განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003247806
საქმე №1/ბ-853-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ------ დ-----ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქის (პირადი №3----------), დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თურქეთში, ქალაქ მ-------იში, ქ-----–------ს რაიონი, ფ------ს უბანი №10-ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19; 344-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით:
შ------ დ-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 344-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ------ დ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
შ------ დ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: შ------ დ-----ის სახელზე გაცემული თ---------ს რესპუბლიკის პასპორტი U-------- _ შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო შ------ დ-----ის სახელზე გაცემული თ---------ს რესპუბლიკის პირადობის მოწმობა №A-------- _ უნდა დაუბრუნდეს შ------ დ-----ს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა თ----- მ-----მ, რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულ შ------ დ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგი საფუძვლით: შ------ დ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულები მიმართულია მმართველობის წესის წინააღმდეგ. მისმა ქმედებამ, ერთის მხრივ, საფრთხე შუქმნა ქვეყანაში დადგენილ მმართველობის წესსა და სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობას, ხოლო, მეორეს მხრივ, იმ ურთიერთობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს. მსჯავრდებულმა კი, მიუხედავად იმისა, რომ აღიარა ჩადენილი ქმედება, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან იმ პირის დასადგენად, რომელმაც დაუმზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და სავარაუდოდ, განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას. აქედან გამომდნარე, შ------ დ-----ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არაპროპორციულია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: ბრალდებულ შ------ დ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ნ-----–---- შ------ის და გ------- ა---–--ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შ------ დ-----მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს შ------ დ-----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია სასჯელის სამართლიანობაზე საუბარი, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: შ------ დ-----ი მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის, მან აღიარა ჩადენილი დანაშაულები, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი არც სხვა გარემოება გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით შ------ დ-----ისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაბამისად, არ არსებობს მისი გამკაცრების საფუძველი.
ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი შ------ დ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ თ----- მ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი შ------ დ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.შ------ დ-----ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19; 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;344-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ------ დ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ შ------ დ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შ------ დ-----ის სახელზე გაცემული თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი U--------, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით, ხოლო შ------ დ-----ის სახელზე გაცემული თ---------ს რესპუბლიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა №A--------, დაუბრუნდეს შ------ დ-----ს.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/