განაჩენი

სისხლის სამართლის 04.12.2019
საქმის ნომერი
140100119003065917
ინსტანცია
თარიღი
04.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003065917

საქმე №1ბ/1515-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მაკა გველესიანი

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: რ-----------–----ე, გ---------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ-----------–--ე, დაბადებული 1----–-–-----------ს, პ/ნ 5----------, ნასამართლევი, მცხოვრები: გ------------------------–---------------–-----------–---.

 

ადვოკატი: ლ-------------–---–ი

 

კვალიფიკაცია:

სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

სასჯელი: საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ-----------–--ემ. აპელანტი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სს საქმეზე არ იქნა კანონიერად და ობიექტურად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო უკანონობას და მის დამნაშავედ ცნობას. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენის გაუქმებას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----------–--ის ადვოკატმა ე--------------------ემ. სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენის გაუქმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ გ-----------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მაქსიმალური, რის გამოც უსამართლო და არაობიექტურია, ვინაიდან მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სრული მოცულობით უდავოდ იქნა მიჩნეული ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებები, ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა დაზარალებულის პოზიცია მსჯავრდებულის მიმართ. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა, საქმიანობა, ასევე დანაშაულის ხარისხი, მსუბუქი ხასიათი და კვალიფიკაცია.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - რ-----------–----ემ, წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ გ-----------–--ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ ადვოკატმა ლ-------------–---–მა და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გ-----------–--ემ დააზუტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, მსჯავრდებულ გ-----------–--ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: გ-----------–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, შეურიგდა დაზარალებულს, ასევე გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობაც.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა რ-----------–----ემ მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით, გ-----------–--ე ცნობილ იქნა დამანაშავედ, მასში რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 10 მაისს, საღამოს, გ------------------------–---------------–-----------–---ში, შელაპარაკების გამო, გ-----------–--ემ შ--–----------ეს მოქაჩა თმა, მუშტი დაარტყა თავში და დანით მიაყენა ჭრილობა კეფის არეში, რის შედეგად შ--–----------ემ მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენით, გ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1(ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა წინა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ზომის ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, ასევე ჯარიმა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი - დაემატა ამ განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს, რის შედეგად გ-----------–--ეს საბოლოოდ განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; მსჯავრდებულ გ-----------–--ეს ძირითადი სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან -2019 წლის 16 მაისიდან;.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ-----------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ-----------–--ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: შ--–----------ის, გ---------------------------–--------–---–----–--–----------–---–----------------------------------------–---–--------–------------–-–---–----------–---------–---–--------------------------------–---–-----------------–--–---–-------------------–--–------–----------------------------------–---- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ გ-----------–--ის მიერ საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

გ-----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩანადენილ დანაშაულს.

გ-----------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია, დანაშაული ჩადენა იარაღის - დანის გამოყენებით, რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დამამძიმებელი გარემოებაა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანითავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულისასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ-----------–--ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში განმარტა, რომ გ-----------–--ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადავოდ, შეურიგდა დაზარალებულს, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც არსებობდა მის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენების საფუძვლები. პალატა აღნიშნულ არგუმენტს ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ითვალისწინებს სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა დაუნიშნოს შესაბამისი სასჯელი.

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და არ გახდეს მისთვის შემაკავებელი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გ-----------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახით -თავისუფლების აღკვეთის 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით 3(სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის და ჯარიმის 7000 ლარის ოდენობით დანიშვნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. გ-----------–--ის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რა დროსაც დანის გამოყენებით მან დაზიანება მიაყენა შ--–----------ეს კეფის არეში. მსჯავრდებულის ქმედება გამოირჩევა მომეტებული საშიშროებით. საქმის მასალების მიხედვით, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------–--ეს საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით 4 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით და ჯარიმა - 7000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა’’ ქვეპუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, გ-----------–--ე დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულისათვის და მსჯავრდებული იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-----------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას დაცულია საქართველოს სსკ-ის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის, სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 531 -ე მუხლის მე- 3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავას, რომ სასჯელის სამართლიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასმართლომ მსჯავრდებულ გ-----------–--ის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (გ-----------–--ის მიერ დანაშაულის აღიარება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და სწრაფი მართლმსაჯულების ხელშეწყობა, დაზარალებულთან შერიგება და ის, რომ ჰყავს არასრულწლოვანი შვილი), ასევე დამამძიმებელი გარემოებები (ის, რომ მან დანის გამოყენებით, კეფის არეში მიაყენა დაზიანება დაზარალებულს, მის არაერთი განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობა, რეციდივი, მისი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ყოფნა), რისი გათვალისწინებითაც მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელი დანიშნული აქვს ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით, რითაც მსჯავრდებულის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნა კანონთ გათვალისწინებული შეღავათი.

 

ამასთან, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, მსჯავრდებულის წარსული ნასამართლობები, არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ-----------–--ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. გ-----------–--ისთვის განაჩენთა ერთობლიობით 3(სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის და ჯარიმის 7000 ლარის ოდენობით დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ გ-----------–--ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გ-----------–--ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, სსკ-ის 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

გ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ზომის ნაწილი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე თ/აღკვეთა, ასევე ჯარიმა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი და საბოლოოდ გ-----------–--ეს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 7 000(შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;

 

მსჯავრდებულ გ-----------–--ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 16 მაისიდან;

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ქვა, ნიადაგის ნაწილაკები, სისხლის ნიმუში - განადგურდეს, ხოლო ელექტრონული დისკი-შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი