განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2019
საქმის ნომერი
110100119003180080
ინსტანცია
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #110100119003180080

საქმე №1/ბ-752-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---- ი-----ს ძე ბ-–---–---–ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 26 ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი ნომერი 5----------, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ზ-----ი;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--–---- ბ-–---–---–მა ჩაიდინა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ (2019 წლის 25 ი--–--ის ეპიზოდი); 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ (2019 წლის 26 ი--–--ის ეპიზოდი); 3. ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში;

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2019 წლის 25 ი--–--ს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზ-----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ--–---- ბ-–---–---–მა ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში მეუღლეს - ე---------- ნ------ეს, რა დროსაც ადგილზე მყოფი ს--–---- ბ-–---–---–ი შეეცადა ე---------- ნ------ე განერიდებინა მოძალადისგან, რის გამოც გაბრაზებულმა მ--–---- ბ-–---–---–მა ჩაიდანი ესროლა შვილს- ს--–---- ბ-–---–---–ს ზურგის არეში და ორივე ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ე---------- ნ------ემ და ს--–---- ბ-–---–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2019 წლის 26 ი--–--ს, დაახლოებით 08:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზ-----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ--–---- ბ-–---–---–მა მუშტი დაარტყა თავის არეში და ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში მეუღლეს - ე---------- ნ------ეს, რის შემდეგაც მ--–---- ბ-–---–---–მა თავის არეში მუშტი დაარტყა შვილს - ს--–---- ბ-–---–---–ს. აღნიშნული ქმედებებით, ს--–---- ბ-–---–---–მა და ე---------- ნ------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2019 წლის 25 ი--–--ს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზ-----ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მ--–---- ბ-–---–---–ი მოკვლით დაემუქრა მეუღლეს - ე---------- ნ------ეს და შვილს - ს--–---- ბ-–---–---–ს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენით მ--–---- ბ-–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 ი--–--ის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით მ(2019 წლის 26 ი--–--ის ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 ი--–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 ი--–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა, სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 ი--–--ის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შათანთქა სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მ--–---- ბ-–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი;

 

მ--–---- ბ-–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

მ--–---- ბ-–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 26 ი--–--იდან 2019 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ--–---- ბ-–---–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი. კერძოდ, მ--–---- ბ-–---–---–მა დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა მეუღლის და შვილის მიმართ. დანაშაულის ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით, არსებობს დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთად აუცილებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც გახდებოდა ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი. დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ--–---- ბ-–---–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--–---- ბ-–---–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 ი--–--ის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 ი--–--ის ეპიზოდი) და სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ს--–---- ბ-–---–---–ის და ე---------- ნ------ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - მ--------–---–---–-------------–---–---–-----–----------–-–---–-------------–--------------- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; სასამართლო სამედიცინო დასკვნებით ე---------- ნ------ის და ს--–---- ბ-–---–---–ის მიმართ; 2019 წლის 31 ი--–--ის დათვალიერების ოქმით; დაბადების სააქტო ჩანაწერის ასლებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ მ--–---- ბ-–---–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 ი--–--ის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 ი--–--ის ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ--–---- ბ-–---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ--–---- ბ-–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 ი--–--ის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით მ(2019 წლის 26 ი--–--ის ეპიზოდი), სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 25 ი--–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 ი--–--ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ერთმა, სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 26 ი--–--ის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შათანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ--–---- ბ-–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მ--–---- ბ-–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

მ--–---- ბ-–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 26 ივლისიდან, 2019 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, მ--–---- ბ-–---–---–ს დაეკისროს მოვალეობა: 1) პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი; 2) ასევე, გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი;

 

საქართველოს სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩაიდანი, რომელიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

სსიპ 112-ის ჩანაწერი ,,CD’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე