განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.01.2020
საქმის ნომერი
330310019003006006
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019003006006

საქმე N3ბ/2452-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28.01.2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისი სააპელაციო სასამართლო

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე: გია ბერაია

მოსამართლეები: ლეილა მამულაშვილი

ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი: ნატო ხვთისავრიშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

წარმომადგენელი - მ-----მ ქ-–---–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ო (დაუსწრებლად)

წარმომადგენელი- გ------ლ თ------ე(დაუსწრებლად)

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოs სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №10-------8 გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს მიერ 2019 წლის 3 მაისს წარდგენილი განცხადების შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს განცხადებასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე - სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისრა მოსარჩელე ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -100ლარის ანაზღაურება;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 22 აპრილს ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ N10-------8 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 23 აპრილს №10-------8/7 გადაწყვეტილებით ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენია 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე დროს სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართელოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი); 3. საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს დაევალა აღნიშნული ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 03 მაისამდე.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის N10-------8/7 აქტით მოსარჩელეს დაევალა დამატებით 2019 წლის 03 მაისამდე წარედგინა შპს. „თ-------ი ჰ----------–---ი ქ-------ს“ სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ბრუნვების, ხელფასის ჩარიცხვის, გადასახადების გადახდის, დეკლარაციების წარმოდგენის, საბაჟო ოპერაციების, ანგარიშფაქტურების, ზედნადებების გამოწერა-მიღების ან/და სხვა დოკუმენტები კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის დასადასტურებლად.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის N10-------8/7 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარსადგენი იყო 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge-ზე განთავსება.

 

4.2. 2019 წლის 03 მაისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ N99--- განცხადებით მიმართა მოსარჩელე ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ და წარადგინა დამატებითი დოკუმენტები. კერძოდ, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ. შემოსავლების სამსახურის წერილი შპს ,,თ-------ი ჰ----------–--- ქამპანის“ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №10-------8 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადება.

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო იმავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივიაქტის გამოცემის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულიგადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №10-------8 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულიაქტების დებულებებთან.

 

5.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

სასამართლომ მიუთითა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებაზე, რომლითაც განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. დასახელებული დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენ დოკუმენტებს უნდა ერთვოდეს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 22 აპრილს, ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov. ge და http://psh.gov.ge. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 23 აპრილს №10-------8/7გადაწყვეტილებით ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს განემარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენია 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე დროს სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი); 3. საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს დაევალა აღნიშნული ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019წლის 03მაისამდე.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის N10-------8/7 აქტით მოსარჩელეს დაევალა დამატებით 2019 წლის 03 მაისამდე წარედგინა შპს „თ-------ი ჰ----------–---ი ქ-------ს“ სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ბრუნვების, ხელფასის ჩარიცხვის, გადასახადების გადახდის, დეკლარაციების წარმოდგენის, საბაჟო ოპერაციების, ანგარიშფაქტურების, ზედნადებების გამოწერა-მიღების ან/და სხვა დოკუმენტები კომპანიის სამეწარმეოსაქმიანობის დასადასტურებლად.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის N10-------8/7 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარსადგენი იყო 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ასევე დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge-ზე განთავსება.

2019 წლის 03 მაისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ N99--- განცხადებით მიმართა მოსარჩელე ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ და წარადგინა დამატებითი დოკუმენტები. კერძოდ წარდგენილ იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ასევე ინფორმაცია საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელიგადასახადის შესახებ, ასევე წარდგენილ იქნა დეკლარაციები.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 10 მაისს მიიღო N10-------8 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული, ვინაიდან მოსარჩელეს სააგენტოსთვის არ წარუდგენია სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანია ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.3. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესითარ არის გამოკვლეული ადმინისტრაციულიორგანოს მიერ.

ქ--თ ვ----ი რ-----დის განცხადების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განმცხადებელმა ვერ წარადგინა სააგენტოსათვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იყო თუ არა დაცული განმცხადებლის მიერ მითითებული ვადა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

მოცემულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2019 წლის 01 მარტს, მოსარჩელის კანონიერად ყოფნის ვადა საქართველოში განისაზღვრა 90 დღით. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით მიმართა 2019 წლის 22 აპრილს ორშაბათს, ვინაიდან მე-40 დღე ემთხვეოდა შაბათ დღეს (2019 წლის 20 აპრილს) მოსარჩელემ სააგენტოს მიმართა მომდევნო სამუშაო დღეს რაც უნდა ჩაითვალოს საქართველოში კანონიერად ყოფნის მე-40 დღედ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სააგენტოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ 40 დღიან ვადაში.

ეით ვ----ი რ-----დის განცხადების განუხილველად დატოვების მეორე საფუძელს წარმოადგენს საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა.

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 03 მაისის განცხადებით წარდგენილი იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ შპს “თ-------ი ჰ----------–--- იქ-------ს“ერთერთ დირექტორს წარმოადგენს ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ო, ასევე წარმოდგენილია მოცემული შპს-ზე ინფორმაციები საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ, ასევე წარმოდგენილია დეკლარაციები და ბრუნვები, რაც სააგენტოს შეეძლო შეეეფასებინა და თუ მიიჩნევდა რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ლეგალური შემოსავლები, შეეძლო გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №10-------8 გადაწყვეტილება და დაავალა მოპასუხეს განმცხადებლის მიერ 2019 წლის 3 მაისს წარდგენილი განცხადების შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ვ----ი რ-----დ პ-------ოს განცხადებასთან დაკავშირებით.

 

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

6.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

2019 წლის 22 აპრილს ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის N10-------8 გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება განუხილველი დარჩა.

ზემოაღნიშნული განცხადება განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ განსაზღვრულ ვადაში ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ ვერ წარადგინა სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წარმოების ეტაპზე, მას 2019 წლის 23 აპრილის წერილით დაევალა წარედგინა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სააგენტოს სადავოდ არ გაუხდია. აგრეთვე, განმცხადებელს განემარტა, რომ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემობის დადგენისთვის). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს დაევალა დამატებით 2019 წლის 03 მაისამდე სააგენტოსთვის წარედგინა შპს „თ-------ი ჰ----------–---ი ქ-------“-ს (ს/ნ 4-------1) სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ბრუნვების, ხელფასის ჩარიცხვის, გადასახადების გადახდის, დეკლარაციების წარდგენის, საბაჟო ოპერაციების, ანგარიშფაქტურების, ზედნადებების გამოწერა-მიღების ან/და სხვა დოკუმენტები კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის დასადასტურებლად). აღნიშნულთან დაკავშირებით, ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ, 2019 წლის 03 მაისს წარადგინა N99--- განცხადება, რომელსაც თან დაურთო მოთხოვნილი დოკუმენტაცია. სააგენტოს აღნიშნული გარემოებაც არ გაუხდია სადავოდ მიმდინარე პროცესის დროს.

სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს პოზიცია და ყურადღება გაამახვილა ძირითადად ორ საკითხზე, კერძოდ, განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში შეფასების საგანს წარმოადგენდა დაცული იყო თუ არა განმცხადებლის მიერ სააგენტოსთვის მიმართვის დროისთვის საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადა. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 59.1, მე-60.1 და 61-ე მუხლების მე-2, მე-3 ნაწილებზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით მიმართა 2019 წლის 22 აპრილს (ორშაბათს), ვინაიდან მე-40 დღე ემთხვეოდა შაბათ დღეს (20.04.2019). მოსარჩელემ სააგენტოს მიმართა მომდევნო სამუშაო დღეს, რაც უნდა ჩათვლილიყო საქართველოში კანონიერად ყოფნის მე-40 დღედ.

სააგენტო არ ეთანხმება აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2019 წლის 01 მარტს. მოსარჩელეს საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ჰქონდა 90 დღე, ანუ 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით. დადგენილია, რომ მან სააგენტოს მიმართა 22 აპრილს, საზღვრის კვეთიდან 52-ე დღეს, ხოლო 22 აპრილიდან (განცხადების მიმართვიდან) მას დარჩენილი ჰქონდა კანონიერად ყოფნის მხოლოდ 37 დღე. სააგენტო განმარტავს, რომ ვინაიდან, საზღვრის კვეთის მომენტისთვის განმცხადებლისთვის ცნობილი იყო, რომ მას საქართველოში კანონიერად ყოფნის 90 დღე ჰქონდა, უნდა განესაზღვრა „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა და უნდა მიემართა სააგენტოსთვის 40 კალენდარული დღით ადრე, რაც არ განუხორციელებია, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საზღვრის გადმოკვეთიდან 52 დღის განმავლობაში არაფერი მოუმოქმედებია ბინადრობის ნებართვის ასაღებად.

რაც შეეხება მეორე ხარვეზს, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 03 მაისის განცხადებით წარდგენილ იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დადგინდა, რომ „შპს თ-------ი ჰ----------–---ი ქ-------“-ს ერთ-ერთ დირექტორს წარმოადგენს ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ო, ასევე წარდგენილი იყო მოცემულ შპს-ზე ინფორმაციები საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ, ასევე დეკლარაციები და ბრუნვები, რაც სააგენტოს შეეძლო შეეფასებინა და თუ არ მიიჩნევდა, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ლეგალური შემოსავლები, შეეძლო გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა. სააგენტო არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, ვინაიდან, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს „თ-------ი ჰ----------–---ი ქ-------“-ს (ს/ნ 42234651) სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე (საბანკო ბრუნვების, ხელფასის ჩარიცხვის, გადასახადების გადახდის, დეკლარაციების წარდგენის, საბაჟო ოპერაციების, ანგარიშფაქტურების, ზედნადებების გამოწერა-მიღების ან/და სხვა დოკუმენტები კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის დასადასტურებლად) სააგენტომ ცალკე დაადგინა ხარვეზი, რაც შევსებულად მიიჩნია ზემოაღნიშნული განცხადებით და ამ საფუძვლით არ დაუტოვებია განცხადება განუხილველი. რაც შეეხება ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „თ-------ი ჰ----------–---ი ქ-------“-ს ერთ-ერთ დირექტორს წარმოადგენს ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ო, განმარტავენ, რომ კომპანიის შემოსავლების დამდასტურებელი დოკუმენტი ვერ მიიჩნევა დირექტორის ლეგალურ შემოსავლად. „უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის N520 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, უცხოელმა შრომითი ბინადრობის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა წარადგინოს მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი), ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, იქნება ეს შრომითი ხელშეკრულება თუ სამუშაოზე მიღების სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი (როგორიცაა ამ შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) უნდა შეიცავდეს მითითებას ლეგალურ შემოსავალზე, ანუ მასში მითითებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ უცხოელი საქმიანობით იღებს გარკვეულ ანაზღაურებას, რაც ვერ დასტურდება წარდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ დეკლარაციებს, მასში მითითებული არ არის მისი სახელი და გვარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო ვერ ჩათვლიდა ხარვეზს შევსებულად.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ თუ სააგენტო არ მიიჩნევდა, რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ლეგალური შემოსავლები, შეეძლო გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნულს სააგენტო არ ეთანხმება, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილით ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს უფლებამოსილება და არა ვალდებულება განმცხადებლის მოთხოვნით, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა. განსახილველ შემთხვევაში კი ასეთ მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

7.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

7.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.2.1. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით’’ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), ხოლო მერვე პუნქტის თანახმად დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ასევე, მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-5 მუხლში, რომლის ,,გ" პუნქტის თანახმად ერთ-ერთ დოკუმენტს წარმოადგენს საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ამავე დადგენილების მესამე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგ გარემოებებს, რომ 2019 წლის 22 აპრილს, ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ამავე დღეს განმცხადებელს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov. ge და http://psh.gov.ge. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019წლის 23აპრილს №10-------8/7გადაწყვეტილებით ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს განუმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარსადგენია 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამავე დროს სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი); 3. საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს დაევალა აღნიშნული ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019წლის 03 მაისამდე.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 23 აპრილის N10-------8/7 აქტით მოსარჩელეს დაევალა დამატებით 2019 წლის 03 მაისამდე წარედგინა შპს „თ-------ი ჰ----------–---ი ქ-------ს“ სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბანკო ბრუნვების, ხელფასის ჩარიცხვის, გადასახადების გადახდის, დეკლარაციების წარმოდგენის, საბაჟო ოპერაციების, ანგარიშფაქტურების, ზედნადებების გამოწერა-მიღების ან/და სხვა დოკუმენტები კომპანიის სამეწარმეოსაქმიანობის დასადასტურებლად.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 25 აპრილის N10-------8/7 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარსადგენი იყო 1. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულიკოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ასევე დადგენილ იქნა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: www.sda.gov.ge-ზე განთავსება.

2019 წლის 03 მაისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ N99--- განცხადებით მიმართა მოსარჩელე ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ომ და წარადგინა დამატებითი დოკუმენტები. კერძოდ წარდგენილ იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და ასევე ინფორმაცია საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელიგადასახადის შესახებ, ასევე წარდგენილ იქნა დეკლარაციები.

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 10 მაისს მიიღო N10-------8 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული ვინაიდან მოსარჩელეს სააგენტოსთვის არ წარუდგენია სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანია ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დადგენილია, რომ ქ--თ ვ----ი რ-----დის განცხადების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ განმცხადებელმა ვერ წარადგინა სააგენტოსათვის მიმართვის დღისთვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იყო თუ არა დაცული განმცხადებლის მიერ მითითებული ვადა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის

ინფორმაციით დადგენილია, რომ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2019 წლის 01 მარტს, მოსარჩელის კანონიერად ყოფნის ვადა საქართველოში განისაზღვრა 90 დღით. მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით მიმართა 2019 წლის 22 აპრილს ორშაბათს, ვინაიდან მე-40 დღე ემთხვეოდა შაბათ დღეს (2019 წლის 20 აპრილს) მოსარჩელემ სააგენტოს მიმართა მომდევნო სამუშაო დღეს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უნდა ჩაითვალოს ვადის დამთავრების დღედ. ამდენად, სააპელაციო სასამართლოც ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ საბუთები სააგენტოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.

 

7.2.2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით’’ თანახმად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ეით ვ----ი რ-----დის განცხადების განუხილველად დატოვების მეორე საფუძელს წარმოადგენს საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიერ 2019 წლის 03 მაისის განცხადებით წარდგენილი იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული)იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ შპს “თ-------ი ჰ----------–--- იქ-------ს“ ერთ-ერთ დირექტორს წარმოადგენს ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ო და სასამართლო მიუთითებს ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის თანახმად მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), ხოლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის თანახმად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი, შესაბამისად დადგენილია, რომ შპს “თ-------ი ჰ----------–--- იქამფანში“ ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ო ასრულებდა შრომით საქმიანობას დირექტორის თანამდებაბზე, რაც წარმოადგენს სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი დოკუმენტს. ამასთან მოსარჩელის მიერ წარდგენილია მოცემული შპს-ზე ინფორმაციები საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ, ასევე წარდგენილია დეკლარაციები და ბრუნვები, რის გამოც სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სააგენტოს შეეძლო შეეეფასებინა წარდგენილი დოკუმენტაცია და თუ მიიჩნევდა რომ წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ლეგალური შემოსავლები, შეეძლო გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სამი დღის ინტერვალით(23-25 აპრილი 2019 წელი) სამჯერ იქნა მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

 

7.2.3. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მეხუთე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესალებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება.

 

ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში ნათელია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ისე მიიღო გადაწყვეტილება ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ო განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, რომ შეფასება არ მიცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ საბუთები სააგენტოში წარდგენილ იქნა კანონით დადგენილ 40 დღიან ვადაში და აღნიშნული ვადა აითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტზე, რომელიც აპალანტს განუსაზღვრავდა ვადის სხვაგვარ დინებას ვერც სასამართლო სხდომაზე იქნა მითითებული აპელანტის მიერ, ამასთან აპელანტმა არ შეფასა გარემოება თუ რამდენად დასტურდებოდა წარდგენილი დოკუმენტაციით ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ოს ლეგალური შემოსავლები, მაშინ როდესაც შპს “თ-------ი ჰ----------–--- იქამფანში“ ქ--თ ვ----ი რ-----დ პ-------ო ასრულებდა შრომით საქმიანობას დირექტორის თანამდებაბზე და ამასთან მოსარჩელის მიერ წარდგენილია მოცემული შპს-ზე ინფორმაციები საანგარიშო თვეების მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადის შესახებ, ასევე წარდგენილია დეკლარაციები და ბრუნვები სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რომლის მეოთხე და მეხუთე ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1.სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

თავმჯდომარე: გია ბერაია

 

მოსამართლეები: ლეილა მამულაშვილი

 

ხატია არდაზიშვილი