განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
330100119002904704
ინსტანცია
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002904704

საქმე № 1ბ/1853-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მაკა გველესიანი

სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ა------–------ე.

 

დაცვის მხარე: ადვოკატი: ნ--------–-–---–ი.

 

გამართლებული: ე-----------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------ ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--–-----------------

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტი, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,გ“ ქვეპუნქტები.

 

განაჩენის მიხედვით: ე-----------–-–---–ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ე-----------–-–---–ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ე-----------–-–---–ის ბრალეულობაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო მისი დამანაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები: მოწმის სახით დაიკითხნენ: პატრულ-ინპექტორები დ----- ბ--------–---–ი, მ----- გ------–---–ი, ი-–-----------–---–ი, შ-------------–---–ი, გამომძიებელი ა------–-–---–ი, ე-----------–-–---–ის მეზობელები-მ----- თ------–---–ი, ს---------------ა, ასევე წარმოდგენილი იქნა დანაშაულის შესახებ შეტყობინება, პატრულ-ინსპექტორ დ----- ბ--------–---–ის პატაკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, იარაღის ექსპერტიზის დასკვნა. დაზარალებულებმა მ-----------–---–მა და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა ტ-------- ზ-----–---–მა (ტ----- ჯ----–-–---–მა) გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. აპელანტის შეფასებით, აღნიშნული უფლების გამოყენება არ მიუთითებს ე-----------–-–---–ის უდანაშაულობაზე. მათ არ მისცეს ჩვენება არა იმ მიზეზით, რომ ე-----------–-–---–ის მხრიდან არ ჰქონდა ოჯახში ძალადობის ფაქტს ადგილი, არამედ როგორც ახლო ნათესავებმა, სასამართლოში მისი მამხილებელი ინფორმაციის მიწოდებაზე განაცხადეს უარი. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩია, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ე-----------–-–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას (იხ.სააპელაციო საჩივარი).

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ, გამართლებულ ე-----------–-–---–ის ადვოკატმა ნ--------–-–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება (იხ. შესაგებელი).

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ა------–------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, გამართლებულმა ე-----------–-–---–მა და მისმა ადვოკატმა ნ--------–-–---–მა ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, ე-----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ე-----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ე-----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-----------–-–---–ს წარედგინა ბრალდება სისტემატური ცემისთვის და სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით მათივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

მასვე, წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

მასვე, წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვნის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-----------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

დაახლოებით 8 წელია, მ-----------–---–ი ქორწინებაში იმყოფება ე-----------–-–---–თან და ჰყავთ საერთო შვილი - 3 წლის ა------- ჯ----–-–---–ი. ისინი მ-----------–---–ის შვილთან - ტ-------- ზ-----–---–თან ერთად ცხოვრობენ ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. შეუღლებიდან, სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზთა გამო, ე-----------–-–---–ი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე - მ-----------–---–ზე, კერძოდ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი თავს გრძნობდა დამცირებულად, განიცდიდა ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას.

 

2016 წლის იანვარში, ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით, ე-----------–-–---–მა მეუღლის – მ-----------–---–ის მიმართ, მისივე არასრულწლოვანი შვილების - ტ-------- ზ-----–---–ის და ა------- ჯ----–-–---–ის თანდასწრებით, განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა, კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამცირა იგი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა და თავი დამცირებულად იგრძნო. იმავდროულად მ-----------–---–ს ფეხი ჩაარტყა ფეხში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის გაზაფხულზე, ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით, ე-----------–-–---–მა მეუღლეს - მ-----------–---–ს, მისივე არასრულწლოვანი შვილების - ტ-------- ზ-----–---–ის და ა------- ჯ----–-–---–ის თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაამცირა იგი. იმავდროულად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა ფეხის არეში. ე-----------–-–---–ის ქმედებების შედეგად, მ-----------–---–მა თავი დამცირებულად იგრძნო, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2017 წლის თებერვალში, ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე-----------–-–---–მა მ-----------–---–ს, მისივე არასრულწლოვანი შვილების - ტ-------- ზ-----–---–ის და ა------- ჯ----–-–---–ის თანდასწრებით, მიმართა უცენზურო და უხამსი სიტყვებით და მუშტი ჩაარტყა თავში. ე-----------–-–---–ის ქმედებების შედეგად, მ-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2018 წლის 29 იანვარს, ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ე-----------–-–---–მა მეუღლეს - მ-----------–---–ს, მისივე არასრულწლოვანი შვილების - ტ-------- ზ-----–---–ის და ა------- ჯ----–-–---–ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა მას, რის შედეგადაც მ-----------–---–მა თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ტანჯვა. მ-----------–---–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეადგინა შემაკავებელი ორდერი.

 

2018 წლის 21 მარტს, ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უმნიშვნელო მიზეზით, ე-----------–-–---–მა მეუღლის - მ-----------–---–ის მიმართ, მისივე არასრულწლოვანი შვილების - ტ-------- ზ-----–---–ის და ა------- ჯ----–-–---–ის თანდასწრებით, განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით და ამცირებდა მას. იმავდროულად, მივარდა საძინებელი ოთახის კარებს და ჩაამსხვრია კარში ჩასმული მინა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, მ-----------–---–მა თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა. მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შეადგინა შემაკავებელი ორდერი.

 

2019 წლის 7 თებერვალს, ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაბრუნებულმა ე-----------–-–---–მა, უმნიშვნელო მიზეზით, მეუღლეს - მ-----------–---–ს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - ა------- ჯ----–-–---–ის თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა მას და იმავდროულად, მუშტი დაარტყა ცხვირში. ე-----------–-–---–ის ქმედებების შედეგად, მ-----------–---–მა თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

2019 წლის 11 თებერვალს, ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ე-----------–-–---–მა ჩხუბი დაუწყო მეუღლეს. ა------- ჯ----–-–---–ის საწოლიდან საბანი და ლეიბი გადმოყარა, მისივე არასრულწლოვანი შვილების - ტ-------- ზ-----–---–ის და ა------- ჯ----–-–---–ის თანდასწრებით მ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უყვიროდა ბავშვებთან ერთად და მოითხოვდა სახლიდან წასულიყო. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ კი სამზარეულოდან აიღო დანა და გაეკიდა მას. აღნიშნულის შედეგად მ-----------–---–მა განიცადა ტანჯვა.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-----------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით.

 

2019 წლის 11 თებერვალს, ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ე-----------–-–---–ი, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ-----------–---–ს, რის შედეგად, მ-----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-----------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2018 წლის ზამთარში, ქ-------–--–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უმნიშვნელო მიზეზით, ე-----------–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილს - ა------- ჯ----–-–---–ს და არასრულწლოვან გერს - ტ-------- ზ-----–---–ს, კერძოდ, არასრულწლოვან ტ-------- ზ-----–---–ს მკლავის არეში ძლიერად მოჰკიდა ხელი, მოქაჩა და ძალის გამოყენებით ძირს დააგდო, ხოლო ა------- ჯ----–-–---–ი ითრია თმით. ე-----------–-–---–ის ქმედებების შედეგად, არასრულწლოვნებმა - ა------- ჯ----–-–---–მა და ტ-------- ზ-----–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და დაიწყეს ტირილი.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-----------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა რა პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ე-----------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ე-----------–-–---–მა საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და უარყო ბრალდების შესახებ დადენილებაში მითითებული გარემოებების ნამდვილობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-----------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

8 წლის არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ტ-------- ზ-----–---–მა (იგივე ტ----- ჯ----–-–---–მა) ასევე ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მე-5 სახაზო სამმართველოს ისნის მიმართულების მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორები -მ----- გ------–---–ი და დ----- ბ--------–---–ი, რომელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 11 თებერვალს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით და გამოცხადდნენ ქ-------–--–----------------------ში, სადაც დახვდათ ე-----------–-–---–ი, რომელსაც ხელიდან მოსდიოდა სისხლი, მიყენებული ჰქონდა თვითდაზიანება, კერძოდ, გადაჭრილი ჰქონდა ვენები. ე-----------–-–---–ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს პირველადი გადაუდებელი დახმარება და მოახდინეს მისი ჰოსპიტალიზაცია. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის წასვლის შემდეგ მათთან გამოცხადდა მ-----------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ იყო ე-----------–-–---–ის მეუღლე. იგი იყო აღელვებული, შეშინებული, ტიროდა და აცხადებდა, რომ მისი მეუღლე - ე-----------–-–---–ი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, მოუხდათ ერთმანეთში კონფლიქტი და სამზარეულოს დანით ემუქრებოდა ქმარი სიცოცხლის მოსპობით. ამ ყველაფრის გამო იგი იყო შეშინებული და ითხოვდა დახმარებას, ვინაიდან მისი თქმით, მეუღლე იყო მუქარის შემსრულებელი. მოწმეთა განმარტებით, ამის შემდეგ მათ მოახდინეს ე-----------–-–---–ის დაკავება ბრალდებულის სახით ქ. თბილისში, წინანდლის ქუჩაზე მდებარე ქირურგიის ცენტრში. მათ ასევე გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ე-----------–-–---–ს აეკრძალა მ-----------–---–თან მიახლოება 30 დღის ვადით. მოწმე დ----- ბ--------–---–მა დამატებით აღნიშნა, რომ ამ ოჯახში ადრეც ყოფილა გამოძახების საფუძველზე მისული ოჯახური კონფლიქტის გამო.

 

მეზობელ მ----- თ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბოლო პერიოდში ე----მა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება. იგი ხშირად იყო გაღიზიანებული და განერვიულებული, თუმცა ამას ქუჩაში არ გამოხატავდა. ერთი-ორჯერ გაიგონა მათი სახლიდან ჩხუბის და გინების ხმა, ხოლო მ----გან იცის, რომ ქმარი აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, თუმცა პირადად არ შესწრებია შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

 

მეზობელ ს---------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ ნათესაური და მეგობრული კავშირი აქვს აღნიშნულ ოჯახთან. ე-----------–-–---–ს და მ-----------–---–ს თავდაპირველად ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა ბოლო პერიოდში ე----მა მოუხშირა ალკოჰოლური სასმელების მიღებას და რამდენჯერმე გაიგონა მათი სახლიდან ყვირილის, ჩხუბის და ე----ის მხრიდან გინების ხმა. მ----გან იცის ასევე, რომ ქმარი ფიზიკურად ძალადობდა მასზე. 2019 წლის 10 თებერვლის საღამოს, მისი შვილი იყო ე-----------–-–---–ის ოჯახში მათ მცირეწლოვან შვილებთან ერთად, სახლში დაბრუნებულმა მისმა შვილმა უთხრა, რომ ე-----------–-–---–ის სახლში მოხდა ჩხუბი, ამის შემდეგ იგი გავიდა ქუჩაში, სადაც დაინახა მისკენ მიმავალი მ-----------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ ე----ი იყო ნასვამი, ხელში ეჭირა დანა და ემუქრებოდა მოკვლით, რის გამოც ეშინოდა მისი და გამოეცალა სახლიდან.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-5 სამმართველოს, ისნის მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ი-–-----------–---–ი, რომელის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 30 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ე-----------–-–---–ის მეუღლის გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა მისამართზე, ქ-------–------------------------ში, სადაც დახვდა ე-----------–-–---–ი და მ-----------–---–ი. მ-----------–---–ის განცხადებით, ქმარი მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა და ძალადობდა ფსიქოლოგიურად, რის გამოც ე-----------–-–---–ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მოწმის განმარტებით, მსგავს შემთხვევას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. მათი იქ ყოფნის პერიოდშიც რამდენჯერმე შეაგინა ე-----------–-–---–მა თავის მეუღლეს. ე-----------–-–---–ი იყო ნასვამ მდგომარეობაში.

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის ისნის მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორები- შ-------------–---–ი და ბ------–----–---–ი, რომლეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 21 მარტს ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე გამოცხადდნენ მისამართზე, სადაც მ-----------–---–მა განაცხადა, რომ ქმართან ჰქონდა კონფლიქტი. მისი ქმარი იყო ნასვამი და ახდენდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მ-----------–---–ს არაფერი უთქვამს. მოწმეებმა განმარტეს, რომ ე-----------–-–---–ი არ უარყოფდა მეუღლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რის გამოც მის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ა------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტი გ----------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს, მეწყვილე გ-----------------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ა------–-–---–ის მიერ ქ-------–--–----------------------ში, მდებარე საცხოვრებელი სახლის დათვალიერებაში, რა დროსაც მათ მიერ გადაღებულ იქნა ფოტოსურათები. საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას, ხის კარადის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ხის ტარიანი დანა, რომელიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში და გაკეთდა ხელმოწერები. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

2019 წლის 11 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელ ა------–-–---–ის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების - გ----------------ის და გ-----------------ის მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, ქ-------–--–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ე. წ. ,,იტალიურ ეზოში“. ეზოში შესვლისას პირდაპირ მდებარეობს ე-----------–-–---–ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ეზოსთან დაკავშირებულია კიბით. შესასვლელიდან პირდაპირ განთავსებულია მისაღები ოთახი, სადაც განთავსებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს მდებარეობს საძინებელი ოთახი. საძინებელი ოთახის მარჯვენა მხარეს არის კიდევ ერთი საძინებელი ოთახი. აღნიშნული საძინებლიდან გასვლისას მარჯვენა მხარეს კედელზე განთავსებულია ხის კარადა, რომლის ზედაპირზეც დევს მუქი ფერის ხის ტარიანი დანა, ვერცხლისფერი პირით, პირზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით. დაზარალებულ მ-----------–---–ის განმარტებით, სწორედ აღნიშნული დანის გამოყენებით მისმა მეუღლემ განახორციელა მუქარა. ამავე ოქმით ირკვევა, რომ ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ამოღებულ იქნა აღნიშნული დანა, შეიფუთა, დაილუქა სპეციალურ პაკეტში, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები.

 

2019 წლის 18 თებერვლის ცივი იარაღის ექსპერტიზის N5---ცი დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შესასვლელში არსებული კარადის ზედაპირიდან ამოღებული დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ--------------ე, რომელმაც განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებულ იქნა კრიმინალისტიკური ექსპერტიზა და დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, შესასვლელში არსებული კარადის ზედაპირიდან ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

2018 წლის 30 იანვარს გამოცემული N------, ამავე წლის 21 მარტს გამოცემული N------ და 2019 წლის 11 თებერვალს გამოცემული N------ შემაკავებელი ორდერების და შემაკავებელი ორდერების ოქმების თანახმად, მსხვერპლის მ-----------–---–ის განმარტებით, მეუღლემ - ე-----------–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იძალადა ფსიქოლოგიურად. აღნიშნულის გამო მოძალადე ე-----------–-–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey“ (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ე-----------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულთა ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს ე-----------–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ე-----------–-–---–ის მიერ მ-----------–---–ის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატური ცემისა და ძალადობის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარისა ფაქტებს და ე-----------–-–---–ის მიერ ტ-------- ზ-----–---–ის და ა------- ჯ----–-–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სააპელაციო პალატამ, გააანალიზა რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ ე-----------–-–---–მა ჩაიდინა მ-----------–---–ის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატური ცემა და ძალადობა, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარა და ე-----------–-–---–ის მიერ ტ-------- ზ-----–---–ის და ა------- ჯ----–-–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ე-----------–-–---–ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რომელიც დაადასტურებდა ე-----------–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, შესაბამისად, მ-----------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო ვერ მიიჩნევს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია უცილობლად უტყუარია. იგი უნდა გადამოწმდეს სხვა მტკიცებულებებით და მხოლოდ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს მ-----------–---–ის ნათქვამის ნამდვილობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05, 45553/05, 35680/05, 36085/05, 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10, 31/).

მოცემულ შემთხვევაში, როცა დაზარალებულებმა - მ-----------–---–მა და ტ-------- ზ-----–---–მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, დაზარალებული ა------- ჯ----–-–---–ი საერთოდ არ არის გამოკითხული ასაკიდან გამომდინარე, ხოლო ე-----------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და უარყო მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, ასეთ ვითარებაში ობიექტურად საჭიროა სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დადასტურებულად მიიჩნიოს ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა ე-----------–-–---–ის მიერ.

 

საქმის ირგვლივ დაიკითხნენ მეზობლები - მ----- თ------–---–ი და ს---------------ა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ე-----------–-–---–ის და დაზარალებულის საცხოვრებელი ბინიდან ხშირად გაუგიათ ჩხუბის ხმა, თუმცა ფიზიკური ძალადობის ან მუქარის ფაქტს უშუალოდ არასდროს შესწრებიან. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, ისინი სასამართლოს ვერ აწვდიან რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ე-----------–-–---–ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის შესახებ, კერძოდ, დაიკითხნენ ე-----------–-–---–ის დამკავებელი პირები, რომელთაც ისაუბრეს დაკავების კანონიერებაზე; დაიკითხა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩამტარებელი და მონაწილე პირები, რომელთაც ისაუბრეს დათვალიერების ჩატარების შესახებ, ასევე დაიკითხა გამომძიებელი, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, თუმცა არცერთ მათგანს უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება ე-----------–-–---–ის ბრალდების დასადასტურებლად.

 

ამდენად, მ-----------–---–ის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობა ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ვერ იქნა უტყუარად დადასტურებული ე-----------–-–---–ის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ ქმნის იმ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც საჭიროა დანაშაულის ჩადენის დადასტურებისა და შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

ბრალდების მხარე იშველიებს მეზობლების, პატრულ-ინსექტორების და გამომძიებლის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, რაც ბრალდების მხარის პოზიციით საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირები არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, მათი ჩვენებები არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ასეთ საქმეებში უმეტესწილად თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ იმ მომენტში ბინაში მყოფ პირებს, ხოლო, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე და შემსწრე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე და სხვა რაიმე მტკიცებულება კი არ არსებობს, რომელიც პალატას მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია ოჯახში ძალადობისა და მუქარის განხორციელების ფაქტები. ასეთ ვითარებაში, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში ე-----------–-–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია, შეტყობინება, პატრულ-ინსექტორ დ----- ბ--------–---–ის პატაკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, იარაღის ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული შეტყობინება, პატაკი, რომელსაც ბრალდების მხარე მიიჩნევს ე-----------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულების ჩვენებებს, რამდენადაც ისინი მხოლოდ შეტობინება და მიღებული ინფორმაციაა, რომელიც გამოძიების დაწყებისა და საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების საფუძველი უნდა გამხდარიყო და რომელშიც აღწერილი დანაშაულებრივი ფაქტების ნამდვილობა სწორედ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად უნდა გადამოწმებულიყო. მასში აღწერილი ფაქტების ნამდვილობა კი შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებით უნდა დადასტურებულიყო. ბრალდების მხარეს ე-----------–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებლად მოჰყავს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, იარაღის ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნული მტკიცებულებებიც ირიბი ხასიათისაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ე---- ჯამაალშვილის მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ირიბი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ე-----------–-–---–მა განახორციელა მ-----------–---–ის მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატური ცემისა და ძალადობის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები და ტ-------- ზ-----–---–ის და ა------- ჯ----–-–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტი.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ე-----------–-–---–ის დამნაშავეობაში.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ა------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ე-----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ე-----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ე-----------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე-----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ე-----------–-–---–ს დაუბრუნდეს მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ე-----------–-–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი