განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
330100119003107441
ინსტანცია
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100119003107441

საქმე №1ბ/1858-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

28 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ანა სიგუა

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ა-–------ ა------–---ი (პირადი ნომერი №0----------), დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, მ----------–--------------–--------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ლ-------------–---–------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი: (დანაშაულთა ერთობლიობით) თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1(ერთი) წლის ვადით.

 

ადვოკატი: გოგა ბოგვერაძე

 

თარჯიმანი: მარია კირვალიძე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-–------ ა------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ და ითხოვა მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, სამივე ეპიზოდში.

 

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

 

2008 წლიდან ა-–------ ა------–---ი და თ----- მ-------–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ სამი საერთო შვილი. საერთო თანაცხოვრებისას, 2019 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---ი თ----- მ-------–---–ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა.

 

2019 წლის 8 მარტს, დღის საათებში, ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----- მ-------–---–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის აპრილის თვის შუა რიცხვებში, დღის საათებში, ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----- მ-------–---–ს, კერძოდ, ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---მა დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი. იმისთვის, რომ მცენარე კარგად გაზრდილიყო, ა-–------ ა------–---ი უვლიდა ნარგავებს და აფხვიერებდა მიწას. 2019 წლის 6 ივნისს ა-–------ ა------–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 5 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), საერთო წონით - 60,24 გრამი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2008 წლიდან ა-–------ ა------–---ი და თ----- მ-------–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ სამი საერთო შვილი. საერთო თანაცხოვრებისას, 2019 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---ი თ----- მ-------–---–ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა.

 

ქ.თბილისში ლ---------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ა-–------ ა------–---მა დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფი. იმისთვის, რომ მცენარე კარგად გაზრდილიყო, ა-–------ ა------–---ი უვლიდა ნარგავებს და აფხვიერებდა მიწას. 2019 წლის 6 ივნისს ა-–------ ა------–---ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 5 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე), საერთო წონით - 60,24 გრამი.

 

პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ა-–------ ა------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 მარტისა და აპრილის თვის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა და კულტივირება:

 

ა-–------ ა------–---ის მიერ მასზედ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამრათლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

ბრალდების მხარემ ა-–------ ა------–---ის ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ორი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ თ----- მ-------–---–ისა და არასრულწლოვანი მოწმის ლ--- ა------–---ის გამოკითხვის ოქმები და ორი არაპირდაპირი მოწმის, არასამთავრობო ორგანიზაცია „Sos ბავშვთა სოფელის“ თანამშრომლების თ----- დ---–--ის და თ----- ა-----ის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც გარდა დაზარალებულ თ----- მ-------–---–ის ჩვენებისა, მხარეთა მიერ უდაოდ იქნა ცნობილი და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

დაზარალებულმა თ----- მ-------–---–მა (ბრალდებულის მეუღლე) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.

 

არასრუწლოვანი მოწმის - ლ--- ა------–---ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ა-–------ ა------–---ი არის მისი მამა, ხოლო თ----- მ-------–---–ი - დედა, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს ერთ სახლში. მამა და დედა ხშირად ჩხუბობენ, ჩხუბის დროს მამა შვილს ეუბნება ხოლმე, რომ გავიდეს ოთახიდან, თუმცა ლ---ს სხვა ოთახშიც ესმის მამის ჩხუბის ხმა და მისი გინება დედის მისამართით. ერთხელ, როდესაც ა-–------ ა------–---ი ეჩხუბებოდა თ----- მ-------–---–ს, ლ--- შევიდა ოთახში და დაინახა, თუ როგორ დაარტყა ხელი ა-–------ ა------–---მა დედამისს სახეში, რის გამოც შეეშინდა და გამოვიდა ოთახიდან. დედას და მამას არ დაუნახავთ მისი ოთახში შესვლა. ლ--- ა------–---ის განმარტებით, მამამ ერთხელ უთხრა, რომ დათვრებოდა და ყველას თოფს ესვროდა. მას ძალიან ეშინია მამის, ა-–------ ა------–---ი ხშირად სვავს, თვრება და შვილსაც ეჩხუბება, გარდა ამისა, აღვიძებს ღამით და მოითხოვს მისგან ყავის მოდუღებას.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „Sos ბავშვთა სოფელის“ პროექტის კოორდინატორ თ----- დ---–--ის გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 23 მაისს მათ ორგანიზაციაში მივიდა თ----- მ-------–---–ი არასრულწლოვანი შვილებისათვის დახმარების მისაღებად. საუბარში თ----- მ-------–---–მა თ----- დ---–--ეს განუმარტა, რომ გარდა ფინანსური გაჭირვებისა, მეუღლის - ა-–------ ა------–---ისაგან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, არ აძლევდა გარეთ გასვლის საშუალებას, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმის ჩვენებით, ოჯახზე საუბრისას დაზარალებული ძალიან ნერვიულობდა და ტიროდა. თ----- დვალაძემ მიღებული ინფორმაცია გადასცა სოციალურ მუშაკს თ----- ა-----ეს, რომელმაც განაგრძო დაზარალებულთან მუშაობა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „Sos ბავშვთა სოფელის“ სოციალური მუშაკის თ----- ა-----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 23 მაისს ორგანიზაციაში მივიდა თ----- მ-------–---–ი, რომელსაც შეხვდა პროექტის კოორდინატორი თ----- დ---–--ე. თ----- მ-------–---–ს სურდა მატერიალური დახმარების მიღება და არასრულწლოვანი შვილების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა. როგორც თ----- ა-----ისთვის არის ცნობილი თ----- მ-------–---–მა განმარტა, რომ ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მისი მეუღლე ა-–------ ა------–---ი ახორციელებდა მასზე ძალადობას. იცოდა რა აღნიშნულის შესახებ, თ----- ა-----ე 2019 წლის 27 მაისს მივიდა მათ საცხოვრებელ სახლში, გაესაუბრა დაზარალებულს, რა დროსაც მან უთხრა, რომ მეუღლე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არის ძალიან ეჭვიანი, არ უშვებს ქუჩაში, უშლის ადამიანებთან ურთიერთობას, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებსაც. თ----- მ-------–---–მა თ----- ა-----ეს განუცხადა, რომ ბრალდებულს სახლში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის გამოც ძალიან ღელავდა. დაზარალებულს ძალიან ეშინოდა თ----- ა-----ის იქ ყოფნის დროს არ მისულიყო ბრალდებული, ვინაიდან აღნიშნული მისთვის მძიმე შედეგით დასრულდებოდა. სიჩქარის გამო სოც. მუშაკმა ვერ მოასწრო დეტალური ინფორმაციის მიღება ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა დაზარალებულმა უთხრა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი ჰქონდა ორსულობისასაც. თ----- ა-----ემ მოისურვა ა-–------ ა------–---თან გასაუბრება, თ----- მ-------–---–ს დაარეკინა სახლში და დაელოდა მის მისვლას. თ----- ა-----ის ჩვენებით, მან ბრალდებულს მიაწოდა ინფორმაცია სოციალური პროგრამების შესახებ და აცნობა, რომ პერიოდულად საჭირო იქნებოდა დაზარალებულის ვიზიტები მათ ორგანიზაციაში, რაზეც ა-–------ ა------–---მა განუცხადა, რომ ძალიან ეჭვიანი იყო და მეუღლე მხოლოდ მისი თანხმებით მივიდოდა მათთან. 2019 წლის 5 ივნისს, თ----- ა-----ემ დაუგეგმავი ვიზიტი განახორციელა, კერძოდ, დაზარალებულს მიაკითხა N---ე საჯარო სკოლის ეზოში, სადაც თ----- მ-------–---–ი იმყოფებოდა დედასთან და ძმასთან ერთად. მოწმემ თ----- მ-------–---–ს შესთავაზა ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ პოლიციაში გაცხადება, რაზეც დაზარალებულმა ითხოვა მოსაფიქრებლად დრო, მანვე აღნიშნა, რომ ეშინოდა საფრთხე არ შექმნოდათ მისი ოჯახის წევრებს, ვინაიდან შესაძლოა ბრალდებულს ეფიქრა, რომ დედისა და ძმის ზეგავლენით მიმართა პოლიციას თ----- მ-------–---–მა. დაზარალებულის უარის შემდეგ, თ----- ა-----ემ საკუთარი ინიციატივით მიმართა პოლიციას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ა-–------ ა------–---ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

მოწმე ლ--- ა------–---ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მამა - ა-–------ ა------–---ი და დედა - თ----- მ-------–---–ი ხშირად ჩხუბობენ, მას სხვა ოთახშიც ესმის მამის ჩხუბის ხმა და მისი გინება დედის მისამართით. მისივე განმარტებით, მამამ ერთხელ უთხრა, რომ დათვრებოდა და ყველას თოფს ესვროდა. მას ძალიან ეშინია მამის, რომელიც ხშირად სვავს, თვრება და შვილსაც ეჩხუბება.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „Sos ბავშვთა სოფელის“ პროექტის კოორდინატორ თ----- დ---–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ როდესაც მათ ორგანიზაციაში მივიდა თ----- მ-------–---–ი არასრულწლოვანი შვილებისათვის დახმარების მისაღებად, საუბარში მან უთხრა, რომ გარდა ფინანსური გაჭირვებისა, მეუღლის - ა-–------ ა------–---ისაგან განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, არ აძლევდა გარეთ გასვლის საშუალებას, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოწმის ჩვენებით, ოჯახზე საუბრისას დაზარალებული ძალიან ნერვიულობდა და ტიროდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „Sos ბავშვთა სოფელის“ სოციალური მუშაკის თ----- ა-----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ იგი 2019 წლის 27 მაისს მივიდა თ----- მ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში, გაესაუბრა დაზარალებულს, რა დროსაც მან უთხრა, რომ მეუღლე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არის ძალიან ეჭვიანი, არ უშვებს ქუჩაში, უშლის ადამიანებთან ურთიერთობას. დაზარალებულს ძალიან ეშინოდა თ----- ა-----ის იქ ყოფნის დროს არ მისულიყო მისი მეუღლე ა-–------ ა------–---ი, ვინაიდან აღნიშნული მისთვის მძიმე შედეგით დასრულდებოდა. თ----- ა-----ემ მოისურვა ა-–------ ა------–---თან გასაუბრება, თ----- მ-------–---–ს დაარეკინა და დაელოდა მის მისვლას. მოწმის ჩვენებით, მან ბრალდებულს მიაწოდა ინფორმაცია სოციალური პროგრამების შესახებ და აცნობა, რომ პერიოდულად საჭირო იქნებოდა დაზარალებულის ვიზიტები მათ ორგანიზაციაში, რაზეც ა-–------ ა------–---მა განუცხადა, რომ ძალიან ეჭვიანი იყო და მეუღლე მხოლოდ მისი თანხმებით მივიდოდა მათთან. მისივე ჩვენებით, მან თ----- მ-------–---–ს შესთავაზა ოჯახში არსებული მდგომარეობის შესახებ პოლიციაში გაცხადება, რაზეც დაზარალებულმა ითხოვა მოსაფიქრებლად დრო და ასევე უთხრა, რომ ეშინოდა საფრთხე არ შექმნოდათ მისი ოჯახის წევრებს - დედისა და ძმას, ვინაიდან შესაძლოა ბრალდებულს ეფიქრა, რომ მათი ზეგავლენით მიმართა პოლიციას.

 

ამდენად, ა-–------ ა------–---ის მიერ მეუღლის თ----- მ-------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია დასტურდება მოწმე ლ--- ა------–---ის ჩვენებით, რომ მამა (ა-–------ ა------–---ი) და დედა (თ----- მ-------–---–ი) ხშირად ჩხუბობენ, მას სხვა ოთახშიც ესმის მამის ჩხუბის ხმა და მისი გინება დედის მისამართით. მას ძალიან ეშინია მამის, რომელიც ხშირად სვავს, თვრება და მასაც ეჩხუბება.

მოწმე თ----- დ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც თ----- მ-------–---–ი საუბრობდა მეუღლის მხრიდან ძალადობაზე ძალიან ნერვიულობდა და ტიროდა.

მოწმე თ----- ა-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი როდესაც მივიდა თ----- მ-------–---–ის საცხოვრებელ სახლში და გაესაუბრა დაზარალებულს, რომელმაც უთხრა, რომ მეუღლე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, არის ძალიან ეჭვიანი, არ უშვებს ქუჩაში, უშლის ადამიანებთან ურთიერთობას. დაზარალებულს ძალიან ეშინოდა თ----- ა-----ის იქ ყოფნის დროს არ მისულიყო მისი მეუღლე ა-–------ ა------–---ი, ვინაიდან აღნიშნული მისთვის მძიმე შედეგით დასრულდებოდა. ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ძალიან ეჭვიანი იყო გარდა დაზარალებულის გადმოცემისა ასევე დასტურდება თავად ა-–------ ა------–---ის განმარტებითაც, როდესაც თ----- ა-----ეს უთხრა, რომ ძალიან ეჭვიანი იყო და მეუღლე მხოლოდ მისი თანხმებით მივიდოდა მათთან. ის რომ თ----- მ-------–---–ს ეშინოდა მეუღლის ასევე დასტურდება თ----- ა-----ისათვის გაკეთებული განმარტებით, რომ ეშინოდა, მის მიერ პოლიციაში გაცხადებით, საფრთხე არ შექმნოდათ მისი ოჯახის წევრებს.

 

პალატა იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ა-–------ ა------–---ის საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან, პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა-–------ ა------–---ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, 2019 წლის 8 მარტისა და 2019 წლის აპრილის თვის ეპიზოდებთან მიმართებაში. კერძოდ:

 

2019 წლის 8 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არასრულწლოვანი მოწმის - ლ--- ა------–---ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ერთხელ, როდესაც ა-–------ ა------–---ი ეჩხუბებოდა თ----- მ-------–---–ს, ლ--- შევიდა ოთახში და დაინახა, თუ როგორ დაარტყა ხელი ა-–------ ა------–---მა დედამისს სახეში, რის გამოც შეეშინდა და გამოვიდა ოთახიდან. სხვა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ა-–------ ა------–---მა თ----- მ-------–---–ის მიმართ განახორციელა აღნიშნული ძალადობა, წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება 2019 წლის აპრილის თვის ეპიზოდს, აღნიშნულთან დაკავშირებით კი არცერთი მტკიცებულება არ წარმოდგენილა. გარდა ამისა, არც იმის მტკიცებულება წარმოდგენილა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხოლო ის მოსაზრება, რომ ხელის ყელის არეში მოჭერა და სახეში დარტყმა ლოგიკურად ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა, შეიცავს ვარაუდს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ანუ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი უტყუარი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ;

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–------ ა------–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა და კულტივირება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. ხოლო, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში (2019 წლის 8 მარტისა და 2019 წლის აპრილის თვის ეპიზოდებში), ა-–------ ა------–---ი უნდა გამართლდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა-–------ ა------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების აღიარება.

 

ა-–------ ა------–---ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-–------ ა------–---ის (საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით) დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და შეამცირებს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საქმეთა კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები: 2 ცალი დისკი შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მცენარე კანაფი, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-–------ ა------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გოგა ბოგვერაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ა-–------ ა------–---ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის აპრილის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ა-–------ ა------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1(ერთი) წლის ვადით;

 

_ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდეობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა-–------ ა------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 521 მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება 1(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-–------ ა------–---ს სასჯელის ვადის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 ივნისიდან.

 

მსჯავრდებულ ა-–------ ა------–---ს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აეთვალოს განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

ა-–------ ა------–---ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5(ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10(ათი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: 2(ორი) ცალი დისკი (ერთვის სს საქმეს) შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მცენარე კანაფი (ინახება ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/