განაჩენი

სისხლის სამართლის 30.01.2020
საქმის ნომერი
160100119002939146
ინსტანცია
თარიღი
30.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002939146

საქმე №1ბ/07-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------–--ისა და მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----–-–-------ას სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ე-––----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 13 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მარნეული, ს------–------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;

ჟ--–-----------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 09 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მარნეული, ს------–------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

ე-––----------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად;

 

ჟ--–-----------ას ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

 

ე-––----------ის და ჟ--–-----------ას მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის ს------–------------ში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე, ე-––----------მა სახისა და ტანის არეში მუშტებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი დედის, ზ------------------ას მიმართ. იმავდროულად, ე-––----------ის მეუღლემ, ჟ--–-----------ამ არაერთჯერადად დაარტყა მუშტები სხეულის არეში დედამთილს, ზ------------------ას. ე-––----------ისა და ჟ--–-----------ას მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ზ------------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ბოლო ორი თვის მანძილზე სისტემური შეურაცხყოფის გზით ე-––----------ი და ჟ--–-----------ა ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ ზ------------------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის ე-––----------ს და ჟ--–-----------ას წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენით:

ე-––----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ჟ--–-----------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ჟ--–-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ჟ--–-----------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 21 მარტს, მარნეულის რაიონის ს------–------------ში, დაახლოებით 20:00 საათზე, მეუღლის ე-––----------ის მშობლების საცხოვრებელ სახლში, ყოფითი ხასიათის საკითხებზე შელაპარაკების ნიადაგზე ჟ--–-----------ამ არაერთჯერადად მუშტების სხეულის არეში დარტყმის გზით იძალადა დედამთილის, ზ------------------ას მიმართ. ჟ--–-----------ას მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ზ------------------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, ბოლო ორი თვის მანძილზე სისტემური შეურაცხყოფის გზით ჟ--–-----------ა ფსიქოლოგიურად ძალადობდა ზ------------------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.

ე-––----------ის ბრალდებასთან დაკავშირებით კი, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ე-––----------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ე-––----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენას.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–--ემ და მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–-–-------ამ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, ე-––----------ისა და ჟ--–-----------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულებმა - ე-––----------მა და ჟ--–-----------ამ ნამდვილად ჩაიდინეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად. აპელანტმა მიუთითა დაზარალებულ ზ------------------ას მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა 2019 წლის 21 მარტს ბრალდებულების - ე-––----------ისა და ჟ--–-----------ას მხრიდან მისი ცემის ფაქტი. მან დეტალურად აღწერა, რა მიზეზით მიაყენეს ბრალდებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა, როგორ ურტყამდნენ ისინი გამეტებით სახისა და ტანის არეში. აპელანტმა, მოწმე ი------------------თან მიმართებით აღნიშნა, რომ იგი მაქსიმალურად შეეცადა შეცდომაში შეეყვანა სასამართლო. მან აღნიშნა, რომ ზ------------------ა არის მისი მეუღლე, მაგრამ მასთან აქვს ცუდი ურთიერთობა. დაზარალებული ფსიქიკური პრობლემების გამო არის კონფლიქტური, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ გააჩნია. აპელანტმა ასევე მიუთითა ე-––----------ისა და ჟ--–-----------ას ჩვენებებზე და განმარტა, რომ სასამართლომ სუბიექტური შეფასება მისცა დაზარალებულის, მოწმეთა და ბრალდებულების ჩვენებებს, გასცდა საქმეში არსებულ ფაქტებსა და გარემოებებს. ბრალდების მხარის განმარტებით, უდავოდ მიჩნეული მოწმე რამინ მარდანოვის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ 2019 წლის 21 მარტს ზ------------------ას ოთახში მას მხოლოდ ჟ--–-----------ა დახვდა და იქ ე-––----------ი არ უნახავს. მისივე განმარტებით, დაზარალებულის სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არც 21 მარტს და არც სხვა დროს შეუნიშნავს, ეს მაშინ, როდესაც თავად ბრალდებულმა ჟ--–-----------ამ არ უარყო ზ------------------ას ცემის ფაქტი, ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ფოტომასალით ზედმიწევნით მკაფიოდ ადასტურებს დაზარალებულის სხეულზე არსებულ მრავლობით დაზიანებებს, ასევე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

აპელანტის მითითებით, დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების შემდეგ ბრალდებული ე-––----------ი მიიმალა და შეგნებულად არ ცხადდებოდა პოლიციაში, რასაც ადასტურებს საქმეზე შედგენილი ოქმები, სადაც მოწმე ი------------------ი უთითებს, მისი შვილის ადგილსამყოფელი მისთვის უცნობია, იმ შვილის, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს, ხოლო დაზარალებულთან ცუდი. აპელანტმა განმარტა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე ცდილობდა დაზარალებულს დაედასტურებინა სასამართლო სხდომაზე, რომ ე-––----------ი არ იმყოფებოდა სახლში, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ ჟ--–-----------ამ მიაყენა. მიუხედავად ასეთი მცდელობებისა, დაზარალებულმა ყველა შეკითხვაზე გაცემული პასუხით დაადასტურა ე-––----------ის მიერ მისი ცემის და ტკივილის განცდის ფაქტი. მართალია, ზ------------------ა თავის ჩვენებაში ყურადღებას ძირითადად ამახვილებდა ბრალდებულ ჟ--–-----------ას მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე, მაგრამ არ უარყოფდა ე-––----------ის მიერ მისი ცემის ფაქტს. საბოლოოდ, აღნიშნა, რომ ე-––----------მა 2019 წლის 21 მარტს, თავის ოთახში, ჟ--–-----------ასთან ერთაც ცემა იგი, მიუთითა, რომ ე-––----------მა არაერთხელ დაარტყა „შაფალახი“, განმარტა მითითებული სიტყვის მნიშვნელობა და „შაფალახის“ დარტყმის შედეგად განცდილი ტკივილი.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არა მხოლოდ 2019 წლის 21 მარტს ჰქონდა ადგილი ძალადობას, არამედ, როგორც ზ------------------ა მიუთითებს, ხშირად აყენებდნენ ბრალდებულები მას ფიზიკურ შეურაცხყოფას, მაგრამ ითმენდა, ვინაიდან არ სურდა შვილისათვის პრობლემის შექმნა. მისი ცემის ფაქტი დასტურდება ვიზუალური დათვალიერებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით, სადაც მკაფიოდ ჩანს ძალადობის შედეგი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ე-––----------ისა და ჟ--–-----------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აღნიშნული გადაწყვეტილებით, გასაჩივრებული განაჩენი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

 

მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა-----–-–-------ამ თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ჟ--–-----------ასათვის დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ჟ--–-----------ამ დანაშაული სრულად აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამასთან, ჟ--–-----------ა არ ყოფილა ნასამართლევი, მას ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის, ერთი ავადმყოფი, იგი შეურიგდა დაზარალებულს. მიუხედავად ჩამოთვლილი შემამსუბუქებელი გარემოებებისა, სასამართლომ ჟ--–-----------ას მიმართ გამოიყენა სასჯელის მძიმე სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მსჯავრდებულს განუსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, ასევე, სწორად არის შეფასებული მტკიცებულებები გამართლებულ ე-––----------ის ნაწილში.

 

ამავე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა ე-––----------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას მიმართ ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში და მიუთითა, რომ სასამართლომ სუბიექტურად შეაფასა დაზარალებულის, მოწმეთა და თავად ბრალდებულების ჩვენებები და გასცდა საქმეში არსებულ ფაქტებს, რა მიმართებითაც სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ე-––----------ის ბრალის დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალმდებელი უთითებს თავად დაზარალებული ზ------------------ას ჩვენებაზე, რომლის თანახმად, ე-––----------ი არის მისი შვილი, ხოლო ჟ--–-----------ა - რძალი. შემთხვევის დღეს ჩხუბი მოუვიდა რძალთან, ხოლო ე-––----------მა იგი გააშველა, თუმცა გაშველებისას მეუღლესაც დაარტყა და მასაც, რაც ეტკინა. პოლიციაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კი მიუთითა, რომ უჩივლა შვილს, რადგან გაბრაზებული იყო, ცემით კი რძალმა ცემა. ზ------------------ა ასევე დაეთანხმა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებას, რომელიც გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, რომლის თანახმად, მას რძალთან აქვს დაძაბული ურთიერთობა დაახლოებით ორი თვეა და განიცდის ტანჯვას. დაზარალებულმა კვლავ განმარტა, რომ შვილის მიმართ ჩვენება მისცა პოლიციას გაბრაზების გამო.

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ მოწმე ი------------------ი ცდილობდა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, თუმცა კონკრეტულად რაში გამოიხატა აღნიშნული მცდელობა, აპელანტს არ მიუთითებია. მოწმე ი------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს მეუღლესთან - ზ------------------ასთან ერთად. ზ------- არის ნერვიული და ადვილად გამოდის მდგომარეობიდან. მის მეუღლეს - ზ------- ჟ--–- არ მოსწონდა რძლად, რის გამოც ჰქონდათ კონფლიქტი. მოწმის განმარტებით, ჟ--–-მ და ზ------მა იჩხუბეს მარტში, ხოლო მათ შორის ცუდი ურთიერთობა დაიწყო თებერვლის თვეში. ჩხუბის დროს ე-––--ი იმყოფებოდა რუსთავში. ი------------------მა დამატებით განმარტა, რომ უშუალოდ არ დაუნახავს დარტყმის მომენტი, თუმცა ჟ--–-ს ტაფა ეჭირა ხელში, შემდეგ კი ტაფა ეგდო ძირს. ზ------- სხეულზე ჰქონდა დალურჯებები, რასაც, მისი აზრით, ხელის დარტყმით ვერ მიიღებდა.

 

პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, სასამართლოს მიერ თავად ე-––----------ისა და ჟ--–-----------ას ჩვენებების სუბიექტური ინტერპრეტაციის თაობაზე და განმარტავს, რომ მათი ჩვენებები ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, კერძოდ: მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ დედამთილთან ზიანიატ მარდანოვასთან აქვს ცუდი ურთიერთობა. 2019 წლის 21 მარტს მასთან, უფროსი შვილის გამო, რომელსაც დაარტყა სიგარეტის მოწევისათვის, მოუვიდა კონფლიქტი. ზ------მა მას მიმართა ცუდად და უთხრა რომ არ დაერტყა ბავშვისთვის. ჩხუბის დროს ჟ--–- იყო განერვიულებული და ვეღარ აკონტროლებდა თავს. მან დედამთილს მოქაჩა თმები და დააგორა კიბეებზე. ასევე განმარტა რომ მიაყენა დაზიანებები მთელს სხეულზე და იმდენად აღელვებული იყო, რომ მზად იყო იგი დაეხრჩო. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დროს ე-––--ი იმყოფებოდა სამსახურში, ქალაქ რუსთავში, ხოლო მამამთილი სახლში დაბრუნდა მოგვიანებით. ჟ--–-----------ამ განმარტა, რომ ჰყავს ორი შვილი 18 წლის და 15 წლის, რომლებიც თავად ზრუნავენ საკუთარ თავზე. ბრალდებულ ე-––----------ის ჩვენებით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს, როდესაც დაბრუნდა სახლში, მისთვის ცნობილი გახდა მეუღლის ჟ--–-----------ასა და დედის ზ------------------ას ჩხუბის შესახებ. ბრალდებულს დედამ უთხრა, რომ იგი სცემა ჟ--–-მ, რის გამოც ზ------------------ა წავიდა პოლიციაში. ე-––----------მა განმარტა, რომ დედის სხეულზე მას დაზიანებები არ შეუნიშნავს, ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია და არც ხელი დაურტყამს მისთვის.

 

მოყვანილი ჩვენებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ე-––----------ს მონაწილეობა არ მიუღია დედის - ზ------------------ას მიმართ განხორციელებულ ძალადობაში. აღნიშნულს ადასტურებს თავად დაზარალებულიც, რომელიც განმარტავს, რომ პოლიციაში შვილს უჩივლა გაბრაზების გამო, ხოლო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა რძლის მხრიდან. ე-––----------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს ასევე არ ადასტურებენ დანარჩენი ოჯახის წევრები. კიდევ ერთი მოწმე, რომელიც აღნიშნული საქმის ირგვლივ იქნა დაკითხული, არის გამომძიებელი ხ-----------------ე, რომლის ჩვენების თანახმად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც განუმარტა, რომ მასზე იძალადა შვილმა და რძალმა. დაზარალებულს აღენიშნებოდა სილურჯეები მკლავზე და ფეხებზე. ხ-----------------ემ განმარტა, რომ მათ ე-––----------ი ადგილზე არ დახვდათ და გამოცხადდა მას შემდეგ, რას მის მეუღლეს შეატყობინეს, რომ უნდა გამოცხადებულიყო. პალატა განმარტავს, რომ გამომძიებელ ხ-----------------ის ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც არ არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით. იგი გადმოსცემს დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რასაც არ ადასტურებს თავად დაზარალებული სასამართლოში ჩვენების მიცემისას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელზეც აპელანტი ყურადღებას ამახვილებს თავის სააპელაციო საჩივარში, არის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე უდავო მტკიცებულებად მიჩნეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, მოქ. ზ------------------ას 23.03.19 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; სისხლნაჟღენთები მარჯვენა დელტისებურ და მხრის მიდამოში ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს (უფრო ძველია), ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს.

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით, ასევე, ზემოთ მოყვანილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულ ზ------------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, რაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებებით შეუძლებელია დადგინდეს მათი მიმყენებელი პირის ვინაობა. სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ დასტურდება ე-––----------ის შემხებლობა 2019 წლის 21 მარტს დედის - ზ------------------ას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია ე-––----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ე-––----------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა დედის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ე-––----------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ე-––----------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ე-––----------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატის მიერ მოცემულ საქმეზე გაკეთებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნების ფონზე, უსაფუძვლოა სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ცნობის ტაობაზე, რაც გულისხმობს, ოჯახში ძალადობის ჯგუფურად ჩადენას. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას ქმედებას და იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----–-–-------ას მოთხოვნას, ჟ--–-----------ასათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე, სააპელაციო პალატა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჟ--–-----------ასათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის მითითებაზე, რომ ჟ--–-----------ამ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, შეურიგდა დაზარალებულს, და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობები და მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, კერძოდ თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

ამდენად, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია ჟ--–-----------ასათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ვინაიდან, თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------–--ისა და მსჯავრდებულ ჟ--–-----------ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა-----–-–-------ას სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ე-––----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ე-––----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. 2019 წლის 2 აპრილს ა---------------ს (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი გირაოს თანხა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ე-––----------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ჟ--–-----------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ჟ--–-----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ჟ--–-----------ას დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 23 სექტემბრიდან.

 

ჟ--–-----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე