განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2019
საქმის ნომერი
080210017001965290
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210017001965290

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე№2/ბ-653-19 21 ნოემბერი, 2019 წელი

ქ---------ი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

აპელანტი: მ-----ი კ-–--

წარმომადგენელი- დ----- მ---------ე

მოწინააღმდეგე მხარე: სს „თ-----------“

წარმომადგენელი-ლ--–- ბ-----–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით 1. მოპასუხე მ-----ი კ-–--ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. სს „თ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

2. მ----- კ-–--ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 5830,25 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 3998.06 ლარი, პროცენტი - 1332.76 ლარი და ჯარიმა 499.43 ლარი).

3. მ----- კ-–--ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 21 აპრილიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3998,06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59,97 ლარს.

4. მ----- კ-–--ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 21 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან ძირ თანხაზე - 3998,06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1,99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

5. მ----- კ-–--ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 364,44 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 485,93 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: 2017 წლის 13 ივნისს სს „თ-----------ს“ წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ-----ი კ-–--ს მიმართ და მოითხოვა: მ-----ი კ-–--ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს არსებული დავალიანების 5830,25 ლარისა (საიდანაც ძირი თანხაა 3998.06 ლარი, პროცენტი - 1332.76 ლარი და ჯარიმა 499.43 ლარი) და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 364,44 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 485,93 ლარის გადახდა.

ასევე მოპასუხეს დაეკისროს 2017 წლის 21 აპრილიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3998.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 119.94 ლარს.

ასევე მოპასუხეს დაეკისროს 2017 წლის 21 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან ძირ თანხაზე - 3998.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 19,99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

2019 წლის 23 აპრილს და 2019 წლის 06 მაისს სს ,,თ-----------“-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ ამცირებდა მოთხოვნას(ს.ფ. 53, 58) და მოითხოვა მ----- კ-–--ს დაკისრებოდა:

201- წლის 29 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 5830.25 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 3998.06 ლარს, პროცენტი - 1332.76 ლარს და ჯარიმა 499.43 ლარს.

 

2017 წლის 21 აპრილიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3998.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.97 ლარს.

 

2017 წლის 21 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან ძირ თანხაზე - 3998.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1,99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

სს ,,თ-----------“-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 364.44 და საადვოკატო მომსახურების ხარჯის სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ 485,92 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის 201- წლის 29 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი 4000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 18%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 23 რიცხვამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლოც ყოველ ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 0,05% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მ----- კ-–-- არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და მოითხოვოს მოპასუხეზე თანხების დაკისრება. 2017 წლის 21 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხეს ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება 5830,25 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3998,06 ლარი, პროცენტი 1332,76 ლარი და ჯარიმა 499,43 ლარი.

 

საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე მ----- კ-–--ს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ---------ი ა--------ის ქ. №1-, მაგრამ გზავნილი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა.

გზავნილზე კურიერის მინაწერია: ,,არ გამოეხმაურა, დავტოვე შეტყობინება,მწვანე ფერის რკინის ჭიშკარი“.

კურიერი მ----- კ-–--ს მისამართზე იმყოფებოდა 2017 წლის 7, 9, 16 და 21 აგვისტოს, რომელი ვიზიტებიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე მხარეს წარმოდგენილ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოში შესაგებელი არ შემოუტანია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2017 წლის 13 ივნისს სს „თ-----------ს“ წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ-----ი კ-–--ს მიმართ და მოითხოვა მასზე თანხების დაკისრება, ხოლო 2019 წლის 23 აპრილს და 2019 წლის 06 მაისს სს ,,თ-----------“-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მიუთითა, რომ ამცირებდა მოთხოვნას(ს.ფ. 53, 58) და მოითხოვდა მ----- კ-–--ს დაკისრებოდა:

201- წლის 29 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 5830.25 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 3998.06 ლარს, პროცენტი - 1332.76 ლარს და ჯარიმა 499.43 ლარს.

2017 წლის 21 აპრილიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3998.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.97 ლარს.

2017 წლის 21 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან ძირ თანხაზე - 3998.06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1,99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

სს ,,თ-----------“-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 364.44 და საადვოკატო მომსახურების ხარჯის სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, კერძოდ 485,92 ლარის გადახდა.

 

2.2. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე მ----- კ-–--ს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ---------ი ა--------ის ქ. №1-, მაგრამ გზავნილი მოპასუხეს ვერ ჩაბარდა.

გზავნილზე კურიერის მინაწერია: ,,არ გამოეხმაურა, დავტოვე შეტყობინება,მწვანე ფერის რკინის ჭიშკარი“.

კურიერი მ----- კ-–--ს მისამართზე იმყოფებოდა 2017 წლის 7, 9, 16 და 21 აგვისტოს, რომელი ვიზიტებიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

2.3. 2017 წლის 29 აგვისტოს სს „თ-----------ს“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეზე გზავნილის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელემ სარჩელში სწორად მიუთითა მოპასუხის მისამართი, მათგან ყველა ზომა განხორციელდა სარჩელის მოპასუხეზე ჩაბარებისათვის, თუმცა უშედეგოდ. (ს.ფ. 36-39)

 

2.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 ივლისს მიღებული იქნა განჩინება გზავნილის ჩაბარების დავალებისა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქუთაისის საქალაქო სამმართველოს, პოლიციის პირველ განყოფილებისათვის, რომ მოპასუხე მ-----ი კ-–--ზე მომხდარიყო სარჩელის ჩაბარება შემდეგ მისამართზე: ქ---------ი ა--------ის ქ. №1-, ბინა №1-. (იხ. ს.ფ. 43-45)

 

2.5. 2018 წლის 14 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების უფროსმა გაგა სულამანიძემ და მიუთითა, რომ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მისმა შვილმა, ზ------ კ-–--მ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.(ს.ფ. 47-48).

წარმოდგენილი გზავნილით დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე მართლაც ცხოვრობს მ----- კ-–--, თუმცა იმ მომენტში იგი სახლში არ იყო, იყო სამსახურში, ხოლო მისმა შვილმა ზ------ კ-–--მ განახადა,რომ არ ჩაიბარებდა გზავნილს, რადგან მამამისმა გააფრთხილა რომ არაფერი არ ჩაებარებია.(ს.ფ. 48)

 

2.6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს მიღებული იქნა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებ. გვერდზე (www.geocourts.ge ) და შენობაში თვალსაჩინო ადგილზე გამოქვეყნებულ იქნა პუბლიკაცია, რომლითაც მოპასუხე მ----- კ-–--ს ეცნობა მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნების შესახებ. (ს.ფ. 49-51, ს.ფ. 52). ამ განჩინებითვე მ----- კ-–--ს განესაზღვრა 10 დღე შესაგებლის წარმოსადგენად.

 

2.7. მოპასუხე მ----- კ-–--მ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის.

ამიტომ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

2.8. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

2.9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 07.05.19წ. შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც 1. სს „თ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. 2. მ----- კ-–--ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 5830,25 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 3998.06 ლარი, პროცენტი - 1332.76 ლარი და ჯარიმა 499.43 ლარი). 3. მ----- კ-–--ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 21 აპრილიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 3998,06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59,97 ლარს. 4. მ----- კ-–--ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 21 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან ძირ თანხაზე - 3998,06 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05% პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 1,99 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა. 5. მ----- კ-–--ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 364,44 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 485,93 ლარის გადახდა.

 

2.10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 07.05.19წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მ----- კ-–--ს მისამართზე: ქ---------ი ა--------ის ქ. №1-, ბინა №1- და მ----- კ-–--ს ოჯახის წევრმა შვილმა ზ------ კ-–--მ 2019 წლის 14 მაისს 13.04 საათზე-ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

 

2.11. 2019 წლის 20 მაისს მოპასუხე მ----- კ-–--მ საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.(ს.ფ. 69)

 

საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მოსარჩელემ ყველა გზა არ მოწურა მოპასუხეზე გზავნილის ჩაბარებისათვის, გაუგებარია რატომ არ ჩაბარდა გზავნილი მას, მაშინ როცა დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმავე მისამართზე ჩაბარდა. მოსარჩელემ სასამართლო შეიყვანა შეცდომაში, რადგან არ არსებობდა საჯარო შეტყობინების აუცილებლობა. მას არავითარი გზავნილი არ მიუღია და მისთვის უცნობი იყო სარჩელის საფუძვლები. ასევე იგი იყო ავად, სწორედ იმ პერიოდში როცა შესაგებლის წარდგენის დრო იყო, და აქვს საპატიო მიზეზი შესაგებლის წარუდგენლობის, მას არაერთი ოპერაცია აქვს გაკეთებული და ამის დამადასტურებელი ცნობებიც აქვს.

საჩივარზე დართულია შემდეგი დოკუმენტები: 2008 წლის 15 ოქტომბრის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ მ----–--მ ექიმს მიმართა 2018 წლის 5 მარტს, ხოლო ოპერაცია გაკეთებული აქვს 2005 წელს.(ს.ფ. 77-78)

კომპიუტერული სპიროგრაფია გაცემული 2018 წლის 5 მარტს.(ს.ფ. 81)

სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური საავადმყოფო გულის ულტრასონოგრაფია 2018 წლის 5 მარტის.(ს.ფ. 83-84)

სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის 2019 წლის 6 მარტის სისხლის ბიოქიმიური კვლევა. (ს.ფ. 85-86)

2018 წლის 19 ოქტომბრის საავადმყოფო ფურცელი(ს.ფ. 88)

 

2.12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განჩინებით 1. მოპასუხე მ-----ი კ-–--ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. 2. ძალაში დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე, 201-ე, 233-ე, 240-ე, 215-ე, მუხლებზე და განმარტა:

 

2.13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს მიღებული იქნა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებ. გვერდზე (www.geocourts.ge ) და შენობაში თვალსაჩინო ადგილზე გამოქვეყნებულ იქნა პუბლიკაცია, რომლითაც მოპასუხე მ----- კ-–--ს ეცნობა მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნების შესახებ. (ს.ფ. 49-51, ს.ფ. 52). ამ განჩინებითვე მ----- კ-–--ს განესაზღვრა 10 დღე შესაგებლის წარმოსადგენად.

 

2.14. მოპასუხე მ----- კ-–--მ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის განმარტება მის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობის შესახებ, რადგან მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით ვერ დაადასტურა ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის – მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მტკიცებულება, რომელიც შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი გახდებოდა. სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ მოპასუხის განმარტება არ ადასტურებს მოპასუხის ისეთ მდგომარეობას, რომელსაც შეეძლო, ობიექტურად ხელი შეეშალა შესაგებლის წარუდგენლობისათვის, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მოპასუხეს ესაჭიროებოდა სტაციონარული ან წოლითი რეჟიმი ან ისეთი სახის მკურნალობა, რაც გამორიცხავს პირის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

 

2.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ პოზიციის დასაბუთება, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული და საჩივარი მისი გაუქმების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

2.17. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ----- კ-–--ს მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში ასრებული მტკიცებულებები და არ გაითვალისწინა რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია,ასევე არ გაითვალისწინა მისი ავადმყოფობა, რაც დადასტურებული იქნა შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

4. გასაჩივრებული დ/გადაწყვეტილების და განჩინების დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს თ-----------ს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) გაუქმებისა და სს თ-----------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.3. პალატა იზიარებს ამ განჩინების 2.1.-2.12.- პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.13.-2.17. პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს:

 

4.4. დადგენილია,რომ აპელანტი/მომჩივანი თავის დროზეც საჩივარშიც და სააპელაციო საჩივარშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქების საფუძვლად მიუთითებდა და მიუთითებს, რომ სარჩელი მას არ ჩაბარებია და არ იცოდა საქმის წარმოების შესახებ, და მეორე გარემოებაა, რომ ის შესაგებელს ვერ წარადგენდა რადგან სწორედ იმ პერიოდში როცა შესაგებელი უნდა წარედგინა იგი იყო ავად. რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც საჩივარზე აქვს დართული.

ეს დოკუმენტებია:

2008 წლის 15 ოქტომბრის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ მან ექიმს მიმართა 2018 წლის 5 მარტს, ხოლო ოპერაცია გაკეთებული აქვს 1985 წელს.(ს.ფ. 77-78)

კომპიუტერული სპიროგრაფია გაცემული 2018 წლის 5 მარტს.(ს.ფ. 81)

სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური საავადმყოფო გულის ულტრასონოგრაფია 2018 წლის 5 მარტის.(ს.ფ. 83-84)

სს სამედიცინო კორპორაცია ევექსის ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის 2019 წლის 6 მარტის სისხლის ბიოქიმიური კვლევა. (ს.ფ. 85-86)

2018 წლის 19 ოქტომბრის საავადმყოფო ფურცელი(ს.ფ. 88)

 

4.5. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს მიღებული იქნა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვებ. გვერდზე (www.geocourts.ge ) და შენობაში თვალსაჩინო ადგილზე გამოქვეყნებულ იქნა პუბლიკაცია, რომლითაც მოპასუხე მ----- კ-–--ს ეცნობა მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნების შესახებ. (ს.ფ. 49-51, ს.ფ. 52). ამ განჩინებითვე მ----- კ-–--ს განესაზღვრა 10 დღე შესაგებლის წარმოსადგენად.

 

4.6. პალატა დამატებით მიანიშნებს იმასაც, რომ საჯარო შეტყობინების აუცილებლობა იმიტომ გახდა საჭირო, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მისამართი სწორად იქნა მითითებული, ამას მ----- კ-–-- საჩივარშიც უთითებს, მაგრამ ფოსტის კურიერს მისამართზე არავინ დახვდა, ხოლო პოლიციას კი დახვდა მისი შვილი, რომელმაც გზავნილი არ ჩაიბარა.

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით (გზავნილით) ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით) შესახებ; ასეთ შემთხვევაში, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს.

 

4.9. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს მიღებული იქნა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. ანუ იგი ჩაბარებულად ითვლება მ----- კ-–--სათვის 2018 წლის 17 სექტემბერს, ხოლო 2018 წლის 27 სექტემბრისათვის გავიდა სასამართლოს მიერ განსაზღვრული შესაგებლის წარდგენის 10 დღიანი ვადა.

 

4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

2. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე.

 

4.11. დადგენილია, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილების უფროსმა გაგა სულამანიძემ და მიუთითა, რომ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მისმა შვილმა, ზ------ კ-–--მ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.(ს.ფ. 47-48).

წარმოდგენილი გზავნილით დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე მართლაც ცხოვრობს მ----- კ-–--, თუმცა იმ მომენტში იგი სახლში არ იყო, იყო სამსახურში, ხოლო მისმა შვილმა ზ------ კ-–--მ განახადა,რომ არ ჩაიბარებდა გზავნილს, რადგან მამამისმა გააფრთხილა რომ არაფერი არ ჩაებარებია.(ს.ფ. 48)

პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად 2018 წლის 13 აგვისტოს ითვლება რომ მ----- კ-–--მ ჩაიბარა სარჩელი, რადგან მითითებული მისამართი რომ ზუსტია და ამ მისამართზე მ----- კ-–-- ნამდვილად ცხოვრობს ამას თვითონვე ადასტურებს საჩივარში, ამას ადასტურებს ასევე ის გარემოებაც, რომ დაუსრწრებელი გადაწყვეტილება მ----- კ-–--ს შვილმა სწორედ ამ მისამართზე ჩაიბარა.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს,რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მ----- კ-–--ს მითითება მასზე რომ მას სარჩელი არ ჩაბარებია.

 

4.12. მეორე გარემოება რაზედაც აპელანტი აპელირებს, რომ არ შეეძლო შესაგებლის წარმოდგენა ვადაში, არის მისი ავადმყოფობა სწორედ შესაგებლის წარდგენის განსაზღვრული პერიოდისათვის. აღნიშნულ პოზიციას პალატა არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:

 

4.13. უდავოა, რომ მ----- კ-–--ს მიერ საჩივარზე დართული დოკუმენტები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავენ არა 2018 წლის 17-27 სექტემბრის მდგომარეობით(ანუ როცა მას უნდა წარედგინა შესაგებელი. ან თუნდაც 14-24 აგვისტოს მდგომარეობით-როცა მისმა შვილმა გზავნილის ჩაბარებაზე პოლიციას უარი განუცხადა.) არამედ, 2018 წლის 5,6 მარტის და ბოლოს 2019 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით.

 

4.14. უდავოა, რომ საჩივარზე დართული დოკუმენტები მ----- კ-–--ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ შეიცავენ ისეთ მითითებას/ინფორმაციას,რომ მ----- კ-–--ს ჯანმრთელობა ისეთ მდგომარეობაშია, რომელსაც შეეძლო, ობიექტურად ხელი შეეშალა შესაგებლის წარუდგენლობისათვის, კერძოდ ამ ცნობებით არ დგინდება რომ მ----- კ-–--ს ესაჭიროებოდა სტაციონარული ან წოლითი რეჟიმი ან ისეთი სახის მკურნალობა, რაც გამორიცხავს პირის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, თუნდაც იმ 2018 წლის 17-27 სექტემბრისათვის ან თუნდაც იმ დროისათვის როცა ეს ცნობებია გაცემული.

 

4.1-. შესაბამისად მ----- კ-–--მ სსსკ მე-4, 102-ე მუხლის თანახმად ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთში შემავალი საკითხის დადასტურება, ანუ სასამართლოს ვერ წარუდგინა კანონით დადგენილი სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ შესაგებლის წარდგენის ვადის საპატიოდ გაშვება. ამდენად ვერ იქნება გაზიარებული მისი პოზიცია ავადმყოფობის გამო შესაგებლის საპატიოდ წარუდგენლობის შესახებ.

 

4.16. იმის გამო, რომ მოპასუხემ დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა, სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 232I-ე მუხლით სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად სწორად ჩათვალა, და სწორად მიიჩნია რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. უდავოა რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიღებული მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.

 

4.17. სსკ-ის კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

4.19. კანონის დასახელებული დანაწესის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სასამართლომ მოპასუხესათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნისას თავისი განჩინებით უნდა განუსაზღვროს მას ვადა შესაგებლის წარსადგენად; მითითებული განჩინება და სარჩელის ასლი მოპასუხეს უნდა ჩაბარდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარემ შესაგებელი ობიექტურად არასაპატიო მიზეზით არ უნდა წარადგინოს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო გამოარკვევს, ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას. უფრო ზუსტად თუ განვმარტავთ, მოპასუხის მიერ სარჩელზე შესაგებლის წარუდგენლობა (როგორც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ისე ამ ვადის გასვლის შემდეგაც) სასამართლოს მხრიდან აღიქმება, როგორც მხარის მიერ დავისადმი იურიდიული ინტერესის დაკარგვად და სარჩელში მითითებული გარემოებანი დადგენილად მიიჩნევა ისე, რომ მოსარჩელე საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად დასახელებული გარემოებების კანონით დადგენილი წესით მტკიცების ტვირთისაგან თავისუფლდება. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დაადგინოს, კანონის ძალით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგად დასტურდება თუ არა კონკრეტული სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობის არსებობა.

 

4.20. დადგენილია, რომ მოპასუხემ-მ----- კ-–--მ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, სასამართლოს არ აცნობა პასუხის (შესაგებელის) წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ, ამასთანავე სარჩელში მითითებული გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

 

4.22. სასამართლომ სწორად განმარტა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ შესაგებელი არაა წარმოდგენილი არა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებას, ანუ სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს თუ არსებობს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი.

 

4.23. შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზად მ----- კ-–--ს მიერ საჩივარში და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები დასაბუთებულად და საფუძვლიანად, ვერ მიიჩნევა. ამაზე ზემოთ იმსჯელა უკვე სასამართლომ.

 

4.24. პალატა განმარტავს, რომ მოპასუხეს სარჩელის ჩაბარების შემდეგ გააჩნია საპროცესო მოვალეობა, რაც შესაგებლის შემოტანაში აისახება. მოპასუხემ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს და სასამართლოს წარმოუდგინოს შესაგებელი. ამისათვის მას დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა. მოპასუხემ შესაგებლის წარმოდგენის მიმართ გამოიჩინა გულგრილობა და დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა. რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

 

4.25. უდავოა, რომ კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს მხოლოდ კანონით დადგენილ ვადაში.

 

4.26. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ არ არსებობდა სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

4.27. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული იყო, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 29 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხლშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა საკრედიტო ბარათი 4000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 18%-ით, კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 23 რიცხვამდე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლოც ყოველ ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ასევე 0,05% პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე მ----- კ-–-- არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და მოითხოვოს მოპასუხეზე თანხების დაკისრება. 2017 წლის 21 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხეს ბანკის წინაშე ერიცხება დავალიანება 5830,25 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3998,06 ლარი, პროცენტი 1332,76 ლარი და ჯარიმა 499,43 ლარი. ამ ფაქტების დამტკიცებულეად მიჩნევის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა სსკ-ის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, იურიდიულად გამართლებული იყო.

 

4.28. პალატის განმარტებით, უდავოდ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი საფუძვლები: სარჩელი ჩაბარდა მოპასუხეს და მან დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარმოადგინა, არ არსებობს საპატიო მიზეზი შესაგებლის წარმოუდგენლოის დამადასტურებლად, სარჩელის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებული იყო.

 

4.29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

4.30. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ ვერ დაასაბუთა რატომ ვერ წარადგინა შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში, მან ასევე საჩივარში ვერ დაასაბუთა კანონიერი მიზეზი შესაგებლის წარუდგენლობის რის საფუძველზეც სასამართლოს მიერ სწორად მოხდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და მისი ძალაში დატოვებაც.

 

4.31. ზემოაღნიშნული მსჯელობების გაზიარებით, პალატა მიიჩნევს, რომ მ----- კ-–--ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული დ/გადაწყვეტილება და განჩინება (დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) უცვლელად უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ----- კ-–--ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული დ/გადაწყვეტილება და განჩინება (დ/გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) უცვლელად უნდა დარჩეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის მ----- კ-–--ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 290,65 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ----- კ-–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 07 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 03 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: თამარ სვანიძე