განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020100117001840630
საქმე №1/ბ-203-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით
თავმჯდომარე- თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ე---–---- ბ------ს
მსჯავრდებულების - მ-------- კ------ს, მ------ ს-----ის
გამართლებულების - მ----- ზ-------ს, ი-----–- ა-----------ს
ადვოკატების - გ--- შ-----–--ს, ე-–-----ა ზ--------ის, მ----- მ---–----–---ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ----- ვ-–-ს ძე ზ-------ს მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 2----------; საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული, მარტვილის რაიონის სოფელი ვ----------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ფოთი, დ--------ს ქუჩა N100.
ი-----–- ვ-----–-ს ძე ა-----------ს მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 4----------; საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ. ფოთი, ა--–--ის ქუჩა N8/12.
მ-------- ჯ-------ის ძე კ------ს მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 5----------; საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: წალენჯიხის რაიონის სოფელი ნ-------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ფოთი, ა-----ს ქუჩა N59.
მ------ ნ--–----ს ძე ს-----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პ/ნ 5----------; საქართველოს მოქალაქე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: წყალტუბო, სოფელი გ------ი კ. გ-------------ს ქუჩა N5/25.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ----- ზ-------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი).
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ა-----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით (2 ეპიზოდი).
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ-------- კ------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ს-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის ნოემბრის თვეში შპს ,,გ-–-----–---------ი“-ს საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი ორი ცალი კონტეინერით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს გავლით იტალიის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 48 ტონა დარჩეული თხილის გული. 2016 წლის 4 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ.ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ----------------ი“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა მ----- ზ-------სთვის, ი-----–- ა-----------სთვის და მ-------- კ------სთვის. ზემოაღნიშნულმა პირებმა განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 6 ნოემბერს, ღამის საათებში ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ----------------ი“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ------------------------------ში შეტანამდე მ----- ზ------- წინასწარი შეთანხმებით ი-----–- ა-----------სთან, მ-------- კ-----სთან და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ს-----“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E--- 5------ კონტეინერიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 517 287 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეული თხილის გულს. რამდენიმე დღის შემდეგ, ი-----–- ა-----------ს დავალებით მ-------- კ------მ რ----- ლ-----–---ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესი“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანით 12 ტონა თხილის გული გადაიტანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯ---–----ში და 168 000 ლარად მიჰყიდა ვ--–--- ზ---------ს.
2016 წლის ნოემბრის თვეში შპს ,,გ-–-----–--------ი“-ს, საზღვაო ხაზი ,,E--------“-ის კუთვნილი კონტეინერით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს გავლით იტალიის რესპუბლიკაში გადაჰქონდა 24 ტონა დარჩეული თხილის გული. 2016 წლის 8 ნოემბერს აღნიშნული კონტეინერები შეტანილ იქნა ქ. ფოთში, ლარნაკას ქუჩაზე მდებარე შპს ,,კ----------------ი“-ს საბაჟო ტერმინალზე, რაც ცნობილი გახდა მ----- ზ-------სთვის, ი-----–- ა-----------სთვის და მ------ ს-----ისთვის. აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კონტეინერში მოთავსებულ თხილის გულს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის 19 ნოემბერს, ღამის საათებში, ზემოხსენებული თხილის გულის შპს ,,კ----------------ი“-ს საბაჟო ტერმინალიდან ფ------------------------------ში შეტანამდე, მ----- ზ------- წინასწარი შეთანხმებით ი-----–- ა-----------სთან, მ------ ს-----ესთან და სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად, მ------ ს-----ის მართვის ქვეშ მყოფი „მაზი“-ს მარკის სატვირთო ავტომანქანაზე მოთავსებული ნომერ E---------- კონტეინერიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიდი ოდენობით - 211200 აშშ დოლარის, ანუ 525 655.68 ლარის ღირებულების 24 ტონა დარჩეული თხილის გულს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენით ი-----–- ა----------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდში) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ----- ზ------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდში) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
მ-------- კ------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. მ-------- კ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
მ------ ს-----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებზე.
მ------ ს-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ე---–---- ბ------ს მიერ, რომელმაც გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ------ ს-----ის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით; მ----- ზ-------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი); ი-----–- ა-----------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და მ-------- კ------ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ უტყუარად დასტურდება ყველა ბრალდებულის ბრალეულობა ზემოაღნიშნულ დანაშაულებში. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია წინასწარ შეთანხებით ჯგუფის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ დანაშაულში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ (შეთანხმდნენ) დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. როგორც დადგენილია დანაშაულებრივი ჯუფის წევრების მიერ ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებულ იქნა 48 ტონა თხილის გული, რომლის ღირებულება შეადგენს მილიონ ლარზე მეტს და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, თუ რა ვითარბაში და ხერხით იქნა ჩადენილი ქურდობა, ერმნიშვნელოვნად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქურდობის ჩადენა არ მომხდარა და ვერც შეიძლება მომხდარიყო სპონტაურად, თუ არა ჯგუფის წევრების სათანადოდ მომზადება.
აპელანტი - ბრალდების მხარე თვლის, რომ მათ მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც არის დამაჯერებელი, ურთიერთთავსებადი და უტყუარი, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულების მიერ მოცემული ქურდობების ჩადენაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-----–- ა-----------მ, მ----- ზ-------მ, მ-------- კ-----მ და მ------ ს-----ემ ჩაიდინეს მათზე ინკრიმინირებული ქმედება და რაიმე ეჭვის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენი ასევე გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ მ-------- კ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–- ბარძიმაძის მიერ, რომელმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება მოითხოვა. აპელანტი მხარის აზრით საქმეში არსებული მასალებით არანაირად არ დასტურდება, რომ მ-------- კ------მ ვინმეს მიყიდა თხილის გული და ისიც 11 ტონაზე მეტი, ასევე არ დასტურდება არც წინასწარი შეცნობა, არც განზრახვა და არც დიდი ოდენობა, თავად მსჯელობაში იკითხება საეჭვოობის საკითხი, რაც მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს ქურდობის ფაქტის არსებობას.
სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ იქნა ასევე მ------ ს-----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: გ--- შ-----–--სა და ე-–-----ა ზ--------ის მიერ, რომლებმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ.ს-----ის გამართლება მოითხოვეს. აპელანტი მხარე თვლის, რომ მ------ ს-----ეს არ აქვს კრიმინალური წარსული, ჰყავს პენსიონერი დედა და დაავადებული და, რომელსაც სხვათა დახმარების გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. აღნიშნული იძლევა მ------ ს-----ის კანონმორჩილი, ოჯახზე მზრუნეველი პიროვნების მახასიათებელს. სააპელაციო საჩივრის ავტორის აზრით სასამართლოს, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენოდა ის გარემობეაც, რომ მ------ ს-----ეს არ შეეძლო საკუთარი ინტერესების დაცვა, განსაკურთებით საქმის არსებითად განხილვის დასრულების ეტაპზე. ამით კი, მსჯავრდებული აქციეს, თუ იქცა უსამართლობის მსხვერპლად. ამდენად, მ------ ს-----ის მსჯავრდებისას, კანონის დარღვევით ყურადება არ გამახვილდა საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით იმპერატიულ მოთხოვნაზე - მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ. სააპელაციო წესით საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს და მსჯავრდებულ მ------ ს-----ეს შორის, ადვოკატის გ--- შ-----–--ს მონაწილეობით და ზემდგომი პროკურორის თანხმობით გაფორმებული შუამდგომლობა, საპროცესო შეთანხმების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ე---–---- ბ------ს, რომლებმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– აპელანტს, მსჯავრდებულ მ-------- კ------ს და მისი მინტერესების დამცველ ადვოკატს მ----- მ---–----–---ს: რომლებიც არ დაეთანხმნენ პროკურორის სააპელაციო საჩივარს და თავიანთი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
აპელანტებს, მსჯავრდებულ მ------ ს-----ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გ--- შ-----–--ს, რომლებიც დაეთანხმნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას მ------ ს-----ის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულებს: მ----- ზ-------ს, ი-----–- ა-----------ს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ----- მ---–----–---ს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და თავიანთ ნაწილში განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება მოითხოვეს, ხოლო მსჯავრდებულმა მ-------- კ------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ----- მ---–----–---მ მ.კ------ს ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის რ----- ლ-----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ ქართული კარგად არ იცის, გამომძიებელთან საუბრობდა მეგრულად და რუსულად, თარჯიმანი არ შეუთავაზებიათ. პოლიციის სამმართველოში მას დაემუქრნენ შვილის დაჭერით, აჩვენეს უცხო პირთა სურათები და მოსთხოვეს, ამოეცნო ისინი. ზეწოლის შედეგად რომელიღაცა მიამსგავსა, აიძულეს, თავის ჩვენებაში დაესახელებინა პირები, რომლებსაც არ იცნობს, ხელი მოაწერინეს. ზეწოლა ხორციელდებოდა გამოკითხვამდე. გამოკითხვისას ზეწოლა არ ყოფილა. ქართულად მინაწერი მან გააკეთა. კერძოდ, დაუწერეს ტექსტი, რაც მან გადმოწერა. საგამოძიებო ექსპერიმეტის დროსაც მეგრულად საუბრობდნენ, პოლიციელმა თვითონ დაუხატა გზები და უთხრა, აქ იყავიო. წინ პოლიციელი მიდიოდა, რომელიც უჩვენებდა გზებს, არ იცოდა სად მიყავდათ. მართალია გამოქვეყნდა მოწმის გამოკითხვის ოქმი, თუმცა მისი სისწორე მოწმემ არ დაადასტურა, აღნიშნა, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული გვარები მას არ ეცნობა, ბრალდებულებს არ იცნობს. ასევე გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმის თანახმად, რ----- ლ-----–---სთან მივიდა ი-----–- ა-----------, რომელმაც უთხრა, რომ ტვირთი ჰქონდა გადასატანი და მისთვის ეთხოვებინა ავტომანქანა, რის სანაცვლოდ გადაუხდიდა ხუთას ლარს. უარი უთხრა ავტომანქანის თხოვებაზე და შესთავაზა გაყოლა, რაზეც უთხრა, რომ არ იყო საჭირო და როცა დაიტვირთებოდა ავტომანქანა, შემდეგ დაუკავშირდებოდა. დათანხმდა და ათხოვა მას ავტომანქანა, რომელიც წაიყვანა და ერთი დღე არ გამოჩენილა, არც დაკავშირებია. 2016 წლის 25 ნოემბერს შებინდებულზე დაურეკა მობილურ ტელეფონზე ი-----–- ა-----------მ და უთხრა, რომ ელოდებოდა ბინის ქვემოთ და გამოსულიყო. ჩავიდა ქვემოთ, სადაც შეხვდა ი-----–- ა-----------, რომელიც იყო თეთრი ფერის მსუბუქი ავტომანქანით და უთხრა, რომ ჩამჯდარიყო ავტომანქანში და წაიყვანდა მის ავტომანქანასთან, რომლითაც ტვირთი უნდა გადაეზიდა. ჩაუჯდა მას ავტომანქანაში, სადაც ი-----–-ს გარდა იჯდა სამი უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი. მან მიიყვანა ქ. ფოთში, კ------ს ხეივანზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ ,,ს------“-ს გვერდით არსებულ ჩიხში, სადაც ეყენა მისი კუთვნილი ზემოაღნიშნული ავტომანქანა, რომლის ძარაზე იდო მოწითალო ფერის ოცფუთიანი კონტეინერი. ი-----–- ა-----------მ უთხრა, რომ ავტომანქანაში მოთავსებული იყო სიმინდი და წასულიყო ქ.ზუგდიდში, სადაც ავტოსადგურში დახვდებოდა კაცი, რომელიც მიატანინებდა ტვირთს დანიშნულების ადგილზე. დაახლოებით საათნახევარში დაცალეს კონტეინერი, საიდანაც გადმოტვირთეს თეთრი ფერის ტომრები და ნახა, რომ ტომრებში მოთავსებული იყო თხილის გული. გზაში დაურეკა ი-----–- ა-----------მ, რომელმაც უთხრა, რომ პატარა ფოთში გაჩერებულიყო, სადაც მოვიდოდა ამწე კრანი და ჩამოიღებდა კონტეინერს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2017 წლის 04 იანვარს შსს ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოში ხმამაღლა წაკითხულ იქნა რ----- ლ-----–---ს ჩვენება და მიეცა წინადადება მოქმედების დემონსტრირებით დააზუსტოს და დაადასტუროს მის მიერ 2016 წლის 02 დეკემბერს სისხლის სამართლის N 0----------- საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვისას გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს წინ ჩასხდნენ ,,ტ-------------–----ის“ მარკის, სახ. ნომრით F------ ავტომანქანაში და რ----- ლ-----–---ს მითითებით წავიდნენ, რომელმაც მიიყვანა ქ.ფოთი, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მისი საცხოვრებელი კორპუსის უკანა მხარეს მინი სტადიონის გვერდით ხელით მიუთითა ღია ტერიტორიაზე და განაცხადა, რომ სწორედ იმ ადგილზე ათხოვა ი-----–- ა-----------ს მისი სატვირთო ავტომანქანა. ამის შემდეგ რ----- ლ-----–---მ იქვე ახლოს მისი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს საავტომობილო გზაზე მიუთითა ხელით ადგილი და განაცხადა, რომ 2016 წლის 25 ნოემბერს სწორედ იმ ადგილზე ჩაუჯდა მსუბუქ ავტომანქანაში ი-----–- ა-----------ს. შემდეგ მან წაიყვანა ქ. ფოთში, კ------ს ხეივანზე და ბენზინგასამართ სადგურ „ს------“-ს გვერდით მარჯვნივ ჩიხში მიუთითა გზის კუთხეში ხელით და განაცხადა, რომ იქ ეყენა მისი სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც იდო კონტეინერი და სწორედ იქიდან წაიღო კონტეინერი ი-----–- ა-----------ს მითითებით ზუგდიდის მიმართულებით.
მ------ ს-----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მ----- ზ------- მასთან ერთად მუშაობდა კონტეინერების გადაზიდვაზე. 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მ----- ზ-------ს შეუთანხმდა, რომ ავტომანქანა უნდა დაეტვირთა, მიეცა მ-----ისათვის, რომელიც წაიყვანდა და დილით მოიყვანდა დაცლილს, ხოლო შემდეგ უნდა მიეყვანა ეს ა/მანქანა პორტში. ნახევარს დავცლიო თქვა მ----- ზ-------მ. მოვიდა მ----- ზ------- ,,BMW” მარკის ავტომანქანით ღამის 10-11 საათზე, ი-----–- ა-----------სთან და ზაზა გვასალიასთან ერთად. ეკლესიასთან გადაუხვიეს და მ----- ზ-------ს გადასცა ა/მანქანა. თვითონ კი იქვე დარჩა და დაელოდა. მ----- ზ-------მ უთხრა, რომ მესამე ჩიხში დაცლიდნენ კონტეინერს. მალე ხმაურის ხმა შემოესმა მესამე ჩიხთან და როდესაც წავიდა აღნიშნულ მხარეს დაინახა თავისი ა/მანქანა და მის უკან წამოსული ,,BMW”-ს მარკის ა/მანქანა. მოწმის განმარტებით ის უკან დაბრუნდა და დაელოდა ისევ იქ, სადაც მანამდე იდგა. მ----- ზ-------მ მას ცარიელი ა/მანქანა მიუყვანა დაახლოებით 40 წუთში. კონტეინერზე ლუქის ისევ ედო, დაზიანების გარეშე. მ----- ზ-------ს თავიდანვე ჰქონდა ნათქვამი მისთვის, რომ ლუქი არ დაზიანდებოდა. მოწმის განმარტებით მას დაბრუნებული კონტეინერი მსუბუქად მიჰქონდა, ისევე როგორც ცარიელი დაჰქონდა ადრე. საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს მ.ს-----ემ დაადასტურა აღნიშნული ჩვენება და მოითხოვა ბრალდების მხარის მიერ საპროცესო შეთანხმების შესახებ წარმოდგენილი შუამდგომლობის დამტკიცება.
მ------ ს-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია ის ადგილი, სადაც შეხვდა ,,BMW” მარკის ავტომობილს მ------ ს-----ეს - ჩამოვიდა ავტომობილიდან თვითონ და ნახა ბოლოს.
მოწმის სახით დაკითხული გ--–- ძ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეომასალის თანახმად, 2016 წლის 6 ნოემბერს 12:04:48 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მესამე იარუსიდან აიღებს ნომერ E---5------ თხილის გულით დატვირთულ მაცივარ კონტეინერს და დადებს უნაგირა საწევარას მისაბმელზე, 12:08:55 საათზე დაიძრება აღნიშნული უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს კონტეინერს. ამის შემდეგ ამწის ქვეშ დადგება მეორე თეთრი ფერის უნაგირა საწევარა ავტომანქანა, 12:11:52 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მეორე იარუსიდან აიღებს თხილის გულით დატვირთულ ნომერ E---------- მაცივარ კონტეინერს და წაიღებს მარჯვნივ, სადაც დადებს ამწის ქვეშ გაჩერებულ უნაგირა საწევარას მისაბმელზე. 12:17:00 საათზე დაიძრება უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს აღნიშნულ მაცივარ კონტეინერს.
კონტეინერების ელექტრონული აღრიცხვის ფორმის მიხედვით, კონტეინერის N - E---5------, გამოცხადება - 06.11.2016 02:15:36, მიმართულება - გასვლა, წონა - 24060, დანიშნულების ადგილი - კ----------------ი, ლუქის N - G-------, E---------, ავტომანქანის N - K------------.
30.09.2016 წლის N3/1 ხელშეკრულების თანახმად, „დამკვეთი“ უხდის „შემსრულებელს“ ერთი კონტეინერის გადაზიდვისთვის წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით ფოთის სასაზღვრო ნავსადგურის მე-7/14 ნავმისადგომიდან საკონტეინერო ტერმინალებამდე ან პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების ვადის დამთავრებამდე, ერთი თვით ადრე, ხელშეკრულების დამდები ერთი მხარე, წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება ყოველ შემდგომ კალენდარულ წელზე. ხელშეკრულების დამკვეთია შპს „ე-–---------“-ს დირექტორი ვასილ ფილია, შემსრულებელია ლ--–- ზ-------.
სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულის თანახმად, ტვირთის გამგზავნია შპს „ე-–---------“, ტვირთის მიმღებია ფოთის პორტი, მძღოლია ზ-------. ა/მ სახ. N K------, E----, კონტეინერის ნომერია E---5------, დამღის ნომერი - 1----------- გასვლა 06.11.2016 წელი, გემის სახელწოდება - M-----.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 06 ნოემბერს 12:04:48 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მესამე იარუსიდან აიღებს ნომერ E---5------ მაცივარ კონტეინერს, რომელსაც წაიღებს მარჯვნივ და დადებს უნაგირა საწევარას მისაბმელზე, 12:08:55 საათზე დაიძრება აღნიშნული უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს კონტეინერს. ამის შემდეგ ამწის ქვეშ დადგება მეორე თეთრი ფერის უნაგირა საწევარა ავტომანქანა, 12:11:52 საათზე ამწე მეოთხე მწკრივში მეორე იარუსიდან აიღებს თხილის გულით დატვირთულ ნომერ E---------- მაცივარ კონტეინერს და წაიღებს მარჯვნივ, სადაც დადებს ამწის ქვეშ გაჩერებულ უნაგირა საწევარას მისაბმელზე. 12:17:00 საათზე დაიძრება უნაგირა საწევარა ავტომანქანა და წაიღებს აღნიშნულ მაცივარ კონტეინერს.
2016 წლის 06 ნოემბერს 12:08 საათზე ამწემ დადო კონტეინერი და ავტომანქანა დაიძრა 12:08:55 საათზე, რომელიც წამოვიდა რამოდენიმე მეტრი და გაჩერდა. ავტომანქანის მისაბმელზე დევს ,,E--------“-ის, თეთრი ფერის ნომერ E---5------ მაცივარ კონტეინერი. ავტომანქანიდან გადმოვიდა მძღოლი, რომელიც წამოვა გამშვები პუნქტის მიმართულებით და რამოდენიმე წუთში დაცვის პოლიციელთან ერთად დაბრუნდება, რომლებიც მივლენ ,,ს-----“-ს მარკის ავტომანქანის მისაბმელზე დადებული კონტეინერის უკან, სადაც სავარაუდოდ დაცვის პოლიციელი შეამოწმებს კონტეინერის ლუქებს და შემდეგ ბრუნდებიან ორივე გამშვები პუნქტისკენ. დაცვის პოლიციელს ხელში უჭირავს დოკუმენტი და ფანარი. ცოტა ხანში მძღოლი გაემართება ავტომანქანისკენ, რომელსაც ხელში უჭირავს დოკუმენტი, ის ჩაჯდება ავტომანქანაში, რომელსაც 12:14:47 საათზე დაძრავს და გავა ტერმინალიდან. 12:15 საათზე ამწემ ,,დ---“-ის მარკის, სახ ნომრით A------ უნაგირა საწევარა ავტომანქანის მისაბმელზე დადო კონტეინერი და ავტომანქანა დაიძრა, რომელიც გამშვებ პუნქტს მოადგება 12:17:30 საათზე, მის მისაბმელზე დევს ,,E--------“-ის, თეთრი ფერის ნომერ E---------- მაცივარ კონტეინერი. ავტომანქანიდან გადმოვა მძღოლი, რომელიც რამოდენიმე წუთში ისევ ჩაჯდება და 12:22:34 საათზე დაძრავს ავტომანქანას და გავა ტერმინალიდან.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 6 ნოემბერს 02:12:48 საათზე საკონტროლო გამშვებ პუნქტს მოადგა და გაჩერდა ,,S-----’’-ს მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით K------ უნაგირა საწევარა ავტომანქანა, რომელიც არის თეთრი ფერის და ძარაზე ზემოთ უყენია მოწითალო სპოილერი და ჩართული აქვს ნარინჯისფერი ციმციმა. ავტომანქანის მისაბმელზე დევს საზღვაო ხაზ ,,E--------“-ის თეთრი ფერის მაცივარ-კონტეინერი, რომელზეც იკითხება ნომერი E--- 5------. ავტომანქანის მარცხენა კარს აღებს დაცვის პოლიციელი, იქვე ავტომანქანის გვერდით დგას მებაჟის უნიფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც აკეთებს ჩანაწერს, ასევე ავტომანქანის მარჯვენა მხარეს დგას სამუშაო ჟილეტში ჩაცმული ნავსადგურის თანამშრომელი, რომელსაც ახურავს ჩაფხუტი და ხელში უჭირავს დოკუმენტი. მძღოლი დაცვის პოლიციელს მიაწვდის დოკუმენტს, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტს უჩვენებს მებაჟეს და ისევ უბრუნებს მძღოლს, რის შემდეგ ავტომანქანა დაიძრება და შემოდის ნავსადგურში.
სს კორპორაცია „ფ------------------------------ი“-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 14.12.2016 წლის წერილით ირკვევა, რომ N E---------- რეფ. კონტეინერის ფოთის საზღვრო ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე შემოსვლის დროა 19.11.2016წ 23:13 სთ. N E---------- რეფ. კონტეინერი შემოტანილი იქნა ნავსადგურში შემდეგი ავტომანქანით
- ა/მ „ ს-----------ი“ სახ ნომერი T------, მისაბმელის ნომერი D-----, მძღოლი მ------ ს-----ე. N E---------- რეფ. კონტეინერი დაიტვირთა გემზე E---------- (I----------), 2016 წლის 19 ნოემბერს 23:17 საათზე. N E---------- რეფ. კონტეინერის საერთო წონა ,კონტეინერის ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შეადგენდა 28 810 კგ-ს, ამწის მონაცემების გადამოწმებით კი აღმოჩნდა, რომ კონტეინერის წონა გემზე დატვირთვისას შეადგენდა 5 660 კგ-ს. ნავსადგურის მეამწე - ზ------ კ----–--ე.
კორპორაცია ფ------------------------------ის სატვირთო ავტოტრანსპორტის საშვის ყუის თანახმად, ყუა N-------- გაცემულია მ----- ზ-------ს სახელზე, ა/მ მარკა - მაზი ა/მ ნომერი K------, ტ/პ ნომ. D--------, მისაბმელის ნომ. E-----, ობიექტი მე-14 ნ/მ „ჰ--------ი“ ტვირთი; დაცლა დატვირთა, პასპ. ნომერი 2----------, გაცემის თარიღი 04.11.16. მოქმედბის ვადაა 3 დღე, ოპერატორი აბესაძე.
შპს „ე-–---------ს“ დირექტორის N30/16 წერილის მიხედვით, იგი ითხოვს, ნება დაერთოს ფოთის პორტის მე-7 ნავმისადგომზე შევიდეს შემდეგი სატვირტო ამანქანები: თბომავალ „B---------”-ზე, რეისი 05.11.2016 წელი, საკონტეინერო ტერმინალებამდე და პირიქით ტვირთების გადასაზიდად(დასაცლ--–-დ დასატვირთად): მ----- ზ-------, მაზის მარკის K------, ნომერი E----- ავტომანქანა. მ-----ა ზ------- დ---ის მარკის A------ ნომერი A----- ავტომანქანა.
კონტეინერების ელექტრონული აღრიცხვის ფორმის მიხედვით კონტეინერის NE----------, გემის ვიზიტის N B-------. გაშვება 06.11.2016, 00:21:27, გამოცხადება 06.11.2016, 02:16:16, მიმართულება - გასვლა, წონა 24060, დანიშნულების ადგილი კ----------------ი ღია საბ. საწყ, სტატუსი დახურული, ლუქის N G-------, E---------, ავტომანქანის N A------------.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, სატელეფონო ნომერი 5-------- რეგისტრირებულია მ----- ზ-------ს სახელზე, დაბ. 2--------- წ. მის. ფოთი, მისამართის გარეშე, პ/ნ 2----------.
მოწმის სახით დაკითხული აკაკი ჯამბურიას ჩვენებით დადგენილია, რომ კომპანია ,,E--------“-ს უნდა მოეხდინა შემდეგ ზემოაღნიშნული კონტეინერების გადაზიდვა ტერმინალ ,,კ----------------ი“-დან ფ------------------------------ის მეშვიდე ნავმისადგომამდე, საიდანაც თავისი კონტეინერმზიდი გემით ტვირთი უნდა გადაეზიდა იტალიის ქალაქ ტორტონაში. 2016 წლის 24 ნოემბერს იტალიიდან დაუკავშირდა კომპანია ,,F-----“-ს წარმომადგენელი და აცნობა, რომ გახსნისას ზემოაღნიშნული კონტეინერებიდან ერთერთი - ნომერი E---5------ კონტეინერი იყო სრულიად ცარიელი, ხოლო მეორე იყო დაზიანებული. მოძიებულ იქნა ინფორმაცია და დაადგინეს, რომ ზემოაღნიშნული კონტეინერები 2016 წლის 6 ნოემბერს დაქირავებული უნაგირა-საწევარა ავტომანქანებით 00:13 საათზე 00:21 საათზე გატანილ იქნა ტერმინალ ,,კ----------------ი“-დან და ფ------------------------------ში შეტანილია 2016 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით, რაც არის საეჭვო, რადგან ფოთში განთავსებული ნებისმიერი ტერმინალიდან კონტეინერის ფ------------------------------ამდე გადაზიდვას სჭირდება მაქსიმუმ 15-20 წუთი.
2016 წლის 2 დეკემბრის მომართვის თანახმად, კონტეინერი N E--- 5------ დატვირთული გარჩეული თხილით გავიდა შპს ,,კ---------------ი’’-ს საბაჟო ტერმინალიდან 06.11.2016 00:13:31, ავტომანქანის N K------------, დალუქულ მდგომარეობაში, ლუქის N G-------, E---------, ხოლო მეორე კონტეინერი E----------- დატვირთული გარჩეული თხილით გავიდა შპს ,,კ---------------ი’’-ს საბაჟო ტერმინალიდან 06.11.2016 00:21:27 ავტომანქანის N------------ დალუქულ მდგომარეობაში ლუქის NG-------, E---------.
მოწმის სახით დაკითხული ამწეკრანის ოპერატორის - ნ------- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შესვენებისას, 02:45 საათზე დისპეჩერმა მისცა დავალება, გადაეტანა კონტეინერი გემზე. მივიდა კონტეინერმზიდი, ასწია კონტეინერი, რაც მოეჩვენა მჩატედ. ცარიელი თუ არის კონტეინერი, ქანაობს. მეორე კონტეინერი რომ აწია, იგრძნო, რომ მოტორს დატვირთვა მისცა, მძიმე იყო. კადრების დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა. მოწმის დაკითხვის პროცესში მას წარედგინა ვიდეოჩანაწერი, რა დროსაც მოწმემ თქვა, რომ კონტეინერი აწევისას და გემზე გადატანისას ქანაობს, გაუჭირდა დადგმა ქანაობის გამო. მისივე თქმით, მეორე კონტეინერი არ ქანაობს, შემოტრიალებისას დაიწყო ქანაობა სიმძიმის გამო, რადგან თვითონ ამწე ქანაობს სიმძიმისგან. პირველი კონტეინერი სხვა კონტეინერთან შეჯახების დროს იმიტომ შეირხა, რომ ცარიელი იყო. დისპეჩერმა უთხრა, რომ კონტეინერი ცარიელი იყო და მიუთითა, თუ სად დაედო ცარიელი კონტეინერი.
მოწმის სახით დაკითხული ს------- შ-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ შიდა გადაზიდვებს ასრულებენ მისი კომპანიის დაქირავებული მძღოლები, მათ შორის მ----- ზ-------. მ----- ზ-------ს მეუღლესთან აქვს მის კომპანიას დადებული ხელშეკრულება, მაგრამ მძღოლი იყო მ----- ზ-------. ზედდებულის მიხედვით, მ----- ზ-------მ გადაზიდა 6 ნოემბერს კონტეინერი. გემის მოსვლამდე საშვთა ბიუროში მძღოლების სიას აგზავნის. მაქსიმუმ 40 წუთი სჭირდება ნავსადგურამდე ტერმინალიდან მისვლას. თუ 1 საათი დაიგვიანა მძღოლმა, შეტყობინების ვალდებულება არ აქვს.
მოწმის სახით დაკითხული თემურ ბაბილოძის ჩვენებით დადგენილია, რომ შეკვეთა მიიღო თხილის გადაზიდვაზე. აღნიშნული ტვირთი ტერმინალიდან ნავსადგურში უნდა წაეღო ავტომანქანას, სადაც გემზე უნდა დატვირთულიყო. ფოთიდან საბერძნეთში პირეის ნავსადგურში მიდიოდა ტვირთი, საიდანაც უნდა გადატვირთულიყო სხვა გემზე და გენუის ნავსადგურში გადასულიყო, ხოლო იქიდან - ტორტონაში. ტვირთი მ----- ზ-------მ გადაზიდა ტერმინალიდან ნავსადგურში. იტალიიდან მისი კომპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ კონტეინერი ცარიელი მიიღეს. ლუქის მთლიანობა დაზიანებული არ იყო. ევერგრინმა დაიქირავა კომპანია, რომელმაც დაადგინა, რომ ლუქის ადგილას წინასწარ მომზადებული ხრახნიანი რაღაც იყო გაკეთებული, რომ მერე ადვილად გახსნილიყო. ფიქრობს, რომ ფოთის ნავსადგურში მისვლამდე გაიხსნა კონტეინერი, რადგან ტრანსპორტირება გაგრძელდა დიდხანს. ევერგრინის შიდა მოკვლევის განყოფილებამ დაადგინა, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა მომხდარიყო რამე, იყო ფოთი.
მოწმის სახით დაკითხული პაატა ა-–---ანდრიას ჩვენებით მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ----- ზ------- იყო ქურდობის მონაწილე. ტერმინალსა და ნავსადგურს შორის 2-3 კილომეტრია მანძილი, რის გავლასაც 15 წუთი სჭირდება.
მოწმის სახით დაკითხული ვასილ ფილიას ჩვენებით დადგენილია, რომ ჩვენების მიხედვით, ავტომანქანა, რომლის მძღოლიც მ----- ზ------- იყო, 2,5 საათის დაგვიანებით მივიდა ნავსადგურში. ხოლო ინტერვალინავსადგურსა და ტერმინალს შორის 3-4 კმ. იქნება, რის გავლასაც 15 წუთი უნდა. თუ ნავსადგურში შესვენება იყო, იქ ამ დროს ავტომანქანის მისვლა არ დაფიქსირდებოდა. პირველიდან ორ საათამდე ნავსადგურში შესვენებაა როგორც ღამით, ასევე დღისით.
მოწმის სახით დაკითხული ლ---- გ--–-----ის ჩვენების თანახმად საბაჟო მოწმობით ირკვევა, მ----- ზ-------ს მიერ ტვირთი ტერმინალიდან ნავსადგურში გატანა.
მოწმის სახით დაკითხული ლ--–- ზ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ტრაილერის მფლობელი თვითონ არის, ხოლო მძღოლი - მ----- ზ------- არის.
მ----- ზ-------ს ჩვენებით დადგნილია, რომ ავტომანქანას სიჩქარის გადაცემის კოლოფი ჰქონდა გაფუჭებული, რის გამოც დაბალი სიჩქარიდან მაღალზე გადართვა შეუძლებელი იყო და ამიტომ იძულებული იყო, ნელა ევლო. მან იცოდა, რომ შესვენება ახლოვდებოდა, მის წინ სხვა ავტომანქანები გავიდნენ, რის გამოც ნავსადგურთან რიგი დახვდებოდა. ამიტომ ის შესვენებამდე ნავსადგურში შესვლას ვერ მოასწრებდა, რის გამოც არ ჩქარობდა და ნელა მიდიოდა. გზაზე ის შეჩერდა, საკვები იყიდა და მერე მივიდა ნავსადგურში. მისვლიდან 40 წუთის შემდეგ შეუშვეს ნავსადგურში. მეორე დღეს გააკეთებინა ავტომანქანა. მან არ იცის, რა გადააქვს, რადგან ეს საბუთებში არ უწერია. გაფუჭებული ავტომანქანით 10-15 კმ/სთ. სიჩქარით დადიოდა. შესვენებამდე 5 წუთით ადრე კეტავენ ნავსადგურის შესასვლელს. შიგნით 10-15 ავტომანქანაზე მეტს არ უშვებენ. მათი დაცლის შემდეგ უშვებენ სხვებს.
მოწმის სახით დაკითხული ჯ------– ა-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ----- ზ-------ს ავტომანქანის გადაცემის კოლოფი მან შეაკეთა. არ ახსოვს ნელი სვლის სიჩქარე იყო გაფუჭებული თუ ჩქარი სვლის. როგორც ახსოვს, ნელი სვლის სიჩქარე იყო გაფუჭებული, რა დროსაც ავტომანქანას ვერ დაძრავ. ავტომანქანა თავისი სვლით მივიდა მასთან.
მოწმის სახით დაკითხული მ-----ა ზ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ----- ზ-------ს ხშირად უფუჭდებოდა ავტომანქანა. ტერმინალიდან ნავსადგურამდე გზაშიც ნახა, რომ მ----- ზ-------ს ავტომანქანა გაფუჭებული იყო. შესვენების დროს ის და მ----- ზ------- რიგში იდგნენ.
მოწმის სახით დაკითხული ე-–----- ძ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ამოიღო ჯ------- ჯ------ს და ვ--–---ი ზ---------ს მიერ ჩაბარებული თხილის გულით სავსე 364 ტომარა, დაათვალიერა სამუშაო წიგნაკი, რომელიც ბ------ თ---–---მა ნებაყოფლობით წარმოადგინა და სადაც მითითებული იყო, რომ 12,5 ტონა 13 და 15 კალიბრის თხილის გული იყო მიღებული ორას ათას ლარად, საიდანაც მისაცემია ასი ათასზე მეტი, ბ------ თ---–---მა ნებაყოფლობით წარმოადგინა წიგნაკი, საიდანაც 3 ფურცლის ასლი გადაიღო და დაურთო საქმეს.
მოწმის სახით დაკითხული მ--–---- ფ---–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ---იმ და ბ-----მ მასთან მიიტანეს თხილი, რომელზეც შემდეგ პოლიციელმა უთხრა, რომ მოპარული იყო. პირველ დღეს 2 რეისი მიიტანეს თხილი, მეორე დღესაც ასევე 2 რეისი. ეს თხილი მეგრული თხილი არ იყო. მეგრულ თხილში ერკვევა, მაგრამ სხვა თხილში ვერ ერკვევა. სამასზე მეტი ტომარა იყო - 12300 კილო, როგორც ახსოვს. მეორედ პოლიციელები მივიდნენ ექსპერტთან ერთად. ექპსერტმა შეხედა თხილს, გასინჯა და თქვა, რომ თხილი აზერბაიჯანული წარმოშობის იყო. ვინც ჩააბარა თხილი, იმათ უთხრეს, რომ თხილი აჭარიდან მოჰქონდათ. ასეთი თხილი მანამდე არ მიუტანიათ მასთან, მანამდე მეგრული თხილი მიჰქონდათ.
მოწმის სახით დაკითხული ვ--–---ი ზ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას მ-------- კ------მ თხოვა გურიის თხილის გაყიდვა ჭირს და დამეხმარეო გაყიდვაშიო. გურიის თხილს ყველა არ იბარებს. ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯ---–----ში გახსნილი აქვს თხილის მიმღები ქარხანა, სადაც ახდენს, როგორც გარჩეული თხილის, ასევე გასატეხი თხილის მიღება-გადამუშავებას. ღამის საათებში ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯ---–----ში თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში სატვირთო კონტეინერის მსგავსი ა/მანქანით მივიდა მ-------- კ------. აღნიშნულ სატვირთო ა/მანქანას მართავდა მისთვის უცნობი შუახნის მამაკაცი. მოლაპარაკებას აწარმოებდა მ-------- კ------სთან, რომელმაც მოიტანა და ჩააბარა 12 ტონა გაურჩეველი კაკალი, რომელიც ჩამოცლილ იქნა მისი მუშების: ზ--–--- ბ-------–--ს, ა----- ფ-----ს და დ----- შ-----ს მიერ. როგორც ახსოვს 2016 წლის 28 ნოემბერს მ-------- კ------ს გადასცა 50000 ლარი, რის შემდგომ ჯ------- ჯ------მ 2016 წლის 1 დეკემბერს მ-------- კ------ს გადასცა 80000 ლარი - ასლარიანი კუპიურები. მთლიანობაში მ-------- კ------სთვის მიცემული აქვს 130000 ლარი, ხოლო მისაცემი დარჩა 38000 ლარი. აღნიშნული თხილი მიღებიდან მეორე დღეს მისი ძმის - ვ------- ზ---------ს კუთვნილი მიკროავტობუსით, სახ.ნომრით M------, ჩააბარა ქ.ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე თხილის გადამამუშავებელ ქარხანაში ბ------ს 2 რეისად. თხილი რომელიც მ-------- კ------მ მიუტანა, იყო საშუალო ზომის, თეთრ ტომრებში მოთავსებული. სანამ თხილის გულს მიიღებდა, მ-------- კ------ს ჰკითხა, თუ საიდან მოიტანა თხილის გული, რაზედაც უპასუხა, რომ ვანში გახსნილი აქვს თხილის მიმღები ქარხანა და იქიდან ჩამოიტანა. საკუთრებაში გააჩნია ,,N-------------“-ს მარკის, სახ. ნომრით B--------, ჯიპის მოდელის ავტომანქანა, რომელიც არის რუხი ფერის. 2016 წლის 24 ნოემბერს ქ.ზუგდიდში, მარცხენა სანაპიროს ქუჩაზე მდებარე თხილის მიმღებ პუნქტში მივიდა მ-------- კ------, რომელმაც უთხა, რომ მას 12 ტონამდე დარჩეული თხილის გული ჰქონდა გასაყიდად, შეთანხმდნენ, რომ იყიდდა მისგან აღნიშნულ თხილის გულს, რომელიც სოფელ ჯ---–----ში მდებარე მის ქარხანაში უნდა ჩამოეტანა. მ-------- კ------მ ჩაიწერა მობილური ტელეფონის ნომერი და უთხრა, რომ მეორე დღეს დაურეკავდა. 2016 წლის 25 ნოემბერს მ-------- კ------მ დაურეკა მობილურზე და უთხრა, რომ მას მასთან მოჰქონდა თხილის გული და თხოვდა, დახვედროდა მას სადმე ქალაქში, რადგან სოფელ ჯ---–----ის გზა არ იცოდა. შეთანხმდნენ, რომ დახვდებოდა მას ზუგდიდში, სოხუმის ქუჩის თავში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე. საღამოს დაახლოებით 20 საათზე ,,N------------“-ს მარკის, სახ. ნომრით B-------- ავტომანქანაში ჩაისვა ჯ------- ჯ------ და სოფ. ჯ---–----იდან წავიდა მ-------- კ------სთან შესახვედრად. ცოტა ხანში მასთან ახლოს გააჩერა ,,ო---–--------“-ს მარკის, მწვანე ფერის მსუბუქმა ავტომანქანამ, საიდანაც გადმოვიდა მ-------- კ------, რომელმაც უკნიდან შემოუარა ავტომანქანას და მივიდა მასთან. ამ დროს მაცხნიდან ნელი სვლით ჩაურა ,,მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანამ, რომელზეც მოთავსებული იყო ექვსმეტრიანი კონტეინერი და გააჩერა ავტომანქანის წინ. მ-------- კ------მ უთხრა, რომ აღნიშნულ ავტომანქანაში იყო მოთავსებული თხილის გული, რის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ წავიდოდა წინ და გაყვებოდა ორივე ავტომანქანა. სოფელ ჯ---–----ისკენ გადახვევის დროს ზემოაღნიშნული სატვირთო ჩავარდა ორმოში, რომელიც ვერ ამოიყვანა მძღოლმა. ამის შემდეგ მიიყვანა იმ ადგილზე ,,ფორდი“-ს მარკის ორი მიკროავტობუსი, მუშები და სატვირთო ავტომანქანის კონტეინერიდან ჩამოცალეს თხილის გული, რომელიც ჩატვირთეს მიკროავტობუსებში და სამი რეისით წაიღეს სოფ. ჯ---–----ში ქარხანაში. კონტეინერის დაცლის შემდეგ მძღოლმა ორმოდან ამოიყვანა ავტომანქანა და დაბრუნდა უკან. მ-------- კ------ს ,,ო---–---------“-ს მარკის ავტომანქანა იყო ფურგონის სტილის, რომელიც მარჯვენა მხარეს იყო გაშპაკული. მიღებული 11 ტონა თხილის გული ბ------ თ---–---ს ჩააბარა სრულად. მას დაუმატა ასევე 970 კილო მისი თხილიც. თხილის მიღების დოკუმენტაცია არ შეუდგენია, გაყიდვის დოკუმენტაცია შეადგინა.
მოწმის სახით დაკითხული ზ----- ე-–-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან დააკავა მ-------- კ------, გაჩხრიკა მისი ავტომანქანა, საიდანაც ამოიღო 80 ათასი ლარი, ტელეფონი, შემავალ-გამავალი ზარები გამოითხოვა და დაათვალიერა.
მოწმის სახით დაკითხული ბ------ თ---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 26-27 ნოემბერს ჯ---ი ჯ------ს და ბ----- (ვ--–---ი) ზ---------სგან იყიდა 12 ტონა დარჩეული თხილის გული. მე-2, მე-3 დღეს გასცა თანხები. ერთხელ 50 ათასი ლარი გასცა, მეორეჯერ - 80 ათასი. კიდევ დარჩა მისაცემი თანხა. თხილი კარგი ხარისხის აღმოჩნდა. დაილუქა მისი ქარხანა, ამოიღეს თხილი, დაასაწყობეს, დალუქეს ის ადგილი. ის ქართული თხილი არ იყო, 13 წელია თხილის სფეროში მუშაობს და იცის თხილის ცნობა. ექსპერტის თქმით, ამოღებული თხილი არის ათაბაბას ჯიშის აზერბაიჯანული თხილი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საზღვარგარეთული თხილი მიიღო. თანხები ჯ---ის და ვ--–---ის გადასცა. ასიანი კუპიურები მისცა ორივე შემთხვევაში. ჯერ იყო 5 შეკვრა, მერე - 8 შეკვრა. მანვე წარუდგინა გამომძიებელს რვეულის ასლი. ჯ------მ და ზ---------მ ზედნადებები ელექტრონულად გამოუგზავნეს, რომ თხილი მიიღო. ჯ------ს და ზ---------ს თანხა ხელზე მისცა. ადრე ასეთი თხილი არ ჩაუბარებია. თხილი ნახა და მიხვდა, რომ ის არ იყო ქართული. ეს იყო 13-15 კალიბრის თხილი.
მოწმის სახით დაკითხული ჯ------- ჯ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ვ--–---ი ზ---------ს და მ-------- კ------ს ჰქონდა მოლაპარაკება 25-26 ნოემბერს ზუგდიდში თხილის გულის შესყიდვასთან დაკავშირებით. ვ--–---ი ზ---------ს და მ-------- კ------ს შეხვდა, მივიდა სატვირთო ა/მანქანაც კონტეინერით და წავიდნენ წინ, უკან მ-------- კ------ და სატვირთო მანქანა მიყვებოდათ. მ-------- კ------ მწვანე ფერის ოპელის ფურგონით იყო. გზაზე სატვირთო ა/მანქანა ჩავარდა ორმოში. კონტეინერი დაცალეს 2 ფორდით და ჯ---–----ში წავიდნენ. სატვირთო დაბრუნდა უკან. თხილი აწონეს და აღმოჩნდა 11536 კილო. თხილი მიყიდეს ბ------ თ---–---ს 26 ნოემბერს. საღამოს ვ--–---ი ზ---------ს ზემოაღნიშნულ ქარხანაში მივიდა მ-------- კ------ და მასთან ერთად მყოფი სატვირთო ა/მანქანის მძღოლი. თხილი მოთავსებული იყო თეთრი ფერის ტომრებში, რომელიც ქარხანაში დაცალეს მუშებმა: ზ--–---ი ბ-------–--მ, ა----- ფ-----მ და დ----- შ-----მ. შეთანხმების მიხედვით, ანაზღაურების სახით უნდა გადაეხადა 130000 ლარი. მ-------- კ------ს გადასცა პირველ ჯერზე მხოლოდ 50000 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდაზე შეთანხმდნენ რამდენიმე დღეში. 2016 წლის 1 დეკემბერს ვ--–---ი ზ---------მ უთხრა, რომ უნდა მოსულიყო დარჩენილი თხილის თანხის ასაღებად მ-------- კ------ და რადგან თვითონ ოჯახური პირობების გამო ვერ ახერხებდა მის ნახვას, თვითონ გადაეცა მისთვის 80000 ლარი. მითითებისამებრ, ქ.ზუგიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მ-------- კ------ს და რვა შეკვრად გადასცა 80000 ლარი, რომელიც ასლარიანი კუპიურებით იყო წარმოდგენილი.
მოწმის სახით დაკითხული დ----- ო---–---იას ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს კ------- კ------–--მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ-------- კ----- გადაადგილდება ფოთში და თან ქონდა თხილის საფასური 80 ათასი ლარი. დაკითხა კ------- კ------–--ი. ფოთში რკალზე, ტაძრის მიმდებარედ ნახეს მ-------- კ------, განუმარტეს, თუ რაზე იყვნენ მისულები, წარუდინეს დადგენილება, ჩაატარეს ჩხრეკა. სავარძლის ქვემოდან ამოიღეს პარკში გახვეული ფული. აღმოჩნდა 100 ლარიანებით 80 ათასი ლარი. დაილუქა, შედგა ოქმი, რის შემდეგაც დააკავეს მ-------- კ------. მუქი მწვანე ოპელის მარკის ავტომანქანა ამოიღეს. მეორე დღეს ნივთმტკიცება გახსნეს და დაათვალიერეს. მ-------- კ------ ესწრებოდა ჩხრეკას.
მოწმის სახით დაკითხული ა-–---ი ა----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არ არსებობს აპარატი, რომელიც დაადგენს თხილის ჯიშს. ეს შეიძლება მხოლოდ ადამიანის განათლებით და გამოცდილებით. ფერერო ყიდულობს მხოლოდ ანაკლიურ და ათაბაბას ჯიშს. პირველი არის მეგრული, მეორე - აზერბაიჯანული. ეს ორი თხილი იცის, სხვა თხილები არ იცის, მაგრამ აზერბაიჯანულის გარჩევა შეუძლია ქართულისგან. აზრებაიჯანული არის პატარა კალიბრის, თხელი კანით, კანის ფერით, გაჭრისას სავსეა. ქართულს გაჭრისას ჩაღრმავება აქვს. აზერბაიჯანული არ არის დაზიანებული მწერის მიერ. გემოც სხვანაირი აქვს. კანი აზერბაიჯანულს არ სცილდება მარტივად, ნაკლები ცხიმიანია. თხილის დარგში ექსპერტია, დიდი განათლება და გამოცდილება აქვს მიღებული. თხილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა დ--------ს ქუჩაზე. ადგილი დალუქული იყო. გაიხსნა ლუქები, შევიდნენ. აიღეს თხილის ნაწილი. 100 %-ით აზერბაიჯანული თხილი იყო. დაათვალიერა გარედან, გატეხა, გასინჯა და დარწმუნდა რომ აზერბაიჯანული თხილი იყო. თხილის ხარისხის გარკვევაში უხდიან ხელფასს. ათბაბას ჯიშის თხილი საქართველოშიც შეიძლება დარგო, კახეთში მოჰყავთ ის. სხვა კუთხის თხილი არ იცის და შეიძლება გავდეს კიდეც ათაბაბას თხილს. გამომძიებელს არ უთქვამს, დალუქული თხილი მოპარული თხილიაო, თორემ შეამოწმებდა ლაბორატორიაში.
მოწმის სახით დაკითხული დ----- შ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სოფელ ჯ---–----ში ვ--–---ი ზ---------ს კუთვნილ თხილის ქარხანაში მუშად. 2016 წლის ნოემბრის ბოლოს, დაახლოებით 22 საათზე მასთან სახლში ჯიპით მივიდა ვ--–---ი ზ---------, რომელმაც უთხრა, რომ სოფელ ყ---–-–----ში სატვირთო ავტომანქანის კონტეინერიდან გადმოსაცლელი იყო თხილის გული. ასევე წაიყვანა ჯ---ი ჯ------, ზ--–---ი ბ-------–-- და ა---------– ფ-----. წაყვანილი ყავდათ ვ--–---ი ზ---------ს კუთვნილი ,,ფორდი“-ს მარკის ორი მიკროავტობუსი, რომლებშიც უნდა ჩაეტვირთათ თხილის გული. ვ--–---ი ზ---------მ მიიყვანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ყ---–-–----ში სოფელ გ-------–-–ის გადასახვევთან, სადაც ნახა, რომ წითელი ფერის სატვირთო ავტომანქანა ჩავარდნილი იყო ორმოში, რომელზეც მოთავსებული იყო ექვსმეტრიანი კონტეინერი და გზაზე გაჩერებული იყო ,,ო---–--------“-ს მარკის, მწვანე ფერის, ფურგონის ტიპის ავტომანქანა. იქვე იმყოფებოდნენ აღნიშნული ავტომანქანის მძღოლები. მძღოლმა გახსნა კონტეინერის კარი და ნახა, რომ შიგნით მოთავსებული იყო ორმოცდაათკილოგრამიანი ფქვილის თეთრი ფერის ტომრებით დარჩეული თხილის გული. ყველამ ერთად ჩამოცალა კონტეინერიდან აღნიშნული თხილის გული და ჩატვირთეს მიკროავტობუსებში. თხილის გულის დაცლაში ეხმარებოდა ,,ო---–--------“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლიც. აღნიშნული თხილის გული ჩატვირთეს მიკროავტობუსებში და მათი მეშვეობით სამი რეისით წაიღეს სოფელ ჯ---–----ში ვ--–---ი ზ---------ს თხილის ქარხანაში. კონტეინერის დაცლის შემდეგ სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ორმოდან ამოიყვანა ავტომანქანა და წავიდა ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით, ხოლო ,,ო---–--------“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლი ვ--–---ი ზ--------- წამოყვა თხილის ქარხანაში. მიხვდა, რომ ,,ო---–--------“-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა მიყიდა ვ--–---ი ზ---------ს აღნიშნული თხილის გული.
მოწმის სახით დაკითხული ზ----- ბ-------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ ნოემბერში სამუშაო საათების მერე ვ--–---ი ზ---------მ ყ---–-–----ში წაიყვანა. 5 ტონიანი მანქანა იყო, საიდანაც გადმოტვირთეს ტომრებით თხილი. ვ--–---ი ზ---------ს მანქანაც იყო და ოპელი იდგა კიდევ. თხილი ვ--–---ი ზ---------ს ქარხანაში წაიღეს. თხილი ფორდებზე დატვირთეს.
2016 წლის 1 დეკემბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ-------- კ------ს მართვის ქვეშ არსებული ,,ო---–--------’’-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად მძღოლის სავარძლის ქვემოთა ნაწილიდან ამოღებულ იქნა შავი ფერი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 80 000 ლარი.
მოწმის სახით დაკითხული ა---------– ფ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ---ი ჯ------ს და ვ--–---ი ზ---------ს თხილის ქარხანაში მუშაობდა. გვიანი იყო. თხილი უნდა ჩამოეტვირთათ მანქანიდან. კამაზი იყო ორმოში ჩავარდნილი გ-------–-–ის გადასახვევთან, ჩიხიდან გამოდიოდა, ვერ გაეტია, გვერდით ორმო იყო და უკანა ბორბალი ჩავარდა. ფორდებში გადმოცალეს და ჯ---–----ში წაიღეს თხილის გული. ჯ---ი ჯ------მ და ვ--–---ი ზ---------მ იყიდეს ეს თხილი. ასეთი სხვა შემთხვევა არ ყოფილა.
2016 წლის 2 დეკემბერის დათვალიერების ოქმის თანახმად, თვალიერებულ იქნა შპს ,,ჯტჯ პლასი’’-ს სამუშაო წიგნაკი, სადაც იკითხება, რომ 26 ნოემბერს ჯ---ისგან (ჯიგა) აიღო 15 კალიბრის ერთხელ 3096 კილოგრამი, მეორედ 3069 კგ. - ერთად 6138 კგ. თხილი, 27 ნოემბერს ჯ---ი ჯ------სგან აიღო 13-15 კალიბრის 2969 კგ., 2762 კგ და 649 კგ. - ყველა ერთად - 6380 კგ. თხილი. 26 და 27 ნოემბერს ერთად 6138+6380=12518 კგ., 12518+201540 ლ -70600 ლ =130940 ლ.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მ-------- კ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის N3-------------- იმეი კოდში გააქტიურებული იყო სატელეფონო ნომერი 5-----------. მ-------- კ------ს ტელეფონში მოთავსებული სატელეფონო ნომერი 5----------- რეგისტრირებულია მისი მეუღლის - ეკატერინე თურქიას სახელზე, მცხოვრები ქ. ფოთი, ა-----ს ქუჩა N59-ში. 2016 წლის 25 ნოემბერს 12:20 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:21 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:21 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:22 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:22 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:23 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 12:57 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 13:45 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 13:59 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 14:10 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 14:58 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 1616 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 1743 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 1744 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ვ--–---ი ზ--------- ტელეფონის ნომრით 5-----------, 1852 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 1952 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 20:21 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2038 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2038 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ვ--–---ი ზ--------- ტელეფონის ნომრით 5-----------, 2042 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2045 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2046 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2046 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ვ--–---ი ზ--------- ტელეფონის ნომრით 5-----------, 2047 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2048 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება რ----- ლ-----–---ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2049 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2049 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება თემურ ოჩიგავა ტელეფონის ნომრით 5-----------, 2050 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ვ--–---ი ზ--------- ტელეფონის ნომრით 5-----------, 2050 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2051 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ვ--–---ი ზ--------- ტელეფონის ნომრით 5-----------, 2053 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება რ----- ლ-----–---ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2054 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება თემურ ოჩიგავა ტელეფონის ნომრით 5-----------, 2054 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება რ----- ლ-----–---ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2054 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება თემურ ოჩიგავა ტელეფონის ნომრით 5-----------, 2057 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2101 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2107 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2107 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2109 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2118 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება თემურ ოჩიგავა ტელეფონის ნომრით 5-----------,2120 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 2122 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 21:22 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება სატელეფონო ნომერს 5-----------, 2126 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 2133 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 21:46 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 2150 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 2156 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2159 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2213 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2214 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2215 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2224 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომრერზე 5-----------, 2233 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 2234 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 2317 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 2335 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 2357 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 2358 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომრერზე 5-----------, 26 ნოემბერს 1:37 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება თემურ ოჩიგავას ტელეფონის ნომერზე 5-----------, 1:37 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება თემურ ოჩიგავა ტელეფონის ნომრით 5-----------, 2:04 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 3:01 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ტელეფონის ნომერი 5-----------, 3:39 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:40 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:47 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 13:04 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 15:34 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ვ--–---ი ზ--------- ტელეფონის ნომრით 5-----------, 15:34 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 15:35 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 15:49 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ჯ------- ჯ------ ტელეფონის ნომრით 5-----------, 16:48 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ვ--–---ი ზ--------- ტელეფონის ნომრით 5-----------, 17:09 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 28 ნოემბერს 15:17 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 29 ნოემბერს 11:01 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 13:13 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 15:11 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 15:12 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 15:13 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 16:58 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 17:10 საათზე მ-------- კ------ს უკავშირდება ვ--–---ი ზ--------- ტელეფონის ნომრით 5-----------.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა დადათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ----- ე-–-------მ 2017 წლის 07 თებერვალს სისხლის სამართლის N-0----------- საქმეზე, შსს ქ.ფოთის საქალაქო სამმართველოში ჩაატარა, 2016 წლის 01 დეკემბერს მ-------- კ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონის ლუქის გახსნა და დათვალიერება, რაც დალუქულია გამჭვირვალე პაკეტში 36/2 ლუქის ბეჭდით, ფირნიშზე იკითხება განმარტებითი ტექსტი ,,სს N0----------- საქმე, 2016 წლის 01 დეკემბერს ქ.ფოთში, რუსთაველის რკალზე მ-------- კ------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,ნოკიას“ ფირმის ორბარათიანი მობილური ტელეფონის აპარატი იმეი კოდებით 3----------------- და 3-----------------“, იკითხება ასევე ხელმოწერები ,,მ.კ------, დ.ო---–---ია, რ.კ------–--ი და დავლუქე ზ. ე-–-------“ და თარიღი ,, 01.12.2016 წ.“ ლუქზე იკითხება ფირნიშზე გარდამავალი ხელმოწერები. ლუქის გახსნამდე მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, ლუქის გახსნისას დადგინდა, რომ პაკეტში მოთავსებულია შავი ფერის „ნოკია“-ს ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, რომელშიც მოთავსებულია ორი სიმბარათი, რომელთაგან ერთი არის „ჯეოსელი“-ს ქსელის, ზოლო მეორეს აწერია „ბილაიანი“. ჩართულ იქნა აღნიშნული მობილური ტელეფონი და მოხდა მასში ჩაწერილი სატელეფონო ნომრების დათვალიერება, რითაც დადგინდა შემდეგი: ტელეწიგნში წერია ჯ------- ჯ------ს სატელეფონო ნომერი 5--------, რომელსაც ქვია ,,J---------”.
მ-------- კ------ს ჩვენების მიხედვით, იგი დააკავეს ჭალადიდში და არა ფოთში, შეურაცხყოფა მიაყენეს, მისი თანდასწრებით ავტომანქანა არ გაუჩხრეკიათ, ხელი არაფერზე მოუწერია, გარდა ავტომანქანის ჩხრეკისა, თუმცა ჩხრეკის ოქმი არ წაუკითხავს, რადგან ცემდნენ და აიძულებდნენ ხელის მოწერას. ფული ავტომანქანაში არ ედო, ნომერი 5----------- ეკუთვნის მას. ამ ტელეფონით მხოლოდ ის სარგებლობს. ვ--–---ი ზ---------ს და ჯ---ი ჯ------ს არ იცნობს, მათ არ შეხვედრია, მათთვის არ დაურეკია. მას ჰყავს ფურგონის ტიპის მწვანე ო---–--------, რომელსაც შპაკი ადევს. მან დაადასტურა, რომ დათვალიერების ოქმში სურათზე ასახულია მისი ავტომანქანის მსგავსი ავტომანქანა, რომელსაც მისი ავტომანქანის ნომერი აქვს. საღამოს ზუგდიდში სიარული არ უწევს.
პალატა იზიარებს ბრალდების მხარის და დაცვის მხარის მტკიცებულებათა შეფასების დროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს პოზიცია გამართლებულების: ი-----–- ა-----------ს, მ----- ზ-------ს და მსჯავრდებულების: მ-------- კ------სა და მ------ ს-----ის მიმართ ემყარება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რასაც ასევე სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოც.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას საეჭვო ხდება ი-----–- ა-----------სა და მ----- ზ-------ს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით 2 ეპიზოდის ჩადენა, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ნოემბრის ქმედება) და საქართველოს სსკ- ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ქმედება).
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ი-----–- ა-----------სა და მ----- ზ-------ს მიერ, ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის დიდი ოდენობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარული დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, მიუხედავად მ------ ს-----ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების, ასევე მ.ს-----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებისა და ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის მოწმე ლ--–- მ----ს მიერ დადასტურებისა, ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ პირდაპირ სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გამართლებულების ი-----–- ა-----------სა და მ----- ზ-------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო მოსაზრებას, სადაც იგი ყურადღებას ამახვილებს სატელეფონო ნომრიდან ამონაწერზე, რომლის მიხედვითაც მ------ ს-----ეს და მ----- ზ-------ს შორის სატელეფონო კონტაქტი ფიქსირდება 2016 წლის 11 ნოემბრიდან იმავე წლის 1 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა დროს. ამასთან, 2016 წლის 19 ნოემბერს 16:38 საათის შემდეგ მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. პალატა თვლის, რომ მათ შორის არსებული კონტაქტები არ არის საეჭვო, ვინაიდან ისინი ერთად მუშაობენ და ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შორის არსებული კონტაქტები 2016 წლის 19 ნოემბერს ღამით მათ შეხვედრაზე არ მიუთითებს. ამასთან მართალია, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ამონაწერები, თუმცა არ წარმოუდგენია მონაცემები ანძების შესახებ, რის გამოც გაუგებარია საიდან ესაუბრებოდა მ----- ზ------- მ------ ს-----ეს. არ გამოკვლეულა ასევე მ------ ს-----ის ავტომობილში მ----- ზ-------ს ყოფნის ფაქტიც, არ არის აღებული ნიმუშები, არ არის ჩატარებული ექსპერტიზა. საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ იმ ჩიხის მაცხოვრებლები, სადაც, მ------ ს-----ის მითითებით, თითქოს დაიცალა მისი კონტეინერი, თუმცა ყველა მაცხოვრებელის: ლავრენტი ნინუას, ემზარ თოდუას, მარინა ბ------ს, ნონა საჯაიას, არსენა გერსამიას ჩვენებებით დადასტურდა, რომ ასეთი ფაქტი მათ ქუჩაზე არ მომხდარა.
რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის მოწმე ლ--–- მ----ს მიერ სასამართლო სხდომაზე დადასტურებას აღნიშნულით მხოლოდ ექსპერიმენტის მსვლელობა დასტურდება, რის გამოც ამ ჩვენებას არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოში იმ მტკიცებულებათა სრული მოცულობით წარდგენა, რაც გამოდგებოდა მ----- ზ-------სა და ი-----–- ა-----------ს მიმართ ბრალის დასადასტურებლად და შემდგომში ხელს შეუწყობდა საქმეზე ობიექტური ჭშმარითების დადგენას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
სააპელაციო სასამართლო მ-------- კ------სთან მიმართებაში ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა მ-------- კ------ს მიერ ქურდობაში მონაწილეობა, თუმცა დადგენილია, რომ მან დიდი ოდენობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება გაასაღა წინასწარი შეცნობით.
პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტაცია მ-------- კ------ს უდანაშაულობის თაობაზე სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია და სრულ წინააღმდეგობაშია ბრალდების მხარის ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან, კერძოდ: მოწმე ვ--–---ი ზ---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ-------- კ------მ თხოვა მას დამხმარებოდა თხილის გაყიდვაში. 2016 წლის 25 ნოემბერს მ-------- კ------მ დაურეკა მობილურზე და უთხრა, რომ მასთან მიჰქონდა თხილის გული და თხოვდა, დახვედროდა მას, რადგან სოფელ ჯ---–----ის გზა არ იცოდა. მ-------- კ------მ მიიტანა და ჩააბარა 12 ტონა გაურჩეველი თხილი, რაშიც გადასცეს 50000 ლარი, ხოლო 2016 წლის 1 დეკემბერს ჯ------- ჯ------მ მ-------- კ------ს გადასცა 80000 ლარი - ასლარიანი კუპიურები. მოწმე ზ----- ე-–-------ს ჩვენების თანახმად, მან დააკავა მ-------- კ------, გაჩხრიკა მისი ავტომანქანა, საიდანაც ამოიღო 80 ათასი ლარი. მოწმე ბ------ თ---–---ის ჩვენების მიხედვით, 2016 წლის 26-27 ნოემბერს ჯ---ი ჯ------ს და ბ----- (ვ--–---ი) ზ---------სგან იყიდა 12 ტონა დარჩეული თხილის გული. მე-2, მე-3 დღეს გასცა თანხები. ერთხელ 50 ათასი ლარი, მეორეჯერ - 80 ათასი ლარი. მოწმე ჯ------- ჯ------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ვ--–---ი ზ---------ს და მ-------- კ------ს ჰქონდა მოლაპარაკება 25-26 ნოემბერს ზუგდიდში თხილის გულის შესყიდვასთან დაკავშირებით. იგი, ვ--–---ი ზ--------- და მ-------- კ------ შეხვდნენ ერთმანეთს, მ-------- კ------ მწვანე ფერის ოპელის ფურგონით იყო. 2016 წლის 1 დეკემბერს ვ--–---ი ზ---------მ უთხრა, რომ უნდა მოსულიყო დარჩენილი თხილის თანხის ასაღებად მ-------- კ------ და რადგან ოჯახური პირობების გამო ვერ ახერხებდა მის ნახვას, მას სთხოვა მისთვის გადაეცა 80000 ლარი. მითითებისამებრ, ქ.ზუგიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მ-------- კ------ს და რვა შეკვრად გადასცა 80000 ლარი, რომელიც ასლარიანი კუპიურებით იყო წარმოდგენილი. მოწმე დ----- ო---–---იას ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 1 დეკემბერს კ------- კ------–--მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ-------- კ------ მუქი მწვანე ოპელის მარკის ავტომანქანით გადაადგილდება ფოთში, რომელსაც თან ქონდა თხილის თანხა 80 ათასი ლარი. ფოთში რკალზე, ტაძრის მიმდებარედ შეაჩერეს მ-------- კ------ და ჩაატარეს ჩხრეკა. ა/მანქანის სავარძლის ქვემოდან ამოიღეს პარკში გახვეული ფული. აღმოჩნდა 100 ლარიანი კუპიურები - 80 ათასი ლარი. მოწმე ა-–---ი ა----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ არ არსებობს აპარატი, რომელიც დაადგენს თხილის ჯიშს. თხილის დარგში ექსპერტია, დიდი განათლება და გამოცდილება აქვს მიღებული. თხილის დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა. აიღეს თხილის ნაწილი. დაათვალიერა გარედან, გატეხა, გასინჯა და დარწმუნდა, რომ 100 %-ით აზერბაიჯანული თხილი იყო. მოწმე დ----- შ-----ს ჩვენებით ვ--–---ი ზ---------მ იგი მიიყვანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ყ---–-–----ში სოფელ გ-------–-–ის გადასახვევთან, სადაც ნახა, რომ წითელი ფერის სატვირთო ავტომანქანა ჩავარდნილი იყო ორმოში, რომელზეც მოთავსებული იყო ექვსმეტრიანი კონტეინერი და გზაზე გაჩერებული იყო ,,ო---–--------“-ს მარკის, მწვანე ფერის, ფურგონის ტიპის ავტომანქანა. მძღოლმა გახსნა კონტეინერის კარი და ნახა, რომ შიგნით მოთავსებული იყო ორმოცდაათკილოგრამიანი ფქვილის თეთრი ფერის ტომრებით დარჩეული თხილის გული. რომელიც ჩამოცალეს კონტეინერიდან და ჩატვირთეს მიკროავტობუსებში. მოწმე ზ----- ბ-------–--ს ჩვენების თანახმად, ნოემბერში სამუშაო საათების მერე ვ--–---ი ზ---------მ ყ---–-–----ში წაიყვანა. 5 ტონიანი მანქანა იყო, საიდანაც გადმოტვირთეს ტომრებით თხილი. ვ--–---ი ზ---------ს მანქანაც იქ იყო და ოპელიც იდგა კიდევ. თხილი ვ--–---ი ზ---------ს ქარხანაში წაიღეს. 2016 წლის 1 დეკემბრის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ-------- კ------ს მართვის ქვეშ არსებული ,,ო---–--------’’-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად მძღოლის სავარძლის ქვემოთა ნაწილიდან ამოღებულ იქნა შავი ფერი პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა 80 000 ლარი. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მ-------- კ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის N3-------------- იმეი კოდში გააქტიურებული იყო სატელეფონო ნომერი 5-----------. რომელიც რეგისტრირებულია მისი მეუღლის - ეკატერინე თურქიას სახელზე. 2016 წლის 25 ნოემბერს 2:20 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:21 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ვ--–---ი ზ---------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:21 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5-----------, 12:22 საათზე მ-------- კ------ უკავშირდება ჯ------- ჯ------ს ტელეფონის ნომერზე 5----------- და ... . მ-------- კ------ს ჩვენებით მას არ უარყვია, რომ ნომერი 5----------- მას ეკუთვნის და ამ ტელეფონით მხოლოდ ის სარგებლობს. ვ--–---ი ზ---------ს და ჯ---ი ჯ------ს არ იცნობს, მათ არ შეხვედრია, მათთვის არ დაურეკია. მას ჰყავს ფურგონის ტიპის მწვანე ო---–--------, რომელსაც შპაკი ადევს. ამდენად გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ მ-------- კ------მ გაასაღა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 11 ტონაზე მეტი დარჩეული თხილის გული, რომლის წარმოშობის შესახებ რაიმე დოკუმენტი მას არ გააჩნდა.
პალატის აზრით თხილი, რომ დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული, აღნიშნულ გარემოებათა ნათელი დადასტურებაა ის, რომ გასაღებულია დიდი ოდენობით - 12 ტონაზე მეტი დარჩეული თხილი და არ არსებობს დოკუმენტაცია ამ თხილის წარმოშობის შესახებ. მ-------- კ------მ თხილის წარმოშობის ადგილად დაასახელა ვანში არსებული მისი ქარხანა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ამდენად ზემოაღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ-------- კ------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც გააბათილებდა ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. ცალსახაა და ნათელია, რომ დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია მიმართულია მხოლოდ მ-------- კ------ს მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავის არიდებისაკენ.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ------ ს-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სააპელაციო პალატას გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: ზ------ ბ------ს, გრიგოლ შ-----ს, დ----- ქ-----ს, ი-–------- გაბეშიას, ს------- შ-----–--ს, რ-------- გ-------ს, ზ------ კ----–--ის, კ---- ც------ს, რამაზ მიქიაშვილის, თემურ ბაბილოძის, პაატა ა-–---ანდრიას, ვასილ ფილიას და ლ---- გ--–-----ის ჩვენებებით, სს კორპორაცია „ფ------------------------------ი“-ს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 14.12.2016. წლის წერილით, შპს „ბი-ეს-ეი ჯორჯიას“ დირექტორის წერილით, კონტეინერის ელექტრონული აღრიცხვის ფორმით,შპს სს კომპანია „მიშელის“ დირექტორის წერილით, პირველი რაიონის საკონტროლო გამშვები პუნქტის სათვალთვალო კამერის ვიდეომასალით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს მ------ ს-----ის მიერ ტერმინალიდან თხილის გულით სავსე კონტეინერის გამოტანას, ხოლო ნავსადგურში ცარიელი კონტეინერის დაგვიანებით შეტანას. ამასვე ადასტურებს მხარეთა მიერ უდაოდ ცნობილი ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია, რომ ტერმინალის ტერიტორიაზე კონტეინერი არ დაცლილა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი დასაბუთებულია თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
2019 წლის 24 დეკემბერს, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ე---–---- ბ------ს და მსჯავრდებულ მ------ ს-----ეს შორის, ადვოკატის გ--- შ-----–--ს მონაწილეობით და ზემდგომი პროკურორის თანხმობით გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე.
იმავე დღეს, საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - ე---–---- ბ------მ იშუამდგომლა მ------ ს-----ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და მოითხოვა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენში მ------ ს-----ის მიმართ ცვლილების შეტანა, კერძოდ მ------ ს-----ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის 5 (ხუთი) წლის ვადით განსაზღვრა და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული სასჯელის - პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა.
პროცესის მონაწილეებმა (პროკურორმა ე---–---- ბ------მ, მსჯავრდებულმა მ------ სვანიზემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--- შ-----–--მ) სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შუამდგომლობას და ოქმს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და მოითხოვეს მისი დამტკიცება, წარმოდგენილი ფორმით.
სააპელაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მ------ ს-----ესთან დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს. იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა. მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება. იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
მსჯავრდებული მ.ს-----ე აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. საპროცესო შეთანხმებაში მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული. მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მ------ ს-----ის მიმართ ბრალდება წარდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე, განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის შუამდგომლობა მსჯავრდებულ მ------ ს-----ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შუამდგომლობა მ------ ს-----ესთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ მ-------- კ------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი-----–- ბარძიმაძის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-ე, 212-ე, 213-ე 215-ე, 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ე---–---- ბ------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ მ-------- კ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი-----–- ბარძიმაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
წარმოდგენილი შუამდგომლობა მ------ ს-----ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება:
ი-----–- ა----------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ნოემბრის ქმედება) და საქართველოს სსკ- ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ქმედება) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი-----–- ა-----------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს №1------- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ფოთი, ლ------ს ქუჩა N8/12-ში (საკადასტრო კოდი 0------------------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
გამართლებულ ი-----–- ა-----------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
მ----- ზ------- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ნოემბრის ქმედება) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2016 წლის 19 ნოემბრის ქმედება) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ----- ზ-------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს №1------- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ----------ში (საკადასტრო კოდით 4-----------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
გამართლებულ მ----- ზ-------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
მ-------- კ------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე.
მ-------- კ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.
მ-------- კ------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 22 ივნისის ჩათვლით.
მ-------- კ------სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს №1------- განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.ფოთი, ა-----ს ქუჩა N59-ში (საკადასტრო კოდით 0-----------), მოეხსნას ყადაღა და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა მსჯავრდებულ მ------ ს-----ესთან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე---–---- ბ------ს და მსჯავრდებულ მ------ ს-----ეს შორის ზემდგომი პროკურორის თანხმობით დადებული საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილი პირობით:
მ------ ს-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მ------ ს-----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2016 წლის 28 დეკემბრიდან - 2017 წლის 27 თებერვლის ჩათვლით და 2019 წლის 05 თებერვლიდან - 2019 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
მ------ ს-----ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველსაყოფად ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის №0----------------- (12/06-2017) განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებას, მდებარე წყალტუბოს რაიონის სოფელი გ------ი, გ-------------ს ქუჩა N 6/51-ში (საკადასტრო კოდით 2------------------), მოეხსნას ყადაღა და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ო-–-- ლ-----------ს მიერ წარმოდგენილი „ფ------------------------------ის“ სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეო ჩანაწერი 1ც CD-R დისკზე, რ--------ი გ-------ს მიერ წარმოდგენილი შპს „კ----------------ის“ სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეო ჩანაწერი 11 ც. DVD-R დისკზე, ფ------------------------------იდან“ გამოთხოვილი ვიდეომასალა „01“ ცალ დისკზე, შპს „კ----------------იდან“ გამოთხოვილი ვიდეომასალა „12“ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს მოცემული საქმის შენახვის ვადით.
მ-----– ვ------–-–---–ისაგან ამოღებული „მაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა სახ. ნომრით T------ და მისაბმელი სახ. ნომრით D-----, რომელიც განთავსებულია შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს ეზოში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს მ-----– ვ------–-–---–ს, მ------ ს-----ის პირადობის მოწმობა და პასპორტი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს - მ------ ს-----ეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: 80000 ლარი დაუბრუნდეს დაზარალებულს; მობილური ტელეფონის აპარატი, ,,ო---–--------’’- ს მარკის ავტომანქანა. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თხილის გული დაუბრუნდა დაზარალებულს.
მ------ ს-----ის მიმართ განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კერძოდ, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. ხოლო პროკურორს აღნიშნული უფლებით შეუძლია ისარგებლოს მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის გამოვლენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე
ინდირა მაშანეიშვილი