განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
330210116001271537
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001271537

საქმე №2ბ/5279-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა, მიხეილ გოგიშვილი

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ააიპ ,,თ---–---------------------------ი”

მოსარჩელის წარმომადგენლები - ს--–--------------------–------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,--–---ი”

წარმომადგენელი - ი-----------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,, ა----------------ა"

წარმომადგენლები - ე-–---------------------–-------ია

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილობრივ შესრულებულად აღიარება, ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის 1.3., 1.4. ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის 3.1., 3.2. ქვეპუნქტების და მე-4 პუნქტის გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ პუნქტებში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2014 წლის 25 თებერვალს, ა(ა)იპ „თ---–---------------------------სა“ და შპს „-–---ს“ შორის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დაკვეთის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებდა ქ.თბილისში, ა-----ის ქ.N1/23-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განსახორციელებელ სამუშაოებს, ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილების - შპს „ა-----------------------ის“ მიერ მომზადებული დეტალური მუშა პროექტის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით რეკომენდირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 1641 271 ლარს, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა 2014 წლის 31 დეკემბერს. მხარეები ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „-–---ს“ უნდა მიეღო სახარჯთაღრიცხვო მოგება 8%.

 

2. 2014 წლის 21 მარტს ა(ა)იპ „თ---–---------------------------ის“ მიერ შპს „-–---ისათვის“ საავანსო ანგარიშსწორების სახით გაცემულ იქნა 820 000 ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 20 მარტს ს----------------------- „ა-------------ის“ მიერ გაცემულ იქნა საბანკო გარანტია N F------------ და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 20 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

 

3. ს----------------------- „ა-------------ის“ მიერ 2014 წლის 28 ივლისს გაცემული საბანკო გარანტიით, 2014 წლის 20 მარტს გაცემული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 31 დეკემბრიდან 2014 წლის 31 იანვრამდე.

 

4. 2014 წლის 26 დეკემბერს, ა(ა)იპ „თ---–---------------------------მა“ N0------ წერილით მიმართა ს----------------------- „ა-------------ს“ და შპს „-–---ს“, რომლითაც ატყობინებდა, რომ შპს „-–---იმ“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ფონდის მიერ ავანსად გადახდილი 820 000 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში არ გამოიყენა ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯებისთვის და სს „ა----------------ას“ მოსთხოვა გარანტიით გათვალისწინებული თანხის 820 000 ლარის გადახდა.

 

5. 2015 წლის 8 იანვარს, ა(ა)იპ „თ---–---------------------------ის“ მიერ შპს „-–---ისთვის“ გაგზავნილ იქნა წერილი, რომლის მიხედვითაც, შეატყობინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2014 წლის 31 დეკემბერს და შესაბამისად, გამოთხოვილ იქნა ავანსის უზრუნველყოფის გარანტია 820 000 ლარის ოდენობით. იმავე წერილით შპს „-–---ს“ განემარტა, რომ სამშენებლო მოედანზე განთავსებული იყო ლ---ის მიერ შეძენილი სხვადასხვა საამშნებლო მასალა, რომლის გატანასაც იგი შეძლებდა მხოლოდ თანხის დაბრუნების შემდეგ.

 

6. სს „ა----------------ამ“ ა(ა)იპ „თ---–---------------------------ის“ სასარგებლოდ განახორციელა ნაწილობრივი ანაზღაურება, კერძოდ: 2015 წლის 16 თებერვალს - 260 000 ლარი; 2015 წლის 25 თებერვალს - 150 000 ლარი; 2015 წლის 19 მარტს - 50 000 ლარი და 2015 წლის 1 აპრილს - 300 000 ლარი, ჯამში, 760 000 ლარი.

 

7. 2015 წლის 28 მაისს, ა(ა)იპ „თ---–---------------------------ის“ მიერ სს „ა----------------ისათვის“ გაგზავნილ იქნა წერილი, რომლის მიხედვითაც, კვლავ, მოთხოვნილ იქნა საბანკო გარანტიებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

8. 2014 წლის 25 თებერვალს, ა(ა)იპ „თ---–---------------------------სა“ და შპს „-–---ს“ შორის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოებს წარმოადგენდა ქ.თბილისში, გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო ქსელების წყალმომარაგება, გარე განათება, კანალიზაცია, გაზმომარაგება მოწყობის, ასევე, საინჟინრო გარე ქსელების ტრანშეის კედლების გამაგრების სამუშაოები. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 3 451 337 ლარს, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა 2014 წლის 31 დეკემბერს. მხარეები ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „-–---ს“ უნდა მიეღო სახარჯთაღრიცხვო მოგება 8%.

 

9. 2014 წლის 27 თებერვლის ა(ა)იპ „თ---–---------------------------ის“ მიერ შპს „-–---ისათვის“ საავანსო ანგარიშსწორების NF------------ საბანკო გარანტიის საფუძველზე გაცემულ იქნა ავანსი - 1 800 000 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადას წარმოადგენდა 27.02.2014-01.08.2014, რომელიც გაგრძელდა 30.10.2014-მდე 2014 წლის 28 ივლისის საბანკო გარანტიით, ხოლო 2014 წლის 29 აგვისტოს საბანკო გარანტიით 31.01.2015 წლამდე).

 

10. 2014 წლის 26 თებერვლის N F------------ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე ფონდის მიერ გაცემულ იქნა ავანსი - 240 000 ლარის ოდენობით (მოქმედების ვადა 26.02.2014-01.08.2014წ), რომლის მოქმედების ვადა გაგრძელდა 30.10.2014-მდე 2014 წლის 28 ივლისს გაცემული საბანკო გარანტიით, ხოლო 2014 წლის 29 აგვისტოს საბანკო გარანტიით 31.01.2015 წლამდე.

 

11. 2014 წლის 6 ივნისის N F------------ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე ფონდის მიერ გაცემულ იქნა ავანსი - 1 411337 ლარის ოდენობით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადას წარმოადგენდა 06.06.2014-01.08.2014, რომლის მოქმედების ვადაც 2014 წლის 28 ივლისის საბანკო გარანტიით გაგრძელებულ იქნა 30.10.2014 წლამდე, ხოლო 2014 წლის 29 აგვისტოს საბანკო გარანტიით 31.01.2015 წლამდე.

 

12. 2014 წლის 26 დეკემბერს, ა(ა)იპ „თ---–---------------------------ის“ მიერ გაგზავნილ იქნა N01-1395 წერილი შპს „ს----------------------- ა-------------ისათვის“ და შპს „-–---ისათვის“, რომლითაც ფონდი ატყობინებდა მხარეებს, რომ პრინციპალის მიერ დარღვეულ იქნა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ავანსად გადახდილი თანხა 3 451 337 ლარი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში არ გამოიყენა ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯებისთვის და მოითხოვა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის 3 451 337 ლარის ანაზღაურება.

 

13. 2015 წლის 10 თებერვალს, შპს „ს----------------------- ა-------------ის“ მიერ ა(ა)იპ თ---–---------------------------ის სასარგებლოდ განხორციელებულ იქნა საგარანტიო ანაზღაურება 240 000 ლარის ოდენობით გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების 2014 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში.

 

14. 2015 წლის 28 დეკემბერს, განხორციელდა შპს „ს----------------------- ა-------------ის“ გარდაქმნა სს „ა----------------ად“.

 

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა(ა)იპ თ---–---------------------------მა მოპასუხეების შპს ,--–---ი”-ს და სს ,,ა----------------ას" მიმართ მოითხოვა შპს „-–---სა“ და სს „ა----------------ას“ ააიპ „თ---–---------------------------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 25 თებერვლის საცხოვრებელი სახლის სამშნებელო სამუშაოების დაკვეთის ხელშეკრულების ფარგლებში დაეკისროს ავანსად გაცემული თანხა - 60 000 ლარის გადახდა; შპს „-–---სა“ და სს „ა----------------ას“ ააიპ „თ---–---------------------------ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 25 თებერვლის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაეკისროს 3 211 337 ლარის გადახდა; შპს „-–---ს“ 2014 წლის 25 თებერვლის საცხოვრებელი სახლის სამშნებელო სამუშაოების დაკვეთის ხელშეკრულების ფარგლებში ააიპ „თ---–---------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 164 127.10 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა; შპს „-–---ს“ 2014 წლის 25 თებერვლის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ააიპ „თ---–---------------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 345 133. 70 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.

 

15.1. სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 25 თებერვალს ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------ისა’’ და შპს ,--–---ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. თბილისში, ა-----ის ქ. №1/23-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სამუშაოების თაობაზე. ხელშეკრულების ჯამური ფასი შეადგენდა 1 641 271 ლარს, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა 2014 წლის 31 დეკემბერს. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 21 მარტს ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------ის’’ მიერ შპს ,--–---ისათვის’’ საავანსო ანგარიშსწორების სახით გაცემულ იქნა 820 000 ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 20 მარტს ს----------------------- ,,ა-------------ის’’ მიერ გაცემულ იქნა საბანკო გარანტია F------------ და მისი მოქმედების ვადა შეადგენდა 2014 წლის 20 მარტიდან - 2014 წლის 31 მარტამდე პერიოდს. ს----------------------- ,,ა-------------ის’’ მიერ 2014 წლის 20 მარტს გაცემული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 1014 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 იანვრამდე. 2014 წლის 25 თებერვალს ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------სა’’ და შპს ,--–---ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე. სამუშაოების ჯამურ ფასს შეადგენდა 3 451 337 ლარი, ხოლო სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადა იყო 2014 წლის 31 დეკემბერი. ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------ის’’ მიერ მხარეთა შორის 2014 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა დროს გაცემულ იქნა საავანსო თანხები ჯამში 3 451 337 ლარის ოდენობით. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ორივე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა ისე, რომ შპს ,--–---ის’’ მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ავანსის ხარჯები გახარჯულ იქნა არასახელშეკრულებო მიზნებისათვის, ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------მა’’ დადგენილ ვადებში მოითხოვა ავანსად გაცემული თანხების უკან დაბრუნება, თუმცა, უშედეგოდ. ს----------------------- ,,ა-------------ის’’ მიერ დაბრუნებულ იქნა საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფილი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენლები სარჩელით მოითხოვენ: ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------ის“ სასარგებლოდ შპს ,--–---ს’’ და სს ს----------------------- ,,ა-------------ს’’ სოლიდარულად დაეკისროთ 60 000 ლარისა და 3 211 337 ლარის გადახდა. შპს ,--–---ს’’ დაეკისროს პირგასამტეხლო 164 127.10 ლარის ოდენობით ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------სა’’ და შპს ,--–---ს’’ შორის 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებული საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დაკვეთის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. შპს ,--–---ს’’ დაეკისროს პირგასამტეხლო 345 133.70 ლარის ოდენობით ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------სა’’ და შპს ,--–---ს’’ შორის 2014 წლის 25 თებერვალს კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

16. მოპასუხის შესაგებელი:

 

16.1. მოპასუხე - სს „ა----------------ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თ---–---------------------------ის 2014 წლის 26 დეკემბრის შეტყობინებით მოთხოვნილ იქნა შპს „-–---ის“ მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის, კერძოდ, ავანსად მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვის შესახებ. ბენეფიციარის მოთხოვნის შესახებ ეცნობა პრინციპალს და განესაზღვრა ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. პრინციპალი არ დაეთანხმა ბენეფიციარის მოთხოვნას და განაცხადა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება შეფერხდა ბენეფიციარის ბრალით და მიმდინარეობდა მოლაპარაკება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე. 2015 წლის 26 იანვრის შეტყობინებით თ---–---------------------------მა მიმართა სს „ა----------------ას“ საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების შესახებ. 2015 წლის 13 თებერვლის შეტყობინებით ს-----------------------მ მოსთხოვა მოსარჩელეს მოთხოვნის დაზუსტება, ვინაიდან, პრინციპალის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ შპს „-–---ს“ შესრულებული ჰქონდა 195106.54 ლარის ღირებულების სამუშაო და შეძენილი ჰქონდა 22411.9 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა. გარანტიის პირობების შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა განსაზღვრულიყო შპს „-–---ის“ მიერ გაწეული სამუშაოების და ამ სამუშაოების შესასრულებლად გაწეული სხვა ხარჯების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება სს „ა----------------ის“ მიერ N1-------- წერილის შინაარსის შესახებ. რეალურად, ს-----------------------მ ბენეფიციარს თხოვა მისი მოთხოვნის საგარანტიო პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა და დარღვევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. 2015 წლის 13 თებერვლის N1-------- შეტყობინებით სს „ა----------------ამ“ ბენეფიციარისაგან მოითხოვა მოეხდინა მისი მოთხოვნის დაზუსტება და წარმოედგინა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შპს „-–---ი“ არ დაეთანხმა თ---–---------------------------ის მოთხოვნას და წარუდგინა ავანსის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც დასტურდებოდა, რომ შპს „-–---ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების მიზნით შეძენილ იქნა 73237.6 ლარის ღირებულების მასალები. 2015 წლის 18 თებერვლის N01-206 შეტყობინებით თ---–---------------------------ის მიერ კვლავ მოხდა მოთხოვნის წარმოდგენა საგარანტიო თანხის ანაზღაურების შესახებ, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას არ ახლდა სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. შესაბამისად, სს „ა----------------ის“ მიერ ბენეფიციარის მოთხოვნა მიჩნეულ იქნა საგარანტიო პირობებთან შეუსაბამოდ და 2015 წლის 8 მაისის N1/15-0790 შეტყობინებით თ---–---------------------------ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მისი საგარანტიო პირობებთან შეუსაბამობის გამო. ამასთან, მოთხოვნილ იქნა სადაზღვევო კომპანიის მიერ წინსწრებით გადარიცხული 1 000 000 ლარის მოთხოვნის უფლების დადასტურება ერთი თვის ვადაში, რომლის გადარიცხვის მიზანს წარმოადგენდა საგარანტიო მოთხოვნების შესწავლისა და დარეგულირების პროცესში ფონდის საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება. სადაზღვევო კომპანიის მიერ საგარანტიო შემთხვევის რეგულირების პროცესში დადგინდა, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს შემდეგ გარემოებათა გამო: ბენეფიციარის მიერ მოთხოვნის წარმოდგენის დროისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადა არ იყო გასული. საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხის დაბრუნებას. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ პრინციპალის მიერ ვალდებულებათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არამედ სამუშაოების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ბენეფიციარის ბრალით. მოთხოვნაში არ იყო დადასტურებული პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულბელობის ფაქტი დოკუმენტურად და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა აღნიშნული დოკუმენტი დღემდე არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, სამუშაოთა შესრულება ვერ მოხდა არა პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობით, არამედ ფონდის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობით, რომელიც გულისხმობდა შესაბამისი სამუშაოთა შესასრულებლად გარემოს შექმნას მიმწოდებლისათვის.

 

16.2. მოპასუხე შპს „-–---მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თ---–---------------------------ის 2014 წლის 26 დეკემბრის მოთხოვნის შესახებ ცნობილი გახდა სს „ა----------------ის“ მიერ გაგზავნილი შეტყობინებით. შპს „-–---ი“ არ დაეთანხმა თ---–---------------------------ის მოთხოვნას, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ არ მომხდარა შპს „-–---ისაგან“ ავანსის ხარჯვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ მოთხოვნა, რომლის არსებობის შემთხვევაში კომპანია მოახდენდა დოკუმენტაციის წარდგენას. მისივე მითითებით უსაფუძვლო და არამართლზომიერია ფონდის მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიის მიმართ, ვინაიდან, ბენეფიციარის მოთხოვნაში არ იქნა გათვალისწინებული შპს „-–---ის“ მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სხვა მიზნობრივი ხარჯი, რომელიც წარმოადგენდა საავანსო თანხის შემცირების საფუძველს. 2014 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების შესრულების შეფერხება განხორციელდა შემსრულებლისათვის ხელშემშლელი გარემოებების არსებობის გამო, რის შესახებაც, ინფორმირებული იყო დამკვეთი. აღნიშნულ ობიექტზე მშენებლობის წარმოება აზიანებდა მომიჯნავე ავარიული შენობის კედლებს და ქმნიდა მომიჯნავე შენობაში მცხოვრები მოსახლეობის ქონებისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მოთხოვნილ იქნა პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რის გამოც, ფონდის მიერ მოთხოვნილ იქნა სამუშაოს განხორციელების შეჩერება.

 

სადაზღვევო კომპანიის მიერ განხორციელდა საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების ნაწილობრივ ანაზღაურება. კერძოდ, ქ.თბილისში, ა-----ის ქ.1/23-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განსახორციელებელ სამუშაოების უზრუნველსაყოფად გაცემული ავანსის NF------------ საბანკო გრანტიიდან 760 000 ლარის გადარიცხვა, ხოლო ქ.თბილისში, გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების უზრუნველსაყოფად გაცემული გარანტიებიდან 240 000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული ანგარიშსწორება შპს „-–---ს“ უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან, ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეული იყო ფონდის ინიციატივით და შპს „-–---ის“ მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. თ---–---------------------------ს ეცნობა, რომ ა-----ის ქუჩაზე სამუშაოების წარმოება გამოიწვევდა მომიჯნავე შენობის საყრდენი კედლის ჩამონგრევას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ა-----ის ქ. N21-ში მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა.

 

2014 წლის 9 ოქტომბერს, შპს „-–---მა“ განმეორებით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა სამუშაოების შეჩერების საფუძვლის ახსნა. 2014 წლის 9 ოქტომბერს, თ---–---------------------------ის N01-806 წერილით მოთხოვნილ იქნა 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტა, იმ დასაბუთებით, რომ არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოებები ფონდისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობათა გაგრძელებას გამორიცხავდა და ითხოვდა მიმწოდებლისაგან წერილობით თანხმობას ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული წერილის პასუხად შპს „-–---მა“ 2014 წლის 22 ოქტომბერს წარუდგინა წერილობითი მოსაზრება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და არ დაეთანხმა ფონდის გადაწყვეტილებას.

 

17. შპს „-–---მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა შეგებებული სარჩელით. მოსარჩელემ ითხოვა აღიარებულ იქნეს ა(ა)იპ „თ---–---------------------------ის“ მიერ შპს „-–---თან“ 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებების უკანონოდ შეწყვეტის ფაქტი; ა(ა)იპ „თ---–---------------------------ს“ შპს „-–---ის“ სასარგებლოდ 2014 წლის 25 თებერვლის საცხოვრებელი სახლის სამშნებელო სამუშაოების დაკვეთისა და 2014 წლის 25 თებერვლის კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში დაეკისროს უკანონოდ მოშლით მიყენებული ზიანი - 1 280 037.69 ლარის ოდენობით ანაზღაურება (გაწეული ხარჯი - 872 629,13 ლარი და მიუღებელი შემოსავალი - 407,408.56 ლარი); აღიარებულ იქნეს შპს „-–---ის“ მიერ 2014 წლის 25 თებერვალს ააიპ „თ---–---------------------------სა“ და შპს „-–---ს“ შორის საცხოვრებელი სახლის სამშნებელო სამუშაოების დაკვეთის ხელშეკრულების ფარგლებში 108 750.12 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი.

 

17.1. მოსარჩელის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები: 2014 წლის 25 თებერვალს ააიპ თ---–---------------------------სა და შპს „-–---ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, კერძოდ: 1.„საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დაკვეთის თაობაზე“, რომლის ფარგლებშიც, შპს „-–---მა“ აიღო ვალდებულება ქ.თბილისში, ა-----ის ქ.N1/23-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესახებ, რომელთა ჯამური ფასი შეადგენდა 1 641 271 ლარს, სამუშაოების დასრულების ვადა კი, 2014 წლის 31 დეკემბერი იყო და 2. „კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, შპს „-–---მა“ აიღო ვალდებულება ქ.თბილისში, გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო ქსელების - წყალმომარაგება, გარე განათება, კანალიზაცია და გაზმომარაგების სამუშაოების წარმოების თაობაზე. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 2 321913 ლარს, ხოლო სამუშაოების დასრულების დრო 2014 წლის 31 დეკემბერს. 2014 წლის 2 ივნისს, შპს „-–---სა“ და ააიპ თ---–---------------------------ს შორის განხორციელდა 2014 წლის 25 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილება, რომლითაც გაიზარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯამური ფასი და 3 451 337 ლარი შეადგინა. ხელშეკრულებების ფარგლებში 2014 წლის მარტში, შპს „-–---ი“ შეუდგა სამუშაოების წარმოებას, თუმცა, ორივე ობიექტზე გამოვლინდა ხელშემშლელი გარემოებები, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა ფონდს. ხელშემშლელი გარემოებების გამო, ფონდის მიერ მოთხოვნილ იქნა სამუშაოთა შეჩერება. სს „ა----------------ას“ კი წარედგინა მოთხოვნა საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების მოთხოვნით. შპს „-–---ს“ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მიეთითა მოსახლეობის საპროტესტო აქციები და საჩივრები, ს-----------------------ს კი, საავანსო თანხის ვადაში გამოუყენებლობა და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, რაც არასწორია. დამკვეთის მიერ არ ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება. ამასთან, შპს „-–---ის“ მიერ ავანსად გადაცემული თანხა დახარჯულ იქნა მიზნობრივად.

 

18. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:

 

18.1. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების შეწყვეტა განხორციელდა სამუშაოს წარმოებით გამოწვეული სავალალო შედეგებისა და დამატებითი ხარჯების თავიდან აცილების მიზნით. ააიპ თ---–---------------------------ის მიერ შპს „-–---ისათვის“ გაგზავნილ იქნა N01-484 წერილი, რომლის თანახმადაც, ფონდი ჯერ კიდევ ივლისში თხოვდა კომპანიას, რომ წარმოედგინა სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტები, ანგარიშფაქტურა ან წარმოდგენილ საბანკო გარანტიებისათვის გაეგრძელებიათ ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოეხდინათ ავანსად გაცემული თანხის უკან დაბრუნება.

 

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ააიპ ,,თ---–---------------------------ის” სარჩელი შპს „-–---ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „-–---ის“ ააიპ ,,თ---–---------------------------ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში ა-----ის ქ. N1/23-ში მდებარე მრავალბინიან სახლზე განსახორციელებელი სამუშაოების ფარგლებში ავანსად გაცემული თანხის 60 000 ლარის ანაზღაურება. შპს „-–---ის“ ააიპ ,,თ---–---------------------------ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესრულების მიზნით ავანსად გაცემული თანხის 2 448 187.35 ლარის ანაზღაურება. ააიპ ,,თ---–---------------------------ის” სარჩელი შპს „-–---ის“ მიმართ 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ააიპ ,,თ---–---------------------------ის” სარჩელი სს „არდი დაზრვევას“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

შპს „-–---ის“ შეგებებული სარჩელი ააიპ ,,თ---–---------------------------ის” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: აღიარებულ იქნა შპს „-–---ის“ მიერ 2014 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებების - როგორც ქ. თბილისში ა-----ის ქ. N1/23-ში, ისე ქ. თბილისში გ------–---–ის მოედანზე, სამუშაოთა ნაწილობრივ შესრულების ფაქტი 815370.72 ლარის ფარგლებში (ა-----ის ქ. N1/23-ში - 108 750.12 ლარის ღირებულების + გ------–---–ის მოედანზე 706 620.6 ლარის ღირებულების). ააიპ ,,თ---–---------------------------ს” შპს „-–---ის“ სასარგებლოდ დაეკისრა - ქ. თბილისში ა-----ის ქ. N1/23-ში გაწეული სამუშაოების ღირებულებისა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 117450.12 (შესრულებულ სამუშაოების ღირებულებას 108 750.12 ლარს + მიუღებელი შემოსავალი 8% - 8700 ლარი) ლარის ოდენობით. არ დაკმაყოფილდა შპს „-–---ის“ შეგებებული სარჩელი ააიპ ,,თ---–---------------------------ს” და შპს „-–---ის“ შორის 2014 წლის 25 თებერვალს ქ.თბილისში ა-----ის ქ. N1/23-ში მდებარე მრავალბინიან სახლზე განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ და ქ. თბილისში გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესახებ დადებული ხელშეკრულებების უკანონოდ შეწყვეტის აღიარების მოთხოვნის ნაწილში. (იხ.გადაწყვეტილება)

 

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ააიპ ,,თ---–---------------------------მა”. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

20.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ შესაბამისი მტკიცებულებების მითითებისა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე დაადგინა სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომას ადგილი არ ჰქონია შემდეგი გარემოებების გამო: ააიპ ,,თ---–---------------------------ის” მიერ გარანტს მოთხოვნა წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე, რასაც თავად სასამართლო მიიჩნევს დადგენილად. შპს „ლეგისის“ მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებების შესრულება ვერ განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. შპს „-–---მა“ ფონდის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ვერ უზრუნველყო ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებლი დოკუმენტების მიწოდება. სასამართლო თავად ადგენს, რომ სახეზე არ არის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტის ფაქტი და რომ, გამართლებული იყო ხელშეკრულების მოშლა. ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებით განმარატვას, რომ მას მართლზომიერი ხასიათი გააჩნდა და ხელშეკრულების მოშლის განმაპირობებელი გარემოება წარმოიშვა ორივე მხარისგან დამოუკიდებლად. სასამართლომ დააკამყოფილა ააიპ ,,თ---–---------------------------ის” სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ავანსად გაცემული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ შპს „-–---ს“ არ ჰქონდა შესრულებული 60 000 ლარისა და 2 448 187.35 ლარის ღირებულების სამუშაო, რის გამოც ავანსად აღებული თანხების დაუბრუნებლობით სახეზე იყო მისი უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი. სს „ა----------------ის“ მიერ თავად იქნა განხორციელბული ნაწილობრივი საგარანტიო ანაზღაურება #F------------ საბანკო გარანტიის ფარგლებში შემდეგი თანმიმდევრობით: 2015 წლის 16 თებერვალს - 260 000 ლარი; 2015 წლის 25 თებერვალს - 150 000 ლარი; 2015 წლის 19 მარტს - 50 000 ლარი და 2015 წლის 1 აპრილს - 300 000 ლარი. აღნიშნულ შემთხვევაში, სს „ა----------------ას“ არანაირი პრეტენზია არ ჰქონია იმასთან დაკავშირებით, რომ ააიპ ,,თ---–---------------------------ის” მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ იყო შესაბამისობაში გარანტიის პირობებთან. სს „ა----------------ამ“ ზემოაღნიშნული საგარანტიო ანაზღაურების განხორცილებით თავად დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის ნორმა, რომლის თანახმად „ გარანტმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“. გარანტმა არათუ უარი განაცხადა ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, არამედ შეასრულა საავანსო ანგარიშსწორებით ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ. ვალდებულების გარკვეული ნაწილის შესრულებისას 887-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო იმავე სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დარჩენილი ნაწილის შეუსრულებლობისას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ადგილი ჰქონდა მითითებული პირობების არსებობისას. გაურკვეველია თუ რომელ ნორმაზე დაყრდნობით გაანთავისუფლა სასამართლომ სს „ა----------------ა“ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან, როდესაც თავად სს „ა----------------ას“ აქვს გარკვეულ ეტაპზე ნაღიარები ვალდებულების არსებობა და ნაწილობრივ შესრულებაც აქვს განხორცილებული, ამასთან თავად სასამართლო ადგენს, რომ შპს „-–---ის“ მიერ 60 000 ლარის და 2 448 187.35 ლარის სამუშაო არ იქნა შესრულებული. შესაბამისად, გაურკვეველია თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებით უნდა დადასტურდეს შეუსრულებლობის ფაქტი. სასამართლო გვერდს უვლის ფონდის მიერ წარმოდგენილ არაერთ მტკიცებულებას, კერძოდ, მოთხოვნის წერილებს, სადაც ნათლად არის მითითებული, თუ რა ოდენობის თანხის დაბრუნებას ითხოვს ფონდი, რაც შპს „-–---ის“ მიერ ავანსად იქნა მიღებული ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის სახსრებიდან, მიზნობრივად ვერ იქნა გამოყენებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და რეალურად 3 წლის განმავლობაში გრძელდება მისი უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი. შესაბამისად, სასამართლომ უარი თქვა რა ააიპ ,,თ---–---------------------------ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე სს „ა----------------ის“ წინააღმდეგ, ფაქტიურად უგულებელყო საბანკო გარანტიის ძირითადი არსი, რაც უზრუნველყოფს ავანსად ჩარიცხული თანხის დაცულობას და მის მიზნობრივად ხარჯვას.

 

20.2. აპელანტის განმარტებით, შპს „-–---სა“ და ააიპ ,,თ---–---------------------------ს” შორის 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებული საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დაკვეთის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის საფუძველზე: „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ჯამური ფასის 10 %-ისა“. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს „-–---ის“ მიერ ადგილი არ ჰქონია არც ვალდებულების შეუსრულებლობას და არც არაჯეროვნად შესრულებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის თავად სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომლის თანახმად შპს „-–---ს“ ააიპ ,,თ---–---------------------------ის” სასარგებლოდ დაეკისრა ავანსად აღებული თანხების უკან დაბრუნება. შპს „-–---“ ხელშეკრულების შეწყვეტისა და ავანსის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის მიღებისთანავე უნდა დაებრუნებინა ავანსად მიღებული თანხა ააიპ ,,თ---–---------------------------ისათვის”, თუმცა ფონდის არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, შპს „-–---ი“ დღემდე თავს არიდებს საკუთარი ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, შპს „-–---ს“ აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება იმ დროიდან, როდესაც ავანსად აღებული თანხა უნდა ყოფილიყო დადგენილი წესით დაბრუნებული ფონდისთვის. სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარეთა შეთანხმება ანგარიშწორებასთან დაკავშირებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დაადასტურებდა მხარის მიერ ვალდებულების შესრულებას და რაც გახდებოდა ფონდის მიერ ანაზღაურების განხორციელების საფუძველი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ანაზღაურების წესი, რომლებზეც მხარეები თავისუფალი ნების გამოხატვის პირობებში შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმების გზით და დააკმაყოფილა შპს „-–---ის“ სარჩელი სამუშაოთა შესრულების ნაწილში, მაშინ როდესაც წარმოდგენილი დოკუმენტებით სამუშაოთა შესრულების ფაქტი არ დასტურდება და არც ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მხარისათვის თანხის ანაზღაურებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

21. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

22. მოცემულ შემთხვევაში ძირითადი სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ავანსად გადახდილი თანხის, საბანკო გარანტიის და პირგასამტეხლოს დაკისრება ხოლო შეგებებული სარჩელის დავის საგანს - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაწილობრივ შესრულებულად აღიარება, ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ აღიარება, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნების დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 636-ე, 879-ე, 885-ე, 887-ე მუხლები.

 

უდავოა რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს („ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.“ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებული (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი ძირითადად მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629 - 656-ე მუხლებით. სსკ 636-ე მუხლის მიხედვით „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ეს ნორმა შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის მიხედვითაც უმეტეს შემთხვევაში შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს (მაგ. 399-ე მუხლი), რადგანაც ნარდობა არ არის გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობა. ან კიდევ დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა იგი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.

 

23. აღნიშნულ მოთხოვნებთან მიმართებით პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტებს:

 

23.1. 2014 წლის 25 თებერვალს, ა(ა)იპ „თ---–---------------------------სა“ და შპს „-–---ს“ შორის გაფორმდა საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დაკვეთის თაობაზე ხელშეკრულება. სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებდა ქ.თბილისში, ა-----ის ქ.N1/23-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განსახორციელებელ სამუშაოებს, ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილების - შპს „ა-----------------------ის“ მიერ მომზადებული დეტალური მუშა პროექტის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნით რეკომენდირებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. იმავე დღეს, 2014 წლის 25 თებერვალს, ა(ა)იპ „თ---–---------------------------სა“ და შპს „-–---ს“ შორის გაფორმდა კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის თაობაზე ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოებს წარმოადგენდა ქ.თბილისში, გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო ქსელების წყალმომარაგება, გარე განათება, კანალიზაცია, გაზმომარაგება მოწყობის, ასევე, საინჟინრო გარე ქსელების ტრანშეის კედლების გამაგრების სამუშაოები.

 

23.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 16 ნოემბრის დასკვნის თანახმად ა(ა)იპ თ---–---------------------------ის დაკვეთით შპს „-–---ის“ მიერ ა-----ის ქ.N1/23-ში განხორციელდა 108750.12 ლარის ღირებულების სამუშაოები.

 

23.3. ა(ა)იპ თ---–---------------------------ის დაკვეთით შპს „-–---ის“ მიერ 2014 წლის 25 თებერვლის გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ იქნა 706 620,6 ლარის ღირებულების სამუშაო. კერძოდ, შპს „-–---მა“ სამუშაოების შესასრულებლად 30.07.2014 წელს გააფორმა ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან შპს „ს---–----სთან“ ბურღვითი სამუშაოების შესრულების შესახებ, სადაც სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 174 612.91ლარი, (ტ.2, ს.ფ. 174-180), ი.მ. ნ-------------–---–ისთვის 01.08.2014წ. სამშენებლო მასალების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებისათვის - 16 351 ლარი, (ტ.2, ს.ფ. 182-184, 219), დასაქმებული იქნა 5 თანამშრომელი, რომელთა სახელფასო ანაზღაურებამ საბანკო ამონაწერით დაფიქსირებული ჩარიცხვების შესაბამისად შეადგინა - 38 700 ლარი, საქონლის ღირებულება - 487 725.99 ლარი, (საბანკო ამონაწერები და სასაქონლო ზედნადებები, ტ.2; ს.ფ 187-231), საგზაო პროექტი, რომელზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 1000 ლარი, (საბანკო ამონაწერი ტ.2, ს.ფ. 202), გაზიფიკაციის პროექტის ღირებულება - 250 ლარი (საბანკო ამონაწერი ტ.2, ს.ფ. 217), შპს „ხ-------------------------“-ისთვის გადახდილია 53 650 ლარი, (საბანკო ამონაწერი ტ.2, ს.ფ. 225,229)

 

23.4. 2014 წლის 22 აგვისტოს წერილით, შპს „-–---მა“ ა(ა)იპ „თ---–---------------------------ს“ აცნობა, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ ხერხდება სამუშაოების შესრულება, კერძოდ, გ------–---–ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სახლები დღესაც ავარიულ მდგომარეობაშია და იქ მცხოვრები მოსახლეობა უარს ამბობს ნებისმიერი მოქმედების განხორციელებაზე. წერილში, ასევე აღნიშნულია, რომ ადგილი აქვს 2014 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეფერხებას, რომელიც გამოწვეულია მენარდისგან დამოუკიდებელი მიზეზებით და შპს „-–---მა“ ა(ა)იპ „თ---–---------------------------ს“ დახმარების გაწევა მოსთხოვა. თავის მხრივ, ა(ა)იპ „თ---–---------------------------მა“ 2014 წლის 22 აგვისტოს წერილის პასუხად, 2014 წლის 9 ოქტომბერს განუმარტა, რომ მოსახლეობის მიერ არაერთგზის ჩატარებულ იქნა საპროტესტო აქციები, სამშენებლო, სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობის სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით ფონდმა მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოების შესახებ და ქ.თბილისში, ა-----ის ქ.N1/23-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესახებ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ფონდისაგან დამოუკიდებლად არსებული დამაბრკოლებელი გარემოებების გამო უნდა შეწყვეტილიყო. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 22 ოქტომბრის შპს „-–---ის“ წერილით კი (იხ. ტ.2; ს.ფ 153-159), ირკვევა, რომ მას ფონდის შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩაბარდა 2014 წლის 13 ოქტომბერს.

 

24. პალატა განმარტავს რომ ვინაიდან მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრუკლება შეწყდა სსკ 636-ე მუხლის თანამხად მენარდეს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულებული სამუშაოსა და ზიანის ანაზღაურება.

 

ამდენად, პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ, ა(ა)იპ თ---–---------------------------ის დაკვეთით შპს „-–---ის“ მიერ ა-----ის ქ.N1/23-ში განხორციელდა 108750.12 ლარის ღირებულების სამუშაოები. ავანსის სახით გაცემული იყოს 820 000 ლარი, ასევე უდავოა რომ ა----------------ამ საბანკო გარამტიის ფარგლებში გადაიხადა 760 000 ლარი, შესაბამისად პალატა მიიჩნევს რომ, თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია მენარდისათვის 60 000 ლარის დაკისრების ნაწილში და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს.

 

პალატა დადაგენილად მიიჩნევს რომ, გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ იქნა 706 620,6 ლარის ღირებულების სამუშაოები, სამუშაოები. ავანსის სახით გაცემული იყოს 3 451 337 ლარი, ლარი, ასევე უდავოა რომ ა----------------ამ საბანკო გარამტიის ფარგლებში გადაიხადა 240 000 ლარი, შესაბამისად პალატას მიაჩნია რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორად გამოაკლო შესრულებული სამუშაოს ღირებულება საავანსო თანხას. 25. პალატას მიაჩნია რომ შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს როგორც შესრულებული სამუშაოს ღირებულება ასევე ზიანი. დადგენილია რომ მენარდეს სადავო ხელშეკრულებების შესრულებიდან უნდა მიეღო მოგება შესრულებული 8 პროცენტი. დადენილია რომ, მენარდემ განახორციელა 108 750.12 და 706.620.6 ლარის სამუშაოები, შესაბამისად მას უფლება აქვს მიიღოს შესრულებული სამუშაოს 8 პროცენტი. გარდა ზემოაღნიშნულისა პალატა განმარტავს შემდეგს: სსკ -ის 636-ე მუხლი სახელშეკრულებო სამართალში ე.წ. საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც შემკვეთს ნებისმიერ დროს, უპირობოდ ანიჭებს უფლებას ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო თავის არაერთ გადაწყვწეტილებაში განმარტავს, რომ „ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან ამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუსგ # ას-697-663-2015, 15.12. 2015). ამ თვალსაზრისით საგულისხმოა გერმანული სამოქალაქო კოდექსის /BGB; შემდეგში - გსკ/ 649-ე პარაგრაფის შინაარსი, რომლის ანალოგია ქართული სსკ-ის 636-ე მუხლი. გსკ-ის 649-ე პარაგრაფი ადგენს შემკვეთის უფლებას მოშალოს ნარდობის ხელშეკრულება „1. შემკვეთს შეუძლია ნაკეთობის დასრულებამდე, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება. 2. თუ შემკვეთი მოშლის ხელშეკრულებას, მენარდე უფლებამოსილია მოითხოვოს შეთანხმებული საზღაური; თუმცა ამ საზღაურს გამოაკლდება ის ხარჯები, რაც მან დაზოგა ხელშეკრულების გაუქმებით ან მუშახელის სხვა ობიექტზე დასაქმებით, ან იმ შემთხვევაში, თუ ის ბოროტი განზრახვით არ შეეცდება ამის გაკეთებას. 3. ივარაუდება, რომ მენარდეს ეკუთვნის სამუშაოს შეუსრულებელი ნაწილისთვის, გათვალისწინებული საზღაურის 5%“. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის ძირითადი სამართლებრივი შედეგია ხელშეკრულების მომშლელი შემკვეთის ვალდებულება, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ დანაწესის მიზანია, რომ მენარდეს არ მიადგეს ზიანი ხელშეკრულების მოშლით, უნდა მოხდეს შემკვეთისა და მენარდის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების დაბალანსება. შემკვეთის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შედეგად მენარდემ არ უნდა მიიღოს არც სარგებელი და არც - ზიანი. გერმანული კანონით მხარეთა ინტერესების გასაწონასწორებლად დადგენილია შემკვეთის ვალდებულება შეუსრულებელი სამუშაოების 5% აუნაზღაუროს მენარდეს იმ ანაზღაურებიდან, რაც ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა. გერმანულ სასამართლო პრაქტიკაში სამშენებლო (ნარდობის) ხელშეკრულების მოშლის შედეგად შეუსრულებელი სამუშაოებისთვის საზღაურის გადახდა გამოიანგარიშება მხოლოდ ხელშეკრულების შედეგად შეთანხმებული შესრულებებისა და ამ შესრულებების შესაბამისად შეთანხმებული საზღაურიდან, შესაბამისად, განცალკევებით არ გამოითვლება მენარდის მიერ მისაღები მოგების ოდენობა. (იხ სუსგ საქმე -717-670-2017)

 

26. თავდაპირველი მოსარჩელე ააიპ ,,თ---–---------------------------ი-”ს სარჩელი მიმართულია ასევე სს „ა----------------ა“ს მიმართ და ითხოვს თანხის სოლიდარულად დაკისრებას შპს „-–---ს“-თან ერთად სს „ა----------------ი“-სათვის. აღნიშნულზე პალატა განმარტავს შემდეგს:

 

26.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 08.01.2015 წლის წერილით შპს „-–---ს“ ეცნობა, რომ, როგორც 2014 წლის 26 ნოემბრის წერილებით არის მათთვის ცნობილი (ა)იპ „თ---–---------------------------ასა“ და შპს „-–---ის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა ამოიწურა 2014 წლის 31 დეკემბერს. ს----------------------- ა-------------ისგან გამოთხოვილი იქნა ავანისის უზრუნველყოფის გარანტიები 820 000 და 3 451 337 ლარის ოდენობით (სულ 4 271 337 ლარი), რომლის ფონდისთვის უმოკლეს ვადებში დაბრუნებაზეც ს-----------------------ს და შპს „-–---ის“ სოლიდარული პასუხისმგებლობა აკისრიათ. (ტ. 1. ს.ფ. 45), 25.07.2014 წლის შპს „-–---ს“ ეცნობა, რომ არაუგვიანეს 2014 წლის 29 ივლისისა წარადგინოს სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტები, ანგარიშფაქტურა ან წარმოდგენილ საბანკო გარანტიებს გაუგრძელდეთ ვადა 2015 წლის 1 თებერვლამდე ან უზრუნველყოთ ავანსის სახით მიღებული თანხის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე მიმართავენ გარანტს და ითხოვენ ავანსის სახით გაცემული თანხის დაბრუნებას. (ტ.1, ს.ფ.76)

 

26.2. 26.01.2015 წლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წერილით ს----------------------- ა-------------ს ეცნობა, რომ პრინციპალმა დაარღვია კონტრაქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ავანსად გადახდილი თანხა 3 451 337 ლარი და 820 000 ლარი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (31.12.2014წელი) არ გამოიყენა ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯებისათვის, შესაბამისად ვერ უზრუნველყო აღნიშნული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების მიწოდება. აღნიშნული წერილის საფუძველზე ს----------------------- არდის მიეცა დამატებით გონივრული ვადა 2015 წლის 10 თებერვლამდე ნაკისრი ვალდებულებების სრულად დასაფარად. კერძოდ, გარანტიით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის 3 451 337 ლარისა და 820 000 ლარის ჩასარიცხად ა (ა)იპ „თ---–---------------------------ის“ ანგარიშზე. (ტ. 1, ს.ფ. 46-47)

 

26.3. 26.02.2015 წელს წერილის პასუხად, 13.02.2015 ა----------------ამ ა(ა)იპ თ---–---------------------------ს აცნობა, რომ პრინციპალი არ დაეთანხმა ბენეფიციარის მოთხოვნას და აცნობათ, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბენეფიციართან 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები შეჩერებული იყო დამკვეთის მოთხოვნით, შესაბამისად, მისი შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. შპს „-–---ის“ მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული იქნა - 195 106.54 ლარის სამუშაოები და შეძენილი იქნა 22 411.9 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა. საბანკო გარანტიის მე-3 პუნქტის მიხედვით, „გარანტიის თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდების და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. აღნიშნულის საფუძველზე ითხოვა დაზუსტება, შპს „-–---ის“ მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე და დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, ამასთან განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეხდინა საგარანტიო შემთხვევის რეგულირება.

 

26.4. თბილისის გ-----------ის მერიის 2015 წლის 18 თებერვლის წერილით ს----------------------- ა-------------ს ეცნობა, რომ 2014 წლის 25 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადებში, კონტრაქტორმა, შპს „-–---იმ“ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, ავანსად გადახდილი თანხა არ გამოიყენა ობიექტზე განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯებისათვის, შესაბამისად, ვერ უზრუნველყო აღნიშნული ხარჯების დამადასტუებელი დოკუმენებტის მიწოდება. აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლ;ებში შპს „-–---ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის მიერ ფონდში დღემდე არ არის წარდგენილი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ფორმა 2-ები), რომლის თაობაზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ შესრულებული შესაბამისი დასკვნის შემდგომ, ფონდს მიეცემა სამართლებრივი საფუძველი მიიღოს შესრულებული სამუშაოები. აქვე აღნიშნა, რომ ა(ა)იპ თ---–---------------------------ი გამოთქვამს მზადყოფნას განიხილოს აღნიშნული საკითხი, თუმცა ეს არ ათავისუფლებს გარანტს საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულებებისგან. კერძოდ, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო ბენეფიციარისთვის თანხის ანაზღაურებისგან.

 

26.5. საქმეში წარმოდგენილი საბანკო გარანტიების მეორე პუნქტით, ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნაში უნდა აღინიშნოს პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტი და მოთხოვნის (ზარალის) ოდენობა, ასევე მას თან უნდა დაერთოს აღნიშნული ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. (ტ.1; ს.ფ. 64-75)

 

ზემოაღნიშნული ა(ა)იპ „თ---–---------------------------ის“ წერილებით, დგინდება, რომ მოთხოვნას თან არ ახლდა ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სს „ა----------------ას“ გააჩნდა უფლებამოსილება უარი ეთქვა ბენეფიციარისათვის საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველის მიხედვით, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ.

 

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის Nას-781-996-08 გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: „საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი)“. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენის ფორმაზე, კერძოდ, რომ საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. აღნიშნული ნორმა ავსებს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“. „გარანტის სამსახური იმაში გამოიხატება, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა ბენეფიციარს გადაუხადოს პრინციპალის მიერ სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობისას. სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას“. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარანტიის სახისა, სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას, ხოლო იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი სათანადო შესრულებად მიიჩნევს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას. (სუსგ ას-161-151-2015)

 

პალატა მიიჩნევს, სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი და სს „ა----------------ას“ გააჩნდა უფლებამოსილება უარი ეთქვა ბენეფიციარისათვის საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე,28. გარდა აღნიშნულისა, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს აპელანტის განმარტებას სს „ა----------------ის“ სოლიდარულად ვალდებულ პირად მიჩნევასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის თანახმად „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“. საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულად ვალდებულებას, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას აძლევს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გარანტს წერილობით მიმართოს, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (სუსგ №ას-1038-999-2016, 2017 წლის 1 თებერვალი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (სუსგ №ას-562-871-09, 2009 წლის 20 ოქტომბერი; სუსგ №ას-782-739-2015, 2015 წლის 19 ოქტომბერი; სუსგ №ას-781-996-08, 2009 წლის 17 მარტი). საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. (სუსგ №ას-1778-2018)

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 25 თებერვალს ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------ისა’’ და შპს ,--–---ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. თბილისში, ა-----ის ქ. №1/23-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სამუშაოების თაობაზე. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 21 მარტს ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------ის’’ მიერ შპს ,--–---ისათვის’’ საავანსო ანგარიშსწორების სახით გაცემულ იქნა 820 000 ლარი, რომლის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 20 მარტს ს----------------------- ,,ა-------------ის’’ მიერ გაცემულ იქნა საბანკო გარანტია F------------ და მისი მოქმედების ვადა შეადგენდა 2014 წლის 20 მარტიდან - 2014 წლის 31 მარტამდე პერიოდს. ს----------------------- ,,ა-------------ის’’ მიერ 2014 წლის 20 მარტს გაცემული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2014 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 იანვრამდე. 2014 წლის 25 თებერვალს ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------სა’’ და შპს ,--–---ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე. სამუშაოების ჯამურ ფასს შეადგენდა 3 451 337 ლარი, ხოლო სამუშაოების შესრულების საბოლოო ვადა იყო 2014 წლის 31 დეკემბერი. ა(ა)იპ ,,თ---–---------------------------ის’’ მიერ მხარეთა შორის 2014 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში სხვადასხვა დროს გაცემულ იქნა საავანსო თანხები ჯამში 3 451 337 ლარის ოდენობით.

 

საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. მის არააქცესორულ ბუნებას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლი: საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

პალატა საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა რისკების თავიდან აცილებას. რისკების შესამცირებლად გამოიყენება სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებები. აქცესორული უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების დროს (მაგ.: თავდებობა) შესაძლებელია კრედიტორის წინააღმდეგ ყველა იმ შესაგებლის წარდგენა, რაც მოვალეს აქვს. ეს კი კრედიტორისათვის ნიშნავს ისეთ სასამართლო პროცესში ჩაბმას, რომელსაც მისთვის დიდი რისკი და უხერხულობა ახლავს, რადგან საკითხი ეხება სხვა პირის (პირადი მოვალე) მხრიდან ვალდებულების შესრულება-არშესრულების, არაჯეროვანი შესრულების საკითხების კვლევას. სწორედ ამგვარი სიძნელეების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა დამოუკიდებელი გარანტიების ინსტიტუტი, რომელთაც ძირითადად გასცემენ ფინანსურად ისეთი საიმედო და მდგრადი ინსტიტუტები, როგორიცაა ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. დამოუკიდებელი გარანტიების რეგულირების კუთხით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი უნიფიცირებული წესები მოთხოვნამდე გარანტიებზე, ე.წ. პუბლიკაცია №458 (ICC Guiding Rules for Demand Guarantees URDG 758), რომლის მე-2 მუხლი ასევე განსაზღვრავს მის არააქცესორულ ბუნებას.

 

თუმცა, მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ: 1) ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს; 2) მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. როგორც ზემოთ აღნიშნა, ა(ა)იპ „თ---–---------------------------ის“ მოთხოვნას თან არ ერთვოდა ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები.

 

29. პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას სოლიდარული ვალდებულები არსებობს შესახებ და განმარტავს შემდეგს: სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, თითეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ვალდებულება. სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც.

 

ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ - „გარე“ და „შიდა“ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებად და მოვალეობებად. „გარე“ ურთიერთობა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს ვალდებულების მეორე მხარის მიმართ გააჩნია. რაც შეეხება შიდა ურთიერთობას, იგი ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს მოიცავს ერთმანეთთან მიმართებაში. როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში. განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად ჰქონდეთ დარეგულირებული. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური. სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ ვინ რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი. წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. ნორმის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

 

პალატა მიუთითებს, რომ სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა.კანონის საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების შემთხვევები სამოქალაქო კოდექსში საკმაოდ მრავლადაა. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ზიანის დადგომაში მონაწილე პირების სოლიდარულ პასუხისმგებლობას აწესებს. განსაკუთრებით ხშირია კანონისმიერი საფუძვლები საკორპორაციო სამართალში. მაგალითად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს) პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების (კს) პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები), მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ საზოგადოების ვალდებულებისათვის სოლიდარულად. ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის თანახმად, საწარმოს დაფუძნებამდე საწარმოს სახელით მოქმედ პირებსა და საწარმოს დამფუძნებლებს.(იხ სუსგ საქმე ას-1172-2018)

 

პალატას საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არ წარმოშობილა, სსკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულება. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე არ დასტურდება აღნიშნული ნორმით დადგენილი საფუძვლის არსებობა, როგორიცაა კანონიდან ან ვალდებულების საგნის განუყოფლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა; სახეზე არ არის არც ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს ააიპ ,,თ---–---------------------------ის” მოთხოვნას სს „ა----------------ის“ სოლიდარულად ვალდებულ პირად მიჩნევასთან დაკავშირებით.

 

30. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შპს „ლეგისის“ მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებების შესრულება ვერ განხორციელდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. შპს „-–---მა“ ფონდის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ვერ უზრუნველყო ობიექტზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებლი დოკუმენტების, მიღება-ჩაბარების აქტების მიწოდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებსა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, კანონის რომელიმე დანაწესი ვალდებულების შესრულებულად მიჩნევას იმპერატიულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას არ უკავშირებს. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სხვა მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება (იხ. სუსგ 1.12.2011, საქმე №ას-3232-307-2011; სუსგ 29.09.2017წ. საქმე №ას-939-879-2017, საქმე №ას-614-2019)

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასვნის, 2014 წლის 1 აგვისტოს სამშენებლო მასალების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების, საგადახდო დავალებების და საბანკო ამონაწერის საფუძველზე ა(ა)იპ თ---–---------------------------ის დაკვეთით შპს „-–---ის“ მიერ ა-----ის ქ.N1/23-ში განხორციელდა 108750.12 ლარის ღირებულების და გ------–---–ის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობისა და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის თაობაზე ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ იქნა 706 620,6 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, პალატას მიაჩნია რომ არ არსებობს ვალდებულების დარღვევისათვის სანქციის, პირგასამტეხლოს გამოყენების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

31. საპროცესო ხარჯები

 

31. 1. აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

 

32.2. საადვოკატო მომსახურების ხარჯებთან დაკავშირებით პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლს, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. პალატა განმარტავს რომ, ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს ქონებრივ დავებში დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს, ხოლო არაქონებრივ დავებში არაუმეტეს 2000 ლარს, რაც წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. ამდენად, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ საჩივარი no. 71503/01). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. პალატას მიაჩნია რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე გონივრულ და სამართლიან ოდენობას შეადგენს მოპასუხისათვის 5000 ლარის დაკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ააიპ ,,თ---–---------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

3. ააიპ ,,თ---–---------------------------ი“- ს დაეკისროს სს “ა----------------ა“-ს სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზრაურება 5000 ლარის ოდენობით

 

4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლე: ოთარ სიჭინავა

 

მიხეილ გოგიშვილი