განაჩენი

სისხლის სამართლის 17.12.2019
საქმის ნომერი
330100119003065272
ინსტანცია
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003065272

საქმე №1ბ/1934-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მსჯავრდებულ მ-----–----------–---–ის ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-----–-------–---------------–---–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------ს; პირადი N0----------; საქართველოს მოქალაქე; რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–------------------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

 

მ-----–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;

 

მ-----–----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისიწნებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და მ-----–----------–---–ის საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 ერთი) წლის ვადით.

 

მ-----–----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას, ვისაც ემუქრებოდა, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა რომ:

 

2019 წლის 14 მარტს, საღამოს საათებში, ქ------–--–----------–---–--------ზე, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, 4,5 მმ კალიბრის პნევმატური პისტოლეტის გამოყენებით, მ-----–----------–---–მა ნინო ქირიას განზრახ დაუზიანა ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტის“ (სახელმწიფო ნომრით N--------) უკანა მაშუქი, საბარგულის კარი და წინა მარჯვენა კარი, რითაც ნინო ქირიას მიადგა 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2019 წლის 14 მარტს, საღამოს საათებში, თბილისში, თ------–---–ის ქუჩაზე მ-----–----------–---–ი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ-–--–----–---------------------------------––-–---------–-----–----–-----------------–----–---------------–--–----–----ას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელთ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ-----–----------–---–ის ადვოკატმა გ--------------ემ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ მოწმეების: ლ-–--–----–------------------------–-----–------–---------------–----–-----------–--–----–----------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს; მ-----–----------–---–ის ბინის ჩხრეკის ოქმს; ქიმიური, ბალისტიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ-----–----------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, მ-----–----------–---–ი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით და განესაზღვროს შესაბამისი, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-----–----------–---–ი დანიშნულ სასჯელის სახეს და ზომას, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით; ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპირციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად იქნა შეფასებული და გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი; კერძოდ, მხედველობაში იქნა მიღებული მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება; მისი პიროვნება და ოჯახური პირობები; ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მ-----–----------–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი მ-----–----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ-----–----------–---–ის ადვოკატის გ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ-----–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მ-----–----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისიწნებულ დანაშაულის ჩდენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და მ-----–----------–---–ის საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მ-----–----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 15 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცება:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობისას ამოღებული ერთი ცალი მეტალის ბურთულა, ქ------–---------------------------------ის ჩხრეკის დროს ამოღებული ოთხი ცალი იარაღის მაგვარი საგანი, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული აბები, ექვსი ცალი ამპულა და მინის მცირე ზომის ქილა, რომლებიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაშ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ქ------–--------------------------------ის ჩხრეკის მიმდინარეობის და ავტომანქანის N-------- ჩხრეკის მიმდინარეობის ფოტოილუსტრაცია ორ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე