განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 090100118002738145
საქმე №1/ბ-502-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მ---------------–------------------–------------------------------------- მ----------–--–-–---–ი;
გამართლებული: დ------------–--ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა-------–---------------–---------–ი;
ადვოკატი: გ------------–---–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ------------–--ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის13 აგვისტოს N1----- ბრძანებით, ი/მ დ------------–--ის მიერ, 9350 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი მერქნული რესურსის მოჭრა განისაზღვრა ნ------–-----ის სატყეოს N1 კვარტალში, 134 ჰექტარ ფართობზე და შესაბამისად, გაიცა ლიცენზია N1------. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 13 აგვისტოდან 2015 წლის 07 ივნისამდე;
N1------ ლიცენზიით დადგენილ ვადაში დ------------–--ემ აითვისა 4249 კუბური მეტრი წიწვოვანი და ფოთლოვანი მერქანი, ხოლო ლიცენზიით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ 2015 წლის 07 ივნისიდან 2015 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით, უკანონოდ მოჭრა 2316.905 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის ხე–ტყე, რითაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 254 859.55 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, დ------------–--ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენით: ბრალდებული დ----- არქიფოს ძე ჯ----–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა; გაუქმდა ბრალდებულ დ------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დადგინდა, რომ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს. გამართლებულ დ------------–--ეს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი; დადგინდა, რომ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი CD დისკი, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ------------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ------–--–--------ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, დ------------–--ის დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში და არა ცალ-ცალკე, წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ადასტურებს პირის ბრალეულობას. ბრალდების მხარის მითითებით, დ------------–--ის მხრიდან ნამდვილად აქვს ადგილი ლიცენზიის ვადის გასვლის შემდგომ ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვას. დაცვის მხარეს არცერთ ეტაპზე რაიმე მტკიცებულება იმის უარსაყოფად, რომ N100025 ლიცენზიაში მითითებული შეუსაბამობა გაცემის თარიღსა და ვადის ათლას შორის დ------------–--ის მიერ იქნა გაპროტესტებული, არ წარმოუდგენია და შემოიფარგლა მხოლოდ ბრალდებულის განმარტებით, რომელიც არ არის შეზღუდული მის მიმართ წარდგენილი ბრალდების უარყოფით და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზნით იძლევა ინფორმაციას, რომელიც მისთვის არის ხელსაყრელი. ბრალდების მხარის მითითებით, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 13 აგვისტოს N1----- ბრძანებით ლიცენზიის მოქმედების ვადა დარჩა იგივე, რაც მითითებული იყო N1------ ლიცენზიაში და N1------ ახალ ლიცენზიაში, მიუხედავად იმისა, რომ მითითებულია მოქმედების ვადა 03 წელი, ვადის ათვლა იწყება N1------ ძველ ლიცენზიაში მითითებული თარიღით, ე.ი. 2012 წლის 06 ივნისიდან, რაც ამ სახით დაფიქსირდა კიდეც N1------ ლიცენზიაში.
დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა, ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ----------–--–-–---–მა, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა დ------------–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------------–---–---მ ითხოვეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ი/მ დ------------–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა დაზარალებულის წარმომადგენლის პ-------------ის, ბ---------–-–---–ის, ლ-----------–--–-–---–ის, დ--–---------–---–ის, ბ-------------ის, ი-----–-----------–---–ის, გ-----------------ის, ს----------------ის, მ------------ის, დ-------------–--ის, გ-------–--------ის, ზ-------------–--ის ჩვენებები, დოკუმენტების დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშების ოქმი, ბრძანებები, მიმართვები შესაბამისი პასუხებით. ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები N1------ და N 1------.
დაცვის მხარის მიერ ბრალდებულის ქმედების შესაფასებლად სასამართლოს წარედგინა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2015 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დეკლარაციები, დამატებითი ღირებულების გადასახადის 2015 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დეკლარაციები, 2015 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, განცხადება ი/მ ,,დ------------–--ის მიერ წლიური დღგ-ს ჯამური ბალანსის ბრუნვის გამოთხოვაზე, ი/მ ,,დ------------–--ეზე“ 2012 წლის 5 ივლისიდან, 2012 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ი/მ ,,დ------------–--ეზე“ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ფირნიშები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს/გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსის ლ-–----------ის 2015 წლის 08 სექტემბრის წერილი ი/მ ,,დ------------–--ეს“ და მეწარმის 2015 წლის 15 სექტემბრის პასუხი ამ წერილზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურიდან თ-------------------ის 2015 წლის 31 აგვისტოს წერილი ი/მ ,,დ----- ჯ----–--ეს“, 2015 წლის 10 სექტემბრის აქტი, ი/მ ,,დ------------–--ის“ 2012 წლის 31 აგვისტოს განცხადება სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოსადმი, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 10 სექტემბრის N08-10/1496 წერილი ი/მ ,,დ------------–--ეს“, ი/მ ,,დ------------–--ის“ 2018 წლის 21 ნოემბრის განცხადება გარემოსდაცვითი დეპარტამენტის უფროსის ი-----–---------–---–ისადმი, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისები ელექტრონული ბაზიდან, ამბროლაურის რაიონის სოფელ ნ------–-----ის 2014 წლის 5 ივლისის შემოწმების აქტი, 2017 წლის 29 სექტემბრის ტყეკაფის გაუქმების აქტი, ექსპერტ ედ--------------ის დასკვნა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის გ---------------–---–ის 2012 წლის 13 აგვისტოს N1----- ბრძანება, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის N4---- დადგენილება ი/მ ,,დ------------–--ი“-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ, 2012 წლის 6 ივნისის N1------ ლიცენზია, 2012 წლის 13 აგვისტოს N1------ ლიცენზია, დ--–---------–---–ის, ი-----–-----------–---–ის, პ-------------ის, დ------------–--ის ჩვენებები.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგ:
სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება და სადავო არ არის ის გარემოება, რომ დ------------–--ე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.
ბრალდებულმა დ------------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2012 წლის მაისში მონაწილეობა მიიღო ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ აუქციონში, გაიმარჯვა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა სალიცენზიო მოსაკრებელი 185 000 ლარი. 2012 წლის 6 ივნისს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე გაიცა ლიცენზია N1------, სამი წლის ვადით ა-------–---------ატყეოს ს----ის სატყეოს N41 კვარტალში ხე-ტყის მოსაპოვებლად. სათანადო აქტის საფუძველზე, სატყეო სამმართველოს წარმომადგენელთა მიერ მოხდა გადაბარება, შეადგინა ფონდის ათვისების გეგმა, რომელიც შეთანხმდა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსთან გ------ი მ-----–---–თან. დაიქირავა ტექნიკა და გააკეთა ტყე-კაფში მისასვლელი გზები, რაშიც გადაიხადა 35 000 ლარი. სამუშაოს დაწყებიდან ერთ თვეში დაიბარეს საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, სადაც შეხვდა მინისტრის მოადგილეს ნ------------ეს, სააგენტოს სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად. უთხრეს, რომ მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე, რადგან იყო წინასაარჩევნო პერიოდი, უნდა დაეტოვებიდა ს----ის სატყეოს N41 კვარტალი. მოითხოვა მის მიერ გადახილი 185 000 ლარის უკან დაბრუნება და ტყე-კაფისათვის მოსამზადებლად გაწეული ხარჯის - 35 000 ლარის ანაზღაურება, რაზედაც უარი განუცხადეს და შესთავაზეს ნ------–-----ის სატყეოს კვარტლები, რაზედაც მისცემდნენ ახალ ლიცენზიას. ვინაიდან, თანხის დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობდა და აღებული ჰქონდა დიდი კრედიტი, იძულებული გახდა შეთავაზებას დათანხმებოდა. ა-------–---------ატყეოს უფროსთან ერთად შეარჩიეს ნ------–-----ის სატყეოს მე-11 კვარტალი. 2012 წლის 9 აგვისტოს N2-- ბრძანებისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 13 აგვისტოს N1----- ბრძანების საფუძველზე, მიეცა სრულიად ახალი ლიცენზია N1------, რომელშიც განისაზღვრა ლიცენზიის სამოქმედო ვადა 3 (სამი) წელი. N1----- ბრძანებით დაევალა ჩაებარებინა სააგენტოსათვის ძველი, N1------ ლიცენზია, რადგან ამ ბრძანებამ ის გააუქმა და რაიმე ცვლილება ძველ ლიცენზიაში არ შესულა. 2012 წლის 13 აგვისტოს აქტით, ახალი ლიცენზიით მიეცა 134 ჰექტარი ტყის ფართობი, სულ სხვა უბანზე, სხვა მერქნული რესურსით, ნაცვლად უფრო ღირებული ფოთლოვანისა-წიწვოვანით (ფოთლოვანი კუბური მეტრი 50 ლარი ღირს, ხოლო წიწვოვანი 20 ლარი) და განესაზღვრა ვადა, რომ სამი წლის განმავლობაში უნდა აეთვისებინა 9 350 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის მერქანი, წლიურად 3117 კუბური მეტრი. გაიყვანა გზა 35 კილომეტრი, გასწია 55 000 ლარის სამუშაო. 2012 წლის 10 სექტემბერს წარადგინა გამოყოფილი ტყის ფონდის ათვისების ახალი გენერალური გეგმა, რომელიც დამტკიცდა. ა-------–---------ატყეომ ტყეში არ შეუშვა 2012 წლის 18 დეკემბრამდე, როცა იქ შესვლა შეუძლებელი იყო და მუშაობა დაიწყო 2013 წლის თებერვალში. 2012 წლის 13 აგვისტოს ლიცენზია მიიღო 22 სექტემბერს, ყურადღება მიაქცია მეორე ლიცენზიაში ლიცენზიის გაცემის დროს, ხანგრძლივობას და დამთავრების თარიღს, რომ ნაცვლად 2015 წლის 13 აგვისტოსი, მითითებული იყო 2015 წლის 7 ივნისი, რის გამოც ეახლა გ------ი მ-----–---–ს, რომელმაც აუხსნა, რომ ტექნიკური შეცდომა იყო პრობლემა არ შეექმნებოდა და იმუშავებდა ლიცენზიაში მითითებული გაცემის თარიღიდან 3 წელი, 2015 წლის 13 აგვისტოს ღამის 12 საათამდე. ლიცენზიის, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის შეცვლა კი შეუძლებელი იყო. ლიცენზიის მოთხოვნებს ასრულებდა პირნათლად. 2014 წლის ივლისში შეამოწმა გარემოს დაცვის კომისიამ, ხოლო 2015 წლის 10 სექტემბერს ა-------–---------ატყეომ და არც ერთი მათგანისაგან რაიმე მითითება ან ინფორმაცია არ მიუღია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ ცენტრალური სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსი ინსპექტორის გ-----------------ის ხელმოწერით, 2015 წლის 02 სექტემბერს შედგა ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმი, ფირნიშიანი მორის მოცულობის პარამეტრში დარღვევის გამო და სასამართლოს მიერ დაედო ადმინისტრაციული სახდელი 1000 ლარი, რაც გადაიხადა. ასევე, 2015 წლის 03 აგვისტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დარღვევის გამო კვლავ შეუდგინეს ოქმი და კვლავ დაჯარიმდა სასამართლოს მიერ. N1------ ლიცენზიის მოქმედების ვადა 3 წელი არ დაურღვევია და შესაბამისად სამუშაოები დაასრულა 2015 წლის 13 აგვისტოს. ედავებიან 6 ივნისიდან 13 აგვისტომდე პერიოდს, როცა ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში, ელექტრონულ ბაზაში შეჰქონდა მონაცემები, ბაზას აკონტროლებს სპეციალური სამსახურის 50 ადამიანი. ყოველი თვის 10 რიცხვში ჩაჰქონდა ქუთაისში და აბარებდა ყოველ ფურცელს და ფიშკას. იხდიდა გადასახადებს, რამაც სადავო პერიოდში შეადგინა 51 000 ლარი, ორჯერ დაჯარიმდა. ჯარიმასთან ელექტრონული ბაზა არის კავშირში, კეთდება ანალიზი და იშიფრება ყველაფერი, შესაბამისად ვადის დარღვევას შენიშნავდნენ, თუ ასეთს მისი მხრიდან ადგილი ექნებოდა. 13 აგვისტოს შედმგომ მორჩენილი ფირნიშები ჩაიტანა. 2015 წლის 7 სექტემბერს, მივიდა წერილი ტყის გადაბარებაზე. შეიქმნა კომისია. ყველა პროცედურა დაიცვა, შემოწმდა ოთხივე ტყე-კაფი, დაფიქსირდა მხოლოდ უკანონოდ მოჭრილი 4-5 ძირი ხე, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც რაიმე შენიშვნა არ დაფიქსირებულა უკანონო ჭრების თაობაზე. სადავო პერიოდში ორჯერ მიიღო როგორც ხე-ტყის დოკუმენტი, ისე ფირნიშები. იმუშავა 2 წელი, 7 თვე და 23 დღე, ნაცვლად 3 წლისა. ხელისუფლება შეიცვალა. მ-----–---–ი, ე------ე, ხ---------ი წავიდნენ, დაინიშნა ახალი ხელმძღვანელობა. მის მიერ გადახდილი თანხის დაკარგვის საფრთხე რომ არა, ახალ ტყე-კაფს, დამატებითი ხარჯებითა და შეცვლილი მერქნული რესურსით არ დათანხმდებოდა. 2015 წლის 7 ივნისიდან, 2015 წლის 13 აგვისტომდე, კანონიერად მოჭრა პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ხე-ტყე რომლის საერთო ღიებულებამ შეადგინა 25 529 ლარი. საერთოდ ლიცენზიით გათვალისწინებული 9350 კუბური მეტრის ნაცვლად მოჭრა 6566 კუბური მეტრი, ლიცენზიით გათვალისწინებულზე 2784 კუბური მეტრით ნაკლები.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. ბრალის აღიარება ბრალდებულის უფლებაა და არა მოვალეობა, მისი ჩვენება კი ნაკარნახევია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების გრძნობით, ამიტომ ბრალდებულის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, რადგან ის პასუხს არ აგებს ცრუ ჩვენების ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა პ-------------ემ განმარტა, რომ იცის ის, რაც საგამოძიებო ორგანოში უთხრეს. არაფერი იცის ტყეკაფის ჩაბარების შესახებ შენიშვნებით თუ შენიშვნების გარეშე, მათი სამსახურის მხრიდან რაიმე დარღვევაზე რეაგირება არ ყოფილა დ------------–--ის მიმართ, არ იცის დ------------–--ის მიერ სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების ვადების შესახებ, არც ის იცის დ------------–--ე საქმიანობდა თუ არა უკანონოდ, პოლიციისგან ინფორმაციის მიღებამდე არ იცოდა მისი უწყება დაზარალებული იყო თუ არა.
დ------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ვერ გამოდგება ბრალდების მხარის მოწმეების: ბ-------------ის, ბ---------–-–---–ის, ლ---------–--–-–---–ის, ასევე, გ-------–--------ისა და ზ-------------–--ის ჩვენებები, ვინაიდან არ არის რაიმე ინფორმაციის შემცველი N1------ ლიცენზიით გათვალისწინებული ვადის დარღვევასთან დაკავშირებით. ბრალდება კი დ------------–--ეს მხოლოდ მითითებული ლიცენზიით გათვალისწინებული ვადის დარღვევით გამოწვეულ ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მოწმის სახით დაკითხულმა დ--–---------–---–მა (გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურისა გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების მთავარი ინსპექტორი), განმარტა, რომ მუშაობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დასავლეთის რეგიონულ სამმართველოში. 2015 წლის აგვისტოს ბოლოს შევიდა წერილი სადაც მითითებული იყო მეწარმე დ------------–--ემ, რომელიც ფლობდა ლიცენზიას ამბროლაურის ტერიტორიაზე სატყეო უბნაში, დაამთავრა ლიცენზიით გათვალისწინებული ვადა და არ აქვს ტერიტორია ჩაბარებული. ითხოვდნენ ღონისძიების გატარებას. დაეწერა მას და დაიწყო მოკვლევა. გაარკვია რომ გაცემული იყო ლიცენზია 2012 წლის 6 ივნისს და შემდეგ შევიდა ცვლილება, გაიცა ახალი ლიცენზია 3 წლის ვადით. პირადად ჩათვალა რომ აგვისტომდე იყო ვადა. ბრძანება გაცემული იყო აგვისტოში. მოიძია ლიცენზია და აღმოჩნდა რომ ჯ----–--ეს ლიცენზიის ვადა უმთავრდებოდა 2015 წლის 6 ივნისს. 6 ივნისის შემდეგ მოპოვებული ხე-ტყე ჩაითვალა უკანონოდ. დაითვალა ზიანი, აღმოჩნდა რომ იყო მნიშვნელოვანი და გადაიგზავნა პროკურატურაში მოკვლევისათვის დოკუმენტები. ზიანი გამოიანგარიშება მოცულობის მიხედვით. მოპოვებული რაოდენობა მრავლდება ხუთმაგ ოდენობაზე და გამოვიდა 254,856 ლარი. ტექნიკური რეგლამენტის ზიანის გათვლის მეთოდიკის მიხედვით მოხდა ზიანის გამოანგარიშება.
მოწმის სახით დაკითხულმა, ე-----------------ემ (დამოუკიდებელი ექსპერტი, 40 წლის დარგის სპეციალისტად და 15 წლის ექსპერტად მუშაობის გამოცდილებით) განმარტა, რომ დ------------–--ეზე გაცემულია ორი ლიცენზია, თითოეული სამწლიანი ვადით. პირველი - 2012 წლის 7 ივნისს და მეორე - 2012 წლის 13 აგვისტოს, 2015 წლის 13 აგვისტომდე ვადით. მეორე ლიცენზიაში სავარაუდოდ არის შეცდომა, ვინაიდან მეორე ლიცენზიაში დამთავრების თარიღად მითითებულია არა 13 აგვისტო, არამედ 7 ივნისი. ორივე ლიცენზიაში ხე-ტყის ერთი და იგივე რაოდენობის მოპოვების უფლება იყო გაცემული. მეორე ლიცენზიით მოჭრილია გათვალისწინებულზე ერთი მესამედით ნაკლები. ორივე ლიცენზიით, ჯამში მოჭრილი ხეების რაოდენობის გაერთიანების შემთხვევაშიც კი მოჭრილი ხეების რაოდენობას ბევრად აღემატება ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაჭრელი ხეების რაოდენობა. 2015 წლის 7 ივნისიდან, 2015 წლის 13 აგვისტომდე, სადავო პერიოდში მოჭრილი ხეების რაოდენობა შეადგენს 2302.17 კუბურ მეტრს და მოიცავს სამივე კატეგორიას. პირველი კატეგორიის ხე-ტყის ფასია 22 ლარი, მეორე და მესამე კატეგორიის ხე-ტყის - 9 ლარი. მოჭრილი ხეების ღირებულება ჯამში შეადგენს 25 529.53 ლარს. მანვე მიუთითა, რომ პროკურატურას მასალის ოდენობის გაანგარიშებაში ცდომილება აქვს მხოლოდ 14.73 კუბური მეტრი, მაგრამ ზარალის გაანგარიშებაში სხვაობა დიდია, რაც გამოწვეულია იმით, რომ დათვლილი ხე-ტყე პირველი კატეგორიის მასალადაა მიჩნეული, მაშინ როცა სახეზე იყო სამივე კატეგორიის მასალა. ექსპერტმა განმარტა, რომ მის მიერ შედგენილი დასკვნის ეს ნაწილი აღებულია ელექტრონული ბაზებიდან, შემოსავლების სამსახურის ამონაწერებიდან, საგადასახადო დოკუმენტაციიდან. ვადებთან დაკავშირებით, ახალი ლიცენზიით დ------------–--ემ რეალურად იმუშავა 2 წელი, 7 თვე და 17 დღე. მას გაუცდინეს 127 დღე, ვინაიდან ი/მ დ------------–--ეს სახელმწიფომ ახალი N1------ ლიცენზიის გაცემის შემდგომ საქმიანობის უფლება მისცა 2012 წლის 18 დეკემბერს. 2015 წლის 7 ივნისიდან, 2015 წლის 13 აგვისტომდე შუალედში დ------------–--ე იხდიდა აღნიშნული საქმიანობიდან გადასახადებს, კერძოდ, სადავო პერიოდში გადახდილი აქვს 51 937 ლარი. დავასა და ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ დ------------–--ე იყო კეთილსინდისიერი მეწარმე სუბიექტი, რომელიც გულისხმიერებით ეკიდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. არც ერთი ხე-მასალა არ მოუპოვებია სათანადო ფირნიშისა და ნებართვის გარეშე, მის მიერ ათვისებული მასალის შესახებ ელექტრონულ ბაზაში ტვირთავდა მონაცემებს ყოველ 48 საათში 2015 წლის 7 ივნისის შემდგომაც, 2015 წლის 13 აგვისტომდე და მოჭრილი და რეალიზებული მასალის შესაბამისად იხდიდა გადასახადებს, რამაც სადავო პერიოდში შეადგინა 51 937 ლარი. არაგონივრულია მოსაზრების გამოთქმაც კი, რომ ბრალდებულმა დ------------–--ემ დაარღვია ლიცენზიით გათვალისწინებული ხე-ტყის რესურსის მოპოვების ვადა, მაშინ როცა N1------ ლიცენზიაში გარკვევითაა მითითებული მისი გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა - 3 წელი, რაც მოიცავს დროის მონაკვეთს 2012 წლის 13 აგვისტოდან, 2015 წლის 13 აგვისტომდე, შესაბამისად, ამ ლიცენზიაში ვადის გამოთვლის შემდგომ 2015 წლის 7 ივნისის მითითება არის მხოლოდ მექანიკური შეცდომა და არა ვადა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულებისა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის განაჩენით სწორად არის დადგენილი, რომ დ----- ჯ----–--ე იყო კეთილსინდისიერი მეწარმე სუბიექტი, რომელიც გულისხმიერებით ეკიდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. არც ერთი ხე-მასალა არ მოუპოვებია სათანადო ფირნიშისა და ნებართვის გარეშე, მის მიერ ათვისებული მასალის შესახებ ელექტრონულ ბაზაში ტვირთავდა მონაცემებს ყოველ 48 საათში 2015 წლის 7 ივნისის შემდგომაც, 2015 წლის 13 აგვისტომდე და მოჭრილი და რეალიზებული მასალის შესაბამისად იხდიდა გადასახადებს, რამაც სადავო პერიოდში შეადგინა 51 937 ლარი. ამასთან, არაგონივრულია მოსაზრების გამოთქმა, რომ ბრალდებულმა დ------------–--ემ დაარღვია ლიცენზიით გათვალისწინებული ხე-ტყის რესურსის მოპოვების ვადა, მაშინ როცა N1------ ლიცენზიაში გარკვევითაა მითითებული მისი გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა - 3 წელი, რაც მოიცავს დროის მონაკვეთს 2012 წლის 13 აგვისტოდან, 2015 წლის 13 აგვისტომდე, შესაბამისად, ამ ლიცენზიაში ვადის გამოთვლის შემდგომ 2015 წლის 7 ივნისის მითითება არის მხოლოდ მექანიკური შეცდომა და არა ვადა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულებისა.
აღნიშნულთან მიმართებით, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს დ------------–--ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ------------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.
პალატა მიუთითებს, რომ, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლით ი/მ დ------------–--ის მსჯავრდებისთვის სავალდებულოა სასამართლომ განსაზღვროს ხე-ტყის დამზადების სპეციალური N1------ ლიცენზიით გათვალისწინებული რა პირობები დაარღვია მან.
ბრალდების მხარის პოზიციით, დ------------–--ემ დაარღვია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ 2012 წლის 13 აგვისტოს ინდ. მეწარმე დ------------–--ეზე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური N1------ ლიცენზიის მოქმედების ვადა, რომელიც განსაზღვრული იყო 2012 წლის 13 აგვისტოდან 2015 წლის 07 ივნისამდე. ლიცენზიით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ (2015 წლის 07 ივნისიდან 2015 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით უკანონოდ მოჭრა 2316,905 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის ხე-ტყე, რიტაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 254859.55 ლარი, რასაც პალატა არ იზიარებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის ი/მ დ------------–--ეზე ხე ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ N1---- ბრძანებით დადგინდა, რომ ი/მ დ------------–--ეზე გაიცეს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამმართველოს, ა-------–---------ატყეო უბნის, ს----ის სატყეოს N41 კვარტალში ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიზენცია 3 წლის ვადით (2012 წლის 6 ივნისის N1---- ბრძანებაში მითითებული პირობების გათვალისწინებით).
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის N1---- ბრძანების საფუძველზე, ი/მ დ------------–--ეზე გაიცა ხე-ტყის დამზადების სპეციალური N1------ ლიცენზია ა-------–---------ატყეო უბნის ს----ის სატყეოს N41 კვარტალში, მთლიანი ფართობი 290 ჰა, 9 350 კუბური მეტრი წიწვოვანი (სოჭი, ნაძვი - 8715 მ3) და ფოთლოვანი (წიფელი - 635 მ3) მერქნული რესურსის მოჭრის მიზნით 3 წლის ვადით - 2015 წლის 07 ივნისამდე.
პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 13 აგვისტოს N1----- ბრძანების (რომელიც შეეხება „ი/მ დ------------–--ეზე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის N1---- ბრძანებაში ცვლილების შეტანას) პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ „ი/მ დ------------–--ეზე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის N1---- ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გაიცეს ი/მ დ------------–--ეზე სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამმართველოს, ა-------–---------ატყეო უბნის, ნ------–-----ის სატყეოს N11 კვარტალში ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია 3 წლის ვადით (2012 წლის 13 აგვისტოს N1----- ბრძანებაში მითითებული პირობების გათვალისწინებით).
დადგენილია, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის N1---- და2012 წლის12 აგვისტოს N1----- ბრძანებების საფუძველზე, 2012 წლის 13 აგვისტოს ი/მ დ------------–--ეზე გაიცა ხე-ტყის დამზადების სპეციალური N1------ ლიცენზია ა-------–---------ატყეო უბნის, ნ------–-----ის სატყეოს N11 კვარტალში, 134 ჰა ფართობზე, 9350 კუბური მეტრი წიწვოვანი (სოჭი, ნაძვი - 8715 მ3) და ფოთლოვანი (წიფელი - 635 მ3) მერქნული რესურსის მოჭრის მიზნით. ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 03 წელი (13.08.2012 – 07.06.2015).
ამდენად, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 13 აგვისტოს N1----- ბრძანებით ცვლილება შევიდა არა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის ი/მ დ------------–--ეზე გაცემულ ხე-ტყის დამზადების სპეციალურ N1------ ლიცენზიაში, არამედ „ი/მ დ------------–--ეზე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 6 ივნისის N1---- ბრძანებაში და შეიცვალა ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის მდებარეობა და ფართობი, რის შესაბამისადაც, 2012 წლის 13 აგვისტოს ი/მ დ------------–--ეზე გაიცა ხე-ტყის დამზადების სპეციალური N1------ ლიცენზია, რომლის მოქმედების ვადა, 2012 წლის 13 აგვისტოს N1----- ბრძანების შესაბამისად განისაზღვრა - 03 წლით.
შესაბამისად, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ როგორც მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ დ------------–--ის განმარტებით, ასევე დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის 2015 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დეკლარაციებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის 2015 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის დეკლარაციებით, 2015 წლის ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვის საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ი/მ ,,დ------------–--ეზე“ 2012 წლის 5 ივლისიდან, 2012 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით, ი/მ ,,დ------------–--ეზე“ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემული ფირნიშებით, 2015 წლის 10 სექტემბრის აქტით, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისებით ელექტრონული ბაზიდან, ამბროლაურის რაიონის სოფელ ნ------–-----ის 2014 წლის 5 ივლისის შემოწმების აქტი, 2017 წლის 29 სექტემბრის ტყეკაფის გაუქმების აქტით, ექსპერტ ედ--------------ის დასკვნით და სასამართლოზე მიცემული ჩვენებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის N4---- დადგენილებით ი/მ დ------------–--ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ, დადგენილია, რომ ბრალდებული დ----- ჯ----–--ე სადავო პერიოდში როგორც მეწარმე სუბიექტი ჯარიმდებოდა ადმინისტრაციული წესით სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტემანტისაგან შედგენილი ოქმების საფუძველზე და ამ უწყებას რაიმე პრეტენზია მის მიერ სალიცენზიო ვადის დარღვევისათვის არ გასჩენია, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ ის იყო ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც სადანადო ლიცენზიის საფუძველზე ანხორციელებდა მერქნული რესურსის მოპოვებას და მათი უფლებამოსილების ფარგლებში აწარმოებდნენ ამ საქმიანობის კონტროლს. ბრალდებული სადავო პერიოდში, ასევე შეუფერხებლად იღებდა მკაცრი აღრიცხვის ხე-ტყის დამზადების დოკუმენტებსა და ფიშკებს, იხდიდა საშემოსავლო გადასახადს, რამაც სადავო პერიოდში შეადგინა 51 000 ლარი, უპრობლემოდ გადააბარა ტყე-კაფი სახელმწიფოს და მიღება-ჩაბარების აქტში რაიმე შენიშვნა მის მიერ უკანონო ტყით სარგებლობაზე არ დაფისქირებულა, ასევე, დადასტურებულია, რომ ახალი ლიცენზიის გაცემის შემდგომ ტყე-კაფის 127 დღის დაგვიანებით გადაცემის გამო, (ნაცვლად 2012 წლის აგვისტოს თვისა, 2012 წლის 18 დეკემბერს) მაღალმთიანი ამბროლაურის რაიონის კლიმატური პირობების გათვალისიწნებით, დეკემბერში ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო სამუშაოთა წარმოება და მისი განახლება მეწარმე სუბიეტისაგან მოხერხდა მხოლოდ 2013 წლის თებერვალში. დადგენილია, რომ ბრალდებულმა დ------------–--ემ საერთოდ ლიცენზიით გათვალისწინებული 9350 კუბური მეტრის ნაცვლად მოჭრა 6566 კუბური მეტრი.
მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.
პირველი ინსტანციის სასამართლო, საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, განაჩენში დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 2012 წლის 13 აგვისტოს N1----- ბრძანება ,,ი/მ დ------------–--ეზე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 6 ივნისის N1---- ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ვერ ჩაითვლება თვით N1------ ლიცენზიაში ცვლილებად, შესაბამისად, 2012 წლის 13 აგვისტოს N1------ ლიცენზია წარმოადგენს ახალი ბრძანებით გამოცემულ ახალ ლიცენზიას, რომლის მოქმედების ვადაც, 2012 წლის 13 აგვისტოს N1----- ბრძანების საფუძველზე წარმოადგენს 3 წელს - 2015 წლის 13 აგვისტომდე, რომლის პირობებიც განაჩენის თანახმად, დ------------–--ეს არ დაურღვევია, აღნიშნულ დასკვნას სააპელაციო პალატა ეთანხმება, ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო, დ------------–--ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, იმისათვის, რომ დ------------–--ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და დ------------–--ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ, დ------------–--ის მიმართ, 2019 წლის 31 მაისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ------–--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენი, დ------------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.დ------------–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4.გამართლებულ დ------------–--ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5.დ------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს;
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი CD დისკი, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /ვ.დოლიძე/
/თ. სვანიძე/