განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
110100119003049771
ინსტანცია
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #110100119003049771

საქმე №1/ბ-749-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-------- გ-------ს ძე კ------ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 20 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი ნომერი 1----------, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ტ--–--------;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ე-------- კ------ემ ჩაიდინა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი). 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2019 წლის 12 მაისის ეპიზოდი);

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2002 წლიდან ნ---- კ------ე ქორწინებაში იმყოფება ე--------ი კ------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში, მათ, შეეძინათ შვილები - გ------- კ------ე (დაბ: 2--------- წ) და კ----- კ------ე (დაბ: 3--------- წ). ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–ი. 2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ე--------ი კ------ემ, ნ---- კ------ეს, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალში. ე--------ი კ------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ---- კ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი გ------- კ------ე და კ----- კ------ე.

 

2. 2002 წლიდან ნ---- კ------ე ქორწინებაში იმყოფება ე--------ი კ------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში, მათ, შეეძინათ შვილები - გ------- კ------ე (დაბ: 2--------- წ) და კ----- კ------ე (დაბ: 3--------- წ). ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–ი. 2019 წლის 12 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ----- ს-------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ე--------ი კ------ემ, ნ---- კ------ეს, ძლიერად მოქაჩა ზედა მოსაცმელში, კისრის არეში, რის გამოც მოსაცმელის საყელოს მოქაჩვის შედეგად კისრის არეში უკანა მხარეს ნ---- კ------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი კ----- კ------ე.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ე-------- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი); სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა, სსკ 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მაისის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ ე-------- კ------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი;

 

ე-------- კ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ე-------- კ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 მაისიდან - 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ---- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ე-------- კ------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულსა და მის მეუღლეს აქვთ კონფლიქტური დამოკიდებულება. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ე-------- კ------ის მიმართ დამაძიმებელი გარემოების არსებობა, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ჩადენის სახე და ამ ქმედების სისტემატიური ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დანიშნული მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის შემდეგი განზრახი დანაშაულის ჩასადენად. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ე-------- კ------ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე-------- კ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ე-------- კ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მაისის ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ---- კ------ის ჩვენებით,მოწმეების დ---------------------------------------------------------------–------------ გამოკითხვის ოქმებით; ნ---- კ------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; გ------- და კ----- კ------ეების დაბადების სააქტო ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ე-------- კ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მაისის ეპიზოდი) განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები,(აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ე-------- კ------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ე-------- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი); სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა, სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მაისის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით, შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ე-------- კ------ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ე-------- კ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და შესაბამისად გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის N1--------- განჩინებით ე-------- კ------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ს-----ო, ს/კ 3-----------) დადებული ყადაღა.

 

ე-------- კ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 12 მაისიდან, 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ე-------- კ------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული შავი ფერის ღილი და შინდისფერი ჟაკეტი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე