განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 160100119003019446
საქმე №1ბ/2002-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------- უ----–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N------------) – ე-–---- ა---------ს (დაბადებული - 1----–-–----------------------------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–------------------------------ ში) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
ე-–---- ა---------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118- ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მ--------–-- რაიონის სოფელ ს----------–ი მდებარე, ე-–---- ა---------სა და შ------ ა---------ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, დედასთან - გ----–------ ს---–-------------ნ კამათით განაწყენებულმა ე-–---- ა----------, მარჯვენა ხელის სახის არეში და თავში ერთჯერადად დარტყმით, ასევე მარცხენა მკლავზე ხელის ძლიერად მოჭერის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის შ------ ა---------ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მ--------–-- რაიონის სოფელ ს----------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, დედასთან გ----–------ ს---–-------------ნ კამათით განაწყენებულმა ე-–---- ა---------- 2019 წლის 14 მაისს უმიზეზოდ ცემა თავისი მეუღლე შ------ ა---------, რაც დაზარალებულმა სასტიკ მოპყრობად მიიღო და 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:15 საათზე ა----------ის ოჯახის კუთვნილ ნაკვეთში შენახული მომწამვლელი ნივთიერება ,,------ მიღების გზით სცადა თვითმკვლელობა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:
ე-–---- ა--------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
მხარეთა პოზიცია:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------- უ----–--ემ, აპელანტმა ითხოვა ე-–---- ა---------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული მკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო დასკვნა და საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებები. აპელანტის პოზიციით, დაზარალებულმა შ------ ა---------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ასევე არ მისცა ჩვენება ბ----- ა---------- მისი შვილის საწინააღმდეგოდ, რაც არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ ე-–---- ა--------- არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.
სასამართლომ დაადგინა:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; შესაბამისად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------- უ----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი ე-–---- ა---------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ე-- ბ--–-------- (მ--------–-- შ------------–---------------–-----------------–-) რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 14 მაისს, მ--------–-- რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება შ------ ა---------ს მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ძირითადი გ-----------–ი იყო ე-–----- ბ---–-----, რომლის მითითებითაც მან მოახდინა მოწმე, შ------ ა---------ს ვიზუალური დათვალიერება (თანხმობა მიიღო დაზარალებულისგან), თუმცა სანამ ვიზუალურ დათვალიერებას ჩაუტარებდა მოხდა მასთან გასაუბრება, რა დროსაც დაზარალებულმა განუმარტა, რომ დაზიანებები მიყენებული ჰქონდა მეუღლის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის გზით, ამის გამო მან თვითმკვლელობაც კი სცადა რის გამო საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი. თანხმობის შემდეგ მოხდა ვიზუალური დათვალიერება. მას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა მკლავზე იღლიასთან, სხვა სახის დაზიანება ვიზუალურად არ აღენიშნებოდა, თუმცა დაზარალებულმა განუმარტა, რომ მეუღლემ მას თავის არეშიც დაარტყა და ვინაიდან მას დაზიანება თავის არეში არ ჰქონდა ოქმში არ დაუფიქსირებია. ვიზუალური დათვალიერების გარდა მას სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ო----- ქ------ განმარტა, რომ მუშაობს შ--------------------––-“ გა-----------–-------–---------------–---------------------------------–-------–---–------------------------–------- შესაბამისად მუშაობს ორ პოზიციაზე: გ------------–-------------------ი, რომელსაც ახორციელებს სამუშაო საათებში, 17:00 სთ-მდე, ხოლო ყოველ მეოთხე დღეს ან-----------–-----------------–---- (რომლის სერთიფიკატიც გააჩნია). საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ, მიმდინარე წლის 14 მაისს, 14:04 საათზე, კლინიკაში სასწრაფო დახმარეების ბრიგადის მეშვეობით მიიყვნეს პაციენტი შ------ ა---------, როგორც სასწრაფოს ბარათში იყო მითითებული, პაციენტს ჰქონდა დალეული ეგრედწოდებული „------- რომელიც მიეკუთვნება ფოსფორორგანული ნივთიერებების ჯგუფს და იწვევს ძალიან ცუდ მოწამვლას. სასწრაფოს ექიმების თქმით და ახლობლების გადმოცემით დაზარალებულმა დალია შხამი, სუიციდის მიზნით და ამიტომ იყო უგონო მდგომარეობაში. პაციენტი მიიღეს შოკის დარბაზში, აიყვანეს მონიტორზე, გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა დაუზუსტებელი ნერვოზული აშლილობა, კერძოდ ისტერია (აღნიშნული მის კომპეტენციაში არ შედის და ამიტომ დასვა დაუზუსტებელი დიაგნოზი, ეს ფსიქიატრების და ფსიქოლოგების კომპეტენციაა), ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ისტერიაა, რომლსაც შეუძლია გამოიწვიოს სტუკური აშლილობა, რომელიც სულიერი მექანიზმებია და არა ორგანული, ამავე დროს უპირობო რეფლექსები იყო შენარჩუნებული, სუნიც არ იგრძნობოდა. დაზარალებულს ამოურეცხეს კუჭი, მალევე გამოვიდა შოკური მდგომარეობიდან. ორგანული დაზიანება, რომელიც გამოიწვევდა ფოსფორორგანული ნივთიერების დალევა ამ პაციენტს არ ჰქონდა, შესაბამისად დასვა დიაგნოზიც და გაწერა სახლში. პაციენტმა გონზე მოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მოიტყუა იმის გამო, რომ ოჯახის რომელიღაც წევრთან მოუვიდა შელაპარაკება, და/რომ აღნიშნული ნივთიერება არ დაულევია. (მოწმეს ჰქონდა ენობრივი ბარიერი და დაზარალებულის ნათქვამი კლინიკაში მომუშავე ა--------------–- ეროვნების პერსონალისგან გაიგო.)
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე დ----------------–---–---------------- განაცხადა, რომ მუშაობს ს----------–----–------------------------------------------------------–--------------------------------------–--------------------------–---------------------–--------------- აღნიშნული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი აქვს დათვალიერებული. კერძოდ, დაახლოებით მაისის შუა რიცხვებში ის და თავის მ-–----–----–--------–----- გავიდნენ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად, მ--------–-- რაიონ სოფელ ს----------–ი. სახლი იყო ორსართულიანი, ბეტონის ეზოთი. აივანზე იდო პლასტმასის ბოთლი შიგ არსებული, მუქი სითხით და სპეციფიკური სუნით, რომელიც ამოღებულ იქნა მათ მიერ, დაილუქა შესაბამისად, ოქმზე კი გაკეთდა ხელმოწერები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე ისეთი ნივთი ამოღებული არ იქნა. მისი განმარტებით დამსწრე პირმა, სავარაუდოს ოჯახის უფროსმა (ზუსტად არ ახსოვს), განაცხადა, რომ ამოღებული ბოთლი იყო ქალის საძინებელ ოთახში, რომელმაც სავარაუდოდ დალია აღნიშნული სითხე, რის გამოც გახდა ცუდად და გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ე-- ბ--–-------- არის პ---–-–-----------–-------–-, ხოლო დ----------------–---–- ე--------- რომლებიც მონაწილეობდნენ მოცემულ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში. ხსენებული მოწმეები მიუთითებენ თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ და ასევე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. აღნიშნულმა პირებმა სასამართლოს მიაწოდეს გამოძიების დროს მოწმეთა დაკითხვის პროცესში და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მათგან მიღებული (მოყოლილი) ინფორმაცია. არცერთი მათგანი ე-–---- ა---------ს მიერ შ------ ა---------ს მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ ძალადობის ფაქტს და შ------ ს---------- მიერ სავარაუდოდ თვითმკვლელობის ცდას არ შესწრებია, შესაბამისად აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი თვითონ არ არიან.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა----------–---------- (დაზარალებულის მამა) ჩვენებით, მის შვილსა და ბრალდებულს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთში არანაირი ჩხუბი და კამათი არ მომხდარა. საკუთარ სიძეს დადებით პიროვნებად ახასიათებს. როდესაც შეატყობინეს, რომ მისმა ქალიშვილმა დალია წამალი და წაიყვანეს საავადმყოფოში, იგი თავადაც მივიდა საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მის ქალიშვილს არანაირი წამალი არ ჰქონდა დალეული და ეს ყოველივე მხოლოდ მათ შესაშინებლად გააკეთა. ოჯახის წევრებს კი შეეშინდათ, რადგან გონება ჰქონდა დაკარგული და ამიტომ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ანალიზების ჩაბარების შემდეგ მისი ქალიშვილი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად და ვინაიდან ის მამა იყო თავადაც გაყვა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე---------------- ჩვენებით ის და ე-–---- ა--------- დაახლოებით ოთხი წელი იქნება რაც მეზობლები არიან და მასაც და მის მეუღლესაც იცნობს და დადებითადაც ახასიათებს. მისი ჩვენებით მეუღლეებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მათი სახლიდან ცემის ან რაიმე ჩხუბის ხმა არ გამოდიოდა . რაც შეეხება შხამის დალევის ფაქტს, ეს მან მომხდარიდან ორი დღის შემდეგ გაიგო. კერძოდ ის, რომ რძალს და დედამთილს შორის რაღაც სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა და დედამთილის შესაშინებლად გააკეთა ეს ყველაფერი. ამჟამად ისინი ერთ ოჯახად არიან და ერთად ცხოვრობენ.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ე-–---- ა---------ს მიერ მეუღლის-შ------ ა---------ს მიმართ 2019 წლის 14 მაისს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის და ე-–---- ა---------ს მიერ მისი მეუღლის შ------ ა---------ს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულ - შ------ ა---------ს და მოწმე ბ----- ა---------ს გამოკითხვის ოქმები, ხოლო ხსენებულმა მოწმეებმა პირველი ინსტანცის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს და დააფიქსირეს პოზიცია, რომ არ სურდათ სასამართლოსთვის ახლო ნათესავის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა.
საქმეში განთავსებული 2019 წლის 14 მაისს შედგენილი ოქმის თანახმად დგინდება, რომ შ------ ა---------მ კატეგორიული უარი განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე.
სსი-----–------------------–----------–-------------------–--------------------------------–-----------------–-–--------------------------------- თანახმად (ე--------- გ----------------–---–--: სამედიცინო საბუთების მონაცემებით შ------ ა---------ს 14.05.19წ. ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ბრალდების მხარის მტკიცებულებები: გ----------------–---–------–--------–--------------–---------------------------–---------–----------–------ მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო მოქმედებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა ის ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, ე-–---- ა---------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდე (დედობილი, მამობილი)ლი შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები და მათი ოჯახის წევრები, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ე-–---- ა--------- არის შ------ ა---------ს მეუღლე ანუ ისინი არიან ოჯახის წევრები.
თვითმკვლელობამდე მიყვანის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თვითმკვლელობამდე მიყვანა უნდა გამოიხატებოდეს მსხვერპლის მიმართ დამნაშავის მიერ რიგი არამართლზომიერი ქმედების ჩადენაში. თვითმკვლელობამდე მიყვანა შეიძლება განხორციელდეს სასტიკი მოპყრობით, პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით. იმისათვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება აუცილებელია, რომ აღნიშნული მუხლის დისპოზიციაში ჩამოყალიბებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს, ან შედეგის საფრთხეს შორის არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ ე-–---- ა---------- 2019 წლის 14 მაისს, უმიზეზოდ ცემა თავისი მეუღლე შ------ ა---------, რაც დაზარალებულმა სასტიკ მოპყრობად მიიღო და 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:15 საათზე ა----------ის ოჯახის კუთვნილ ნაკვეთში შენახული მომწამვლელი ნივთიერება ,,------ მიღების გზით სცადა თვითმკვლელობა. ხსენებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს თვითმკვლელობის ან მისი მცდელობის ფაქტის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმის ე-----------------–----- მიერ მიცემულ ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ შ------ ა---------ს გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა დაუზუსტებელი ნერვოზული აშლილობა, კერძოდ ისტერია. მან კატეგორიულად გამორიცხა შ------ ა---------ს მხრიდან რაიმე სახის მომწამვლელი ნივთიერების მიღების ფაქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მინიმუმ ერთი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
პალატას მიაჩნია, რომ ე-–---- ა---------ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118- ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, განსახილველ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. დაზარალებულმა შ------ ა---------მა და მოწმემ ბ----- ა---------- არ გააკეთეს განცხადება ე-–---- ა---------ს მიერ შ------ ა---------ს მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შესახებ და დააფიქსირეს პოზიცია, რომ არ სურდათ სასამართლოსთვის ახლო ნათესავის საწინააღდეგო ჩვენების მიცემა. სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს მოწმეების მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამასთან საქართველოს სსკ-ს 1261 მუხლის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა შ------ ა---------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო სს-------–-------------------–-----------–--------------------–----------------------------–-----------------–-–--------------------------------ს თანახმად კი შ------ ა---------ს ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მსჯელობას, თითქოსდა დაზარალებულის და მოწმის უარი არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ ე-–---- ა--------- არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები. დაზარალებულმა შ------ ა---------მა და მოწმემ ბ----- ა---------- არ გააკეთეს განცხადება, ე-–---- ა---------ს მიერ შ------ ა---------ს მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის შესახებ და დააფიქსირეს პოზიცია, რომ არ სურდათ სასამართლოსთვის ახლო ნათესავის საწინააღდეგო ჩვენების მიცემა. საქმეში განთავსებული 2019 წლის 14 მაისს შედგენილი ოქმის თანახმად დგინდება, რომ შ------ ა---------მ კატეგორიული უარი განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, პალატა ვერ გაიზიარებს იმ მოწმეთა ჩვენებებს რომლებიც მათზე მიწოდებული ინფორმაციის გადმოცემას ახდენენ. სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისთვის უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე. პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტი სასამართლოს მიერ ვერ იქნება გამოყენებული ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხის დასადგენად.
მოცემული გარემოებების გაანალიზებით ნათელია, რომ დაზარალებულის მხრიდან (რომელის მიერ მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ ინფორმაციის მიწოდება უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია) პალატისთვის არ მომხდარა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობის ქმედების კვალიფიკაციისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ. პალატა ზემო აღნიშნული დანაშაულების დასადასტურებლად ვერ გაიზიარებს სხვა მოწმეთა ირიბ ჩვენებებს, მაგალითად გ-----------–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ძირითადად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას დაფიქსირებული გარემოებებს ეხება, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა კი სასამართლოში არ დაადასტურა ე-–---- ა---------ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი. პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულისა და მოწმის გამოკითხვის ოქმები და საფუძვლად დაუდოს ე-–---- ა---------ს მიერ შ------ ა---------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტების დადგენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებით პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ე-–---- ა---------ს მიერ 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მ--------–-- რაიონის სოფელ ს----------–ი მდებარე, ე-–---- ა---------სა და შ------ ა---------ს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, შ------ ა---------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ასევე ვერ დადასტურდა, რომ შ------ ა---------მ სასტიკ მოპყრობად მიიღო ე-–---- ა---------ს ქმედება და 2019 წლის 14 მაისს, დაახლოებით 12:15 საათზე ა----------ის ოჯახის კუთვნილ ნაკვეთში შენახული მომწამვლელი ნივთიერება ,,------ მიღების გზით სცადა თვითმკვლელობა. პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს, რომ შ------ ა---------ზე ფიზიკურად იძალადა ე-–---- ა----------, შესაბამისად წარდგენილ ბრალდებებში ე-–---- ა--------- მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ამდენად, პალატამ შეაფასა საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ე-–---- ა---------ს დამნაშავედ ცნობისთვის არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რადგან სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118- ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი სასტიკი მოპყრობის განხორციელების ფაქტზე ე-–---- ა---------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ არის საკმარისი, ხოლო მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ე-–---- ა---------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------- უ----–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი ე-–---- ა---------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
ე-–---- ა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შ------ ა---------ს სისხლის ნიმუში და პლასტმასის ბოთლი შიგთავსით სითხით განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
გაუქმდეს მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის N12/3-19 განჩინებით ა----------–---------- კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მის. მ--------–-- რ---------------–----–------------------------------------------ ე-–---- ა---------ს მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის 10 000 ლარის ექვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ--------–-- რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------- უ----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ე-–---- ა--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 111,115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ე-–---- ა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გაუქმდეს მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის N12/3-19 განჩინებით ა----------–---------- კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მის. მ--------–-- რ---------------–----–----------------------------------------- ე-–---- ა---------ს მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის 10 000 ლარის ექვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა.
ე-–---- ა--------- აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შ------ ა---------ს სისხლის ნიმუში და პლასტმასის ბოთლი შიგთავსით სითხით განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი