განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
330100118002729543
ინსტანცია
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002729543

საქმე N1ბ/1149-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22.01.2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა, ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: ვ----– ს--------ე,დაცვის მხარე: მ---- ს------ა, კ------- ჩ-------ე

 

მსჯავრდებული: ნ----- ა-------ი, დაბადებული 1--- წლის 6 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თელავი, სოფელი ყ--------–ა.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებული: ე-–--- თ------------, დაბადებული 1--- წლის 18 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, სოფელი ფ-------–-, დ. გ-------–---–------------ში.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

თარჯიმანი: ას--------–----------------------------ა

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენით:

 

ნ----- ა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ნ----- ა-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ----- ა-------ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ----- ა-------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგი----- და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასი----- საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნ----- ა-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან.

 

ე-–--- თ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ე-–--- თ------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, და საბოლოოდ ე-–--- თ------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე-–--- თ------------ს, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგი----- და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასი----- საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

ე-–--- თ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ----- ა-------მა და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნაწილში (2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი). მსჯავრდებული თავს დამნაშავედ ცნობს 2018 წლის 04 ოქტომბრის ეპიზოდში და შესაბამისდ არ ეთანხმება 2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდში წარდგენილ ბრალს, რადგან ნარკოტიკული საშუალება მას არ გაუსაღებია. მოწმე ი----- კ---------ოს ჩვენება არასანდოა, რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, მასში არ ჩანს არც ფულის აღების და არც ნარკოტიკის გადაცემის ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-–--- თ------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ------- ჩ-------ემ და ითხოვა მსჯავრდებულ ე-–--- თ------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უკანონოა, არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლომ გაიზიარა ყველა ის საეჭვო არგუმენტი, რასაც ბრალდების მხარე ცდილობდა მიეცა მტკიცებულებითი სახე. ბრალდების მხარეს არავითარი მტკიცებულება წინასწრი შთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის თაობაზე არ წარმოუდგენიათ.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნ----- ა-------მა და ე-–--- თ------------მა წინასწარი შეთანხმებით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს მოვარდისფრო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,5057 გრამი. აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნ----- ა-------მა და ე-–--- თ------------მა , 2018 წლის 14 სექტემბერს, ქ.თბილისში, ფ-------–ის დასახლებაში, დ----- გ-------–---–ის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ანგარების მოტივით - 500 (ხუთასი) ლარის სანაცვლოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, გაასაღეს მოქალაქე ი----- კ---------ოზე.

 

ნ----- ა-------მა უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,2346 გრამი. მინის ფლაკონში და პოლიეთილენის პარკებში მოთავსებულ აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, ნ----- ა-------ი 2018 წლის 4 ოქტომბერს, ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად თბილისში, ტ------ ქ. N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ე-–--- თ------------მა უკანონოდ შეიძინა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,0246 გრამი. უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონში მოთავსებულ, აღნიშნულ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს ე-–--- თ------------ი 2018 წლის 4 ოქტომბერს ასევე უკანონოდ ინახავდა ქ.თბილისში, სოფელი ფ-------–-,დ----- გ-------–---–ის ქ. N4-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნ----- ა-------ის მიმართ:

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება

 

ე-–--- თ------------ის მიმართ:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---- კ--------ას ჩვენების თანახმად იგი მუშაობს შსს პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 განყოფილებაში. 2018 წლის გაზაფხულზე, მან სოფელ ფ-------–-ში ჩაატარა მოსახლეობის აღწერა, რა დროსაც ნ----- ა-------ი და ე-–--- თ------------ი, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, დაფიქსირებული ყავს სოფელ ფ-------–-ში, გ-------–---–ის ქ. N4-ში ფაქტობრივ მაცხოვრებლებად. მისი ვიზიტისას, სახლის კიბეზე ისხდნენ ე-–--- თ------------ის მეუღლე და ბავშვები, მათ გვერდით იჯდა ნ----- ა-------ი და მიირთმევდნენ საჭმელს. ნ-----ი იქცეოდა როგორც ოჯახის წევრი, თუმცა, გამოკითხვისას სხვა სახელით გაეცნო. იგი შეეკითხა ე-–---ს, ვინ იყო ეს კაცი, რაზეც ე-–---ი თავდაპირველად გაღიზიანდა, მერე კი უპასუხა, რომ იყო მისი ოჯახის წევრი, ნათესავი და ცხოვრობდა მასთან. მეზობლების გამოკითხვის შედეგად მან დაადგინა ნ-----ის ნამდვილი სახელი და ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მუდმივად ცხოვრობდა ამ მისამართზე. იგი დაახლოებით წელიწადში ერთხელ, რეგულარულად, ატარებს მოსახლეობის აღწერას, თუმცა, ვინაიდან, ბოლო აღწერის შემდეგ, ცვლილება არ მომხდარა, მონაცემები არ განუახლებია.

 

მოწმე ზ-------------ის (გამომძიებელი) ჩვენებით დადგენილია, რომ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილებაში მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე. 2018 წლის 4 ოქტომბერს, მან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩაატარა თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, გ-------–---–ის ქ. N4-ში მდებარე ე-–--- თ------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სახლის გვერდით არსებულ საპირფარეშოში, პატარა ზომის მაგიდიდან ამოღებული იქნა ერთჯერადი საინექციო შპრიცი, დგუშით და წითელი ფერის თავსაფრით, მინის მცირე ზომის ბოთლი, წარწერით ,,ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАКТ“, მუქი მოყავისფრო სითხით და ლურჯი სამედიცინო მომჭერი. სამზარეულოდან ასევე ამოღებული იქნა მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი, რომელშიც იყო მოყავისფრო ფხვნილი. ე-–--- თ------------ის საძინებლიდან ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის მობილური ტელეფონი. ჩრეკას ესწრებოდა ე-–--- თ------------ის ძმა. მან დაუდასტურა, რომ ტელეფონი მის ძმას - ე-–--- თ------------ის ეკუთვნოდა, ასევე მიუთითა კოდი, რომლითაც შესაძლებელი იყო ტელეფონის განბლოკვა. საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით მონაწილე პირებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ.

 

ანალოგი----- ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე გი---------------–---–მა.

 

მოწმე ო-------------ს (გამომძიებელი) ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 4 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, თბილისში, ტ------ ქ. N1-ის მიმდებარედ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნ----- ა-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება, ხოლო მისი ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ერთჯერადი საინექციო შპრიცი და გამჭვირვალე მინის ქილა, მუქი ფერის ლაქებით. ნ----- ა-------მა ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმს, რაიმე სახის შენიშვნა არ გამუთქვამს და აღიარებდა, რომ იყო ნარკოტიკების გამსაღებელი და ამოღებული ნივთიერება უნდოდა გასასაღებლად, სურდა პოლიციასთან თანამშრომლობა და დაასახელებდა იმ პირს, ვისგანაც იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს.

 

მოწმე დ----- ნ-----–---–-ს (გამომძიებელი) ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 4 ოქტომბერს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ნ----- ა-------ი უნდა ყოფილიყო ,,ვაგზლის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და უნდა შეხვედროდა მეგობარს. დღის მეორე ნახევარში, თბილისში, ტ------ ქ. N1-ის მიმდებარედ, ნ----- ა-------ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებული იქნა ყვითელი პოლიეთილენის პარკი, მასში გახვეული შავი ფერის ნივთიერებით, ხოლო მისი ქურთუკიდან - საინექციო შპრიცი და მინის ქილა, მუქი ფერის სითხით. ნ----- ა-------მა განმარტა, რომ მისგან ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება და ეკუთვნოდა მას, ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედების ოქმს და რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს.

 

მოწმე ა----–--–---–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის სექტემბერში, ი----- კ---------ოს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით. მან გამოკითხა ი----- კ---------ო, რის შემდეგ, სასამართლოს მიერ გაიცა განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად. ი----- კ---------ოს მან გადასცა ოპერატიული თანხა - 500 ლარი და ამ უკანასკნელთან ერთად გაემგზავრა თბილისში, სოფელ ფ-------–-ში, სადაც ი----- კ---------ოს, მის მიერ მითითებული პირისგან უნდა შეეძინა ნარკოტიკი. იგი ი----- კ---------ოს ელოდებოდა 200-300 მეტრში იმ სახლიდან, სადაც შევიდა ეს უკანასკნელი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. საკონტროლო შესყიდვის შემდეგ, მან, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ი----- კ---------ოსგან ამოიღო ნარკოტიკული საშუალება და დალუქა კანონით დადგენილი წესით. ასევე

დაათვალიერა ფარული საგამოძიებო მოქმედებისას გაკეთებული ჩანაწერი, რომელიც იყო სმენადი. ვინაიდან ფარულ ჩანაწერში ფიგურირებდა მეორე პირიც - ნ----- ა-------ი, დამატებით გამოიკითხა ი----- კ---------ო, რომელმაც განმარტა, რომ ნ----- ა-------ი, ე-–--- თ------------თან ერთად ახდენდა მასზე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას.

 

მოწმე ი----- კ---------ოს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის ნარკოტიკების აქტი----- მომხმარებელი. ე-–--- თ------------ი, დაკავებამდე 4-5 თვით ადრე გაიცნო ფ-------–-ში, სადაც ნარკოტიკების შესაძენად ჩადიოდა ხოლმე. მას შემდეგ, ხშირად სტუმრობდა ე-–--- თ------------ს ფ-------–-ში და თანხის სანაცვლოდ იძენდა ნარკოტიკულ საშუალებებს. ჩასვლამდე ე-–---ს ტელეფონით უკავშირდებოდა, არკვევდა სოფელში თუ იყო ეს უკანასკნელი და დასტურის შემთხვევაში აკითხავდა მას. დაკავებამდე, დაახლოებით ერთი თვით ან თვენახევრით ადრე, ე-–---ის სახლში გაიცნო ნ----- ა-------ი, რომელმაც, რამდენჯერმე, თავად შესთავაზა მისგან ნარკოტიკის შეძენა. შეთანხმდნენ, როცა ე-–---ი არ იქნებოდა სოფელში, ურთიერთობა ჰქონოდა ნ-----თან. 2018 წლის 14 სექტემბრამდე, რამდენიმე დღით ადრე, იგი ფ-------–-ში შეხვდა ნ-----ს და შეიძინა ნარკოტიკები, რომელიც მოეჩვენა, რომ იყო ,,პატარები“ (მცირე ოდენობის). ამ დროს, შესაძლებელია ე-–---ი იყო იმავე სახლში, თუმცა მას არ უნახავს. 2018 წლის 14 სექტემბერს, როდესაც ე-–--- თანრივერდიევმა და ნ----- ა-------მა გადასცეს მას ნარკოტიკი, ხელში დაჭერისას კვლავ მოეჩვენა, რომ წონით იყო შეთანხმებულ 3 გრამზე ნაკლები, რაზეც ჯერ ერთი და მერე მეორე ბრალდებული არწმუნებდნენ, რომ პირიქით, ნარკოტიკი იყო არა ნაკლები, არამედ 3 გრამზე მეტი. ნარკოტიკი მან შეიძინა 500 ლარად, აღნიშნული თანხა მანამდე, თბილისის მთავარ სამმართველოში გადასცეს საკონტროლო შესყიდვის მიზნით. ნარკოტიკის შეძენისას, ნ----- ა-------ი გამოვიდა ოთახიდან, ხელში სავარაუდოდ ეჭირა პოლიეთილენის პარკში დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკი, რომელიც შეიტანა სხვა ოთახში, სადაც ე-–--- თ------------ი იმყოფებოდა და ერთად დააფასოეს ნარკოტიკი. ე-–--- თ------------ი და ნ----- ა-------ი ერთად ახდენდნენ მასზე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ე-–---ი არ დახვედრია სახლში და ნ----- ა-------ისგან შეუძენია ნარკოტიკული საშუალება გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ან ე-–---ს ნ-----ისთვის დაუტოვებია მისთვის გადასაცემი ნარკოტიკული საშუალება. ბრალდებულები, მისი თანდასწრებით, ერთობლივად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებას, აწონვას და მასზე გასხვისებას. ნარკოტიკს აფასოებდნენ თვალის ზომით, სასწორს არ იყენებდნენ. 2018 წლის 14 სექტემბერს, ე-–--- თ------------ის სახლიდან გამოსვლის შემდეგ, მან გათიშა ჩამწერი მოწყობილობა და შეძენილი ნარკოტიკი, დაახლოებით 100-200 მეტრში მანქანაში გადასცა გამომძიებლებს. გზად, სანამ პოლიციის მანქანამდე მივიდოდა, არავინ შეხვედრია. მისგან სწორედ ის ნარკოტიკი ამოიღეს, რაც მან შეიძინა ე-–--- თ------------ისგან

და ნ----- ა-------ისგან.

 

ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით (14.09.2018) ირკვევა, რომ სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ი----- კ---------ოს, ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით.

 

ამოღების ოქმის (14.09.2018) მიხედვით, 2018 წლის 14 სექტემბერს, 14:35-14:45 საათზე, თბილისში, სოფელი ფ-------–-, რუსთავის გზატკეცილი, ,,იმერული ოდას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ი----- კ---------ოს მარჯვენა ხელიდან ამოღებული იქნა ერთ ე.წ. ,,ბაშად“ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება , რომელიც მოთავსებულია მოვარდისფრო პოლიეთილენის პარკში.

 

საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის (04.10.2018) მიხედვით, 2018 წლის 4 ოქტომბერს 06:09-07:40 საათზე ჩატარდა, თბილისში, სოფელი ფ-------–-, გ-------–---–------------ში მდებარე ე-–--- თ------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სახლის გვერდით განთავსებულ საპირფარეშოს შესასვლელთან, პატარა ზომის მაგიდის ზედაპირზე, ნანახი და ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების შპრიცი დგუშით და მოწითალო ფერის თავსახურით. ასევე ნანახი და ამოღებული იქნა მინის მცირე ზომის ბოთლი რუსულენოვანი წარწერით ,,ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАКТ“, რომელშიც მოთავსებულია მუქი ფერის სითხე. მაგიდის ზედაპირიდან ასევე ამოღებული იქნა ლურჯი ფერის სამედიცინო დამჭერი ღია ფერის პლასტმასის შესაკრავით. პირველ სართულზე სახლის გვერდით განთავსებულ სამზარეულო ოთახში, ღია მოყავისფრო კარადაში ნანახი და ამოღებული იქნა მცირე ზომის მუყაოს ყუთში მოთავსებული პატარა ზომის პოლიეთილენის პაკეტი, მასში არსებული მომწვანო-მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერებით. ასევე პირველ სართულზე არსებული ე-–--- თ------------ისსაძინებელ ოთახში, ტელევიზორის მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------- მასში მოთავსებული სიმბარათით 5--------, რომელიც ე-–--- თ------------ის ძმის - მაჰამად თანრივერდიევის განმარტებით, ეკუთვის მის ძმას - ე-–--- თ------------ს.

 

პირადი ჩხრეკის ოქმით (04.10.2018), 2018 წლის 4 ოქტომბერს, 16:31-17:20 საათზე, თბილისში, ტ------ ქ. N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა ნ----- ა-------ის

პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარცხენა ფეხის წინდიდან ამოღებული იქნა ყვითელი პოლიეთილენის პარკი, მასში გახვეული შავი პოლიეთილენის პარკი ფხვიერი ნივთიერებით. ასევე ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ნანახი იქნა ერთჯერადი გამოყენების შპრიცი, ასევე შუშის ქილა, დახურულ მდგომარეობაში, რომელსაც აღენიშნება მცირე ოდენობით მუქი სითხე.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგი----- შემოწმების N7022046 დასკვნით (04.10.2018), ე-–--- თ------------ს ჩაუტარდა ნარკოლოგი----- შემოწმება, რა დროსაც კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული კვლევით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგი----- შემოწმებისN7022054 დასკვნით (04.10.2018), ნ----- ა-------ს ჩაუტარდა ნარკოლოგი----- შემოწმება, რა დროსაც კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული კვლევით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი. ზემოაღანიშნული ნარკოლოგი----- შემოწმების დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა იმედა მარგველაშვილმა, ამასთან განმარტა, რომ ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებას ასევე მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N2402/სქ-2770/ქრ დასკვნით (17.09.2018), ი----- კ---------ოსგან ამოღებული მოვარდისფრო პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით - 1,0641 გრამი (ნოტიო მდგომარეობაში წონით 1,5161 გრამი), წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის წონა შეადგენს - 0,5057 გრამს. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა თამარ ოსიყმაშვილმა და პეტრე წინწკალაძემ.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N2660/სქ-3060/ქრ დასკვნით (04.10.2018), ე-–--- თ------------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებულ უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონში მოთავსებული ყავისფერი 2,2 მლ სითხე, შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,024 გრამს. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნათია წიკლაურმა და გრიგოლ ქურციკიძემ.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N2667/სქ-3068/ქრ დასკვნით (05.10.2018), ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ მინის ფლაკონის შიდა კედლებზე არსებული მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,0009 გრამს. ყვითელი ფერის პოლიეთილენის პაკეტში შეხვეული გამჭვირვალე და ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 1,4577 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით - 0,2337 გრამს. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნათია ორჯონიკიძემ და გრიგოლ ქურციკიძემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა 2018 წლის 14 სექტემბერს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, როგორ მიდის ი----- კ---------ო ე-–--- თ------------ის სახლში, სადაც მას ხვდება ნ----- ა-------ი, რომელიც საშინაო ტანისამოსით მიირთმევს საჭმელს. მას შემდე, რაც ნ----- ა-------ისგან შეიტყობს, რომ ე-–--- თ------------ი შინ არ არის, ი----- კ---------ო ნ----- ა-------ს ეუბნება, რომ ,,აქვს 500 და 3 გრამი უნდა“. ნ----- ა-------ი ეკითხება - ,,500 ლარი გაქვს?“. ი----- კორნინკო რამდეჯერმე უმეორებს ნ----- ა-------ს, რომ, ,,აქვს 500 ლარი და 3 გრამი უნდა.“ ი----- კ---------ო საყვედურობს ნ----- ა-------ს, რომ ,,იმ დღეს პატარები იყო“, რაზეც ნ----- ა-------ი ინტერესდება ,,როდის?“ და ასევე სთავაზობს, ,,ის ოთხი 150, მოგცემ, ისიც სამი გამოდის“. ი----- კ---------ო უარობს და ისევ ე-–--- თ------------ის მოსვლას ითხოვს დასალაპარაკებლად. ნ----- ა-------ი სთავაზობს, ,,მომიტანე ფულიო, ეგრე მოგიტანს“, რაზეც ი----- კ---------ო ბრაზობს და წინა ჯერს ახსენებს, ,,იმ დღესაც ასე მომეცი“, ,,მომიტანა, წავიდა, ნახევარი საათი ველოდებოდი და ... რა იყო ის? ერთი ,,ზახოდი“. ი----- კ---------ო ეკითხება ნ----- ა-------ს ,,5 გრამი 700-ად ხომ გამოდის?“ რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს ,,აზრზე არა ვარ, მომე ფული, მივცემ და წამოიღოს... მივცემ და 10 წუთში მოვა. მოიტანს“. საუბარს შემოესწრო ე-–--- თ------------ი, რომელსაც ი----- კ---------ო მოკლედ ეუბნება, რომ უნდა 3 გრამი. ე-–--- თ------------ი ჯდება მანქანაში და მიდის, წასვლამდე ი----- კ---------ოს პირდება, რომ 2 წუთში დაბრუნდება. ე-–--- თ------------ის დაბრუნების შემდეგ, ჩანაწერში ნათლად ჩანს, როგორ გამოდის ერთი ოთახიდან ნ----- ა-------ი და მიდის იმავე მიმართულებით, საითაც მანამდე ე-–--- თ------------ი. ამ დროს ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკი და შედის დერეფნის ბოლოში არსებულ ოთახში. მოგვიანებით, იმავე ოთახიდან გამოდის ჯერ ნ----- ა-------ი, რომელიც უხმობს ი----- კ---------ოს, შემდეგ ე-–--- თ------------ი, რომელსაც ხელში აქვს მოვარდისფრო პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება და გადასცემს მას ი----- კ---------ოს. ნ----- ა-------ი ესწრება გადაცემის პროცესს, კადრში კარგად ისმის მისი ხმა, როდესაც ი----- კ---------ოს უჩნდება პრეტენზია, რომ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, კვლავ 3 გრამზე ნაკლებია, ე-–--- თ------------თან ერთად ნ----- ა-------იც არწმუნებს ამ უკანასკნელს, რომ ოდენობა ნაკლები კი არა, მეტია.

 

საქართველოს შსს საეექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპი----- და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N87/ ჰფვ დასკვნით (27.03.2019), 2018 წლის 14 სექტემბერს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პირების გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია და ემთხვევა ნ----- ა-------ის და ე-–--- თ------------ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათებზე არსებულ ფოტოსურათებს. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გიორგი ხიზანაშვილმა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილმა სხვა მოწმეებმა ძირითადად დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტკიცებულებების ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების /უარყოფის კონტექსტში არარელევანტურია, სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტებიდან სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81.).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ნ----- ა-------ის მოთხოვნას სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ნაწილში (2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) ნ----- ა-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოწმე ი----- კ---------ოს ჩვენება არასანდოა, ხოლო ვიდეოჩანაწერში არ ჩანს არც ფულის აღების და არც ნარკოტიკის გადაცემის ფაქტი და განმარტავს, რომ სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 14 სექტემბერს, ნ----- ა-------მა და ე-–--- თანრივერდიევმა ქ. თბილისში, ფ-------–ის დასახლებაში, დ----- გ-------–---–ის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, 500 ლარად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მოქალაქე ი----- კ---------ოზე გაასაღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

ნ----- ა-------ი აღიარებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, და შენახვას, / 2018 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი/, თუმცა უარყოფს ე-–--- თ------------თან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად უკანონო გასაღების ფაქტს და განმარტავს, რომ იგი ე-–--- თ------------ის სახლში იმყოფებოდა როგორც ხელოსანი და ატარებდა რემონტს, რაც შეეხება ე-–--- თ------------ის, იგი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მან, 2018 წლის 14 სექტემბერს, ი----- კ---------ოზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება. მხარეებს შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა 2018 წლის 14 სექტემბერს ე-–--- თანრივერდიევმა ი----- კ---------ოზე ნარკოტიკული საშუალება გაასაღა ნ----- ა-------თან შეთანხმებით, ჯგუფურად, როგორც ამას ბრალდების მხარე მიიჩნევს, თუ მარტომ, ნ----- ა-------ის მონაწილეობის გარეშე, როგორც ამას, დაცვის მხარე ამტკიცებს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ნ----- ა-------ის მითითებას, თითქოსდა მოწმე ი----- კ---------ო არასანდო მოწმეა და მისი ჩვენება არ გამომდინარებს საქმის მასალებიდან. მოწმე ი----- კ---------ოს ჩვენებაში რაიმე ხასიათის არსებით წინააღმდეგობას ან შეუსაბამობას არ აქვს ადგილი, მის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შესაბამისობაში მოდის საქმეში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან (მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერის შინაარსთან). ი----- კ---------ო, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე სააპელაციო წესით განხილვისას არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც მოწმე ი----- კ---------ოს ჩვენების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, მხოლოდ დაცვის მხარის მიერ პოზიციის დაფიქსირება კი არ არის საკმარისი.

 

მოწმე ი----- კ---------ოს ჩვენებით ე-–---ის სახლში გაიცნო ნ----- ა-------ი, რომელმაც, რამდენჯერმე, თავად შესთავაზა მისგან ნარკოტიკის შეძენა. შეთანხმდნენ, როცა ე-–---ი არ იქნებოდა სოფელში, ურთიერთობა ჰქონოდა ნ-----თან. 2018 წლის 14 სექტემბრამდე, რამდენიმე დღით ადრე, იგი, ფ-------–-ში, შეხვდა ნ-----ს და შეიძინა ნარკოტიკები, რომელიც მოეჩვენა, რომ იყო ,,პატარები“ (მცირე ოდენობის). ამ დროს, შესაძლებელია ე-–---ი იყო იმავე სახლში, თუმცა მას არ უნახავს. 2018 წლის 14 სექტემბერს, როდესაც ე-–--- თ------------მა და ნ----- ა-------მა გადასცეს მას ნარკოტიკი, ხელში დაჭერისას კვლავ მოეჩვენა, რომ წონით იყო შეთანხმებულ 3 გრამზე ნაკლები, რაზეც ჯერ ერთი და მერე მეორე ბრალდებული არწმუნებდნენ, რომ პირიქით, ნარკოტიკი იყო არა ნაკლები, არამედ 3 გრამზე მეტი. ნარკოტიკი მან შეიძინა 500 ლარად, ნარკოტიკის შეძენისას, ნ----- ა-------ი, გამოვიდა ოთახიდან, ხელში სავარაუდოდ ეჭირა პოლიეთილენის პარკში დასაფასოებლად გამზადებული ნარკოტიკი, რომელიც შეიტანა სხვა ოთახში, სადაც ე-–--- თ------------ი იმყოფებოდა და ერთად დააფასოეს ნარკოტიკი.

 

რაც შეეხება 2018 წლის 14 სექტემბერს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-ჩანაწერს, სადაც ნათლად ჩანს, ი----- კ---------ო მიდის ე-–--- თ------------ის სახლში, ნ----- ა-------ისგან შეიტყობს, რომ ე-–--- თ------------ი შინ არ არის, ი----- კ---------ო ნ----- ა-------ს ეუბნება, რომ ,,აქვს 500 და 3 გრამი უნდა“. ნ----- ა-------ი ეკითხება - ,,500 ლარი გაქვს?“. ი----- კორნინკო რამდეჯერმე უმეორებს ნ----- ა-------ს, რომ, ,,აქვს 500 ლარი და 3 გრამი უნდა.“ ი----- კ---------ო საყვედურობს ნ----- ა-------ს, რომ ,,იმ დღეს პატარები იყო“, რაზეც ნ----- ა-------ი ინტერესდება ,,როდის?“ და ასევე სთავაზობს, ,,ის ოთხი 150, მოგცემ, ისიც სამი გამოდის“. ი----- კ---------ო უარობს და ისევ ე-–--- თ------------ის მოსვლას ითხოვს დასალაპარაკებლად. ნ----- ა-------ი სთავაზობს, ,,მომიტანე ფულიო, ეგრე მოგიტანს“, რაზეც ი----- კ---------ო ბრაზობს და წინა ჯერს ახსენებს, ,,იმ დღესაც ასე მომეცი“, ,,მომიტანა, წავიდა, ნახევარი საათი ველოდებოდი და ... რა იყო ის? ერთი ,,ზახოდი“. ი----- კ---------ო ეკითხება ნ----- ა-------ს ,,5 გრამი 700-ად ხომ გამოდის?“ რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს ,,აზრზე არა ვარ, მომე ფული, მივცემ და წამოიღოს... მივცემ და 10 წუთში მოვა. მოიტანს“. საუბარს შემოესწრო ე-–--- თ------------ი, რომელსაც ი----- კ---------ო მოკლედ ეუბნება, რომ უნდა 3 გრამი. ე-–--- თ------------ი ჯდება მანქანაში და მიდის, წასვლამდე ი----- კ---------ოს პირდება, რომ 2 წუთში დაბრუნდება. ე-–--- თ------------ის დაბრუნების შემდეგ, ჩანაწერში ნათლად ჩანს, როგორ გამოდის ერთი ოთახიდან ნ----- ა-------ი და მიდის იმავე მიმართულებით, საითაც მანამდე ე-–--- თ------------ი. ამ დროს ხელში უჭირავს პოლიეთილენის პარკი და შედის დერეფნის ბოლოში არსებულ ოთახში. მოგვიანებით, იმავე ოთახიდან გამოდის ჯერ ნ----- ა-------ი, რომელიც უხმობს ი----- კ---------ოს, შემდეგ ე-–--- თ------------ი, რომელსაც ხელში აქვს მოვარდისფრო პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება და გადასცემს მას ი----- კ---------ოს. ნ----- ა-------ი ესწრება გადაცემის პროცესს, კადრში კარგად ისმის მისი ხმა, როდესაც ი----- კ---------ოს უჩნდება პრეტენზია, რომ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, კვლავ 3 გრამზე ე-–--- თ------------თან ერთად, ნ----- ა-------იც არწმუნებს ამ უკანასკნელს, რომ ოდენობა ნაკლები კი არა, მეტია.

 

ვიდეოჩანაწერი, მკაფიოდ ადასტურებს ი----- კ---------ოს და ნ----- ა-------ის შეხვედრას, გასაუბრებას, ასვე მათ წინარე ნაცნობობას და მათი ურთიერთობის შინაარსს. ვიდეოჩანაწერში ასევე ნათლად ჩანს, როგორ გადასცემს ნ----- ა-------თან წინასწარ დასახელებულ თანხას ი----- კ---------ო ე-–--- თანრივერდიევს, რასაც ესწრება ნ----- ა-------იც. ვიდეოჩანაწერში გარკვევით ჩანს, როგორ შედიან ე-–--- თანრივერდიევი და ნ----- ა-------ი ოთახში, სადაც ი----- კ---------ოს განმარტებით, ისინი ხშირად აფასოებდნენ ნარკოტიკს, იქიდან გამოსული, სწორედ ნ----- ა-------ი უხმობს ი----- კ---------ოს, რის შემდეგ ე-–--- თანირვედიევის გადასცემს მას უკვე დაფასოებულ ნარკოტიკს. ვიდეოჩანაწერში მკაფიოდ ისმის, რომ ი----- კ---------ოს აქვს პრეტენზია, რომ მისთვის გადაცემული ნარკოტიკი კვლავ შეთანხმებულ 3 გრამზე ნაკლებია, რასაც ეპასუხება როგორც ე-–--- თანრივერდიევი, ასევე ნ----- ა-------ი და ორივე ცალ-ცალკე არწმუნებს ი----- კ---------ოს, რომ ნარკოტიკის ოდენობა, ნაკლები კი არა, მეტია.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუცი----- დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუცი----- სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით -წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი----- დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული

საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი----- დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად გასაღება ეს არის - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგი----- დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №189 არის ჰეროინი, სადაც უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად ითვლება 0,2 გრამამდე (0,2 გრამის ჩათვლით) ოდენობა, ხოლო დიდ ოდენობად ითვლება 0,2 გრამიდან 1 გრამამდე (1 გრამის ჩათლით) ოდენობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნ----- ა-------ი აღიარებს, რომ მან უკანონოდ შეძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,2346 გრამი. რომელსაც ასევე უკანონოდ მინის ფლაკონში და პოლიეთილენის პარკებში ინახავდა 2018 წლის 4 ოქტომბერს.

 

ე-–--- თ------------ი კი აღიარებს, რომ უკანონოდ შეიძინა და შეინახა მოვარდისფრო პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,5057 გრამი და აღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 2018 წლის 14 სექტემბერს, ქ.თბილისში, ფ-------–ის დასახლებაში, დ----- გ-------–---–ის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, 500 (ხუთასი) ლარის სანაცვლოდ, გაასაღა მოქალაქე ი----- კ---------ოზე. იგი ასევე აღიარებს, რომ მან უკანონოდ შეიძინა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,0246 გრამი. რომელსაც 2018 წლის 4 ოქტომბერს ასევე უკანონოდ ინახავდა ქ.თბილისში, სოფელი ფ-------–-, დ----- გ-------–---–ის ქ. N4-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება ნ----- ა-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ე-–--- თ------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი ნ----- ა-------ის და ე-–--- თ------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ნ----- ა-------ის და ე-–--- თ------------ის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ი-----დიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, დანიშნული სასჯელი კი კანონიერი და სამართლიანი.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამასთან დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებასა, ასევე ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობას - ჰეროინი, რომელიც შესულია სამოქალაქო ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში, ოდენობას, რომელიც გაცილებით აღემატება ამ სახეობის ნარკოტიკისთვის დადგენილ დიდი ოდენობის მინიმალურ ზღვარს, დანაშაულის ჩადენის ანგარებით მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის არაერთი დანაშაული, ბრალდებულების პიროვნებას - ისინი არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, ვინაიდან დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგი----- შემოწმებისას ორივე მათგანს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავდებულ ნ----- ა-------ის და ე-–--- თ------------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი მათ მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიუთითებს, რომ ნ----- ა-------ის და ე-–--- თ------------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, ი----- კ---------ოზე გასაღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,5057 გრამი, მოვარდისფრო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო ი----- კ---------ოზე გასაღებული 0,5057 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ე-–--- თანრივერდიევის ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,0246 გრამი, ე-–--- თ------------ის ბინიდან ამოღებული უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონი, შპრიცი, ლურჯი ფერის რეზინის სამედიცინო ლახტი, მცირე ზომის ყუთი, მასში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო ფერის ნივთიერებით, ე-–--- თ------------ის ნერწყვის ნიმუში, ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,2346 გრამი, ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის პარკები, რაშიც იყო გახვეული ნარკოტიკული საშუალება, შუშის ქილა, რაშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იყო დანაშრევი და ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; ე-–--- თ------------ის ბინიდან ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი - 599-365-959, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რაც დაფიქსირებულია ,,PRINCO“-ს ფირმის ,,DVD-R” ფორმატის კომპაქტს დისკზე და ე-–--- თ------------ის ხმის ნიმუში, დაფიქსირებული ლაზერულ კომპაქტ დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ნ----- ა-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ე-–--- თ------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- ჩ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ნ----- ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ნ----- ა-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ----- ა-------ს, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ----- ა-------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგი----- და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასი----- საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

ნ----- ა-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან.

 

ე-–--- თ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ე-–--- თ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი, და საბოლოოდ ე-–--- თ------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ე-–--- თ------------ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგი----- და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასი----- საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.

 

ე-–--- თ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ი----- კ---------ოზე გასაღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 0,5057 გრამი, მოვარდისფრო ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭერი, რომელშიც მოთავსებული იყო ი----- კ---------ოზე გასაღებული 0,5057 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ე-–--- თ------------ის ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით 0,0246 გრამი, ე-–--- თ------------ის ბინიდან ამოღებული უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონი, შპრიცი, ლურჯი ფერის რეზინის სამედიცინო ლახტი, მცირე ზომის ყუთი, მასში მოთავსებული მომწვანო- მოყავისფრო ფერის ნივთიერებით, ე-–--- თ------------ის ნერწყვის ნიმუში, ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, წონით - 0,2346 გრამი, ნ----- ა-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პოლიეთილენის პარკები, რაშიც იყო გახვეული ნარკოტიკული საშუალება, შუშის ქილა, რაშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი იყო დანაშრევი და ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ე-–--- თ------------ის ბინიდან ამოღებული ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი - 599-365-959, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რაც დაფიქსირებულია ,,PRINCO“-ს ფირმის ,,DVD-R” ფორმატის კომპაქტს დისკზე და ე-–--- თ------------ის ხმის ნიმუში, დაფიქსირებული ლაზერულ კომპაქტ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი