განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100119003205371
საქმე №1/ბ-843-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ჩ-------ის და მსჯავრდებულ ლ-–- წ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–- წ----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 2------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ზ------------------------------–--------–------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:
ლ-–- წ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ლ-–- წ----ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ-–- წ----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო _ 2019 წლის 8 ივნისიდან 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
ლ-–- წ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის №12/13-2019 განჩინებით ლ-–- წ----ის (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ზ------------------------------–--------–------–-, ს/კ №3-----------) დადებული ყადაღა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, ლ-–- წ----ეს დაეკისრა მოვალეობა პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალა პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
· ფოტოსურათები და ოთხი ცალი დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· ,,ს-------ის’’ ფირმის ოქროსფერი მობილური ტელეფონი, ,,ს-------ის’’ ფირმის შავკორპუსიანი მობილური ტელეფონი, ავტომანქანიდან ამოღებული ,,ს-------ის’’ ფირმის ტელეფონი, მართვის მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ,,ს---------’’ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით B-------- და პასპორტი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
· ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, შალითის ორი ნიმუში, ხელის კვალის 3 დაქტილობარათი, ხელის 2 კვალი და სუნის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
· ს------ შ-------–---–ის მაისური და ჯინსის შარვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ს------ შ-------–---–ს.
· თ---------- კ---------ის შავი ფერის შარვალი და შავი ფერის მაისური, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს თ---------- კ---------ეს.
· ლ-–- წ----ის მაისური და სპორტული შორტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ლ-–- წ----ეს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- წ----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წელს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქალაქ ზესტაფონში არსებული სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ლ-–- წ----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს------ შ-------–---–ს, კერძოდ, ორივე ხელის მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში, რის გამოც ს------ შ-------–---–ი წაიქცა. განაგრძობდა რა ძალადობას, ლ-–- წ----ემ, წაქცეულ ს------ შ-------–---–ს სხეულის სხვადასხვა ადგილზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი. ლ-–- წ----ის მხრიდან განხორციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ს------ შ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქალაქ ზესტაფონში, ა----–-----–-- ქუჩაზე ფეხით გადაადგილებისას, ს------ შ-------–---–ს დაუძახა ლ-–- წ----ემ, რომელიც იჯდა იქვე პარკირებული, მის მართვის ქვეშ მყოფი შავი ფერის „ს---------“ მარკის, ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით B--------. ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ლ-–- წ----ემ, ს------ შ-------–---–ს მოსთხოვა მანქანაში დაჯდომა, რაზედაც მან უარი მიიღო. აღნიშნულის შემდეგ ლ-–- წ----ე სწრაფად ჩამოვიდა ავტომანქანიდან, ს------ შ-------–---–ს ხელი მოჰკიდა მარჯვენა მკლავზე და ძლიერად მოუჭირა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი. ძალის გამოყენებით მიიყვანა იგი ავტომანქანის უკანა მარჯვენა მხარეს არსებულ კარებთან, ამავდროულად ცალი ხელით იჭერდა ს------ შ-------–---–ს, ხოლო მეორე ხელით გააღო ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარები, რის შემდეგაც ორივე ხელი ძლიერად უბიძგა და მიუხედავად ს------ შ-------–---–ის წინააღმდეგობისა, იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და ჩაუკეტა კარები. ს------ შ-------–---–ი ცდილობდა ავტომანქანიდან გადმოსვლას, რისი საშუალებაც კარების ჩაკეტვისა და მინის ამოწევის გზით არ მისცა ლ-–- წ----ემ, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მიიყვანა ზესტაფონის რაიონის სოფელ პ------–--------- ტერიტორიაზე და მისი ნების საწინააღმდეგოდ არ აძლევდა საშუალებას დაეტოვებინა ავტომანქანა.
2019 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქალაქ ზესტაფონში, ა----–-----–-- ქუჩაზე ფეხით გადაადგილებისას, ლ-–- წ----ემ ს------ შ-------–---–ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, ჩასვა თავის კუთვნილ „ს---------“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით B-------- და გადაიყვანა ზესტაფონის რაიონის სოფელ პ------–--------- ტერიტორიაზე. ვალის დაბრუნებასთან დაკავშირებით მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ლ-–- წ----ე სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს------ შ-------–---–ს. ლ-–- წ----ის მიერ განხორციელებული ქმედება, ს------ შ-------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების _ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ ჩ-------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულ ლ-–- წ----ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, „ს---------“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით B--------- როგორც დანაშაულის იარაღის, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. გარდა ამისა, აპელანტის მითითებით, ლ-–- წ----ემ თავისი კუთვნილი „ს---------“ მარკის ავტომანქანა გამოიყენა დანაშაულის ჩასადენად, რითაც გაიადვილა დანაშაულის ჩადენა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის გამოყენებით, მას აღნიშნული ავტომანქანა, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული დანაშაულის იარაღი, უნდა ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ.
მსჯავრდებულ ლ-–- წ----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- დ---–-–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოხსნა, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის მიზანი მიღწეულია სასამართლოს მხრიდან ლ-–- წ----ის მიმართ პირობითი სასჯელის დანიშვნით, შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენისათვის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციისათვის არ არის სავალდებულო მის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება. აპელანტის მითითებით, მხედველობაშია მისაღები, რომ მხოლოდ ლ-–- წ----ეა ოჯახში დასაქმებული კერძო ბიზნესით, მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და მოხუცი მშობლები, შესაბამისად, 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება მას და მის ოჯახს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ჩ-------ისა და მსჯავრდებულ ლ-–- წ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, მათ შორის: დაზარალებულ ს------ შ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების _ გ------- ჯ----–---–--, თ------ კ---------ის, ე----- შ-------–---–ის, დ----- წ----ის და მ----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით; კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ-–- წ----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულები, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები განაჩენს ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელის ნაწილში, კერძოდ: მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულ ლ-–- წ----ისათვის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოხსნას, ხოლო პროკურორი _ მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პიროვნება, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები _ ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და ხასიათდება დადებითად, ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან და მშობლებთან ერთად, ოჯახში დასაქმებული მხოლოდ თვითონაა _ აქვს კერძო ბიზნესი, დაზარალებულთან შერიგებულია, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ აქვს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ლ-–- წ----ეს განუსაზღვრა სამართლიანი ძირითადი და დამატებითი სასჯელები, რომლებიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებულ განაჩენში, ლ-–- წ----ისათვის დანიშნული სასჯელების ნაწილში ცვლილების შეტანის საფუძველი.
სააპელაციო პალატა ასევე არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მსჯავრდებულ ლ-–- წ----ისათვის მისი კუთვნილი „ს---------“ მარკის ავტომანქანის, როგორც დანაშაულის იარაღის, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, ქონების ჩამორთმევა, რომელიც წარმოადგენს დამატებითი სასჯელის სახეს, გულისხმობს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ანუ ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის, რომ იგი განპირობებული უნდა იყოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი აუცილებლობით, ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საჭიროებით და ხელს უნდა უწყობდეს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის შეფარდებისას დადგენილი უნდა იყოს, რომ გარდაუვალია ამ ქონებით ახალი დანაშაულის ჩადენა ან არსებობს სხვათა უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე ან/და ასეთი ქონების არჩამორთმევით სახელმწიფოს, საზოგადოებას ან კონკრეტულ ადამიანებს რეალურად მიადგება ის ზიანი, რომლის თავიდან აცილების მიზანსაც ემსახურება ეს ნორმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ-–- წ----ისათვის მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩამორთმევა არ წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელ საჭიროებას, რის გამოც პროკურორის მოთხოვნა მისთვის აღნიშნული ავტომანქანის სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი ლ-–- წ----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ჩ-------ისა და მსჯავრდებულ ლ-–- წ----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–ის, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი ლ-–- წ----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.ლ-–- წ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
_საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილების თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–- წ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5.ლ-–- წ----ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავების დრო _ 2019 წლის 8 ივნისიდან 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
6.ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-–- წ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივნისის №12/13-2019 განჩინებით ლ-–- წ----ის (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ზ------------------------------–--------–------–-, ს/კ №3-----------) დადებული ყადაღა.
7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე, 66-ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულ ლ-–- წ----ის ყოფაქცევის კონტროლისა და მისი დახმარების განხორციელება დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულ ლ-–- წ----ეს დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· ფოტოსურათები და ოთხი ცალი დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს _ შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
· ,,ს-------ის’’ ფირმის ოქროსფერი მობილური ტელეფონი, ,,ს-------ის’’ ფირმის შავკორპუსიანი მობილური ტელეფონი, ავტომანქანიდან ამოღებული ,,ს-------ის’’ ფირმის ტელეფონი, მართვის მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ,,ს---------’’ მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით B-------- და პასპორტი, რომლებიც ინახება შსს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
· ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ავტომანქანიდან ამოღებული ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, შალითის ორი ნიმუში, ხელის კვალის 3 დაქტილობარათი, ხელის 2 კვალი და სუნის ნიმუში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
· ს------ შ-------–---–ის მაისური და ჯინსის შარვალი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ს------ შ-------–---–ს.
· თ---------- კ---------ის შავი ფერის შარვალი და შავი ფერის მაისური, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს თ---------- კ---------ეს.
· ლ-–- წ----ის მაისური და სპორტული შორტი, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს ლ-–- წ----ეს.
9.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
10.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/