განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100118002704443
საქმე №1/ბ-732-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
06 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ----------------ე
მსჯავრდებული: ვ--–------------–--ე, დაბადებული 19---–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №2----------), დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ლ--------------------–---–--------;
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ--–------------–--ემ ჩაიდინა:
- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ--–--------–------------–--------აზე, მიკროავტობუსში მყოფ კ-------------–--ეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ--–------------–--ემ, ასევე ამ უკანასკნელის ძმამ ვ-------------–--ემ და მამამ დ-----------–--ემ, ძალადობით, კერძოდ, თავის, ზურგის და ფეხების არეში მუშტების დარტყმით მიაყენეს ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზემოაღნიშნულის გამო, ვ--–------------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენით: ვ--–------------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე; ვ--–------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; გაუქმდა მსჯავრდებულ ვ--–------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. ვ--–------------–--ის (პ/ნ 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 2 000 (ორი ათასი) ლარის სანაცვლოდ, ყადაღადადებული ნ-----–--------------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 2----------- მდებარე ლ----------------–----–------ი, ქ--–-----–--------ი, შ-------–--–---------ში, დადგინდა, რომ გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------------ემ და მოითხოვა ვ--–------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 04 მაისის კანონი) წარდგენილ ბრალდებაში და შეეფარდოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო მსჯავრდებულმა ვ--–------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
ვ--–------------–--ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელთა ნაწილიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, რაც ერთობლიობაში გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს 2018 წლის 13 მარტს ვ--–------------–--ის მიერ კ-------------–--ის ცემის ფაქტს.
აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულები:
დაზარალებულმა კ-------------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სამსახურის ავტომანქანით პროდუქტით ამარაგებდა საბავშვო ბაღებს. ავტომანქანის საჭესთან იმყოფებოდა კ----–--–--ე, შემდეგ თავად და მის გვერდით ვ-------------–--ე. ავტომანქანის უკან იმყოფებოდა გ-----–--–-----ი. ვ--------------–--ემ უთხრა კ----–--–--ეს, რომ მანქანა "ფ------სთან" გაეჩერებია. ვ-------ი ჩავიდან მანქანიდან და რამდენიმე წუთში დაბრუნდა თავის ძმასთან და მამასთან ერთად. ვ-------მა ავტომანქანის კარი გააღო, უთხრა თუ ვის აგინებდა და დაარტყა ხელი, შემდეგ კი ვ-------თან ერთად მისი ცემა დაიწყეს ვ--–------------–--ემ და დ-----------–--ემ. სამი პირის მხრიდან მისი ცემა გაგრძელდა დაახლოებით 2-3 წუთი და დაკარგა გონი. მისი ჩვენებით არ იცის რა გახდა ცემის მიზეზი. კ-------------–--ემ განმარტა, რომ ცემის ფაქტს შეესწრნენ კ----–--–--ე და გ-----–--–-----ი, რომლებიც იმავე ავტომანქანაში იმყოფებოდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ-------------–--ემ განმარტა, რომ არის კ-------------–--ის და. 2018 წლის 13 მარტს, კ-------------–--ის ჯგუფურად ცემის შესახებ შეიტყო, როდესაც სამი დღის შემდეგ ნახა თავისი ძმა, რომელსაც სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები ეტყობოდა. გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მიმართა პოლიციას. კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია.
ბრალდებულმა ვ--–-------------–--ემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს ლანჩხუთში დაინახა თავისი ძმა, რომელიც გადმოვიდა სამსახურებრივი ავტომანქანიდან და ანიშნა, რომ გაეჩერებინა მანქანა. ვ-------მა თქვა, რომ მისი ოჯახის მიმართ იყო გინება. ვ-------თან ერთად წავიდა სამსახურებრივ ავტომანქანასთან, სადაც იმყოფებოდა კ-------------–--ე. ვ-------მა უთხრა კ---ს, რომ ჩამოსულიყო მანქანიდან, თუმცა კ-------------–--ემ დედა შეაგინა ვ-------------–--ეს და დაარტყა ფეხი. შემდეგ კ-------------–--ემ მასაც დაარტყა ფეხი და შეაგინა. აღნიშნულის გამო ცემა კ-------------–--ეს. მისი მხრიდან კ-------------–--ის ცემის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდნენ კ----–--–--ე და გ-----–--–-----ი. კ-------------–--ის ცემაში ვ-------------–--ეს და დ-----------–--ეს მონაწილეობა არ მიუღიათ. მისი ჩვენებით, როდესაც დაიწყო კ-------------–--ეს ცემა, ვ-------------–--ე ცდილობდა მათ გაშველებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს კ--- ც--–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს სამსახურში მიაკითხეს თანამშრომლებმა, კ-------------–--ემ, ვ-------------–--ემ და გ-----–--–-----მა. ავტომანქანით, რომელსაც თავად მართავდა, წავიდნენ ავერსის კლინიკაში. მისგან მარჯვნივ ისხდნენ კ-------------–--ე და ვ------- ქინქლძე, ხოლო გ-----–--–-----ი იმყოფებოდა მანქანის უკანა სალონში. როდესაც დაბრუდნენ ავერსის კლინიკიდან, ვ-------მა თხოვა გაეჩერებია მანქანა და ვ-------ი გადავიდა მანქანიდან. იგი დაელაპარაკა თავის ძმას და მამას. მცირე ხნის შემდეგ ვ-------ი დაბრუნდა ავტომანქანასთან და კ---ს ჰკითხა თუ ვის შეაგინა. ვ-------------–--ეს სურდა კ-------------–--ე გადაეყვანა ავტომანქანიდან და ამ მიზნით მოიქნია ხელი, თუმცა მან არ მისცა საშუალება ვ-------ს, რომ კ--- გადაეყვანა მანქანიდან. კ----–--–--ემ აღნიშნა, რომ დაინახა როგორ დაიწყო ვ--–------------–--ემ კ-------------–--ეს ცემა. კ---ს სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან და მინის საწმენდით მოიწმინდა სისხლი. კ----–--–--ემ აღნიშნა, რომ კ-------------–--ეს ცემაში ვ-------------–--ეს და დ-----------–--ეს მონაწილეობა არ მიუღიათ და მას არ დაუნახავს, რომ რომელიმე მათგანს დაერტყას ხელი კ-------------–--ისათვის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-----–--–-----მა განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს, სამსახურის კუთვნილ ავტომანქანაში ისხდნენ კ----–--–--ე, კ-------------–--ე და ვ-------------–--ე. ვ-------მა, კ----–--–--ეს სთხოვა გაეჩერებია ავტომანქანა და გადავიდა მანქანიდან. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდა ვ-------ი თავის ძმასთან და მამასთან ერთად. კ---ს სთხოვეს, რომ ჩასულიყო მანქანიდან და უარის მიღების შემდეგ, ვ--–--------------–--ე შევიდა მანქანის სალონში და დაიწყო კ-------------–--ის ცემა. ვ--–------ის ძმა და მამა კი ავტომანქანის სალონში არ შესულან და მანქანასთან ახლოს იმყოფებოდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ---------------–--ლმა განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. დაადასტურა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების პალატაში მოინახულა კ-------------–--ე, რომელსაც ვიზუალურად დაზიანებების კვალი არ ეტყობოდა.
გასაჩივრებულ განაჩენში ასევე, მითითებულია, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა შორის სისხლის სამართლის საქმეზე დასადგენი სადავო ფაქტობრივი გარემოებებისათვის მნიშვნელოვანია ვ-------------–--ის და დ-----------–--ის გამოკითხვის ოქმები და კ-------------–--ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
ვ-------------–--ის გამოკითხვის ოქმით, კ-------------–--ეს ცემდა მხოლოდ ვ--–------------–--ე, თავად კი, დ-----------–--ესთან ერთად ცდილობდა ვ--–------ის შეკავებას.
დ-----------–--ემ გამოკითხვისას, ვ-------------–--ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის იდენტური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს "მედალფას"-ს ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N ჰ-------ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N 1--- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 21.03.18წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. კ-------------–--ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 15.03.18წ-ს 17:14სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 18.03.18წ-ს 13:00სთ-ზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა. მარჯვენამხრივი ბრონქოპნევმონია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორიაციები შუბლისა და ცხვირის მიდამოებში.
სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს "მედალფას" ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული ნევროლოგის კონსულტაცია) - მონაცემების თანახმად: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. კ-------------–--ე კონსულტირებული იქნა ნევროლოგის მიერ 10.04.18 წ-ს 12:20 სთ-ზე და დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევის შემდგომი ხანა. შპს გადაუდებელინევროლოგიის კლინიკა "ნევროლოგის" დირექტორმა ნ. კ------ემ და 25.05.2018წ-ს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ავადმყოფს დასმული აქვს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი, თუმცა იგი არაა დადასტურებული რაიმე ობიექტური მონაცემებით და მხოლოდ ავადმყოფის სუბიექტურ ჩივილებს და მის მიერ გადმოცემულ ანამნეზურ მონაცემებს ემყარება. ამდენად, მწვავე ნევროლოგიური პათოლოგიის არსებობას ვერ დაგიდასტურებთ. დაზიანებები ექსკორიაციების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი პირთა ჯგუფთან ერთად ქმედების ჩადენის ობიექტური შემადგენლობა.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.
შესაბამისად, პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ დასკვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ვ--–------------–--ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩაიდინა სხვა პირებთან ერთად - ჯგუფურად, ვინაიდან, მართალია, შემთხვევის ადგილას ვ--–------------–--ე იმყოფებოდა სხვა პირებთან (ძმა - ვ------------–--ე, მამა - დ-----------–--ე) ერთად, მაგრამ ფაქტი, რომ ვ--–------------–--ემ, დასახელებულ ორ პირთან ერთად ჯგუფურად განიზრახა დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულის მოსაზრებას, რაც არ არის განმტკიცებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. შემთხვევის ადგილას სხვა პირების ყოფნა არ წარმოადგენს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის უტყუარ მტკიცებულებას. სასამართლოს არ გააჩნდა ნეიტრალური მოწმეების კ----–--–--ის და გ-----–--–-----ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, რომლებმაც სასამართლოს სხდომაზე მიუთითეს, რომ კ-------------–--ეს ცემდა მხოლოდ ვ--–------------–--ე. მათი ჩვენებით, დ-----------–--ეს და ვ-------------–--ეს, კ-------------–--ის ცემაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სასამართლოს მიერ მოხმობილ პირთა ჩვენებები თანხვედრაში იყო ბრალდებულის ჩვენებასთან და დ-----------–--ის და ვ-------------–--ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან. სასამართლომ, ასევე, სწორად არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ კ-------------–--ისათვის მიყენებული დაზიანებები მეტყველებდა რამდენიმე პირის მიერ კ-------------–--ის ცემის ფაქტზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, ექსპერტმა ვერ დაადასტურა მწვავე ნევროლოგიური პათოლოგიის არსებობა, რადგან იგი არ იყო დადასტურებული რაიმე ობიექტური მონაცემებით და მხოლოდ კ-------------–--ის სუბიექტურ ჩივილებს ემყარებოდა. ხოლო სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩეში, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სწორად არის გადაკვალიფიცირებული ვ--–------------–--ის მიმართ წარდგენილი სსკ-ის 126 მუხლის 1 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად), ამავე კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებულ ბრალდებაზე, რადგანაც მსჯავრდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას საპატიმრო სასჯელის გამოყენების თაობაზე, პალატა მხარის ამ მოთხოვნას არ იზიარებს, ვინაიდან, მხედველობაში იღებს იმ გარემობას, რომ ვ--–------------–--ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ამასთან, ნასამართლობის არმქონეა და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია, რის გამოც, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.
ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ვ--–------------–--ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენი, ვ--–------------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 04 სექტემბრის განაჩენი, ვ--–------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
3.ვ--–------------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
4.ვ--–------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.მსჯავრდებულ ვ--–------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ვ--–------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 2 000 (ორი ათასი) ლარის სანაცვლოდ ყადაღადადებული ნ-----–--------------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 2----------- მდებარე ლ----------------–----–------ი, ქ--–-----–--------ი, შ-------–--–---------ში, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/