განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.10.2019
საქმის ნომერი
330310017002232573
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1708-19

N330310017002232573

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ს----------–-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „დ---–---------------------ა“

წარმომადგენელი - ვ--------–------–--ე

 

მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხლით) - ნ----–--------ა, ბ-------–--------ა

 

მესამე პირი (ასკ-ის 16.1 მუხლით) - ბ-------–--------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების ნაწილობრივ უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,დ---–---------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანება და დაევალა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს ,,დ---–---------------------ის“ საჩივართან დაკავშირებით. შპს ,,დ---–---------------------ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/1----07), შპს ,,დ---–---------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ა-–--------------------------ში მდებარე, შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბ------ და ნ----–--------ების უკანონო მფლობელობიდან. დაევალათ ბ------ და ნ----–--------ებს, შპს ,,დ---–---------------------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მათი კუთვნილი შენობის ნაწილის დემონტაჟი. ასევე, მოპასუხეებს გადახდათ მოსარჩელის სასარგებლოდ 140 ლარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

- ქ. თბილისში, ა-–-----------------------ში მდებარე მიწის ნაკვეთი N40/224, ფართობით 752 კვ.მ წარმოადგენს დ---–---------------------ის საკუთრებას;

- მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ შპს ,,დ---–---------------------ის“ მეზობლად მდებარე 353 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ნ--- და ბ-------–--------ების საკუთრებას.

- ნ--- და ბ-------–--------ების მფლობელობაში არის 402,53 კვ.მ მიწის ნაკვეთი და იგი 46,44 მ2-ით შეჭრილია მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, საიდანაც 10,22 კვ.მ. დაკავებული აქვს მოპასუხეების კუთვნილ შენობას. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2006 წლის 25 ოქტომბერს გაცემული დასკვნით. ასევე, ექსპერტების მიერ დასკვნის ირგვლივ მიცემული განმარტებებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე N2/1----07) აღსრულების მიზნით, ამავე სასამართლოს მიერ 2010 წლის 03 თებერვალს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2/1----07), რომელშიც მიეთითა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იძულებით აღსასრულებელი შემდეგი პუნქტები:

- გამოთხოვილ იქნას ქ. თბილისში, ა-–--------------------------ში მდებარე, შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბ------ და ნ----–--------ების უკანონო მფლობელობიდან;

- დაევალოთ ბ------ და ნ----–--------ებს, შპს ,,დ---–---------------------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მათი კუთვნილი შენობის ნაწილის დემონტაჟი;

- გადახდეთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 140 ლარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (ს.ფ. 100-104).

 

1.2.2. 2010 წლის 15 თებერვალს, შპს ,,დ---–----------------------ამ“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N2/1----07) და მის საფუძველზე გაცემული 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2/1----07) და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნების იძულებით აღსრულება (ს.ფ. 194-195).

 

1.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის (საქმე N2/1----07) საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც აღმასრულებელმა NA---------004 წერილით მიმართა მოვალეებს: ბ------ და ნ----–--------ებს და აცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 03 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N2/1----07, რომლის თანახმად, ,,გამოთხოვილ იქნას ქ. თბილისში, ა-–--------------------------ში მდებარე, შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბ------ და ნ----–--------ების უკანონო მფლობელობიდან; დაევალოთ ბ------ და ნ----–--------ებს, შპს ,,დ---–---------------------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული მათი კუთვნილი შენობის ნაწილის დემონტაჟი; გადახდეთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 140 ლარი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.“

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის NA---------004 წერილით, ბ------ და ნ----–--------ებს მიეცათ წინადადება გაფრთხილების მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ნებაყოფლობით სისრულეში მოეყვანათ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვალეებს განემარტათ იძულებითი აღსრულებისა და დამატებით, აღსრულების ხარჯების დაკისრების თაობაზე.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის NA---------004 წერილი მოვალე ნ----–--------ას ჩაბარდა 2010 წლის 19 აპრილს (ს.ფ. 197).

 

1.2.4. 2017 წლის 27 მარტს, ნ----–--------ამ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. განცხადებაში მიუთითა, რომ სააღსრულებო საქმეში, სადაც შპს ,,დ---–---------------------ა“ ითხოვს ქ. თბილისში, ა-–----------------------ში არსებულ ნ--- და ბ-------–--------ების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და შენობის ნაწილის დემონტაჟს, იგი დღეის მდგომარეობით არ წარმოადგენს მოვალეს, ვინაიდან ა-–--------------------------ში არსებული უძრავი ქონება (საკ. კოდი 0---------------) არ წარმოადგენს მის საკუთრებას (ს.ფ. 96).

 

1.2.5. 2017 წლის 26 ივნისს, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსმა N4---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ აღრიცხულია თუ არა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ა-–--------------------------ში, ფართით 46.44 კვ.მ. შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში. ასევე, შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამავე წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, შპს ,,დ---–---------------------ის“ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი აღრიცხულია თუ არა ბ-------–--------ას (პ/ნ 6----------) ან/და ნ----–--------ას (პ/ნ 6----------) საკუთრებაში. ასევე, შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

2017 წლის 26 ივნისის N4---- წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 29 ივნისს, N2----- წერილით მიმართა აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს და აცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით, თბილისის სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, მიმდინარე პერიოდზე, ბ-------–--------ას (პ/ნ 6----------) და ნ----–--------ას (პ/ნ 6----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, სიტუაციური ნახაზი, უძრავი ნივთის მონიშვნით, მასშტაბით 1:2000, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ან ციფრული ვერსია WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში.

 

ამავე წერილით, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს განემარტა, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში პირადი ნომრებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით. მასვე ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ა-–--------------------------ით რეგისტრირებულია რამოდენიმე უძრავი ნივთი. ვინაიდან ვერ ხერხდება განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის ყ-----------------------ის ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის დადგენა, მომართვაზე სრულყოფილი პასუხის გასაცემად, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს ეთხოვა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის მონიშვნით შედგენილი სიტუაციური ნახაზის, მასშტაბით 1:2000; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ან ციფრული ვერსიის, WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში ან უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის წარდგენა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 ივნისის N2----- წერილს თან დაერთო ტექნიკური აღრიცხვის არქივის ინფორმაცია ჯამური ცნობა-დახასიათების სახით და სართულებრივი გეგმის ასლები. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში დაცული დოკუმენტებით (ნოტარიალური ხელშეკრულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები და საინვენტარიზაციო გეგმები), რომლებშიც ხშირ შემთხვევაში მითითებულია მხოლოდ წილობრივი მონაცემები განკარგული საგნისა და მთელი საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი ფართების მრიცხველის და მნიშვნელის სახით, ვერ ხერხდება ფართების იდენტიფიკაცია და სართულებრივ გეგმაზე არსებული ამა თუ იმ ფართის მფლობელის დადგენა, ვინაიდან სააღრიცხვო ბარათში წარმოდგენილ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული ფართების კონკრეტული ადგილმდებარეობა (რომელ ლიტერში, რომელ სართულზე და შენობის რომელ მხარეს მდებარეობს) მითითებული არ არის (ს.ფ. 47-48; 57-58).

 

1.2.6. 2017 წლის 20 ივლისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელმა NA---------016/001 წერილით მიმართა შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელს და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 თებერვლის N2/1----07 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, განხორციელდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა სააღსრულებო მოქმედება. წერილში მიეთითა, რომ აღსრულების პოლიციამ 2017 წლის 26 ივნისს N4---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და გამოითხოვა ინფორმაცია: ა) დღეის მდგომარეობით აღრიცხული იყო თუ არა კრედიტორის - შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე: ა-–--------------------------ში, ფართით 46,44 კვ.მ. ასევე იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია; ბ) შპს ,,დ---–---------------------ის“ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო თუ არა ბ-------–--------ას ან/და ნ----–--------ას საკუთრებაში, შესაბამისი ამონაწერი და იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია. აღსრულების პოლიციელმა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული 2017 წლის 29 ივნისის N2----- წერილით ირკვეოდა, რომ ქ. თბილისში, ა-–--------------------------ით რეგისტრირებულია რამდენიმე უძრავი ნივთი. შესაბამისად ვერ მოხერხდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების (ალ.ყ----------------------) ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის დადგენა.

 

2017 წლის 20 ივლისის NA---------016/001 წერილით შპს ,,დ---–--------------------ას“ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ეთხოვა დაედგინა, დღეის მდგომარეობით, ირიცხება თუ არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონება (ალ.ყ----------------------) კრედიტორის - შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში. ასევე, მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება. ამავე წერილით, შპს ,,დ---–--------------------ას“ ეთხოვა ზემოაღნიშნული ხარვეზის გამოსწორება გაფრთხილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში (ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ადასტურებს ზემოთაღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე მიმართვას). მასვე განემარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, თუ ერთი თვის ვადაში არ მოხდებოდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდებოდა უკან, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდებოდა (ს.ფ. 69-70).

 

1.2.7. 2017 წლის 25 ივლისს შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილებას და აცნობა, რომ კრედიტორი არ ეთანხმებოდა აღსრულების პოლიციის მიერ დადგენილ ხარვეზს. განცხადებაში მიეთითა, რომ ბიუროს გააჩნია ყველა მასალა იმისთვის, რომ მომხდარიყო სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება და სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. ამასთან, განმცხადებლის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი შემდეგი დოკუმენტები: შპს ,,დ---–---------------------ის“ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, შპს ,,დ---–---------------------ის“ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ბ------ და ნ----–--------ების სახელზე გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ბ-------–--------ას სახელზე გაცემული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და რეესტრის მიერ შედგენილი სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 72-74).

 

1.2.8. 2017 წლის 11 სექტემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა N6---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ა-–-------------------------, შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში არსებული ფართების 198.85 კვ.მ. (ს/კ 0-------------------------) და ფართი 92.10 კვ.მ. (0--------------------------), შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

2017 წლის 11 სექტემბრის N6---- წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 25 სექტემბერს, N3----- წერილით მიმართა აღსრულების პოლიციას და აცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქი თბილისი, გ-----------–---------------, სართული 1, ბინა 1, 198.85 კვ.მ. ფართი (მშენებარე) (საკადასტრო კოდი: 0-------------------------), რეგისტრირებული იყო შპს ,,დ---–---------------------ის“ (ს/კ 2--------) საკუთრების უფლება (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: შპს ,,დ---–---------------------ა“ (ს/კ 2--------) პარტნიორთა კრების ოქმი N25/16, დამოწმების თარიღი: 25/02/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. განაცხადის რეგისტრაციის N8-----------, თარიღი: 25/02/2016). უძრავ ნივთზე განხორციელდა გამოყოფის რეგისტრაცია, შესაბამისად, სართული 1, ბინა 1, 108,85 კვ.მ. ფართზე დარეგისტრირდა შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გადაწყვეტილება, გაფორმების თარიღი: 01/12/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სართული 1, ბინა N1ა, 90.00 კვ.მ. ფართზე (მშენებარე) (საკადასტრო კოდი: 0-------------------------ა) დარეგისტრირდა ნ-----------–-----------------------------------) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N27/16-26, დამოწმების თარიღი: 02/12/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სართული 1, ბინა N2ბ, 92.10 კვ.მ. ფართზე (მშენებარე) (საკადასტრო კოდი: 0--------------------------) რეგისტრირებული იყო შპს ,,დ---–---------------------ის“ (ს/კ 2--------) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: შპს ,,დ---–---------------------ის“ (ს/კ 2--------) პარტნიორთა კრების ოქმში N25/16, დამოწმების თარიღი: 25/02/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ცვლილებების შეტანა, გაფორმების თარიღი: 13/06/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მიმდინარე პერიოდზე ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ზ------------–------------------------------------------------------–--------------------------------------) საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N14/16-22, გაფორმების თარიღი: 23/09/2016, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, განცხადების რეგისტრაციის N8-----------, თარიღი: 23.09.2016).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 სექტემბრის N3----- წერილით აღსრულების პოლიციას ასევე გადაეგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტების ასლები (ს.ფ. 80-83).

 

1.2.9. 2017 წლის 25 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა რ------------–--ემ NA---------020/001 წერილით მიმართა შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელს. წერილში მიუთითა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცლით (საქმე N2/1----07) განსაზღვრულ ფაქტობრივ გარემოებებზე აღმასრულებლის მიერ გამოთხოვილი იყო ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, შპს ,,დ---–---------------------ის“ 2017 წლის 25 ივლისის განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების გამოკვლევის მიზნით, აღმასრულებელმა კიდევ ერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2017 წლის 11 სექტემბრის N6---- წერილით გამოითხოვა ინფორმაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ა-–-------------------------, შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში არსებული ფართების 198.85 კვ.მ. (ს/კ 0-------------------------) და ფართი 92.10 კვ.მ. (0--------------------------). კერძოდ, მოითხოვა აღნიშნულ ქონებაზე შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

2017 წლის 25 ოქტომბრის NA---------020/001 წერილში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა რ------------–--ემ მიუთითა, რომ შპს ,,დ---–---------------------ის“ მიერ ვერ განხორციელდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების (ა-–-------------------------, ფართით 46.44 კვ.მ) იდენტიფიცირება, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შპს ,,დ---–--------------------ას“ დაუბრუნდა უკან, შეუსრულებელი სახით (ს.ფ. 91-93).

 

1.2.10. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ------------–--ის 2017 წლის 25 ოქტომბრის NA---------020/001 წერილი (აღმასრულებლის ქმედება კრედიტორისთვის სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების თაობაზე) შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელმა - ვ--------–------–--ემ გაასაჩივრა საჩივრით 2017 წლის 06 ნოემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანებით, შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელს ვ--------–------–--ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ბრძანებაში მიეთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, აღმასრულებელი ახორციელებს აღსრულების ქვემდებარე აქტების, მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას, აღმასრულებელი მოქმედებს სააღსრულებო ფურცლის ფარგლებში და არ შეუძლია გაცდეს მას. ბრძანებაში ასევე აღინიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ შეიცვალა ნივთის ფაქტობრივი გარემოება. დღეის მდგომარეობით, აღმასრულებლის მიერ, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე კრედიტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის მიზნით, არაერთხელ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა ქონების იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა. ამდენად, საქმეში არსებული დოკუმენტაციით არ იკვეთება სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე აღმასრულებლის მოქმედების გაუქმების და შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები (ს.ფ. 113-118; 145-148).

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

მითითებული კანონის (2010 წლის 8 იანვრის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) მე-2 მუხლი განსაზღვრავდა აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარებოდა კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო დაწესებულებებს წარმოადგენდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო და მისი ტერიტორიული ორგანოები – სააღსრულებო ბიუროები, რომელთა ძირითადი ფუნქციაა ამ კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულება, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 211-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები (მათი სტრუქტურული ერთეულები). ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის (2010 წლის 8 იანვრის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) 26-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელი სააღსრულებო მოქმედებას იწყებდა იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 15 თებერვალს შპს ,,დ---–----------------------ამ“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე N2/1----07) და მის საფუძველზე გაცემული 2010 წლის 03 თებერვლის სააღსრულებო ფურცელი (საქმე N2/1----07) და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნების იძულებით აღსრულება. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება NA--------.

 

სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსმა 2017 წლის 26 ივნისს, N4---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და ითხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ აღრიცხულია თუ არა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ა-–--------------------------ში, ფართით 46.44 კვ.მ. შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში. ასევე, შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ამავე წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა სრული ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, შპს ,,დ---–---------------------ის“ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი აღრიცხულია თუ არა ბ-------–--------ას (პ/ნ 6----------) ან/და ნ----–--------ას (პ/ნ 6----------) საკუთრებაში. ასევე, შესაბამისი ამონაწერის, ტექნიკური აღრიცხვის ბაზიდან იდენტიფიცირებისათვის კონკრეტული ქონების მონიშვნით აზომვითი ნახაზის ან ზემოთაღნიშნული უძრავი ქონების ფართის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

2017 წლის 26 ივნისის N4---- წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 29 ივნისს, N2----- წერილით მიმართა აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს და აცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით, თბილისის სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, მიმდინარე პერიოდზე, ბ-------–--------ას (პ/ნ 6----------) და ნ----–--------ას (პ/ნ 6----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მასვე ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ა-–--------------------------ით რეგისტრირებულია რამოდენიმე უძრავი ნივთი. ამასთან, ვინაიდან ვერ ხერხდებოდა განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის ყ-----------------------ის ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის დადგენა, მომართვაზე სრულყოფილი პასუხის გასაცემად, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს ეთხოვა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის მონიშვნით შედგენილი სიტუაციური ნახაზის, მასშტაბით 1:2000; საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ან ციფრული ვერსიის WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში ან უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის წარდგენა.

 

1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2017 წლის 20 ივლისს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელმა NA---------016/001 წერილით მიმართა შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელს და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 თებერვლის N2/1----07 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, განხორციელდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა სააღსრულებო მოქმედება, თუმცა ვერ მოხერხდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების (ალ.ყ----------------------) ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის დადგენა. ამდენად, შპს ,,დ---–--------------------ას“ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, ეთხოვა დაედგინა, დღეის მდგომარეობით, ირიცხება თუ არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონება (ა-–-------------------------) კრედიტორის - შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში. ასევე, მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის კრედიტორს განესაზღვრა ერთი თვის ვადა, გაფრთხილების მიღებიდან. მასვე განემარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, თუ ერთი თვის ვადაში არ მოხდებოდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება, სააღსრულებო ფურცელი კრედიტორს დაუბრუნდებოდა უკან, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდებოდა.

 

2017 წლის 25 ივლისს, შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილებას და აცნობა, რომ კრედიტორი არ ეთანხმებოდა აღსრულების პოლიციის მიერ დადგენილ ხარვეზს. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარდგენილი იქნა დამატებითი დოკუმენტები.

 

2017 წლის 25 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა რ------------–--ემ NA---------020/001 წერილით მიმართა შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელს. წერილში მიუთითა, რომ შპს ,,დ---–---------------------ის“ მიერ ვერ განხორციელდა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების (ა-–-------------------------, ფართით 46.44 კვ.მ) იდენტიფიცირება, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შპს ,,დ---–--------------------ას“ დაუბრუნდა უკან, შეუსრულებელი სახით.

 

1.3.3. სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-183 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.

 

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ------------–--ის 2017 წლის 25 ოქტომბრის NA---------020/001 წერილი (აღმასრულებლის ქმედება კრედიტორისთვის სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების თაობაზე) შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელმა - ვ--------–------–--ემ გაასაჩივრა საჩივრით 2017 წლის 06 ნოემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანებით შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელს ვ--------–------–--ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მითითებული ბრძანების გამოცემისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ აღმასრულებლის მიერ, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე კრედიტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გამოკვლევის მიზნით, არაერთხელ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა ქონების იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული დოკუმენტაციით არ იკვეთებოდა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე აღმასრულებლის მოქმედების გაუქმების და შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

1.3.4. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე, ასევე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7 მუხლზე, რომლის თანახმად, აღმასრულებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში. აღნიშნული ნორმა ადგენს აღმასრულებლის ვალდებულებას, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, რათა გადაწყვეტილება აღსრულდეს სწრაფად და რეალურად. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ამგვარი ჩანაწერი ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების (სააღსრულებო წარმოების) სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზანს, რაც უპირველესად კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, სააღსრულებო წარმოებას აღმასრულებელი იწყებს მხოლოდ კრედიტორის განცხადების საფუძველზე და მხოლოდ მისი ნების გათვალისწინებით, თუმცა მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში (თუ კრედიტორი არ მოითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას ან შეწყვეტას), აღსრულების ქვემდებარე აქტის იძულებით აღსრულების მიზნით, კონკრეტული სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას, აღმასრულებელი არ არის შებოჭილი კრედიტორის ნებით და არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიცაა, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, რათა გადაწყვეტილება აღსრულდეს სწრაფად, ეფექტურად და დაკმაყოფილდეს კრედიტორის მოთხოვნა. სასამართლომ მიუთითა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის წარდგენის მიზანს სწორედ მოვალის მიერ მის მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებით აღსრულება წარმოადგენს, რის განხორციელებასაც იგი აღსრულების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს ანდობს. ბიურო კი, თავის მხრივ, ვალდებულია, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, განახორციელოს ყველა სააღსრულებო მოქმედება, გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.

 

სასამართლოს განმარტებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7 მუხლის დანაწესი ასევე არსებითად უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობის პრინციპს, რომელიც განმტკიცებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციაში (მუხლი 62), ისე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსშიც. მითითებული კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

სასამართლო აქტების სავალდებულოობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.04.2014წ. №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილებაზე მითითება, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ”სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, სახელმწიფოს სახელით დადგენილი გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლა გულისხმობს მის უპირობო და სავალდებულო შესრულებას“. სასამართლომ აღნიშნა, რომ ”სამართლიანი სასამართლოს“ უფლება მოიცავს არამარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას. საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეზე: „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას შეეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, რომელიც აშკარად კონვენციის არცერთ დებულებაში არ არის მოცემული, კონვენციის ორგანოების მიერ განმარტებულ იქნა, როგორც „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არღვევს პირის როგორც ეროვნული კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა არ წარმოადგენს კრედიტორის მოთხოვნის შესრულების უპირობო გარანტიას, თუკი არ მოხდება მისი აღსრულება მოვალის მიერ ნებაყოფლობით, ან იძულებით, კრედიტორის მიერ სააღსრულებო ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის გზით. სწორედ ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლმა დაადგინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობის პრინციპი, ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტმა აღმასრულებელს დააკისრა ვალდებულება მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, რაც კრედიტორის მოთხოვნის აღსრულების დამატებით გარანტიას წარმოადგენს და მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.

 

სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა განცხადების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ამდენად, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას, მათ შორის, აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით, აღმასრულებელმა ვერ განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე N2/1----07) მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება. გასათვალისწინებელია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი მიმართვების პასუხად, უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ყოველ ჯერზე განმცხადებლისგან ითხოვდა უძრავი ქონების დამატებითი მახასიათებლების, რეკვიზიტების მითითებას, ან ქონების მაიდენტიფიცირებელი შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას. დადგენილად ქნა მიჩნეული, რომ არაერთი წერილის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე N2/1----07) მითითებული უძრავი ქონების ზუსტი იდენტიფიცირება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე ვერ ხერხდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, აღმასრულებელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოსთვის - სასამართლოსთვის არ მიუმართავს შუამდგომლობით გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, რისი უფლებამოსილებაც მას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად გააჩნდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ უძრავი ქონების იდენტიფიცირებისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების ვალდებულების მხოლოდ კრედიტორზე გადაკისრება, მისთვის სააღსრულებო წარმოებაზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოუსწორებლობის გამო სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისთვის შეუსრულებელი სახით დაბრუნების გზით, წინააღმდეგობაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტთან, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს აღმასრულებელს მიიღოს ყველა ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის, მათ შორის ამავე კანონის 27-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება, რაც მოცემულ შემთხვევაში, აღმასრულებლის მიერ არ განხორციელებულა.

 

ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ აღმასრულებელმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო სააღსრულებო მოქმედება განახორციელა და მხოლოდ ამის შემდგომ დაუბრუნდა კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი, შეუსრულებელი სახით. სასამართლომ მიუთითა, რომ NA-------- სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში აღმასრულებელს არ მიუმართავს სასამართლოსთვის აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით, მაშინ როცა ნათელი იყო, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, შეცვლილი იყო უძრავი ნივთის მახასიათებლები და მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იგი ვერ ახდენდა უძრავი ქონების იდენტიფიცირებას და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას. ამასთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტი პირდაპირ ავალდებულებდა აღმასრულებელს მიეღო ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ, 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანების გამოცემისას, სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები. ამდენად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, როგორც აღმასრულებლის მოქმედებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამატებით გამოიკვლიოს ქ. თბილისში, ა-–--------------------------ში მდებარე, შპს ,,დ---–---------------------ის" საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო, 2010 წლის 03 თებერვლის N2/1----07 სააღსრულებო ფურცლის შპს ,,დ---–---------------------ისათვის" შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში, აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ------------–--ის ქმედების კანონიერების საკითხი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტითა და 27-ე მუხლით დადგენილ ნორმებთან მიმართებაში.

 

1.3.5. სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც, უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანება და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 18 დეკემბრის N6--- ბრძანება და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს ,,დ---–---------------------ის“ საჩივართან დაკავშირებით.

 

1.3.6. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,დ---–---------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნებს ასევე წარმოადგენს: უკანონოდ იქნას ცნობილი აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის რ------------–--ის ქმედება, ქ. თბილისში, ა-–--------------------------ში მდებარე შპს ,,დ---–---------------------ის" საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო, 2010 წლის 03 თებერვლის N2/1----07 სააღსრულებო ფურცლის შპს ,,დ---–---------------------ისათვის" შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში და დაევალოს მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 03 თებერვლის N2/1----07 სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნები, პირდაპირ კავშირშია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს ,,დ---–---------------------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან და მთლიანად არის დამოკიდებული მის შედეგზე. ამდენად, ვინაიდან, სასამართლომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ზემოაღნიშნულ საკითხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლა და გამოკვლევა, მოცემულ ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მსჯელობის საპროცესო შესაძლებლობა.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არასწორად გამოიყენა ასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი. სასამართლოს დასაბუთება უსწოროა, ვინაიდან სადავო ბრძანების გამოცემისას სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სრულად გამოიკვლია და შეაფასა საჩივარში დასმული საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ასკ-ის 32.4 მუხლის ნორმატიული შინაარსი, მისი მიზნიდან გამომდინარე, ცალსახად გულისხმობს შემთხვევას, როცა სასამართლო ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას, თავად გამოიკვლიოს სადავო და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ნორმის მიზანია, არ მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს ფუნქციათა აღრევა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა დავის არსებითად გადაწყვეტისათვის აუცილებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა, დავა არსებითად არ გადაწყვიტა. სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა და განმარტა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 27-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლები. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა განცხადების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამდენად, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების/ქმედების ზუსტ რეალიზაციას/განხორციელებას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული პირს. ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების/ქმედების თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის გათვალისწინებით, კანონი ადგენს მესაკუთრის უფლებას, მოითხოვოს მისი საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის შეწყვეტა. მიუხედავად საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებისა, მისი დაცვის პროცესუალურ სამართლებრივ საშუალებად ვინდიკაციური სარჩელის განსაზღვრა აკონკრეტებს ვალდებულ და უფლებამოსილ პირს, რომელებიც ამ კატეგორიის დავებთან მიმართებით მონაწილეობენ სამართალწარმოებაში. ვინდიკაციური სარჩელის მქონე პირი და შესაბამისად, მისგან გამომდინარე უფლების რეალიზატორი შესაძლებელია იყოს მხოლოდ მესაკუთრე და მისი მოთხოვნის ადრესატი - მხოლოდ უკანონო ხელყოფის განმახორციელებელი პირი. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხია ის, თუ ვინ წარმოადგენს სასამართლოს მიერ დადგენილი უფლების მატარებელ პირს, რომელმაც უნდა მოითხოვოს მის საკუთრების ობიექტზე უკანონო ხელყოფის აღკვეთა. სააღსრულებო მოქმედების განხორციელების მომენტისათვის, ზუსტად იქნეს დადგენილი კრედიტორის/მესაკუთრის ვინაობა, მიუხედავად სააღსრულებო ფურცელში ამა თუ იმ პირის კრედიტორად მითითებისა, ვინაიდან უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს ამ ქმედების განხორცილების ეტაპზე უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს. ასევე მნიშვნელოვანია, შესაძლებელი იყოს საკუთრების ობიექტის ზუსტი იდენტიფიცირება, რომელთან მიმართებითაც სასამართლომ დაადგინა საკუთრების უფლების ხელყოფა. სწორედ აღნიშნული ფატების კვლევისა და აღსრულებას დაქვემდებარებული აქტით დადგენილი უფლების აღსრულების მიზნით იქნა გამოთხოვილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმაცია მარეგისტრირებელი ორგანოებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 312-ე მუხლების შინაარსის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა და შესაბამისად, უძრავი ნივთის ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა დასტურდება მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ სადავო უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მესაკუთრის დადგენის მიზნით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო-სამართლებრივი შესაძლებლობა, საფუძველს მოკლებულია. ამასთანავე, აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლო ვერ მიუთითებს სხვა სააღსრულებო მოქმედებას, რომელიც აღმასრულებელს არ განუხორციელებია. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. მითითებული კანონის 17.2 მუხლის თანახმად, ყველა ადმინისტრაციული ორგანო, საბანკო დაწესებულება, მოვალესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას ინფორმაცია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. ამავე კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 15.02.2010წ. შპს ,,დ---–---------------------ის“ მიერ წარდგენილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2008წ. N2/1----07 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ 03.02.2010წ. სააღსრულებო ფურცელზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება NA--------. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსმა 26.06.2017წ. N4---- წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება, შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებად ქ. თბილისში, ა-–-------------------------ში მდებარე 46.44 კვ.მ. ფართის აღრიცხვის რეალურობის შესახებ, ასევე მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია - აღრიცხვული იყო თუ არა შპს ,,დ---–---------------------ის“ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი ბ-------–--------ას ან/და ნ----–--------ას საკუთრებაში. მითითებული წერილის პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 29.06.2017წ. N2----- წერილით აღსრულების პოლიციის სამმართველოს აცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით, თბილისის სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, მიმდინარე პერიოდზე, ბ-------–--------ას და ნ----–--------ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამასთანავე, ქ. თბილისში, ა-–-------------------------ში რეგისტრირებულია რამდენიმე უძრავი ნივთი და ვერ ხერხდებოდა განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის ყ-----------------------ის ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის დადგენა, შესაბამისად, აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსს ეთხოვა მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთ(ებ)ის მონიშვნით შედგენილი სიტუაციური ნახაზის (მასშტაბით 1:2000), საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ან ციფრული ვერსიის WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში ან უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის წარდგენა. 20.07.2017წ. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელმა NA---------016/001 წერილით მიმართა შპს ,,დ---–---------------------ას“ და აცნობა, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, უნდა წარედგინა ინფორმაცია: დღეის მდგომარეობით, ირიცხება თუ არა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონება (მდებარე: თბილისში, ა-–-------------------------ში) შპს ,,დ---–---------------------ის“ საკუთრებაში. ასევე მოთხოვნილ იქნა მისი იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიწოდება. 25.07.2017წ. შპს ,,დ---–---------------------ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს და აცნობა, რომ კრედიტორი არ ეთანხმებოდა აღსრულების პოლიციის მიერ დადგენილ ხარვეზს. ამასთან, განმცხადებელმა წარადგინა დამატებითი დოკუმენტები. 25.10.2017წ. აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის აღმასრულებელმა NA---------020/001 წერილით მიმართა შპს ,,დ---–--------------------ას“ და მიუთითა, რომ შპს ,,დ---–----------------------ამ“ ვერ განახორციელა სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება, რის გამოც, შეუძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35.1 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შპს ,,დ---–--------------------ას“ დაუბრუნდა უკან, შეუსრულებელი სახით.

 

3.2.2. საააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-183.1 მუხლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

 

დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 25.10.2017წ. NA---------020/001 ქმედება, კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის შეუსრულებელი სახით დაბრუნების თაობაზე, შპს ,,დ---–----------------------ამ“ გაასაჩივრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 18.12.2017წ. N6--- ბრძანებით შპს ,,დ---–--------------------ას“ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ბრძანების თანახმად, აღმასრულებელმა არაერთხელ გამოითხოვა ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა ქონების იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების თაობაზე აღმასრულებლის მოქმედების გაუქმების და შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში, სწორად მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7 მუხლზე და განმარტა, რომ აღმასრულებელს გააჩნია ვალდებულება, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულების მიზნით, რაც უპირველესად კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარეობს. აღსრულების ეროვნულ ბიუროში კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის წარდგენის მიზანს, მოვალის მიერ მის მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებით აღსრულება წარმოადგენს, რის განხორციელებასაც იგი აღსრულების ეროვნულ ბიუროს ანდობს. ბიურო კი, თავის მხრივ, ვალდებულია, მიიღოს ყველა კანონიერი ზომა, განახორციელოს ყველა სააღსრულებო მოქმედება, გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისათვის. ამასთანავე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7 მუხლი არსებითად უკავშირდება სასამართლო გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობის პრინციპს, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

 

სააპელაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაერთხელ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გათვალისწინებით, აღმასრულებელმა ვერ განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.06.2008წ. N2/1----07 გადაწყვეტილებაში მითითებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი მიმართვების პასუხად, უძრავ ქონებაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განმცხადებლისგან ითხოვდა უძრავი ქონების დამატებითი მახასიათებლების მითითებას, ან ქონების მაიდენტიფიცირებელი შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდებას, თუმცა საქალაქო სასამართლოს 30.06.2008წ. N2/1----07 გადაწყვეტილებაში მითითებული უძრავი ქონების ზუსტი იდენტიფიცირება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე ვერ მოხერხდა. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მიუხედავად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა, აღმასრულებელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოსთვის - სასამართლოსთვის არ მიუმართავს გადაწყვეტილების განმარტების შუამდგომლობით, რისი უფლებამოსილებაც მას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად გააჩნდა. უძრავი ქონების იდენტიფიცირებისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიების ვალდებულების მხოლოდ კრედიტორზე გადაკისრება, მისთვის სააღსრულებო წარმოებაზე ხარვეზის დადგენისა და მისი გამოუსწორებლობის გამო სააღსრულებო ფურცლის კრედიტორისთვის შეუსრულებელი სახით დაბრუნების გზით, წინააღმდეგობაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7 მუხლთან, ასევე 27-ე მუხლთან, რომლის თანახმად, აღმასრულებელს შეუძლია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსასრულებელი გადაწყვეტილების განმარტება, რაც მოცემულ შემთხვევაში, აღმასრულებელს არ განუხორციელებია.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.12.2017წ. N6--- ბრძანების გამოცემისას, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, დარღვეულია ზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნები. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს ქ. თბილისში, ა-–-------------------------ში მდებარე, შპს ,,დ---–---------------------ის" საკუთრებაში არსებული 46,44 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის გამო, 03.02.2010წ. N2/1----07 სააღსრულებო ფურცლის შპს ,,დ---–---------------------ისათვის" შეუსრულებელი სახით დაბრუნების ნაწილში, აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის ქმედების კანონიერების საკითხი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 17.7, 27-ე მუხლების გათვალისწინებით. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 18.12.2017წ. N6--- ბრძანება და უნდა დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს ,,დ---–---------------------ის“ საჩივართან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ შპს ,,დ---–---------------------ის“ სასარჩელო მოთხოვნები, აღსრულების პოლიციის აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ ცნობისა და მოპასუხისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.02.2010წ. N2/1----07 სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დავალების თაობაზე, უკავშირდება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს ,,დ---–---------------------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას და მთლიანად არის დამოკიდებული მის შედეგზე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ზემოაღნიშნულ საკითხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლა და გამოკვლევა, ამ ეტაპზე, სასამართლოს არ გააჩნია აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ ცნობისა და მოპასუხისათვის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დავალების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობაზე მსჯელობის შესაძლებლობა.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი