განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100119003091077
საქმე №1/ბ-685-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----------–----ე;
მსჯავრდებული: თ-----------------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), დაუოჯახებელი, ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ--------------–--------------------------------- (მონაწილეობის გარეშე);
ადვოკატი: ჯ----–--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი; 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-----------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო, თ-----------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენით: თ----------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; თ----------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით; თ-----------------ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 01 ივნისიდან 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით, გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; თ-----------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, დაევალა პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; დადგინდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება ავტომანქანა ,,ფიატი'', რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს; 1 ცალი დივიდი დისკი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
თ-----------------მ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - ოჯახის წევრის ბაბუას ე--------------ს მიმართ განხორციელებული ძალადობითა და მუქარით ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა, 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 13 ივნისს, ღამის საათებში, ქ--------–----------–----------------ში, თ-----------------მ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ბაბუა ე--------------ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, მარცხენა მტევნისა და მარცხენა მუხლის არეში მიაყენა დაზიანებები, რა დროსაც ე--------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. თ----------------- სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა ოჯახის წევრს - ბაბუა ე--------------ს, რა დროსაც ე--------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა--------------მ და მოითხოვა მსჯავრდებულ თ-----------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში და მისთვის შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ თ-----------------სათვის დანიშნული სასჯელი _ პირობითი მსჯავრი, არ არის მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი, რის გამოც, ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნების შესრულებას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა რ----------–----ემ მხარი დაუჭირა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა; მოწინააღმდეგე მხარემ, მსჯავრდებულ თ-----------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ----–--------მ მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მსჯავრდებულისათვის მკაცრის სასჯელის განსაზღვრის თაობაზე და ამ ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება ითხოვა.
მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე მიუთითეს, რომ თ-----------------ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილით თ----------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის უზუსტობა, უნდა გასწორდეს და თ----------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ ღია სხდომაზე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------------ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებულ განაჩენში კვალიფიკაციის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება და თ----------------- ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, ხოლო დანარჩენ, მათ შორის სასჯელის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ თ-----------------ს აღიარებითი ჩვენებით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით, ე--------------ს, მ---------------ს, მ-------------ის, რ-------------–--–---–ის, ნ--------–--ის, ა----–-------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ე--------------ს მონაწილეობით, შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, სამედიცინო ბარათის დათვალიერების ოქმითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ თ-----------------მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალდების შესახებ დადგენილებით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს და ითხოვს მსჯავრდებულ თ-----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
თ----------------- მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. თ----------------- ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი სხვა გარემოება არ გააჩნია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ თ-----------------ს მიმართ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა, მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველჰყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამასთან, პალატა ეთანხმება მხარეთა პოზიციას გასაჩივრებულ განაჩენში კვალიფიკაციის ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამ მიმართებით განმარტავს შემდეგს:
საქმეში წარმოდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ-----------------ს ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის როგორც შესავალ, ასევე აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებულია და დადგენილია, რომ თ-----------------მ, მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ჩაიდინა განზრახი დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითება მასზედ, რომ „თ----------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში“ - წარმოადგენს უზუსტობას, რაც, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში (რომლითაც ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ თ-----------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მისთვის შესაბამისი სანქციით მკაცრი სასჯელის განსაზღვრას), უნდა გასწორდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------------ს სააპელაციო საჩივარი სასჯელის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, კვალიფიკაციის დაზუსტების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება, თ----------------- ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო დანარჩენ (მათ შორის სასჯელის ნაწილში) გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა--------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განაჩენში, თ-----------------ს მიმართ, შევიდეს ცვლილება კვალიფიკაციის ნაწილში და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3.თ----------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
5.თ-----------------ს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობის დრო - 2019 წლის 01 ივნისიდან 2019 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით;
6. თ-----------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;
7.თ-----------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
8.ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ავტომანქანა ,,ფიატი'', რომელიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ურეხის პოლიციის განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
- 1 ცალი დივიდი დისკი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
9. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /ლერი თედორაძე/