განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2019
საქმის ნომერი
340100118002722611
ინსტანცია
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002722611

საქმე №1ბ/1663-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მაკა გველესიანი

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: თ--------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ვ-------ი ყ-----–---–ი, დაბადებული: 1--------- წელს; პირადი ნომერი: 4----------; საქართველოს მოქალაქე, ტექნიკური განათლებით; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყ-----–--------------------–--------.

 

ადვოკატები: ლ--–----------–---–ი, მ--------------–---–ი .

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–---–მა. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, მსჯავრდებულ ვ------- ყ-----–---–-- მიმართ კანონთან შესაბამისი, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ შემთხვევაში ვ------- ყ-----–---–-- გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად გარდაიცვალა გ------ ა–------–ი, მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული და დაზარალებულის უფლებამონაცვლეს გააჩნია პრეტენზია და ითხოვს მსჯავრდებულის დასჯას. ამ შემთხვევაში კი სასამართლოს მიერ ვ------- ყ-----–---–-- მიმართ გამოყენებული მსუბუქი სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქციის ფარგლებში უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც იქნება შემაკავებელი და დამაფიქრებელი მსჯავრდებულის შემდგომი საქციელის სწორად განსაზღვრისათვის.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ ვ------- ყ-----–---–-- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ--------------–---–მა, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ ვ------- ყ-----–---–-- მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა თ--------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა ვ------- ყ-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ლ--–----------–---–მა და მ--------------–---–მა, მოითხოვეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით, ვ------- ყ-----–---–ი ცნობილ იქნა დამანაშავედ, მასში რომ მან ჩაიდინა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 23:22 საათზე, ყ-----–--------------------–-------–-, ვ-------ი ყ-----–---–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული ჰქონდა მისივე კუთვნილი ,,სუზუკი გრანდ ვიტარას“ მარკის, სახ. N----------, ავტომანქანა, მან დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: სატრანსპორტო საშუალება გააჩერა ისე, რომ არ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა, რათა გამორიცხული ყოფილიყო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა და უნებართვოდ გამოყენების შესაძლებლობა, რის გამოც ავტომანქანა დაგორდა და შეეჯახა ამავე ეზოში გაჩერებულ მ--–---- პ---–--–---–ის კუთვნილ ,,სიზუკი ვიტარას“ მარკის, სახ. N--------, ავტომანქანას, რომელთა შორისაც მოჰყვა ვ------- ყ-----–---–თან სტუმრად მყოფი გ------ ა–------–ი და შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენით, ვ-------ი ყ-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ-------ი ყ-----–---–-- ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

მოწმე თ----- ა–------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე, გ------ ა–------–ის მეუღლე. მან როდესაც მეუღლის დაზიანების შესახებ შეიტყო და ნახა, იგი იყო უგონო მდგომარეობაში. 6-7 საათის შემდეგ გარდაიცვალა. მან შეიტყო თანამშრომლისაგან, რომ მისი მეუღლე იყო დაზიანებული. მან დაზიანება მიიღო ყ-----–--------------------–-------–-, სადაც საქეიფოდ იყო. მეუღლის გარადაიცვალა ფეხის დაზიანების გამო. მას არ სურს ზიანის ანაზღაურება და სურს კანონის შესაბამისად დაისაჯოს ვ-------ი ყ-----–---–ი.

მოწმე ი-–---–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის გამომძიებელი და მუშაობს შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

მოწმე ი-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოს პოლიციელი და მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ყ-----–--------------------–-------–-.

მოწმე ვ-–- ყ-----–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ვ------- ყ-----–---–-- შვილი. 2018 წლის 30 ივნისს ჰქონდა შვილის დაბადების დღე. ჰყავდა სტუმრები. სტუმრად მივიდა მ--–---- პ---–--–---–ი, რომელმაც მიიყვანა დაზარალებული გ------ ა–------–ი, რომელიც იმ დღეს გაიცნო. ღამის 10-11 საათზე დაიშალნენ სტუმრები. მ--–---- პ---–--–---–ის გაცილებისას ნახა, რომ მ--–---- პ---–--–---–ის ავტომანქანის მაშუქი იყო გადამწვარი. მან გამოიტანა ნათურა და აყენებდა ავტომობილზე, რა დროსაც გაიგონა შეჯახების ხმა. გ------მა დაიყვირა ფეხი მომტყდაო. მამამისის მანქანა იდგა ეზოში, ეზო დამრეცია ქუჩისაკენ. ხელის მუხრუჭი ამოწეული ჰქონდა, მაგრამ რატომ დაგორდა ავტომანქანა არ იცის. მ--–---- პ---–--–---–ის მანქანა იდგა ქუჩაში, ეზოსთან 2-3 მეტრში. ვ------- ყ-----–---–-- დაგორებული მანქანა დაეჯახა ამ ორ მანქანას შორის მდგომ გ------ ა–------–ს. გ------ს დაუზიანდა ფეხი. მამამისის მანქანა ხელით გადააგორეს და მოაცილეს შემთხვევის ადგილს. დაზარალებული წაიყვანეს საავადმყოფოში და ყველაფერი გააკეთეს, რომ გადაერჩინათ. თბილისიდან ჩამოიტანეს სისხლი, მაგრამ რატომ არ გადაუსხეს ექიმებმა არ იცის. გ------ ა–------–ის წაყვანა უნდოდათ თბილისში, მაგრამ საავადმყოფოდან ექიმებმა არ გაატანეს. შემთხვევიდან დილით გ------ ა–------–ი გარდაიცვალა.

მოწმე ნ-----–---- ტ-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ექსპერტი. იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, ყ-----–--------------------–-------–-. ვ------- ყ-----–---–-- საცხოვრებელ სახლში ეზო იყო დახრილი ქუჩისაკენ. ეზოში იდგა ვ------- ყ-----–---–-- ავტომობილი, ხოლო მეორე ავტომობილი იდგა ეზოს გარეთ. ეზოს გარეთ მდგარ ავტომობილს მოხსნილი ჰქონდა წინა ,,ბამპერი“. აიღეს სინჯები, შეასრულეს ყველა საჭირო პროცედურა და დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.

მოწმე ა-–---- კ---------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი და 2018 წლის 04 სექტემბრის N0-------- ექსპერტის დასკვნით დასტურდება შემდეგი: გ------ ა–------–ის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა და დიდი წვივის წინა არტერიის ტრამვული დაზიანების გამო. სამედიცინო დოკუმენტებით სიკვდილი დადგა 2018 წლის 01 ივლისს, 09:00 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას ნანახ გვამურ მოვლენებს. გ------ ა–------–ის გვამს აღენიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარჯვენა დიდი წვივის წინა არტერიის ტრამვული დაზიანებით. დაჟეჟილი ჭრილობა მარჯვენა მუხლის სახსრის არეში. ნაჭდევები მარჯვენა ლავიწის, მარჯვენა ლოყის, მარცხენა წვივისა და მარცხენა ბარძაყის არეში. სისხლნაჟღენთი მარცხენა მტევნის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათის სახიფათო, ხანდაზმულობით, სიკვდილის დადგომამდე უახლოესი პერიოდისა და და არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს -30.06.2018წ.

მოწმე მ--–---- პ---–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ივნისს, სტუმრად იყო ვ------- ყ-----–---–-- შვილიშვილის დაბადების დღეზე. მან თან მიიყვანა თავისი მეგობარი - გ------ ა–------–ი. წასვლა როდესაც დააპირა, ნახა, რომ ავტომობილზე ფარი არ ანთებდა. ვ-–- ყ-----–---–მა შესთავაზა ნათურის შეცვლა. მას ავტომანქანა ეყენა ეზოს გარეთ. ისინი იდგნენ ავტომანქანასთან. ამ დროს დაგორდა ეზოში მდგარი ვ------- ყ-----–---–-- ავტომობილი და ამ ორ მანქანას შორს მდგარ გ------ ა–------–ს დაეჯახა. გ------ ა–------–ს დაუზიანდა ფეხი. გადაუჭირა ლახტი, რომ სისხლი გაეჩერებინათ. მანქანა გადააგორეს. ვ------- ყ-----–---–-- მანქანა იდგა ეზოში, ეზო დამრეცია ქუჩისაკენ. მთელი იმ ხნის განმავლობაში რაც სტუმრად იყო, ხედავდა, რომ ვ------- ყ-----–---–-- მანქანაში სხდებოდნენ ბავშვები და უსმენდნენ მუსიკას. როდესაც მანქანა დაგორდა და მის გადასაგორებლად მივიდნენ, რათა გ------ ა–------–ისაგან მოეცილებინათ, ავტომანქანაში არავინ იჯდა. ვ------- ყ-----–---–მა და მისმა ოჯახმა ყველაფერი იღონა, რომ გ------ ა–------–ი გადაერჩინათ. შემდეგ ვ------- ყ-----–---–მა დაზარალებულის ოჯახს შესთავაზა ზიანის ანაზღაურება, მაგრამ დაზარალებულის ოჯახმა ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

მოწმის სახით დაიკითხულ ვ------- ყ-----–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ივნისს, მის შვილიშვილს ჰქონდა დაბადების დღე. იგი იყო დაკრძალვაზე, როდესაც სახლში დაბრუნდა, დახვდა სტუმრები. თავისი ავტომანქანა გააჩერა სახლის ეზოში. ავტომობილის სალონის კარი არ დაუკეტია, რადგან ბავშვები სხდებოდნენ და მუსიკას უსმენდნენ. მისი შვილის მეგობარმა -მ--–---- პ---–--–---–მა მიიყვანა სტუმრად გ------ ა–------–ი. იგი მანამდე გ------ ა–------–ს არ იცნობდა, მაგრამ იცნობდა მის მამას. ახსოვს, რომ მის ავტომანქანაში გ------იც ჩაჯდა და მუსიკას უსმენდა. როდესაც სტუმრები წავიდნენ და მისი შვილი ვ-–- აცილებდა მ--–---- პ---–--–---–ს და გ------ ა–------–ს, ნახეს, რომ მ--–----ის ავტომობილს გადამწვარი ჰქონდა ფარი. ვ-–- უცვლიდა გადამწვარ ნათურას. ამ დროს დაგორდა მისი მანქანა, რომელიც გაჩერებული იყო ეზოში. ხელის მუხრუჭი ამოწეული ჰქონდა, მაგრამ რამ გამოიწვია დაგორება არ იცის, შეიძლება ვინმემ ხელის მუხრუჭი დაწია, მაგრამ არ იცის ვინ. ავტომანქანის დაგორება როდესაც დაინახა, იყვირა მოერიდეთო, მაგრამ გ------ ა–------–ი ძალიან მთვრალი იყო და როგორც ჩანს ვერ მოახერხა, მოჰყვა ორ მანქანას შორის. გ------ ა–------–ს დაუზიანდა ფეხი. მან ყველაფერი გააკეთა, რომ გ------ი გადაერჩინა, მაგრამ მეორე დღეს, დილით, სისხლნაკლებობით გარდაიცვალა. მან დაზარალებულის ოჯახს შესთავაზა და ახლაც მზად არის გაიღოს ყველა ხარჯი, რაც დაზარალებულის ოჯახმა გასწია. მან 3000 ლარი მისცა მ--–---- პ---–--–---–ს და მან გადასცა დაზარალებულის ოჯახს თავისი სახელით. ვ------- ყ-----–---–ი ძალიან ნანობს და განიცდის, რომ მისი გაუფრთხილებელი ქცევით მოხდა ადამიანის დაღუპვა. ჩადენილს გულრწფელად ინანიებს.

 

მტკიცებულებების ნაწილი - კერძოდ, მოწმის ს---------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოსურათები, სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებები მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ------- ყ-----–---–-- ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ------- ყ-----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ------- ყ-----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩანადენილ დანაშაულს.

ვ------- ყ-----–---–-- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით), რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ------- ყ-----–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანმდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს ძირითად სასჯელად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ვ------- ყ-----–---–-- მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა გაუფრთხილებელი, მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც ადამიანის - გ------ ა–------–ის გარადაცვალება მოჰყვა, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს გააჩნია პრეტენზია, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ვ------- ყ-----–---–მა ჩაიდინა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება (ადამიანის გაუფრთხილებლობით გარდაცვალება) წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს სხვადასხვა გარემოემებებს, განსაკუთრებით - მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული ვ------- ყ-----–---–-- ცდილობდა და ახლაც მზად არის შეურიგდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, აუნაზღუაროს ზიანი, რაზედაც თავად დაზარალებულის უფლებამონაცვლე აცხადებს უარს. ამდენად, აღნიშნული არგუმენტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის ძირითად სასჯელად უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ვ------- ყ-----–---–-- მიმართ დამატებითი მექანიზმის გამოყენება, რომელიც იქნება უკეთესი გარანტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულისათვის კანონთან შესაბამისი სასჯელის განსაზღვრისთვის, მსჯავრდებულის მიმართ ძირითად სასჯელთან ერთად, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, გამოყენებული უნდა იქნეს დამატებითი სასჯელის სახით საქმიანობის უფლების-სატრასპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამოერთვა 2(ორი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და სასჯელის მიზნებს.

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ვ------- ყ-----–---–-- მიმართ ძირითად სასჯელად თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა ვ------- ყ-----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ვ------- ყ-----–---–-- მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის, გაუფრთხილებელი დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, არ არის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ვ------- ყ-----–---–-- მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ვ------- ყ-----–---–-- პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ------- ყ-----–---–-- მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა. ამასთან, სააპელაციო პალატის შეფასებით, ძირითად სასჯელთან ერთად მსჯავრდებულისთვის საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით საქმიანობის უფლების-სატრასპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამოერთვა 2(ორი) წლის ვადით სრულად უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და სასჯელის მიზნებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ცვლილება უნდა შევიდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განაჩენში შვიდეს ცვლილება;

 

ვ-------ი ყ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი) წელი.

მასვე, 2(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრასპორტო საშუალების მართვის უფლება;

მსჯავრდებულ ვ-------ი ყ-----–---–-- მიმართ 2018 წლის 10 ოქტომბერის N10ა/76-18 განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას გაუქმდეს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის N12/17-18 განჩინებით დადებული ყადაღა ვ------- ყ-----–---–-- (პირადი N4----------) სახელზე რიცხული უძრავი ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს: ყ-----–--------------------–--------, საკადასტრო კოდი №5----------- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი 10018,00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი:, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით/1-92 კვ.მ. გირაოს ფულადი თანხის -5000(ხუთი ათასი)ლარის ეკვივალენტურ წილზე.

მსჯავრდებულ ვ------- ყ-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მასზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს-მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ვ------- ყ-----–---–-- კუთვნილი ,,სუზუკი გრანდ ვიტარას’’ მარკის სახ.N---------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია ქ.თელავში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- ,,სუზუკი ვიტარას’’ მარკის სახ.NV------ ავტომანქანა, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა მეპატრონეს მ--–---- პ---–--–---–ს, დაუბრუნდეს მასვე კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- 2 ცალი პლასტმასის ნატეხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- გ------ ა–------–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, - დაუბრუნდეს მის უფლებამონაცვლეს;

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი