განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 050100119003243224
საქმე №1/ბ-844-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ბ------ს ძე მ------–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული: ოზურგეთი, ა-----–-------–-ს ქ. N23; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ხ-----------ს ქ. N55;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ მ------–--ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
1.2 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებლობა;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. მ------ მ------–--ემ 2004 წელს ცოლად შეირთო თ--- კ-----------ი, რომელთანაც 2012 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 02 დეკემბერს მ------ მ------–--ე დაშორდა თ--- კ-----------ს და საცხოვრებლად გადავიდა ქ.თბილისში. 2019 წლის თებერვლისა და მარტის თვეში მ------ მ------–--ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - თ--- კ-----------ს და მოსთხოვა, რომ გადაეხადა სს ,,თ-----’’ ბანკში მათ მიერ ერთობლივად აღებული სესხის თანხა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე შემთხვევაში მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით თ--- კ-----------ს. 2019 წლის 28 აგვისტოს მ------ მ------–--ე მობილური ტელეფონის საშუალებით კვლავ დაუკავშირდა თ--- კ-----------ს და მოსთხოვა გადაეხადა სს ,,თ-----’’ ბანკში მათ მიერ ერთობლივად აღებული სესხის თანხა, უარის მიღების შემდეგ კი გაუგზავნა ტექსტური შეტყობინება და დაემუქრა თ--- კ-----------ს სიცოცხლის მოსპობით. მ------ მ------–--ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად კი, თ--- კ-----------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და დამხმარებისათვის იმავე დღეს, განცხადებით მიმართა შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს.
2.2. მ------ მ------–--ემ 2004 წელს ცოლად შეირთო თ--- კ-----------ი, რომელთანაც 2012 წლიდან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 02 დეკემბერს მ------ მ------–--ე დაშორდა თ--- კ-----------ს და საცხოვრებლად გადავიდა ქ.თბილისში. 2019 წლის 28 აგვისტოს მ------ მ------–--ე მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა თ--- კ-----------ს და მოსთხოვა გადაეხადა ,,თ-----’’ ბანკში მათ მიერ ერთობლივად აღებული სესხის თანხა, უარის მიღების შემდეგ კი გაუგზავნა ტექსტური შეტყობინება და დაემუქრა თ--- კ-----------ს სიცოცხლის მოსპობით, ვინაიდან ამ უკანასკნელს მ------ მ------–--ის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამხმარებისათვის იმავე დღეს, განცხადებით მიმართა შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოს. 2019 წლის 9 სექტემბერს შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი N------- რომლითაც მ------ მ------–--ეს, როგორც მოძალადეს, 30 დღის განმავლობაში აეკრძალა მიახლოება მსხვერპლის თ--- კრასოტიკინის საცხოვრებელ ადგილას, სამსახურთან და იმ ადგილთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონით, სოციალური ქსელით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. 2019 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე მ------ მ------–--ე, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის 09 სექტემბერს მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რაც მისთვის ცნობილი იყო, მივიდა თ--- კ-----------ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ.ოზურგეთში, ა-----–-------–-ს ქუჩა N 23- ში და შეხვდა ამ უკანასკნელს. საუბრისას თ--- კ-----------ს მოსთხოვა მის მიერ 2019 წლის 28 აგვისტოს, შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში შეტანილი განცხადების გამოტანა. აღნიშნული ქმედებით კი, მ------ მ------–--ემ არ შეასრულა მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ნოემბრის განაჩენით მ------ მ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ნოემბრის განაჩენში და მსჯავრდებულ მ------ მ------–--ეს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებულული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად არ შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება, მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------ მ------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ მ------ მ------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: 2019 წლის 28 აგვისტოს თ--- კ-----------ის განცხადებით, 2019 წლის 14 სექტემბერს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინებებით, თ--- კ-----------ის გამოკითხვის ოქმებით, მ------ მ------–--ის მიერ თ--- კ-----------თან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინების ამსახველი დოკუმენტით, მოწმეების: ბ------ გ--------ის, ქ---- მ------–--ის, ო----- კ-----------ის, პ----- ხ-------ის და გ-- ნ-----ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 09 სექტემბრის შემაკავებელი ორდერით N------- მ------ მ------–--ის დაკავების ოქმით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ------ მ------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ მ------ მ------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ------ მ------–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი პალატას მიაჩნია სამართლიანად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 08 ნოემბრის განაჩენი მ------ მ------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
მ------ მ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;
- სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ------ მ------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით.
მსჯავრდებულ მ------ მ------–--ეს, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 08 ნოემბრამდე გათვალისწინებით) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და გათავისუფლდეს დანიშნული ძირითადი სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ მ------ მ------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები - DVD დისკი, რომელიც ინახება შსს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში შენახულ იქნას მოცემულ საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე