განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2020
საქმის ნომერი
330100119003183461
ინსტანცია
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003183461

საქმე №1ბ/2020-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ბ-----------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 11 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ბ---–--–----------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:

ბ-----------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ----------------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

ბ-----------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

ბ-----------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ---------------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ბ-----------------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ბ-----------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2000 წლიდან ნ----------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ------------------–--ესთან და შვილებთან - 2000 წელს დაბადებულ ნ---------------–--ესთან და 2006 წელს დაბადებულ ა-------------–---სთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ა------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის გამწვავდა კონფლიქტი, ვინაიდან ბ-----------------–--ე სისტემატიურად იღებდა ალოკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში გამუდმებით აგინებდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ნ----------------–--ე თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. აღნიშნულს ესწრებოდნენ მათი შვილები, მათ შორის არასრულწლოვანი ა-------------–---. მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის გამო ისინი 2019 წლის მაისში დაშორდნენ და ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. 2018 წლის ზაფხულში, ბ-----------------–--ემ, კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლის - ნ----------------–--ის მიმართ, საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო. კერძოდ, ბ-----------------–--ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა დედის მისამართით, რის შედეგადაც ნ----------------–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. ასევე, 2019 წლის მარტში, ბ-----------------–--ეს, იმის გამო, თუ რატომ უყურებდა სხვანაირად ნ----------------–--ე, ამ უკანასკნელთან მოუვიდა კონფლიქტი, დაუწყო ლანძღვა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა უწმაწური სიტყვებით, რის შედეგადაც ნ----------------–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. აღნიშნული განმეორდა ასევე 2019 წლის ივლისის ბოლოს, რა დროსაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ნ----------------–--ემ, ბ-----------------–--ეს სთხოვა თანხით დახმარება, ხოლო ბ-----------------–--ემ დაუწყო გინება და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც ნ----------------–--ემ თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა სულიერი ტანჯვა. 2019 წლის აგვისტოს დასაწყისში, რა დროსაც ბ-----------------–--ე აგინებდა დედის მისამართით, ეუბნებოდა დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რასაც ესწრებოდნენ მათი შვილები ა------ ნ---------------–--ეები, რა დროსაც ნ----------------–--ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. ასევე, 2019 წლის 9 აგვისტოს, ბ-----------------–--ემ, შვილების თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნ----------------–--ეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტანჯვა.

 

ასევე, 2019 წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ა------------–---–----------ში, ბ-----------------–--ემ ოჯახური კონფლიქტის დროს, ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის - 2006 წელს დაბადებულ ა-------------–--ის თანდასწრებით, მეუღლეს - ნ----------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი ერთხელ ძლიერად დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ----------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე, 2000 წლიდან ნ----------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ-----------------–--ესთან და შვილებთან - 2000 წელს დაბადებულ ნ---------------–--ესთან და 2006 წელს დაბადებულ ა-------------–---სთან ერთად ცხოვრობს თბილისში, ა------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბ-----------------–--ე სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას შვილის - ნ---------------–--ის მიმართ, კერძოდ, აგინებდა, ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც ნ---------------–--ე თავს დამცირებულად გრძნობდა და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. აღნიშნულის და ასევე ნ---------------–--ის დედის, ნ----------------–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო, ნ---------------–--ე ორჯერ წავიდა სახლიდან, თუმცა ორჯერვე დაბრუნდა. 2019 წლის მაისში, ბ-----------------–--ემ, კვლავ ფსიქოლოგიურად იძალადა მეუღლის - ნ----------------–--ის მიმართ, რომელსაც გამოესარჩლა ნ---------------–--ე. ბ-----------------–--ემ კი შვილსაც - ნ---------------–--ესაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა დედის მისამართით, რის შედეგადაც ნ---------------–--ემ თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა. ასევე 2019 წლის ივლისის შუა რიცხვებში ბ-----------------–--ემ კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დედის მისამართით შეაგინა ნ---------------–--ეს, რომელმაც თავი დამცირებულად იგრძნო და განიცადა ტანჯვა. ანალოგიური განმეორდა 2019 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ნ---------------–--ის სწავლის საფასურთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას ბ-----------------–--ემ შვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიმართა აგდებულად და დამამცირებელი სიტყვებით, რა დროსაც ნ---------------–--ემ თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა სულიერი ტანჯვა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ა------–------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ბ-----------------–--ისათვის მუხლის სანქციის მაქსიმუმთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ბ-----------------–--ის ქმედებას, თუმცა მის მიმართ გამოიყენა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი, რადგან საქმეში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბ-----------------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო მაღალი საფრთხის შემცველი და არსებობს დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების საშიშროება. აპელანტის აზრით, ყურადღებაა გასამახვილებელი საქმეში არსებულ დაზარალებულთა რაოდენობაზე და მათ მდგომარეობაზე, კერძოდ, დაზარალებულები არიან ბ-----------------–--ის ოჯახის წევრები, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ბ-----------------–--ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების სისტემატურობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მის მიდრეკილებაზე ოჯახის წევრების დამცირებისა და თუ ჩაგვრისაკენ. ამასთან, თავად არასრულწლოვნების ჩამოუყალიბებელი და არამდგრადი ფსიქიკის გამო, მსჯავრდებულის მხრიდან მომეტებულადაა წარმოდგენილი საფრთხე უფრო ნეგატიური შედეგების თვალსაზრისითაც. ბ-----------------–--ე მიდრეკილია ოჯახური ძალადობის ჩადენისაკენ, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ყველაზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა.

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ბ-----------------–--ისათვის სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება, აპელანტის აზრით, ვერ იქნება გამართლებული, რადგან პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. პირობითი მსჯავრი ბ-----------------–--ისათვის არის წამახალისებელი. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ბ-----------------–--ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულმა ბ-----------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა----------–-–---–მა წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც ითხოვეს აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბ-----------------–--ის აღარებით, დაზარალებულების - ნ----------------–--ის და ნ---------------–--ის, მოწმეების - გ--------------–--–--ის, ა-------------–--ის, გ--------------–--–---–--, მ---------------- და ნ----–------ გამოკითხვის ოქმებით, ბ-----------------–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული, რომ ბ-----------------–--ემ ნამდვილად ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ბ-----------------–--ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე არ ემყარება არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძველს, საჩივარში მითითებული არ არის, თუ რის გამო უნდა მოხდეს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრება. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ბ-----------------–--ემ ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული, საქმეს ჰყავს რამდენიმე დაზარალებული და მისგან კვლავ მოსალოდნელია ძალადობრივი ფაქტების განხორციელება, არ შეიძლება გახდეს მისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები გახდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და შემდგომში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი დანაშაულებრივი ქმედების სამ ეპიზოდში. სასჯელის მიზნებზე საუბრისას, აპელანტი არ აკონკრეტებს, რატომ შეიძლება ვერ იქნეს მიღწეული სასჯელის მიზნები, მაშინ, როდესაც ბ-----------------–--ეს შეფარდებული აქვს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მის მიმართ მსჯავრად შერაცხული მუხლების სანქცია ალტერნატივის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომასაც. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა რა ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი ცხოვრების პირობები, მისი ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნები, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, კერძოდ, ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, დაადასტურა, რომ აღარ განმეორდება მსგავსი, კონფლიქტი ხდებოდა მატერიალური პრობლემების ნიადაგზე და ბ-----------------–--ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა. კერძოდ, ბ-----------------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით, პალატა მართებულად მიიჩნევს მისთვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენი ბ-----------------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ა------–------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

ბ------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ----------------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

ბ------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

ბ------------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ---------------–--ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ ბ------------------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ბ------------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ბ-----------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2019 წლის 9 აგვისტოდან 2019 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ბ------------------–--ეს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე