მუხლი 462. სოლიდარული კრედიტორის მოვალეობა დანარჩენი სოლიდარული კრედიტორების წინაშე
1. სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი.
2. სოლიდარულ კრედიტორებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის სხვა რამ არ არის დადგენილი.
თავი მეორე
სოლიდარული მოვალეე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(14)
საქმე №ას-1312-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2023
…ფარგლებში, მოვალეებს ეკისრებოდათ კრედიტორის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება. 10.3. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია მოპასუხეთათვის ვალდებულების სოლიდარულად დაკისრების შესახებ, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 462-ე, 463-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, მოვალეებს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული წილის ოდენობით…
საქმე №ას-430-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2019
…იძულებითი აღსრულების მექანიზმები გამოიყენოს, 992-ე მუხლით გათვალისწინებული უმთავრესი წინაპირობა - ზიანი სახეზე ვერ იქნება. 30. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ნასყიდობის თანხის სოლიდარულად დაკისრებასთან დაკავშირებით, სსკ-ის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით…
საქმე №ას-1172-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
…რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი. 48. წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის…
…შესაბამისად, ამ ნაწილში მათ ზიანი არ განუცდიათ. დარჩენილ თანხასთან დაკავშირებით, მოსარჩელეებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტეს, რომ გაიღეს წილობრივად, ნახევარ-ნახევარი, რის გამოც პალატამ მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა, სსკ-ის 462-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წილთა თანაბრობას შეთანხმებით გადაუხვიეს. 18.2. პალატამ საბოლოოდ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი თანხიდან პირველი…