განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100119002895389
საქმე №1/ბ-850-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 დეკემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-- ი-------ს ძე მ----–--------ის მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, რ----------–---–ის ქ. №38/25;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ-- მ----–--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქუთაისში, რ----------–---–ის ქუჩა N38/25-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ-- მ----–--------ე უმწეო მდგომარეობაში მყოფ დედას - გ------- მ----–--------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ეძახდა, რომ გაგუდავდა. გ------- მ----–--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენით გ-- მ----–--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ-------- ტ---–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ-- მ----–--------ის მიმართ, იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელი. ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი გ-- მ----–--------ის მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, აგრეთვე, თვლის, რომ განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიებულებებს და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტიცებულებები არ შეაფასა ერთობლიობაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა გ-- მ----–--------ის ბრალეულობას.
გამართლებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-- მ----–--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა გ------- მ----–--------ემ არ მისცა ჩვენება შვილის გ-- მ----–--------ის წინააღმდეგ; მოწმე მ----- მ----–--------ემ არ მისცა ჩვენება მეუღლის, გ-- მ----–--------ის, წინააღმდეგ და, ასევე, მოწმე მ------ მ----–--------ემ არ მისცა ჩვენება ძმის - გ-- მ----–--------ის წინააღმდეგ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა ა---- მ--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე მიღებულ იქნა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩა N38-ში, სადაც გამოძახების ინიციატორმა მ------ მ----–--------ემ მათ განუმარტა, რომ მისმა ძმამ, გ-- მ----–--------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას გ------- მ----–--------ეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განმარტა, რომ ეს ქმედება არის სისტემატური ხასიათის და გ-- მ----–--------ე დედამისს ამცირებს, ემუქრება. აღნიშნულის გამო პატრულ-ინსპექტორებმა საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადასცეს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებას, თავად კი გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1 დადგენილია, რომ 2019 წლის 8 თებერვალს, ქუთაისში, რ----------–---–ის ქუჩა N38/25-ში გ-- მ----–--------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - გ------- მ----–--------ეს.
დანაშაულის შესახებ N------ შეტყობინების თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ გ------- მ----–--------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა გ-- მ----–--------ემ.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 8 თებერვალს 18:40 საათზე, ქუთაისში, რ----------–---–ის ქუჩა N38/25-ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გ-- მ----–--------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2019 წლის 9 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბ----- ე-–---ას მიერ 13:30 საათიდან 13:50 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქუთაისში, რ----------–---–ის ქუჩა N38/25-ში, ბინაში შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს, დერეფნის ბოლოს განთავსებულია საძინებელი ოთახი, სადაც შესასვლელი კარების მარცხენა მხარეს განთავსებულია ერთი საწოლი, რომელზეც წევს უმწეო მდგომარეობაში მყოფი გ------- მ----–--------ე. დათვალიერებაში მონაწილე მ----- მ----–--------ის განმარტებით, სწორედ, აღნიშნულ ოთახში მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მის მეუღლესა და დედამთილს შორის.
საქმის არსებით სხდომაზე, გარდა დაზარალებულ გ------- მ----–--------ის, მოწმეების: მ----- მ----–--------ის და მ------ მ----–--------ის, რომლებმაც ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებით და არ მისცეს (შვილის, მეუღლის, ძმის) წინააღმდეგ ჩვენება და მოწმე ა---- მ--–--ის ჩვენებისა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, გ-- მ----–--------ის საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა გ------- მ----–--------ემ ისარგებლა საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია გ-- მ----–--------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე. ასევე, მოწმე მ------ მ----–--------ემ არ მისცა სასამართლოს ჩვენება ძმის - გ-- მ----–--------ის წინააღმდეგ და მოწმე მ----- მ----–--------ემ არ მისცა სასამართლოს ჩვენება მეუღლის - გ-- მ----–--------ის წინააღმდეგ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2019 წლის 8 თებერვალს გ-- მ----–--------ემ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით დედას - გ------- მ----–--------ეს.
სასამართლოში დაკითხული მოწმე ა---- მ--–--ე არ არის მომხდარის თვითმხილველი მოწმე, მისი ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ-- მ----–--------ის ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-- მ----–--------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი გ-- მ----–--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განაჩენი გ-- მ----–--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ-- მ----–--------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გ-- მ----–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით გ-- მ----–--------ის მიმართ შეფარდებული გირაოს 3000 (სამი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას გ-- მ----–--------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების წილს, მდებარე: ქუთაისი, რ----------–---–ის ქუჩა N38/25 (საკადასტრო კოდი 0------------------)
გამართლებულ გ-- მ----–--------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე