განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110100118002278827
საქმე №1/ბ-774-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ჩ------ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №2----------, საშუალო განათლებით, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ა---–----------–ა;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
რ----- ჩ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით;
1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- სსკ 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1. 2015 წლიდან, თ------- ნ-----–--–---–ი, ქორწინებაში იმყოფება რ----- ჩ------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ერთი შვილი (1 წლისა და 2 თვის თ---–- ჩ------ე). 2017 წლის 21 ოქტომბერს, 22 ოქტომბერსა და 23 ოქტომბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ----- ჩ------ემ წინასწარი შეცნობით საკუთარ ორსულ მეუღლეს თ------- ნ-----–--–---–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს. ასევე, თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ - თ---–- ჩ------ის დაბადების შემდეგ, რ----- ჩ------ე სისტემატურად - თვეში დაახლოებით ოთხჯერ, ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ------- ნ-----–--–---–ს, აგინებდა მას დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს. თ------- ნ-----–--–---–მა ვეღარ გაუძლო რ----- ჩ------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული პატივისა და ღირსების ამგვარი სისტემატურ დამცირებას და 2017 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში მდებარე საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივნიდან გადმოხტა თვითმკვლელობის მიზნით, რის შემდეგაც მიიღო სხეულის დაზიანება და შეუწყდა ორსულობა.
2. 2015 წლიდან, თ------- ნ-----–--–---–ი ქორწინებაში იმყოფება რ----- ჩ------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ერთი შვილი (1 წლისა და 2 თვის თ---–- ჩ------ე). 2017 წლის 21 ოქტომბერს, 22 ოქტომბერსა და 23 ოქტომბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ----- ჩ------ემ, წინასწარი შეცნობით, საკუთარ ორსულ მეუღლეს, თ------- ნ-----–--–---–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს. ასევე, თანაცხოვრების პერიოდში, კერძოდ, თ---–- ჩ------ის დაბადების შემდეგ, რ----- ჩ------ე სისტემატურად - თვეში დაახლოებით ოთხჯერ, ეჭვიანობის ნიადაგზე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ------- ნ-----–--–---–ს, აგინებდა მას დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს. ყოველი ასეთი შეურაცხყოფის მიყენების შედეგად, თ------- ნ-----–--–---–ი განიცდიდა ტანჯვას.
3. 2017 წლის 9 აგვისტოს, საღამოს საათებში, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რ----- ჩ------ემ, მეუღლეს თ------- ნ-----–--–---–ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, გამოართვა „სამსუნგ გალაქსი S5“ ფირმის მობილური ტელეფონი და აივნის ზედაპირზე ძლიერად დანარცხების შედეგად დააზიანა, რითაც თ------- ნ-----–--–---–ს მიაყენა 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
რ----- ჩ------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ 111115-ე მუხლით, სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ 111187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი, დადგენილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც რ----- ჩ------ე დამნაშავედ იქნება ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111 115-ე მუხლით და 111 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და დაენიშნება მკაცრი სასჯელი რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ----- ჩ------ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ, დაუსაბუთებლად და უსამართლოდ, ვინაიდან სიხლის სამართლის საქმეში არსებობს უტყუარი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ----- ჩ------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე არ უნდა შეფერხდეს ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრის კეთილგანწყობით სარგებლობის თუ მათი დაშინების გამო. ბრალდების მხარე აგრეთვე უთითებს, რომ კონკრეტულ სიტუაციაში უნდა დადგინდეს პირი ობიექტურად განიცდიდა თუ არა ტანჯვას ე.წ. „ობიექტური ტესტის“ გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, რ----- ჩ------ის მიერ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფა თავისი ხასიათით დაზარალებულში ობიექტურად იწვევდა ტანჯვას, რასაც ადასტურებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
გამართლებულის ადვოკატმა ე----- ტ--–----ემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----- ჩ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა თ------- ნ-----–--–---–მა ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის, მეუღლის (რ----- ჩ------ის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
გამართლებულმა რ----- ჩ------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
მოწმის სახით დაკითხულ ნ----- პ--------ის ჩვენებით დადგენილ--, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში შვილთან - რ----- ჩ------ესთან, რძალთან - თ------- ნ-----–--–---–თან და მათ შვილებთან ერთად. 2017 წლის 21 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, მეზობელმა მ--–----მა წაიყვანა არჩევნებზე და დააბრუნა უკან. რ-----ი კი წავიდა სამსახურში და დაბრუნდა მეორე დღეს, 22-ში, გამთენიისას. 22-ში, დილით, წავიდა საქონლის მოსავლელად. დაახლოებით 11:00 საათზე, გაიგო რ-----ის ყვირილის ხმა, დედა, დედა, წავიდა სახლისკენ. როდესაც მივიდა, რ-----მა უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, თ---- გადავარდა მეორე სართულიდან. შევიდა სახლში, ოთახში, სადაც თ.ნ-----–--–---–ი იწვა. თ----მ უთხრა „ნუ გეშინია, არაფერი მჭირს, ცოტა წელი მტკივაო“. უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა. მართლაც, როდესაც ეზოში გავიდა, ნახა, რომ გარეთ, ეზოში, ტაშტი ეგდო მიწაზე, სარეცხით, ხოლო თოკზე გადაკიდებული იყო ცოტა სარეცხი. გამოიძახეს სასწრაფო და თ.ნ-----–--–---–ი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. ექოსკოპიური კვლევით დადგენილი იქნა, რომ თ-------ი იყო ორსულად. აღნიშნულის შესახებ, მანამდე არაფერი იცოდა. მოწმის განმარტებით, თ-------მა მას და ექიმებს განუცხადა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან. მისივე განმარტებით, თ-------ს და რ-----ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ის არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის დაძაბულ საუბარს, შეურაცხყოფას ან სხვა მოქმედებას.
მოწმის სახით დაკითხულ ნ---- ჯ---–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ თ------- ნ-----–--–---–ი არის მისი შვილი, ხოლო რ----- ჩ------ე სიძე. სამი წელ-- თ-------ი ქორწინებაში იმყოფება რ-----თან. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თ-------ი ნახა ქუთაისში, საავადმყოფოში, სადაც უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან. ასევე, აჩვენა დაბრეცილი ჩუსტები, რომელიც მას ეცვა სარეცხის გაფენის დროს. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, თ-------ი წაიყვანა თავისთან სახლში, ვინაიდან თვითონ უფრო უკეთ მოუვლიდა. სამტრედიაში ყოფნის დროს, თ-------ს გაუკეთდა აბორტი ერთობლივი შეთანხმებით და არავითარი სამედიცინო ჩვენება აბორტის გასაკეთებლად არ ჰქონია. მისივე განმარტებით, სამტრედიაში, სახლში ყოფნის დროს, თ-------მა მას მოუყვა, რომ ვერ გაუძლო მეუღლისგან მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და გადახტა აივნიდან, რომ რ-----ი ეჭვიანობდა მასზე, ეძახდა „ძროხას და ბოზს“. ყოფილა შემთხვევა, რომ გასვენებიდან დაბრუნებულს ეჩხუბა „კაცები გიყურებდნენო“. როდესაც თ-------მა მას მოუყვა მის მიმართ ძალადობის შესახებ, მან დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. ნ.ჯ---–----ის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, თ-------ი და რ-----ი ცხოვრობენ ერთად და მათ შორის უთანხმოება არ არსებობს. მომხდარი ამბის შესახებ, როგორც აღნიშნა იცის თ------- ნ-----–--–---–ისგან და პირადად, არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის უთანხმოებას და კონფლიქტს, პირიქით, მათ ერთმანეთში ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. როდესაც საავადმყოფოდან დაბრუდნენ ქ.თერჯოლაში, სახლში, თ-------მა მეზობლებსაც იგივე მოუყვა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან. მისივე განმარტებით, წარსულში, თ-------ს მისთვის არასდროს უთქვამს, რომ უთანხმოება ან კამათი ჰქონდა მეუღლესთან.
მოწმის სახით დაკითხულ გ------- ნ-----–--–---–ის ჩვენებით დადგენიალ--, რომ რ----- ჩ------ე არის მისი ქალიშვილის - თ------- ნ-----–--–---–ის ქმარი და ისინი ერთად ცხოვრობდნენ თერჯოლის რაიონის, სოფელ ა---–----------–აში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც თ-------ი ნახა ქუთაისში, საავადმყოფოში, უთხრა, რომ გადავარდა აივნიდან. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, თ-------ი წაიყვანეს სამტრედიაში. როგორც მისმა მეუღლემ უთხრა, მეუღლეებს შორის ყოფილა კამათი, ეჭვიანობის გამო დაძაბულობა, რ-----ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეძახდა ბოზს, აგინებდა დედის მისამართით, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შესწრებია რ-----სა და თ-------ს შორის კამათს, უთანხმოებას ან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მისივე განმარტებით, თ-------მა მას უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან. მან თ-------ისგან იცის ტელეფონის დამტვრევის ფაქტი შესახებ, თუმცა დეტალები, ვინ დაამტვრია არ იცის.
მოწმის სახით დაკითხულ თ------- ტ-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში, რ----- ჩ------ის მეზობლად. 2017 წლის 22 ოქტომბერს, შეხვდა ნ.პ--------ეს, რომელიც მიდიოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთში და გამოელაპარაკა. როდესაც სახლში დაბრუნდა, გაიგო რ-----ის „ცივი ხმა“, რომელიც ეძახდა დედას, თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. საღამოს, როდესაც გადავიდა მეზობელ ნ---- ტ-----ესთან, მისგან გაიგო, რომ თ---- აივნიდან გადავარდა. მეზობლებთან ერთად მივიდა თ----ს სანახავად, რა დროსაც თ----მ უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან, ვინაიდან ფეხზე დაბრეცილი ჩუსტები ეცვა. მოწმის განმარტებით, მას 22 ოქტომბერს, არც პოლიციის და არც სასწრაფოს მისვლის შესახებ არ გაუგია. მომხდარი გაიგო საღამოს. თ------- ნ-----–--–---–მა (რომელსაც თ----ს ეძახის), რ-----მა და ნ.ტ-----ემ, ერთნაირად უთხრეს მომხდარი ფაქტის შესახებ. არასდროს შესწრებია რ-----სა და თ-------ს შორის უთანხმოებას ან კამათს. პირიქით, რ-----ი ძალ--ნ მოსიყვარულე მეუღლე იყო.
მოწმის სახით დაკითხულ მ--–---- ც------ის განმარტებით, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში, რ----- ჩ------ის მეზობლად. 2017 წლის 21 ოქტომბერს, რ.ჩ------ე, მისი მეუღლე - თ.ნ-----–--–---–ი, დედა - ნ.პ--------ე და მათი შვილი წაიყვანა არჩევნებზე და შემდეგ დაბრუნდნენ უკან, სახლში. გზაში რაიმეზე საუბარი არ ყოფილა, არც უთანხმოება შეუმჩნევია მათთვის. საქმესთან დაკავშირებით, როგორც მეზობლისგან გაიგო თ.ნ-----–--–---–ი გადავარდა, თუ ესეთი რაღაც დაემართა. ის არასდროს შესწრებია რ-----ისა და თ-------ის ჩხუბს და არც აღნიშნულის შესახებ სმენია რაიმე.
მოწმის სახით დაკითხულ ლ-- ზ------ის განმარტებით ირკვევა, რომ მუშაობს თერჯოლის ჰოსპიტალ „ე----ში“, ნევროლოგ-რადიოლოგად. 2017 წლის ოქტომბერში იყო სამსახურში, რა დროსაც გამოძახებული იქნა მორიგე ექიმის მიერ, როგორც ნევროლოგ-კონსულტანტი და ექოსკოპისტი. ინტენსიური თერაპიის ბლოკში მოინახულა პაციენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ სარეცხის გაფენის დროს დაუცდა ფეხი და გადავარდა აივნიდან. პაციენტი უჩიოდა ძლიერი ტკივილის შეგრძნებას წელისა და მუცლის არეში. ჩაუტარა შესაბამისი ექსკოპიური კვლევა, რა დროსაც დაადგინა, რომ პაციენტი იყო ორსული, რაც არ გაკვირვებია და უთხრა, რომ იცოდა. ვინაიდან ის გადავარდნილი იყო სიმაღლიდან, აუცილებელი იყო მისი რენტგენოლოგიური და „კატე“ კვლევა. თუმცა, პაციენტი, ორსულობის გამო, სასტიკ უარს აცხადებდა აღნიშნული კვლევის ჩატარებაზე. მის მიერ იქნა გამოძახებული კატასტროფის ბრიგადა და პაციენტი გადაყვანილი იქნა ქ.ქუთაისში, შემდგომი კვლევებისათვის. მოწმის განმარტებით, თ.ნ-----–--–---–ს ჰქონდა ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა, სავარაუდოდ გაბზარული ჰქონდა ხერხემლის, მორჩის ძვალი. შესაბამისად, გადაადგილებას ან ერთ მოძრაობას, შესაძლოა გამოეწვია სავალალო შედეგი. გინეკოლოგი, კატეგორიულად მოითხოვდა თ------- ნ-----–--–---–ისგან რენტგენოგრაფიულ კვლევას, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პაციენტი, ვინაიდან სურდა ემბრიონის შენარჩუნება. მოწმის განმარტებით, ექოსკოპიური კვლევის დროს, ემბრიონი იყო ცოცხალი, ისმოდა გულის რითმული და ინტენსიური ცემა. მისივე განმარტებით, მას თ------- ნ-----–--–---–მა უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს დაუცდა ფეხი და გადავარდა აივნიდან.
მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- ხ------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 26 ოქტომბერს, სამსახურში ყოფნის დროს, მას მიმართა პაციენტმა, რომელიც იყო მწოლ--რე მდგომარეობაში, რომელსაც თან ახლდა დედა და მამაკაცი. პაციენტს აღენიშნებოდა სისხლ--ნი გამონადენი. თ.ნ-----–--–---–მა აუხსნა, რომ გადავარდა. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით, დადგინდა, რომ იყო თვითდინებითი აბორტი მსვლელობაში. შესაბამისად, პაციენტის თანხმობით ჩატარებული იქნა მინი აბორტი. მოწმის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა თვითდინებითი აბორტი მსვლელობაში, არ არის აუცილებელი პაციენტის თანხმობა, ვინაიდან, ასეთ დროს აბორტი გარდაუვალ--. მისივე განმარტებით, საუბრისას, თ------- ნ-----–--–---–მა მას უთხრა, რომ სარეცხის გაფენის დროს, გადავარდა აივნიდან. თ-------ი იმდენად მშვიდი იყო, რომ დაიჯერა მისი მონათხრობი.
მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ა-–-----–---–მა განაცხადა, რომ არის რ----- ჩ------ის რძალი, ძმის ცოლი. როგორც იცის თ-------ს და რ-----ს აქვს კარგი ურთიერთობა და მას არ სმენია და მისთვის უცნობია მეუღლეებს შორის იყო თუ არა უთანხმოება ან კამათი.
მოწმის სახით დაკითხულმა რ---- ჩ------ემ განაცხადა, რომ არის რ----- ჩ------ის ძმა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მისთვის უცნობია რას ედავებიან მის ძმას, რ----- ჩ------ეს.
მოწმის სახით დაკითხულმა ჯ---- ჩ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 30 ოქტომბერს, სამტრედიის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში და შეადგინა თ------- ნ-----–--–---–თან და ნ---- ჯ---–----ესთან გასაუბრების ოქმები.
მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ფ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 2 ნოემბერს, გამომძიებელ ნ.ნ--------ესთან ერთად მოახდინა რ.ჩ------ის ბრალდებულის სახით დაკავება. დაკავების შემდეგ, რ.ჩ------ე გადაყვანილი იქნა სამმართველოში.
მოწმის სახით დაკითხულმა თ----------------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის ნოემბერში, თერჯოლის რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეადგინა შემაკავებელი ორდერი რ----- ჩ------ის მიმართ, რომელიც გააცნო როგორც მოძალადეს, ასევე, მსხვერპლს.
მოწმის სახით დაკითხულმა კ------- ნ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილებაში, უფროსად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა რ----- ჩ------ის დაკავება, ოქმის შედგენა და წარდგენა პოლიციის სამმართველოში. ასევე, გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოკითხა მოწმეები - დაზარალებულის მშობლები.
მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ა-–------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლად. იყო რ----- ჩ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, გამოითხოვა დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია და დანიშნა ექსპერტიზები.
საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმე-ექსპერტების ეკა ჩავლეიშვილის, ქეთევან ბედენაშვილის, ნიკოლოზ ს----–---–ის და აკაკი ბ------ის დაკითხვა.
საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით და კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით, რ----- ჩ------ის ქმედებებიდან გამომდინარე თ------- ნ-----–--–---–ი განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ეკატერინე არაბიძემ.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 3 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი, სადაც არის მომხდარი თ------- ნ-----–--–---–ის მიმართ ოჯახური ძალადობისა და თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი, მდებარეობს თერჯოლის რაიონში, სოფელ ა---–----------–აში და წარმოადგენს რ----- ჩ------ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში დგას ორსართულ--ნი სახლი - კაპიტალური შენობა, რომელსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ მხრიდან აქვს აივანი - თაღებიანი აივანი, რომელიც არის შემოუღობავი, არ აქვს მოაჯირები. მეორე სართულზე ავდივართ სახლზე აღმოსავლეთ მხრიდან მიდგმული კიბის საშუალებით. აივანი არის მობეტონებული, არის ღია თაღებს შორის, არ არის მოაჯირები. ნ----- პ--------ემ მიუთითა სახლის ჩრდილოეთ მხრიდან მეორე თაღზე და განაცხადა, რომ როგორც მისმა რძალმა თ------- ნ-----–--–---–მა უთხრა: „სარეცხის გაფენის დროს თავბრუ დამეხვა და გადავარდიო“. ეზო არის მინდვრიანი, მიწიდან აივნამდე სიმაღლე არის სამი მეტრი. ნ----- პ--------ემ განმარტა, რომ აღნიშნული აივნიდან, სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა თ------- ნ-----–--–---–ი. ჩრდილოეთის მხრიდან პირველ, მეორე და მესამე თაღებს შორის აივნის იატაკიდან 1,70 მეტრის სიმაღლეზე გაბმული არის შავი ფერის წვრილი ელ. სადენი, სარეცხის გასაფენი თოკი, რომელზედაც დამაგრებულია სარეცხის დასამაგრებელი ე.წ. „შპილკები“. შემთხვევის ადგილი ფოტოგრაფირებულია. რაიმე კვალი ან ნივთმტკიცება შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არ ყოფილა.
2017 წლის 15 ნოემბრის N------ შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 21, 22 და 23 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, რ----- ჩ------ის მიერ, თ------- ნ-----–--–---–ის მიმართ განხორციელებული იქნა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.
საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ე----ის თერჯოლის N1 ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული არ არის)) - მონაცემებისა: მოქ. თ------- ნ-----–--–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.10.2017წ-ს 12:20სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 16:30სთ-ზე დიაგნოზით: მრავლობითი ტრავმები, დაუზუსტებელი.
თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული არ არის)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე თ------- ნ-----–--–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 23.10.2017წ-ს 16:55სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 25.10.2017წ-ს 14:00სთ-ზე დიაგნოზით: ხერხემლის დახურული ტრავმა, TH 12 მალის სხეულის კომპრესიულ-ფრაგმენტული მოტეხილობა. L1 მალის კომპრესიული მოტეხილობა.
თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ინდ. მეწარმე „ხ------- ხ------“-ს ამბოლატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე თ------- ნ-----–--–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 26.10.2017წ-ს და დაესვა დიაგნოზი: თვითნებითი აბორტი, ორსულობის 6-7 ვადაზე, საშვილოსნოს ყელის ეროზია.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანების ხარისხის და რამ გამოიწვია ორსულობის შეწყვეტა, აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დაინიშნოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა შესაბამისი პროფილის სპეციალისტის მონაწილეობით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გია გობრონიძემ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N--------8 დასკვნით დასტურდება, რომ როგორც სს. „სამედიცინო კორპორაცია ე----ი თერჯოლის ჰოსპიტალი“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----დან ირკვევა, თ------- ნ-----–--–---–ს, 23.10.17წ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 23.10.17წ., სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მრავლობითი ტრავმები დაუზუსტებელი და შემდგომი მკურნალობისა და დიაგნოსტირებისათვის გადაყვანილი იქნა შპს. „აკად. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი“-ში.
სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ: „.. მისი გადმოცემით არის 7 კვირის ორსული. ექოსკოპიურად დაუდგინდა ორსულობა 6-7 კვირის....“
როგორც ირკვევა შპს. „აკ-----–--------------------–---------------–--------------–----–-------–----------------–---–-------“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------- და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N---------დან, თ------- ნ-----–--–---–ს აღნიშნული კლინიკისათვის მიუმართავს 23.10.17წ., /გაეწერა 25.10.17წ./ სადაც დაესვა დიაგნოზი: ხერხემლის დახურული ტრავმა, გულმკერდის მე-12 მალის სხეულის კომპრესიული ფრაგმენტული მოტეხილობა, მოტეხილი ფრაგმენტების ცდომის გარეშე, წელის 1 მალის კომპრესიული მოტეხილობა, ორსულობა.
სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილ--:“ .. ექოსკოპიურად საშვილოსნოს ღრუში 1 ცოცხალი ნაყოფი. ზომებით შეესაბამება 7 კვირის ორსულობას. გულის ცემის სიხშირე 154 წუთში. საშვილოსნოს წინა კედლის გამოხატული ჰიპერტონუსი..“.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1 CD დისკი შესწავლილ იქნა სამედიცინო კორპორაცია „ე----ი“-ს დიაგნოსტიკური ცენტრის რადიოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის, ნ. ს----–---–ის /15.02.2018წ./ მიერ, რომლის დასკვნითაც „...არსებულ გამოსახულებებზე ფიქსირდება გულმკერდის 12 მალის სხეულის ფრაგმენტული მოტეხილობა; წელის 1 მალის სხეულის კომპრესიული მოტეხილობა; დაზიანებების ხანდაზმულობა მითითებულ თარიღთან (23.10.2017) წინააღმდეგობაში არ არის“.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
როგორც ამბოლატორიული მომსახურების მიმწოდებელი ინდ. მეწარმე „ხ------- ხ-----“-ს ამბოლატორიული პაციენტის ბარათი N----დან ირკვევა, თ------- ნ-----–--–---–ს აღნიშნული დაწესებულებისათვის მიუმართავს 26.10.17წ., სადაც დაესვა დიაგნოზი: თვითნებითი აბორტი მსვლელობაში ორსულობის 6-7 კვირის ვადაში, საშვილოსნოს ყელის ეროზია. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილ--:“ ორსულობის შეწყვეტის ოქმი N---. 26.10.17წ. ნაყოფი გამოძევებული იქნა ვაკუუმით, საშვილოსნო შეიკუმშა“.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქმის მასალები მასში არსებულ სამედიცინო დოკუმენტაციასთან ერთად შესწავლილ იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის მეანობა-გინეკოლოგიაში, ა. ბ------ის /09.03.2018/ მიერ, რომლის დასკვნითაც: წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად თ------- ნ-----–--–---–ი იყო ორსულად, რასაც ადასტურებს ორსულობის ორივე უტყუარი ნიშანი - ემბრიონის ექოსკოპიური ვიზუალიზაცია და ემბრიონის გულისცემა; ორსულობის შეწყვეტა მაღალი ალბათობით შესაძლოა უკავშირდებოდეს 2017 წლის 23 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს, თუმცა აღნიშნულის კატეგორიული მტკიცება შეუძლებელ--, ვინაიდან ტრავმა არ წარმოადგენს ორსულობის შეწყვეტის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორს. გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას ორსულობის შეწყვეტა მხედველობაში არ მიიღება.
2017 წლის 10 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (რომელიც ჩატარებულ-- დაცვის მხარის მიერ) დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი, საიდანაც 2017 წლის 23 ოქტომბერს, დილის საათებში, გადმოვარდა რ----- ჩ------ის მეუღლე თ------- ნ-----–--–---–ი, მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში და წარმოადგენს რ----- ჩ------ის საცხოვრებელ სახლს. ეზოში დგას ორსართულ--ნი საცხოვრებელი სახლი, გაულესავ მდგომარეობაში. საცხოვრებელ სახლს აქვს თაღებიანი, შემოუღობავი აივანი. მეორე სართულზე ავდივართ სახლის აღმოსავლეთ მხარეს გაკეთებული კიბის საშუალებით. აივანი არის ღია თაღებით, მოაჯირების გარეშე. რ----- ჩ------ემ მიუთითა სახლის ჩრდილოეთ მხრიდან არსებულ მეორე თაღზე და განაცხადა, რომ როგორც მისმა მეუღლემ თ------- ნ-----–--–---–მა უთხრა, ამ თაღის ქვეშ, მავთულზე სარეცხის გაფენის დროს, (მავთულის 80-90 სმ-მდე იყო სარეცხი გაფენილი) ფეხი გადაუბრუნდა ქუსლიან ჩუსტებში, იგრძნო თავბრუსხვევა და ძირს გადმოვარდა, სარეცხიან ტაშტთან ერთად და დაეცა მინდვრიან მიწაზე. მიწიდან აივნამდე სიმაღლე არის 3 მეტრი. თ-------ი მან ნახა უკვე ძირს ჩამოვარდნილი, როდესაც ის მიწაზე იყო დავარდნილი თავით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის შესასვლელი კარისაკენ და ფეხები ჰქონდა მოხრილი. ფეხებთან ეგდო მწვანე პლასტმასის ტაშტი, გადმობრუნებული, რომელშიც ცოტაოდენი სარეცხი იყო დარჩენილი გასაფენი. საცხოვრებელი სახლის თაღებს შორის (წინა ფასადზე) ყველგან გაბმულ-- სარეცხისათვის მავთული - სარეცხი გაფენილი იყო სრულად პირველ და მეორე თაღებს შორის არსებულ მავთულზე. მე-2 და მე-3 სვეტებში, მე-2 თაღზე კი მხოლოდ 80-90 სმ-მდე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით კრიმინალიზებულია თვითმკვლელობამდე ან/და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით. აღნიშნული დანაშაული არის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული, იგი არაა მკვლელობის სახე, რადგან აქ ადგილი არა აქვს შუალობით ამსრულებლობას. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მსხვერპლის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანაში, რაც ჩადენილია მუქარით, სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით (ამ დანაშაულის ხერხები). თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანა გულისხმობს მსხვერპლის მიმართ დამნაშავის მიერ რიგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენას, რაც გამოიხატება მუქარაში, სასტიკ მოპყრობაში, პატივისა და ღირსების სისტემატურ დამცირებაში. პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირება შეიძლება გამოიხატოს ფსიქოსადიმზში, შეურაცხყოფაში და სხვა ისეთ ქმედებაში, რომელიც ამცირებს დაზარალებულის პატივსა და ღირსებას. განსახილველი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფაქტის არსებობა. დანაშაული დამთავრებულია ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელების მომენტიდან. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია დამნაშავის მოქმედებასა და დაზარალებულის თვითმკვლელობამდე ან მის ცდამდე მიყვანას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. დანაშაული შეიძლება განხორციელდეს განზრახვის ორივე სახით, როგორც პირდაპირ, ისე ევენტუალური განზრახვით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე, დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ასე შემდეგ. დანაშაულის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. დამნაშავემ უნდა იცოდეს ქალის ორსულობის შესახებ ზუსტად და არა ვარაუდით, ამასთან, ორსული ქალი აუცილებლად უნდა იყოს ამ ოჯახის წევრი.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. კოდექსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის სისხლისაამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნდა იყოს. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითაც. ნივთის განადგურება ან დაზიანება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, რ----- ჩ------ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111 115-ე მუხლით და სსკ-ი 111 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა თ------- ნ-----–--–---–მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია რ----- ჩ------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე.
რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებს, პალატა მიუთითებს, რომ არცერთი მოწმე არ არის მომხდარის თვითმხილველი.მოწმე ნ. პ--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან რ----- ჩ------ისაგან და თავად თ------- ნ-----–--–---–ისაგან გაიგო, რომ თ-------ი გადავარდა სიმაღლიდან სარეცხის გაფენის დროს, მისი განმარტებით, იგი არასოდეს შესწრებია თ-------სა და რ-----ს შორის კონფლიქტს. მოწმე ნ. ჯ---–----ის და გ. ნ-----–--–---–ის ჩვენებებით ასევე დასტურდება, რომ თ-------მა საავადმყოფოში ყოფნისას განაცხადა, რომ იგი აივნიდან გადავარდა სარეცხის გაფენის დროს, თ-------ისგან იციან, რომ მეუღლე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა, თუმცა ისინი არასოდეს შესწრებიან მათ შორის კონფლიქტს და უთანხმოებას. მოწმეების თ. ტ-----ის და მ. ც------ის ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ მეზობლებისგან შეიტყვეს, რომ თ-------ი სარეცხის გაფენის დროს გადავარდა აივინიდან. ისინი არასოდეს შესწრებიან თ-------სა და რ-----ს შორის უთანხმოებას და ჩხუბს.
პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენი დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება რ----- ჩ------ის მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა (წარდგენილ ყველა ბრალდებაში). ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. აღნიშნული მტკიცებულებები არ არის უტყუარი და საკმარისი იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს რ----- ჩ------ის ბრალეულობა.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ----- ჩ------ის ბრალდების დადასტურება, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვატხანგ ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 სექტემბრის განაჩენი რ----- ჩ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
რ----- ჩ------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; სსკ-ის 111 115-ე მუხლით; სსკ-ის 111 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.
გამართლებულ რ----- ჩ------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
რ----- ჩ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულ--; შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბრის N12/7-17 განჩინებით თ----- ჩ------ის (პ/ნ 2----------), ნ----- პ--------ის (პ/ნ 2----------), რ---- ჩ------ის (პ/ნ 2----------) და რ----- ჩ------ის (პ/ნ 2----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N------------);
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სსიპ 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიოჩანაწერი „CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და თ------- ნ-----–--–---–ის ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ამსახველი დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე