაობაზე, რომ მანქანა არ იყო მუშა მდგომარეობაში. ზიანის უტყუარად დადგენის კონტექსტში ასევე არასაკმარისად სანდოა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან, როგორც ექსპერტმა ს-----------------მ აჩვენა, მას უშუალოდ ნივთზე არ ჩაუტარებია ექსპერტიზა და არც რაიმე დოკუმენტზე; ექსპერტმა დასკვნა შეადგინა მხოლოდ დადგენილებაში ასახულ ტექ.მახასიათებლების და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით. დადგენილებაში ასახული ინფორმაცია ემყარება ვარაუდს და საქმეში არ არის წარმოდგენილი, დაზარალებულის ჩვენების გარდა, არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანქანის იმ რეკვიზიტებს, რაც დადგენილებაშია მითითებული. კერძოდ, დადგენილების თანახმად, ამწის მახასიათებლები არის შემდეგი: მანქანის დასაშვები წონა 10 ტონა, 80 კგ ე.წ. ,,სტრელა’’ იშლება 22 მეტრზე, მისი ტვირთამწეობაა 300 კილოგრამი, დაკეცილი ე.წ. ,,სტრელა’’ არის 12 მ., ეს მახასიათებლები დადგენილებაში შეტანილ იქნა დაზარალებულ გ-----------------ის მითითებით, მაგრამ გ-----------------ე თუ რას დაეყრდნო სასამართლოსთვის უცნობია, რადგან გამოძიებამ ვერ მოიპოვა სპეცტექნიკის რეგისტრაციის მოწმობა და ვერც სხვა დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა სპეცტექნიკის რეკვიზიტები; ასევე, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაჩნდა გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, იყო თუ არა მანქანა მუშა მდგომარეობაში, მაშინ, როდესაც ექსპერტმა დადგენილებიდან გამომდინარე, მანქანა მიიჩნია მუშა მდგომარეობის მქონედ.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ ა/მანქანა ,,ზილის“ ღირებულება შეადგენდა 12500 ლარს, მაშინ როდესაც უტყუარად დადასტურდა, რომ ჯ--------–--------მა გ-----------------ის ა/მანქანა ,,ზილის’’ ჯართის მიმღებ პუნქტში ჩაბარებით აიღო თანხა 2 700 ლარი. ამდენად, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ--------–---------ს ქმედებით დაზარალებულს მიადგა არა 12500, არამედ 2700 ლარის ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაშითბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულია როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის მიერ ჯ--------–---------ს მსჯავრდებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.

რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებაებს - მნიშვნელოვან ზიანსა და დიდ ოდენობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო დიდ ოდენობად - 10000 ლარს ზევით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 თებერვალს დილის საათებში, ქ. თბილისში, პ---–-–-------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯ--------–--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა გ-----------------ის კუთვნილ ,,ზ--–--------“ მარკის სატრანსპორტო საშუალებას (სახელმწიფო ნომრით D------), რომელიც განკარგა საკუთარი შეხედულებისამებრ და 2700 ლარად ჩააბარა ჯართში, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ ჯ--------–---------ს ქმედებით დაზარალებულს მიადგა 12500 ლარის ზიანი.

 

ამდენად, ჯ--------–---------ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და ჯ--------–--------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯ--------–---------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მის პიროვნებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), მის პირად და ოჯახურ ვითარებას (იგი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე და შვილები) და მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

8. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ქ. თბილისი, პ---–-–-------------ში მდებარე შპს ,,ბ--------ში“ მფლობელ ვ--–-------------ისგან ამოღებული ავტომანქანის ნაწილები: პლატფორმა, დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით, ინახება ამავე განყოფილებაში; რამა დაშლილი დეტალებით, წინა ღერძი, ორი საბურავი, დაშლილი ძრავი დეტალებით, დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით, ინახება ამავე განყოფილებაში; უკანა ხიდი, ორი საბურავით დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; კაბინა დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით, ინახება ამავე განყოფილებაში; კალათა დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით, ინახება ამავე განყოფილებაში; ვ--–-------------ისგან ამოღებული წინა და უკანა D------ სანომრე ნიშანი დალუქული სახით, ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჯ--------–---------ს ადვოკატ ნ-----------–-–---–-ს და თბილისის ისანი-სამგორია რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი;

 

ჯ--------–---------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე;

 

ჯ--------–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

ჯ--------–---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია;

 

ჯ--------–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 6 თებერვლიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ქ. თბილისი, პ---–-–-------------ში მდებარე შპს ,,ბ--------ში“ მფლობელ ვ--–-------------ისგან ამოღებული ავტომანქანის ნაწილები: პლატფორმა, დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; რამა დაშლილი დეტალებით, წინა ღერძი, ორი საბურავი, დაშლილი ძრავი დეტალებით დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; უკანა ხიდი, ორი საბურავით დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; კაბინა დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში; კალათა დალუქული ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ლუქით ინახება ამავე განყოფილებაში. ვ--–-------------ისგან ამოღებული წინა და უკანა D------ სანომრე ნიშანი დალუქული სახით ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი