განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210017002186941
№2/ბ-928-2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი - დ----ო ჩ----–-–---–ი
წარმომადგენელი - რ--------ნ ხ----–--–--ა
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ წმ-----------ს------–---ის ქ. ქ------------ ს--------------–ა
წარმომადგენლები - თ--------ზ ჭ--------ი, გ-------– გ--------ე, ს-------------------ე
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ----ო ჩ----–-–---–ის სარჩელი, სსიპ წმ-----------ს------–---ის ქ. ქ------------ ს--------------–ის დირექტორის 2017 წლის 27 ოქტომბრის N1კ-92 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. დაწყებითი კლასის მასწავლებელი დ----ო ჩ----–-–---–ი სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ასთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში. 2017 წლის 01 სექტემბერს მასთან გაფორმდა მორიგი შრომითი ხელშეკრულება, რომლის 3.3.1 პუნქტის მიხედვით, დ----ო ჩ----–-–---–ის ვალდებულებას წარმოადგენდა ს--------------–ის შინაგანაწესისა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
2.2. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, 2017 წლის 06 ოქტომბერს განცხადებით მიმართა წმ-----------ს------–---ის N3 ს--------------–ის მე-2ა კლასის მშობელმა ლ------------ემ, განმარტა, რომ კლასის ხელმძღვანელის დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვებზე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მიუთითა მასწავლებლის სხვადასხვა დარღვევაზე და ითხოვა აღნიშნულ საკითხზე რეაგირება.
2.3. 2017 წლის 06 ოქტომბერს, წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დირექტორს - თ--------ზ ჭ--------ს წერილობით მიმართა ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და აცნობა ლ------------ის წერილის შესახებ, გადაუგზავნა განცხადება მითითებული საკითხის შესწავლის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით.
2.4. 2017 წლის 09 ოქტომბერს წმ-----------ს------–---ის N3 ს--------------–ის დირექტორმა წარდგინებით მიმართა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა ჩაეტარებინა მოკვლევა დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარემ ჩაატარა მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც დ----ო ჩ----–-–---–ის მოსწავლეებმა და მშობლებმა წერილობით წარადგინეს ახსნა-განმარტებები, შემდეგი შინაარსით:
მოსწავლე ე-–------------მა განმარტებით - “სკოლაში მისვლა უხარია ამხანაგების და არა მასწავლებლის გამო. მასწავლებელმა წიგნი თავში ჩაარტყა იმიტომ, რომ ვერ მოასწრო საკლასო დავალების დაფიდან გადაწერა. მასთან ურთიერთობაში ძალიან დაძაბულია. ეშინია, რომ რაიმე არ შეეშალოს. დაფას ვერ ხედავს, მაგრამ ვერ ეუბნება მასწავლებელს. იგი არ ამოწმებს საკლასო და საშინაო დავალების რვეულებს, უხეშად ექცევა. სურს მასწავლებლის შეცვლა“. (ს.ფ.59, ტომი 1)
მშობელმა თ-----------–--–---–მა განმარტა: „ჩემი შვილი აღნიშნავს მასწავლებლისაგან ზეწოლას და გამოხატავს ყოველდღე ტირილით. იყო შემთხვევა, როდესაც თავში ჩაარტყა წიგნი, რადგან ვერ მოასწრო წიგნში თითის დადება. მიმართავს უხეშად. ეშინია როდესაც სხვა ბავშვებს უყვირის, იყო შემთხვევა სპორტის გაკვეთილზე, ცხვირზე ხელმოჭერილს გამოკითხა მიმატება-გამოკლება. ბავშვს ეშინია, ამბობს, როდესაც მიახლოვდება მეშინია არ დამარტყასო. ვერ ასწრებს დაფიდან გადაწერას, რადგან მასწავლებელი მალევე შლის. დაძაბულია გაკვეთილის მოყოლის დროს. მასწავლებელი იმართლებს თავს იმით, რომ ჩემი შვილი დებილია, არ სწავლობს და ამიტომ ტირისო. ეს ყველაფერი იმდენად მოქმედებს ჩემი შვილის ფსიქიკაზე, რომ იძულებული ვარ გადავიყვანო სხვა კლასში, თუ ეს არ მოხერხდება წავიყვან სკოლიდან“. (ს.ფ.60, ტომი1)
მოსწავლე სა------–---–-ს განმარტებით: „სკოლა მოსწონს, მაგრამ დ----ო მასწავლებლის ეშინია. ფიზკულტურის გაკვეთილზე მასწავლებელმა ცხვირზე ხელი მოუჭირა და თან ათის ფარგლებში მიმატება-გამოკლებას ეკითხებოდა. გაკვეთილებზე ხშირად ტირის. პედაგოგი დაფაზე დაწერილს სწრაფად შლის და ვერ ასწრებს გადაწერას. ბავშვს ეშინია მისკენ მიმავალი მასწავლებლის, რომ არ დაარტყას. როცა პასუხის დროს რაიმე ეშლება, პედაგოგი ეუბნება: დაჯექი დებილი ხარო, ემუქრება მანდატურთან წაყვანით“. (ს.ფ.61; ტომი1)
მშობელმა ლ---------------–---–-ა განმარტა: „დ----ო ჩ----–-–---–თან პირადი უთანხმოება არ აქვს. ჩემთვის და ჩემი შვილისათვის შეურაცხყოფა არ მოუყენებია, მაგრამ ძალიან დაძაბული გარემოა ჯგუფში. მშობლების უმრავლესობას აქვს მთელი რიგი პრობლემები მასწავლებელთან დაკავშირებით. საქმის კურსში ვარ და მთელი წლის განმავლობაში მესმოდა მშობლებისაგან საყვედურები დ----ო მასწავლებლის მიმართ. დ----ო მასწავლებელმა მთხოვა მის მხარდასაჭერ განცხადებაზე ხელი მომეწერა, მაგრამ მე თავი შევიკავე იმის გამო, რომ მე შეიძლება არ შემხებია მისი ცუდი დამოკიდებულებით, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა რომ მშობლები ტყუილს ამბობენ და ცილს სწამებენ. იყო ჯგუფში თმის შეჭრის შემთხვევა, მე შევჭერი დ----ო მასწავლებელს თმები. ძალიან მინდა ყველას სასარგებლოდ დამთავრდეს ეს საქმე“. (ს.ფ. 62, ტომი1)
მოსწავლე ს----–----------ის განმარტებით: „სკოლაში მოსვლა უყვარს, უხარია. კარგად სწავლობს, მაგრამ დ----ო მასწავლებელთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. მასწავლებელი გაკვეთილზე ყვირის, უხეშად ექცევა ბავშვებს, სცემს და წიგნებს თავში ურტყამს. დავალებას არ უსწორებს არც ქართულში და არც მათემატიკაში. დაფაზე ახსნილ მასალას მალე შლის და ვერ ასწრებს გადაწერას, გაკვეთილზე ხშირად ტელეფონზე საუბრობს“. (ს.ფ. 63, ტომი1)
მშობელმა თ-------------–---–-- განმარტა: „მე მაქვს პრეტენზია დ----ო მასწავლებლის წინააღმდეგ, ის ჩემი შვილის და არა მარტო ჩემი შვილის გაკვეთილებს არ ამოწმებს, დავალებებს არ აძლევს ქართულში. ბავშვი დააყენა კუთხეში, მიზეზი იყო ის, რომ ბავშვი გაინძრა გაკვეთილზე. თავში წიგნი ჩაარტყა იმ მიზეზით რომ დაფიდან დაიწყო ბავშვმა გადმოწერა. არის მშობლების მიმართ აგრესიული, რომ ვგებულობთ ბავშვების ამბებს, ან რომ ვეტყოდით რატომ დაარტყიო, გადმოდიოდა შეტევაზე. ბავშვები არიან დაძაბულები გაკვეთილზე, აღარ უნდათ მარტო გაჩერება. არ იცავს ჰიგიენის ნორმებს. ძალიან არ მოგვწონს მშობლების მიმართ არაწესიერი სიტყვების ძახილი. ამაში იგულისხმება „ფეხზე მკიდია“, „წაათრიეთ თქვენი შვილები აქედან“, „უზრდელი გაზრდილები გყავთ“. კიდევ მინდა ერთი ფაქტი დავაფიქსირო, რომ ბავშვი მოვიდა შუბლზე შრამით, რომ ვუთხარი რატომ გაქვს მეთქი, ბავშვმა ცივად იუარა არაფერიო. შემდეგ გავარკვიე, რომ ფიზკულტურის გაკვეთილზე ბავშვმა ვერ გააკეთა ერთი ილეთი და შუბლზე მიუჭერია ფრჩხილი, რომელიც ეხლაც აქვს ბავშვს შრამად. დ----ო მასწავლებელი რეკავდა ჩემს მეუღლესთან, იძულებულს ხდიდა, რომ მივსულიყავი სკოლაში და ხელი მომეწერა თავის შედგენილ განცხადებაზე, რომ თვითონ კარგი მასწავლებელია. როდესაც ფულს ვკრიბავთ ჯგუფში, კითხულობს სპეციალურად, რომელმა მშობელმა დადო და რომელმა არა, რომ შემდეგში გაითვალისწინოს“. (ს.ფ. 64, ტომი 1)
მოსწავლე ნი----–-----------–---ს განმარტებით: „თავიდან ძალიან უხაროდა სკოლაში მისვლა, მაგრამ დ----ო მასწავლებლის გამო აღარ სურს. მასწავლებელი ბავშვებს სცემს და ეშინია. სპორტის გაკვეთილზე რაღაც ვერ გააკეთა და შუბლზე ცერა თითის ფრჩხილი მიაჭირა, ბავშვს ახლაც აღენიშნება ნაკაწრი. ნიკოლოზი ამ ფაქტს დედას არ უმხელს, რადგან ეშინოდა, მას არ წაჩხუბებოდა პედაგოგი. ბავშვებს გაკვეთილზე ხშირად კუთხეში აყენებს. ხშირად არ იძახებს ქართულის გაკვეთილებზე. ბავშვებს ეუბნება, რომ ჩემი დაფაზე წერის დამთავრების შემდეგ დაიწყეთ გადაწერაო“. (ს.ფ. 65, ტომი1)
მშობლის ნა---------------ის განმარტებით: „უტაქტო და ცივია ბავშვების მიმართ. აქვს სპეციფიკური სუნი. ეძახის ინტრიგანს. 8 მარტს აიკრიბა თანხა, ზოგმა ვერ დადო და დაურეკა მშობლებს, თანხა არ დაგიდიათ და მომიტანეთო. ბავშვზე ეუბნება, რომ ძნელად აღსაზრდელია. მათი ურთიერთობა ბავშვზე აისახება. ბავშვს აფრთხილებს, რომ სახლში არ მიიტანოს ენა. გაკვეთილზე ტელეფონზე საუბრობს. აიძულებს მშობლებს ხელი მოუწერონ განცხადებაზე, ზეწოლას ახდენს მშობლებზე. როდესაც გამოთქვამს პრეტენზიას შეურაცხყოფას აყენებს და ეუბნება, რომ არის ინტრიგანი. ამასთანავე, სხვა მშობლებსაც ეუბნება, რომ ეს გოგო ინტრიგანია. არ ამოწმებს მათემატიკის რვეულს. პირადად შეესწრო ჯგუფში მოსწავლის მიმართ უხეშად მოქცევის ფაქტს“. (ს.ფ. 66 ტომი 1)
მოსწავლის მა----------–---ს განმარტებით: „ მასწავლებელი ყველა გაკვეთილზე ყვირის, დღე არ გავა რომ არ უყვიროს მოსწავლეებს. როცა ბავშვს დავალება არ აქვს შესრულებული, უზრდელს და დებილს ეძახის. ცუდად ექცევა ბავშვებს და უხეშია. საკლასო დავალების რვეულებს არ ამოწმებს, განსაკუთრებით მათემატიკას. ხშირად არ იძახებს მოსწავლეებს დაფასთან, მათ შორის მას. ბავშვებს ემუქრება, რომ დედებთან არ თქვან, თუ რა ხდება სკოლაში. აფრთხილებს ბავშვებს, მე თუ გირტყამთ, არავის არ უთხრათ, ხშირად იჭამს ფრჩხილებს გაკვეთილზე და ძირს აფურთხებს. გაკვეთილზე ხშირად ლაპარაკობს მობილურზე, რომელიც ჩართულია ხმამაღალ რეჟიმზე და ბავშვებს ესმით, ვის ელაპარაკება. საუბრის საგანი არის ავეჯი, ბინის გაქირავება. რვეულების დარიგებისას მათ ისვრის და ისინი ზოგჯერ ძირს ვარდება. მოსწავლეს ეშინია კითხვის დასმის“. (ს.ფ. 67, ტომი 1)
მშობლის ა--------------ს განმარტებით: „არ მომწონს დამოკიდებულება ქალბატონ დ----ო ჩ----–-–---–სა და მშობლებს შორის, ის გამოირჩევა უხეშობით, არ უმოწმებს დავალებებს ბავშვებს, ამბობს, რომ დავალების შემოწმება არ ევალება მას. მომხდარი ფაქტის გამო ერთ დღეს შეასწორა სამი კვირის დავალება („პრაქტიკანტებს“ შეამოწმებინა). არ ახალისებს ბავშვებს და არ უკეთებს დადებით კომენტარებს. ახდენს ზეწოლას ბავშვებზე, რომ კლასში რაც ხდება არ თქვან სახლში. წლის ბოლოს დაურეკა მშობლებს და ვისაც 8 მარტის ფული არ ჰქონდა დადებული მაისის ბოლოს მიატანინა. მას პირადად უთხრა: „თუ არ მოგწონვარ, წაიყვანე სხვა სკოლაშიო“. უნდ----ა უფროსი შვილიც გადმეყვანა ამ სკოლაში, მაგრამ იკავებს თავს, ქალბატონმა დ----ომ შეუცვალა წარმოდგენა ამ სკოლაზე. მშობლებს აიძულებს, რომ ხელი მოუწერონ განცხადებაზე, რომ არ წავიდეს სკოლიდან. დაინტერესებულია სხვისი ოჯახის ამბებით. არ მოსწონს რომ მშობლებს კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში. არ უნდა ბავშვს სკოლაში წასვლა, ამბობს, რატომ წავიდე, მთელი დღე ტელეფონზე საუბრობს და ლანძღავს მშობლებს, აქირავებს ბინას ტელეფონით და ყველაფერს ისმენს ბავშვი, ამის გამო ამ დღეებში არ აპირებს ბავშვის წაყვანას სკოლაში. ასევე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მშობლებზეც. (ს.ფ.68, ტომი1).
მოსწავლე ე-–--------------ის განმარტებით: „გაკვეთილზე მასწავლებელი ძირითადად მობილურზე საუბრობს პირად საკითხებზე. მოსწავლეებს განსხვავებულად ექცევა. მოსწავლე ფიქრობს, რომ ერთად დასვა ისეთი ბავშვები, რომელთაც დ----ო მასწავლებლის აზრით, არ უყვართ პედაგოგი. ბავშვებს მიმართავს გვარებით, სახელებს არ ეძახის. მოსწავლეებს ხშირად სჯის, ცხვირზე ხელს უჭერს, თავში სცემს, კუთხეში აყენებს. იშვიათად იძახებს დაფასთან, განსაკუთრებით ქართულზე“. (ს.ფ.69)
მშობელმა ხ-------------–----–---მ განმარტა: „ჩემს შვილზე განახორციელა ძალადობა, კერძოდ თმებს წიწკნის, უხეშია, უტაქტოა ჩემს მიმართაც. მშობლებს ერთმანეთთან აპირისპირებს. ერთმანეთს გვაძაგებს. ბოლო დროს სკოლაში არ მივდივარ, ვერიდები მასთან შეხვედრას. სახლში მომაკითხა, ტელეფონს არ ვპასუხობ, იძულებულს მხდის ხელი მოვაწერო განცხადებაზე, რომლის შინაარსი არ ვიცი. მის სიტყვას უნდა ვენდოთ, ბავშვებს არ უმოწმებს დავალებას ჩემი მოვალეობა არ არისო. ჩემს ბავშვს პირადად ეუბნება, შენ კარგად ვერ კითხულობო, ისე დაამთავრა პირველი კლასი, ერთხელაც არ წაუკითხავს. დავალების რვეული ქართულ ლიტერატურაში არ აქვთ. მშობლების თხოვნას არ ითვალისწინებს, მშობელი, რომელიც შეეპასუხება, მის ბავშვზე აგრესია უფრო მეტად აქვს“. (ს.ფ. 70, ტომი1)
მოსწავლის ნ-----–----------–----–--ის განმარტებით: „დ----ო მასწავლებელი ყვირის, ამის გამო არ უნდა სკოლაში წასვლა. უხარია ამხანაგებთან ურთიერთობა, ხშირად წიწკნის თმებს, არ უმოწმებს საკლასო რვეულებს, ვერ ასწრებს დაფიდან საკითხების გადაწერას. ბავშვზე ახდენს ზეწოლას, რომ კლასში მომხდარი სახლში არ თქვას. ბავშვებს სჯის და დაფის უკან აყენებს, არ აცლის დაფიდან გადაწერას“. (ს.ფ. 71)
მშობლის ნ---------------ს განმარტებით: „შარშანდელი წლიდან მოყოლებული ხორციელდება ბავშვების ცემა და მათზე ზეწოლა, ეს გამოიხატება თავში წიგნის ჩარტყმით, თან ბავშვებზე ახორციელებს ზეწოლას, რომ ბავშვებმა ეს სახლში არ თქვან მშობლებთან, რადგან მეორე დღეს უარესი დაემართებათ. შარშან მის შვილზეც განახორციელა ასეთი ცემა, ბავშვმა დამალა მასწავლებლის შიშით და დიდი ხნის შემდეგ უთხრა, ბავშვი სკოლაში წამოსვლაზე უარს აცხადებს ამის შემდეგ. ბავშვის თქმით, მასწავლებელი არაჰიგიენურად იქცევა, იკვნეტს ფრჩხილებს, შემდეგ იფურთხება ყოფილა შემთხვევები დღესასწაულებზე ითხოვს ფულის აკრეფას. 5 დღეა ახორციელებს ზარებს მასთან. სურს რომ ხელწერილი დაუწეროს მის სასარგებლოდ. ყოველდღე ხორციელდება ზარები, ის მხარს დაუჭერს ბავშვის ნორმალურ განათლებას, ბავშვს ჩამოუყალიბდეს და გამოყვეს სკოლიდან ნორმალური ფსიქიკა“. (ს.ფ.72, ტომი 1)
მოსწავლის თ-------------ის განმარტებით: „მასწავლებელმა წიგნი ჩაარტყა თავში და თან გააფრთხილა, სახლში არ ეთქვა. ბავშვს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ მასწავლებელი მერხებს შორის დგება, რვეულებს ისვრის და ეუბნება ბავშვებს, რატომ ვერ იჭერთო. ბავშვის თქმით, მალევე შლის დაფას, ისინი ვერ ასწრებენ დაფიდან გადაწერას და ესაყვედურება მოსწავლეებს ამის გამო. ვერ იცავს ჰიგიენის ნორმებს, აქვს სპეციფიკური სუნი. ფრჩხილებს იკვნეტს და აფურთხებს“. (ს. ფ. 73)
მშობლის ლ----------ას განმარტებით: „კლასის დამრიგებელი არის ძალიან უხეში და უტაქტო, როგორც მოსწავლეებთან ასევე მშობლებთან. არ უმოწმებს დავალებებს. ზეწოლას ახდენს ბავშვებზე, რომ კლასში მომხდარი ამბები სახლში მშობლებს არ მოუყვნენ. ბავშვებზე ახდენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ცემის ფაქტზე ნამდვილად ჰქონდა შემდეგი პასუხი: „ მერე რა მოხდა, შენ შენი შვილისათვის არ დაგირტყია?“, მის შვილზეც ჰქონდა ხელით შეხების ფაქტი. გასულ სასწავლო წელს ამ ყოველივეს მშობლების მხრიდან მოჰყვა დაპირისპირება, რაზეც მასწავლებელმა პირობა დადო დირექტორთან, რომ მსგავსი ფაქტები და პრობლემები აღარ განმეორდებოდა, თუმცა სამწუხაროდ არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ“. (ს.ფ. 74)
მოსწავლის ვ------------ს განმარტებით: დ----ო მასწავლებელი გაკვეთილზე ყვირის, მასწავლებელი თმებზე შეეხო, ბავშვებზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომ სკოლაში მომხდარი სახლში არ გაამხილონ. მოსწავლეებს პედაგოგი დავალებებს არ უმოწმებს, ამ განცხადების შემდეგ რვეულები პრაქტიკანტებს გაასწორებინა. დაფაზე დაწერილს მალე შლის და ვერ ასწრებენ დავალების გადაწერას. მასწავლებელს უსუფთაოდ აცვია, დალაქავებული აქვს კაბა. გაკვეთილის პერიოდში ხშირად ლაპარაკობს ტელეფონზე“. (ს.ფ.75)
მშობლის ნ----------–-–---–ის განმარტებით: „მისი შვილი თ---–------------აძე სწავლობს დ----ო ჩ----–-–---–ის კლასში. პირველივე დღიდან მასწალებლის მიმართ კარგად განეწყვნენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება ძალიან მალე შეიცვალა, როგორც ბავშვების, ასევე მშობლების მიმართ. დაფიქსირდა ბევრი უსიამოვნო ფაქტი, ბავშვების მიმართ უხეში მოქცევა, წიგნის ჩარტყმა. პირადად მისი შვილის მიმართ ცემის ფაქტი არ დაუფიქსირებია, მაგრამ ისიც საკმარისია, რომ მის გვერდით მჯდომს მოექცეს ანალოგიურად. მასწავლებელი გაკვეთილზე დაკავებული უნდა იყოს არა საოჯახო საქმეების გარჩევით, არამედ იმით როგორ მიაღებინოს ცოდნა მის მოსწავლეებს. დედამისს დილით ადრე მიაკითხა სახლში და ხვეწნა-მუდარით მოაწერინა ხელი, განცხადებაზე, ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში. არცერთ მშობელს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა, მას რომ გამოეჩინა ბავშვების მიმართ ყურადღება, სიყვარული, სითბო. ბავშვს მისი ხათრი და სიყვარული კი არა აქვს, არამედ შიში. დაშინებული ჰყავს ბავშვები იმის გამო, რომ ბავშვმა სახლში არ მოიტანოს ამბავი, რასაც ის ჩადის ამ ბავშვების წინაშე. მისი სურვილია მსგავსი სიტუაცია არ განმეორდეს არასოდეს“.(სს.ფ. 76, ტომი 1)
მოსწავლის თ---–------------აძის განმარტებით: სკოლაში მისვლა არ უხარია იმის გამო, რომ ეჩხუბება დ----ო მასწავლებელი, იმ მიზეზით, რომ ვერ ასწრებს კარნახის დასრულებას. უწოდებს ბავშვებს და ზოგჯერ მშობლებსაც უზრდელს. არ უმოწმებს საშინაო დავალებებს, მხოლოდ პრაქტიკანტები ამოწმებენ. გაკვეთილზე ტელეფონზე საუბრობს, საუბრის საგანია ბინის გაყიდვა-გაქირავება. ბავშვის დასჯის მეთოდი იყო დაფის უკან დაყენება და თმების მოწიწკვნა. პრაქტიკანტებს პედაგოგმა უთხრა, რომ სჭირდებოდა მათი დახმარება, ბავშვს ეშინია მასწავლებლის“. (ს. ფ. 77)
მშობლის რ--------------–---–-ს განმარტებით: „დ----ო ჩ----–-–---–ი ცემს ბავშვებს, ცუდად და უხეშად ექცევა მოსწავლეებს. ბავშვები შეშინებულები სხედან გაკვეთილზე, რომც სურდეთ რამის კითხვა, ვერც გაბედავენ. დღესასწაულებზე ითხოვს თანხას და თუ ვინმე გამორჩება, თუნდაც გასული იყოს ის დღესასწაული, ურეკავს იმ მშობელს და თხოვს, არ გქონია დადებული ფული და მოიტანეო. არ ასწორებს დავალებებს, არის უსუფთაოდ და აქვს უსიამოვნო სუნი. გაკვეთილზე იყო ფაქტი თმის შეჭრის და ფენით დავარცხნის. ამ ამბების გამო ორი დღეა ბავშვი არ წაუყვანია სკოლაში, რადგან არ აქვს სურვილი შვილმა ისმინოს მასწავლებლის ყოფნა-არყოფნის საკითხი. არ ტარდება გაკვეთილები და მისი მეუღლეც კი იკავებს თავს, რომ ბავშვი გამოიყვანოს სკოლიდან, რადგან დააძალებს და ხელს მოაწერინებს იმ განცხადებაზე, რომელიც მის სასარგებლოდ შეადგინა“. (ს.ფ. 78, ტომი 1)
მოსწავლის მა------------–---–ის განმარტებით: დ----ო მასწავლებელი უხეში და უტაქტოა ბავშვების მიმართ. მათ ხელს უჭერს თავზე რომ ეტკინოთ. თმებს წიწკნის, სპორტის გაკვეთილზე გვერდებში ხელს ურტყამს. არ ამოწმებს საშინაო დავალებებს. საკლასო რვეულების დარიგებისას ბავშვებს ესვრის და ეუბნება: „წადი, მე გესვრით რვეულებსო.“ (ს.ფ.79)
მშობლის ქ-------------------ს განმარტებით: „გაკვეთილზე ახდენს ზეწოლას ბავშვებზე, გაკვეთილზე ივარცხნის და იჭრის თმებს. ბავშვებს დავალებებს არ უსწორებს. ხელმოწერებს აგროვებს მშობლებზე ზეწოლით, სახლში აკითხავს და აიძულებს რომ ხელი მოუწერონ მის განცხადებაზე. პირადად იყო მისული, რადგან არ მოუწერა ხელი, მივიდა სახლში და მის მშობლებს მოაწერინა ხელი. დამამცირებლად ექცევა ბავშვებს და ელაპარაკება. არ იცავს ჰიგიენის ნორმებს: გაკვეთილზე იჭამს ფრჩხილებს. ცემის ფაქტს ვერ დავაფიქსირებ, რადგან არ ვიცი დაზუსტებით ცემა თუ არა მისი შვილი“.
მშობლის ნი----------ს განმარტებით: „მასწავლებელმა დ----ო ჩ----–-–---–მა გასულ წელს მის შვილს ლ---------–--–-–---–ს კლასის წინაშე უწოდა ოროსანი და ბავშვებს მოუწოდა, რომ თუ არ უნდოდათ ყოფილიყვნენ ლუკასავით ოროსნები, უნდა ესწავლათ კითხვა. გამოკითხვა ჩაუტარა მის შვილს, ვისთან ემზადება. იმის გამო რომ მწკრივში არ ჩადგა, ბავშვს უპწკინა მკლავზე. ზარის დარეკვის შემდეგ კლასში განიხილავს მშობლებთან ერთად პრობლემებს, რაც ხელს უშლის გაკვეთილების ჩატარებას. გაკვეთილზე იჭრის თმას დაფის უკან. პირადად მასთან ლანძღავს მშობლებს. უკმაყოფილოა იმით, რომ 8 მარტს არ დადეს საჩუქრის ფული. მშობლებს შორის ხლართავს ინტრიგებს და უნდა წააკიდოს ერთმანეთს. არიგებს ბავშვებს რომ სახლში არ მიიტანონ ამბები, თუ რა ხდება გაკვეთილზე. პირადად მის შვილს ჩაუტარა აგიტაცია, რომ სახლში არ მიეტანა ენა. ისე ლანძღა მშობელთან, მშობელმა ლ---------------–---–-ა რჩევის სახით უთხრა, რომ დ----ოსთან შვილი არ გაეჩერებინა და გადაეყვანა სხვა სკოლაში. აიძულებს მშობლებს მოუწერონ ხელი განცხადებაზე. პირადად მოისმინე როგორ აიძულებდა მათ“. (ს.ფ.81, ტომი 1)
მშობლის რ----------------------ს განმარტებით: „თავის შვილთან დაკავშირებით არ აქვს პრობლემა, მაგრამ ჯგუფთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა და დაძაბულები არიან, ერიდებიან ჯგუფში შესვლას. დავალებებს არ ამოწმებს, ტელეფონზე საუბრობს, ფრჩხილებს იკვნეტს. ბავშვებს ცოტა წახალისება სჭირდებათ. დადის სახლში და ხელმოწერებს აგროვებს და ძალით აწერინებს ოჯახის წევრებს ხელს“. (ს.ფ.83)
მოსწავლის ჯ-------------ის განმარტებით: საშინაო დავალებებს არ უმოწმებს. გაკვეთილის პერიოდში ლაპარაკობს ტელეფონზე და გაკვეთილს არ კითხულობს. სპორტის გაკვეთილზე თითებით სცემს ბავშვებს შუბლზე“. (ს.ფ.84)
პედაგოგმა დ----ო ჩ----–-–---–მა თავის ახსნა-განმარტებაში არ დაადასტურა მშობლების და მოსწავლეების მიერ მითითებული ფაქტები და მოითხოვა, დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე, მათი გამოკითხვა ადვოკატისა და მისი თანდასაწრებით.
2.5. დ----ო ჩ----–-–---–ის მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის წარდგინების განსახილველად, დაინიშნა დისციპლინარული კომიტეტის სხდომა, რომლის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვით ეცნობა თავად დ----ო ჩ----–-–---–ს. იგი 2017 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა, აღნიშნული მიზეზით სხდომა გადადო 2017 წლის 25 ოქტომბერს. ახალი თარიღის შესახებ წერილობით ეცნობა დ----ო ჩ----–-–---–ს.
2.6. დისციპლინური კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდა 2017 წლის 25 ოქტომბერს, დ----ო ჩ----–-–---–ი არ გამოცხადდა სხდომაზე, ამასთან წერილობით აცნობა კომიტეტს, რომ იგი არ ენდობოდა მათ და პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ აპირებდა დასწრებას. მიუხედავად ამისა, დისციპლინარულმა კომიტეტმა მშობლებისა და მოსწავლეების ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, უშუალოდ სხდომაზე მათი გამოკითხვით, მიიჩნია, რომ მშობელთა და მოსწავლეთა პრეტენზიები იყო საფუძვლიანი. შესაბამისად დაადგინა:
სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს სამსახურეობრივ მოვალეობათა და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობის, ასევე დასაქმებულისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის დისციპლინური სახდელის სახით უნდა დაეკისროს საყვედური; ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის სახით უნდა დაეკისროს საყვედური; მოსწავლეების მიმართ ფსიქიკური ზეწოლისათვის - სასტიკი საყვედური; მოსწავლის და მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო - სასტიკი საყვედური; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო - სამსახურიდან განთავისუფლება;
2.7. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დირექტორმა 2017 წლის 27 ოქტომბერს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის წინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამოსცა ბრძანება N1კ-92, სსიპ - წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის მასწავლებლისათვის დისციპლინური სახედელის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
ბრძანების თანახმად:
„1. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, ეთიკის ნორმების დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა საყვედური.
2. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის და დასაქმებულისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა საყვედური;
3. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის/მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სასტიკი საყვედური;
4. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის ფსიქიკური ზეწოლისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სასტიკი საყვედური;
5. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან განთავისუფლება;
6. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო შეუწყდა 2017 წლის 01 სექტემბერს N5-39 დადებული შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 27 ოქტომბრიდან;
2.8. ბრძანება გაეგზავნა და ჩაბარდა დ----ო ჩ----–-–---–ს 2017 წლის 30 ოქტომბერს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.9. სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 25 ოქტომბრის სხდომის ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ 2017 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებას, დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.
სასამართლომ მიუთითა სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე. მათ შორის:
„პედაგოგის მ--------------ის ჩვენებით - მისთვის უცნობია რა ხდებოდა დ----ო ჩ----–-–---–ის საკლასო ოთახში, დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე მოისმინა მშობლების ბრალდებები მოსარჩელის მიმართ, სხვა ინფორმაციას არ ფლობს.
პედაგოგის ლ--–------------ის ჩვენებით, მისთვის უცნობია რა ხდებოდა დ----ო ჩ----–-–---–ის საკლასო ოთახში, მაგრამ იცის რომ მშობლები უჩიოდნენ მას, მოსწავლეების მიმართ ფიზიკური და მორალური ძალადობის ფაქტზე. ასევე ესწრებოდა დისციპლინური კომიტეტის სხდომას, სადაც ისაუბრეს როგორც მშობლებმა, ასევე მოსწავლეებმა, ერთ-ერთი ბავშვის გადმოცემით, მასწავლებელი ცხვირზე უჭერდა ხელს და მიმატება-გამოკლებას ეკითხებოდა. ძალიან ბევრი რამე თქვეს მშობლებმა, ბავშვებს რვეულებს და წიგნებს ესროდაო, ურტყამდაო. ამ ფაქტებზე საუბრობდნენ თავად ბავშვებიც. მშობლები ასევე ყვებოდნენ, რომ მოსარჩელე ზემოდან გვიყურებდა და გვამცირებდაო.
პედაგოგის ნ---- ა-------ის ჩვენებით, მშობლები ძალიან ბევრ ფაქტებს ყვებოდნენ დ----ო ჩ----–-–---–ის შესახებ.
პედაგოგის მ------------------ს ჩვენებით, მან სხვებისაგან გაიგო, რომ დ----ო ჩ----–-–---–ი იმ ბავშვებს, ვისაც გამრავლების ტაბულა ეშლებოდა, ცხვირზე უჭერდა ხელს, ასევე გაიგო ბავშვს ფეხი მიარტყაო, პირადად კი არაფერი უნახვს.
პედაგოგის თ---------------ის ჩვენებით, მან გამოკითხა მშობლები, ძალადობდა თუ არა დ----ო ჩ----–-–---–ი ბავშვებზე, ამის შემდეგ მოიწვიეს კათედრის კრება, საიდანაც ძალიან ბევრჯერ დაურკეს დ----ო ჩ----–-–---–ს, რათა მისგან მოესმინათ ყველაფერი, მაგრამ მოსარჩელემ ყურმილი არ აიღო. როცა დაესწრო დისციპლინური კომიტეტის სხდომას, იქ დახვდა შემზარავი სურათი, ისეთ ფაქტებზე საუბრობდნენ მშობლები.
მოწმე ს--–----------–---–--ას განმარტებით - მისი შვილის პედაგოგი იყო დ----ო ჩ----–-–---–ი, რომელიც კარგად ექცეოდა მის შვილს, მაგრამ არ უნდა მისი შვილი სწავლობდეს ისეთ ჯგუფში, სადაც რამდენიმე ბავშვი მოსწონს მასწავლებელს, დანარჩენი კი არა. სა------–---–- ტიროდა და არ უნდ----ა სკოლაში მისვლა. სკოლის ადმინისტრაციამ დააწერინა ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითა, რომ მისი შვილის მიმართ არავითარი ძალადობა არ განუხორციელებია დ----ო ჩ----–-–---–ს და პრეტენზია არ ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, როგორც სხვა მშობლებმა, ასევე მანაც მიუთითა, რომ მასწავლებელს ჰქონდა სპეციფიკური სუნი.
მოწმე ლ------------ის განმარტებით, მისი შვილის მასწავლებელი იყო დ----ო ჩ----–-–---–ი, პირველი კლასიდან მოყოლებული გრძნობდა, რომ ბავშვი ჩაკეტილი იყო და არ ამხელდა სკოლის ამბებს. ერთხელაც სხვა მშობლებისაგან გაიგო, რომ მისი შვილი ნაცემი იყო. დ----ო მასწავლებელს მისთვის რვეული და წიგნი დაურტყამს, იმის გამო, რომ დროულად ვერ ადგა და ვერ უპასუხა რაღაც საკითხს. თავიდან ამ ყველაფერს ბავშვი არ მხელდა, შემდეგ კი ყველაფერი მოუყვა. მეორე დღესვე ძალიან მშვიდად და წყნარად შეეკითხა მასწავლებელს, აღნიშნულის თაობაზე, მოსარჩელემ უპასუხა: „თქვენ, თქვენი შვილი არ გიცემიათო“, ამის შემდეგ იყო ძალიან ბევრი ინციდენტი, სხვა ბავშვების ცემის ფაქტიც. მასწავლებელი ბავშვებს ეუბნებოდა, სახლში არაფერი არ თქვათ, თორემ თქვენი მშობლები მომივარდებიან და ცუდად მომექცევიანო, ასევე იყო ჰიგიენის პრობლემა. მასწავლებელი გაკვეთილებზე ფრჩხილებს არ უნდა იჭამდეს და სუნი არ უნდა ასდიოდეს. ამასთან, მოსარჩელე ითხოვდა ბავშვებისაგან თანხის აკრებას, თუ ვინმე არ მიიტანდა გამოიკვლევდა და ავალებდა მიტანას. მას შემდეგ რაც დაწერა განცხადება აღნიშნულის თაობაზე, მოსარჩელე მის სანათესაოში დადიოდა და ლანძღავდა. დაურეკა პირადადაც და დაემუქრა: დაგატოვებინებ სამსახურს და მთელ ქუთაისში ყველაზე სასაცილო იქნებიო. ბავშვს დასცინოდა კლასის წინაშე და რამეს თუ ვერ უპასუხებდა ამცირებდა.
მოწმე თ-----------–--–---–ის ჩვენებით, მისი შვილი პირველ კლასში რომ იყო დაიწყო ტირილი, არ მინდა სკოლაში წასვლა, მასწავლებელი დაფაზე ნაწერს შლის და არ მაცლის ჩაწერასო. რვეულებს რომ ასწორებს, ისვრისო. ამასაც არ მიაქცია ყურადღება...მაგრამ ერთხელ ბავშვი სახლში დაბრუნდა ტირილით, სკოლაში არ წავალ, წიგნში ვერ მოვასწარი თითის ჩადება და მასწავლებელმა ის წიგნი ჩამარტყა თავშიო. ამ სკოლაში მისი ოთხი შვილი სწავლობს და არასოდეს პრეტენზია არ ჰქონია. მხოლოდ დ----ო მასწავლებელთან შეექმნა პრობლემა. როდესაც მივიდა მასთან და ჰკითხა, რატომ ჩაარტყით ბავშვს წიგნიო, მოსარჩელემ ეს ფაქტი უარყო. ძალიან ნანობს, რომ იმ დროისათვის შესაბამისი ზომები არ მიიღო და არ მივიდა დირექტორთან. როცა ბავშვები მეორე კლასში გადავიდნენ, მასწავლებელი ცდილობდა თბილი ატმოსფერო შეექმნა, მაგრამ მისი შვილი მაინც ტიროდა და უარს ამბობდა სკოლაში წასვლაზე სხვადასხვა მიზეზით, ამბობდა მასწავლებელმა სპორტის გაკვეთილზე შუბლში ჩამარტყა, ასევე, ცხვირზე ხელი მომიჭირა და მიმატება-გამოკლება გამომკითხაო. კლასის წინაშე მიმართავდა ბავშვს უცენზუროდ. ბავშვს არამარტო მასწავლებელი, არც ჯგუფი უნდოდა და არც სკოლა. ორი კვირის მანძილზე საერთოდ ვერ ატარა სკოლაში, ისე ტიროდა. ამის შემდეგ ბავშვი ფსიქოლოგთან დაჰყავდა, თუმცა დღესაც ქუჩაში რომ დაინახავს წითელთმიანს, ეშინია.
მოწმე ლ---------------–---–-ს ჩვენებით, მის შვილთან კონფლიქტური ურთიერთობა პედაგოგს არ ჰქონია, თუმცა ბავშვმა მოუყვა, რომ ერთ მოსწავლეს, გვარად არველაძეს, ფეხი ჰქონდა გამოწეული მერხიდან, მასწავლებელი წამოედო, რის გამოც საყვედური უთხრა ბავშვს, შემდეგ მშობლისაგან გაიგო, რომ დ----ო მასწავლებელმა იმ მოსწავლეს ფეხი მიარტყა ფეხზე. ფულს კლასში კრებდნენ მასწავლებლის დღესთან და ახალ წელთან დაკავშირებით, პედაგოგისათვის გადასაცემად. მოწმის განმარტებით, ერთხელ როცა ბავშვებს დამოუკიდებელი სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი, დ----ო მასწავლებელმა სთხოვა თმა შეეჭრა მისთვის. საკლასო ოთახში, სანამ ბავშვები მუშაობდნენ, შეჭრა თმა მოსარჩელეს, რისთვისაც სულ 10 წუთი დასჭირდა.
მოწმე ნ---------------ს ჩვენებით, პირველ კლასში სწავლის დროს დაფიქსირდა მის შვილზე ზეწოლა, მაგრამ ბავშვმა არ გაამხილა. რომ ჰკითხა მიზეზი, უპასუხა: მასწავლებელმა გვითხრა, მეორე დღეს უარესი მოგელით, მშობლებს თუ ეტყვითო. დირექტორს უთხრეს აღნიშნულის თაობაზე, რის გამოც დ----ო მასწავლებელმა გაფრთხილება მიიღო, თუმცა შემდეგ იგივე გაგრძელდა. მასწავლებელი სასკოლო ნივთებს არაჰიგიენურად ეპყრობოდა, ბავშვები მიუტანდნენ რვეულს გასასწორებლად და ესროდა, უშუალოდ მის შვილს წიგნი დაარტყა.
მოწმე ლ----------ას ჩვენებით, თავიდან მცირე უსიამოვნენები იყო მოსარჩელეს და ბავშვებს შორის, თუმცა მშობლებს არ სურდათ ამ ამბების გაზვიადება, პირველი კლასის ბოლოს შეიკრიბენ დირექტორთან, სადაც იყო მოსარჩელეც, თუმცა მეორე კლასში იგივე გაგრძელდა. მოსარჩელემ მოსთხოვა ხელი მოეწერა მისი კარგი დახასიათებისთვის, რასაც არ დაეთანხმა, რადგან მშობლები არ იტყუებოდნენ, რაც ითქვა ყველაფერი სიმართლე იყო. მისი შვილი არ ყვებოდა არაფერს, თუმცა მასწავლებელს წიგნი მისთვისაც ჩაურტყამს თავში, რაც მოგვიანებით გაიგო.
მოწმე ნ----------–-–---–ის ჩვენებით, დ----ო ჩ----–-–---–ი იყო მისი უფროსი შვილის მასწავლებელი, ის პრობლემები რაც ახლა გამოვლინდა, უფროსი შვილის სწავლის პერიოდშიც იყო, მაგრამ ასე გამოკვეთილად არა. ბავშვი თავიდან დიდი სიხარულით მიდიოდა სკოლაში, შემდეგ კი შეიცვალა, შესაძლებელია მან განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი, რადგან კლასში ბევრი ისეთი ბავშვი იყო, რომელსაც დ----ო ჩ----–-–---–ი პირადად შეეხო ხელით. ბავშვს არ უნდოდა სკოლაში წასვლა, იმიზეზებდა სხვადასხვაგვარ რამეებს, მაგალითად, მუცლის ტკივილს. თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მას ეშინოდა მასწავლებლის.
2.10. სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით მოწვეული იქნა ფსიქოლოგი, ბავშვებთან გასაუბრების მიზნით. 2018 წლის 12 დეკემბერს მან სასამართლოს წარმოუდგინა დასკვნა. მოსწავლეებმა ფსიქოლოგს დაუდასტურეს პედაგოგის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. ფსიქოლოგმა ლ--–------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა შემდეგი: სასამართლოს დავალებით შეხვდა ის დ----ო ჩ----–-–---–ის ყოფილ მოსწავლეებს, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ ბავშვები შიშით დადიოდნენ სკოლაში, მათ ქალბატონ დ----ოსთან შეხვედრის შიში ჰქონდათ. ზურაბ კუხალაშვილი იყო ერთ-ერთი ბავშვი, რომელმაც აღნიშნა, რომ მას პირადად მასწავლებელი არ ექცეოდა ცუდად, მაგრამ სხვა ბავშვებს ურტყამდა, თუ იქნებოდა არასწორი პასუხი ან დისციპლინური დარღვევა. ისინი ადასტურებენ, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა ლ---------–--–-–---–ის მიმართ, რომელსაც ლოგოპედიური პრობლემები აქვს. ბავშვებმა თქვეს, რომ როდესაც გაკვეთილზე „პრაქტიკანტები“ იმყოფებოდნენ, ლ---------–--–-–---–ი გამოიძახა „პრაქტიკანტმა“, დ----ო მასწავლებელმა კი უთხრა, ეს შტერია, როგორ მოყვება გაკვეთილსო. ლუკა აღნიშნავს: მე გავბრაზდი და დავჯექი ჩემს ადგილზეო. ამის შესახებ აღნიშნავს ანასტასიაც, რამდენიმე ბავშვის ჩვენებაც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ პედაგოგისათვის შეუფერებელი საქმიანობის შესახებ ვისაუბროთ. ანასტასია ამბროლაძემ განაცხადა, ვციდლობდი კარგად მესწავლა, შენიშვნა რომ არ მოეცა დ----ო მასწავლებელს და არ მომქცეოდა ისე, როგორც ჩამორჩენილ ბავშვებს ექცეოდაო. თეკლა ცნობილაძემ აღნიშნა, მე არ მირტყამდა, მაგრამ ერთხელ გამიბრაზდა და მითხრა, ამ ცელოფანს ახლა აგარტყამ სახეზეო.
2.11. დ----ო ჩ----–-–---–ის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარულის------–---ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა, რათა გამოერკვია დ----ო ჩ----–-–---–ი ახდენდა თუ არა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სკოლის მოსწავლეებზე: ე-–------------ზე, ს-------–---–ზე, მ-----------–--ეზე, თ-------------ეზე, ე-–--------------ზე და ლ---------–--–-–---–ზე. ექსპერტიზის დასკვნებით, ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ობიექტური მონაცემების შეგროვება და მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში განხილვა. შესაბამისად, განცხადებაში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა აღიშნული საექსპერტო კვლევის მიერ შეუძლებელია.
2.12. სასამართლო სხდომაზე მითითებულ დასკვნებთან დაკავშირებით დაიკითხნენ ექსპერტები. მოწმე ე------------------ემ (ექსპერტი) აჩვენა, რომ იგი მუშაობს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქოლოგად, დ----ო ჩ----–-–---–ის მიმართვის საფუძველზე შეხვდა მის მოსწავლეებს იმ საკითხის გასარკვევად, ახდენდა თუ არა მასწავლებელი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სკოლის მოსწავლეებზე. პირადად მასთან გასაუბრებაზე იმყოფებოდნენ მოსწავლეები ე-–--------------ი, მაკა ტყეშელაშვილი და თ-------------ე. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში მითითებული მოვლენებიდან გასულია 6 თვეზე მეტი პერიოდი, არ გამოვლენილა რაიმე ტრავმის ნიშნები. თუმცა, ფაქტები რაზეც საუბრობდნენ ბავშვები, რეალურია, რადგან ისინი ერთმანეთს შეესაბამება, ყველაფერს ყვებიან დამაჯერებლად და ლოგიკურად, არ აქვთ სიცრუისაკენ ან ფანტაზიურობისაკენ მიდრეკილება. ამასთანავე, ამ ფაქტების შეფასებები შესაძლებელია იყოს სხვისი ნაკარნახევი. მოწმე თ--------------–---–--ას (ექსპერტი) ჩვენებით, იგი გაესაუბრა დ----ო ჩ----–-–---–ის მოსწავლეებს ე-–------------ს და მ-------------–--ეს, ბავშვების მიერ მოთხრობილი ემთხვეოდა ერთმანეთს და მასში მოგონილი არაფერი იყო, თუმცა გასული დროის გათვალისწინებით, ვერ დადგინდა, ჰქონდა თუ არა ადგილი ფსიქოლოგიურ ძალადობას სკოლის მოსწავლეებზე.
2.13. მოსარჩელე დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან ს--------------–ის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს ადგილი ჰქონდა წარსულ პერიოდშიც. კანონმდებლობით დადგენილი წესით დისციპლინური წარმოების შედეგად მის მიმართ გამოყენებული იქნა დიციპლინური სახდელი - გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით. (12.06.2017 წლის ბრძანება #1კ-51)
2.14. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს ჩამოუყალიბდა რწმენა, რომ მოსარჩელის მიერ ცალსახად ჩადენილ იქნა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი გადაცდომა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997).
2.16. საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. მოსარჩელის წინააღმდეგ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს განცხადებით მიმართა ერთ-ერთმა მშობელმა. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, სკოლის დირექტორის წარდგინების საფუძველზე, დისციპლინურმა კომიტეტმა განხორციელა წარმოება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც საბოლოო ჯამში გაფორმდა სკოლის დირექტორის გასაჩივრებული ბრძანებით.
შესაბამისი წარმოებისას, ს--------------–ამ და მისმა დისციპლინური დევნის ორგანომ - დისციპლინურმა კომიტეტმა იხელმძღვანელა „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის N167/ნ ბრძანების რეგულაციებით (შემდგომში - წესი). ამ დოკუმენტის მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომა არის (სხვა გარემოებებთან ერთად) მის მიერ „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა. მე-3 მუხლის თანახმად, დისციპლინური სახდელი შეიძლება იყოს სამსახურიდან დათხოვნა. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის დაკისრების დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი სადისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და სხვა. წესის მე-9 მუხლის თანახმად, დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, თუმცა არანაკლებ 3 წევრისა. წესის მე-12 მუხლის თანახმად, კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით.
2.17. მოსარჩელეს არ წარმოუჩენია რაიმე, ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რომელიც ამ წესით დადგენილი პროცედურების დარღვევის თვალსაზრისით, არსებითად ხელყოფდა სამართლიან გარემოში თავის დაცვის უფლებას.
2.18. დისციპლინური კომიტეტის ოქმში მითითებულია, რომ დ----ო ჩ----–-–---–მა დაარღვია შრომის შინაგანაწესის ცალკეული მოთხოვნები.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ქალაქ ქ------------ ს--------------–ის შრომის შინაგანაწესი (იხ. ს.ფ. 125-151) მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილია, შესაბამისად, მისი რეგულაციები სავალდებულოა მოსარჩელისათვის.
შრომის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით დისციპლინური გადაცდომაა მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეიძლება გამოყენებული იქნას შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დასაქმებულის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე („ა“ ქვეპუნქტი), ასევე, მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის („დ“ ქვეპუნქტი).
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შეიძლება გამოყენებული იქნას მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის („გ“ ქვეპუნქტი) და მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მიხედვით, მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის გათვალისწინებულია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება.
2.19. „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N57/ნ 17 ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას“. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ. კოდექსის მე-7 მუხლი კი ადგენს, რომ მასწავლებლის მიერ ამ კოდექსის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
2.20. სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ მნიშვნელოვან ეროვნულ საკანონმდებლო დანაწესს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“. ამ საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, პირდაპირ ავალდებულებს მასწავლებელს, რომ მან უნდა დაიცვას ზემოაღნიშნული კოდექსის მოთხოვნები. კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. მოხმობილი სამართლებრივი რეგულაციები, ცალსახად აძლევდა დისციპლინურ კომიტეტს უფლებამოსილებას, მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც მიიღო, ასევე ცალსახად აძლევდა ს--------------–ის დირექტორს საშუალებას, გაეზიარებინა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება და სადავოდ ქცეული - 2017 წლის 27 ოქტომბრის №1/კ-92 ბრძანებით, მიეღო გადაწყვეტილება დ----ო ჩ----–-–---–ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
2.21. საბოლოო ჯამში, სასამართლომ გამართლებულად მიიჩნია დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გამოყენება დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი საფუძვლები და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ----ო ჩ----–-–---–მა. აპელანტის მითითებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კლასის დამრიგებელი დ----ო ჩ----–-–---–ი არის უხეში, როგორც მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან. არ ამოწმებს დავალებებს, არ აკეთებს შეფასებებს, არ იცავს ჰიგიენის ნორმებს, ზეწოლას ახდენს ბავშვებზე, რომ კლასში მომხდარი ამბები სახლში მშობლებს არ მოუყვნენ, ის ახორციელებს ბავშვებზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფას და სხვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების დროს სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ერთი მშობლის მიერ რესურსცენტრში წარდგენილი განცხადების შინაარს. არ გადაამოწმა მასში გადმოცემული ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა თუ არა საქმეში არსებულ სხვა წერილობით და ზეპირ მტკიცებულებებს, მაშინ როცა საქმეში სხვა საწინააღმდეგო გარემოებებიც არსებობდა, თუნდაც თანხის აკრებასთან დაკავშირებით. არცერთ მოწმეს არ განუმარტავს სასამართლო პროცესზე, რომ რაიმე სახის ფულის შეგროვებას ქონდა ადგილი მასწავლებლის დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან. არც ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობასთან დაკავშირებით არ შეფასებულა გარემოებები, მაშინ როცა თავად საგაკვეთილო პერიოდში გაკვეთილს ესწრებოდნენ სტაჟიორები, რომლებიც იყვნენ უშუალო თვითმხილველები მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობისა. მათი განმარტებები საერთოდ არ არის მოხსენიებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, არ არის რაიმე სახის მსჯელობა, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მათი განმარტებები, მაშინ როცა სწორედ ისინი იყვნენ უშუალო თვითმხილველები და დანარჩენი მოწმეები იყვნენ მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეები, რომლებიც მხოლოდ სხვა მესამე პირების განმარტებებს ყვებოდნენ, თუმცა რამდენად რეალური იყო მათი განმარტებები, სწორედ სტაჟიორების განმარტებების შეფასებით უნდა დადგენილიყო.
3.2. გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტით სასამართლომ დადგენილად ცნო, დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ჩატარებული მოკვლევის ფარგლებში, მშობლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების სისწორე ისე, რომ არანაირი შეფასება არ მისცა მას, მაშინ როცა სასამართლო პროცესზე გამოკვლეული გარემოებები, სულ სხვა ინფორმაციას იძლეოდა. კერძოდ სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეები პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ქონდა არც ფიზიკურ და არც ფსიქიკურ ძალადობას. კერძოდ, მოწმე ნ---- ჩ--------–-–---–ის განმარტებით 1 თვის მანძილზე ყავდა თავისი შვილი მესამე სკოლაში და არანაირი პრეტენზია მასწავლებლის დ----ო ჩ----–-–---–ის მიმართ არ ქონია. ა-–------------ის მშობლის განმარტებით მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს არასდროს არ მიუყენებია არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა მისი შვილისათვის, ამასთან არც მის შვილს უთქვამს სახლში, რომ დ----ო ჩ----–-–---–მა ვინმეს მიმართ განახორციელა რაიმე სახის ძალადობა. ფაქტობრივად ა-–------------ე არის უშუალო დამსწრე საგაკვეთილო პროცესის და რაიმე სახის ძალადობის შესახებ აუცილებლად ექნებოდა ინფორმაცია. მოწმე მ------------ის განმარტებით დ----ო ჩ----–-–---–ი იყო მისი შვილიშვილის მ---------------ძის მასწავლებელი 2016-2017 წლებში, შემდგომში მშობლებმა გადაიყვანეს თბილისში. დ----ო ჩ----–-–---–ს მისი შვილიშვილისათვის არანაირი ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება არ მიუყენებია, ასევე არც მის შვილიშვილს არ უთქვამს არასოდეს, რომ დ----ო მასწავლებლის მიერ ხორციელდებოდა სხვა ბავშვების მიმართ რაიმე სახის ძალადობა; მოწმე ა--------–-–---–-ს განმარტებით მისი შვილის - ლ-------------–-–---–ის მასწავლებელი იყო დ----ო ჩ----–-–---–ი. ბავშვს ძალიან უყვარს დ----ო მასწავლებელი, თვალების პრობლემა ქონდა ბავშვს და ისე, რომ არავის უთხოვია პედაგოგისთვის, თავად გადასვა ბავშვი წინა მერხზე. მოწმე ა--------–-–---–-ს განმარტებით რამდენიმე მშობელი თავად არის გასაზრდელი. მისი შვილი კმაყოფილი იყო დ----ო მასწავლებლის და არასდროს უთქვამს, რომ მისი მხრიდან ადგილი ქონდა რაიმე სახის ზემოქმედებას ბავშვების მიმართ. სასამართლო პროცესზე წამოსვლის წინაც დაეკითხა ბავშვს - ვინმე ხომ არ ცემა დ----ო მასწავლებელმა? რაზეაც კატეგორიული უარი მიიღო - ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარაო.
3.3. აპელანტის განმარტებით: გაურკვეველია სასამართლო პროცესზე დაკითხული მასწავლებლების განმარტებები. პირველ შემთხვევაში ხელი მოაწერეს დ----ო ჩ----–-–---–ის დახასიათებას ერთხმად, რომ ის იყო კარგი მასწავლებელი, ხოლო შემდომ უარი განაცხადეს მათივე ხელმოწერებზე და შეიცვალეს აზრი. სასამართლო პროცესზე ობიექტურად ვერ დაასაბუთეს, თუ რამ გამოიწვია მათი მხრიდან აზრის შეცვლა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადი გახდა, რომ მათი მხრიდან აზრის შეცვლა გამოწვეული იყო დირექციის დავალებით. ცხადია, არც ერთი მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს არ ესწრებოდა და უშუალოდ თვითმხილველები არცერთი ფაქტისა ისინი არ ყოფილან. საგაკვეთილო პროცესებს ესწრებოდნენ სტაჟიორები, რომლებმაც სასამართლოს პროცესზე დადებითად დაახასიათეს დ----ო ჩ----–-–---–ი და აღნიშნეს, რომ არასოდეს რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობის განხორციელებას დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ქონია.
3.4. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მშობელმა ე-–----–--–---ამ დადებითად დაახასიათა პედაგოგი და აღნიშნა, რომ მის შვილს კარგად ექცეოდა, როცა სხვებისაგან გაიგო საჩივარზე, შვილს ჰკითხა ამის შესახებ, თუმცა ბავშვმა უპასუხა, რომ ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა, არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ქონია. ანალოგიურად ისაუბრეს მოწმეებმა ფ---------------მ, ს--–----------–---–--ამ, ნა--------–--ემ და განმარტეს, რომ დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან არასოდეს ქონია ადგილი არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ზეწოლას. მოწმე გ---–-----------ემ, ასევე, მესამე სკოლის კათედრის გამგემ ლ--------–--ემ დ----ო ჩ----–-–---–ი დადებითად დაახასიათეს, მიუთითეს, რომ დირექტორთანაც ქონდა ამის შესახებ საუბარი, არანაირ ზემოქმედებას დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან ადგილი არ ქონია და რამდენიმე მშობელი პირადად იყვნენ დაინტერესებული მათ შვილებს ახალგაზრდა მასწავლებელი ყოლოდათ. დ----ო ჩ----–-–---–ი შეეწირა უბრალოდ გაურკვეველ სიტუაციას. ანალოგიურად დადებითად დაახასიათა დ----ო ჩ----–-–---–ი მასწავლებელმა მ--------------ემ.
3.5. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მშობელმა ლ---------------–---–-ა მიუთითა, რომ დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ქონია არასოდეს და არც მის შვილს არ უთქვამს ამის შესახებ. რაც შეეხება თმის შეჭრას დაადასტურა, რომ მან შეჭრა თმები მასწავლებელს.
3.6. აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მხოლოდ ამოჭრილად მიიღო მოწმეთა განმარტებები და გადაწყვეტილებაში იმსჯელა მხოლოდ იმ მოწმეებზე, რომლებიც დ----ო ჩ----–-–---–ის წინააღმდეგ დაინტერესებული იყვნენ საქმის შედეგით.
3.7. დ----ო ჩ----–-–---–ის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის------–---ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა, რათა გამოერკვია დ----ო ჩ----–-–---–ი ახდენდა თუ არა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სკოლის მოსწავლეებზე, თუმცა განცხადებაში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა აღიშნული საექსპერტო კვლევის ფარგლებში შეუძლებელი გახდა. სასამართლო სხდომაზე მითითებულ დასკვნებთან დაკავშირებით დაიკითხნენ ექსპერტები. ექსპერტიზის დასკვნებთან მიმართებაში ფაქტი იმისა, მოხდა თუ არა ზემოქმედება დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან, ერთმნიშვნელოვნად არ დადასტურებულა. საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ სკოლის მანდატურის სამსახურშიც არასდროს ყოფილა დაფიქსირებული რაიმე სახის ძალადობის ფაქტი.
3.8. ზემოთ აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, დ----ო ჩ----–-–---–მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა მოსაზრებებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.1.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.
4.1.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
4.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.2.1. დაწყებითი კლასის მასწავლებელი დ----ო ჩ----–-–---–ი სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ასთან იმყოფებოდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში. მხარეთა შორის მორიგი შრომითი ხელშეკრულება #5-39, გაფორმდა 2017 წლის 01 სექტემბერს. (ტ.1. ს.ფ.50-53);
4.2.2. შრომითი ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განისაზღვრა დასაქმებულის ვალდებულებები, რომლის თანახმადაც -
· დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ს--------------–ის შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
· იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
· მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;
· მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში;
· შეაფასოს მოსწავლეების პროგრესი და მოახდინოს შედეგების შესახებ დამრიგებლის ინფორმირება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად; უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
· დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან.
· იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
· იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
· დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
· გაურთხილდდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
· აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი;
· დროულად აცნობოს მშობელს თავისი შვილის სწავლა აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
· მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვთილზე დაგვიანების შესახებ აცნობოს კლასის დამრიგებელს;
· გაკვეთილის მსვლელობის დროს არ გამოიყენოს და გამორთული ჰქონდეს მობილური ტელეფონი ან სხვა მსგავსი ელექტრონული მოწყობილობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
· შეასრულოს დამატებითი სამუშაო მოსწავლეებთან სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე, თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში.
· სკოლის დირექციის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვა მასწავლებლის მიერ გაკვეთილის გაცდენისას, ჩაატაროს შესაბამისი გაკვეთილი;
· შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები; (ტ.1. ს.ფ.50-51.).
4.2.3. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის შინაგანაწესის 1 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების თანახმად: შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად; შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. (ტ.1. ს.ფ.125-152)
4.2.4. შინაგანაწესის 22-ე მუხლის თანახმად: დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი; დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივი მოვალეობათა ან/და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ე) მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა; ვ) მოსწავლეზე, დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა; პ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა;
4.2.5. შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან პირდაპირ გათავისუფლდება: მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/ სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის;
4.2.6. დადგენილია, რომ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, 2017 წლის 06 ოქტომბერს განცხადებით მიმართა წმ-----------ს------–---ის N3 ს--------------–ის მე-2ა კლასის მშობელმა ლ------------ემ, განმარტა, რომ კლასის ხელმძღვანელის დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვებზე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე მიუთითა მასწავლებლის სხვადასხვა დარღვევებზე და ითხოვა აღნიშნულ საკითხზე რეაგირება. (ტ.1. ს.ფ.55).
4.2.7. 2017 წლის 06 ოქტომბერს, წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დირექტორს თ--------ზ ჭ--------ს წერილობით მიმართა ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და აცნობა ლ------------ის წერილის შესახებ, გადაუგზავნა განცხადება მითითებული საკითხის შესწავლის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით. (ტ.1.ს.ფ.54).
4.2.8. 2017 წლის 09 ოქტომბერს წმ-----------ს------–---ის N3 ს--------------–ის დირექტორმა წარდგინებით მიმართა დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს, რათა ჩატარებულიყო მოკვლევა დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. (ტ.1.ს.ფ.56-57).
4.2.9. დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარემ ჩაატარა მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც დ----ო ჩ----–-–---–ის მოსწავლეებმა და მშობლებმა დაწერეს წერილობითი ახსნა განმარტებები. (მითითებული ახსნა-განმარტებები განთავსებულია საქმეში ტ.1. ს.ფ.58-84-ზე, ხოლო ახსნა-განმარტებების შინაარსი გადმოტანილია წინამდებარე გადაწყვეტლების 2.4. პუნქტში).
4.2.10. დადგენილია, რომ დ----ო ჩ----–-–---–ის მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომის საკითის გამოკვლევის მიზნით, დაინიშნა დისციპლინარული კომიტეტის სხდომა, რომლის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვით, ეცნობა თავად დ----ო ჩ----–-–---–ს. იგი 2017 წლის 20 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა, აღნიშნული მიზეზით სხდომა გადადო 2017 წლის 25 ოქტომბერს. ახალი თარიღის შესახებ წერილობით ეცნობა დ----ო ჩ----–-–---–ს. (ტ.1. ს.ფ.100-104).
4.2.11. დადგენილია, რომ დისციპლინური კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდა 2017 წლის 25 ოქტომბერს, დ----ო ჩ----–-–---–ი არ გამოცხადდა სხდომაზე, ამასთან წერილობით აცნობა კომიტეტს, რომ იგი არ ენდობოდა მათ და პროტესტის ნიშნად სხდომაზე არ აპირებდა დასწრებას. დისციპლინარულმა კომიტეტმა მშობლებისა და მოსწავლეების წერილობით ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, სხდომაზე მათი გამოკითხვის შედეგად, მიიჩნია, რომ მშობელთა და მოსწავლეთა პრეტენზიები იყო საფუძვლიანი, შესაბამისად დაადგინა:
სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს სამსახურეობრივ მოვალეობათა და სკოლის შინაგანაწესის შეუსრულებლობის, ასევე დასაქმებულისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის დისციპლინური სახდელის სახით უნდა დაეკისროს საყვედური; ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის სახით უნდა დაეკისროს საყვედური; მოსწავლეების მიმართ ფსიქიკური ზეწოლისათვის - სასტიკი საყვედური; მოსწავლის და მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო - სასტიკი საყვედური; მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო - სამსახურიდან განთავისუფლება;
4.2.12. აღსანიშნავია, რომ დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე, დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომების დადგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები (კომიტეტის წევრების მიერ, ყველა საკითხზე) მიღებული იქნა ერთხმად. (ტ.1. ს.ფ. 107-119).
4.2.13. დადგენილია, რომ სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დირექტორის 2017 წლის 27 ოქტომბრის N1კ-92 ბრძანებით:
1. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, ეთიკის ნორმების დარღვევისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა - საყვედური.
2. სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობისათვის და დასაქმებულისათვის შეუფერებელი ქმედებისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა - საყვედური;
3. სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის/მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, - სასტიკი საყვედური;
4. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითი კლასების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის ფსიქიკური ზეწოლისათვის - სასტიკი საყვედური;
5. სკოლის შინაგანაწესის დარღვევის, კერძოდ, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სამსახურიდან განთავისუფლება;
6. სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქ------------ ს--------------–ის დაწყებითების მასწავლებელს დ----ო ჩ----–-–---–ს შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო შეუწყდა 2017 წლის 01 სექტემბერს N5-39 დადებული შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის 27 ოქტომბრიდან;
4.2.14. დ----ო ჩ----–-–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში, გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოზე დაიკითხნენ მხარეთა მიერ წარდგენილი მოწმეები. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ცალმხრივად, აპელანტის საწინააღმდეგო განწყობით შეაფასა საქმეზე არსებული მტკიცებულებები. არ გაითვალისწინა და არავითარი შეფასება არ მისცა იმ მოწმეების ჩვენებებსა და წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც გამორიცხავდნენ პედაგოგის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს.
4.2.15. აპელანტის სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში, სასამართლო, იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან ქონდა თუ არა ადგილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დარღვევას, (მათ შორის უხეშ დარღვევას), დეტალურად შეაფასებს აპელანტის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიწოდებულ მტკიცებულებებს. მათ შორის მოწმეების: ნ---- ჩ--------–-–---–ის, მ------------ის, ა--------–-–---–-ს, ელ----–--–---ას, ფერიდე სირაძის, ს--–----------–---–--ას, ნა--------–--ის, გ---–-----------ის, ლ--------–--ისა და მ--------------ის ჩვენებებსა და სსიპ ლევან სამხარაულის------–---ის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ დასკვნებს.
4.2.16. აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე,1) ნ---- ჩ--------–-–---–ი მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 11 ივლისს (11:21:56 – 11:28:29 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით, ის არის მოსწავლე ა-–------------ის დედა, მის შვილს დ----ო ჩ----–-–---–ი ასწავლიდა ერთი თვის მანძილზე. მოწმემ აღნიშნა, რომ ამ ერთი თვის მანძილზე მისი შვილისთვის მასწავლებელს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც შვილისგან სმენია სხვა ბავშვების მიმართ მასწავლებლის მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ.
2) მ------------ე მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 11 ივლისს (11:29:50 – 11:34:39 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით: დ----ო ჩ----–-–---–ი იყო მისი შვილიშვილის მასწავლებელი, 2016-2017 სასწავლო წელს. იმ ერთი წლის მანძილზე, პირველ კლასში, რა დროსაც მისი შვილიშვილი სწავლობდა ქ-ნი დ----ოს ჯგუფში, ის ბავშვს ცუდად არ მოქცევია. სხვა ბავშვებთან ცუდი მოპყრობის თაობაზეც მას არ სმენია.
3) გ---–-----------ე მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (16:20:14 - 16:22:02 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით, ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ის არის მე-3 ს--------------–ის მოსწავლე ანდრია ხეცურიანის მშობელი. მისი შვილი არ არის პრობლემური, შესაბამისად, არც დ----ო მასწავლებელთან არ ქონია პრობლემები.
4) ნა--------–--ე მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 02 ოქტომბრის სხდომაზე (16:15:49 - 16:20:11 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით, მისი შვილთაშვილი სწავლობდა მოსარჩელის კლასში, ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ერთხელ ბავშვი სკოლაში შეწუხდა, რა დროსაც მასწავლებელმა მიხედა მას გულისხმიერად. ამ შემთხვევის გამო არის ძალიან კმაყოფილი, სხვა რამის თქმა არ შემიძლია, რადგან არ იცის და არ აქვს ინფორმაცია როგორი მასწავლებელია ის, კონკრეტულ კონფლიქტურ სიტუაციასთან დაკავშირებით არაფერი იცის“.
5) ა--------–-–---–- მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 11 ივლისის სხდომაზე (11:35:27 – 11:46:04 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით, ის არის მოსწავლე ლუკა ხუბულაშვილის მშობელი, ბავშვი გადმოიყვანა 2017 წლის სექტემბრის თვეში, მცირე პერიოდით ქონდა შეხება დ----ო მასწავლებელთან და ცუდის თქმა არ შეუძლია. ბავშვს ქონდა მხედველობის პრობლემა და მასწავლებელმა (მოსარჩელემ) მშობლის თხოვნის გარეშე დასვა ბავშვი წინა რიგში. იყო შემთხვევა, როცა სკოლაში მისვლა დააგვიანდა. მასწავლებელი ბავშვთან ერთად იჯდა და ელოდებოდა. მისი შვილის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არასოდეს ქონია, არც სხვა ბავშვებზე ძალადობის თაობაზე მსმენია. მისი მოსაზრებით ზოგიერთი მშობელი თავად არის აღსაზრდელი, ის შეესწრო შემთხვევას, როცა მშობელი უცენზუროდ მიმართავდა მასწავლებელს, რაც დაუშვებელია.
6) ს--–----------–---–--ა მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (15:35:08 – 15:46:49 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით, არის მოსწავლე გიგი ჭოლაძის მშობელი. თავიდან დ----ო მასწავლებლის მიმართ დადებითად იყო განწყობილი, თუმცა მისი უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მას გამორჩევით ქონდა ურთიერთობები ბავშვებთან, კერძოდ 5 – 6 ბავშვი მოწონდა და მათთან ქონდა კარგი დამოკიდებულება, დანარჩენთან კი - ცუდი; მიუხედავად იმისა, რომ მის შვილთან კარგი დამოკიდებულება ქონდა, მასწავლებლის ეს მიდგომა მისთვის არ იყო მისაღები. არ სურდა მის შვილს ესწავლა ისეთ ჯგუფში, სადაც მასწავლებელი ბავშვების უმრავლესობის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი.
7) ელ----–--–---ა მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 20 ივნისის სხდომაზე (12:31:31 – 12:34:58 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით, არის მოსწავლე ვ----------–--–---ას მშობელი, მისი შვილის მიმართ მასწავლებელს არასოდეს არ განუხორციელებია არანაირი ზეწოლა, მშობლებისგან გავიგე, რომ რომელიღაც ბავშვის თმაში მოქაჩა ქ-მა დ----ომ, თუმცა, როცა შვილს ჰკითხა ბავშვმა უთხრა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.
8) ფ--------------- მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 20 ივნისის სხდომაზე (12:35:32 – 12:38:41 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით, არის მშობელი, მისი შვილი სწავლობდა მოსარჩელის ჯგუფში სწავლობდა დაახლოებით თვენახევრის მანძილზე, ამ პერიოდის მანძილზე პედაგოგის მიმართ პრეტენზიები არ მონია, სხვა ბავშვებთან მიმართებით რა ხდებოდა არ ვიცი, ითქვა ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე, როცა შვილს კითხა ამის შესახებ, ბავშვმა ეს უარყო.“
9) ლ--------–--ე მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 11 ივლისის სხდომაზე (11:47:05 – 12:25:35 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით, ის არის N3 ს--------------–აში დაწყებითების კათედრის ხელმძღვანელი, შესაბამისად, პერიოდულად ესწრებოდა მოსარჩელის გაკვეთილებს და იცოდა, რომ ის თავის საქმეს ხარისხიანად აკეთებდა. როდესაც მშობლებმა გამოთქვეს გარკვეული პრეტენზიები, ქ-ნი დ----ოს ადვოკატი მივიდა სკოლაში, შეადგინა დახასიათება, რომელზეც მასწავლებლებმა მოაწერეს ხელი. თუმცა შემდგომ, როცა გაჟღერდა ის ბრალდებები, რასაც ქ-ნ დ----ოს მშობლები უყენებდნენ, მასწავლებლებმა ითხოვეს შედგენილი დახასიათების შეცვლა და შემდგომ შეადგინეს მეორე აქტი. მშობლების მხრიდან ისმოდა ძალიან ცუდი პრეტენზიები, თუმცა პედაგოგებმა არ იცოდნენ შიგნით რა ხდებოდა, („დეტალები ზუსტად არ ვიცოდით“). დირექტორთან ერთად შეხვდნენ მშობლებს, დამოუკიდებლადაც არაერთგზის შეხვდა მშობლებს. დირექტორი ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და მშობლებს მოუწოდებდა დამშვიდებისკენ, ყოველმხრივ შეეცადნენ სიტუაციის მოგვარებას, თუმცა მშობლები არ იყვნენ თანახმა. შემდეგ შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე მშობელი ყოველდღიურად დაესწრებოდა გაკვეთილებს, ასეც იყო, ორ - ორი მშობელი ყოველდღიურად ესწრებოდა გაკვეთილებს, რა დროსაც მათ სასწავლო პროცესის, გაკვეთილის ჩატარების ხარისხის თაობაზე პრეტენზია არ ქონიათ. თავდაპირველად მშობლებმა მასწავლებლის შეცვლის მიზეზად მისი ასაკი დაასახელეს, მათ სურდათ ახალგაზრდა პედაგოგი, მშობლების ეს პრეტენზია დირექციამ არ გაიზიარა. შემდგომ მშობლების პრეტენზია შეეხო მასწავლებელთან მათ კომუნიკაციას, ისინი მიუთითებდნენ, რომ დ----ო მასწავლებელი მშობლებთან დამოკიდებულებაში იყო მკაცრი და მასთან სათანადო კომუნიკაციას ვერ ახდენდნენ. დირექციის მხრიდან მშობლების ეს პრეტენზიაც არ იქნა მიღებული; ცემის ფაქტი მას არ უნახავს, თუმცა იცის, რომ ერთი მშობელი ძალიან გაბრაზებული იყო ბავშვს ფეხი მიარტყაო. ეს არ იყო ის მშობელი, რომელსაც დ----ო მიმართ ასაკის გამო ქონდა პრეტენზია“.
10) მ--------------ე მოწმის სახით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა 2018 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (16:23:07 - 16:33:34 (ტ.2.)); მოწმის ჩვენებით, ის არის N3 ს--------------–ის დაწყებითი კლასების პედაგოგი. ესწრებოდა დისციპლური კომიტეტის სხდომას რა დროსაც, დათრგუნა მშობლების მიერ გამოთქმულმა პრეტენზიებმა. მას პიროვნულად ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა მოსარჩელესთან და არანაირი პრეტენზია მასთან პირადად არ გამაჩნდა, თუმცა მისთვის შემაშფოთებელი იყო ის ბრალდებები, რაც დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე გაჟღერდა, მასწავლებლებმა არ იცოდნენ შიგნით კლასში რა ხდებოდა. მშობლები გასულ წელსაც გამოთქვამდნენ საყვედურებს ქ-ნი დ----ოს მიმართ, რაც დირექტორმა და მოსარჩელემ მოაგვარეს. ბრალდებები, რაც სხდომაზე გაჟღერდა შეეხებოდა იმას, რომ მასწავლებელი რვეულებს ესროდა ბავშვებს, იყო თმაზე და ხელზე მოქაჩვის შემთხვევა. შეაშფოთა იმ ფაქტმა, როცა მშობელმა თქვა, რომ გაკვეთილზე თმა შეჭრა მასწავლებელს. დისციპლინურ სხდომაზე მშობლების მიერ გაჟღერებული ფაქტები თავად არ უნახავს.“
4.2.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
4.2.18. სააპელაციო პალატა, სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით აფასებს რა, სასამართლოს წინაშე მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს - წერილობით მასალებსა და მოწმეთა ჩვენებებს, ამ მტკიცებულებათა ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით განხილვის შედეგად, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მოსარჩელის (აპელანტის) მიერ მოწვეულ მოწმეთა ჩვენებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ჩვენებებში ასახული გარემოებები, რომ უშუალოდ მათი შვილების (შვილიშვილების) მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ქონია და არც გაუგიათ ამგვარი ფაქტების არსებობის შესახებ, არ გამორიცხავს იმ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების რეალობას, რომლებიც კატეგორიულად მიუთითებენ პედაგოგის მიერ ცალკეული ბავშვის მიმართ გამოხატულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაზე (ფეხის მირტყმა, თმის მოქაჩვა, ცხვირზე ხელის მოჭერა, მუქარა დასმენის გამო და ა.შ.). ამ მხრივ, პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით მოსარჩელეს შერჩევითი ურთიერთობა ქონდა ბავშვებთან და რამდენიმე მათგანთან ნამდვილად ჰქონდა კარგი დამოკიდებულება. ამ გარემოებას ადასტურებს არა მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ მოწვეული მოწმეები, არამედ მოსარჩელის მიერ მითითებული მოწმე ს--–----------–---–--აც (2018 წლის 17 ოქტომბრის სხდომა, 15:35:08 – 15:46:49 (ტ.2.), თავის ჩვენებაში მოწმე ადასტურებს, რომ მის შვილთან მოსარჩელეს ქონდა კარგი დამოკიდებულება, მაგრამ მას როგორც მშობელს არ მოსწონდა, რომ პედაგოგს გამორჩევით ქონდა ურთიერთობები ბავშვებთან, კერძოდ 5 – 6 ბავშვი მოწონდა და მათთან ქონდა კარგი დამოკიდებულება, დანარჩენთან კი - ცუდი.
ის გარემოება, რომ მოწმის სახით დაკითხული სკოლის პედაგოგები დ----ო ჩ----–-–---–ს ახასიათებენ დადებითად, არ გამორიცხავს მისი მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტებს. ამ მხრივ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პედაგოგების ჩვენებების იმ ნაწილზე, სადაც ისინი, პედაგოგ დ----ო ჩ----–-–---–ის მიმართ კეთილგანწყობისა და კარგი დახასიათების პარალელურად, მიუთითებენ, რომ არ იცოდნენ რა ხდებოდა საკლასო ოთახში. აქვე აღსანიშნავია, რომ პედაგოგები ადასტურებენ, დ----ო ჩ----–-–---–სა და მშობლებს შორის უთანხმოების არსებობის ფაქტს და იმ გარემოებას, რომ მშობლების მხრიდან დ----ო ჩ----–-–---–ის მიმართ პრეტენზიებს გასულ წელსაც ქონდა ადგილი.
4.2.19. სადავო არ არის ის გარემოება, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე დ----ო ჩ----–-–---–ი გაკვეთილებს ატარებდა #3 ს--------------–აში სტაჟირებაზე მყოფი, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების - თ-----------------------------------------------------ის თანდასწრებით, რომლებიც დადებითად ახასიათებენ დ----ო ჩ----–-–---–ს და უარყოფენ მისი მხრიდან უხეში და უტაქტო დამოკიდებულების, ბავშვების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს. (ს. ფ. 86, ტომი 1). თუმცა სტაჟირების ხანმოკლე პერიოდის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სტუდენთა ჩვენებები ვერ გამორიცხავს იმ პირთა განმარტებებში ასახული ფაქტების ნამდვილობას, რომლებიც საფუძვლად დაედო დ----ო ჩ----–-–---–ის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებას.
4.2.20. დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან გადაცდომის ჩადენის ფაქტი პალატის აზრით დგინდება წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, მათ შორის მოსწავლეების ახსნა-განმარტებებით. მოსწავლეთა განმარტებებისადმი სანდოობის შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგ ლ--–------–--ის დასკვნაზე. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საქმეზე სპეციალისტის სახით მოწვეული იქნა ფსიქოლოგი, რომელსაც დაევალა შესწავლა და გამოკვლევა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ პედაგოგ დ----ო ჩ----–-–---–თან სსიპ წმ-----------ს------–---ის ქალაქ ქუთაისის მე-3 ს--------------–ის მე-3ა კლასის მოსწავლეებს, ჰქონდა თუ არა ადგილი პედაგოგის მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას (ფსიქოლოგიურს ან ფიზიკურს) ფსიქოლოგს დაევალა შეესწავლა ბავშვების ხედვა თუ რა გახდა მათი პედაგოგის სამსახურიდან წასვლის მიზეზი და სურთ თუ არა მისი უკან დაბრუნება; (ტ.2. ს.ფ.284-286).
წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით მოსწავლეებთან გასაუბრება განხორციელდა ეტაპობრივად. პირველი შეხვედრა შედგა განაწყენებული მშობლების შვილებთან, შემდგომ იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ არიან მოხსენებული საქმის მასალებში. ბოლოს კი მთელ კლასთან, საკლასო ოთახში. კვლევის საფუძველზე ფსიქოლოგის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, დ----ო ჩ----–-–---–ის საქმიანობა მე-3 ს--------------–ის, მოცემული კლასის მიმართ იყო არაპედაგოგიური, ადგილი ქონდა მოსწავლეებზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. „მოსწავლეები დამახასიათებელი ბავშვური ლოგიკით ხსნიან პედაგოგის სკოლიდან წასვლას. ისინი აღნიშნავენ, რომ ამჟამად უფრო მშვიდად, შიშის გარეშე, მშვიდ გარემოში გრძნობენ თავს.“ (ს. ფ 329-334, ტომი 2).
4.2.21. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მხრიდან შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევის ფაქტს არ გამორიცხავს მის მიერ წარმოდგენილი ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური საექსპერტო დასკვნები, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ დ----ო ჩ----–-–---–ის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარულის------–---ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა კვლევა, რათა გამოერკვია დ----ო ჩ----–-–---–ი ახდენდა თუ არა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სკოლის მოსწავლეებზე: ე-–------------ზე, ს-------–---–ზე, მ-----------–--ეზე, თ-------------ეზე, ე-–--------------ზე და ლ---------–--–-–---–ზე. ექსპერტიზის დასკვნებით, ბავშვების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ობიექტური მონაცემების შეგროვება და მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის შექმნილ სიტუაციასთან მიმართებაში განხილვა. შესაბამისად, განცხადებაში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა აღიშნული საექსპერტო კვლევის მიერ შეუძლებელია. (ტომი 3, ს.ფ. 28-77)
4.2.22. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის ფაქტებს. არამედ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვების ასაკის თავისებურებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება დასმული საკითხის სათანადო კვლევა. სხდომაზე მოწვეულ ექსპერტების განმარტებით, საქმეში მითითებული მოვლენებიდან გასულია 6 თვეზე მეტი პერიოდი, შესაბამისად, არ გამოვლენილა რაიმე ტრავმის ნიშნები. აღსანიშნავია, რომ დასკვნის კვლევითი ნაწილი შეიცავს ექსპერტების ბავშვებთან გასაუბრების შინაარსს, სადაც ბავშვები კვლავ მიუთითებენ მოსარჩელისა და მოსწავლეების არაჯანსაღ ურთიერთობაზე. მაგალითად, მ-------------–--ე - „როცა დ----ო მასწავლებელმა რვეული ჩამარტყა თავში მე დედაჩემს ვუთხარი. . . ჩემზე უთხრა (ბავშვებს) მარიამს დასცინეთ რომ დედამისს უთხრა. . . (ტომი 2. ს. ფ. 37); თ-------------ე - მეორე კლასში დაიწყო ცუდი საქციელი ... სკოლაში წასვლა არ მინდ----ა, . . . მაშინ მეშნოდა მისი ახლა არა; სა------–---–- - ცუდი დამრიგებელი იყო, წიგნებს თავში მირტყამდა . . . სიცილის გამო ცხვირზე ხელი მომიჭირა და გამრავლებას და მიმარტებას მეკითებოდა.. მერხთან რომ მოდიოდა მეშინოდა’; (ს. ფ. 51); ე-–--------------ი - „ერთხელ ლოყაზე მიბრწკინა.. წიგნებს გვირტყამდა თავში...შემხვდა ერთხელ დ----ო მასწავლებელი და ვიტირე, შემეშინდა... (ს. ფ. 59); ლ---------–--–-–---–ი - დაფასთან გამომიყვანა და თქვა ასეთი სულელი არ უნდა იყოთო, სახაზავი დამარტყა. . . სხვებსაც ცუდად ექცეოდა, მაგრამ ზურას არა...(ს. ფ. 66); ე-–------------ი - ჩემთვის უხეშად არ მოუმართავს, მაგრამ სხვა ბავშვებს ზოგჯერ მკაცრად ექცეოდა... (ს.ფ. 74).
სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტების განმარტებით, ფაქტები რაზეც საუბრობდნენ ბავშვები, რეალურია, რადგან ისინი ერთმანეთს შეესაბამება, ყველაფერს ყვებიან დამაჯერებლად და ლოგიკურად, არ აქვთ სიცრუისაკენ ან ფანტაზიურობისაკენ მიდრეკილება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები, რომლის მიხედვით ბავშვების ასაკობრივი თავისებუებიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა საექსპეტო კვლევა, არ წარმოადგენს იმ გარემოებების გამომრიცხავ უტყუარ მტკიცებულებას, რომლებიც საფუძვლად დაედო დ----ო ჩ----–-–---–ის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებასა და მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
4.2.23. პალატა მიიჩნევს, რომ დ----ო ჩ----–-–---–მა ვერ უზრუნველყო იმგვარ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც გამორიცხავდნენ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობითი მტკიცებულებებში და მოწმეების ჩვენებებში ასახულ ფაქტებს, რაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო სადავო ბრძანების გამოცემას. მართალია, დ----ო ჩ----–-–---–ი კატეგორიულად გამორიცხავს ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიური/ფიზიკური ზემოქმედების ფაქტს და განმარტავს, რომ მშობლების დაუსაბუთებელი პრეტენზია მის მიმართ გამოწვეული იყო მშობლების სურვილით ბავშვებს ჰყოლოდათ ახალგაზრდა პედაგოგი, მაგრამ მხოლოდ ამ მიზეზით პედაგოგსა და მშობლებს შორის კონფლიქტის ფაქტი არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით და მასზე არ მიუთითებენ თავად მოსარჩელის მიერ მოწმის სახით მოწვეული მშობლებიც.
4.2.24. ამდენად, სააპელაციო პალატა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით დადგენილად მიიჩნევს დ----ო ჩ----–-–---–ის მხრიდან ეთიკის ნორმების, სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შეუსრულებლობისა და სკოლის შინაგანაწესის დარღვევის ფაქტებს და სრულად იზირებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების რეალურად არსებობის შესახებ, (მათ შორის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან მიმართებით), რაც ცალსახად შეფასებულია, როგორც მნიშვნელოვანი (უხეში) გადაცდომა.
4.2.25. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო.
4.2.26 საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. კერძოდ მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად: დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელია, თუ ადგილი აქვს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას.
4.2.27. „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N57/ნ ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას“. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ. კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, მასწავლებლის მიერ ამ კოდექსის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
4.2.28. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, ავალდებულებს მასწავლებელს, რომ მან უნდა დაიცვას ზემოაღნიშნული კოდექსის მოთხოვნები. კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
4.2.29. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობა. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).
4.2.30. პალატა დასაქმებულის ქმედების შეფასებისას, ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ სახეზეა შრომითი მოვალეობის ისეთი ხასიათის დარღვევა, რაც დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენების - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია.
4.2.31. ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და მართებულად იქნა უარყოფილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის უარყოფა გამორიცხავს სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მეორადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, დ----ო ჩ----–-–---–ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს დ----ო ჩ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი.
2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუცო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი