განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210017002013432
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-654-19 05 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტები (მოპასუხეები) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ნ----- გ-----ე, ლ------ ლ--------------ე დ-----------–--ე მ------ კ--------ე (თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე) ფ--------------–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
- გაუქმდა 2017 წლის 18 მაისის N1-------- სააღსრულებო ფურცელი და იპოთეკის რეგისტრაცია მ------ კ--------ის (პ/ნ 6----------) ბინაზე, მდებარე: ქ.ქუთაისი, ბ------ ქუჩა N------------ (ს/კ 0------------------).
- მოპასუხე ლ------ ლ--------------ეს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 750 აშშ დოლარის გადახდა.
- მოპასუხე ნ----- გ-----ეს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1600 აშშ დოლარის გადახდა.
- მ------ კ--------ეს დაუბრუნდა თ---------- კ--------ეს მიერ 2017 წლის 23 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (795 ლარიდან) - 84,19 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TRESGE22, გადამხდელი ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი BAGAGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.
- მოპასუხე ლ------ ლ--------------ეს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 307,2 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 25 ლარის გადახდა.
- მოპასუხე ნ----- გ-----ეს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 657,38 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 25 ლარის გადახდა.
- სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. 2014 წლის 20 მარტს იპოთეკარ ლ------ ლ--------------ეს, იპოთეკარ ბ------- ჟ------სა და მსესხებელ თ---------- კ--------ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 11000 აშშ დოლარზე (ბ------- ჟ------მა გადასცა 7500 აშშ დოლარი, ხოლო ლ------ ლ--------------ემ გადასცა 3500 აშშ დოლარი) სამი თვის ვადით, 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3.68%-ით. სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის აღსრულებამდე;
2.2. სესხის უზრუნველსაყოფად თ---------- კ--------ემ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, ბ------ ქუჩა N----- საკადასტრო კოდი: 0------------------;
2.3. 2018 წლის 20 აპრილს გარდაიცვალა მოსარჩელე თ---------- კ--------ე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით მის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მ------ კ--------ე;
2.4. 2017 წლის 04 ივნისს გარდაიცვალა ბ------- ჟ------ი და მისი სამკვიდრო მიიღო ნ----- გ-----ემ;
2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ---------- კ--------ეს 2014 წლის 20 მარტიდან 2017 წლის აპრილის მდგომარეობით გადახდილი ჰქონდა ჯამში 14572,8 აშშ დოლარი (11000 აშშ დოლარი X 3.68% = 404.8 აშშ დოლარი; 404,8 აშშ დოლარი X 36 თვე =14572.8 აშშ დოლარი). აღნიშნულ თანხას უნდა გამოკლებოდა 3 თვის პროცენტი 1214.4 აშშ დოლარი და ძირი თანხა 11000 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 2358.4 აშშ დოლარს. ლ------ ლ--------------ისა და ბ------- ჟ------ის ხელწერილით 2017 წლის აპრილის მდგომარეობით მოსარჩელეს დაფარული აქვს ყველა თვის მიმდინარე პროცენტი სრულად, გადასახდელი აქვს ძირი 11000 აშშ დოლარი და ერთი თვის პროცენტი;
2.6. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ივნისის შემდეგ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა დასრულდა, მხარეთა მიერ წერილობით არ მომხდარა სესხის ხელშეკრულების გაგრძელება;
2.7. 2017 წლის 18 მაისს ნოტარიუს ეთერ გზირიშვილის მიერ გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ლ------ ლ--------------ის წინაშე შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 3500 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს - 630 აშშ დოლარს, ხოლო ბ------- ჟ------ის მიმართ შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 7500 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს - 1350 აშშ დოლარს;
2.8. 2017 წლის 18 მაისის სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ნ---- მ----–--ემ დაიწყო აღსრულება NA----------------.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით;
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი;
2.11. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 20 მარტს იპოთეკარ ლ------ ლ--------------ეს, იპოთეკარ ბ------- ჟ------სა და და მსესხებელ თ---------- კ--------ეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 11000 აშშ დოლარზე (ბ------- ჟ------მა გადასცა 7500 აშშ დოლარი, ხოლო ლ------ ლ--------------ემ გადასცა 3500 აშშ დოლარი.) სამი თვის ვადით, 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3.68%-ით. სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის აღსრულებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად თ---------- კ--------ემ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, ბ------ ქუჩა N----- საკადასტრო კოდი: 0------------------;
2.12. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, სესხი გაიცა 3 თვის ვადით და სესხის 3.68%-იანი სარგებლის მოქმედების ვადაც გრძელდებოდა 3 თვით - 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით, რადგან კრედიტორმა ვერ წარადგინა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებას, ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპროცენტო სარგებლად და ის უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას. სესხის ხელშეკრულებით წერილობითი ფორმით დადების გამო, მისი მოქმედების გაგრძელებისას დაცული უნდა ყოფილიყო ძირითადი ხელშეკრულების ფორმაც, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 3 თვეს წარმოადგენდა. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ გადახდილი თანხა უნდა ჩაითვალოს ძირითადი ვალის დაფარვაში;
2.13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ------- ჟ------მა თ---------- კ--------ეს გადასცა 7500 აშშ დოლარი, ხოლო ლ------ ლ--------------ემ გადასცა 3500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3.68%-ით. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ან ვადაზე ადრე მოშლა;
2.14. როგორც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლების, ასევე სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებით და წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ 2017 წლის აპრილის მდგომარეობით მოსარჩელეს დაფარული აქვს ყველა თვის მიმდინარე პროცენტი სრულად და დარჩენილი აქვს ძირი თანხა. მეორეს მხრივ მოპასუხეები (კრედიტორები) არ დაეთანხმნენ მოსარჩელის პოზიციას და აცხადებდნენ, რომ თ---------- კ--------ეს გადახდილი აქვს მხოლოდ ორი თვის პროცენტი და დარჩენილი აქვს ძირი თანხა და ერთი თვის პროცენტი. ცხადია, რომ მხარეთა შორის არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დადებული იყო წერილობითი ფორმით, მისი მოქმედების გაგრძელებისას დაცული უნდა ყოფილიყო ძირითადი ხელშეკრულების ფორმაც, რაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა;
2.15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 20 მარტს იპოთეკარ ლ------ ლ--------------ეს, იპოთეკარ ბ------- ჟ------სა და მსესხებელ თ---------- კ--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 11000 აშშ დოლარზე (ბ------- ჟ------მა გადასცა 7500 აშშ დოლარი, ხოლო ლ------ ლ--------------ემ გადასცა 3500 აშშ დოლარი.) სამი თვის ვადით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3.68%-ით. საქმეში წარმოდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-3 და მე-5 პუნქტების მიხედვით, სულ სესხი 11 000 აშშ დოლარი და სამი თვის სარგებლით (404.8 აშშ დოლარი × 3 (თვე) =1214,4 აშშ დოლარი) შეადგენს 12 214.4 აშშ დოლარს. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ სარგებლის მოქმედება შეიძლება გაგრძელებულიყო სამი თვის განმავლობაში. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას ის არ გამომდინარეობდა სსკ-ის 625-ე მუხლის დისპოზიციიდან. სასამართლომ მოიშველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომელიც პროცენტის გადახდის ვალდებულებას შეეხება. კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე (საქმე №ას-1701-1685-2011,22.10.2012) საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში“. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხა ჩათვლილიყო ძირითადი ვალის დაფარვაში საფუძვლიანი იყო;
2.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელში მითითებული გარემოებები და სარჩელის საფუძვლიანობა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული;
2.17. სამოქალაქო კოდექსის 317–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.18. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. სამოქალაქო კოდექსის 286–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა);
2.19. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, აუცილებელია არსებობდეს მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არსებობს იპოთეკა. თუ არ არსებობს მოთხოვნა, შესაბამისად, არ არსებობს არც მისი უზრუნველყოფის საშუალება;
2.20. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს თ---------- კ--------ის უფლებამონაცვლე მ------ კ--------ე;
2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427–ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით;
2.22. სამოქალაქო კოდექსის 292–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. ამავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს;
2.23. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრის, თ---------- კ--------ის მიერ სრულად იქნა შესრულებული კრედიტორების მიმართ. შესაბამისად, ისინი არ არიან უფლებამოსილი მოითხოვონ მოვალისაგან ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა იპოთეკის გამოყენების საფუძველი და იგი უნდა გაუქმებულიყო;
2.24. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”. ამავე კოდექსის 987-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით: ,,1. პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. 2. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”. ამავე კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”;
2.25. სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას;
2.26. დადგენილია, რომ მოსარჩელე თ---------- კ--------ეს 2014 წლის 20 მარტიდან 2017 წლის აპრილის მდგომარეობით გადახდილი აქვს ჯამში 14572,8 აშშ დოლარი (11000 აშშ დოლარი X 3.68% = 404.8 აშშ დოლარი; 404,8 აშშ დოლარი X 36 თვე = 14572.8 აშშ დოლარი). აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს 3 თვის პროცენტი 1214.4 აშშ დოლარი და ძირი თანხა 11000 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 2358.4 აშშ დოლარს. შესაბამისად, მოსარჩელე თ---------- კ--------ეს 2358.4 აშშ დოლარი აქვს ზედმეტად გადახდილი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს უკან. კერძოდ, ლ------ ლ--------------ისგან ეკუთვნის 750,4 აშშ დოლარი და ბ------- ჟ------ისგან 1608 აშშ დოლარი, მაგრამ მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ლ------ ლ--------------ისგან ითხოვს 750 აშშ დოლარს, ხოლო ნ----- გ-----ისგან 1600 აშშ დოლარს;
2.27. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ლ------ ლ--------------ისა და ბ------- ჟ------ის მიერ შედგენილი ხელწერილი გულისხმობს მხოლოდ ორი თვის პროცენტის გადახდას. სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ხელწერილით არ დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ თ---------- კ--------ის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 2 თვის პროცენტი. ამდენად, მოპასუხე მხარის პრეტენზია უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტების განმარტებით, სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელწერილის შინაარსს. რეალურად ხელწერილით აღიარებულია, რომ დავალიანება არის ძირი თანხა 11000 აშშ დოლარი, გადახდილია სარგებელი, გარდა ბოლო თვისა. არსად არ არის ნახსენები, რომ სესხის გაცემიდან ხელწერილის შედგენის დრომდე მოპასუხეები ღებულობდნენ სარგებელს;
3.2. არანაირი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია იმის დასტურად, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ რაიმე გადახდილი აქვს. გარდა ამისა, რომც გადაეხადა რაიმე, გამსესხებელს ხელშეკრულებით უფლება ჰქონდა აეღო პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც ბევრად მეტი იყო ვიდრე სესხზე გადასახდელი სარგებელი. პირგასამტეხლო შეადგენდა 660 აშშ დოლარს თვეში. სასამართლომ ისე იმსჯელა მოსარჩელის მიერ გადახდილ სარგებელზე, რომ საერთოდ არ უმსჯელია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს საკითხზე, არც დაუშვა რომ თუ მოსარჩელე რაიმეს იხდიდა, შესაძლებელი იყო აღნიშნული თანხა მოპასუხეებს ჩაეთვალათ პირგასამტეხლოში;
3.3. ნ----- გ-----ე არის ბ------- ჟ------ის მემკვიდრე. სასამართლომ კი თანხა ისე დააკისრა, რომ არ უმსჯელია და არ გამოურკვევია რა სამკვიდრო მიიღო ნ----- გ-----ემ. რეალურად სამკვიდრო აქტივს წარმოადგენდა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა, რაც უნდა მიეღო ბ------- ჟ------ს და ეს სასამართლოსთვის იმთავითვე ცნობილი იყო, როდესაც წარადგინეს სამკვიდრო მოწმობა;
3.4. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ იხდიდა სარგებელს და მოპასუხე როგორც სარგებელს ისე იღებდა ამ თანხას, თუმცა არცერთ სხდომაზე არ დაუკონკრეტებია რა თანხას იხდიდა, როგორ იხდიდა, საიდან ჰქონდა შემოსავალი, კონკრეტულად ვის აძლევდა, მას თანხის გადახდის ან ჩარიცხვის რაიმე დოკუმენტი არ წარმოუდგენია;
3.5. სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა ასახულიყო დეტალურად თუ რატომ ჩათვალა ხელწერილი ყოველთიურად სარგებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად. სასამართლოს ხელწერილის ტექსტი არ აქვს გაშიფრული და გამოკვლეული. გადაწყვეტილებაში ეს არ ჩანს და მშრალადაა მითითებული, რომ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სარგებლის გადახდის ფაქტი. სამოქალაქო კოდექსის 345-ე მუხლით, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. ხელწერილში პირდაპირ არის მითითებული, რომ 2017 წლის აპრილის მდგომარეობით დაფარული აქვს ყველა თვის მიმდინარე პროცენტი სრულად. აქ არსად წერია, რომ 2014 წლიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით გადახდილი აქვს ყველა თვის პროცენტი. ასე რომ ეწეროს, უკვე აღიარებაა იმ ფაქტის, რომ პროცენტს იხდიდა. თუმცა, ეს ჩანაწერი ბუნდოვანია და სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ;
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილების 2.1-2.8 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს შემდეგს:
4.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 მარტს იპოთეკარ ლ------ ლ--------------ეს, იპოთეკარ ბ------- ჟ------სა და მსესხებელ თ---------- კ--------ეს შორის დაიდო №1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 11000 აშშ დოლარზე (ბ------- ჟ------მა გადასცა 7500 აშშ დოლარი, ხოლო ლ------ ლ--------------ემ გადასცა 3500 აშშ დოლარი) სამი თვის ვადით, 2014 წლის 20 ივნისის ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3.68%-ით. სესხის დაუბრუნებლობის ან სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო შესაბამისად გადასახდელი თანხის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის აღსრულებამდე (იხ. ს/ფ 14-16);
4.3. საქმეში წარმოდგენილ ხელწერილში მითითებულია შემდეგი: ,,ჩვენ - ბ------- ჟ------ი და ლ------ ლ--------------ე თ---------- კ--------ისათვის მისესხებული გვაქვს 2014 წლის 20 მარტიდან 11000 აშშ დოლარი, აქედან 7500 აშშ დოლარი არის ბ------- ჟ------ის, ხოლო 3500 აშშ დოლარი ეკუთვნის ლ------ ლ--------------ეს. იპოთეკის ხელშეკრულება №1--------. 2017 წლის აპრილის მდგომარეობით ჩვენს მიმართ თ---------- კ--------ეს დაფარული აქვს ყველა თვის მიმდინარე პროცენტი სრულად, გარდა ბოლო თვისა, ხოლო ძირი თანხა 11000 აშშ დოლარი დარჩა გადასახდელი ასევე სრულად. ე.ი. დღეის მდგომარეობით თ---------- კ--------ეს საერთო ჯამში ჩვენთვის გადასახდელი აქვს ძირი თანხა 11000 აშშ დოლარი და მისი ერთი თვის %“ (იხ. ს/ფ 18);
4.4. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან;
4.5. მოცემული ხელწერილის ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ მსესხებელი 2014 წლის 20 მარტიდან 2017 წლის აპრილამდე ყოველთვიურად უხდიდა გამსესხებლებს 11000 აშშ დოლარის ყოველთვიურ პროცენტს, რაც შეადგენდა თვეში 3,68%-ს ანუ 404,8 აშშ დოლარს, ჯამში 14572.8 აშშ დოლარს;
4.6. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თამახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი;
4.7. სააპელაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც „სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში“ (საქმე №ას-1701-1685-2011, 22.10.2012);
4.8. დადგენილია, რომ 2014 წლის 20 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც დაიდო სამი თვით, მსესხებელს გამსესხებლებისათვის უნდა გადაეხადა ძირი თანხა 11 000 აშშ დოლარი და 3 თვის პროცენტი - ყოველთვიურად ძირი თანხის 3,68% ანუ 404,8 აშშ დოლარი, სულ 1 214,4 აშშ დოლარი. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების ფარგლებში გამსესხებელს მსესხებლებისათვის ჯამში უნდა გადაეხადა 12 214,4 აშშ დოლარი (11 000+1 214,4=12 214,4). ამასთან, დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ივნისის შემდეგ, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა დასრულდა, მხარეთა მიერ წერილობით არ მომხდარა სესხის ხელშეკრულების გაგრძელება. ამდენად, მსესხებელს არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება გადაეხადა ყოველთვიური პროცენტი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, თუმცა წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, იგი პროცენტს იხდიდა ყოველთვიურად 2017 წლის აპრილამდე;
4.9. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება);
4.10. წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის ჯამში გადახდილი აქვს 14572.8 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეადგენდა 12 214,4 აშშ დოლარს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ 2014 წლის 20 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეწყდა შესრულებით. ხოლო ვინაიდან აღარ არსებობს შეუსრულებელი და შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულება, იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს 2017 წლის 18 მაისის N1-------- სააღსრულებო ფურცელი და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკა;
4.11. სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი;
4.12. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
4.13. როგორც საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე“... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას„ (შდრ. სუსგ-ები № ას-1193-1122-2015, 31.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-960-2018, 22.11.2018; № ას-472-448-2013, 05.12.2013);
4.14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეებისათვის ჯამში გადახდილი აქვს 14572.8 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება შეადგენდა 12 214,4 აშშ დოლარს, რომლის გადახდის შემდეგაც ვალდებულება შეწყდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ადგილი აქვს 2358,4 აშშ დოლარის ზედმეტად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდას, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ მოპასუხეები. აღნიშნული კი ცხადია, სსკ-ის 385-ე და 976 (1-ლი ,,ა“) მუხლების თანახმად, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას;
4.15. მოცემულ შემთხვევაში, გასესხებული თანხების პროპორციულად, მოსარჩელეს ლ------ ლ--------------ისგან ეკუთვნის 750,4 აშშ დოლარი, ხოლო ბ------- ჟ------ისგან 1608 აშშ დოლარი. მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით ლ------ ლ--------------ისგან მოითხოვა 750 აშშ დოლარის, ხოლო ნ----- გ-----ისგან 1600 აშშ დოლარის დაბრუნება, რაც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
4.16. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს დასკვნები სწორია. აპელანტმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით;
4.17. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ნ----- გ-----ის და ლ------ ლ--------------ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი კანონიერია და დასაბუთებული. არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
7.1. ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სს კოდექსის 199.1. მუხლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ----- გ-----ის და ლ------ ლ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)
თამარ სვანიძე
ინდირა მაშანეიშვილი