განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
330100119003198267
ინსტანცია
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003198267

საქმე №1ბ/1890-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ო-–----------------------------ს მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 მაისს, ნიგერიის მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, დაოჯახებულის, არასრული უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, წ---–-------------------–-------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №271, ბინა №103-ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ო-–---------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ო-–----------------------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, დღეის მდგომარეობით მოხდილია.

 

ო-–----------------------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 19 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, თბილისში, ც----------------------------------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, ო-–----------------------------- მეუღლეს, ს--–------------------------ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, ხელსა და მკერდზე რამდენჯერმე ძლიერად მოუჭირა ხელი და სხეულზე დაარტყა დიდი ზომის სამზარეულოს კოვზი, რის შედეგადაც მიაყენა დაზიანებები ხელისა და ზურგის არეში, სიწითლეების სახით. აღნიშნული ქმედების შედეგად სალომე კაჭახმაძე-ობაიომმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-----–----–---–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ო-–----------------------------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, ო-–----------------------------ს მიმართ გამოიყენა შეუსაბამო სასჯელი. სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ბრალდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და მოსალოდნელი საფრთხე. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ო-–----------------------------სათვის შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან იგი ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შეუსაბამო და არათანაზომიერია. აპელანტის მითითებით, ო-–----------------------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის განსაზღვრის კუთხით გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ. სასამართლოს მიერ აღნიშნული განაჩენის გამოტანა, შესაძლოა, წამახალისებელიც კი იყოს მსჯავრდებულისთვის.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ო-–----------------------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატამ ო-–----------------------------ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე განიხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ს--–------------------------ს, ლ------------ს, მ--–---------–---ს, ნ-------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებით, დაზიანებების ფოტოსურათების ოქმით და ფოტოსურათებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ო-–----------------------------- ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ.

 

მსჯავრდებულ ო-–----------------------------სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მხედველობაში მიიღო მისი აღიარება და დაზარალებულ ს--–------------------------ს პოზიცია, რომელსაც მისი მეუღლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, შეურიგდა მას, მისგან ვერ გრძნობს საფრთხეს და თანახმაა, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, ოლუიომი ადეტოიე ობაიომს სასჯელი დაუნიშნა რესოციალიზაციის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება დანიშნული სასჯელის არაპრევენციულ ხასიათსა და მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე სავარაუდო საფრთხეებზე, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ო-–----------------------------ს ქმედების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ო-–----------------------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-----–----–---–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ო-–---------------------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ო-–----------------------------ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით) დანიშნული სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 150 საათის ვადით, დღეის მდგომარეობით მოხდილია.

 

მსჯავრდებულ ო-–----------------------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

-შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დიდი ზომის პლასტმასის კოვზი, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ინახება გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

-საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, 2 ცალ კომპიუტერულ დისკზე, დალუქულ მდგომარეობაში, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე