განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
330100119003251405
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100119003251405, №1ბ/2044-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - პ----- ჯ----–ის ძე გ------–---–ი - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ---------------------–------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–--–-----------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასჯელი:

 

თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა სწორად შეფასებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული მიუთითებს იმაზე, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რადგან არ არის შესაბამისი ბრალდებულის პიროვნებასთან და მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან. ამასთან, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნება და წარსული. მის მიერ წარსულში მეუღლის მიმართ განხორციელებულია ძალადობრივი ქმედებები, რომელზეც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოხდა რეაგირება შესაბამისი სამსახურების მიერ. ამასთან დაკავშირებით დეტალურად საუბრობს დაზარალებული, რომლის ჩვენებაც არასადავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პ----- გ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 19:50 საათზე, პ----- გ------–---–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - რ--------- ძ---–---–---–ს, რომელიც იმყოფებოდა ქ------–--–------------------------------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული მუქარა რ--------- ძ---–---–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, პ----- გ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

პ----- გ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 24 სექტემბრიდან - 2019 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით და განაჩენის გამოცხადებისას გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პ----- გ------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (დაზარალებულ რ--------- ძ---–---–---–ისა და მოწმეების - გ---------------------------------–---–-------–---------–---–----------–----------–---–--------------------ს გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 24 სექტემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმი, ბრალდებულის აღიარება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) ადასტურებენ მსჯავრდებულ პ----- გ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2019 წლის 25 ივნისს მოქმედი რედაქცია), რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი პ----- გ------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, სადაც სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი, მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლოს შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეული აქვს ბრალდებულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, მის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშუალი, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის თანახმად - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, ამ ნაწილში პალატას ასევე დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარში დანაშაულის ხასიათზე მითითება ვერ გახდება უპირობოდ პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და წარსული ცხოვრების გათვალისწინებით პ----- გ------–---–ს განესაზღვრა სანქციით გათვალისწინებული მაქსიმუმი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაზეც გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას ბრალად წარდგენილი ჰქონდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რაც აღიარა და გულწრფელად მოინანია, არ იყო ნასამართლობის მქონე. აღნიშნული გარემოებები საკმარისია დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლისთვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევით პ----- გ------–---–მა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა, რაც სასჯელის მიზნების მიღწევის დამატებით გარანტიას წარმოადგენს.

 

გასათვალისწინებელია პ----- გ------–---–ის პატიმრობიდან გათავისუფლებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე არსებული პერიოდი. პ----- გ------–---–ი გათავისუფლდა 2019 წლის 11 ნოემბერს განაჩენის გამოცხადების შემდეგ. გათავისუფლების შემდეგ არ წარმოდგენილა ინფორმაცია პირობის დარღვევის შესახებ. ცხადია, რომ პ----- გ------–---–მა უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის მნიშვნელობა, საშიშროება, მესაკუთრული დამოკიდებულების დაუშვებლობა, მით უფრო მაშინ, როდესაც „ღირსების საკითხი“, კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები და ა.შ.. არ ითვლება მუქარის და ძალადობის გასამართლებელ მიზეზად. პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული პირობით ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობაში გატარებულ დროსთან ერთად, იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი პ----- გ------–---–ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ოჯახური დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი პ----- გ------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

პ----- გ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმდა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და პ----- გ------–---–ი განაჩენის გამოცხადებისას გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

პ----- გ------–---–ს სასჯელის ვადის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 24 სექტემბრიდან - 2019 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ პ----- გ------–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე