განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002614273
საქმე №1/ბ-412-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
ბრალდების მხარე: აჭარის ა/რ პროკურატურის უფროსი პროკურორი რ------–----ე
მსჯავრდებული: ბ--------------–--ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), მცხოვრები: ბ---------–----–--–---–-------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები; 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2231 მუხლის პირველი ნაწილი;
მსჯავრდებული: რ--------------ე, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), მცხოვრები: ხ--–------------------–-----------ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები; 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2231 მუხლის პირველი ნაწილი;
მსჯავრდებული: გ--------–---–--ე, დაბადებული 1992 წლის 31 მარტს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), მცხოვრები: ხ--–------------------–--------–---ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები; 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; 2231 მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა
აღწერილობითი ნაწილი
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენით:
1.ბრალდებული ბ--------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით; ბრალდებული ბ--------------–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 იანვარს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. ბრალდებულ ბ---------------–--ეს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე მითითება - როგორც ზედმეტად წარდგენილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--------------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით; მსჯავრდებულ ბ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან; ბ---------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
2.ბრალდებული რ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით; ბრალდებული რ--------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 იანვარს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით; ბრალდებულ რ--------------ეს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ--------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით; მსჯავრდებულ რ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 17 ივლისიდან; რ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
3.ბრალდებული გ--------–---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა - 05 (ხუთი) წლის ვადით. ბრალდებული გ--------–---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 იანვარს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით; ბრალდებულ გ--------–---–--ეს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------–---–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით; მსჯავრდებულ გ--------–---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2018 წლის 17 ივლისიდან. გ--------–---–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
ბ--------------–--ე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიური მოქმედებით ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, დანაშაულის ჩადენით და დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ქურდული სამყაროს წევრებისათვის სარგებლის მიღება ქურდული სამყაროს წევრებთან გ--------–---–--ესთან, რ--------------ესთან და ერთად ქალაქ ბათუმში აქტიურად მონაწილეობდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობაში.
ბ---------------–--ის მეგობრები და ასევე ქურდული სამყაროს წევრები - გ--------–---–--ე და რ--------------ე, 2018 წლის 29 იანვარს, ღამის საათებში იმყოფებოდნენ ქალაქ ბ------–------------------აზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „პ-–---ას“ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევით შეხვდნენ თავის ნაცნობ კ---------------ეს, რომელიც ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულეს, რომ ნარკოტიკული საშუალების ყიდვა-გაყიდვასთან და ამ გზით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად, საქმის გარჩევის მიზნით, ბ--------------–--ესთან გაჰყოლოდა.
აღნიშნულიდან რამოდენიმე წუთში, ქურდული სამყაროს წევრებმა: გ--------–---–--ემ და რ--------------ემ, კ---------------ესთან ერთად, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფ L-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით, ქალაქ ბ------–---–----------–--–---–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--------------–--ეს მიაკითხეს, რომელმაც "ქურდული სამყაროს" წევრების გავლენისა და ძალაუფლების გამოყენების მიზნით მათ ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელში ჩაუჯდა და გააგრძელეს გზა ქ--–----------–-------------------------------ში მდებარე ჭ--------------– „კ----“-მდე, სადაც ჭ--------------–ის უკანა მხარეს, მათივე მოთხოვნით კ---------------ემ ავტომანქანა გააჩერა. ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდასაჭერად, თავისთვის და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების მიზნით , ბ---------------–--ემ, გ---------–---–--ემ და რ--------------ემ, განზრახული ჰქონდათ რა კ---------------ისგან თანხის გამოძალვა, დიდი ოდენობით თანხის გადაცემის მოთხოვნით გააგრძელეს მის მიმართ ძალადობის გამოყენების და სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა. იმავდროულად, სამივე მათგანი ჯგუფურად ახორციელებდა ძალადობას, რაც გამოიხატებოდა კ---------------ეზე სახისა და თავის არეში ხელების არაერთჯერადი დარტყმით და ამ გზით აიძულებდნენ თავდაპირველად 3 000 ლარის, ხოლო საბოლოოდ, ეტაპობრივად 20 000 ლარის გადახდას, მათთვის როგორც ქურდული სამყაროს წევრებისათვის, ამავე სამყაროს წესების შესაბამისად, რომლის ნაწილს ქურდულ სამყაროს ე.წ. „საწევრო“-ში ჩასარიცხად კანონიერ ქურდებთან მიიტანდნენ.
რ--------------ე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიური მოქმედებით ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, დანაშაულის ჩადენით და დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ქურდული სამყაროს წევრებისათვის სარგებლის მიღება ქურდული სამყაროს წევრებთან გ--------–---–--ესთან, ბ--------------–--ესთან და ერთად ქალაქ ბათუმში აქტიურად მონაწილეობდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობაში.
ქურდული სამყაროს წევრები - რ--------------ე და გ--------–---–--ე, 2018 წლის 29 იანვარს, ღამის საათებში იმყოფებოდნენ ქ--–----------–------------------აზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „პ-–---ა“-ს ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევით შეხვდნენ თავის ნაცნობ კ----------------ეს, რომელიც ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულეს, რომ ნარკოტიკული საშუალების ყიდვა-გაყიდვასთან და ამ გზით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად საქმის გარჩევის მიზნით, ქურდული სამყაროს წევრს ბ--------------–--ესთან გაჰყოლოდა.
აღნიშნულიდან რამოდენიმე წუთში, ქურდული სამყაროს წევრებმა რ--------------ემ და გ--------–---–--ემ, კ---------------ესთან ერთად, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფ L-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით, ქალაქ ბ------–---–----------–--–---–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--------------–--ეს მიაკითხეს, რომელმაც "ქურდული სამყაროს" წევრების გავლენისა და ძალაუფლების გამოყენების მიზნით მათ ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელში ჩაუჯდა და გააგრძელეს გზა ქ--–----------–-------------------------------ში მდებარე ჭ--------------– „კ----“-მდე, სადაც ჭ--------------–ის უკანა მხარეს, მათივე მოთხოვნით კ---------------ემ ავტომანქანა გააჩერა. ავტომანქანის შეჩერების შემდეგ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდასაჭერად, თავისთვის და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების მიზნით რ--------------ემ, გ--------–---–--ემ და ბ--------------–--ემ, განზრახული ჰქონდათ რა კ----------------ისგან თანხის გამოძალვა, დიდი ოდენობით თანხის გადაცემის მოთხოვნით გააგრძელეს მის მიმართ ძალადობის გამოყენების და სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა. იმავდროულად, სამივე მათგანი ჯგუფურად ახორციელებდა ძალადობას, რაც გამოიხატებოდა კ---------------ეზე სახისა და თავის არეში ხელების არაერთჯერადი დარტყმით და ამ გზით აიძულებდნენ თავდაპირველად 3 000 ლარის, ხოლო საბოლოოდ, ეტაპობრივად 20 000 ლარის გადახდას, მათთვის როგორც ქურდული სამყაროს წევრებისათვის, ამავე სამყაროს წესების შესაბამისად, რომლის ნაწილს ქურდულ სამყაროს ე.წ. „საწევრო“-ში ჩასარიცხად კანონიერ ქურდებთან მიიტანდნენ.
გ--------–---–--ე არის „ქურდული სამყაროს“ წევრი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიური მოქმედებით ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად აღიარებული სპეციალური წესების შესაბამისად, რომლის მიზანია დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, დანაშაულის ჩადენით და დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ქურდული სამყაროს წევრებისათვის სარგებლის მიღება ქურდული სამყაროს წევრებთან ბ--------------–--ესთან, რ--------------ესთან და ერთად ქალაქ ბათუმში აქტიურად მონაწილეობდა "ქურდული სამყაროს" საქმიანობაში.
ქურდული სამყაროს წევრები - გ--------–---–--ე და რ--------------ე, 2018 წლის 29 იანვარს, ღამის საათებში იმყოფებოდნენ ქ--–----------–------------------აზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „პ-–---ას“ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევით შეხვდნენ თავის ნაცნობ კ---------------ეს, რომელიც ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულეს, რომ ნარკოტიკული საშუალების ყიდვა-გაყიდვასთან და ამ გზით მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად საქმის გარჩევის მიზნით ქურდული სამყაროს წევრს ბ--------------–--ესთან გაჰყოლოდა.
აღნიშნულიდან რამოდენიმე წუთში, ქურდული სამყაროს წევრებმა: გ--------–---–--ემ და რ--------------ემ, კ---------------ესთან ერთად, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფ L-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით, ქალაქ ბ------–---–----------–--–---–-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ--------------–--ეს მიაკითხეს, რომელმაც "ქურდული სამყაროს" წევრების გავლენისა და ძალაუფლების გამოყენების მიზნით მათ ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელში ჩაუჯდა და გააგრძელეს გზა ქ--–----------–-------------------------------ში მდებარე ჭ--------------– „კ----“-მდე, სადაც ჭ--------------–ის უკანა მხარეს, მათივე მოთხოვნით კ---------------ემ ავტომანქანა გააჩერა. ავტომანქანის შეჩერების შემდეგ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდასაჭერად, თავისთვის და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების მიზნით გ--------–---–--ემ, ბ--------------–--ემ, და რ--------------ემ, განზრახული ჰქონდათ რა კ---------------ისგან თანხის გამოძალვა, დიდი ოდენობით თანხის გადაცემის მოთხოვნით გააგრძელეს მის მიმართ ძალადობის გამოყენების და სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა. იმავდროულად, სამივე მათგანი ჯგუფურად ახორციელებდა ძალადობას, რაც გამოიხატებოდა კ---------------ეზე სახისა და თავის არეში ხელების არაერთჯერადი დარტყმით და ამ გზით აიძულებდნენ თავდაპირველად 3 000 ლარის, ხოლო საბოლოოდ, ეტაპობრივად 20 000 ლარის გადახდას, მათთვის როგორც ქურდული სამყაროს წევრებისათვის, ამავე სამყაროს წესების შესაბამისად, რომლის ნაწილს ქურდულ სამყაროს ე.წ. „საწევრო“-ში ჩასარიცხად კანონიერ ქურდებთან მიიტანდნენ.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულებმა: გ---------------–--ემ, გ--------–---–--ემ და რ--------------ემ ქურდული სამყაროს საქმიანობით ჩაიდინეს ქურდული სამყაროს წევრობა და დაზარალებულზე სხვა პირებთან ერთად განხორციელებული ძალადობით და მუქარით, 20000 ლარის მოთხოვნით ჩაიდინეს ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები, ესე იგი ჩაიდინეს დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მხრიდან ჩადენილი გამოძალვა უკვე მოიცავს იმ დანაშაულის შემადგენლობას, რაც გათვალისიწნებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა), რის გამოც, ამ მუხლით ცალკე დაკვალიფიცირება ქმედების არ უნდა მოხდეს და უნდა ჩაითვალოს, როგორც ბრალდებაში ზედმეტად წარდგენილ კვალიფიკაციად.
სააპელაციო საჩივრების არსი:
აჭარის ა/რ პროკურატურის პროკურორი რ------–----ე, სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენი ბ--------------–--ის, რ--------------ისა და გ--------–---–--ის მიმართ, მათ მიმართ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2231 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და შესაბამისად, განესაზღვროთ უფრო მკაცრი სასჯელი, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობთ დასტურდება ბ--------------–--ის, რ--------------ისა და გ--------–---–--ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება დაზარალებულ კ--------------ეზე ძალადობის ფაქტი, რაც გამოიხატა მსჯავრდებულთა მხრიდან დაზარალებულის მიმართ სახისა და თავის არეში ხელების არაერთჯერად დარტყმაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ბრალდების მხარის მითითებით, გამოძალვის დისპოზიცია მოიცავს ძალადობის გამოყენების მუქარას და არა განხორციელებულ ძალადობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის მიმართ, სახეზეა. ბრალდების მხარის აღნიშვნით, მსჯავრდებულთა მიმართ დანიშნული სასჯელები არის უკანონო და მსუბუქი, რაც ხელს არ შეუწყობს მსჯავრდებულების რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციას.
მსჯავრდებულ გ--------–---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ------------------ს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენის გაუქმება და გ--------–---–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულ ბ--------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატები: ზ----------ე და ი----------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და ბ--------------–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
მსჯავრდებულ რ--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ბ-------------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და რ--------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სააპელაციო პალატის სხდომაზე, პროკურორმა რ------–----ემ, მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ასევე, ითხოვა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების უარყოფა; დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი უარყოფა, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
იმის გათვალისწინებით, რომ მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
იმისათვის რომ მოხდეს წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებენ, პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადგენენ გარკვეულ გარემოებებს, აშკარად უნდა ადგენდნენ დანაშაულის ფაქტს და იმდენად დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ გონივრულ კითხვებს არ აჩენდეს პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან, რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტის უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე მოახდინოს მტკიცებულებების ავთენტიკურობის და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულებების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას, როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს, რადგან თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სასამართლოს უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად.
მსჯავრდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდებებიდან, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ბ--------------–--ის, რ--------------ისა და გ--------–---–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებს, ხოლო მსჯავრდებულთა მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება არ დასტურდება საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვოდა დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელსაც შეეძლო არსებითად დაეზიანებინა მათი უფლებები;
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში. ცემა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობის განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს, არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ, სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად, სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ კ---------------ის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ 2018 წლის 29 იანვარს, ღამის საათებში, ქალაქ ბათუმში, ბ--------------–--ემ, გ--------–---–--ემ და რ--------------ემ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდასაჭერად, თავისთვის და ქურდული სამყაროსთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების მიზნით, ცემეს, დაემუქრნენ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარით და მოითხოვეს გამოძალვის მიზნით მათთვის გადაეცა ეტაპობრივად 20 000 ლარი, მათთვის როგორც ქურდული სამყაროს წევრებისათვის, ამავე სამყაროს წესების შესაბამისად, რომლის ნაწილს ქურდულ სამყაროს ე.წ. „საწევრო“-ში ჩასარიცხად კანონიერ ქურდებთან მიიტანდნენ.
გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია, რომ დაზარალებულის კ---------------ის ჩვენება სრულად დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერით, რომლის ანალიზის მიხედვით მოქმედება მიმდინარეობს ავტომანქანაში ღამით. საჭესთან მჯდომ კ---------------ეს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მასთან მიმდინარეობს საუბარი, ემუქრებიან, ავტომანქანაში მყოფი ერთ-ერთი პირი მძღოლს ეუბნება, რომ გააჩეროს ავტომანქანა. ავტომანქანის შეჩერებისთანავე ისმის საუბარი „შენ მომისმინე ახლა! ილაპარაკე ეხლა, რამდენ ტყუილსაც იტყვი, იმდენი მუშტი მოგხვდება, გაიგე? ტყუილში დაგიჭერ, მე ხომ იცი ყველაფერი ვიცი, მე ვიყო ... თუ რ-----ა და ბ-----ია შენ ერთ სიტყვაში მოგატყუილებიო, დავაი დაიწყე ახლა მეოთხედები რომ მოგქონდა.. ისმის მამაკაცების საუბრები: ბარიგა ხარ, ვერ წახვალ საძაღლეში, დავაი თქვი ახლა რა ხდება? რა ხდებაო „დავაი“ თქვი მეოთხედები საიდან მოგქონდა, რა მოგქონდა, შენ ყიდდი, დავაი ისაუბრე - აი მით უფრო არ შეგიწყალებ, მე როგორ მყიდდი წამალს, მაი მაგიდან გაქვს შენ წამოღებული. არ უნდა ბიჭო ამდენი კონკრეტული კითხვა დასვი და პასუხი გაგცეს. რამდენი ხანია ყიდი. თვეზე მეტია, ორი თვეა ყიდი, რამე გაგიჭირდა თუ პროსტა დაგევასა, რამდენს ამატებდი მაგი რომ გაძლევდა... ამის შემდეგ ისმის რას ელაპარაკები ბიჭო თავში, თავში, მოკალ“. იმავდროულად, ვიდეოკადრში ჩანს როგორ გამეტებით ურტყამენს ავტომანქანის მძღოლს - კ---------------ეს ავტომანქანის უკანა სავარძელში მყოფი პირები, ერთ-ერთი პირი მობილური ტელეფონით ახდენს ვიდეო გადაღებას. ვიდეოგადაღებას ახორციელებს ისე, რომ ფიქსირდება მხოლოდ კ---------------ე, ხოლო დანარჩენების სახეს ვიდეოში მიზანმიმართულად არ ფიქსირდება. კ---------------ის ცემის დროს ისმის საუბარი „დანა არ გინდა, კაი არ გინდა დანა, დანა არ გინდა, შენი დედა.... ხმა ამოიღე, თავი უნდა გაუტეხო. არ მეცოდები რომ შენ მე რომ მომატყუე, მე შენ გეძმაკაცებოდი, მაგიტომ არ მეცოდები. აგრძელებენ ცემას, აიძულებენ რომ თქვას თუ რამდენში ყიდულობდა წამალს და ვისგან... გრძელდება კ---------------ის ცემა და წამლის შეძენასთან დაკავშირებით მუქარები და შეურაცხყოფები... განაგრძობენ მამაკაცები საუბარს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ასევე ისმის შემდეგი შინაარსის საუბარი ფული სად გიდევს? მადროვე, რად მინდა ამას ისედაც დედა ...., მე შენ შარს არ განახებ. „მომისმინე ბიჭო ფული რამდენი გაქვს? ფული სად გიდევს/ ფული არ მაქვს არ თქვა თორემ იარაღი, ჩემი დედა.... ტყვია შეწკეპილია, კარგად იარაღსაც ვერ ვფლობ, შეიძლება გამოვარდეს და მაი ტვინი გაგასხმევინო, გესმის? დედა მ.... , თქვი ფული სად გიდევს? შენ აქედან ვერ წახვალ! შენ ჯერ ფულს მოჯ... დღესვე, მერე კიდე წაგვიყვან საცხა წამალს ყიდულობდი იგენზე დედას მო...., რასაც გეტყვი! და მერე კიდე მეორე პარტიას მოიტან. მეორე პარტიასაც მოიტან, წამალს წამლად, ფულს ფულად, კობა გაიგე! ბ-----ია ქ------–--ეს მე შარს არ ვანახებ, სახლიდან მე გამოვიყვანე.. ხომ მიცნობ კარგად, დავაი ეხლა თქვი რამდენი გაქვს ფული, სად გაქვს, როგორ გაქვს, არც რ-----ას ვანახებ შარს, დავაი თქვი! გეუბნები შეწკეპილი მაქვს იარაღი, რომ გესროლო. დაგადებ აქანე იარაღს და გავივლი, წავალ. შენ მომისმინე ბიჭო აზრზე მოდი, ხალხი მწყობრიდან ნუ გამოგყავს. კ---------------ე ეხვეწება რომ მათქმევინე რიჟა ჰო, 1000-1000 ლარი ჩევიდოთ ამ წუთას, დანარჩენს მერე გეტყვით ვადას და ამ ორ დღეში მოიტან და ჩვენში დარჩება ეს ყველაფერი, ეხლა მოიტან 3000 ლარს 1000-1000 ლარს ჩევიდებთ და მერე დაგაკისრებთ მეორე ვადაზე ფულს, იმას მეიტან, ცხოვრებაში არავისზე პატივი არ გიცემია, პირიქით აქედან გცემდნენ პატივს. არ იცოდი ძმაკაცი, არ იცოდი ქურდები, შენნაირი ხალხი ბიჭო ვაბშე არც უნდა არსებობდეს, დასაბრედი ხარ, მაგრამ ნუ კაროჩე, არ გკლავთ იმიტომ რომ ჩვენ რაფერ შევიქმნათ შენს გამო პრობლემა, ისიც იმიტომ რომ ჯერ-ჯერობით თუ გააკეთებ, მაგრამ თუ არ გააკეთებ მაგასაც ვიზამთ. თუ არ გააკეთა დავბრიდავთ. 3000 ლარი ახლა რომ გაასწორებ, გეიგე/ ახლა ერთი 1000-1000 ლარი ჩაგვიდოს ჯიბეში, შენ გაქვს მაი ფული, თუ არ გაქვს მიადგები იმფერ კაცს, მოგცემს და დანარჩენს დაგაკისრებთ კაროჩე ქურდულ ფულს, მოიტან ამ ფულიდან ქურდებსაც შეხვდება ფული, ჩვენც შეგვხდება კაროჩე საკაიფოდ და სახელი შეგრჩება, ისევ იგივე კობა იქნები იმუშავებ პატიოსნად“. კ---------------ე ეხვეწება, რომ ამ წუთას მაქვს 200 ლარი და მოგცემთ, 3 დღე მადროვეთ და მოვიტან ფულს 3000 ლარს, მაგრამ ეუბნებიან რომ 3000 ლარი არის ცოტა. “3000 ლარს ეხლა მოიტან ყველა პონტში, შენ აქედან უფულოდ ვერ წახვალ, რადგან სადაც ორ დღეში თანხის მოტანა შეგიძლია, ეხლაც მოიტან, ნუ გვაცოდებ თავს...“ კახაბერიძე ეუბნება, არ გაცოდებ თავს... ეხლა უნდა ვთხარო ამის დედაც.. შენ გოგონები გეზრდება, რომ გაგიგონ, თესლი მამის შვილიო, მაგი უნდა ათქმევინო? წესიერი ძმა ყავს, მისმა ძმამ რომ გაიგოს. ანგელოზივით გოგოები ყავს და უნგრევს ცხოვრებას. აგერ მაქვს ჩაწერილი, რამე გადაცდომა და შენ ძაღლებთან მიხვიდე, სადმე მიხვალ მთელი ქალაქი გაიგებს. ფულს რაც შეეხება, შენ რომ მოდი მაშინ წავაგე 1000 ლარი. სანამ არ იტყვი, რომ ახლავე მოვიტან ფულს, მე ერთ ადგილას მივალ და 3000 ლარს წამოვიღებ იმდენი ხანი უნდა გირტყათ რა, ესაა პასუხი. ეხლა მანქანით მივალთ, ტელეფონს დაალომბარდებ, არ ვიცი 3000 ლარს მოიტან. მოიცა, რამდენსაც არას იტყვის დაუშვით ეგრევე! რამდენს არას იტყვის იმდენი ხანი დაუშვით და ბოლოს დავჩეხოთ!“ კახაბერიძე ეხვეწება! რ----- 3 დღეში მევიტან (ცემენ თავში ურტყამენ), ეხლა 200 ლარზე მეტი არ მაქვს. აჭარაბეთთან რომ შეგხვდი რატომ არ მითხარი, როცა დაგიჯინე მანქანაში, თან გითხარი ეხლა წავალთ ბ-----ისთან, ბ-----ი ჩამოვა, ბ-----ისთან ნალაპარაკევი მქონდა ეს თემა... ცემენ.. კახაბერიძე ეუბნება მათ „არ მაქვს პრასვეტი, ხომ იცი რიჟა? 3 დღეში მოვიტან.. (ცემენ) რაის ფული არ გაქვს დავაი ეხლავე თანხა.. ნუ ტირიხარ, შენი და ბოზის ცრემლები ერთია ჩვენთვის.. მევიტან 3 დღეში, ეხლა ვერ ვიშოვი რიჟა.. (ისევ ურტყამენ). 50000 ლარი გაქვს ნაშოვი და 3000 ლარს გეუბნები დღეს და ის გენანება /ისევ ცემენ/.. ხვალ მოვიტან 2000 -ს. მაშინ იცი რას ვიზამთ, 3 დღეში 2500 ლარს მოგვცემ და ყოველ სამ დღეში 2500 ლარს მოგთხოვთ, სანამ არ აათავებ 20000 ლარს, გაწყობს! 20000 აათავე, ყოველ სამ დღეში 2500 ლარი მოგვიტანე, გაწყობს?“ ვერ ვიშოვი, საიდან ვიშოვი? 20000 ვერ იშოვი, მაშინ დღეს მეიტანე და ნელ-ნელა მეიტან კიდევ და 10 მდე გავჩერდებით, რა. ეს ბიჭო მართლა დასაჭრელია, რას ელაპარაკები, ბიჭო! ჰა ესროლე ფეხში! ფეხში ესროლე! მანქანაში გლიჯე ფეხში!“ ამის შემდეგ აიძულებენ რომ ავტომანქანიდან ჩავიდეს.. ჩამო ძირს ეუბნებიან და ფეხში გლიჯე! „მე ვესვრი, შენ რატომ უნდა ესროლო! შეწკეპილია ბიჭო!!“ ამის შემდეგ კ---------------ე იხსნის ღვედს გადადის მანქანიდან და მალევე კადრში ჩანს მანქანის ფარების შუქზე ტყისკენ მიმავალი კ---------------ე და სამი პირი, მაგრამ ჩანაწერი ამით სრულდება... (საუბარში ერთმანეთს სახელით და ზოგ შემთხვევაში გვარებით მოიხსენიებენ).
2018 წლის 09 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა განჩინება, რომლის მიხედვით, გამოძიებას მიეცა ნებართვა 2018 წლის 09 მაისიდან, 2018 წლის 09 ივნისამდე პერიოდში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების - კერძოდ ინფორმაციის მოხსნის და ფიქსაცია კავშირგამბულობის არხიდან/კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ ასევე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია 23 პირის და მათ შორის, ბ---------------–--ის სარგებლობაში არსებული 3------------- იმეი კოდის მქონე მობილური ტელეფონიდან, რომლის ჩატარება დაევალა საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს (იხ.ტ. 2; ს.ფ. 10-19);
2018 წლის 17 მაისს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიმართვით ირკვევა, რომ საქართველს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მე-5 სამმართველოს უფროსის ბ--------------–---–ის მიერ გამოძიებას გადაეგზავნა ბ--------------–--ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (იხ. ტ. 2; ს.ფ. 22);
2018 წლის 29 მაისს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტოს მიმართვითთ ირკვევა, რომ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ მოახდინა ტექსტური გაშიფვრა, რაც დანართის სახით კრებსებად სამმართველოს უფროსის მოადგილის ნ-----------ას მიერ გადაეგზავნა გამოძიებას (ი.ხ. ტ. 2; ს.ფ. 62; 73-83);
„კომპიუტერული სისტემიდან/კავშირგამბულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ოქმით №19-ის თანახმად დადგენილია, რომ 2018 წლის 09 მაისიდან, 2018 წლის 09 ივნისამდე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება და ბ--------------–--ის კუთვნილი მობილური ტელეფონიდან პროგრამული ინფორმაციის საშუალებით (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) მოხდა ინფორმაციის მოხსნა/ფიქსაცია (ი.ხ. ტ. 2; ს.ფ. 41-43);
2018 წლის 22 მაისის ოქმით ირკვევა, რომ აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ნ----------–--ის მიერ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან გადაგზავნილი მასალების დათვალიერება და მათ შორის, ბ--------------–--ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეო და აუდიო ჩანაწერების.
2018 წლის 22 მაისის ოქმის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ნ----------–--ემ, რომლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ვიდეო ფაილის დათვალიერებისას ნახა, რომ ბ--------------–--ე სხვა პირებთან ერთად ფულს სძალავდა მოქალაქეს. მის მიერ მოპოვებული იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიდეო ჩანაწერში პირი ვისაც სძალავდა ბ--------------–--ე ფულს იყო კ---------------ე.
2018 წლის 04 ივლისის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულ იქნა აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის გ----------ის მიერ. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას კ---------------ის თანხმობის საფუძველზე, ნებაყოფლობით საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ განყოფილებაში, ამავე განყოფილების მთავარ ექსპერტ გ-----------------ის მიერ კ---------------ისაგან ფოტოაპარატის გამოყენებით გადაღებული იქნა 3 (სამი) ცალი ფოტოსურათი ნიმუშის სახით, რომელიც სამუშაო კომპიუტერის გამოყენებით გადაწერილი იქნა ორ ცალ დიკსზე, რომლებიც სათითაოდ დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეც.პაკეტში ლუქებით FCD 673128; FCD 653469 (ი.ხ. ტ 3; ს.ფ. 107-111);
2018 წლის 04 ივლისის ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ-----------------ემ.
2018 წლის 04 ივლისის ხმის ნიმუშის აღების ოქმით 2018 წლის 04 ივლისის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულ იქნა აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის გ----------ის მიერ. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას კ---------------ის თანხმობის საფუძველზე, ნებაყოფლობით საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური კვლევის განყოფილებაში, ამავე განყოფილების მთავარ ექსპერტ ე------------–-–---–ის მიერ კ---------------ისაგან ხმის ჩამწერი მოწყობილობა გნომის გამოყენებით აღებული იქნა ხმის ნიმუში 03:37 წესით, რომელიც სამუშაო კომპიუტერის მეშვეობით გადაწერილი და ჩაწერილი იქნა ორ ცალ დისკზე, რომლებიც სათითაოდ დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სპეც.პაკეტში ლუქებით FCD 653468; FCD 653448. (ი.ხ. ტ 3; ს.ფ. 102-106;)
2018 წლის 04 ივლისის ოქმში აღწერილი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა ე------------–-–---–მა.
ვიდეო ჩანაწერზე ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N5--------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ფოტოსურათებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ. სს N1----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ფოტოსურათები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. სს N1----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარმოდგენილ გამომძიებლის მიერ მითითებულ ვიდეოგრამებში კერძოდ „I-------” დან ამოღებულ ფოტოსურათზე და გამომძიებლის მიერ გამოკვლევაზე წარმოდგენილ კ---------------ის ფოტოსურათზე არსებულ პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება (ი.ხ. ტ 8; ს.ფ. 2-16);
ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N5--------- დასკვნის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ.
2018 წლის 29 ივნისს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულ იქნა აჭარის ა.რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის ა-----–-----------ის მიერ. ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი იქნა ბ--------------–--ის, გ--------–---–--ისა და რ--------------ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები, კერძოდ: N1407349303; 1407349357; 1407836947; 1406199433; 1406270013; 1406270229; 1406275784; 1406332209; 1406332257; 1406332326; 1406342788; 1406342975; 1406343010; 1406382706; 1406386032; 1406387970; 1406388239; 1406410218; 1406448325; 1406838878; 1407083708; 1407087546; 1407088784; 1407149512; 1407174866; 1407252036 - არ წარმოადგენს მონტაჟს.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები კერძოდ: 1407624818; 1407628324; 1407629352; 1407632814; 1407662703; 1407648780; 1407649826; 1407864537; 1407874544; 1407874572; 1407877488; 1407879803; 1407884149; 1407884721; 1407885537; 1407885789; 1407886320; 1407895983; 1407902019; 1407902103; 1407909088; 1407909221; არ წარმოადგენს მონტაჟს.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები, კერძოდ: 2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ბ--------------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ოთხ ცალ დისკზე) და რ--------------ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები - არ წარმოადგენს მონტაჟს.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები, კერძოდ: 1407349303; 1407349357; 1407836947; 1406199433; 1406270013; 1406270229; 1406275784; 1406332209; 1406332257; 1406332326; 1406342788; 1406342975; 1406343010; 1406382706; 1406386032; 1406387970; 1406388239; 1406410218; 1406448325; 1406838878; 1407083708; 1407087546; 1407088784; 1407149512; 1407174866; 1407252036 - ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები, კერძოდ: N1407624818; 1407628324; 1407629352; 1407632814; 1407662703; 1407648780; 1407649826; 1407864537; 1407874544; 1407874572; 1407877488; 1407879803; 1407884149; 1407884721; 1407885537; 1407885789; 1407886320; 1407895983; 1407902019; 1407902103; 1407909088; 1407909221 - ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები, კერძოდ: 2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ბ--------------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ოთხ ცალ დისკზე) და რ--------------ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები, კერძოდ: 1407349303; 1407349357; 1407836947; 1406199433; 1406270013; 1406270229; 1406275784; 1406332209; 1406332257; 1406332326; 1406342788; 1406342975; 1406343010; 1406382706; 1406386032; 1406387970; 1406388239; 1406410218; 1406448325; 1406838878; 1407083708; 1407087546; 1407088784; 1407149512; 1407174866; 1407252036; მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია და სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ბ--------------–--ის ხმისა.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფონოგრამები, კერძოდ: N1407624818; 1407628324; 1407629352; 1407632814; 1407662703; 1407648780; 1407649826; 1407864537; 1407874544; 1407874572; 1407877488; 1407879803; 1407884149; 1407884721; 1407885537; 1407885789; 1407886320; 1407895983; 1407902019; 1407902103; 1407909088; 1407909221 - მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია და სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე რ--------------ის ხმისა.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნით დგინდება, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ი---------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული და ჩაწერილი ფონოგრამები: №1405671309; №1405671576; №1405677997; №1405676469 (ჩაწერილი ორცალ CD-R დისკზე წარწერით 173963/1) მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ი--------------ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული და ჩაწერილი ფონოგრამები: №1405974555; №1406009573; №1405985645; №1405985812; № 1406009573; №1405979394; № 1405979828; №1405979317; №1405981740; №1405982662; №1405984076 (ჩაწერილი ორ ცალ CD-R დისკზე წარწერით 174060/39) მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ და ჩაწერილ ფონოგრამებს: №1405867977; №1405868356; №1405875194; № 1406131834; № 1406132504 (ჩაწერილი ორ ცალ CD-R დისკზე წარწერით 174106/7 და 173963/7) - მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული 3------------- იმეი კოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტ კომუნიკაციის შედეგად ჩაწერილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს (ჩაწერილი ორ ცალ DVD-R “ PRINCO “ დისკზე, წარწერით 2.1, 2.2) - მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ-------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ და ჩაწერილ ფონოგრამებს: №1405893408; №1406050306; №1406018522; №1405967632; №1406050797; №1406050996; №1405962113; №1405963188; №1405964052; №1406050615; №1405962112; №1405963187; №1405964051; №1406009573; №1405979394; №1405979828; №1405979317; №1405981740; №1405982662; №1405984076 (ჩაწერილი ორ ცალ CD-R დისკზე წარწერით 174060/2. 174060/4) - მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2018 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ ი--------------ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ერთ ცალ CD-R დისკზე) მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2018 წლის 29 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი, მ--------------ის (ლ---------–ი) საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ორ ცალ DVD-R დისკზე) მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
გამოსაკვლევად წარმოდგენილ 2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ ი--------------ის, საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ორ ცალ DVD-R დისკზე), ი---------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ორ ცალ DVD- R დისკზე), ბ--------------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ოთხ ცალ დისკზე აქედან ერთი DVD-R დისკზე და სამი CD-R დისკზე), შ-----------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ორ ცალ დისკზე აქედან ერთი DVD-R დისკზე ხოლო მეორე CD-R დისკზე), ბ-------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ორ ცალ CD-R დისკზე), გ-------------ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ორ ცალ CD-R დისკზე), გ--------–---–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ერთ ცალ CD-R დისკზე) და რ--------------ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამებს (ჩაწერილი ერთ ცალ CD-R დისკზე) - მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ.
გამოსაკვლევად წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ი---------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული და ჩაწერილი ფონოგრამები: №1405671309; №1405671576; №1405677997; №1405676469; (ჩაწერილი ორცალ CD-R დისკზე, წარწერით 173963/1) ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ი--------------ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული და ჩაწერილი ფონოგრამები: №1405974555; №1406009573; №1405985645; №1405985812; №1406009573; №1405979394; №1405979828; №1405979317; №1405981740; №1405982662; № 1405984076 (ჩაწერილი ორცალ CD-R დისკზე, წარწერით 174060/39) ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული და ჩაწერილი ფონოგრამები: №1405867977; №1405868356; №1405875194; № 1406131834; № 1406132504 (ჩაწერილი ორ ცალ CD-R დისკზე წარწერით 174106/7 და 173963/7) ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული 3------------- იმეი კოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტკომუნიკაციის შედეგად ჩაწერილი აუდიო-ვიდეო ინფორმაცია (ჩაწერილი ორცალ DVD-R “PRINCO“ დისკზე, წარწერით 2.1, 2.2) ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ-------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული და ჩაწერილი ფონოგრამები: №1405893408; №1406050306; №1406018522; №1405967632; №1406050797; №1406050996; №1405962113; №1405963188; №1405964052; №1406050615; №1405962112; №1405963187; №1405964051; №1406009573; №1405979394; №1405979828; №1405979317; №1405981740; №1405982662; №1405984076 (ჩაწერილი ორცალ CD-R დისკზე წარწერით 174060/2, 174060/4) ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2018 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ი--------------ის მიმართ სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამა ერთ ცალ CD-R დისკზე, ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2018 წლის 29 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი, მ--------------ის (ლ---------–ი) საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ორ ცალ DVD-R დისკზე) ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2018 წლის 29 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ი--------------ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ორცალ DVD-R დისკზე, ი---------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ორცალ DVD-R დისკზე), ბ--------------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ოთხ ცალ დისკზე აქედან ერთი DVD-R დისკზე და სამი CD-R დისკზე), შ-----------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ორ ცალ დისკზე აქედან ერთი DVD-R დისკზე ხოლო მეორე CD-R დისკზე), ბ-------–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ორცალ CD-R დისკზე), გ-------------ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ორცალ CD-R დისკზე), გ--------–---–--ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ერთ ცალ CD-R დისკზე) და რ--------------ის საქმის განხილვის სხდომის ოქმის ჩანაწერის ფონოგრამები (ჩაწერილი ერთცალ CD-R დისკზე) ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხმის მიხედვით.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ი---------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე, განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში №1405671309; №1405671576; №1405677997; №1405676469 მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ი---------–--ის ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ი--------------ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში №1405974555; №1406009573; №1405985645; №1405985812; № 1406009573; №1405979394; № 1405979828; №1405979317; №1405981740; № 1405982662; №1405984076 ფონოგრამებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ი--------------ის ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში №1405867977; №405868356; №1405875194; №1406131834; №1406132504 ფონოგრამებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ბ--------------–--ის ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული 3------------- იმეი კოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტ კომუნიკაციის შედეგად აუდიო- ვიდეო ჩანაწერში, (ჩაწერილი ერთ ცალ DVD-R დისკში, წარწერით 2.2) 103APPLE ფაილში 1)IMG_3603. 2) IMG_3604. 3)IMG_3605. 4) IMG_3606 5) IMG_3607.6) IMG_3608. მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია ბ--------------–--ის ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ-------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების შედეგად მოპოვებულ და ჩაწერილ: №1405893408; №1406050306; №1406018522; №1405967632; №1406050797; №1406050996; №1405962113; №1405963188; №1405964052; №1406050615; №1405962112; №1405963187; №1405964051; №1406009573; №1405979394; №1405979828; №1405979317; №1405981740; №1405982662; №1405984076 ფონოგრამებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ბ-------–--ის ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ი---------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში №1405671576; №1405671309; №1405677997; №1405681398. ფონოგრამებში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდეტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე მ--------------ის (ლ---------–ი) ხმისა (ლ---------–ი) გამოსაკვლევად წარმოდგენილ იფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ი---------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 514007000 ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში №1405671576 ფონოგრამაში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდენტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე შ-----------–--ის ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ი---------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ და ჩაწერილ №1405671576; ფონოგრამაში მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდეტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ-------------ის ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ---------------–--ის სარგებლობაში არსებული 3------------- იმეი კოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტ კომუნიკაციის შედეგად აუდიო ჩანაწერში, (ჩაწერილი ერთ ცალ DVD-R დისკში, წარწერით 2.1) N1\9 - აუდიო ფაილში (1980b72d-0a91-4ec0-a15b-6b9a717815ec.opus) მოსაუბრე მამაკაცისხმა იდეტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე მ--------------ის (ლ---------–ი) ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული 3------------- იმეი კოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტ კომუნიკაციის შედეგად აუდიო- ვიდეო ჩანაწერში, (ჩაწერილი ერთ ცალ DVD-R დისკში, წარწერით 2.2), 103APPLE ფაილში 1) IMG_3603. 2) IMG_3604. 3)IMG_3605. 4) IMG_3606 5) IMG_3607. 6) IMG_3608. მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდეტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე რ--------------ის ხმისა.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული 3------------- იმეი კოდის მქონე მობილური აპარატიდან ამოღებული ინტერნეტ კომუნიკაციის შედეგად აუდიო- ვიდეო ჩანაწერში (ჩაწერილი ერთ ცალ DVD-R დისკში, წარწერით 2.2)103APPLE ფაილში 1) IMG_3603; 2) IMG_3604; 3)IMG_3605; 4) IMG_3606; 5) IMG_3607; 6) IMG_3608. მოსაუბრე მამაკაცის ხმა იდეტურია სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე გ--------–---–--ის ხმისა.
ფონოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე------------–-–---–მა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის გამომძიებლებმა დ-------------------ემ, ა-----–-----------ემ, გ-------–-------–--ემ, ნ----------–--ემ, გ----------ემ ზ-------–---–---–მა უ--------ემ, რ------------ემ განმარტეს, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმებზე არსებული ხელმოწერები რომლებზედაც მათი გვარია მითითებული ეკუთვნით მათ და ოქმები სრულად ასახავენ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას, შინაარსა და შედეგებს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
საქმეში Soering v. United Kingdom ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა კ---------------ემ, რამდენჯერმე მომართა სასამართლოს შუამდგომლობით, სადაც მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვამდე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მუქარას მის მიმართ, იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულში არ ამხელდა მსჯავრდებულებს, რის გამოც, მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები არ ასახავდა სინამდვილეს და ითხოვა სააპელაციო სასამართლოში დაკითხვა.
სააპელაციო სასამართლომ გაანალიზა შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები და მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში არ ხდება პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე გამოკვლეული მტკიცებულებების ხელახალი გამოკვლევა, რადგანაც ისინი ითვლება გამოკვლეულად „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქმის სამართლიანი განხილვისათვის დადგენილი საპროცესო გარანტიების რეალიზაციის მიზნით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებითაც, რომ მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ჩვენება მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა უტყუარობისა და მათი ჯეროვანი შეფასებისათვის, პალატამ მიზანშეწონილად ჩათვალა შუამდგომლობის დაკმაყოფილება, რადგანაც ევროპული კონვენციით დადგენილი სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია უფრო მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმად მიიჩნია, ვიდრე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ამ უფლების გადაწყვეტის დამაბალანსებელი საპროცესო გარანტიები.
იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს, აღნიშნული შეეხება, როგორც საქმეზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს, ასევე, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილ გარემოებებს.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება, აქედან გამომდინარე, სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მტკიცებულების შინაარსის შეფასებას ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა განმარტა, რომ მსჯავრდებულები დანაშაულში ამხილა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მითითებითა და მათი მხრიდან ზეწოლის შედეგად, გარდა დაზარალებულის განმარტებისა, სააპელაციო სასამართლოში მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის სხვა მტკიცებულება ამ ფაქტის დასადასტურებლად, ასევე, მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულს, სააპელაციო სასამართლოში ეჭქვეშ არ დაუყენებია პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით მსჯავრდებულთა მხრიდან მასზე განხორციელებული ზემოქმედების ამსახველი საქმეზე გამოკვლეული ვიდეოფირის ავთენტურობა, ასევე, ვერ ახსნა ამ ვიდეოფირზე ასახულ მოქმედებასა და მის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის არსებული ურთიერთწინააღმდეგობა.
საქმეში არსებული ნებისმიერი მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და სააპელაციო სასამართლოში დაკითხული დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამასთან, მხარეებს უფლება აქვთ მტკიცებულებათა უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა ეჭქვეშ დააყენოს მოწმის მიკერძოების გამო.
ამ უფლების გამოყენებით ბრალდების მხარემ არასარწმუნოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ ეს უკანასკნელი ამჟამად იმყოფება მსჯავრდებულების ახლობლების ზეგავლენის ქვეშ, რაც ერთობლიობაში მიუთითებს მის მიკერძოებასა და მცდელობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დაიცვას მსჯავრდებულები.
სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენება, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით და ასევე, ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანად გამორიცხავს მსჯავრდებულთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც, არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მათი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ჩვენებაში გადმოცემული გარემოებები, საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც, დაზარალებული ამხელს მსჯავრდებულებს დანაშაულის ჩადენაში, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, შემთხვევის ადგილზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერით, რომლიც სრულად ასახავს მსჯავრდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებულ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტს, ასევე, საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საქმეში არსებული ვიდეო ჩანაწერზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური, ვიდეო ტექნიკური, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომლითაც დადგენილია მსჯავრდებულების მონაწილეობით დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რადგანაც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ მსჯავრდებულთა მიერ ჯგუფურად განხორციელებული გამოძალვის ჩადენის ფაქტზე და მათ შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან, რაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გაზიარებული მსჯავრდებულების მიმართ, ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის დროს, რადგანაც ბრალდების მხარის მოწმეებმა, მათ შორის პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა და ექსპერტებმა, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და თანმიმდევრულად ახსნეს ამ ჩვენებებით დადგენილი ფაქტები, სწორედ ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა იზიარებს მსჯავრდებულების მიერ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად განხორციელებული გამოძალვის ნაწილში განაჩენში მითითებულ დასაბუთებას, რადგანაც, საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი იქნა ამ მტკიცებულებათა ავთენტურობა, ანუ, უშუალო შემხებლობა, საქმის განხილვით დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ბ--------------–--ის, რ--------------ისა და გ--------–---–--ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, ვინაიდან, განაჩენში სწორად არის მითითებული, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საპროცესო ნორმათა სრული დაცვით მოპოვებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულთა მიმართ ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდება, რადგანაც, მათი ქმედება სრულად შეიცავს დანაშაულის ამ შემადგენლობებისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.
მხარეთა სააპელაციო საჩივრების განხილვის შედეგად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული არ ყოფილა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მსჯავრდებულებმა: ბ--------------–--ემ, რ--------------ემ და გ--------–---–--ემ ჩაიდინეს სსკ-ის 2231 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქურდული სამყაროს წევრობისათვის დამახასიათებელი განზრახი ქმედება, რაც მათ მიერ გამოხატული იქნებოდა წინასწარი განზრახვით აქტიურ მოქმედებაში და მოიცავდა დანაშაულის ამ შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს, რადგანაც, მტკიცებულების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი ან გარემოება.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდული სამყაროს წევრობისთვის. განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. ქურდული სამყაროს ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, ანუ იგი არ ადგენს ქცევის წესს იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში. კერძოდ, “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” 2005 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ,,ქურდული სამყაროს წევრის” სამართლებრივ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამდენად, ქურდული სამყაროს ობიექტური შემადგენლობის დროს, აუცილებელია: 1) პირი აღიარებდეს ქურდულ სამყაროს და 2) აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ქურდული სამყაროს აღიარებისთვის აუცილებელია ამ სამყაროს მიერ დადგენილი სპეციალური წესებითა და მიზნებით ცხოვრება, ხოლო ქურდული სამყაროს მიზნებისთვის აქტიური მოქმედება შეიძლება გამოიხატოს ამ სამყაროს სასარგებლოდ პირთა დაშინებაში, მუქარაში, იძულებაში, ქურდულ გარჩევაში, დანაშაულის ჩადენაში და ა.შ. ქურდული სამყაროს წევრობა დამთავრებულია ქურდული სამყაროს აღიარებასთან ერთად ერთ-ერთი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისთანავე. სუბიექტურად განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, რომელიც განსაზღვრულია სისხლის სამართლის 2231 მუხლით, მჭიდროდ არის დაკავშირებული „კანონიერ ქურდად“ ყოფნის დანაშაულთან. ეს უკანასკნელი სისხლის სამართლებრივად იდევნება იმავე მუხლის მე-2 პარაგრაფით. ორივე ასახავს კარგად ცნობილ ორგანიზებულ დანაშაულს, რომლის მიმართაც საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წლის 20 დეკემბერს, მიღებულ იქნა ფართო საკანონმდებლო პაკეტი, რათა გაძლიერებულიყო ბრძოლა ამგვარი დანაშაულებრივი სინდიკატების წინააღმდეგ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Ashlarba v Georgia № 45554/08, 15/07/2014, § 29).
,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ქურდული სამყაროს წევრი, არის პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. აქედან გამომდინარე, საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქურდული სამყაროს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდული სამყაროს წესებს და აქტიურად მოქმდებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. რა დროსაც, აუცილებელია, რომ ქურდული სამყაროს წევრის მოქმედება მიმართული უნდა იყოს ქურდული სამყაროს წევრისათვის ან მასთან დაკავშირებული პირისათვის სარგებლის მიღებისაკენ. ამ დროს აუცილებელია, რომ ქურდული სამყაროს წევრი აქტიურად მოქმედებდეს ამ მიზნის განსახორციელებლად. რაც გულისხმობს დაშინებით, იძულებით, ქურდული გარჩევის გზით ცდილობდეს სარგებლის მიღებას. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს ქურდული სამყაროს წევრმა მიაღწია თუ არა მიზანს, კერძოდ, სარგებლის მიღებას. მთავარია დადგენილი იქნეს ქმედების ჩამდენი პირი მოქმედებდა თუ არა აქტიურად, რის გამოც, თავისი შინაარსით, აღნიშნული ქმედება განზრახ დანაშაულს წარმოადგენს, რა დროსაც, პირს გაცნობიერებული აქვს, რომ აღიარებს ქურდული სამყაროს წესებს, არის სწორედ ამ სამყაროს წევრი, ასევე, გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და სურს ამ ქმედების შედეგად შედეგის მიღწევა.
ქურდული სამყაროს წევრობა, აუცილებელ პირობად ითვალისწინებს ქმედების ჩამდენი პირის აქტიურ მოქმედებას ქურდული სამყაროს მიზნების მისაღწევად. ამ შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია პირთა ერთობა და მათი თანააღმსრულებლობა დაშინების, მუქარის განხორციელების გზით სარგებლის მისაღებად. საქმის სასამართლო განხილვის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის შემადგენლობისათვის აუცილებელი პირობებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულთა მოქმედებაში არ იკვეთება მათი აქტიური მოქმედება ამ მიზნის მისაღწევად. რაც ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ მათ ქმედებაში, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი ვერ იქნა ამ შემადგენლობისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ნიშანი - ქმედებაში აქტიური მონაწილეობა. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ და დაზარალებულ კ---------------ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სრულიად დადასტურებულ ვიდეოჩანაწერის ანალიზის მიხედვით, დაზარალებულს თანხის გამოძალვის დროს მსჯავრდებულები მიმართავენ, რომ ,,არ იცოდი ძმაკაცი, არ იცოდი ქურდები“, ასევე, ,,ფული თუ არ გაქვს მიადგები იმფერ კაცს, რომ მოგცემს და დანარჩენს დაგაკისრებთ ქურდულ ფულს, მოიტან, ამ ფულიდან ქურდებსას შეხვდება,“ ამ განცხადების გარდა დაზარალებულთან შეხვედრამდე, ან შეხვედრის შემდგომ მსჯავრდებულებს არ განუხორციელებიათ რაიმე სახის აქტიური მოქმედება, არ დაკავშირებიან ქურდული სამყაროში ჩართულ პირებს, არ მიუცია რაიმე სახის რჩევა-დარიგება დაზარალებულისათვის ქურდული სამყაროს წევრებთან მისი შემდგომი ურთიერთობის შესახებ, დაშინების მიზნით არ გამოუყენებიათ, რომელიმე ქურდულ ურთიერთობებში ჩაბმული პირის ავტორიტეტი, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული ზეპირი განცხადება საკმარისი არ არის პირის ქურდული საყაროს წევრად მიჩნევისათვის. საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი არ არის, რომ მსჯავრდებულები თავისი ქმედებით ხელს უწყობდნენ ქურდული სამყაროს ფუნქციონირებასა და გაძლიერებას, ასევე, საქმის სასამართლო განხილვის დროს არ გამოკვლეულა აღიარებდნენ თუ არა ქურდული სამყაროს წევრებად მსჯავრდებულებს ამ სამყაროს წარმომადგენლები, არ არის დადგენილი რაიმე სახის ურთიერთობა მათ შორის. საკითხის გადაწყვეტისას პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ პირის ქურდული სამყაროს წევრად მიჩნევისათვის აუცილებელი არ არის პირი ზეპირსიტყვიერად ამბობდეს, რომ იგი აღიარებს ქურდულ სამყაროს, ამ შემადგენლობისათვის აუცილებელია ეს პირი მოქმედებდეს ქურდული ტრადიციების განმტკიცების მიზნით, რაც განსახილველ შემთხვევაში დადგენილი და დადასტურებული არ არის.
ამდენად, აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მოქმედება არ ხასიათდება ქურდული სამყაროს წევრობისათვის დამახასიათებელი აქტიური მოქმედებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მსჯავრდებულის ქმედებაში, არ არსებეობს მათ მიმართ წარდგენილი ბრალდების ამ შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშანი, რის გამოც, პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების ბრალდების ამ ნაწილში გამართლების შესახებ.
შესაბამისად, მსჯავრდებულები: ბ--------------–--ე, რ--------------ე და გ--------–---–--ე უნდა გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გაანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების: ბ--------------–--ის, რ--------------ის, გ--------–---–--ის მიერ ჩადენილია ძალადობა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რადგანაც მათი ქმედება ზუსტ შესაბამისობაშია ამ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, რის გამოც, პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების მიმართ, წარდგენილი ბრალდებებიდან, სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ამორიცხვას და სრულად ეთანხმება, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნას, ბრალდების ამ ნაწილში მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ გამოძალვა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას განეკუთვნება და იგი დამთავრებულია დაზარალებულის მიმართ მოთხოვნის წაყენების მომენტიდან, ხოლო ძალადობის რეალურად გამოყენება, რომლითაც იმუქრებოდა დამნაშავე, არ არის გამოძალვის შემადგენლობით მოცული, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენშია მითითებული, არამედ, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულთა ერთობლიობას, კერძოდ, გამოძალვასა და ძალადობის ხარისხის მიხედვით ადამიანის ჯამრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რადგანაც, გამოძალვის შემადგენლობა მოიცავს ძალადობის გამოყენების მუქარას და არა უშუალოდ განხორციელებულ ძალადობას. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოფირით, დაზარალებულ კ---------------ის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მიცემულ ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, დადგენილია, რომ დაზარალებულ კ---------------ეზე მსჯავრდებულთა მხრიდან განხორციელდა, როგორც ძალადობის მუქარა, ასევე ძალადობაც, რაც მათი მხრიდან გამოიხატა დაზარალებულის მიმართ სახესა და თავის არეში რამდენჯერმე დარტყმაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ მსჯავრდებულების: ბ--------------–--ის, რ--------------ისა და გ--------–---–--ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სრულად შეიცავს მათ მიმართ, გამოძიების მიერ წარდგენილი სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულები ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით და ბრალდების ამ ნაწილშიც უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სასჯელი.
იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების წარდგენილი ბრალდებებიდან ამორიცხვას, თითოეული მსჯავრდებული ცნობილი უნდა იქნენ დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით და უნდა განესაზღვროთ კანონით გათვალისწინებული სასჯელი.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს მსჯავრდებულის პიროვნება და საქმის გარემოებები, ასევე, ის, თუ კონკრეტული სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა რამდენად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე (2018 წლის იანვრის რედაქცია).
ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ--------------–--ის, რ--------------ისა და გ--------–---–--ის მიმართ, ბრალდების ამ ნაწილში გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
მსჯავრდებულების მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
სასჯელის განსაზღვრისას, სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ბ--------------–--ის, რ--------------ისა და გ--------–---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში, უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს.
შესაბამისად, სასჯელთან მიმართებით, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, გასაჩივრებული განაჩენით, რ--------------ისა და გ--------–---–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის შემცირებას, რაც, მსჯავრდებულთა პიროვნებისა (არ გააჩნიათ რაიმე სახის დამამძიმებელი გარემოება) და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ბ--------------–--ის მიმართ, სასჯელის განსაზღვრისას, მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რაც ჩადენილი ქმედების ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს ბრალდებულის მიმართ, კერძო და ზოგადი ხასიათის პრევენციის მიზნების მიღწევას და მის შემდგომ რესოციალიზაციას.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დართული ნივთმტკიცებების საკითხი უნდა გადაწყდეს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.სახელმწიფო ბრალმდებელ რ------–----ის, მსჯავრდებულ ბ--------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ----------ისა და ი----------ას, მსჯავრდებულ რ--------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატ ბ-------------ისა და მსჯავრდებულ გ--------–---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატ დ----------------ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის განაჩენში, მსჯავრებულების: ბ--------------–--ის, რ--------------ისა და გ--------–---–--ის მიმართ, შევიდეს ცვლილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3.ბ--------------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 იანვარს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
4.ბ--------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--------------–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
6.ბ--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან.
7.ბ--------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია.
8.რ--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 იანვარს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
9.რ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
10.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ--------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
11.რ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან.
12.რ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია.
13.გ--------–---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 იანვარს მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში;
14.გ--------–---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ” ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
15.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------–---–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
16.გ--------–---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ივლისიდან.
17.გ--------–---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა -გაუქმებულია.
18.1. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
18.2.თ---------------ის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია ორ ცალ DVD-R დისკზე წარწერით 3.1. და 3.2., დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი N26/4) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
18.3. ბ--------------–--ის მიმართ სასამართლო სხდომის ოქმების ფონოგრამები ოთხ ცალ СD-R დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი N26/4) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
18.4.გ--------–---–--ის მიმართ მიმართ სასამართლო სხდომის ოქმის ფონოგრამა ერთ ცალ CD-R დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი N26/4) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
18.5.რ--------------ის მიმართ სასამართლო სხდომის ოქმების ფონოგრამა ერთ ცალ СD-R დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი N26/4) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
18.6.ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული საუბრები (ფონოგრამები) ორ ცალ CD-R დისკზე წარწერით 173963/7 და 174106/7, დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/4) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
18.7.სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოთხოვილი, რ--------------ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5-------- ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები, ერთ ცალ CD-R დისკზე - დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/4) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
18.8.სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გამოთხოვილი, ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები - ერთ ცალ CD-R დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი № 26/4) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
18.9.კ---------------ის ხმის ნიმუში - ერთ ცალ CD-R დისკზე - დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/4) - შენახულ იქნეს საქმესთან საქმის შენახვის ვადით;
18.10.ბ--------------–--ის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია ორ ცალ DVD-R დისკზე წარწერით 2.1 და 2.2 და ერთი ცალი CD-R დისკი წარწერით კ---------------ის ფოტოსურათები, დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/4) - შენახულ იქნეს საქმესთან საქმის შენახვის ვადით;
18.11.ბ--------------–--ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღბეული თანხა 40 ლარი - დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/4) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
18.12.ბ--------------–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნოუთბუქი და მეხსიერების ბარათი, დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/10) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
18.13.გ--------–---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული სამი ცალი მობილური ტელეფონი და სიმ ბარათი, დალუქული ერთ სპეც პაკეტში FCI 623562 - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
18.14.გ--------–---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ოთხი ცალი დანა - დალუქული ერთ სპეც პაკეტში FCI 623563 - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
18.15.გ--------–---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული პლასტიკური ბარათები - დალუქული ერთ სპეც პაკეტში FCI 623561 - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
18.16.გ--------–---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული კომპიუტერის პროცესორი და ინტერნეტ მოდემი, დალუქული ერთ სპეც პაკეტში FCI 501144 - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
18.17.რ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული კომპიუტერის პროცესორი და ნოუთბუქი, დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №2) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
18.18.რ--------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მცენარეული მასა (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა), დალუქული ერთ სპეც პაკეტში FCI 598357 - - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
18.19.რ--------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/4) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
18.20.რ--------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა 540 ლარი - დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/4) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
18.21.ბ--------------–--ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული საუბრები (ფონოგრამები) ორ ცალ CD-R დისკზე წარწერით 174106/6 და 174106/7 - დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/4) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
18.22.რ--------------ის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის 5----------- ნომერზე განხორციელებული საუბრები (ფონოგრამები) ორ ცალ CD-R დისკზე წარწერით 174239/22 და 174239/23 - დალუქული ერთ პაკეტად (ლუქი №26/4) - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
19.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
20.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ. სვანიძე/