განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
330100119003093878
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003093878

საქმე №1ბ/1977-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–-- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ნ----------–---- მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 02 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0-----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, რ--------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით და 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენით ნ----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;1261-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;1261-ე მუხლის 12 ნაწილით - შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ----------–---ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

 

ნ----------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მანვე, ჩაიდინა სისტემატიური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 13 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, ჯ------------------------ში ბ-------–- ყოფნისას ნ----------–---, მეუღლეს, ლ------------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მოკლავდა და წავიდოდა ციხეში, რაც დაზარალებულის მიერ აღქმული იქნა რეალურად და განიცადა მორალური სახის ზიანი.

წლების განმავლობაში ნ----------–--- მეუღლეს ლ------------- აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა მას, რა დროსაც ლ------------- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ასევე, ნ----------–--- ფიზიკურად ძალადობდა მეუღლეზე. ძლიერად უჭერდა ხელს ყელში, ქაჩავდა თმას და სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ნ----------–----თვის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით:

აპელანტს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს, ნ----------–---- მიმართ გამოიყენა ზედმეტად ლოიალური სასჯელი, სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. მსჯავრდებულისთვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის, რათა ნ----------–---მ მომავალშიც არ ჩაიდინოს დანაშაული. აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ მიიღწევა, რადგან გამოყენებული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ქცევის გამოსწორებას.

მსჯავრდებულ ნ----------–---- ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა შ-----------–---- და ნიკოლოზ ბიბილაშვილმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი განაჩენში, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდებულ ნ----------–---- აღიარებით, დაზარალებულ ლ-------------ს, მოწმეების - გ--------------–--–---–--, მ---------------, ლ---------------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ოქმით და ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ----------–---მ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, ე. ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ანუ დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;126-ე მუხლის 12 ნაწილით.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ----------–---- მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნული მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ნ----------–---- მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ასევე იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს არ გააჩნია მის მიმართ არანაირი პრეტენზია და ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ითხოვს ნ----------–---- მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის სამართლებრივი შეღავათი (იხ. ს. ფ. 180-181) და მიზანშეუწონლად მიიჩნევს მის მიმართ უფრო მკაცრი სახის სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნ----------–----თვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია დამნაშავის არა მკაცრად დასჯა, არამედ დანაშაულებრივ ფაქტზე ადეკვატური რეაგირება. პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მითითება დანიშნული სასჯელის არაშემაკავებელ ხასიათზე ნ----------–---- მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის თვალსაზრისით, არასაკმარისია მოცემულ დანაშაულზე სასჯელის უფრო მკაცრი ზომის გამოყენების მოთხოვნისათვის, აპელანტს არ მიუთითებია, თუ რა კონკრეტული გარემოებების გამო უნდა გამკაცრდეს სასჯელი, რაში მდგომარეობს სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეუსაბამობა ნ----------–---- ქმედებების ხასიათთან. ამდენად, სააპელაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არ არის საფუძვლიანი საჩივრის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

 

ამასთან, პალატა ეთანხმება რა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ საფუძველზე გაკეთებულ დასკვნას, რომ ნ----------–---მ მეუღლის მიმართ განახორციელა მუქარა და სისტემატური ცემა, მიაჩნია, რომ აღნიშნულმა დასკვნამ არ ჰპოვა ასახვა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებზე მითითებისას /რაც პალატას ტექნიკურ ხარვეზად მიაჩნია, ვინაიდან სსკ-ის 1511 მუხლი არის - ადევნება, ხოლო, სსკ-ის 1261-ოჯახში ძალადობა, რაშიც ნ----------–---ს მსჯავრი არ დასდებია და რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ/, რის გამოც განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------–-–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ნ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 126-ე მუხლის 12 ნაწილით - შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ----------–---ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით; მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

ნ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 14 ივნისიდან 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

ნ----------–---- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივნისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს შემტანს.

მსჯავრდებულ ნ----------–---- ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ე. წ. ,,სპორტული ზედა“ და მაისური, გასაღები, ნახატი და ე. წ. ,,ბარის სკამი“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს; ხოლო, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მუქი ფერის მინის ქილა პლასტმასის დეტალთან ერთად, განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე