განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2019
საქმის ნომერი
330210015001078746
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/5399-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი, 20-9 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - დ----- ჭ--–--ე;

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო---ა“;

მესამე პირი - ე--------–-----ე;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება;

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

შპს ,,ჩ----ას 1“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დ----- ჭ--–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ქონება ლიტ ,,ბ“ 5- კვ.მ, საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე შპს ,,ჩ----ას 1“-ს.

 

2. უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ქონება ლიტ ,,ბ“, 5- კვ.მ, საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, რეგისტრირებულია შპს ,,ჩ----ას 1“-ის საკუთრებად.

უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 22/0-/201-, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (ს.ფ. 17-18);

 

2.2. დ----- ჭ--–--ის საკუთრებაში არსებული, თბილისში ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ქონება (ლიტ ,,ბ“, 5-კვ.მ საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--) აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-3 წლის 19 აპრილის NA120-4228-0-6/00- განკარგულებით, აუქციონზე შეიძინა სს ,,ბითიეი ბანკმა“, ხოლო შემდგომ 201- წლის 22 იანვარს N22/0-/1--0- ნასყიდობის ხელშეკრულებით- შპს

,,ჩ----ას 1“-მა (20-3 წლის 19 აპრილის NA120-4228-0-6/00- განკარგულება ს.ფ.33, 201- წლის 22 იანვრის N22/0-/1--0- ნასყიდობის ხელშეკრულება ს.ფ. 34-36);

 

2.3. დ----- ჭ--–--ეს და კ----–-- დ---–-----ეს შორის 20-2 წლის 7 დეკემბერს დაიდო თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა თბილისში, ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ქონება- 90- კვ.მ მიწის ნაკვეთი, შენობა საერთო ფართით 312 კვ.მ და სარდაფი. შპს ,,ტოპოლაინ პლიუსის“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, მათ გამიჯნეს უძრავი ქონება, კერძოდ შეთანხმდნენ, რომ პოლიგონი 1- ლურჯი ფერით აღნიშნული 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღირიცხება კ----–-- დ---–-----ის საკუთრებად, პოლიგონი 3- ვარდისფრად აღნიშნული 30- კვ.მ მიწის ნაკვეთი - დ----- ჭ--–--ის საკუთრებად, ხოლო დანარჩენი 300 კვ.მ დარჩება საერთო საკუთრებაში, საიდანაც 166 კვ. წარმოადგენს დ----- ჭ--–--ის საკუთრებას, ხოლო 134 კვ.მ -კ----–-- დ---–-----ის საკუთრებას. შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით, შენობა 1/1-დან დაუშტრიხავი ფართი -137,6 კვ.მ აღირიცხება დ----- ჭ--–--ის საკუთრებად, ხოლო 88,7 კვ.მ - კ----–-- დ---–-----ის საკუთრებად, სარდაფი 61,1 კვ.მ აღირიცხება დ----- ჭ--–--ის საკუთრებად, 24,6 კვ.მ ფართი - კ----–-- დ---–-----ის საკუთრებად. აღნიშნული შეთანხმება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ არის (07.12. 20-2 წ. ხელშეკრულება ს.ფ.27-29, შპს ,,ტოპოლაინ პლიუსის“ მიერ შესრულებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ს.ფ. 25, შპს ,,ტოპოლაინ პლიუსის“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზი ს.ფ. 31-32, 10.07.20-7წ. სხდომის ოქმი)

 

3. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე უძრავ ქონებას (ლიტ ,,ბ“, 5- კვ.მ) საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- ფლობს მოპასუხე დ----- ჭ--–--ე. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას ფლობს კანონიერად (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 48-55, მოისმინეთ 10.07.20-7 წლის სხდომის ოქმი).

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტადგამოყენებას.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

4.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ქონება ლიტ ,,ბ“ 5- კვ.მ, საკადასტრო კოდით

0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, რეგისტრირებულია შპს ,,ჩ----ას 1“-ის საკუთრებად განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მოპასუხის განმარტებით, ის ფლობს 137 კვ.მ ფართს და გაურკვეველია რომელი ფართიდან ითხოვს მოსარჩელე მის გამოსახლებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-6 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი შეკითხვა: რამდენ კვადრატულ მეტრს შეადგენს N0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და ამავე ექსპერტიზის ფარგლებში უნდა

განხორციელებულიყო აღნიშნული ქონების აზომვა და შიდა აზომვითი ნახაზის შედგენა. 20-6 წლის 16 ნოემბერს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საქმე დაბრუნდა შეუსრულებელი სახით, ვინაიდან მოპასუხემ უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამდენად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მოსარჩელის მტკიცების ტვირთისგან გათავისუფლების საფუძველი და სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- ჭ--–--ე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებას 5- კვ.მ საცხოვრებელ ფართს ფლობს კანონიერი საფუძვლის გარეშე.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ჩ----ას 1“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. დ----- ჭ--–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას ქ. თბილისში, ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ქონება ლიტ ,,ბ“ 5- კვ.მ, საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.0--.0--.0-.5-- და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრეს.

 

5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

5.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ----- ჭ--–--ეს და კ----–-- დ---–-----ეს შორის უძრავი ნივთი ფაქტობრივად გამიჯნულია. უძრავი ნივთის გაყოფა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის.

 

5.2. გადაწყვეტილება ბუნდოვანია, რადგან დადგენილია, რომ რეალურად უძრავი ნივთის ფართი არის ბევრად მეტი, ვიდრე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შესაბამისად აპელანტისთვის გაუგებარია ლიტ „ბ“-ს რომელი 5- კვ.მ ფართიდან უნდა მოხდეს მისი გამოსახლება.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი =6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

6.2. დადგენილია, რომ დ----- ჭ--–--ის საკუთრებაში არსებული, თბილისში ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ქონება (ლიტ ,,ბ“, 5- კვ.მ საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--) აღსრულების ეროვნული ბიუროს 20-3 წლის 19 აპრილის NA120-4228-0-6/00- განკარგულებით, აუქციონზე შეიძინა სს ,,ბითიეი ბანკმა“, ხოლო შემდგომ 201- წლის 22 იანვარს N22/0-/1--0- ნასყიდობის ხელშეკრულებით - შპს ,,ჩ----ას 1“-მა (20-3 წლის 19 აპრილის NA120-4228-0-6/00- განკარგულება ს.ფ.33, 201- წლის 22 იანვრის N22/0-/1--0- ნასყიდობის ხელშეკრულება ს.ფ. 34-36);

 

6.3. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელე შპს „ჩ----ას 1“-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ო---ა“ (ს/კ 4--------), ხოლო მესამე პირის - კ----–-- დ---–-----ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ე--------–-----ე.

 

მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის მდებარე: ქ. თბილისში, ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე ლიტ ,,ბ“, 5- კვ.მ, საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე უკანონოდ ფლობს სადავო უძრავ ქონებას და მოსარჩელეს არ აძლევს აღნიშნული ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

6.4. 2019 წლის 08 აპრილს ე--------–-----ეს და შპს „ო---ას“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების გამიჯვნის ხელშეკრულება და მის საფუძველზე მოხდა საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაცია. კერძოდ, 20-9 წლის 21 მარტის საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ა-----–--ის გ------–--–ი N1-ში მდებარე უძრავი ქონება ლიტ ,,ბ“, 5- კვ.მ, საკადასტრო კოდით 0-.1-.0-.0--.0--.0-.5--, რეგისტრირებულია შპს „ო---ას“ საკუთრებად. ამავე წლის 29 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ თბილისის, ა-----–--ის გ------–--–ი N1, საკადასტრო კოდით N0-.1-.0-.0--.0-8 წარმოადგენს მესამე პირის - ე--------–-----ის საკუთრებას, ხოლო ამავე წლის 29 მაისის ამონაწერით ირკვევა, რომ თბილისი, ა-----–--ის გ------–--–ი N1, ს/კ N0-.1-.0-.0--.0-7 წარმოადგენს შპს „ო---ას“ და ე--------–-----ის საკუთრებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. შესაბამისად, პალატა დადგენილად მიიჩნევს მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უკანონოდ ფლობის ფაქტს. მოპასუხე ვერ იქნება მიჩნეული სადავო უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელად. აღნიშნული გარემოებები კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს, მიაჩნია, რომ აღნიშნული არგუმენტები საფუძველს მოკლებულია და ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე განჩინებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა სასამართლო განჩინებით საქმეზე დანიშნული საინჟინრო ექსპერტიზის საფასურის- 440 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული საფასურის გადახდა უნდა დაეკისროს აპელანტს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- ჭ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. დ----- ჭ--–--ეს შპს „ო---ას“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო სასამართლოში გადახდილი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის საფასურის - 440 ლარის ანაზღაურება.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი