განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2019
საქმის ნომერი
010100119003133256
ინსტანცია
თარიღი
24.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003133256

საქმე №1/ბ-804-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ-------ი დ-----ის ძე ჭ---------ას მიმართ, დაბადებული: 195- წლის 14 თ--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 4----------, მცხოვრები: ქ. ფოთი, დ----–-ას ქ. №72.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ-------ი ჭ---------ამ ჩაიდინა 1. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 02 ივლისს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ი. ჭ-------ისა და ნ. ბ-------–---–ის ქუჩების მიმდებარედ, ქვეითთა სავალ ნაწილზე, ბ-------ი ჭ---------ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---- ს-----ას, კერძოდ, რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ნ---- ს-----ამ მიიღო დაზიანება, დაეცა ძირს, რის შემდგომაც ძირს დაცემულ ნ---- ს-----ას კვლავ დაარტყა ხელი კეფის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ-------ი ჭ---------ას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ---- ს-----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 02 ივლისს, დღის საათებში, ქ. ბათუმში, ბ-------ი ჭ---------ა შვილის - ლ---- ჭ---------ას მეშვეობით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაემუქრა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ---- ს-----ას. ბ-------ი ჭ---------ას ქმედების შედეგად, ნ---- ს-----ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბ-------ი ჭ---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ-------ი ჭ---------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ-------ი ჭ---------ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2019 წლის 08 ივლისიდან 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 125 (ას ოცდახუთი) საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 25 (ოცდახუთი) საათის ვადით.

მსჯავრდებულ ბ-------ი ჭ---------ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის N---------- განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანი ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ბ-------ი ჭ---------ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხდასთან, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 531 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამდენად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ-------ი ჭ---------ას მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ------- ჭ---------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინებით, მოწმეების: ნ---- ს-----ას, ლ---- ჭ---------ას და ს-----–--ა ჭ---------ას გამოკითხვის ოქმებით, ნ---- ს-----ას სხეულის გარეგნული დათვალიერების ოქმით და ფოტო ცხრილით; ბრალდებულის დაკავების ოქმით, 2019 წლის 02 ივლისის შემაკავებელი ორდერით N------ და ორდერის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებული ბ-------ი ჭ---------ას ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებებს), დანაშაულების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ბ------- ჭ---------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის, ანი ბ------–---–ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ბ-------ი ჭ---------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ-------ი ჭ---------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ-------ი ჭ---------ას პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 08 ივლისიდან - 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 125 (ას ოცდახუთი) საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 25 (ოცდახუთი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ ბ-------ი ჭ---------ას მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის N---------- განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - ნ------ ჭ---------ას (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქ. ფოთი, ა------ დ----–-ას ქ.72, ზონა ფ---------------------------------------–-----------------–---------------------------------------------------------------------------------- ) 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ნივთიერ მტკიცებულება - ნ---- ს-----ას სხეულის გარეგნული დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დაერთოს ამავე საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე