განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119002868291
საქმე №1/ბ-817-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ---- გ------ს ძე შ-----ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები მისამართზე: ქ. ბათუმი, ს---–---ს ქ. N6;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ---- შ-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრების მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 იანვარს დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ბათუმში რ-------ს ქუჩა N 13 ბინა N47-ში ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კ---- შ-----ემ არასრულწლოვნების - ი------- შ-----ის და ც------ შ-----ის თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრებს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს-თ----- მ----–--ეს, ასევე თ----- მ----–--ის ოჯახის წევრებს, დედას ნ---- ნ--------ეს და მამას - გ------- მ----–--ეს სახის არეში ხელების დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ხსენებული პირების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ კ---- შ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 იანვარს დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. ბათუმში რ-------ს ქუჩა N 13 ბინა N47-ში ყოფნისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კ---- შ-----ემ ყოფილ მეუღლეს-თ----- მ----–--ეს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ხსენებული პირის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე, თ----- მ----–--ეს ოჯახის წევრებს, დედას ნ---- ნ--------ეს სახის არეში ხელის დარტყმებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ხსენებული პირის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით კ---- შ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველ ნაწილზე. კ---- შ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით. კ---- შ-----ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველ ნაწილზე. კ---- შ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ---- შ-----ეს, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისად 06 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა კ---- შ-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანქთა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---- შ-----ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 23 იანვრიდან.
3. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა----–--- წ--------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენში, კ---- შ-----ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ;’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი კ---- შ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, კ---- შ-----ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:
დაზარალებულმა თ----- მ----–--ემ ყოფილი მეუღლის (კ---- შ-----ის) წინააღდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
დაზარალებულ ნ---- ნ--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ ჰყავს მეუღლე გ------- მ----–--ე და შვილი თ----- მ----–--ე. თ----- მ----–--ის მეუღლე იყო კ---- შ-----ე, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. თ----- მ----–--ე შვილებთან ერთად მშობლებთან ცხოვრობს, რადგან მეუღლესთან გაშორებულია. 2019 წლის 20 იანვარს საღამოს კ---- შ-----ე მივიდა მათთან სახლში და მოსთხოვა თ----- მ----–--ეს ბავშვების გასეირნება, რაზედაც თ-----მ უარი განუცხადა, რადგან ბაშვებს აბაზანა მიღებული ჰქონდათ და აძინებდა. ამის გამო კ---- შ-----ემ თ-----ს ხელი დაარტყა. იგი მივარდა კ---- შ-----ეს, მაგრამ კ----მ მასაც გაარტყა მტკივნეულად ხელი სახეში. ნ---- ნ--------ემ და გ------- მ----–--ემ შეძლეს და გააძევეს შ-----ე ბინიდან. ნ---- ნ--------ემ ასევე აჩვენა, რომ ეს დაპირისპირება მისი ოჯახისათვის მოულოდნელი იყო და მომხდარის გამო ბავშვებმაც იტირეს.
მოწმე გ------- მ----–--ის ჩვენების ირკვევა, რომ ჰყავს მეუღლე ნ---- ნ--------ე და შვილი თ----- მ----–--ე. თ----- მ----–--ის მეუღლე იყო კ---- შ-----ე, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორი შვილი. თ----- მ----–--ე შვილებთან ერთად მშობლებთან ერთად ცხოვრობს რადგან მეუღლესთან გაშორებულია. კ---- მ----–--ე აკითხავდა შვილებს და ზრუნავდა მათზე. 2019 წლის 20 იანვარს საღამოს კ---- შ-----ე მივიდა მათთან სახლში და მოსთხოვა თ----- მ----–--ეს ბავშვების გასეირნება, რაზედაც თ-----მ უარი განუცხადა რადგან ბაშვებს აბაზანა მიღებული ჯქონდათ და აძინებდა. ამის გამო კ---- შ-----ემ თ-----ს ხელი დაარტყა. მომხდარის გამო კ---- შ-----ეს მივარდა თვითონ და ნ---- ნ--------ეც. კ---- შ-----ემ ნ----საც დაარტყა. გ------- მ----–--ე შეეცადა გარეთ გაეძევებინა შ-----ე და დაუწყო ხელების კვრა, რა დროსაც კ----ს ხელი მასაც მოხვდა, თუმცა შეძლეს და შ-----ე გააძევეს ბინიდან.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დადგენილია, რომ თ----- მ----–--ეს აღენიშნებოდა ნაჭდევი სახის არეში. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნები) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის ირაკლი წაქაძის წერილის თანახმად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში თ----- მ----–--ის და კ---- შ-----ის ქორწინების აქტი რეგისტრირებული არ არის.
საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით კ---- მ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის (პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის) შენიშვნის თანახმად: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ----- მ----–--ე არის კ---- შ-----ის ყოფილი მეუღლე, ხოლო გ------- მ----–--ე და ნ---- ნ--------ე კი ყოფილი მეუღლის მშობლები.
პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ კ---- შ-----ემ იძალადა სამ პირზე - ყოფილ მეუღლეზე და მის მშობლებზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხულ გ------- მ----–--ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კ---- შ-----ის მისთვის განზრახ არ დაურტყია, მას შ-----ის ხელი მოხდა მაშინ, როდესაც იგი ცდილობდა ამ უკანასკნელის სახლიდან გაძევებას. ასევე, საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კ---- შ-----ის მხრიდან გ------- მ----–--ის მიმართ ძალადობის განხორციელებას.
სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით, რომლებიც სარწმუნო და ურთიერთთავსებადია, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ---- შ-----ემ იძალადა ყოფილ მეუღლეზე თ----- მ----–--ეზე, ასევე ძალადობა განახორციელა ნ---- ნ--------ის მიმართ. ამასთან, სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დაზალებულების და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება, რომ კ---- შ-----ემ ძალადობა ჩაიდინა არასრულწლოვნების თანდასწრებით, მართალია, ნ---- ნ--------ემ განმარტა, რომ ბავშვებმა იტირეს, მაგრამ ეს ფაქტი უარყო მოწმე გ------- მ----–--ემ, ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ იმ დროს, როდესაც კ---- შ-----ე მივიდა თ----- მ----–--ესთან სახლში ბავშვების გასასეირნებლად წასაყვანად, მას თ----- შ-----ემ უთხრა, რომ ბავშვებს აბაზანა ჰქონდათ ახალი მიღებული, უკვე იძინებდნენ და მათი გასეირნება არ იყო მიზანშეწონილი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ კ---- შ-----ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას შეესწრნენ მისი არასრულწლოვანი შვილები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადააკვალიფიცირა კ---- შ-----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე. გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე, 270-ე მუხლებით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
კ---- შ-----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
კ---- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
კ---- შ-----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
კ---- შ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, კ---- შ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს კ---- შ-----ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---- შ-----ეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ კ---- შ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 23 იანვრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე