გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2019
საქმის ნომერი
330210117001802958
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/4158-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 20-9 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - ლი-–----------ი

წარმომადგენლები - თა-----------–-–---–ი, ლა-–--------–-–---–ი

მოპასუხეები - ნე---------------ე, კო-------–---–ი, ირ---–---------ე, სო--------------ე

წარმომადგენელი - გრ-----–------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. ნე---------------ისა და კო-------–---–ისათვის ლი-–----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად 300 000 აშშ დოლარის დაკისრება.

 

1.2. 20-6 წლის 24 ნოემბერს ერთი მხრივ, ნე---------------ესა და მეორე მხრივ, ირ---–---------ესა და სო--------------ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა - უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა ნი----–---------–--ე, N7-, სართული 2, ბინა N5-, ფართი: 211 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-.1-.1-.0--.0-9.0-.05- და აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში ნე---------------ის სახელზე აღრიცხვა.

 

1.3. 20-6 წლის 24 ნოემბერს ერთი მხრივ, ნე---------------ესა და მეორე მხრივ, ირ---–---------ესა და სო--------------ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა - უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, სოფელი ტა------–ა, ტა------–ას ქუჩა N3, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №8-.0-.9-.1-- და აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში ნე---------------ის სახელზე აღრიცხვა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოპასუხეებიდან ნესტორ, ირაკლი და სო--------------ეები ლი-–----------ის ოჯახის ახლობლები არიან და მათ წლების განმავლობაში კარგი ურთიერთობა აკავშირებდათ. ნე---------------ემ მოსარჩელეს გააცნო თავისი ბიზნესპარტნიორი კო-------–---–ი და თხოვა თავისი სახელით ბანკიდან აეღო კრედიტი და სესხად მიეცა მათთვის თურქეთში ბიზნესის დასაწყებად. ლი-–----------მა 20-0-20-1 წწ. სს ,,პროკრედიტ ბანკი“-დან აიღო სესხი ორ ტრანშად, სულ 400 000 აშშ დოლარის ოდენობით და ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ასესხა მოპასუხეებს. მოპასუხეები მოსარჩელეს დაპირდნენ, რომ ბანკის კრედიტს თვითონ დაფარავდნენ, თუმცა მათ ეს პირობა არ შეასრულეს. სესხის მხოლოდ ნაწილი დაფარეს, რის გამოც ლი-–----------ი იძულებული გახდა გაესხვისებინა თავისი, ასევე ქალიშვილის ნინო ასათიანის საკუთრებაში არსებული რამდენიმე უძრავი ქონება და ამ გზით თავად დაფარა ბანკის კრედიტი. მოგვიანებით, 20-6 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებით მოპასუხეებმა წერილობით აღიარეს, რომ ლი-–----------მა, როგორც გამსესხებელმა, ნე---------------ეს და კო-------–---–ს, როგორც მსესხებელ ფიზიკურ პირებს, საერთო საქმიანი ინტერესებიდან გამომდინარე ეტაპობრივად სესხად გადასცა თანხები, საიდანაც მათ მსესხებელს სესხი მხოლოდ ნაწილობრივ დაუბრუნეს. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეებს ნე---------------ესა და კო-------–---–ს მოსარჩელის მიმართ დარჩენილი ვალი, სულ 300 000 აშშ დოლარი, აღიარებული აქვთ სოლიდარულად.

 

მიუხედავად იმისა, რომ 20-6 წლის 19 დეკემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებით ფულადი ვალდებულება მოპასუხეებს უნდა შეესრულებინათ მისი დადებიდან 21 თვეში, 20-8 წლის 19 სექტემბრამდე, ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოსარჩელე მოპასუხეებთან 20-6 წლის აგვისტოდან ადვოკატის დახმარებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს ვალის აღიარების თაობაზე. სწორედ ამ პერიოდში, ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე რამდენიმე დღით ადრე, ნე---------------ემ მის სახელზე არსებული ორი ერთეული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადააფორმა მოჩვენებით შვილების - ირაკლი და სო--------------ეების სახელზე, მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. დასაჩუქრებულებისათვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების თაობაზე. მოპასუხეები - მამა და შვილები, ერთად ცხოვრობენ თბილისში, ნ. ყიფშიძის 7-, ბინა 5--ში. შვილებმა ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც იცოდნენ მოსარჩელის მიმართ მამის, ნე---------------ის ფულადი ვალდებულების არსებობის თაობაზე. მოპასუხეებს გარდა ახლო ნათესაური კავშირისა, ასევე აქვთ ერთობლივი ბიზნესი და ერთად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ფაქტები მათთვის კარგადაა ცნობილი.

 

(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი III, ს.ფ. 3-12, მოისმინეთ 20-9 წლის 12 ივნისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა ნე---------------ემ, ირ---–---------ემ და სო--------------ემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით სარჩელი არ ცნეს დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო.

 

მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, სასეხო ურთიერთობები მოსარჩელესა და მოპასუხე ნე---------------ეს შორის არ არსებობდა, ფულადი თანხა მოსარჩელეს მისთვის ან დანარჩენი მოპასუხეებისათვის სესხის სახით არ გადაუცია. თუკი მოსარჩელისაგან რაიმე სახის ფულადი თანხის მობილიზებას ჰქონდა ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგი შესაძლოა მიმართული იყო იმ საერთო საქმეში/ბიზნესში, რომლის უშუალო მონაწილეც იყო თავად მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენს შპს ,,კო--ი ინ------ს“ მოწილეს - 18,8% წილის ოდენობით. სხვა მხრივ კი მოსარჩელეს ნე---------------ისათვის ფულადი თანხა არც სესხის და არც სხვა თანხის უკანდაბრუნებითი ხასიათის მქონე ვალდებულების ფორმით არ მიუცია და არც არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

რაც შეეხება 20-6 წლის 19 დეკემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებას, მოპასუხეები თვლიან, რომ აღნიშნული დოკუმენტი შედგენილია საქართველოს კანონმდებლობით/სასამართლო პრაქტიკით დადგენილი მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, რის გამოც არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებისა. მოპასუხეები საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-3 წლის 08 ნოემბრის Nას-392-371-20-3 გადაწყვეტილებაზე და სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე მითითებით განმარტავენ, რომ ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როცა ე.წ. ,,ვალის აღიარების“ წერილობითი დოკუმენტით მონაწილე მხარეები უკვე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი (მხარეები მიუთითებენ ძველად არსებულ სასესხო ურთიერთობაზე) და ბუნებრივია არ აქვს ადგილი ,,ვალის აღიარების“ წერილობითი დოკუმენტის დამოუკიდებელ ბუნებას, რითაც ,,ვალის აღიარება“ განსხვავდება სხვაგვარი აღიარებებისაგან. აღნიშნული კი ადასტურებს იმ მოცემულობას, როცა ან ე.წ. ,,ვალის აღიარების“ წერილობითი დოკუმენტი შედგენილია უსაფუძვლოდ ან ე.წ. ,,ვალის აღიარების“ წერილობითი დოკუმენტი არ წარმოადგენს სამართლებრივად/სასამართლო პრაქტიკის მიხედვით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის უფლებადამდგენ დოკუმენტს, რაც ორივე განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

თუკი მაინც დავუშვებთ, რომ ე.წ. ,,ვალის აღიარების“ წერილობითი დოკუმენტი მხარეთა შორის არსებული სასესხო ხასიათის ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებების დასადასტურებლად/აღიარებისათვის იქნა შედგენილი/გაფორმებული და როგორც ირკვევა, საქმე ეხება 20-1 წლის სასესხო ურთიერთობებს, გამოდის, რომ ეს ძირითადი სასესხო ხასიათის მოთხოვნა ხანდაზმულია (ე.წ. ,,ვალის აღიარების“ წერილობითი დოკუმენტის გაფორმებამდე გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 03 წლიანი ვადა) და ამ ნაწილშიც/მიმართულებითაც უკანონოა მოსარჩელის მოთხოვნა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, რომ დავუშვათ ვალდებულება არსებობს სინამდვილეში, სასარჩელო მოთხოვნა ხარვეზიანია (არავითარი სოლიდარული პასუხისმგებლობა არ არსებობს), ვინაიდან მოსარჩელე მხარე ითხოვს ორი კონკრეტული მოპასუხისათვის - ნე---------------ისა და კო-------–---–ისათვის სოლიდარულად 300 000 აშშ დოლარის დაკისრებას, რაც თავისი არსით ნიშნავს იმას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში თითოეული მოპასუხის მხრიდან შესაძლო შესასრულებელი ვალდებულება შეადგენდეს 300 000 აშშ დოლარს, რაც ეწინააღმდეგება კანონს. სამართლებრივად და საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვინაიდან დოკუმენტი/მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომელიც მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის არსებობას დაადასტურებდა.

 

ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში მოპასუხეები უთითებენ, რომ ნე---------------ის მიერ შვილებთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგო მიზანს და კანონსაწინააღმდეგო ფაქტის დაფარვას არ ემსახურებოდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმებულია უფრო ადრე ვიდრე ე.წ. ,,ვალის აღიარების“ წერილობითი დოკუმენტი შედგა. ნე---------------ემ ოჯახური შეთანხმების საფუძველზე შვილებს გადასცა ის ქონება, რაზეც შეთანხმდნენ ოჯახის წევრები, რომლებმაც აიღეს ვალდებულება ოჯახის წინაშე, რომ უზრუნველყოფდნენ მათ მიერ მიღებული ქონების განვითარებას და ნორმალურ ექსპლუატაციას, ამით ხელს შეუწყობდნენ უკვე ასაკში მყოფი მშობლების ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას. ამასთან, მოპასუხე მხარეს მართლაც რომ ჰქონოდა დაინტერესება კანონსაწინააღმდეგო ფაქტის დასაფარად გარიგების გამოყენებისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაჩუქრებულებმა ამის შესახებ რაიმე იცოდნენ და ისინიც მონაწილეობდნენ ამაში.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად და ობიექტურად არ დასტურდება გარიგების მონაწილე მხარეების გამოვლენილი ნების ნაკლულობა, მათი განზრახვის მოჩვენებითობა და იმგვარი ურთიერთშეთანხმება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა ამ გარიგების მონაწილე უკლებლივ ყველა მხარის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას.

 

(იხ. შესაგებელი, ტომი III, ს.ფ. 61-66, მოისმინეთ 20-9 წლის 12 ივნისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

 

2.2. მოპასუხე კო-------–---–მა შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ საქმე არ გვაქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გთავლისწინებულ ვალდებულების წარმოშობის შემთხვევასთან. კაუზალური ვალის აღიარება კი, რასაც თავისი შინაარსით ემსგავსება კიდეც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება, მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტებს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი. მოცემულ შემთხვევაში სადავოა და ვერ დასტურდება ძირითადი, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. შესაბამისად, ზედმეტია საუბარი ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ნამდვილობაზე.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სასესხო ურთიერთობის არსებობას და უთითებს, რომ სესხის ხელშეკრულების დადებისა და თანხის რეალურად გადაცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ლი-–----------ის მიერ სს ,,პროკრედიტ ბანკიდან“ სესხის სახით მიღებული თანხა არ განსაზღვრავს მის მიზნობრიობას და არ ადასტურებს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული თანხა გადაეცათ მოპასუხეებს.

 

მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის სამართლებრივი არგუმენტაციის გაზიარების პირობებშიც, კი სასარჩელო მოთხოვნა არასწორად არის ფორმულირებული, ვინაიდან საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი 20-6 წლის 19 დეკემბრის დოკუმენტი მის არცერთ პუნქტში არ აკეთებს მითითებას სოლიდარულ ვალდებულებაზე, მეტიც ხსენებული დოკუმენტის 1.1. პუნქტი ნათლად და მკაფიოდ გამორიცხავს კიდეც ზემოაღნიშნულს, აკეთებს რა მითითებას წილად ვალდებულებაზე.

 

(იხ. შესაგებელი, ტომი III, ს.ფ. 73-78, მოისმინეთ 20-9 წლის 12 ივნისის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20-6 წლის 19 დეკემბერს ნე---------------ეს, კო-------–---–სა და ლი-–----------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, მოვალეები ნე---------------ე და კო-------–---–ი კრედიტორის ლი-–----------ის წინაშე აღიარებენ ვალს სულ, 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, მათ შორის, ნე---------------ე 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის, ხოლო კო-------–---–ი კი, 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

მხარეთა შეთანხმებით ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში კრედიტორის მიმართ აღიარებული სავალო თანხას სარგებელი არ დაერიცხება. კრედიტორისათვის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 21 (ოცდაერთი) თვის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.12.20-6 წლის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 15-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მხარეთა შორის 20-6 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ელექტრონული მიმოწერა, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების მიზნით.

 

ელექტრონული წერილების შინაარსით დასტურდება, რომ მხარეთა შორის კომუნიკაცია ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმების მიზნით დაიწყო 20-6 წლის ნოემბრის დასაწყისში და საბოლოოდ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა 20-6 წლის 19 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული წერილები (ტომი III, ს.ფ. 24-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 20-6 წლის 24 ნოემბერს, ირ---–---------ეს, სო--------------ესა და ნე---------------ეს შორის დაიდო უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, ნე---------------ემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე მისამართზე - ა) ქალაქი თბილისი, ქუჩა ნი----–---------–--ე, N7-, სართული 2, ბინა N5-, ფართი: 211 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-.1-.1-.0--.0-9.0-.05- და ბ) ქალაქი თბილისი, სოფელი ტა------–ა, ტა------–ას ქუჩა N3, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №8-.0-.9-.1--, აჩუქა შვილებს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა სო--------------ისა და ირ---–---------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 24.11.20-6 წლის ჩუქების ხელშეკრულებები (ტომი I, ს.ფ. 33-34, 222-223).

-საჯარო რეესტრის ამონაწრი (ტომი I, ს.ფ. 35-36, 220-221).

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა-გამოკვლევის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს ნე---------------ესა და კო-------–---–ს კუთვნილი წილის (150 000 აშშ დოლარის) ფარგლებში გააჩნიათ ვალდებულება მოსარჩელე ლი-–----------ის მიმართ 300 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.

 

მოსარჩელე სადავო თანხის დაბრუნებას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით.

 

განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტის დადგენა თუ მხარეებს ერთმანეთთან რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კო--ეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-1 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-690-651-20-0).

 

მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, განიმარტოს მხარეთა შორის 20-6 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტის სახე.

 

სადავო მტკიცებულების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიზნით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხზე სამოქალაქო კოდექსის 137-ე და 341-ე მუხლების კონტექსტში:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. რაც შეეხება ვალდებულების სხვაგვარად აღიარების საკითხს, იგი შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა დადგინდეს. მოვალის ასეთ ქმედებად _ სხვაგვარ აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები.

 

მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). დეკლარაციული, კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და ბუნებრივია უნდა შეიცავდეს დაპირების ელემეტს, ამასთან, იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). იგი არ წარმოადგენს ახალ გარიგებას, თუმცა, ადასტურებს არსებულს, იმ სამართლებრივი შედეგებით, რაც მას თან სდევს. დეკლარაციული ვალის აღიარება არ არის ახალი გარიგება, მას არ ჭირდება სპეციალური ფორმის დაცვა, იგი გარიგების ზეპირსიტყვიერ აღიარებაშიც შეიძლება გამოიხატოს.

 

ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ.

 

ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე... არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. პალატის მოსაზრებით, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე“ (იხ. სუს 20-3 წლის 11 ნოემბრის #ას-1-85-1-0--20-2 განჩინება).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 20-6 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად უნდა შეფასდეს, რადგან, მითითებული დოკუმენტი შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების არსებით პირობებზე, როგორიცა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა. კერძოდ, ხელშეკრულების მეორე პუნქტით აღიარებულია ვალის მოცულობა, მისი გადახდის ვადა და წესი. მოვალეები კრედიტორის წინაშე აღიარებენ ვალს სულ 300 000 აშშ დოლარის ოდენობით, მათ შორის ნე---------------ე 150 000 აშშ დოლარის, ხოლო კონა სიბაშვილი კი, 150 000 აშშ დოლარის ოდენობით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 21 თვის ვადაში.

 

მოპასუხეები თავის პოზიციის გასამყარებლად უთითებენ უზენაესი სასამართლოს 20-3 წლის 08 ნოემბრის Nას-392-371-20-3 გადაწყვეტილებაზე და თვლიან, რომ 20-6 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებას.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა, განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ მოხმობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-3 წლის 08 ნოემბრის Nას-392-371-20-3 განჩინება, რომლითაც საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, არ არის მიღებული განსახილველ დავაში დადგენილი ფაქტების ანალოგიურ გარემოებებზე დაყრდნობით და, შესაბამისად, მასზე მითითება, როგორც მსგავს სამართლებრივ დავაზე, არასწორია. დასახელებულ საქმეში სადავო იყო ხანდაზმულობის საკითხი და საქმეში არსებული მტკიცებულებები, სახელდობრ, შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილია მოსარჩელეთა მიუღებელი ხელფასების რაოდენობა, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარებას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არც შპს „ზ. რ. ც. პ-ის“ ცხრილი და არც სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ს. მ-ის ახსნა-განმარტება, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად არ შეიძლება შეფასდეს, რადგან, ზემოდასახელებულ ცხრილში მითითებულია მხოლოდ მოსარჩელეთა აუღებელი ხელფასების ოდენობა.

 

განსახილველ დავაში, ზემოაღნიშნული საქმისგან განსხვავებით, წარმოდგენილი დოკუმენტი ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და ამასთან, მითითებული დოკუმენტი შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ხელშეკრულების არსებით პირობებზე, როგორიცა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეების პრეტენზია სასამართლოს მიერ სსკ-ის 341-ე მუხლის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლოა.

 

ამდენად, განსახილველი ურთიერთობის გათვალისწინებით ლი-–----------ის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი.

 

იმ პირობებშიც, თუ მივიჩნევთ, რომ 20-6 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი კაუზალური ვალის აღიარებაა, როგორც ამას მოპასუხე კო-------–---–ი უთითებს, მაინც არ ცვლის სარჩელის დაკმაყოფილების ბედს.

 

3.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-6 წლის 20 მაისის განჩინება საქმეზე №ას-1245-1168-20-5).

 

ნიშანდობლივია, რომ წერილობითი ფორმით დადებული და მხარეების მიერ ხელმოწერილი სესხის ხელშეკრულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში. რა თქმა უნდა, ხელშეკრულების დადების ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი შეთანხმება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე და შესაბამისად, გამსესხებლის მტკიცების ტვირთს ამსუბუქებს, თუმცა სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ სესხის შეთანხმების არსებობისა და სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოება შესაძლებელია სხვა სახის მტკიცებულებებით ამტკიცოს, მაგალითად მოწმეთა ჩვენებებით, გადარიცხვის ქვითრებით, მსესხებლის მიერ დაწერილი ხელწერილით და ასე შემდეგ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული 20-6 წლის 19 დეკემბრის დოკუმენტი სწორედ იმგვარი ტიპის მტკიცებულებებს განეკუთვნება, რომლის საშუალებითაც ზეპირი სესხის ხელშეკრულების ფაქტის დადგენაა შესაძლებელი. რაც შეეხება ხსენებული ხელწერილის იურიდიულ კვალიფიცირებას, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე და განმარტავს, რომ იგი ვალის აღიარების ხელშეკრულებაა. ვალის აღიარება შეიძლება იყოს კონსტიტუციური (დამდგენი) და დეკლარაციული (კაუზალური). ორივე შემთხვევაში, სახეზეა ვალის აღიარება, თუმცა, განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ კონსტიტუციური ვალის აღიარების შემთხვევაში, სახეზეა ახალი, ძველი სამართალურთიერთობისაგან დამოუკიდებელი გარიგება, რა დროსაც ძველი სამართალურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებელი მხედველობაში არ მიიღება, მათ შორის, შესაგებელი ძველი გარიგების ბათილობის საფუძვლით სამართალურთიერთობის არარსებობის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში აღიარება წერილობით ფორმას მოითხოვს, იგი უფლებამოსილი პირის წინაშე უნდა იყოს გაცხადებული, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იკვეთებოდეს ნება ვალდებულების აღიარების თაობაზე და რაც მთავარია, მითითებული ვალის აღიარება ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის. მას ხელშეკრულების ორივე მხარე უნდა აწერდეს ხელს. კონსტიტუციურ ვალის აღიარებათა თავისებურებას განეკუთვნება ასევე ხანდაზმულობის ვადის თავიდან ათვლა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი სწორედ კონსტიტუციური ხასიათის ვალდებულების აღიარებას აწესრიგებს.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული 20-6 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური ვალის აღიარებაა. თუმცა მოპასუხის პოზიციის გაზიარების პირობებშიც, რომ მითითებული დოკუმენტი არა კონსტიტუციური, დამდგენი, არამედ დეკლარაციული, კაუზალურია, სასამართლო მიიჩნევს რომ აღნიშნული არ ცვლის სარჩელის დაკმაყოფილების ბედს, რადგან იგი წარმოადგენს მტკიცებულებას შესრულებულ და შეუსრულებელ ვალდებულებათა არსებობის თაობაზე.

 

უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოპასუხეთა პოზიცია, რომ თუკი მოსარჩელისაგან რაიმე სახის ფულადი თანხის მობილიზებას ჰქონდა ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგი შესაძლოა მიმართული იყო იმ საერთო საქმეში/ბიზნესში, რომლის უშუალო მონაწილეც იყო თავად მოსარჩელე, რომელიც წარმოადგენს შპს ,,კო--ი ინ------ს“ მოწილეს - 18,8% წილის ოდენობით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტიცებულებების ერთობლიობაში განხილვით არ დგინდება.

 

მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. მოპასუხეს მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

 

3.2.3. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და, ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა).

 

როგორც მარტივი, ისე - კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 1-1-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა. ... რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 1-4.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა (იხ. სუსგ №ას-383-364-20-5, 27 მაისი, 20-6 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული 20-6 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური ვალის აღიარებაა.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კი უსაფუძვლოს ხდის მოპასუხეთა განმარტებას, მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოპასუხეების ნე---------------ის, ირ---–---------ისა და სო--------------ის განმარტებას ვალის აღიარების ხელშეკრულების არარსებობაზე და ამ მოცემულობის გაზიარების პირობებში სასესხო ურთიერთობის ხანდაზმულობის თაობაზე მითითებულ გარემოებებს, სასამართლო არ იზიარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის გათვალისწინებით, რადგან სესხის ზეპირი ხელშეკრულებით მხარეთა შორის ვალის დაბრუნების ვადა არ ყოფილა განსაზღვრული და არც სხვა გარემოებებით დგინდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის თანახმად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

 

3.2.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 20-6 წლის 24 ნოემბერს ნე---------------ეს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს შორის დადებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი N0-.1-.1-.0--.0-9.0-.05- და N8-.0-.9-.1--) ჩუქების ხელშეკრულებები მოჩვენებით გარიგებათა რიგს მიეკუთვნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში კო--ლექსურად ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-7 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-921-861-20-7).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ახლო ნათესავებს შორის დადებულ ჩუქების ხელშეკრულებებთან მიმართებით, რომლის ობიექტს უძრავი ქონება წარმოადგენს. კერძოდ, დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც წესი, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარიგების მოჩვენებითობა და შემძენის არაკეთილსინდისიერება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება ახლო ნათესავებს შორის იდება, მით უფრო, როდესაც სახეზეა უსასყიდლო გარიგება, ასეთ ვითარებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ ახლო ნათესავმა (დედამ, შვილმა, დამ, ძმამ, მეუღლემ) იცოდა გარიგების ბათილობის წინაპირობების თაობაზე.

 

შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, ახლო ნათესავებს შორის გარიგების დადების პირობებში, მით უფრო, თუ გარიგება უსასყიდლო ხასიათისაა, შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია არ არსებობს, რაც იმთავითვე მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-7 წლის 15 მაისის განჩინება საქმეზე № ას-820-786-20-6).

 

სადავო ჩუქების ხელშეკრულებები 20-6 წლის 24 ნოემბერს ნე---------------ეს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს შორის დაიდო, რომელთაც ერთმანეთთან ახლო ნათესაური კავშირი გააჩნიათ. მხარეთა ახსნა-განმარტების თანახმად, ნე---------------ე ირ---–---------ისა და სო--------------ის მამაა. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს ეკისრებოდათ ვალდებულება სასამართლოს წინაშე სადავო ხელშეკრულების კანონშესაბამისობა ემტკიცებინათ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები მიუთითებენ, რომ ნე---------------ის მიერ მის შვილებთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგო მიზანს და კანონსაწინააღმდეგო ფაქტის დაფარვას არ ემსახურებოდა. გარდა ამისა, ჩუქების ხელშეკრულებები გაფორმებულია უფრო ადრე ვიდრე ე.წ. ,,ვალის აღიარების“ წერილობითი დოკუმენტი შედგა. ამასთან, მოპასუხე მხარეს მართლაც რომ ჰქონოდა დაინტერესება კანონსაწინააღმდეგო ფაქტის დასაფარად გარიგების გამოყენებისა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაჩუქრებულებმა ამის შესახებ იცოდნენ და ისინიც მონაწილეობდნენ ამაში. სასამართლო, ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და მას, სადავო გარიგების ბათილად ცნობაზე უარის თქმას საფუძვლად ვერ დაუდებს. აღნიშნული დასკვნა კი, შემდეგ დასაბუთებას ემყარება:

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები ოჯახის წევრებს (მამა, შვილი) წარმოადგენენ და ერთ ოჯახად სადავო ბინაში ცხოვრობენ. ხსენებულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის, ვინაიდან სწორედ ირ---–---------ისა და სო--------------ის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ არ იცოდნენ და არც შეიძლებოდა სცოდნოდათ ქონება ვადამოსული ვალდებულების გადახდისგან თავის აცილების მიზნით გადაეცათ.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, როდესაც, სადავოა ახლო ნათესავებს შორის დადებული უძრავი ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი, სასამართლოს ებადება ლეგიტიმური კითხვა მასზედ, თუ რა ობიექტურმა გარემოებებმა გამოიწვია სადავო უძრავი ქონების შვილებზე გასხვისების საჭიროება ისეთ პირობებში, როდესაც ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და დასაჩუქრებულები ისედაც გამჩუქებლის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ.

 

მოპასუხის განმარტებით, ნე---------------ემ ოჯახური შეთანხმების საფუძველზე შვილებს გადასცა ის ქონება, რაზეც შეთანხდნენ ოჯახის წევრები, რომლებმაც აიღეს ვალდებულება ოჯახის წინაშე, რომ უზრუნველყოფდნენ მიღებული ქონების განვითარებას და ნორმალურ ექსპლუატაციას, ამით ხელს შეუწყობდნენ უკვე ასაკში მყოფი მშობლების ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას. სასამართლო ამ მოსაზრებას ასევე ვერ გაიზიარებს. როდესაც ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს აწევთ, ამგვარი ზოგადი და არაწონადი მტკიცებულებების წარდგენა, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც ისინი საქმეში წარდგენილი სხვა არცერთი მტკიცებულებით გამყარებული არ არის, ვერ გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ გაკეთებულ მტკიცებას მასზედ, რომ ქონება ნე---------------ემ სწორედ ვადამოსული ფულადი ვალდებულების შესრულების თავიდან ასაცილებლად გააჩუქა.

 

სასამართლოს აზრით, მსგავსი კატეგორიის დავებში, გარდა ფაქტობრივი გარემოებების ლოგიკური ბმისა, ასევე მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგიის შეფასება. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით უდავოდ დასტურდება, რომ 20-6 წლის აგვისტოს თვიდან მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და თანხმდებოდა ვალის აღიარების ხელშეკრულების პირობები. 20-6 წლის 0- ნოემბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ლი-–----------ის წარმომადგენელმა თა-----------–-–---–მა მოპასუხე ნე---------------ეს გაუგზავნა ხელშეკრულების ელექტრონული ვერსია გაცნობისა და შესწორებების მიზნით. (იხ. ტომი III, ს.ფ. 24-33); ამ დროისათვის ნე---------------ემ უკვე იცოდა, რომ მოსარჩელეს მასთან ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე პრეტენზიები გააჩნდა, რასაც საქმის მასალებში არსებული, 20-6 წლის 0- ნოემბრით დათარიღებული ელექტრონული წერილები ადასტურებს, რომლებიც თავად მის მიერაა მიღებული და გაგზავნილი. ის ფაქტი, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულების თარიღამდე - 20-6 წლის 19 დეკემბრამდე, მოხდა უძრავი ქონებების გასხვისება სადავო ჩუქების ხელშეკრულებების საფუძველზე, აღნიშნული დავის გადაწყვეტის შედეგზე გავლენას მაინც ვერ იქონიებს, ვინაიდან გარიგების ბათილად ცნობის მიზნებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის დრო და გარემოებები, როდესაც მოვალე ნე---------------ემ სადავო ქონების გაჩუქება გადაწყვიტა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ჩუქების ხელშეკრულება 20-6 წლის 24 ნოემბრითაა დათარიღებული ანუ მის მიერ ვალის აღიარების ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად მოლაპარაკებების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ და ვალის აღიარების შესახებ ხელწერილის შედგენამდე 1 თვით ადრე. ამ პერიოდში მან იცოდა, რომ ჯერ კიდევ 20-1 წელს ვალად აღებული თანხა გამსესხებლისთვის დაბრუნებული არ ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, სასამართლოს უქმნის მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ გარიგების დადებას არა ოჯახური შეთანხმების ნიშნად ქონების ჩუქება, არამედ სამომავლო ვალდებულების თავიდან აცილება ედო მოტივად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო ქონების მესაკუთრის მიერ გამოხატული ნება ნამდვილი ნების გამოხატვას არ წარმოადგენდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, გარიგების დადების მოჩვენებითობა, რომელიც რეალური შედეგის დადგომისკენ არ არის მიმართული. ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, ვერ იქნება დაცული გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი უარყოფითი შედეგებისაგან, რომელიც გარიგების ბათილობას უკავშირდება.

 

3.2.5. სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 10--ე მუხლების თანახმად, გარიგების მოჩვენებითობა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს.

 

განსახილველ შემთხვევაში სწორედ მოპასუხეების ნე---------------ის, ირ---–---------ისა და სოფიო ქორიძის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება იყო ისეთი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენა, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მათ ჩუქების ხელშეკრულების დადებისას სასესხო ვალდებულების თავიდან აცილება არ ჰქონდათ განზრახული და გარიგებას არა მოჩვენებითად არამედ ნამდვილი ნების გაფორმების საფუძველზე დებდნენ. სამოქალაქო სამართალში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის ფარგლებში კი მხარეთა ნამდვილ ნებას მოპასუხეთა მიერ მითითებული დაუსაბუთებელი გარემოებები ვერ დაადასტურებს, რაზედაც 3.2.4. პუნქტში ისაუბრა სასამართლომ. გარდა იმისა, რომ დავის მონაწილე მხარეთა მიერ სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტება მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს, ასევე, იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც და სადავო პერიოდში განვითარებული მოვლენების ობიექტური შეფასებიდანაც არ გამომდინარეობს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა ვერ დასძლიეს მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი, რელევანტური და წონადი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით სასამართლოს ვერ შეუქმნეს შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოპასუხეები ნამდვილი ნების საფუძველზე მოქმედებდნენ და მათ სასესხო ვალდებულების შესრულების თავიდან აცილება არ ჰქონდათ განზრახული.

 

3.2.6. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არ წარმოშობილა, სსკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულება.

 

ამ ნაწილში მხარეები არ დავობენ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთაც მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის. მხარეები განსხვავებულად აფასებენ მათ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან მხარეთა შორის არ წარმოშობილა, სსკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 10--ე, 105-ე, 180-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 56-ე, 316-ე, 317-ე, 341-ე, 361-ე, 464-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არსებული 20-6 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიზნებისთვის კონსტიტუციური ვალის აღიარებაა.

 

20-6 წლის 19 დეკემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულებით მოპასუხეებმა ნე---------------ემ და კო-------–---–მა იკისრეს ვალდებულება, რომ კრედიტორისათვის 300 000 აშშ დოლარის გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 21 თვის ვადაში.

 

ნე---------------ისა და კო-------–---–ის მხრიდან სახეზეა 20-6 წლის 19 დეკემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულების პირობების არსებითი დარღვევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოვალის მხრიდან მნიშვნელოვნად იქნა გადაცილებული ვალდებულების შესრულების ვადა, ვალდებულების შესრულების ვადა ამოიწურა 20-8 წლის სექტემბერში. ვალდებულების შესრულების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი კუთვნილი წილის (150 000 აშშ დოლარის) ფარგლებში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, თითოეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ უნდა გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ვალდებულება.

 

სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც.

 

ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ - „გარე“ და „შიდა“ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებად და მოვალეობებად. „გარე“ ურთიერთობა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს ვალდებულების მეორე მხარის მიმართ გააჩნია. რაც შეეხება შიდა ურთიერთობას, იგი ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს მოიცავს ერთმანეთთან მიმართებაში.

 

როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში.

 

წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. ნორმის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე.

 

მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ვალის აღიარების ხელშეკრულება შემდეგი შინაარსისა: ,,მოვალეები კრედიტორის წინაშე აღიარებენ ვალს სულ, 300 000 აშშ დოლარის ოდენობით, მათ შორის ნე---------------ე 150 000 აშშ დოლარის, ხოლო კო-------–---–ი კი, 150 000 აშშ დოლარის ოდენობით“;

 

მითითებული ხელშეკრულების შინაარსიდან არ იკვეთება, რომ ნე---------------ემ და კო-------–---–მა მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე იკისრეს პასუხისმგებლობა. ასეთი გარემოება არც სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი, ლი-–----------ი ვალდებული იყო ემტკიცებინა, რომ მოპასუხეთა მიერ აღებული ვალდებულება სოლიდარულ პასუხისმგებლობაში გამოიხატებოდა, რაც მას არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სარჩელის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არ წარმოშობილა, სსკ-ის 464-ე მუხლით გათვალისწინებული სოლიდარული ვალდებულება. ვინაიდან, სახეზე არ არის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით ნე---------------ესა და კო-------–---–ის მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული წილის ოდენობით ეკისრებათ შესრულების ვალდებულება, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

მოჩვენებითი გარიგების დროს გარიგება მხოლოდ გარეგნულად გამოხატული ნების წარმოსაჩენად იდება და მხარეებს არ გააჩნიათ შინაგანი ნება ამგვარი გარიგების დადებისათვის, შესაბამისად, მათთვის არც ამ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები არ არის მისაღები.

 

დადგინდა, რომ ნე---------------ისა და კო-------–---–ის მხრიდან სახეზეა 20-6 წლის 19 დეკემბრის ვალის აღიარების ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

 

შესაბამისად, მოპასუხეებს ნე---------------ესა და კო-------–---–ს ლი-–----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისრათ 300 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

ამ გარემოების გათვალისწინებით, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოსარჩელე ითხოვს 20-6 წლის 24 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სასარჩელო წარმოების განმსაზღვრელია მხარეთა ინტერესების დაპირისპირებულობა. ამასთან, მხარეებად გვევლინებიან, მოსარჩელე, რომელმაც აღძრა სარჩელი სასამართლოში თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად და მოპასუხე, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით დაარღვია ამ სადავოდ გახადა მისი უფლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. სარჩელის დაკმაყოფილება მოსარჩელისათვის დადებითი იურიდიული შედეგის მომტანი უნდა იყოს. ასევე, აღიარებითი სარჩელის აღძვრის აუცილებელი წინაპირობაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო საკითხისადმი, რაც მითითებული უნდა იყოს სარჩელში. აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობაში იგულისხმება მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელის მიერ კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევა.

 

მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს სასამართლო გადაწყვეტიელების აღსრულებაში, რომელიც ქმნის საფუძველს მოსარჩელის დარღვეული უფლებების დაცვისათვის სასამართლოსთვის მიმართვაში.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო ქონების მესაკუთრის მიერ გამოხატული ნება ნამდვილი ნების გამოხატვას არ წარმოადგენდა.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს ეკისრებათ თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელება, განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ინტერპრეტირებული იქნა, როგორც ,,სასამართლო პროცესის” განუყოფელი ნაწილი კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა საშუალება ეფექტური იყოს, მან უბრალოდ ირიბად კი არ უნდა დაიცვას კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებები, არამედ უნდა უზრუნველყოს სასარჩელო პრეტენზიების პირდაპირი და სწრაფი დაკმაყოფილება კონკრეტული ზიანისათვის. შესაბამისად, კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას (აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ 2006 წლის 28 ნოემბერი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რათა შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნას კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და მოსარჩელის დარღვეულ უფლებებში რეალური და ეფექტური აღდგენა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 20-6 წლის 24 ნოემბერს ნე---------------ეს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებები მოჩვენებითი გარიგებებია.

 

ლი-–----------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ჩუქების ხელშეკრულებები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ჯამში 3400 ლარის ოდენობით, ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვანზე 3000 ლარი, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე 100 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებზე 100 ლარი;

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ლი-–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ნე---------------ესა და კო-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 3000 ლარის გადახდა, კუთვნილი წილის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხეებს ნე---------------ეს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს ასევე უნდა დაეკისროთ 200 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

მოსარჩელე ასევე, ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ საადვოკატო მომსახურებისათვის 27 470 ლარის გადახდა.

 

ლი-–----------ის მოთხოვნა საადვოკატო ხარჯის 27 470 ლარის დაკისრების შესახებ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 53-ე და 47-ე მუხლით, სადაც კანონმდებელი განმარტავს, რომ ხარჯები უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.

 

მხარეს წარმოდგენილი აქვს საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 27 470 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საადვოკატო ხარჯი განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც უნდა შეადგენდეს მხოლოდ 3000 ლარს - მოცემული დავის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის, დროისა და რესურსების გათვალისწინებით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 19-1-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს 20-7 წლის 1- თებერვლისა და 20-8 წლის 27 სექტემბრის განჩინებებით მოპასუხეებს ირ---–---------ესა და სო--------------ეს აეკრძალათ სადავო უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ლი-–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 25-1-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ლი-–----------ის სარჩელი მოპასუხეების ნე---------------ის, კო-------–---–ის, ირ---–---------ისა და სო--------------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ლი-–----------ს უარი ეთქვას თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. მოპასუხეებს ნე---------------ესა და კო-------–---–ს მოსარჩელე ლი-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 300 000 აშშ დოლარის გადახდა კუთვნილი წილის ფარგლებში (150 000 აშშ დოლარი) .

 

2.1. სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებიდან მოპასუხეების ნე---------------ისა და კო-------–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს კუთვნილი წილის - თითოეულის 150 000-150 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი 20-6 წლის 24 ნოემბერს ნე---------------ეს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე - ქალაქი თბილისი, ქუჩა ნი----–---------–--ე, N7-, სართული 2, ბინა N5-, ფართი: 211.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №0-.1-.1-.0--.0-9.0-.05- და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხოს ნე---------------ის სახელზე.

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი 20-6 წლის 24 ნოემბერს ნე---------------ეს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე - ქალაქი თბილისი, სოფელი ტა------–ა, ტა------–ას ქუჩა N3, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №8-.0-.9-.1-- და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხოს ნე---------------ის სახელზე.

 

5. მოპასუხეებს ნე---------------ესა და კო-------–---–ს მოსარჩელე ლი-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 3000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5.1. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებიდან მოპასუხეების ნე---------------ისა და კო-------–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს მათი კუთვნილი წილის თითოეულის 1500-1500 ლარის ოდენობით.

 

6. მოპასუხეებს ნე---------------ეს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს მოსარჩელე ლი-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარის ანაზღაურება.

 

7. მოპასუხეებს ნე---------------ეს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს მოსარჩელე ლი-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

8. მოპასუხეებს ნე---------------ეს, კო-------–---–ს, ირ---–---------ესა და სო--------------ეს მოსარჩელე ლი-–----------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი