განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
160100118002539402
ინსტანცია
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002539402

საქმე №1ბ/1063-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორის: ზ-----–-----------

ადვოკატის: ნ-----------–---–--

მსჯავრდებულის: ლ------------–---–--

მონაწილეობით,მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ-----–----------- და მსჯავრდებულ ლ------------–---–-- ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-------------------------–---–-- მიმართ - დაბადებული 1----–-–------------------ პირადი ნომერი - 0----------- საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-- რაიონი, სოფელი ო--------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ-ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით, ლ------------–---–- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

ლ------------–---–- დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 ივლისიდან.

საქმის მასალების თანახმად ლ------------–---–- ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 6-7 ივლისის შუალედში, ღამის საათებში, მ--------–-- რაიონის სოფელ ო-------–-- ი------–------------- საცხოვრებელი სახლის ეზოდან ლ------------–---–- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ი--------–------------- კუთვნილ სულ 38 600 (ოცდათვრამეტი ათას ექვსასი) ლარად ღირებულ 18 (თვრამეტი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ლ------------–---–-- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ.

მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ-----–----------- მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ------------–---–-- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ლ------------–---–-- უდანაშაულოდ ცნობა.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ყურადღების მიღმა დატოვა საქმის არსებითი განხილვისას გამოვლენილი ხარვეზები. მსჯავრდებულ ლ------------–---–-- დაკავება მოხდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით, კერძოდ იგი დაკავებული იქნა ბ---–----- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბევრად ადრე, ვიდრე ეს დაკავების ოქმშია მითითებული და იგი მხოლოდ მოგვიანებით გადაეცა მ--------–-- რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს. ასევე, სასამართლოს დადასტურებულადაც რომ მიეჩნია ლ------------–---–-- მიერ დაზარალებულის კუთვნილი 18 სული საქონლის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მოცემულ შემთხვევაში არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს ლ------------–---–-- მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი--------–------------- განმარტა, რომ ცხოვრობს მ--------–-- რაიონის სოფელ ო-------–-- საკუთრებაში ჰყავს 18 სული მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც უვლის მისი მამა, ასევე ჰყავთ მწყემსი ს---------------------- ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, როდესაც მამამისმა დაურეკა მას და შეატყობინა, რომ საქონელი ადგილზე აღარ იყო. თავდაპირველად იფიქრა, რომ საქონელი თავად წავიდა და დაიწყო ძებნა. დარეკა ახლობლებთან, მათ შორის სოფელ ტ--–-----–-----–--------–-------- ამ უკანასკნელმა დარეკვიდან დაახლოებით 20-25 წუთში შეატყობინა, რომ საქონელი იპოვეს. ამის შემდეგ მასთან მივიდა პოლიცია და წავიდნენ ტ--–-----–-- მასთან საქონლის ამოცნობა ცალ-ცალკე არ ჩატარებულა, ძროხები ნახა ერთად. საქონლის ღირებულება არის დაახლოებით 40000 ლარი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ლ------------–---–- იცნობს, რადგან გაიზარდა სოფელ ო-------–-- რას საქმიანობს მისთვის უცნობია და მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს---------------------- განმარტა, რომ არის მწყემსი და უვლის ი--------–------------- 18 სულ საქონელს. ზაფხულში საქონელი ჰყავს ტყეში, საღამოს კი მავთულიანი ღობით შემოსაზღვრულ ეზოში უშვებს მათ. შემთხვევის დღესაც საღამოს რვა საათზე მიიყვანა საქონელი და დატოვა ზემოაღნიშნულ ადგილას. მეორე დილით კი კარი ღია დახვდა და საქონელიც აღარ იყო ადგილზე. დაიწყო ძებნა და აღმოაჩინა, რომ კვალი მიდიოდა ტყეში. შემდეგ დარეკეს 112-ზე და შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მოწმის განმარტებით, ი--------–------------– მასთან ერთად ეძებდა საქონელს. ამ უკანასკნელს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საქონლის თაობაზე დაურეკა რ-–--------–----- და ი-------- მანქანით წავიდნენ ტ--–-----–-- საქონელი დახვდათ რ-–--------–----- ბოსტანში, რომელიც იყო შემოსაზღვრული. მოწმემ დაადასტურა, რომ საქონელი ამოიცნო, რადგან მათ წლებია, რაც უვლის.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-–--------–----- განმარტა, რომ ს-----------------–------------ იცნობს 20 წელია. 2018 წლის 7 ივნისს ან ივლისს იმყოფებოდა ბ---–----- რაიონის სოფელ ტ--–-----–-- რა დროსაც დილის 8 საათზე, ს------ დაურეკა და უთხრა რომ 18 სული ძროხა მოპარეს. ასევე განუმარტა, რომ კვალი მიდიოდა ბ---–----- მხარეს და სთხოვა დახმარება ძროხების მოძებნაში. მოწმის განმარტებით, იგი ძროხებს ეძებდა თავისი ავტომობილით ტ--–----------–------- ერთად. წავიდა ტყის მხარეს, სადაც სასაფლაოსკენ დაინახა ძროხები, ხოლო მისი ავტომანქანის დანახვისას იქ მყოფი პირები გაიქცნენ. მან მხოლოდ ლ------------–---–-- დაჭერა შეძლო. აღნიშნულის შემდეგ დაურეკა ნათესავს ნ------ და უთხრა, რომ დაიჭირა ქურდობის ჩამდენი ერთი პირი, სამი კი გაექცა. შეტყობინება გააკეთეს ცხელ ხაზზეც, რის შემდეგაც მათთან მივიდა ბ---–----- პოლიცია, ასევე, ე----------------------------------------- მათ ძროხები გარეკეს რ-–--------–----- სახლთან, სადაც პოლიციამ დათვალა პირუტყვი, სულ 18 სული. მ--------–----- ასევე მივიდა ექსპერტიც. მან უჩვენა, თუ სად შეამჩნია ძროხები და სად დაიჭირა ლ------------–---–-. მოწმის განმარტებით, მ----–---–- იცნობს დაახლოებით ხუთ წელზე მეტია. შემთხვევის დღეს მას ჰქონდა წვერი, ეცვა ჯინსი და შავი ზედა, რომელიც იყო დასვრილი. ამ უკანასკნელმა რ-–--------–---- უთხრა, რომ ბიჭებმა მისცეს 150 ლარი და ეხმარებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ლ------------–---–- დაიჭირა სასაფლაოებთან და იქ მაღაზია არსად არ არის.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ--–----------–----- განმარტა, რომ ცხოვრობს ბ---–----- რაიონის სოფელ ტ--–-----–-- 2018 წლის ივლისში დაურეკა რ-–--------–----- უთხრა, რომ მის მეგობარს ო------------ საქონელი დაეკარგა და ერთად წავიდნენ მოსაძებნად ტ--–------- სასაფლაოზე სოფლის თავში. სასაფლაოს ცოტა ზემოთ დაინახეს საქონელი (ძროხაც და ხბოც) და მათთან მყოფი ოთხი ადამიანი. აღნიშნული პირები გაიქცნენ და რ-–----- დაიჭირა მხოლოდ ერთი. მოწმეს თავად ფეხი სტკიოდა და ვერ წავიდა შორს. მათ ნაპოვნი საქონელი და ის პიროვნება, ვინც რ-–----- დაიჭირა, მიიყვანეს რ-–----- სახლში. ასევე, რ-–----- მანქანიდან დარეკა 112-ში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----------------- განმარტა, რომ მას დაურეკა რ-–--------–----- და სთხოვა დახმარება 18 სული საქონლის სასაფლაოდან მის სახლამდე მიყვანაში. მოწმემ ე---------------------- ერთად საქონელი სასაფლაოდან მიიყვანა ბ---–----- სახლში. მათ ბ---–------- ერთად ნახეს ახალგაზრდა კაციც. მოწმისათვის უცნობი იყო საქონელი ვისი იყო, მხოლოდ იცოდა, რომ საქონელი იყო მოპარული.

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე---------------------

2018 წლის 7 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ--------–-- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ---------------- მიერ ლ------------–---–-- დაკავებული იქნა ბ---–----- რაიონის სოფელ ტ--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის 7 ივლისს 14:10 საათზე. დაკავებისას მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა. დაკავების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე დ---------------- და დამატებით განმარტა, რომ სოფელ ტ--–------- მინდვრის მიმდებარე ტერიტრიაზე ლ------------–---–- იქ მყოფ პიროვნებებს შეჩერებული ჰყავდათ. მას ადგილზე არ დაუნახავს ბ---–----- პოლიცია, მაგრამ ნახა, რომ იქ იდგა „--------

2018 წლის 7 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს მ--------–-- რაიონის სოფელ ო--------- განაპირას ფერდობზე და წარმოადგენს ი--------–------------- სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, მესაკუთრე არის ი------–------------- აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დგას ძველი მიტოვებული დაზიანებული საცხოვრებელი სახლი და ხის პირუტყვის სადგომი. საკარმიდამო არის დაახლოებით ათი ჰექტარი და შემოღობილია ლითონის ბადით. მიწის ნაკვეთის ბოლოში მთის მხარეს არის ერთფრთიანი ხის კარები, რომელზეც შებმულია თეთრი ფერის პოლიეთილენის თოკები. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ს---------------------- განმარტებით ი--------–------------ სწორედ აქ ჰყავდა დაბმული თავისი 18 სული პირუტყვი, რომლებიც მიწის ნაკვეთზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. მიწის ნაკვეთის ბოლოში ხის კარების შიგნით და გარეთ მიწაზე ეტყობა საქონლის რამდენიმე ნაკვალევი და ფეხსაცმლის ძირის ფრაგმენტები. საქონლის ნაკვალევის მიხედვით მოპარული საქონელი უნდა ჰყავდეთ წაყვანილი მთის გავლით ბ---–----- რაიონის მიმართულებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა თეთრი ფერის პოლიეთილენის თოკები, რომლებიც დაილუქა შესაბამისი წესით.

2018 წლის 7 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე რ-–--------–----- მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოწმის მითითებით მ--------–-- სამმართველოდან გაემართნენ ბ---–----- რაიონის სოფელ ტ--–------- მიმართულებით. სოფელ ტ--–-----–- შესვლის შემდეგ რ-–--------–----- მითითებით წავიდნენ სოფლის ბოლოს სასაფლაოების მიმართულებით, სადაც გადაუხვიეს ხელმარჯვნივ მინდორში. გაიარეს 300 მეტრი, რის შემდეგაც გააჩერეს ავტომანქანა პატარა გორაკის სიახლოვეს. რ-–--------–----- მიუთითა გორაკზე და განმარტა, რომ იგი მოძრაობდა ავტომანქანით მეგობართან - ტ--–----------–------- ერთად, როდესაც შეამჩნიეს საქონელი, რომლებსაც ედგა ოთხი პიროვნება, მიახლოებისას აღნიშნულმა პირებმა მიატოვეს ძროხები და სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ. იგი ტ--–------- ერთად გამოეკიდა ერთ-ერთ პიროვნებას, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა ლ------------–---–-. საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა რ-–--------–----- სახლში, საიდანაც ამოღებულ იქნა 18 (თვრამეტი) სული რქოსანი პირუტყვი.

2018 წლის 7 ივლისის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობ პირს ი--------–------------ ამოსაცნობად წარედგინა სამი ობიექტი: N1. მუქი ნაცრისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს სწორი საშუალო ზომის რქები და შუბლზე აქვს თეთრი ფერის ლაქა; N2. მუქი ნაცრისფერი, მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს ოდნავ მოხრილი რქები და შუბლზე აქვს თეთრი ფერის ლაქა(ი--–------------- ძროხა); N3. მუქი ნაცრისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის სწორი რქები და შუბლზე აქვს თეთრი ფერის ლაქა. ი--------–------------- წარდგენილი სამი მეწველი ძროხიდან, ამოიცნო რიგით N2 ძროხა, შემდეგი ნიშნებით: ფერით, რქის ფორმით, სიმაღლით და შუბლზე არსებული თეთრი ფერის ნიშნით.

2018 წლის 8 ივლისის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობ პირს ი--------–------------ ამოსაცნობად წარედგინა სამი ობიექტი: N1. ღია ყავისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის ოდნავ მოხრილი რქები (ი---–------------- ძროხა); N2. ღია ყავისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს დიდი ზომის ოდნავ მოხრილი რქები; N3. მუქი ყავისფერი მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის ოდნავ მოხრილი რქები. ი--------–------------- წარდგენილი სამი მეწველი ძროხიდან, ამოიცნო რიგით N1 ძროხა, შემდეგი ნიშნებით: ფერით, რქის მოყავნილობით და ტანით.

2018 წლის 8 ივლისის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობ პირს ი--------–------------ ამოსაცნობად წარედგინა სამი ობიექტი: N1.მოწითალო ფერის მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალოზე ოდნავ დიდი რქები; N2. მოწითალო ფერის მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის ოდნავ მოხრილი რქები; N3. მოწითალო ფერის მეწველი ძროხა, რომელსაც აქვს საშუალო ზომის რქები (ი---–------------- ძროხა). ი--------–------------- წარდგენილი სამი მეწველი ძროხიდან, ამოიცნო რიგით N3 ძროხა, შემდეგი ნიშნებით: ფერით, რქის მოყავნილობით და ზომით.

2018 წლის 8 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება ჩატარდა ბ---–----- რაიონის სოფელ ტ--–-----–- რ-–--------–----- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ი--------–------------- განმარტა, რომ მის წინაშე წარდგენილი 15 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მათ შორის ორი სული მოზვერი არის მისი, რომელიც 2018 წლის 7 ივლისს სოფელ ო------------ იქნა მოპარული.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ბ------–------–---------------------------------------------------–---–------------------–------------------------------------–-------------------------------------–---------–----------------------–--- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ლ------------–---–-- განმარტა, რომ 2018 წლის 7 ივლისს იმყოფებოდა ტ--–-----–-- დღიური სამუშაოს მოძიების მიზნით. იგი შევიდა სოფელში გზის პირას მდებარე მაღაზიაში, სადაც შეიძინა სიგარეტი და სასმელი „ბუმი“. ამ დროს დაუძახა ორმა კაცმა, მათ შორის ერთი იყო რ-–--------–----- მათ მანქანა მოშორებით გააჩერეს და ჰკითხეს, თუ სად გაიქცა მასთან ერთდ მყოფი სამი პიროვნება. ლ-------- უპასუხა, რომ იყო მარტო და არ იცოდა, თუ ვისზე ეკითხებოდნენ. შემდეგ მათ მოჰკიდეს ხელი, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს ბ---–----- სახლთან. ადგილზე ასევე მივიდა ბ---–----- პოლიციაც, რომლებიც ეკითხებოდნენ დანარჩენი პირების შესახებ. მას მიაყენეს მორალური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ მივიდა მ--------–-- პოლიცია, თუმცა სამი საათი იგი არ შეუყვანიათ მ--------–-- პოლიციის განყოფილებაში. ამ დროს იმყოფებოდა ტ--------- მარკის ე.წ. „-----–--- ლ------------–---–-- განმარტებით, იგი იცნობს რ-–--------–----, თუმცა რატომ იცრუა მან ჩვენების მიცემისას, ბრალდებულისათვის გაუგებარია.

პალატა, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრედებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, სასამართლოში გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე აშკარად დგინდება, რომ ლ------------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი--------–------------- კუთვნილ 18 (თვრამეტი) სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს.

მოწმე რ-–--------–----- ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ასევე მოწმე ტ--–----------–----- ჩვენებით დგინდება, რომ სოფლის სასაფლაოსკენ მათ ნახეს ლ------------–---–- 18 სულ ძროხასთან ერთად. ის გარემოება, რომ რ-–--------–----- აღნიშნული 18 სული საქონელი სასაფლაოდან მის სახლამდე მიიყვანა და ასევე მათ ახლდათ მსჯავრდებული ლ------------–---–-ც, დადასტურებულია მოწმეების ნ----------------- და ე-------------------- ჩვენებებით, ხოლო აღნიშნული საქონელი, რომ ნამდვილად წარმოადგენდა ი--------–------------- საკუთრებას, დგინდება თავად ამ უკანასკნელის და მოწმე ს---------------------- მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე საქმეზე წარმოდგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით.

მსჯავრდებულ ლ------------–---–-- ჩვენება, იმის შესახებ რომ, როდესაც რ-–--------–----- დაუძახა, იმყოფებოდა მაღაზიასთან, მოკლებულია დამაჯერებლობას და ემსახურება მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას, ვინაიდან იგი აშკარა წინააღმდეგობაშია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან. რ-–--------–-----, ტ--–----------–-----, ნ----------------- და ე-------------------- განაცხადეს, რომ მათ ლ------------–---–- ნახეს არა მაღაზიასთან, არამედ სასაფლაოებთან, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა საქონელთან ერთად. მსჯავრდებულმა ვერ შეძლო აეხსნა, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონდეს მის მიმართ რ-–--------–----, ან სხვა მოწმეებს, რომ სასამართლოსათვის მიეწოდებინათ მისი მამხილებელი ცრუ ინფორმაცია.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ------------–---–-- დაკავების პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი მ--------–-- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების რ-–--------–----- საცხოვრებელ სახლთან მისვლამდე დაკავებული არ ყოფილა. როგორც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა ლ------------–---–- შეაჩერა რ-–--------–----- და წაიყვანა მის საცოხვრებელ სახლთან, სადაც 112-ზე დარეკვის შემდეგ პირველად მივიდნენ ბ---–----- რაიონული სამმართველოს თანამშრომლები, თუმცა ისინი მხოლოდ გაესაუბრნენ ლ------------–---–- და მის მიმართ რაიმე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. ლ------------–---–- დაკავებული იქნა მ--------–-- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ---------------- მიერ 2018 წლის 7 ივლისს 14:10 საათზე. დაკავების ოქმის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს მოწეებმა დ---------------- და ბ------–------–------ რომელთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი საქმის არსებითი განხილვისას ვერ იქნა გამოვლენილი. დ---------------- განმარტა, რომ ლ------------–---–- იქ მყოფ პიროვნებებს შეჩერებული ჰყავდათ. ის გარემოება, რომ მსჯავრდებული უკანონოდ, შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე დააკავეს ბ---–----- რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა და მოგვიანებით გადასცეს იგი მ--------–-- რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება და ვერც დაცვის მხარემ შეძლო აღნიშნულის დადასტურება სათანადო არგუმენტაციის საფუძველზე.

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასადგენად, რომ ლ------------–---–-- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ასევე დაზარალებულ ი--------–-------------, მოწმე ს---------------------- ჩვენებების და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, სადავო გარემოებას არ წარმოდგენს, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ლ------------–---–-- განახორციელა სადგომში უკანონო შეღწევით.

რაც შეეხება მის მიმართ წარდგენილ კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებას - ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აღნიშნულ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და იძლევიან მხოლოდ ეჭვის საფუძველს.

ჯგუფური დანაშაულის ცნებას განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი, რომლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (იხ. გადაწტვეტილებები, N618აპ-15, N445აპ-18, 435აპ-18).

განსახილველ საქმეზე აღსანიშნავია, რომ ლ------------–---–- სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ სამ პირთან ერთად დაინახეს მოწმეებმა რ-–--------–----- და ტ--–----------–-----. მათი განმარტებით, ოთხივე მათგანი იდგა საქონელთან, ხოლო მათ დანახვაზე სამი გაიქცა. მოწმეთა ჩვენებებით და ასევე საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, არც ერთ შემთხვევაში არ დგინდება რა საერთო ჰქონდა ზემოაღნიშნულ 3 პირს ლ------------–---–----- როდის შეხვდნენ ისინი ერთმანეთს და რა ინფორმაციას ფლობდნენ მსჯავრდებულის მიერ დაუფლებული საქონლის თაობაზე. მხოლოდ ის გარემოება, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ პირუტყვთან ერთად მყოფ მსჯავრდებულს თან ახლდნენ სხვა პირებიც, ვერ გახდება უტყუარად მიჩნევის საფუძველი, რომ მათ ერთობლივად ჩაიდინეს დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება როგორც ჯგუფის წევრების მიერ მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩასადენად წინასწარი შეკავშირების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე არ დგინდება ერთად იმყოფებოდნენ თუ არა დანაშაულის ჩადენის ადგილას ეს პირები, მოქმედებდნენ თუ არა ისინი ერთიანი მიზნითა და განზრახვით და საერთოდ ახლდა თუ არა ვინმე ქმედების ჩადენის მომენტში ლ------------–---–-.

პალატის შეფასებით, არსებითი მნიშვნელობის მქონეა, რომ ბრადლების მხარეს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. სახეზეა არაერთი საეჭვო გარემოება, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გახდეს ლ------------–---–-- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენისათვის.

ამდენად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ------------–---–-- ბრალეულობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით.

 

2. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ლ------------–---–-- გამართლების ნაწილში არ გამომდინარეობს საქმის რეალური მდგომარეობიდან და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. დაზარალებულმა ი--------–------------- დაადასტურა, რომ მისგან მოპარული 18 სული საქონლის ღირებულება იყო 38 600 ლარი. ის გარემოება, რომ 18 სული საქონლის ფასი ბევრად აღემატება 10000 ლარს, არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას და ამის დასადასტურებლად საკმარისია ელემენტარული უნარ-ჩვევები. აქედან გამომდინარე, სასამართლოს სრულად უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის პოზიცია მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.

ლ------------–---–-- მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია მხოლოდ თავად დაზარალებულ ი--------–------------- ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ მისი 18 სული საქონელი დაახლოებით არის 40 000 ლარის ღირებულების. თუმცა ზიანის ოდენობის ნაწილში ამ უკანასკნელის ჩვენება თავის მხრივ არის ცალკე აღებული ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება. კანონის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ბრალდების მხარე ლ------------–---–-- მიერ დაზარალებულის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების დაუფლების დამადასტურებელ გარემოებად უთითებს, რომ 18 სული საქონლის ფასი ბევრად აღემატება 10000 ლარს და ეს ფაქტი არ საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, ამის დასადასტურებლად საკმარისია ელემენტარული უნარ-ჩვევები, რასაც სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება. დაზარალებულ ი---------–------------ ცალკ-ცალკე არ მიუთითებია, თუ რა ღირებულების იყო თითოეული პირუტყვი; დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ საქონელი, რომელსაც დაეუფლა ლ------------–---–- და რომელიც ამოიცნო დაზარალებულმა, ერთი კატეგორიის არ იყო, კერძოდ, მსხვილფეხა პირუტყვს შორის იყო ორი მოზვერი; ასევე მოწმე ტ--–----------–----- განმარტა, რომ მისი და რ-–--------–----- მიერ სასაფლაოს ზედა მხარეს ნანახი საქონელი იყო ძროხაც და ხბოც. ამ პირობებში კი, საჭირო იყო ბრალდების მხარეს წარმოედგინა დამატებითი აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად დაადასტურებდა, რომ ლ------------–---–-- მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული პირუტყვის საერთო ღირებულება აჭარბებდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული დიდ ოდენობას - 10000 ლარს.

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ლ------------–---–- გამართლებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში - ქურდობის ჩადენა დიდი ოდენობით და არ მომხდარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე - ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. თუმცა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი ამ კუთხით არ არის წარმოდგენილი და საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მსჯელობა იქონიოს ზემოაღნიშნულ საკითხზე.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ ისინი უტყუარად ვერ ადასტურებენ ლ------------–---–-- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ------------–---–-- მიმართ სასჯელის განსაზღვრას, პალატა მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ არის გამოვლენილი, დაზარალებულს დაუბრუნდა მისი კუთვნილი პირუტყვი და ფაქტობრივად მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი აღარ გვაქვს სახეზე, რის გამოც ლ------------–---–-- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მიზნაშეწონილია მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკეთის მინიმალური ზომა, რაც იქნება მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და ადეკვატური სასჯელი და გახდება გარანტი იმისა, რომ სრულად იქნეს მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

3. ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4. ლ------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

ლ-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ლ------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 ივლისიდან.

6. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ლ------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.

7. ნივთიერი მტკიცებულებები:

- მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ საქმეზე ამოღებული 18 სული პირუტყვი დაბრუნებული აქვს დაზარალებულს.

-პოლიეთილენის თოკები და სისხლის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი