განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
820100119003140216
ინსტანცია
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100119003140216

საქმე №1/ბ-799-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) ბ---- ბ---–----ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ--–----------------------------–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ---- ბ---–----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

_ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

_ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

_სხვისი ქონების განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ---- ბ---–----ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 17 ივნისს, ღამის საათებში, ხ--–-----------------–----–------ის სოფელ ზ----------–-, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ბ---- ბ---–----ემ მეუღლეს _ გ----–- ნ-----ეს ორჯერ სახეში დაარტყა ხელი, რა დროსაც გ----–- ნ-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.

 

2019 წლის 17 ივნისს, დილის საათებში ხ--–-----------------–----–------ის სოფელ ზ----------–-, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბ---- ბ---–----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, მ-------- ა----–--ეს, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები, რის შემდეგაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2019 წლის 17 ივნისს, დილის საათებში, ხ--–-----------------–----–------ის სოფელ ზ----------–-, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ბ---- ბ---–----ემ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ქვის გამოყენებით დააზიანა მ-------- ა----–--ის მართვის ქვეშ არსებული, თ----- ა----–--ის კუთვნილი „-----------------ს” მარკის ავტომანქანა, რომელმაც გამოიწვია 1340 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით:

 

ბ---- ბ---–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბ---- ბ---–----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბ---- ბ---–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბ---- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გირაოს უზრუნველსაყოფად ბ------ ო-----–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, მდებარე ქ.-------–-------–------------------–---–- (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №0-----------).

 

ბ---- ბ---–----ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობის დრო - 2019 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 01 ივლისის ჩათვლით.

 

ბ---- ბ---–----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: ავტომანქანა „----------“, მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეთ მფლობელებს, ხოლო სისხლისმაგვარი ლაქები და ქვა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უნდა განადგურდეს.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა---- მ--------მ, რომელმაც ითხოვა ბ---- ბ---–----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბ---- ბ---–----ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების, მათ შორის, მეუღლის _ გ----–- ნ-----ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი.

 

სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ დაზარალებულ გ----–- ნ-----ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლოში შეცვალა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ის შეეცადა ოჯახის წევრის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას. სასამართლოში ჩვენების მიცემისას დადასტურდა, რომ იგი ბოლომდე გულწრფელი არ იყო, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ნაწილობრივ დაადასტურა ბ---- ბ---–----ესთან უთანხმოების ფაქტი, თუმცა ასევე შეეცადა სრულად არ ესაუბრა ძალადობისა და ცემის შესახებ. მოცემულ საქმეზე დადასტურებულია და არავინ უარყოფს, თვით დაზარალებულიც კი, რომ იგი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, საკუთარი ნებით მისცა ჩვენება, სადაც მიუთითა ბ---- ბ---–----ის მხრიდან ცემის ფაქტი, ასევე ნებაყოფლობით ჩაუტარდა მას სამედიცინო ექსპერტიზა. ბ---- ბ---–----ის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი დასტურდება ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ირიბი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების _ მ--- ღ------ის, გ---–---- ნ-----ის, ნ----- ბ---–----ის, მ----- კ---–--–--ის გამოკითხვის ოქმებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ---- ბ---–----ემ განახორციელა ძალადობა მეუღლის, გ----–- ნ-----ის მიმართ, შესაბამისად, მათი გაზიარება გამართლებულია, იქედან გამომდინარე, რომ დაზარალებულის გარდა ძალადობის ფაქტს არ ჰყავს შემსწრე პირები, ვინაიდან, იგი ჩადენილია გვიან ღამით, ოჯახში, სადაც მოძალადის და დაზარალებულის გარდა არავინ იმყოფებოდა, ირიბი მოწმეები კი ადასტურებენ, რომ უშუალოდ დაზარალებულისგან _ პირველწყაროსგან გაიგეს ძალადობის ფაქტის შესახებ.

 

ამასთან, აპელანტის მითითებით, მსჯავრდებულ ბ---- ბ---–----ისათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს წარდგენილი ბრალდების ნაწილში ბ---- ბ---–----ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ---- ბ---–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისი არ არის დასკვნისათვის, რომ ბ---- ბ---–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა გ----–- ნ-----ემ უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2019 წლის 16 ივნისს, ღამის 2 საათზე, მას მობილურ ტელეფონზე სმს შეტყობინება გაუგზავნა ნაცნობმა _ მ-------- ა----–--ემ, რაც გაიგო მისმა მეუღლემ ბ---- ბ---–----ემ, რომელმაც იეჭვიანა ამის გამო და დაუძახა მის ნათესავებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს სახლში. სხვა იქ არაფერი მომხდარა. 2019 წლის 16 ივნისს, ღამით, მეუღლეს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და ხელი არ დაურტყამს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება მიიღო მანამდე, რაღაცის დაცემის შედეგად. გამოკითხვის ოქმი არ არის დაწერილი მისი ნაკარნახევი სიტყვებით და მასში მითითებულ გარემოებებს არ ადასტურებს. მასსა და მის მეუღლეს შორის ადგილი ჰქონდა უთანხმოებას სმს შეტყობინების გამო, მაგრამ ბ---- ბ---–----ეს მისთვის არც ხელი არ დაურტყამს და არც რაიმე დაზიანება მიუყენებია.

 

მოწმე მ--- ღ------ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ გ----–- ნ-----ე მისი ბიძაშვილია, რომელსაც ჰყავდა მეუღლე ბ---- ბ---–----ე. 2019 წლის 17 ივნისს, ღამის საათებში, მისმა ბიძაშვილმა გ---–---- ნ-----ემ მასთან სახლში მიიყვანა გ----–- ნ-----ე, რომელმაც უთხრა, რომ მისმა ქმარმა ნახა მისთვის ნაცნობი მამაკაცის მიერ მიწერილი სმს შეტყობინება, რის გამოც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში ორჯერ და გამოაგდო სახლიდან.

 

მოწმე თ-------- თ----------–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2019 წლის 17 ივნისს, გვიან ღამით, მასთან მივიდა მისი მეუღლის ძმა, ბ---- ბ---–----ე თავის მეუღლესთან _ გ----–- ნ-----ესთან ერთად, რა დროსაც ბ---- ბ---–----ემ უთხრა, რომ გ----–-სთვის მობილურ ტელეფონში უნახავს რაღაც სმს შეტყობინებები, რის გამოც თხოვა დაერეკა მისი ნათესავებისთვის და ეთქვა, რომ წაეყვანათ იგი მისი ოჯახიდან. ცოტა ხანში იქ მივიდა გ----–- ნ-----ის ძმა გ---–--- ნ-----ე და წაიყვანა გ----–-.

 

მოწმე გ---–--- ნ-----ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2019 წლის 17 ივნისს, გვიან ღამით, დაურეკა თ-------- თ----------–--ემ, რომლისგანაც შეიტყო, რომ მის სიძეს, ბ---- ბ---–----ეს რაღაც სმს-ები უნახავს მისი დისთვის _ გ----–-სთვის და რამე უთანხმოება რომ არ მომხდარიყო, თხოვა მიეკითხა მისთვის. ამის შემდეგ იგი ავიდა მათთან სახლში, სოფელ ე----–- და წამოიყვანა თავისი და.

 

მოწმე ნ----- ბ---–----ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ 2019 წლის 17 ივნისს, ღამის საათებში, მისმა ძმამ _ ბ---- ბ---–----ემ მას და მის მეუღლეს, მ----- კ---–--–--ეს შეატყობინა, რომ მის მეუღლეს _ გ----–- ნ-----ეს სასიყვარულო მიმოწერა ჰქონდა ვიღაც მამაკაცთან, რის გამოც უნდა დაშორებოდა მას. იმავე ღამით, მეუღლესთან ერთად ავიდა სოფელ ე----–-, ბ----ის და გ----–-ს სახლში, რა დროსაც თავისმა ძმამ მოუყვა, რომ მან გ----–- ნ-----ის მობილურ ტელეფონში წაიკითხა ამ უკანასკნელისა და მ-------- ა----–--ის სასიყვარულო მიმოწერა, რის შემდეგაც გაბრაზდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ----–-ს.

 

იგივე გარემოებებია დადგენილი მოწმე მ----- კ---–--–--ის გამოკითხვის ოქმით (უდავო მტკიცებულება).

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ გ----–- ნ-----ეს მარჯვენა თვალბუდის მიდამოს გარეთა კიდესთან აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რომელიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ბრალდებულმა ბ---- ბ---–----ემ თავისი მეუღლის _ გ----–- ნ-----ის მიმართ ძალადობის ნაწილში თავი არ სცნო დამნაშავედ და ითხოვა ამ ნაწილში გამართლება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად არ მიიჩნევს ბ---- ბ---–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ /El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia/13.12.2012).

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ ბ---- ბ---–----ემ 2019 წლის 17 ივნისს, თავის მეუღლეს _ გ----–- ნ-----ეს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ ბ---- ბ---–----ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეფუძნებოდა დაზარალებულ გ----–- ნ-----ის მიერ გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებას, რომელიც ამხელდა ბ---- ბ---–----ეს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, მაგრამ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გ----–- ნ-----ემ უარყო მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი და განმარტა, რომ ბ---- ბ---–----ეს მისთვის ხელი არ დაურტყამს. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულ გ----–- ნ-----ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, ვინაიდან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბ---- ბ---–----ის მიერ, 2019 წლის 17 ივნისს, გ----–- ნ-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

რაც შეეხება მოწმეების - მ--- ღ------ის, თ-------- თ----------–--ის, გ---–--- ნ-----ის, ნ----- ბ---–----ის და მ----- კ---–--–--ის ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და გადმოსცემენ მათთვის სხვა პირთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ისინი წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს

 

საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ იმის შესახებ, რომ გ----–- ნ-----ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის გარეთა კიდესთან და ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანების ბ---- ბ---–----ის მიერ მიყენების ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არც სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება გ----–- ნ-----ემ ბ---- ბ---–----ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მიიღო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ბ---- ბ---–----ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში არის კანონიერი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

რაც შეეხება სასჯელს სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ბ---- ბ---–----ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი ბ---- ბ---–----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.ბ---- ბ---–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.ბ---- ბ---–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

5.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ---- ბ---–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

6.ბ---- ბ---–----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 01 ივლისის ჩათვლით.

 

7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ---- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდეს გირაოს უზრუნველსაყოფად ბ------ ო-----–--ის (პ/ნ 6----------) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, ქ.ბათუმში, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №0-----------) 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა.

 

8.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პირობით მსჯავრდებულ ბ---- ბ---–----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

9.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: „----------ს“ მარკის ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეთ მფლობელებს, ხოლო სისხლისმაგვარი ლაქები და ქვა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში განადგურდეს.

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/