განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119003115681
საქმე №1/ბ-695-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა--------------;
მსჯავრდებული: ი-----–--------ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი: 6----------; საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებს მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ-------------------–---–---------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (06 ეპიზოდი); 19;177-ე მუხლის პირველი ნაწილი; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი (02 ეპიზოდი)
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–--------მა ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (ექვსი ეპიზოდი), სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი), რის გამოც, ი-----–--------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველით ნაწილი (06 ეპიზოდი); 19;177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით (02 ეპიზოდი).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენით: ბრალდებული ი-----–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლები საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 29 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–--------ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 03 (სამი) გამოსაცდელი ვადით.
აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გირაოს უზრუნველყოფით - გაუქმდა და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო: 2019 წლის 23 ივნისიდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით.
დადგინდა, რომ განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდა შემდეგნაირად: ამოღებული ,,მილდიანის“ ფირმის ალკოჰოლური სასმელი, სასმელის მუყაოს კოლოფი და ბოთლი, ფულადი თანხა 40 ლარი, ქურთუკი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ანდა მათ ნდობით აღჭურვილ პირებს; ვიდეო ჩანაწერები სამ ცალ დისკზე დაერთო სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 18 აპრილს, დღის საათებში, ქ--------ში, დ------–-----–ის ქ. N---–- მდებარე სავაჭრო ცენტრ ,,2---’’-ის მე-13 რიგის დასაწყისში გაჩერებული მიკროავტობუსიდან ი-----–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ----------------ის კუთვნილ 30 (ოცდაათ) ლარად ღირებულ 12 (თორმეტ) შეკვრა მცენარეულ ცხიმს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა;
2019 წლის 29 აპრილს, საღამოს საათებში, ქ--------ში, ტ---–-----------ძის ქ. N---–- მდებარე სუპერმარკეტ ,,კ---------ში” ყოფნისას, ი-----–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა სუპერმარკეტ ,,კ---------ის“ კუთვნილ, 124,95 ლარად ღირებულ ,,მილდიანის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც დაცვის თანამშრომლების მიერ იქნა შეჩერებული, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი;
2019 წლის 15 მაისს, შუადღის საათებში, ქ---------ში, ი---------–---–----------ში მდებარე სასურსათო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ--------------ის კუთვნილი ხილ-ბოსტნეულის დახლიდან ი-----–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თ--------------ის კუთვნილ ფულად თანხას 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
2019 წლის 17 მაისს, საღამოს საათებში, ქ---------ში, ა--–-------–---------ში მდებარე შპს ,,ნ----------------ის’’ კუთვნილ სუპერმარკეტში ყოფნისას, ი-----–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს ,,ნ----------------ის’’კუთვნილ, 95 ლარად ღირებულ ,,კურვაზიე ვიესოპის’ს ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა;
2019 წლის 18 მაისს, დილის საათებში, ქ---------ში, ა---–-------–--------1-ში მდებარე შპს ,,ნ----------------ის’’ კუთვნილ სუპერმარკეტში ყოფნისას, ი-----–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს ,,ნ----------------იდ’’ კუთვნილ 69,90 ლარად ღირებულ ,,სარაჯიშვილი ვიესოპის’’ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2019 წლის 19 მაისს, დილის საათებში, ქ---------ში, ა--–-------–---------ში მდებარე შპს ,,ნ----------------ის’’ კუთვნილ სუპერმარკეტში ყოფნისას, ი-----–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს ,,ნ----------------ის’’ კუთვნილ, 50 ლარად ღირებულ ,,სარაჯიშვილის’’ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა;
2019 წლის 20 მაისს, დილის საათებში, ქ---------ში, ი-----------------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ს----ში” ყოფნისას, ი-----–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტ ,,ს----ის’’ კუთვნილ, 101,99 ლარად ღირებულ ,,სარაჯიშვილის’’ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა;
2019 წლის 21 მაისს, შუადღის საათებში, ქ---------ში, ი-----------------------ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ს----ში’’ ყოფნისას, ი-----–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტ ,,ს----ის’’ კუთვნილ 101,99 ლარად ღირებულ ,,სარაჯიშვილის’’ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა;
2019 წლის 29 მაისს, დილის საათებში, ქ---------ში, ზ----------–----------6-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ს----ში’’ ყოფნისას, ი-----–--------ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სუპერმარკეტ ,,ს----ის’’ კუთვნილ 212,99 ლარად ღირებულ ,,სარაჯიშვილის’’ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–---–მა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ი-----–--------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.
ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის ისეთი გარემოებები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს დამამძიმებელ გარემოებებად: ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ი-----–--------ის წარსული ცხოვრება და ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ბრალდების მხარე, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულებისათვის ზიანი არ აუნაზღაურებია და არც ამის მცდელობა ჰქონია. მან ვერ გააცნობიერა მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ის ზიანი, რაც მისი ქმედებით სხვა პირებს მიადგა. ასევე, ბრალდების მხარე დამატებით უთითებს იმ ფაქტზე, რომ ის წარსულში გასამართლებული იყო და სასჯელს იხდიდა სხვადასხვა კატეგორიისა და სიმძიმის დანაშაულთა ჩადენაში, მათ შორის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულისთვისაც. მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული შეღავათები, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშული სასჯელის დიდი ნაწილი პირობითაც ჩაეთვალა, თუმცა, ი-----–--------ის დამოკიდებულება მართლწესრიგისა და სხვათა უფლებების მიმართ არ გამოსწორებულა.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ--------–------ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც პროკურორის სააპელაციო საჩივრის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა, უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს - კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-----–--------ს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ქურდობის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება; 2. ქმედების ფარულად განხორცილება; 3. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: მ----------------ის, ლ-–--------------ის, გ------------–----ის, ი-----–--------ის გამოკითხვის ოქმებით, ი-----–--------ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული მცენარეული ცხიმის დათვალიერების ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, რ---–-----------------ის გამოკითხვის ოქმით, ი-----–--------ის პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, თ--------------ის, ჯ----–--------ის, თ----------–--ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით და ამოღებული ფულადი თანხით, პირის ამოცნობის ოქმით, მ-------------ის, ი--------------ის, ი----–----–---ის გამოკითხვის ოქმებით, ლ--–--------–--ის, კ-----------–-----ის გამოკითხვის ოქმებით, ს--------------–-ას, პ------–---–-----ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი-----–--------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებამ, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ი-----–--------ისთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
ი-----–--------ი მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩადენისათვის, რომელმაც სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დანიშნული სასჯელი სწორად ჩათვალა პირობითად, რითაც, მსჯავრდებულს მისცა შესაძლებლობა, გამოსაცდელ ვადაში დაამტკიცოს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა და ამისათვის საკმარისია გამოსაცდელ ვადაში დაწესებული სხვა მოვალეობების შესრულებაც.
პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
შესაბამისად, პროკურორის მოთხოვნას საპატიმრო სასჯელის გამოყენების თაობაზე, პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მხედველობაში იღებს იმ გარემობას, რომ მსჯავრდებულ ი-----–--------ის მიერ ჩადენილი ქმედებები ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, განსახილველი დანაშაულების ჩადენის დროს ნასამართლობა მოხსნილი აქვს, რის გამოც, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას მხოლოდ იმის გამო, რომ ჩადენილია მრავალეპიზოდიანი დანაშაულებრივი ქმედება.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ი-----–--------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა, მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და ხელს შეუწყობს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენი, ი-----–--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 აგვისტოს განაჩენი, ი-----–--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.ი-----–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 18 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 20 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 21 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 29 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ი-----–--------ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
5.ი-----–--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოს უზრუნველყოფით - გაუქმებულია;
6.ი-----–--------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 23 ივნისიდან 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით;
7. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ,,მილდიანის“ ფირმის ალკოჰოლური სასმელი, სასმელის მუყაოს კოლოფი და ბოთლი, ფულადი თანხა 40 ლარი, ქურთუკი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ანდა მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
- ვიდეო ჩანაწერები სამ ცალ დისკზე დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/