განაჩენი

სისხლის სამართლის 06.01.2020
საქმის ნომერი
080100119003069212
ინსტანცია
თარიღი
06.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100119003069212

საქმე №1/ბ-851-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ბ-------ს ძე ზ-----–---–ის მიმართ, დაბადებული 1---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): ქუთაისი, ნ---------------------–--------------; მცხოვრები (ფაქტობრივად): ტყიბული, სოფელი კ----------.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- ზ-----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქუთიასში, ნიკეას ქუჩა, მეორე შესახვევი N 2/29 -ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში რ---- ზ-----–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, მ---- ზ-----–---–ს, კერძოდ, მიმართავდა, უცენზურო სიტყვებით და შემდგომ ხელი დაარტყა კეფის არეში. აღნიშნული ქმედებით მ---- ზ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენით რ----- ზ-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის არსი :

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ---- ზ-----–---–ის მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს ამ მუხლით შესაბამისი სასჯელი. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი მ. ზ-----–---–ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, განაჩენი არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდნენ რ. ზ-----–---–ის ბრალეულობას ოჯახურ ძალადობაში.

 

გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----- ზ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ---- ზ-----–---–მა არ მისცა ჩვენება შვილის რ----- ზ-----–---–ის წინააღმდეგ; ასევე მოწმე ნ----- ზ-----–---–მა არ მისცა ჩვენება ძმის, რ----- ზ-----–---–ის წინააღმდეგ.

 

მოწმე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ---- ჯ----–---–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 2 აპრილს დაახლოებით 03:10 საათზე პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქუთაისში, ნ---------------------–---------------ში მცხოვრები მ---- ზ-----–---–ი აცხადებდა, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა რ----- ზ-----–---–მა. აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე ზ---- ჯ----–---–ი მეწყვილე ე------ ჟ----–---–---თან ერთად გამოცხადდა მისამართზე, სადაც დახვდათ შეტყობინების ინიციატორი მ---- ზ-----–---–ი, რომელიც იყო განერვიულებული და მათ განუმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა რ----- ზ-----–---–მა მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კეფაში ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც მ---- ზ-----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ხელი კრა მ---- ზ-----–---–ის შვილს ნ----- ზ-----–---–ს. შემთხვევის ადგილზე აგრეთვე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ---- ზ-----–---–ი, რომელიც იყო აგრესიული და ილანძღებოდა დედის მისამართით, აღნიშნულის გამო მოხდა რ----- ზ-----–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება და შედგა დაკავების ოქმი, თუმცა რ----- ზ-----–---–მა გაურკვეველი მიზეზით დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა.

 

საქმეში წარმოდგენილი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2019 წლის 2 აპრილს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩა მეორე შესახვევი N2/29-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რ----- ზ-----–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას მ---- ზ-----–---–ს და დას ნ----- ზ-----–---–ს.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N------ თანახმად, 2019 წლის 2 აპრილს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, მასზედ, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა მეორე შესახვევი N2/29-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში რ----- ზ-----–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას მ---- ზ-----–---–ს და დას ნ----- ზ-----–---–ს.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 2 აპრილს 03:30 საათზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ---- ჯ----–---–ის მიერ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა ნეორე შესახვევი N2/29-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში რ----- ზ-----–---–ი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად - 02.04.2019 წელს 06:09-06:15 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- ზ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, რ----- ზ-----–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ლამარა მარგველაშვილმა ისარგებლა საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია რ----- ზ-----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე. ასევე, მოწმე ნ----- ზ-----–---–მა არ მისცა სასამართლოს ჩვენება ძმის, რ----- ზ-----–---–ის წინააღმდეგ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 02 აპრილს რ---- ზ-----–---–მა იძალადა დედაზე - მ---- ზ-----–---–ზე. მოწმეები: ზ---- ჯ----–---–ი და ე------ ჟ----–---–---ი არ არიან ძალადობის ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, მათი ჩვენებები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება). რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას N---------, აღნიშნული დასკვნის თანახმად - ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- ზ-----–---–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ---- ზ-----–---–ის ბრალდების დადასტურება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ----- ზ-----–---–ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი რ----- ზ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ნოემბრის განაჩენი რ----- ზ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

რ----- ზ-----–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

რ----- ზ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

გამართლებულ რ----- ზ-----–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საინფორმაციო ცენტრ 112-დან გამოგზავნილი დისკი, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე