განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
190100119003255752
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119003255752

საქმე №1ბ/1999-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ნ-----–--------------- ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–------------- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ნ-----–--------------- მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქალაქი სუმგაითი, მ--------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების გარდაბნის რაიონის ს------–------------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რ---------------–----------------–---------–-–------------------------------------–-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

-საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

-საქართველოს სსკ-ის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ-----–--------------, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ-----–-------------- განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ნ-----–-------------- მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა შემდეგი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით ნ-----–-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს სრულად დაემატა წინა განაჩენით - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–-------------- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 4 ოქტომბრის მომართვის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით აღუსრულებელია.

2019 წლის 23 სექტემბერს დაახლოებით 21:00 საათზე, გარდაბნის რაიონის ს------–------------–-- საცხოვრებელ სახლში, ნ-----–--------------- მაუღლეს - ა----------–----- თავის არეში ჩაარტყა თეფში, შემდეგ დაეწია სახლიდან გაქცეულ ა----------–----- ჭიშკართან და ითრია თმით, დააგდო მიწაზე და მარჯვენა ფეხი დაარტყა წელისა და თავის არეში, ასევე სახეში ძლიერად შემოარტყა მარჯვენა ხელი. აღნიშნულის შედეგად ა----------–----- განუვითარდა სისხლჩაქცევა მარჯვენა ზედა კიდურზე, მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო კონფლიქტის მიმდინარეობისას ა----------–-----თან დასახმარებლად მისულ სიმამრს - ფ------------–----, ნ-----–--------------- ჩაარტყა ქვა თავის არეში. აღნიშნულის შედეგად, ფ------------–---- განუვითარდა დაჟეჟილი ჭრილობა და სისხლჩაქცევა სახის მიდამოში და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-----–--------------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლელა მარიამიძემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ნ-----–---------------ათვის სასჯელის შემსუბუქება, იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული, მას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია. აპელანტის აზრით, ნ-----–--------------- მიმართ შეფარდებული სასჯელი არის შეუსაბამო მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან. სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ნ-----–--------------- დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მას ჰყავს მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც არიან მის კმაყოფაზე, იგი შეურიგდა დაზარალებულებს - ა----------–----- და ფ------------–----, რის დასტურადაც სასამართლოში წარდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ნ-----–--------------- მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ და თანახმა არიან, გათავისუფლდეს ნ-----–-------------- ვადაზე ადრე.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მსჯავრდებულ ნ-----–--------------- აღიარებით, მოწმეების: ა----------–-----, ფ------------–------ დავით ქვლივიძის, ს-------------------- გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ-----–--------------- ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და მანვე, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ე. ი. დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნ-----–---------------ათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას მსჯავრდებულ ნ-----–---------------ათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში და განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ნ-----–--------------- შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულებს - ა----------–----- და ფარიმა კულიევს არ გააჩნიათ მის მიმართ პრეტენზია, ასევე მხედველობაში მიიღო დამამძიმებელი გარემოება - ნასამართლობის პერიოდში განზრახი დანაშაულის ჩადენა და სასჯელი დაუნიშნა იმ სახითა და ზომით, რაც სრულ თანხვედრაშია მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ხასიათთან და დამნაშავის პიროვნებასთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას არ გაუთვალისწინებია შემამსუბუქებელი გარემოებები და აღნიშნავს, რომ ამ გარემოებების გათვალისწინება გამოიხატა იმაში, რომ როგორც დანაშაულთა ერთობლიობისას, ასევე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა სასჯელთა არა სრული ან ნაწილობრივი შეკრების, არამედ შთანთქმის პრინციპი, ასევე, დაცულ იქნა დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის ზემოთ აღნიშნული სავალდებულო დანაწესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ნ-----–---------------ათვის სასჯელის შეფარდებისას სრულად არის გათვალისწინებული როგორც მსჯავრდებულის პირადი მახასიათებლები, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი, დანაშაულის რეციდივისას და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესები. შესაბამისად, არ არსებობს ნ-----–---------------ათვის სასჯელის შემსუბუქების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

შესაბამისად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენი ნ-----–--------------- მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ნ-----–--------------- ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ნ-----–-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

-საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

-საქართველოს სსკ-ის 111;120-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ-----–-------------- დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ნ-----–-------------- განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ნ-----–-------------- დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 სექტემბრიდან.

 

ნ-----–--------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე