განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119003009665
საქმე №1/ბ-652-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
პროკურორის - რ----- ხურციას,ადვოკატის - ი-- ბ----–---–ის,მსჯავრდებულის - ლ---- ვ---–---ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- გ-------ს ძე ვ---–---ის მიმართ, დაბადებული 198- წლის 08 ო----------ს, პ/ნ 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები მესტიის რაიონის სოფელი ნ-----.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ---- ვ---–---მა ჩაიდინა 1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის. 2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის. რაც გამოიხატა შემდეგში:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის დამნაშავედ ცნობილმა და გამოსაცდელი ვადის პირობებში მყოფმა ლ---- ვ---–---მა 2017 წლის მაისში ფიზიკური ძალის გამოყენებით ფანჯრის მინის ჩამტვრევის შედეგად უკანონოდ შეაღწია მესტიის რაიონის სოფელ ზედა ლ----ში მდებარე წმინდა მ-----– მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სამღვდლო შესამოსელს, პირსახოცს, ჯვარზე დაკრულ თვლებს და შესაწირ ყუთზე დაკრულ ჯვარს, რამაც 70 ლარის ზიანი გამოიწვია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისიწინებული დანაშაულისთვის დამნაშავედ ცნობილმა და გამოსაცდელი ვადის პირობებში მყოფმა ლ---- ვ---–---მა 2018 წლის აპრილში ფიზიკური ძალის გამოყენებით კარის შემტვრევის შედეგად უკანონოდ შეაღწია მესტიის რაიონის სოფელ ლ---------ში მდებარე ვ------- ჭ-------ს საცხოვრებლ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ძველებური წარმოების აუდიო პატეფონს, მუსიკალურ ფირფიტებს, ფეხსაცმელს, სურათს, არაყს, დააზიანა ფანჯრის მინა და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, რამაც 1690 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით ლ---- ვ---–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ლ---- ვ---–---ისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი გაუქმდა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლ---- ვ---–---ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
ლ---- ვ---–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 აპრილიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - მსჯავრდებული ლ---- ვ---–---ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენში მისთვის სასიკეთო ცვლილების შეტანას, დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას და თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას 04 წლის ვადით, ვინაიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასითდება დადებითად, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - მსჯავრდებულ ლ---- ვ---–---ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ია ბ----–---–ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
- პროკურორს რ----- ხურციას, რომელიც არ დაეთანხმა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ლ---- ვ---–---ის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში შეტანილ იქნას ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ---- ვ---–---ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(2017 წლის მაისის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში--რსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ე-----–--–--–-------–----–--–----------–---–-------------------–---–-------------–-–--–--–-----------------–---–--------------–---------–---------------------------------------–----------–------------------–--------------–------------------------------ გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთიერი მტკიცებულებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით და საქმეში--რსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ლ---- ვ---–---ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული--ქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(2017 წლის მაისის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (მსჯავრდებული) ითხოვს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ ლ---- ვ---–---ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
პალატა ლ---- ვ---–---ის მიმართ სასჯელის შემსუბუქებისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედების ჩადენის ხერხს, მსჯავრდებულის პიროვნებას (აღიარებს და ინანიებს შერაცხულ დანაშაულს) და მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(2017 წლის მაისის ეპიზოდი)დანიშნული ძირითადი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით უნდა შეუმცირდეს 01 წლით და დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით. ლ---- ვ---–---ს საქართველოს სსკ-ის 59-ე და 67 -ე მუხლების თანახმად საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ---- ვ---–---ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენში შეტანილ იქნას მსჯავრდებულ ლ---- ვ---–---ის მიმართ სასიკეთო ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლ---- ვ---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(2017 წლის მაისის ეპიზოდი); სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(2017 წლის მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით;
- სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ლ---- ვ---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ლ---- ვ---–---ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 05 წლის ვადით შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ---- ვ---–---ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05(ხუთი) წლის ვადით;
ლ---- ვ---–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 20 აპრილიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებები: ჭიქები, კარის საკეტი, ჯვარი, დანა, რკინის ყუთი, ლითონის ნაკეთობები, ჯვრიდან ამოღებული თვალი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; მინის ნატეხები, სიგარეტის ნამწვები განადგურდეს; ხელის კვლები, ნერწყვის ნიმუშები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე