განაჩენი

სისხლის სამართლის 18.12.2019
საქმის ნომერი
330100117002018651
ინსტანცია
თარიღი
18.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002018651

საქმე №1/ბ-1205-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ბესიკ ბუგიანიშვილი

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ზ-------------–-ას,ადვოკატ - ნ----------------ას,მსჯავრდებულ - დ---------–-–---–-ს მონაწილეობით,მსჯავრდებულ დ---------–-–---–-ს ადვოკატ ნ----------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დ---------–-–---–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ–--------------–-------------------------------–----------------–--------------------------, ბინა N25; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენით:

 

დ---------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

დ---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 ივნისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ

 

დ---------–-–---–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 04 აპრილიდან, 2016 წლის 19 სექტემბრამდე დ---------–-–---–- მუშაობდა შპს „ჯ---ს“ მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე. 2016 წლის აგვისტოს თვეში დ---------–-–---–მა განიზრახა შპს „ჯ---ს“ კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 12 აგვისტოდან, 2016 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, დ---------–-–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა 101 791,16 ლარის ოდენობით. დ---------–-–---–-ს ქმედების შედეგად შპს „ჯ---ს“ მიადგა 101 791,16 ლარის, დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ---------–-–---–-ს ადვოკატმა ნ----------------ამ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ---------–-–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტის განმარტებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. დ---------–-–---–-, როგორც ფილიალის მენეჯერი, მართალია იყო პასუხისმგებელი პირი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მან მიითვისა ფილიალიდან რეალიზებული საქონლის ღირებულება, რადგან მასთან ერთად საქონლის რეალიზაციას სალაროს გვერდის ავლით ახდენდნენ სხვა პირებიც - ს--------------–-------------------------–---–-ვა, რომლებსაც ასევე მიუწვდებოდათ ხელი მენეჯერის ოთახში არსებულ სეიფთან. დამცველის განმარტებით, როგორც მოწმე გ-------------–-–---–ი აღნიშნავს, შინაგანაწესის შესაბამისად ფილიალის მენეჯერი და მისი თანამშრომლები სოლიდარულად იყვნენ პასუხისმგებელნი დანაკლისზე. რაც შეეხება მოწმე ლ---------------–---–ის ჩვენებას, იგი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს იმის მტკიცებულებად, რომ დ---------–-–---–მა მოახდინა სერვერიდან ვიდეოჩანაწერების წაშლა. დ---------–-–---–- კატეგორიულად აცხადებს, რომ მას არ გაუგონია ლ---------------–---–ის ტელეფონზე საუბრის დროს რაიმე პაროლის კომბინაცია და არც იმის თაობაზე უსაუბრია მასთან, თუ სად ინახებოდა კამერის ჩანაწერები. სასამრთლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოებაც, თუ რა მიზანს ემსახურებოდა 2016 წლის 13 სექტემბერს, დ---------–-–---–-ს სამუშაო ოთახში არსებულ კომპიუტერში სათვალთვალო კამერების ხედვის პროგრამის ჩაწერა, მაშინ, როდესაც ანალოგიური პროგრამა უკვე ჩაწერილი იყო და ფუნქციონირებდა ფილიალში, კერძოდ, საწყობის მენეჯერის ოთახში არსებულ კომპიუტერში. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ დიდ ეჭვს ბადებს ბრალდების შესახებ დადგენილებისა და სასამართლო განაჩენის ფორმულირება, დ---------–-–---–-ს მიერ თანხის მითვისების პერიოდთან დაკავშირებითაც. თემატური შემოწმების ცნობით დადგენილია, რომ დანაკლისი წარმოქმნილია 2016 წლის 27 აპრილიდან, 2016 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, რაც ეწინააღმდეგება განაჩენის დებულებას დანაკლისის 2016 წლის 12 აგვისტოდან, 2016 წლის 15 სექტემბრამდე წარმოშობის თაობაზე. სასამართლოს არც ის გაურკვევია, რომ 2016 წლის 12 აგვისტოდან, 2016 წლის 15 სექტემბრამდე, დროის მცირე მონაკვეთში თუ როგორ მოხდა ასეთი დიდი თანხის მითვისება, მითუმეტეს, რომ ფილიალში დღეში ორჯერ ხდებოდა ინკასაცია. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია და შესაბამისად, არც სასამართლოს არ გამოუკვლევია, გაუმჯობესდა თუ არა დ---------–-–---–-ს ფინანსური და ეკონომიური მდგომარეობა 2016 წლის 12 აგვისტოდან, 15 სექტემბრამდე პერიოდში.

 

დაცვის მხარე ასევე აპელირებს, რომ ადვოკატის გარეშე დარჩენილმა ბრალდებულმა დ---------–-–---–მა, ისე განაცხადა თანხმობა ცალკეულ მტკიცებულებათა უდაოდ ცნობის შესახებ, რომ მისი მნიშვნელობაც კი არ იცოდა. ასე დარჩა გამოუკვლეველი სასამრთლოს მიერ მოწმე ა-----–----------–---–-------------–-------------------------------------------–-–---–-------–--–-------------------------ს და სხვათა ჩვენებები; ასევე სათვალთვლო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა, რამაც გარკვეული ცუდი დაღი დაასვა საქმეს. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს მხოლოდ სავარაუდო მტკიცებულებებთან, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ დ---------–-–---–-ს ბრალდებას, პირის მსჯავრდება კი საეჭვო ხასიათის ბრალდების საფუძველზე, დაუშვებელია. დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მტკიცებულებებს და ყოვლად უსაფუძვლოდ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც უნდა გაუქმდეს.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ნ----------------ამ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დ---------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წლის აპრილიდან, ამავე წლის აგვისტომდე მუშაობდა შპს „ჯ---ში“ ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა თანამშრომლების კონტროლი და გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა. ხელშეკრულების თანახმად, იგი პასუხისმგებელი იყო მაღაზიაში გამოვლენილ დანაკლისზე. ფილიალში თვეში ერთხელ ატარებდნენ აღწერას და 200 ლარზე მეტი დანაკლისი არასდროს ჰქონიათ. 2016 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, საწყობის მენეჯერის შვებულებაში ყოფნის გამო, საქონლის 99%-ს იღებდა ს--------------–-----ი და მხოლოდ 1%-ს იღებდა თავად, რადგან 12 აგვისტოდან, 31 აგვისტომდე ძირითადად სამსახურში არ იმყოფებოდა. 2016 წლის სექტემბერში მაღაზიაში ჩატარდა აღწერა და დიდი დანაკლისი იქნა აღმოჩენილი, რაც მისი შეფასებით, პროგრამული ხარვეზი იყო და პროგრამას თვითონ უნდა გაესწორებინა ნაშთი, თუმცა, რეალურად გასწორდა თუ არა, მისთვის უცნობია. დ---------–-–---–მა დაადასტურა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც პროდუქციის შემსყიდველებისგან ხელზე იღებდა თანხებს, რომლებსაც მოგვიანებით აუცილებლად ათავსებდა სალაროში. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა ფასდაკლების პროგრამულად ასახვა. იმ შემთხვევაში, თუ თანხა 5 000 ლარს აღემატებოდა, გატარების შემდეგ, სიფრთხილის თვალსაზრისით, ფულს სალაროში არ ათავსებდა და ინახავდა სეიფში, რომელიც მის ოთახში იყო განთავსებული. როცა თვითონ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, რეალიზატორებისგან თანხას იღებდა ს--------------–-----ი და ინახავდა სეიფში. თანხის სერიოზული დანაკლისი არასდროს ჰქონიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრამასთან თანხის შეუსაბამობა ინკასაციისას გამოვლინდებოდა, რომელსაც დღეში ორჯერ ატარებდნენ. მან ასევე განმარტა, რომ ფილიალში არსებული პრაქტიკით, როცა ერთ პიროვნებას სხვადასხვა დასახელების პროდუქტი მიჰქონდა და თანხას სრულად არ იხდიდა, გადახდილი თანხა იმ პროდუქციაზე ნაწილდებოდა, რომლის ღირებულებასაც სრულად ფარავდა. სწორედ აღნიშნულის გამო, 2016 წლის 29 აგვისტოს კომპანიაში შაქრის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხა, საქმის გამარტივების მიზნით, პროგრამულად გაატარა, როგორც მარგარინის თანხა, რომელიც, ამ დროს, თავის მხრივ ნაშთად ეწერათ. მოცემულ შემთხვევაში პროგრამულად გაყიდული 300 ტომარა შაქრიდან, 120 ტომარა აღურიცხავი მხოლოდ შემსყიდველის მიერ თანხის გადახდამდე იყო. 120 ტომარა შაქრის ღირებულება სრულად იქნა დაფარული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინკასაციასთან შემხებლობის მქონე პირები 120 ტომრის ღირებულების დანაკლისს აუცილებლად შეამჩნევდნენ და მოიკითხავდნენ. დ---------–-–---–მა აღნიშნა ისიც, რომ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მას არ წაუშლია. ამ მოქმედების შესასრულებლად პროგრამაში შესასვლელი „იუზერის“ და პაროლის ცოდნა იყო საჭირო, რაც მან არ იცოდა და ვერც ლ---------------–---–ის სატელეფონო საუბარს გაიგებდა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ დ---------–-–---–-ს მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა, შპს „ჯ---ს“ შიდა მონიტორინგის ხელმძღვანელმა რ------–-----–---–მა განაცხადა, რომ მის მოვალეობაში შედის ობიექტების და მათში განთავსებული სალაროების შემოწმება და კონტროლი. ფილიალში, სადაც ბრალდებულ დ---------–-–---–ს მენეჯერის პოზიცია ეკავა, 2016 წლის 12-15 სექტემბერს, ჩატარდა აღწერა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. აღწერის შედეგად გამოვლინდა ათეულობით ათასი ლარის პროდუქციის (შოკოლადი „სნიკერსი“, შაქარი, მაიონეზი, სიგარეტი „კენტი“, შოკოლადი „კინდერი“) დანაკლისი. დ---------–-–---–-, რომელიც იყო პასუხისმგებელი პირი, აცხადებდა, რომ დანაკლისის მიზეზი არ იცოდა და ვარაუდობდა, რომ ადგილი ჰქონდა პროგრამულ ხარვეზს. საქონლის გადათვლით პროგრამული ხარვეზი გამოირიცხა, ვინაიდან პროდუქცია, რომელიც მაღაზიას ერიცხებოდა, ადგილზე არ იყო. საკითხვის გარკვევის მიზნით, გადაწყვიტეს ფილიალის დაცვის სისტემის კამერების ჩანაწერების ნახვა, მაგრამ ოთხი სერვერიდან ორზე მონაცემები წაშლილი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ჩანაწერების წაშლა განხორციელდა კომპიუტერიდან, რომელიც ფილიალის მენეჯერის, დ---------–-–---–-ს სამუშაო ოთახში იყო განთავსებული, სადაც დღის განმავლობაში იმყოფებოდა მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი - ლ---------------–---–ი და თავად დ---------–-–---–-. კამერების ჩანაწერებით ასევე დადგინდა, რომ უშუალოდ სერვერზე მონაცემების წაშლის მომენტისთვის კომპიუტერთან დ---------–-–---–- იჯდა. მოწმის განმარტებით, კამერების ჩანაწერების დათვალიერების და ფილიალის თანამშრომლებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა ისიც, რომ დ---------–-–---–-ს მხრიდან სისტემატურად ხდებოდა სალაროს გვერდის ავლით, საკუთარ ოთახში, პროდუქციის შემსყიდველებისგან თანხების ხელზე აღება, რისი უფლებაც მაღაზიის მენეჯერს არ ჰქონდა. საბუღალტრო პროგრამაში გადამოწმდა ამ გზით რეალიზებული პროდუქციის აღრიცხვის მდგომარეობა და გაირკვა, რომ პროდუქციის ნაწილის აღრიცხვა არ ხდებოდა და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სალარომდე არ მიდიოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------–-–---–მა განაცხადა, რომ არის შპს „ჯ---ს“ დირექტორი და 20%-იანი წილის მფლობელი. კომპანიას გააჩნია საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების ნივთების საბითუმო მაღაზიათა ქსელი. შემსყიდველებთან ანგარისშწორებას კომპანია კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილი ფორმებით ახორციელებს, კერძოდ, პროდუქცია გაიცემა სალაროს ჩეკის, იურიდიული პირის ზედნადებისა და მისი მომყოლი სხვა დოკუმენტაციის შესაბამის პროგრამაში ატვირთვის შედეგად. ანგარიშსწორებისას მიღებული თანხა ინახება სალაროში, რომელზე პასუხისმგებელი პირიც არის ფილიალის მენეჯერი. 2016 წლის აპრილიდან, სექტემბრამდე დ---------–-–---–- იყო კომპანიის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი, სადაც 2016 წლის სექტემბერში ჩატარებული აღწერის შედეგად დაფიქსირდა მასშტაბური დანაკლისი. შინაგანაწესის თანახმად, ფილიალის მენეჯერი და მისი თანამშრომლები სოლიდარულად იყვნენ პასუხისმგებელნი დანაკლისზე, რომელიც შეგნებულად თუ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, მიადგა კომპანიას. აღნიშნულის გამო კომპანიის ხელმძღვანელობა შეხვდა ფილიალის თანამშრომლებს, რომელთაგან რამდენიმემ დააფიქსირა, რომ იყო შემთხვევები, როცა დავითი ხუციშვილი პროდუქციის შემსყიდველებისგან ხელზე იღებდა თანხებს, რომლებიც პროგრამულად უნდა აესახა. თავად დ---------–-–---–- აცხადებდა, რომ დანაკლისის მიზეზებზე არაფერი იცოდა. საკითხის გარკვევის მცდელობისას აღმოჩნდა, რომ წაშლილი იყო ფილიალში არსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. გ-------------–-–---–ის განმარტებით, კომპანიის კუთვნილი თანხების მითვისება მოხდა 2016 წლის 12 აგვისტოდან, 13 სექტემბრამდე, ბოლო ორ აღწერას შორის პერიოდში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---------------–---–მა განაცხადა, რომ არის შპს „ჯ---ს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი. მის მოვალეობაში შედის კომპანიის კომპიუტერული და პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა. შპს „ჯ---ში“ ვიდეოკამერების გამართულ მუშაობაზე კი პასუხს აგებდა შპს „ნეოტექი“. 2016 წლის 12 სექტემბერს შპს „ჯ---ს“ ხელმძღვანელობამ დაავალა ე-----------------ში არსებული ფილიალის სერვერიდან, რომელიც განთავსებული იყო მენეჯერის ოთახში, გადმოეწერა ვიდეოკამერების ჩანაწერები. ფილიალში მივიდა 2016 წლის 13 სექტემბერს, დილით. გადამოწმებისას სერვერის ოთხივე მყარი დისკი შევსებული აღმოჩნდა, მათზე ჩაწერილი იყო უკანასკნელი ერთი თვის მონაცემები. სერვერის პაროლის გასარკვევად დაუკავშირდა „ნეოტექის“ თანამშრომელს, რომელმაც უკარნახა საჭირო კოდი. სატელეფონო საუბრისას მენეჯერი დ---------–-–---–- მის გვერდით იმყოფებოდა, რის გამოც არ გამორიცხავს, რომ ნაკარნახევი პაროლი მასაც გაეგონა. ამის შემდეგ დ---------–-–---–- მასთან საუბრისას დაინტერესდა, ჩანაწერებს მხოლოდ ფილიალის სერვერი ინახავდა, თუ კომპანია „ნ-------–-ც“ ინახებოდა, რაზეც უპასუხა, რომ არ გამორიცხავდა სხვაგანაც მომხდარიყო ფაილების რეზერვირება. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს შეიტყო, რომ მისი ფილიალიდან წასვლის შემდეგ, ოთხი სერვერიდან ორზე მონაცემები წაიშალა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ს--------------–-----მა განაცხადა, რომ დ---------–-–---–-ს მენეჯერობის დროს იყო შპს „ჯ---ს“ მაღაზიის დარბაზის ადმინისტრატორი. ევალებოდა კადრების და სალაროების კონტროლი, ასევე სეიფში არსებული თანხის შენახვა. 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში, როცა კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გამოვლენილი იქნა მასშტაბური დანაკლისი, მოწმე ასრულებდა საწყობის მენეჯერის - გ-------------–---–--ას მოვალეობასაც, ვინაიდან ეს უკანასკნელი იმყოფებოდა შვებულებაში. პერიოდულად, არც დ---------–-–---–- ცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც, ფაქტობრივად, ხელმძღვანელ პირთაგან მხოლოდ მას უწევდა პროდუქციის მიღება. ს--------------–-----მა დაადასტურა, რომ დ---------–-–---–- გარკვეულ კლიენტებზე აკეთებდა ფასდაკლებებს და პროდუქციის შემსყიდელებისგან თანხას იღებდა ხელზე, სალაროში გატარების გარეშე. ხშირი იყო შემთხვევები, როცა დავითი არ იმყოფებოდა ადგილზე და მისი დავალებით, შემსყიდველებისგან თავად (ს--------------–-----ი) იღებდა თანხებს, რომლებსაც ინახავდა მენეჯერის ოთახში არსებულ სეიფში. შემდგომში თანხას სეიფიდან იღებდა დ---------–-–---–-. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თანხა მენეჯერამდე არ მისულიყო. 2016 წლის 14 აგვისტოს, დ---------–-–---–მა, რომელიც თავად არ იმყოფებოდა სამსახურში, სთხოვა მიეღო კლიენტი და მისთვის 300 ტომარა შაქარი გაეტანებინა თანხის სალაროში რეგისტრაციის გარეშე, ვინაიდან ფასი იყო დასაკორექტირებელი. ასეც მოიქცა, შემსყიდველმა დიდი ოდენობის პროდუქცია წაიღო ავტომანქანით, სამ ეტაპად და თანხაც - 24 600 ლარი, სამ ეტაპად გადასცა, რომელიც შეინახა დ---------–-–---–-ს ოთახში არსებულ სეიფში. მეორე დღეს დ---------–-–---–მა ეს თანხა სეიფიდან მისი თანდასწრებით გამოიღო და გადათვალა. დ---------–-–---–მა თანხის ნაწილი სალაროში ადრე არსებული დავალიანების დასაფარად გაატარა, რომელიც წარმოქმნილი იყო ანალოგიურად, სალაროს გვერდის ავლით, მარგარინის რეალიზაციის შედეგად; დარჩენილი თანხა კი სალაროში გატარდა 180 ტომარა შაქრის რეალიზაციის ღირებულებად. ამდენად, 120 ტომარა შაქრის რეალიზაცია დარჩა აღურიცხავი. ანალოგიურად ხდებოდა სხვა პროდუქციასთან მიმართებაშიც. მოწმის განმარტებით, სანამ კომპანიაში აღწერა ჩატარდებოდა, რომელმაც დანაკლისი გამოავლინა, მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, რ------–-----–---–მა შეატყობინა, რომ ფილიალის პროგრამაში 29 აგვისტოს თარიღით დაფიქსირებული იყო დიდი რაოდენობის შაქრის მიღება, რომელიც, ფაქტობრივად, მაღაზიაში არ აღმოჩნდა. გაიხსენა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს ნამდვილად მუშაობდა მთელი დღის განმავლობაში, საღამოს 19:00 საათამდე, თუმცა, პროდუქციის მიღების და მისი პროგრამულად გატარების დროისათვის - 20:10 საათზე, სამსახურში აღარ იმყოფებოდა. დ---------–-–---–თან და გ-------------–---–--ასთან ერთად ნახა ფილიალის ვიდეოკამერის 29 აგვისტოს ჩანაწერი, რომლითაც დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პროდუქცია მიღებული ჰქონდა დ---------–-–---–ს, თუმცა, მას ეს ფაქტი არ ახსოვდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------–---–--ამ განაცხადა, რომ არის შპს “ჯ---ს“ დიდუბის ფილიალის საწყობის მენეჯერი. 2016 წლის 27 აპრილიდან, 13 სექტემბრამდე მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ფილიალის მენეჯერი დ---------–-–---–-. აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ დაუნახავს, რომ დ---------–-–---–- პროდუქციის შემსყიდველებისგან თანხას იღებდა ხელზე, სალაროში გატარების გარეშე, რასაც ხსნიდა ფასების კორექციის მოტივით და ამბობდა, რომ ამ თანხებს სალაროში მოგვიანებით გაატარებდა. ახსოვს შემთხვევა, როცა დ---------–-–---–- ადგილზე არ იმყოფებოდა, მისი დავალებით, შემსყიდველებისაგან თანხა ხელზე თავად აიღო და ფილიალის მენეჯერის ოთახში არსებულ სეიფში შეინახა. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 12 აგვისტოდან, 02 სექტემბრამდე იმყოფებოდა შვებულებაში, რა დროსაც მის მოვალეობებს ს--------------–-----ი ასრულებდა. შვებულებაში გასვლამდე კი, 04 აგვისტოს საწყობში შაქრის ნაშთები აღწერეს, რა დროსაც რაიმე დანაკლისი არ გამოვლენილა. 2016 წლის 13 სექტემბერს, დ---------–-–---–-ს სამსახურიდან წასვლის გამო, ჩატარდა ნაშთების აღწერა, რა დროსაც გამოვლინდა პროდუქციის დანაკლისი 100 000 ლარამდე მოცულობით. მათ შორის დანაკლისში აღმოჩნდა შაქარი, მაიონეზი, „სნიკერსი“ და სხვა პროდუქცია. პროდუქტების რეალიზაციის მონაცემები საბუღალტრო პროგრამაში არ ფიქსირდებოდა. მის შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია დანაკლისი, დ---------–-–---–მა უთხრა, რომ პროგრამული ხარვეზი იყო და გასწორდებოდა. მოწმე გ-------------–---–--ამ განმარტა, რომ პროდუქციის დანაკლისი წარმოქმნილია 2016 წლის 12 აგვისტოდან, 13 სექტემბრამდე პერიოდში, ვინაიდან მანამდე ნაშთები კონტროლდებოდა და ისინი ბუღალტრულ მონაცემებს შეესაბამებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-------–---მ განაცხადა, რომ არის შპს „ჯ---ს“ მაღაზიის კონსულტანტი. 2016 წლის აგვისტოს ბოლოს, დ---------–-–---–-ს თანდასწრებითა და მითითებით, შემსყიდველებს დარბაზიდან საწყობში გაუტანა შაქრის ტომრები. ანგარიშსწორებისთვის კლიენტები, რომლებსაც ხელზე ჰქონდათ თანხა, დ---------–-–---–მა თავის კაბინეტში შეიყვანა, სადაც მიითვალა საქონლის ღირებულების თანხა, რომელიც შეიტანა თუ არა სალაროში, არ იცის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ბრალდების მხარის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მოწმეების: რ------------------------–--–----------------–-------------------------–---------------------------–----------------------------–---------------–----------------------–---–--------------–--------------------------------------–----------–---–-ს ჩვენებების, ასევე საქმეზე დართული ნივთმტკიცების - ელექტრონული დისკის გამოკვლევა, ვინაიდან დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ისინი. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

მოწმე ა-----–----------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2016 წლის 01 აპრილიდან მუშაობდა შპს „ჯ---ში“ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა გაყიდვების გაზრდა და ფილიალების მენეჯერების კონტროლი გაყიდვების კუთხით. შპს „ჯ---ს“ ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერად მუშაობდა დ---------–-–---–-, რომლის უშუალო ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა შინაგანაწესით დადგენილი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა, ფილიალის გამართულ მუშაობაზე იგი აგებდა პასუხს, ვალდებული იყო ეკონტროლებინა მაღაზიის თანამშრომლებიც. გაყიდვების კუთხით დ---------–-–---–ს დავალებული ჰქონდა, შეესრულებინა ყოველთვიური გეგმები, რისი შესრულების შემთხვევაშიც, ხელფასზე დამატებით მიიღებდა ბონუსებს, თუმცა, მას გეგმა არცერთხელ არ შეუსრულებია. შესაბამისად, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში, გადაწყდა მისი სამსახურიდან გაშვება და სხვა კადრით ჩანაცვლება. აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა დ---------–-–---–-, რომელსაც ასევე აცნობა, რომ ერთ თვეში უნდა მომხდარიყო ფილიალის გადაბარება. ობიექტზე 2016 წლის 12-15 სექტემბერს ჩატარდა აღწერა, რის შედეგადაც გამოვლინდა 95 541,13 ლარის პროდუქციის დანაკლისი. აღწერას ესწრებოდნენ გ-------------–---–--ა, რ------–-----–---–ი, დ---------–-–---–- და ს--------------–-----ი. არჩილ ზურაბიშვილის განმარტებით, დანაკლისთან დაკავშირებით გაესაუბრა ფილიალის თანამშრომლებს, რის შედეგადაც გაარკვია, რომ დ---------–-–---–- კატეგორიის მენეჯერთან შეთანხმებით გარკვეულ კლიენტებზე აკეთებდა ფასდაკლებებს, რასაც ტელეფონით ატყობინებდა ფილიალის თანამშრომელს და იმ მოტივით, რომ ფასდაკლების გამო თანხა დასაკორექტირებელი იყო, სალაროში არ ატარებინებდა მიღებული საქონლის რეალიზაციის თანხას. ფილიალის თანამშრომელი, რომელიც დ---------–-–---–-ს მითითებას ასრულებდა, ატანდა კლიენტს საქონელს, იღებდა მისგან რეალიზაციის თანხას და მოგვიანებით დავითს გადასცემდა. დ---------–-–---–ს ევალებოდა ამის შემდგომ მაინც გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები: პროგრამულად აესახა ფასდაკლება და სალაროში ეჩვენებინა თანხის შემოსვლა, თუმცა თანხის შემდგომი მითვისების მიზნით, იგი აღნიშნულს აღარ ახორციელებდა. როდესაც დ---------–-–---–- ადგილზე არ იმყოფებოდა, თანხას მისი დავალებით ხელზე იღებდა ფილიალის ადმინისტრატორი ს--------------–-----ი, რომელიც თანხას გადასცემდა დ---------–-–---–ს. დანაკლისის გამოვლენის შემდგომ ასევე გაირკვა, რომ პროდუქციის ნაწილის აღრიცხვა არ ხდებოდა, ანუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სალარომდე სრულად არ მიდიოდა და ხდებოდა ამ თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. მოწმის განმარტებით, ზემოხსენებული 95 541, 13 ლარის მითვისება, სავარაუდოდ, მოხდა 2016 წლის 12 აგვისტოდან, 13 სექტემბრის პერიოდში, რადგან 12 აგვისტოს ფილიალში არსებული პროდუქციის შიდა აღწერა იყო ჩატარებული და რაიმე მნიშვნელოვანი დანაკლისი იმ დროისათვის არ გამოვლენილა. 2016 წლის 15 სექტემბერს შედგა აღწერის აქტი, რომელშიც ჩამოთვლილია ის პროდუქცია, რომლის დანაკლისიც გამოავლინეს, მათ შორის იყო „ქინდერი“, მაიონეზი, სიგარეტები, შაქარი და „სნიკერსი“. დ---------–-–---–-ს მიერ თანხების ხელზე აღება ფიქსირდებოდა ფილიალში არსებული 32 ვიდეო კამერის ჩანაწერებით, თუმცა მათი დათვალიერების შედეგად გაარკვიეს, რომ 16 მათგანის ჩანაწერი დ---------–-–---–ს ჰქონდა წაშლილი იმ სერვერიდან, რომელიც განთავსებული იყო მისსავე სამუშაო კაბინეტში.

 

მოწმე მანანა ჯიქიას გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2010 წლიდან შპს „ჯ---ში“ მუშაობდა მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში გადაწყდა დ---------–-–---–-ს სამსახურიდან გაშვება და სხვა კადრით ჩანაცვლება, რასთან დაკავშირებითაც 2016 წლის 12-15 სექტემბერს ობიექტზე ჩატარდა აღწერა. ამ დროს გამოვლინდა 95 541,13 ლარის პროდუქციის დანაკლისი. ვინაიდან ბუღალტერიის ბაზაში საქონლის გაყიდვა შესაბამისი პროცედურებითაა ავტომატიზირებული და პროდუქციის გაყიდვის დროს საწყობში ავტომატურად ხდება რეალიზებული საქონლის ჩამოწერა, გადაამოწმეს - ხომ არ ჰქონდა ადგილი პროგრამულ ხარვეზს. შემოწმების შედეგად დარწმუნდნენ, რომ 95 541,13 ლარის საქონელი ნამდვილად იყო მიღებული ფილიალის მიერ, ხოლო დოკუმენტალურად რეალიზაცია არ იყო ნაჩვენები.

 

მოწმე მამუკა გაბისონიას გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად. სხვადასხვა კომპანიებისაგან საბითუმო ფასებში იღებს ტკბილეულს და ახორციელებს პატარა მაღაზიებში მათ გადაყიდვას. 2016 წლის აპრილიდან, აგვისტოს თვის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით ექვსჯერ შეისყიდა ტკბილეული შპს „ჯ---ს“ ერისთავის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან, სადაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა დ---------–-–---–თან. როდესაც საქონლის ფასს არ სჭირდებოდა შეცვლა, თანხას იხდიდა შპს „ჯ---ს“ სალაროში, ხოლო როდესაც დ---------–-–---–- ეუბნებოდა, რომ საჭირო იყო ფასის კორექტირება და ამას მის ზემდგომებთან ათანხმებდა, თანხებს, ნაღდი ფულის სახით, დ---------–-–---–ს აძლევდა ხელზე.

 

მოწმე რომან მამიკონიანის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად. დაახლეობით წელიწადნახევარია მეგობარ გ--–--–----სთან ერთად შპს „ჯ---სგან“ საბითუმო ფასებში იღებდა სხვადასხვა საქონელს, რომელსაც შემდგომ, რეალიზაციის მიზნით, აბარებდნენ სხვადასხვა მაღაზიებში. საქონლის ფასებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა მაღაზიის მენეჯერთან დ---------–-–---–თან და შედეგად საკმაოდ დაბალ ფასებში იღებდა შაქარს, მაიონეზს, ლიმონათებსა და მარგარინს. შპს „ჯ---საგან“ საერთო ჯამში ნაყიდი ექნებათ დაახლოებით 24 000 ლარის შაქარი და 20 000 ლარის სხვა პროდუქტები. როდესაც საქონლის ფასს არ სჭირდებოდა დაკორექტირება, თანხას შპს „ჯ---ს“ სალაროში იხდიდნენ, ხოლო როდესაც დ---------–-–---–- მათ ეუბნებოდა, რომ საჭირო იყო ფასის შეცვლა, თანხებს აძლევდნენ ხელზე, რომლებსაც იგი თავის კაბინეტში არსებულ სეიფში ინახავდა და შემდეგ შექჰონდა თუ არა სალაროში, მისთვის უცნობია. ნაყიდი პროდუქციის ღირებულების დაახლოებით ნახევარი სწორედ ხელზე აქვთ გადაცემული დ---------–-–---–-სათვის. როდესაც დავითი მაღაზიაში არ იმყოფებოდა, მისი მითითებით, საქონელს აძლევდნენ და თანხას უხდიდნენ დარბაზის მენეჯერ სოფოს ან საწყობის გამგე გიორგის, რომლებსაც თანხები დ---------–-–---–-ს კაბინეტში შეჰქონდათ.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე გ--–--–----ს გამოკითხვის ოქმით.

 

მოწმე კარლო ვოსკანიანის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაახლოებით ერთი წელია მუშაობს შპს „ჯ---ში“ და კომპანიას საკუთარი ავტომანქანით უწევს გადაზიდვის მომსახურებას შეკვეთების მიხედვით. 2016 წლის 23 აგვისტოს შპს „აგარის შაქრის კომპანიიდან“ შპს „ჯ---ს“ ერისთავის ქუჩის ფილიალში გადაზიდა 10 ტონა უკრაინული შაქარი, ხოლო 29 აგვისტოს - 13 ტონა ჩვეულებრივი შაქარი. მას დოკუმენტების გაფორმებაში მონაწილეობა არ მიუღია და ორივე შემთხვევაში ასრულებდა მხოლოდ მძღოლის მოვალეობას. მოწმემ წარმოადგინა მის მიერ განხორციელებული გადაზიდვების სასაქონლო ზედნადებები.

 

თემატური შემოწმების შესახებ ცნობის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორების - დავით ამირანაშვილის და დავით ლებანიძის მიერ შპს „ჯ---ში“ (ს/ნ 2--------) ჩატარდა თემატური შემოწმება, ქ. თ---–--–------------------ში არსებულ ფილიალში 2016 წლის 27 აპრილიდან, 2016 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში წარმოქმნილი დანაკლისის რეალური ოდენობის დასადგენად. შემოწმებით დადგინდა, რომ დანაკლისის და ზედმეტობების გათვალისწინებით სხვაობა (დანაკლისი) შეადგენს 101 791,16 ლარს.

 

Nელ-0--------- და Nელ-0--------- სასაქონლო ზედნადებების თანახმად, 2016 წლის 23 აგვისტოს შპს „ჯ---ს“ ერისთავის ქუჩის ფილიალში შპს „აგარის შაქრის კომპანიიდან“ გადაზიდული იქნა 10 ტონა უკრაინული შაქარი, ხოლო 29 აგვისტოს - 13 ტონა ჩვეულებრივი შაქარი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს „ჯ---ს“ ვიდეოკამერების 2016 წლის 24 და 31 აგვისტოს, 07 და 11 სექტემბერის ჩანაწერებით დგინდება მითითებულ დღეებში დ---------–-–---–-ს მიერ პროდუქციის შემსყიდველებისგან თანხების ხელზე აღების და შედეგად, ფილიალიდან სხვადასხვა პროდუქციის გატანის ფაქტები.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს „ჯ---ს“ ვიდეოკამერების 2016 წლის 13 სექტემბრის ჩანაწერებით დგინდება აღნიშნულ დღეს დ---------–-–---–-ს სამუშაო ოთახში 11:55 საათზე დ---------–-–---–-ს, საწყობის გამგის და კომპანიის „IT“-ს თანამშრომლის ყოფნის ფაქტი; 12:14-12:32 საათის პერიოდში დ---------–-–---–-ს, „IT“-ს თანამშრომლის და კომპანიის სხვა თანამშრომლის ყოფნის ფაქტი; 12:32-12:34 საათის პერიოდში კი მხოლოდ დ---------–-–---–-ს ყოფნის ფაქტი.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს „ჯ---ს“ ვიდეოკამერების 2016 წლის 29 აგვისტოს ჩანაწერით დგინდება აღნიშნულ დღეს, 19:00-20:30 საათის პერიოდში, შპს „ჯ---ს“ ერისთავის ქუჩის ფილიალის მიერ დიდი რაოდენობით შაქრის მიღების და დ---------–-–---–-ს ფილიალში ყოფნის ფაქტი.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს - მსჯავრდებულ დ---------–-–---–-ს ქმედებაში ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირი ქონებას, რომელიც მასთან მოხვდა ხელშეკრულების, სამსახურებრივი მოვალეობის თუ სხვა ვალდებულების საფუძველზე, კანონიერად, განაცალკევებს მესაკუთრის ქონებისგან და აქცევს თავის პირად ქონებად, რომელსაც შემდგომში საკუთარი სურვილისამებრ განკარგავს. მითვისების ჩადენა პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება. ამ დროს პირს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი, რომ სხვის ხარჯზე, სხვისთვის მატერიალური ზიანის მიყებებით მიიღოს სარგებელი. მითვისების ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რომლის ამსრულებელიც შეიძლება იყოს არა მხოლოდ სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი, არამედ სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელსაც არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იურიდიული წვდომა აქვს მის მფობელობაში არსებულ ქონებაზე. მითვისებული ქონების ოდენობები კი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნით, რომლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები) დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სწორედ ის დანაშაულებრივი ქმედება, რისთვისაც იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი და რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ შპს „ჯ---ში“, ქ. თ---–--–------------------ში არსებულ ფილიალში ჩატარდა თემატური შემოწმება და 2016 წლის 27 აპრილიდან, 2016 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში დანაკლისის და ზედმეტობების გათვალისწინებით, სხვაობამ (დანაკლისმა) შეადგინა 101 791,16 ლარი. აღნიშნული გარემოების ამსახველი თემატური შემოწმების შესახებ ცნობა შედეგნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორების მიერ, წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას და მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძვლები საქმის არსებითი განხილვისას, არ არის გამოვლენილი. ამასთან, იგი გამყარებულია საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მოწმეთა ჩვენებებით და მათი საერთო ანალიზის შედეგად, 2016 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „ჯ---ს“ ერისთავის ქუჩის ფილიალში 101 791,16 ლარის დანაკლისის არსებობა არ წარმოადგენს სადავო გარემოებას. რაც შეეხება დანაკლისის აღნიშნული ოდენობით გამოვლენას ბოლო ერთი თვის განმავლობაში - 2016 წლის 12 აგვისტოდან, 15 სექტემბრამდე პერიოდში, პალატის შეფასებით არც ამ გარემოების ნამდვილობაში არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

შპს „ჯ---ს“ დირექტორი, გაყიდვების მენეჯერი, ასევე უშუალოდ ერისთავის ქუჩის მაღაზიის თანამშრომლები ცალსახად ადასტურებენ, რომ დანაკლისი წარმოქმნილი იყო 2016 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, ვინაიდან მანამდე ფილიალში ჩატარდა პროდუქციის შიდა აღწერა და რაიმე მნიშვნელოვანი დანაკლისი იმ დროისთვის არ იყო გამოვლენილი. რათქმაუნდა, თუ ბრალდების ან დაცვის მხარე საჭიროდ ჩათვლიდა და სასამართლოს წინაშე წარმოადგენდა 2016 წლის აგვისტოს თვეში ჩატარებული აღწერის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, პალატა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მას მისცემდა სათანადო შეფასებას, თუმცა მსგავსი სახის მტკიცებულებების წარმოუდგენლობა, ვერ გახდება იმ ფაქტის უტყუარად მიჩნევის საფუძველი, რომ დანაკლისი გამოვლენილია 2016 წლის 12 აგვისტოდან, 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. როგორც ერთობლიობაში, ისე ამ დანაკლისის წარმოქმნის პერიოდთან დაკავშირებით, მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთშეთანხმებული და სარწმუნო. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას თავად მსჯავრდებულმა დ---------–-–---–მა დაადასტურა, რომ ფილიალში თვეში ერთხელ ატარებდნენ აღწერას და 2016 წლის სექტემბრის თვეში ჩატარებულ აღწერამდე, 200 ლარზე მეტი დანაკლისი არასდროს ჰქონიათ, რის აღმოფხვრასაც თვითონ და მისი თანამშორმლები საკუთარი შემოსავლიდან ახდენდნენ. რაც შეეხება დ---------–-–---–-ს აპელირებას, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია 2016 წლის 12-15 სექტემბერს ჩატარებულ აღწერაში, აღნიშნულ ნაწილში მისი ჩვენება სრულ წინააღმდეგობაშია როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ასევე ფილიალის აღწერის აქტთან. გარდა იმისა, რომ შპს „ჯ---ს“ ერისთავის ქუჩის ფილიალის აღწერაში მონაწილე სხვა პირებმა დაადასტურეს აღნიშნული პროცესის დ---------–-–---–თან ერთად განხორციელება, ასევე, ამ უკანასკნელის ხელმოწერა ფიქსირდება ფილიალის აღწერის აქტში. ხოლო მსჯავრდებულის განმარტება, რომ აქტზე ხემოწერა აღწერაში მონაწილეობას არ გულისხმობს, ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია, ვიანიდან ასეთ პირობებში გაურკვეველია - რატომ მოაწერა მან იმ დანაკლისის არსებობაზე ხელი, რომელიც მისი უშუალო შესწავლით და მონაწილეობით არ გამოვლენილა.

 

დაცვის მხარე ასევე სადავოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თემატური შემოწმების ცნობით, დანაკლისი წარმოქმნილია 2016 წლის 27 აპრილიდან, 2016 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, რაც ეწინააღმდეგება განაჩენის დებულებას დანაკლისის 2016 წლის 12 აგვისტოდან, 15 სექტემბრამდე წარმოშობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს თემატური შემოწმების ცნობის შინაარსს. ბრალდების მხარემ ნათლად განმარტა, რომ ვინაიდან მსჯავრდებული დ---------–-–---–- შპს „ჯ---ს“ ერისთავის ქუჩის ფილიალში მუშაობდა 2016 წლის აპრილიდან, ამ გარემოებას უკავშირდება თემატური შემოწმების ჩატარება 2016 წლის 27 აპრილიდან, 15 სექტემბრამდე პერიოდში წარმოქმნილი დანაკლისის დადგენის მიზნით. აღნიშნული, რათქმა უნდა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულის მიერ თანხის მითვისება ხდებოდა უშუალოდ 27 აპრილიდან და აღნიშნულს არც ბრალდება ედავება დ---------–-–---–ს. თემატური შემოწმების აქტში ასახული დროის მონაკვეთი სრულად მოიცავს დ---------–-–---–-სათვის ბრალად წარდგენილი თანხის მითვისების პერიოდს (2016 წლის 12 აგვისტოდან, 15 სექტემბრამდე) და გაურკვეველია, რაში ხედავს დაცვის მხარე ეჭვის შეტანის მიზეზს. ასევე, სააპელაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიინევს, რომ ვინაიდან მაღაზიაში დღის განმავლობაში ორჯერ ხდებოდა ინკასაცია, შეუძლებელი იყო ერთი თვის განმავლობაში გამოვლენილიყო მსგავსი მასშტაბური ხასიათის დანაკლისი. აღსანიშნავია, რომ ინკასაციის დროს სალაროში გატარებული ფულის მიღება ხდება სათანადო დოკუმენტის წარდგენის გზით, ხოლო ის ფაქტი, რომ თუკი სალაროს მიღმა მოხდებოდა ფულის მიღება, ან მაღაზიაში იქნებოდა პროდუქციის დანაკლისი, აუცილებლად გამოვლინდებოდა ინკასაციის დროს (პროდუქციის გადათვლის გარეშე), დაცვის მხარის მიერ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით ვერ იქნა დადასტურებული.

 

ასევე, სადავო გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული, რომ შპს „ჯ---ს“ ფილიალში გამოვლენილი დანაკლისი იყო რეალური და არ წარმოადგენდა პროგრამულ ხარვეზს. მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ დანაკლისის აღმოჩენის შემდეგ ჩატარდა საქონლის აღწერაც და გაირკვა, რომ ადგილზე არ იყო ის პროდუქცია, რომელიც მაღაზიას მიღებული ჰქონდა და მას ერიცხებოდა.

 

შპს „ჯ---ს“ ერისთვის ქუჩის ფილიალში გამოვლენილი ზემოხსენებული დანაკლისის უშუალოდ დ---------–-–---–-ს მიერ მითვისების ფაქტთან დაკავშირებით კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კომპანიის და კონკრეტულად, ერისთავის ქუჩის ფილიალის თანამშრომელების, ასევე მათი კლიენტების მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას. მაღაზიის ადმინისტრატორმა ს--------------–-----მა და საწყობის მენეჯერმა გ-------------–---–--ამ მოახსენეს სასამართლოს, რომ დ---------–-–---–- გარკვეულ კლიენტებზე აკეთებდა ფასდაკლებებს და პროდუქციის შემსყიდელებისგან თანხას იღებდა ხელზე, სალაროში გატარების გარეშე. იყო შემთხვევები, როდესაც დ---------–-–---–- არ იმყოფებოდა ადგილზე და მისი დავალებით შემსყიდველებისგან ს--------------–-----ი ან გ-------------–---–--ა იღებდნენ თანხებს, რასაც მენეჯერის ოთახში არსებულ სეიფში ინახავდნენ. შემდგომში თანხას სეიფიდან იღებდა დ---------–-–---–- და მოწმეებმა გამორიცხეს შემთხვევა, რომ თანხა მენეჯერამდე არ მისულიყო. პროდუქციის შემსყიდველისაგან თანხის ხელზე აღების ფაქტი დაადასტურა შპს „ჯ---ს“ მაღაზიის კონსულტანტმა ბ-------–---მაც, რომელმაც 2016 წლის აგვისტოს ბოლოს, დ---------–-–---–-ს თანდასწრებითა და მითითებით, შემსყიდველებს დარბაზიდან საწყობში გაუტანა შაქრის ტომრები. კლიენტები დ---------–-–---–მა თავის კაბინეტში შეიყვანა და ხელზე მიითვალა საქონლის ღირებულების თანხა. ანალოგიურად, მაღაზიისდან პროდუქციის გატანისას მენეჯერ დ---------–-–---–-ს მიერ თანხის ხელზე აღების ფაქტი დასტურდება შპს „ჯ---ს“ ვიდეოკამერების 2016 წლის 24 და 31 აგვისტოს, 07 და 11 სექტემბერის ჩანაწერების დათვალიერების ოქმით და უშაულოდ პროდუქციის შემძენი პირების: მამუკა გაბისონიას, რომან მამიკონიანის და გ--–--–----ს გამოკითხვის ოქმით. მათ შპს „ჯ---ს“ ერისთავის ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან პროდუქციის შეძენისას, ურთიერთობა ჰქონდა დ---------–-–---–თან. ეს უკანასკნელი ზოგიერთ შემთხვევაში ეუბნებოდათ, რომ საჭირო იყო ფასის კორექტირება, რის გამოც თანხებს ხელზე იღებდა და თავის კაბინეტში არსებულ სეიფში ინახავდა. ასევე, მოწმეებმა რომან მამიკონიანმა და გ--–--–----მ დაადასტურეს თანხის ს--------------–-----ისა და გ-------------–---–--ასათვის მიცემის შემთხვევებიც, თუმცა მათივე მითითებით ხედავდნენ, რომ ორივე მათგანს თანხა დ---------–-–---–-ს კაბინეტში შექონდა.

 

შპს „ჯ---ს“ წარმომადგენელმა, მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა რ------–-----–---–მა და დირექტორმა გ-------------–-–---–მა სასამართლოს სხდომაზე კატეგორიულად განაცხადეს, რომ პროდუქციის შემსყიდველებისგან თანხების ხელზე აღების უფლება მაღაზიის მენეჯერს არ ჰქონდა. მათ კომპანიაში შემსყიდველებთან ანგარიშსწორებისას პროდუქცია გაიცემა სალაროს ჩეკის, იურიდიული პირის ზედნადებისა და მისი მომყოლი სხვა დოკუმენტაციის შესაბამის პროგრამაში ატვირთვის შედეგად. ამ მხრივ დამაჯერებლობას მოკლებულია დ---------–-–---–-ს განმარტება, რომ შემსყიდველებისაგან თანხის ხელზე აღება, გარკვეულ შემთხვევებში, მაღაზიაში დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ამ პრაქტიკის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ შპს „ჯ---ში“ სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი პირები - რ------–-----–---–ი, გ-------------–-–---–ი და ა-----–----------–---–ი. მათ მხოლოდ ფილიალის თანამშრომლებთან გასაუბრების შემდეგ შეიტყვეს, რომ მსგავს ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რისი უფლებაც, მათი განმარტებით, დ---------–-–---–ს არ ჰქონდა. ფილიალის თანამშრომლებმა ს--------------–-----მა და გ-------------–---–--ამ კი განაცხადეს, რომ თანხის ხელზე აღებას მხოლოდ დ---------–-–---–-ს მითითებით ახდენდნენ, რასაც აუცილებლად ინახავდნენ დ---------–-–---–-ს სამუშაო ოთახში არსებულ სეიფში.

 

მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ფილიალის მენეჯერი და მისი თანამშრომლები სოლიდარულად იყვნენ პასუხისმგებელნი დანაკლისზე. აღნიშნული გარემოება არ უარყვეს თავად მაღაზიის ადმინისტრატორმა ს--------------–-----მა და საწყობის მენეჯერმა გ-------------–---–--ამ, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათაც ჰქონდათ მენეჯერის ოთახში არსებული სეიფის გასაღები. თუმცა აღსანიშნავია, რომ ს--------------–-----ი და გ-------------–---–--ა თანამდებობრივად ექვემდებარებოდნენ დ---------–-–---–ს და ასრულებდნენ მის მითითებებს. დ---------–-–---–-ს მოვალეობაში შედიოდა როგორც მაღაზიის გამართულად მუშაობაზე და გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა, ასევე თანამშრომლების კონტროლი. გ-------------–-–---–მა განაცხადა, რომ ანგარიშსწორების შედეგად მიღებულ თანხაზე პასუხისმგებელი პირი იყო სწორედ ფილიალის მენეჯერი. ასევე, მოწმე ა-----–----------–---–ის ჩვენების თანახმად, ვინაიდან დაფიქსირდა ფილიალში თანხის ხელზე ანგარიშსწორებით მიღების ფაქტი, სწორედ დ---------–-–---–ს ევალებოდა ამის შემდგომ პროგრამულად მაინც აესახა ფასდაკლება და სალაროში ეჩვენებინა თანხის შემოსვლა.

 

მოწმეების: რ------–-----–---–ის, ლ---------------–---–ის, გ-------------–-–---–ის და ა-----–----------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ის გარემოებაც, რომ 2016 წლის 13 სექტემბერს, შპს „ჯ---ს“ ე-----------------ში არსებული ფილიალის სერვერიდან მოხდა ვიდეოკამერების ჩანაწერების გარკვეული ნაწილის წაშლა. მართალია აღნიშნული პირები უშუალოდ არ შესწრებიან დ---------–-–---–-ს მიერ კამერების ჩანაწერების წაშლის ფაქტს, თუმცა მოწმეთა განმარტებით, ჩანაწერები წაშლილი იქნა იმ კომპიუტერიდან, რომელიც განთავსებული იყო დ---------–-–---–-ს სამუშაო ოთახში. შპს „ჯ---ს“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა ლ---------------–---–მა განაცხადა, რომ ფილიალში იგი მივიდა 2016 წლის 13 სექტემბერს, დილით და გადამოწმებისას სერვერის ოთხივე მყარი დისკი შევსებული აღმოჩნდა. როდესაც „ნეოტექის“ თანამშრომლთან სისტემაში შესასვლელი საჭირო კოდი იკითხა, დ---------–-–---–-ც მის გვერდით იმყოფებოდა და არ გამორიცხავს, რომ ნაკარნახევი პაროლი მასაც გაეგონა. მოწმემ დაადასტურა ისიც, რომ დ---------–-–---–- მასთან საუბრისას დაინტერესდა - ჩანაწერებს მხოლოდ ფილიალის სერვერი ინახავდა, თუ კომპანია „ნ-------–-ც“ ინახებოდა. მის მიერ ფილიალის დატოვების შემდეგ კი ოთხი სერვერიდან ორზე მონაცემები წაიშალა. მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია შპს „ჯ---ს“ ვიდეოკამერების 2016 წლის 13 სექტემბრის ჩანაწერების დათვალიერების ოქმით, საიდანაც დგინდება, რომ აღნიშნულ დღეს დ---------–-–---–- თავის სამუშაო ოთახში დილის საათებში იმყოფება კომპანიის „IT“-ს თანამშრომლებთან და ფილიალის თანამშრომლებთან ერთად, ხოლო 12:32 საათიდან იგი მარტო რჩება ოთახში. აღნიშნული გარემოებების ერთობლივი ანალიზით იქმნება ლოგიკური ჯაჭვი, რომ სწორედ დ---------–-–---–-ს მიერ მის სამუშაო ოთახში განთავსებული კომპიუტერიდან მოხდა იმ ვიდეოჩნაწერების წაშლა, რომლებზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო დანაშაულებრივი ქმედების დეტალები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ბრალდების მხარის ვერისიას დ---------–-–---–-ს მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების შესახებ.

 

ამდენად, საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ---------–-–---–მა, როგორც ერთ-ერთი ფილიალის ხელმძღვანელმა და პასუხისმგებელმა პირმა, 2016 წლის 12 აგვისტოდან, 2016 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა შპს „ჯ---ს“ კუთვნილი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა 101 791,16 ლარის ოდენობით.

 

პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეზე ობიექტურად არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მოპოვებული არ არის მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის სრულყოფილად არ არის გამოკვლეული მაღაზიის შიდა და გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერები, არ არის დაკითხული 2016 წლის 12-15 სექტემბერში ფილიალში ჩატარებულ აღწერაში მონაწილე ყველა პირი, ასევე არ არის გამოკვლეული დ---------–-–---–-ს ფინანსური მდგომარეობა. სააპელაციო პალატის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ---------–-–---–-ს ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო იმ მტკიცებულებების წარმოუდგენლობა, რაზეც უთითებს დაცვის მხარე, არ ადასტურებს დ---------–-–---–-ს უდანაშაულობას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით, დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

 

ასევე პალატისათვის დამაჯერებლობას მოკლებულია დაცვის მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და მიზანმიმართულად მოხდა დ---------–-–---–-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. პალატა აღნიშნავს, რომ შპს „ჯ---ს“ წარმომადგენლებისა და უშუალოდ იმ ფილიალის თანამშრომლების ჩვენებებს შორის, რომელსაც ხელმძღვანელობდა დ---------–-–---–-, არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმდეგობები, ისინი საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ თანმიმდევრულად და სრულყოფილად. წარმოდგენილი საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული ზემოაღნიშნული პირების მხრიდან მსჯავრდებულისადმი რაიმე პირადი ინტერესის არსებობა, რის გამოც ვარაუდის დონეზე მაინც იქნებოდა მიჩნეული, რომ მათ გამოძიებასა და სასამართლოს მიაწოდეს დ---------–-–---–-ს მამხილებელი ცრუ ინფორმაცია. სააპელაციო პალატისათვის გაურკვეველია ის გარემოებაც, თუ რა საფუძვლით მიიჩნევს ადვოკატი, რომ დ---------–-–---–-ს კომპიუტერში სათვალთვალო კამერების ხედვის პროგრამის ჩაწერა ემსახურებოდა მისთვის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დაბრალებას, მაშინ, როდესაც სავსებით ლოგიკურია, რომ კომპანიის ხელმძღვანელების მთავარი მიზანი არის არა ვინმეს მსჯავრდება, არამედ არსებულ რეალობაში გარკვევა და იმ პირის გამოაშკარავება, ვინც რალურად მიაყენა ზიანი კომპანიას.

 

რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია 2016 წლის 12 აგვისტოდან, 15 სექტემბრამდე პერიოდში დ---------–-–---–-ს საბანკო მონაცემები და არ გამოუკვლევია, გაუმჯობესდა თუ არა მისი ფინანსური და ეკონომიური მდგომარეობა, პალატა განმარტავს, რომ მითვისება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე სხვის ქონებას უერთებს საკუთარ ქონებას, მისი, როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით. ხოლო თუ რა ფორმით გამოიყენებს/განკარგავს პირი მითვისებულ ქონებას და გაიუმჯობესებს თუ არა მატერიალურ მდგომარეობას, აღნიშნულს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

ასევე, ვერ იქნება გაზიარებული მსჯავრდებულის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაირღვა მისი უფლებები და არ მიეცა საშუალება სრულყოფილად, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოეკვლიათ წარმოდეგნილი მტკიცებულებები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეთა თამნასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას; პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მოისმინა ორივე მხარის პოზიცია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის უდავოდ მიჩნევასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ მოხდებოდა მათი საქმის არსებითი განხილვისას მტკიცებულებების ნაწილის უშუალო გამოკვლევა. მსჯავრდებული დ---------–-–---–- განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე არ ექვემდებარება საქართველოს სსსკ-ის 45-46-ე მუხლებით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის არცერთ შემთხვევას და ის გარემოება, რომ მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ მიჩნევის მომენტში იგი არ სარგებლობდა დაცველის მომსახურებით, ვერ იქნება მიჩნეული მისი, როგორც ბრალდებულის უფლებების დარღვევად. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დ---------–-–---–მა სააპელაციო სასამართლო სხდომაზე თავადვე დაადასტურა, რომ მას პროკურორის მხრიდან მიეწოდა სათანადო ინფორმაცია მტკიცებულებების უდავოდ ცნობასთან დაკავშირებით და ამომწურავად განემარტა ამ საპროცესო მოქმედების შედეგები.

 

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დ---------–-–---–მა, როგორც შპს „ჯ---ს“ მაღაზიის მენეჯერმა, ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად იქნა დადასტურებული ხსენებული დანაშაულის შემადგენელი ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნების, ასევე მაკვალფიცირებელი გარემოებების არსებობა, შესაბამისად, სახეზე არ არის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დ---------–-–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულ დ---------–-–---–-ს მიმართ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები უალტერნატივოდ ითვალისწინებენ სხვა სასჯელთან ერთად თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯელობა იქონიოს ზემოაღნიშნულ საკითხზე.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი დ---------–-–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ დ---------–-–---–-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ივნისის განაჩენი;

 

დ---------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

დ---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 21 ივნისიდან.

 

დ---------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. კაპანაძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ბ. ბუგიანიშვილი