განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
330100118002475009
ინსტანცია
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002475009, N1/ბ-1705-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

ვეფხია ლომიძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------– ბ----–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - მ-----– ნ--------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე (დანაშაულის ჩადენის დროს), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–------------;

 

ადვოკატები: რ-------- გ------–-–---–ი, ლ---- ზ------ე, გ----------ე;

 

კვალიფიკაცია:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ძვ. რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ძვ. რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ძვ. რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ძვ. რედაქცია).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

მსჯავრდებულ მ-----– ნ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების რ-------- გ------–-–---–ის და ლ---- ზ------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ მ-----– ნ--------–---–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგან ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად;

▪ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ მ-----– ნ--------–---–ის ძმის საკუთრებაში არსებული მაღაზია ოჯახს გაქირავებული ჰქონდა 1500 აშშ დოლარად და მათი შემოსავალი იყო სტაბილური. შესაბამისად მ-----– ნ--------–---–ს არ ჰქონდა აწ გარდაცვლილების მაღაზიასთან კონფლიქტში ყოფნის მიზეზი. მით უფრო, რომ დადგენილი არ არის, ჰქონდა თუ არა ე-------- ტ----–---–ის ოჯახს იმდენი შემოსავალი, რომ კონკურენცია გაეწია ნ--------–---–ების ოჯახის მაღაზიისთვის;

▪ განაჩენი დაეყრდნო სხვადასხვა ადგილებზე გაურკვეველ ვითარებაში დატოვებულ დნმ-ის კვალზე ჩატარებულ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას;

▪ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა 2 ცალი გაუსროლელი ვაზნა, რომელთაგან მხოლოდ ერთზე აღმოჩნდა მ-----– ნ--------–---–ის ბიოლოგიური კვალი. მისი დნმ-ის კვალი აღმოჩნდა ასევე სახლის ჩხრეკისას ამოღებულ ყველა ვაზნაზე, თუმცა მოცემულ საქმეზე მკვლელობის იარაღი ამოღებული არ არის. ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა, თუ მკვლელმა შეძლო იარაღის თავიდან მოშორება, რატომ დაიტოვა ვაზნები. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი გაუსროლელი ვაზნა და მ-----– ნ--------–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული 14 ცალი ვაზნა წარმოადგენენ ე.წ მგეზავ ვაზნებს, თუმცა ისინი სხვადასხვა ქარხნის მიერ და სხვადასხვა წელს არის გამოშვებული. შესაბამისად ვარაუდი, რომ აღნიშნულ ვაზნებს ჰყავდა ერთი და იგივე მეპატრონე, მოკლებულია საფუძველს;

▪ ე---------–--ის საცხოვრებელი სახლის და შპს „ე----------------ის“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებზე ჩანს, რომ პირი შედის აწ გარდაცვლილთა მაღაზიაში და აღარ გამოდის იქიდან. გარდაცვლილების აღმოჩენამდე კი, სხვა რაიმე მოძრაობას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ აღნიშნული ჩათვალა პირდაპირ მტკიცებულებად და მიიჩნია, რომ ფირზე აღბეჭდილი პირი იყო მკვლელი, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი არ გამოუკვლევიათ ექსპერტებს და არ დაუდგენიათ აღნიშნული პირის ვინაობა. სასამართლომ არ გაიზიარა გ------- ნ-------–---–ის და დ------ი ხ-------ის ჩვენებები, რომ „კაპიშონიანი“ კაცი არ გავდა მ-----– ნ--------–---–ს, სანაცვლოდ კი დაეყრდნო კამერებზე დაფიქსირებულ გამოუკვლეველ სილუეტს;

▪ გვიანი საღამოს მიუხედავად, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით დგინდება, რომ მითითებულ პერიოდში ე-------- ტ----–---–ის მაღაზიის სიახლოვეს იყო ავტომანქანების ინტენსიური მოძრაობა, რაც გრძელდებოდა გვიანობამდე. მხოლოდ 19 წუთში შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე იმოძრავა არაერთმა დაუდგენელმა მანქანამ, რაც აფართოვებს დანაშაულის ჩამდენ პირთა წრეს;

▪ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მკვლელი, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული ვიდეოკამერის ჩანაწერის მიხედვით, 22 საათსა და 16 წუთზე შედის მაღაზიაში და კეტავს კარს. 9 წუთში, 22 საათსა და 35 წუთზე უკვე ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანის გამოსვლა და გადაადგილება თბილისის მიმართულებით. ამ განაჩენით ორი პირის მკვლელობა ჩადენილია 9 წუთამდე ინტერვალში, მაშინ, როცა გარდაცვლილებს სიცოცხლეშივე სხეულის სხვადასხვა მიდამოებში მიყენებული ჰქონდათ მრავლობითი დაზიანებები, რაც ნიშნავს იმას, რომ მკვლელი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა ორ პირს და შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა ისინი, თუმცა მათ ტანსაცმელზე მ-----– ნ--------–---–ის ბიოლოგიური ან სხვა კვალი (მიკრონაწილაკი და ასე შემდეგ) არ აღმოჩნდა;

▪ მაღაზიაში არ არის ფულისა და ძვირფასეულობის ძებნის კვალი, ხოლო სოლიდური ფულადი თანხა ისეთ ადგილზეა დატოვებული, რომლის მიგნებაც შეიძლებოდა თავისუფლად. გარდა ამისა, გაურკვეველია, რატომ უნდა გასწორებოდა მ-----– ნ--------–---–ი ე-------- ტ----–---–ს და ი--- ხ------ს ფიზიკურად, თუ განზრახული ჰქონდა შურისძიების მოტივით მათი მკვლელობა;

▪ სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმად, გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 16 საათი. დასკვნებით ორივე გარდაცვლილს აღენიშნებოდა მოლურჯო-მოიისფრო გვამური ლაქები, რომლებიც ფერმკრთალდებიან თითის ზეწოლით და 10 წუთში აღიდგენენ პირვანდელ შეფერილობას. ბესარიონ კილასონიას წიგნში ,,სასამართლო მედიცინა“ ერთმნიშვნელოვნადაა დაფიქსირებული, რომ 6-8 საათის გასვლის შემდეგ გვამური ლაქა ზეწოლით აღარ ქრება და მხოლოდ ფერმკრთალდება, ხოლო 12-14 საათის გავლის შემდეგ გვამური ლაქები ზეწოლით ფერს აღარ იცვლიან. დაცვის მხარის მოსაზრებით, გარდაცვლილებზე არსებული გვამური ლაქების მდგომარეობით, სიკვდილი დამდგარი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 6 და არაუმეტეს 14 საათის შუალედში, რაც დაახლოებით 2 საათის ცდომილებას იძლევა და არსებითად ცვლის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მინიმუმ 2 საათის ცდომილების არსებობის შემთხვევაში კი, გარდაცვალების დროდ მიჩნეული უნდა იქნეს დაახლოებით მეორე დღის 00:30 საათი, რა დროსაც მ-----– ნ--------–---–ი უკვე სახლში იმყოფებოდა;

▪ ექსპერტიზის დასკვნებით, ორივე გვამთან მიმართებით სროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან, თუმცა არ არის აღნიშნული, რომ გარდაცვლილებს სროლის შედეგად სხეულზე აღენიშნებოდათ ნამწვავები, რაც ახასიათებს ე.წ. ,,მგეზავი“ ვაზნების მოქმედებას. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ მკვლელობა ჩადენილია არა მგეზავი სტანდარტული ვაზნების მეშვეობით;

▪ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა 7 ცალი მასრა, 2 ვაზნა, 2 ტყვიის გულა და 1 გულარი. გარდაცვლილებს კი მიყენებული აქვთ 12 ცეცხლნასროლი ჭრილობა, ბრალდების მხარის მიერ აღმოჩენილი არ იქნა 5 ცალი მასრა;

▪ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მოწმე, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მ-----– ნ--------–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე;

▪ გამოძიებამ და სასამართლომ უგულებელყო და სათანადოდ არ შეაფასა რიგი მტკიცებულებები, მაგ: სასამართლომ პირდაპირ მტკიცებულებად მიიჩნია შემთხვევის ადგილზე მ-----– ნ--------–---–ის ბიოლოგიური კვალის (დ.ნ.მ.) აღმოჩენა, სხვა პირების მიერ დატოვებული დნმ-ის კვალთან დაკავშირებით კი არ უმსჯელია (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

მსჯავრდებულ მ-----– ნ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ს---–--- კ------ის და გ----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სააპელაციო საჩივრის ძირითადი არგუმენტებია:

▪ სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი და სხვა გადაწყვეტილებები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადგენილა მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მ-----– ნ--------–---–ის ქმედებას შორის;

▪ მოწმეთა ჩვენებებით არ დადასტურდა მ-----– ნ--------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია მიზეზი, თუ რატომ უნდა მოეკლა მ-----– ნ--------–---–ს სხვისი კომერციული ინტერესის გათვალისწინებით ორი ადამიანი;

▪ გ------- ტ----–---–მა და ე-–---- წ---–-----მა, რომლის სახელზეც იყო გაფორმებული აღნიშნული ბიზნესი, სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ბიზნესი იყო ოჯახის საერთო საკუთრება და თანხებს იღებდნენ საჭიროებისამებრ. მ-----– ნ--------–---–ისთვის ცნობილი იყო მისი სახლის წინ მდებარე მაღაზიის მფლობელების შესახებ, კერძოდ, იცოდა, რომ ე-------- ტ----–---–ი და ი--- ხ------ი ბიზნესს ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მართავდნენ, შესაბამისად, ამ მოტივით მათი მოკვლა ვერ იქნებოდა გამართლებული, რადგან კონკურენტი მაღაზია მაინც განაგრძობდა ფუნქციონირებას;

▪ მ-----– ნ--------–---–ის ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ იგი ცხოვრობს შემთხვევის ადგილიდან ზუსტად ათ მეტრში და გადაადგილდებოდა მისი საცხოვრებელი ფართის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიებას შეეძლო შეესწავლა არა მხოლოდ 2018 წლის 14 იანვრის ჩანაწერები, არამედ წინა პერიოდის ჩანაწერებიც და ნახავდა, რომ მ-----– ნ--------–---–ი აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობდა არა მხოლოდ 14 იანვარს, არამედ ყოველდღე, ვინაიდან დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე;

▪ ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ მ-----– ნ--------–---–ის გენეტიკური პროფილები თითქოსდა ბუნებრივად დაემთხვა შესასვლელი კარის ურდულის სახელურს, მაღაზიაში დაგდებულ ვაზნას და გასასვლელი ჭიშკრიდან მოხსნილი ბოქლომის ზედაპირს, რომელიც იმყოფებოდა გარეთ, ღია ცის ქვეშ წვიმაში, მაშინ, როდესაც ეზოდან აღებულ ვაზნაზე, გენეტიკური პროფილის არარსებობასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ განმარტა, რომ ეს განპირობებული იყო წვიმით;

▪ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ ყოველდღიურად დილით და საღამოს კარს აღებდა და კეტავდა გარდაცვლილი ი--- ხ------ი, თუმცა მისი პროფილი კარის სახელურზე არ აღმოჩნდა, შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე მ-----– ნ--------–---–ის გენეტიკური პროფილის აღმოჩენა ბადებს ეჭვს, რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ მ-----– ნ--------–---–ი ყოველდღიურად სარგებლობდა ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ას მარკეტით.

▪ ე---------–--ის და ე---------------ის ჩანაწერებზე ფიქსირდება პირი, რომელიც შედის მარკეტში და ხურავს კარს. გამოძიების ვერსიით, აღნიშნულმა პირმა ჩაიდინა ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ას მკვლელობა. თუმცა ბრალდების მხარემ არ დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რათა მ-----– ნ--------–---–ის და მაღაზიაში შესული პიროვნების გარეგნობა შეედარებინა ერთმანეთისთვის;

▪ საქმის მასალებით ირკვევა, რომ თითქოსდა მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან ამოღებული იქნა ვაზნები. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც განმარტეს, რომ ჩხრეკის დაწყებიდან მის დასრულებამდე სახლიდან არავინ გამოსულა, გარეთ მყოფ პოლიციის სხვა თანამშრომლებთან კომუნიკაცია არ ჰქონია და სარდაფის მხარეს არ გასულა. თუმცა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი და გამოკვლეული ე---------–--ის საცხოვრებელი სახლის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ნათლად ჩანს, რომ ჩხრეკის მიმდინარეობის პროცესში სარდაფის მიმართულებით გადაადგილდებიან პოლიციის თანამშრომლები;

▪ ბრალდების მხარის მოწმემ რ---- ნ-------–---–მა განმარტა, რომ სახლში მისვლისას დაინახა გზაზე გაჩერებული ავტომანქანა, რომელში მჯდარ პირსაც ხელში ეჭირა ტელეფონი. სახლში შესვლისას ბიძას ჰკითხა გარეთ გაჩერებული მანქანა მათთან ხომ არ იყო. მოწმე ზ------ ბ------–---–მა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მას რ---- ნ-------–---–მა ჰკითხა გარეთ გაჩერებული მანქანის შესახებ. მან გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ მანქანა დაიძრა და წავიდა. შესაბამისად მანქანა ისე წავიდა, რომ მასში მყოფი პირი მანქანიდან არ გადმოსულა, რადგან ამას ფიზიკურად ვერ მოასწრებდა. გამოძიების ვერსიით კი, აღნიშნული ავტომანქანა ეკუთვნოდა მ-----– ნ--------–---–ს, რომელიც თავადვე მართავდა მას, რასაც არც მ-----– ნ--------–---–ი უარყოფს. აღნიშნულით კი დასტურდება, რომ მ-----– ნ--------–---–ი ვერ მოახერხებდა მანქანის დაძვრას და პარალელურად მაღაზიაში მკვლელობის ჩადენას.

▪ გარდაცვლილი ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მაღაზიიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში, მ-----– ნ--------–---–ისგან აღებული იქნა თითის ანაბეჭდები, ასევე შემოწმებული იქნა მის სხეულზე დენთის კვალის არსებობა, თუმცა არცერთი კვლევით არ დადასტურდა მ-----– ნ--------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა;

▪ მოწმეებმა გ------- ნ-------–---–მა და დ------ ხ-------ემ განმარტეს, რომ 2018 წლის 14 იანვარს, ღამით, მეგობრები გამოსულები იყვნენ ქუჩაში, რა დროსაც შენიშნეს გზაზე მომავალი კაპიშონიანი ახალგაზრდა, რომელიც მოძრაობდა ე-------- ტ----–---–ის მარკეტიდან მცხეთის მიმართულებით. აღნიშნული პირი იყო მ-----– ნ--------–---–ზე მომცრო ტანის, რაც კარგად ჩანს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებშიც;

▪ სასამართლოზე დაიკითხნენ კ--- გ-------–---–ი, გ------- გ------–-----ი და ლ-–- ჯ-----ე, რომლებსაც ა-–---------- ნ--------–---–ისაგან ნაქირავები აქვთ ფართი, სადაც გახსნილია სუპერმარკეტი ,,ე---“. მათი ჩვენებით მ-----– ნ--------–---–ს არც ფართის გაქირავებასთან და არც მარკეტის ფუნქციონირებასთან შეხება არ ჰქონდა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის სააპელაციო შესაგებლის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----– ნ--------–---–ს ბრალად წარედგინა:

- ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;

- ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;

- ორი პირის განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

მ-----– ნ--------–---–მა გადაწყვიტა ყაჩაღურად თავს დასხმოდა ქ.თბილისი, ზ----ის დასახლებაში, ა----–-------------ში მცხოვრებ ცოლ-ქმარს ე-------- ტ----–---–სა და ი--- ხ------ს, რომლებიც იმავე მისამართზე სასურსათო მაღაზიას ფლობდნენ და კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ. აღნიშნულის განსახორციელებლად, მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალით, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე, მ-----– ნ--------–---–ი თავს დაესხა მაღაზიაში მყოფ ე-------- ტ----–---–ს და ი--- ხ------ს, რომლებმაც მას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც მ-----– ნ--------–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა ე-------- ტ----–---–ი, მისი მეუღლე ი--- ხ------ი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ-----– ნ--------–---–მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება და ორი პირის განზრახ მკვლელობა. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებია:

 

მ-----– ნ--------–---–მა თბილისში, ზ----ის დასახლებაში, ა----–-------------ში, 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:30 საათზე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღითა და შესაბამისი საბრძოლო მასალით, რასაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენიმე გასროლით მოკლა ე-------- ტ----–---–ი და მისი მეუღლე ი--- ხ------ი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ე-------- ტ----–---–ის სიკვდილის მიზეზია: ღვიძლის და ნაღვლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანება განვითარებული მუცლის და გულმკერდის ღრუში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად, ხოლო ი--- ხ------ის სიკვდილის მიზეზია: თავის, გულმკერდის და მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად განვითარებული: ქალა-სარქვლის და ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის გარსების, ნივთიერების და მარცხენა ფილტვის დაზიანება და ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა. 2018 წლის 06 მარტს, მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის 14 (თოთხმეტი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“, ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. თოთხმეტივე (14) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით, მ-----– ნ--------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

მ-----– ნ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედ.), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედ.) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ-----– ნ--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ-----– ნ--------–---–ს დაეწყო ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2018 წლის 06 მარტის 19:42 საათიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მ-----– ნ--------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც მის მიერ სრულადაა მოხდილი. მასვე, მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით სასჯელის მოხდაში ჩათვლილი ვადა - დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინება, რომლის თანახმად, თბილისში, ა----–-------------ში მდებარე მარკეტში გარდაცვლილი იყო ორი პირი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 15 იანვარს, 10:00 საათიდან 21:05 საათამდე პერიოდში, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, კერძოდ, ქ.თბილისი, ა----–-------------ში მდებარე მარკეტი და მისი მიმდებარე ტერიტორია საცხოვრებელ ოთახთან ერთად. ეზოს მხრიდან მარკეტს აქვს რკინის შესასვლელი კარი, რომელიც იღება შიგნიდან გარეთ, მარცხნიდან მარჯვნივ. შესასვლელიდან კედლებთან არსებულ დახლსა და შუა დახლს შორის იატაკზე არის სისხლის გუბე და მამაკაცის და ქალის გვამი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოწვეულ იქნენ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის ექსპერტები და კრიმინალისტები. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ მარკეტის უკანა კარების შესასვლელში სალაროს უჯრების წინ იატაკის ზედაპირიდან და მარკეტში მაცივრის წინ იატაკის ზედაპირიდან და უკანა ეზოში არსებულ საცხოვრებელ ოთახში იატაკის ზედაპირიდან აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, რომლებიც მოთავსდა ცალ-ცალკე ქილაში და დაილუქა სათანადო წესით. სამძებრო ძაღლი ჯეკი გაშვებულ იქნა სუნის კვალზე მარკეტის ეზოს მხრიდან არსებული უკანა კარიდან. ეზოში გაიარა რამდენიმე მეტრი, გავიდა რკინის ჭიშკრიდან, გადაკვეთა საავტომობილო გზა და გაჩერდა მის მიმდებარედ. სამედიცინო ექსპერტებთან ერთად დათვალიერდა გვამები, რომლებსაც აღენიშნებოდათ მრავლობითი დაზიანებები. დეტალური დათვალიერებისა და გამოკვლევის მიზნით გვამები გადატანილი იქნა პროზექტურაში. მარკეტში შესასვლელიდან ხელმარცხნივ კედლის ბოლო ნაწილში კედლის ზედაპირზე აღინიშნებოდა სხვადასხვა ადგილზე დაზიანების კვლები, აღნიშნული დაზიანებები განლაგებული იყო იატაკის ზედაპირიდან ზემოთ სხვადასხვა ადგილებზე. არც მარკეტში და არც ოთახში არ შეინიშნებოდა არეულობის კვალი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობის დროს ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა მარკეტში შესასვლელი უკანა კარის შიდა და გარე სახელურები ორი ცალი, ანაწმენდები სხვადასხვა ადგილიდან, დანები და სხვადასხვა საგნები და ნივთები. ეზოში შესასვლელი ჭიშკრის მარჯვენა მხარეს ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ცალი ვაზნა, შვიდი ცალი მასრა ამოღებული იქნა მარკეტში შესასვლელი კარის წინ სწრაფი ჩარიცხვის აპარატსა და დახლმაცივარს შორის იატაკის ზედაპირიდან, ერთი ცალი ვაზნა ამოღებული იქნა მარკეტში ქალის გვამის თავთან მარჯვენა მხარეს დახლმაცივარსა და სავაჭრო დახლს შორის ადგილიდან, ორი ცალი ფრაგმენტი ამოღებული იქნა მამაკაცის გვამის თავის მხარეს კედლიდან, ერთი ცალი ლითონის ფრაგმენტი კი მამაკაცის გვამის თავთან კედლის ძირში იატაკის ზედაპირიდან. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, სპეციალურ პაკეტებში, შესაბამისი შტრიხკოდებით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის ფაქტი დაადასტურეს მოწმეებმა: ექსპერტმა გ---–---- ტ------–---–მა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა: ნ-------------–---–მა, ა-–---------- ნ-----–---–მა, მ------ ქ----–---–მა, გამომძიებელმა ზ----- ნ------ემ.

 

მოწმე ნ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 იანვარს, მ------ ქ----–---–თან და ა-–---------- ნ-----–---–თან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე: ქ.თბილისი, ზ----ი, ა----–-------------ში. შემთხვევის ადგილზე ჯერ კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლებმა იმუშავეს, შემდეგ კი დათვალიერდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ. მოწმეებმა დაადასტურეს ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვის ფაქტი.

 

ზ----- ნ------ის ჩვენებით, 2018 წლის 15 იანვარს, განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, ზ----ში, ა----–-------------ში მდებარე მაღაზიაში ნანახი იქნა მამაკაცისა და ქალის გვამი, რომლებსაც აღენიშნებოდათ ძალადობის ნიშნები. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, სადაც იყო სისხლის გუბეები, გვამებს კი აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები. მოწმის განმარტებით, ექსპერტებმა დეტალურად დაამუშავეს მაღაზიის ტერიტორია, აიღეს ნიმუშები და ანაწმენდები, ამოღებული მასრები და ვაზნები კი დალუქულ იქნა ადგილზე. მაღაზიის ეზოს კარს ჰქონდა ორი ბოქლომი, რომელიც ასევე ამოიღეს და დალუქეს, რადგან აშკარა იყო, რომ დამნაშავე გავიდა ეზოს კარიდან. მოწმის ჩვენებით, ამის შემდეგ დაიკითხნენ მოწმეები, დაინიშნა ექსპერტიზები. მკვლელობა მოხდა დაახლოებით 22:20-22:40 დროის შუალედში, რაც ვიდეოკამერების ჩანაწერით იქნა დადგენილი, თუმცა კამერებს მცირე ცდომილება ჰქონდათ დროში და ყველა მათგანი ერთ დროს არ აფიქსირებდა. ჩანაწერზე ჩანდა, რომ დამნაშავე პირი შევიდა მაღაზიაში და დაკეტა კარი, რის შემდეგაც მაღაზიის კარი აღარ გაღებულა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე გ------- ტ----–---–მა განმარტა, რომ ე-------- ტ----–---–ი იყო მისი მამა, რომელსაც 2001 წლიდან ჰქონდა ზ----ში, ა----–-------ში მდებარე მაღაზია და ვაჭრობდა სხვადასხვა პროდუქტით. აღნიშნულ მაღაზიას ჰქონდა ერთი შესასვლელი და ერთი ეზოში გასასვლელი კარი. ეზოში კი იყო ოთახი, სადაც ცხოვრობდნენ ე-------- ტ----–---–ი და ი--- ხ------ი. მოწმემ განმარტა, რომ იგი მ-----– ნ--------–---–ს იცნობს გამარჯობით. მისთვის ცნობილია, რომ მის მშობლებს ამ უკანასკნელთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. ბოლო პერიოდში კი, მ-----– ნ--------–---–ი ემუქრებოდა მათ, რომ მათი მაღაზია აღარ იარსებებდა, რადგან ჰქონდა ფართი, სადაც აპირებდნენ მაღაზიის გახსნას. აწ გარდაცვლილების მაღაზიის ცენტრალური შესასვლელი კარი იღებოდა დილით და იკეტებოდა ღამით. კარი იღებოდა შიგნიდან გარეთ მარჯვნივ და მაგრდებოდა კედელზე, ამიტომ კარს უცხო პირი არ ეხებოდა. ეზოში გასასვლელ კარზე იყო დიდი რკინის ბოქლომი, რომელსაც სახელურად იყენებდნენ. ოჯახის წევრების გარდა ეზოში, ასევე ეზოს კარიდან მაღაზიაში არავინ შედიოდა. შემთხვევის დროს იგი იმყოფებოდა გერმანიაში, მაგრამ, როგორც მისთვის არის ცნობილი, მაღაზიიდან წაღებული იყო ფულადი თანხა.

 

ე-------- ტ----–---–ის შვილის - დ----- ტ----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 10 საათზე, რძლისგან - ე-–---- წ---–-----ისგან შეიტყო მომხდარი მკვლელობის შესახებ. მოწმის განმარტებით, არასდროს სმენია, რომ მამამისს ვინმე დამუქრებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოზე ასევე დაიკითხა მოწმე ე-–---- წ---–-----ი, რომელმაც განმარტა, რომ 2014 წელს ზ----ში, ა----–-------------ში გახსნა სასურსათო მაღაზია, სადაც მისი მამამთილი - ე-------- ტ----–---–ი მუშაობდა მომმარაგებლად, ხოლო გამყიდველად ამ უკანასკნელის მეუღლე - ი--- ხ------ი, რომლებიც ცხოვრობდნენ მაღაზიის უკან მდებარე ოთახში. მაღაზიის შემოსავალი იყო დღეში დაახლოებით 2000 ლარი, რომლის ნაწილი ინახებოდა აწ გარდაცვლილების ოთახში, ნაწილი კი - ბანკში. 2018 წლის 15 იანვარს, 10:00 საათზე, მეუღლის მეგობარმა შეატყობინა, რომ ე-------- ტ----–---–ი და ი--- ხ------ი იყვნენ გარდაცვლილები. მოწმის ჩვენებით, ე-------- ტ----–---–ს ცუდი ურთიერთობა არავისთან ჰქონდა, თუმცა ბევრს ჰქონდა მისი ვალი მცირე ოდენობით. თავიდან მომხდარზე ეჭვი არავიზე მიუტანია, თუმცა შემდეგ ვ--–-- ხ------მა უთხრა, რომ მკვლელობაში აუცილებლად იქნებოდა გარეული ე-------- ტ----–---–ის წინა მეზობელი მ-----– ნ--------–---–ი, რომელსაც მათი მაღაზიის პირდაპირ, გზის მეორე მხარეს გაქირავებული ჰქონდა ფართი, რომელშიც იმ მომენტისთვის აწყობდნენ დახლებს. ვ--–-- ხ------მა ასევე უთხრა, რომ შემთხვევამდე 2-3 დღით ადრე, მაღაზიაში მ-----– ნ--------–---–მა მის სალამს ჩუმი გინებით უპასუხა. ასევე უთხრა, რომ მ-----– ნ--------–---–ი იმუქრებოდა მათი მაღაზიისთვის პრობლემების შექმნით. მოწმის განმარტებით, ე-------- ტ----–---–საც ჰქონდა ნათქვამი, რომ შესაძლო იყო მ-----– ნ--------–---–ს მათ შესამოწმებლად მიეყვანა საგადასახადო ან საშემოსავლო სამსახური და მოეწესრიგებინათ საბუთები. მომხდარის შემდეგ გამომძიებელმა ანახა ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახული იყო ამოღებული ფულის შესანახი უჯრა, თუმცა ფოტოზე უჯრა იყო ცარიელი. გამომძიებელი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა მკვლელობას წინ უსწრებდა ყაჩაღობა. მისთვის ცნობილია, რომ ეზოს კარზე არსებულ ბოქლომზე, რომელსაც იყენებდნენ სახელურად, აღმოჩნდა მ-----– ნ--------–---–ის კვალი, მაგრამ ამ კარით მომხმარებლები არ სარგებლობდნენ. კვალი დატოვებული იყო ცენტრალური გზიდან მაღაზიაში შესასვლელ დიდ კარზე, რომელსაც, როგორც წესი, აღებდა და კეტავდა ი--- ხ------ი და მას სხვა არავინ ეხებოდა. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მასზე მ-----– ნ--------–---–ის ან სხვა პირის ანაბეჭდი ყოფილიყო.

 

მოწმე ვ--–------- ხ------მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ იგი დამხმარედ მუშაობდა ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მაღაზიაში. 2018 წლის 15 იანვარს, სამსახურში მისვლისას მაღაზია დახვდა ყვითელი ლენტით შემოღობილი. ადგილზე კი მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. ფიქრობდა, რომ მკვლელობაში გარეულები იყვნენ მათი მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიის მეწილეები, რის შესახებაც მეორე დღეს უთხრა ე-–---- წ---–-----ს. 2018 წლის 7 მარტს ტელევიზიით შეიტყო, რომ დაკავებული იყო ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი და მითითებული იყო ამ პირის ინიციალები, თუმცა მან აღნაგობით და ზოლიანი სვიტერით მაშინვე ამოიცნო მ-----– ნ--------–---–ი. მოწმის განმარტებით, მაღაზიას ამარაგებდა ე-------- ტ----–---–ი, ი--- ხ------ი კი ყიდდა პროდუქტს. სწორედ ი--- ხ------ი აღებდა და კეტავდა მაღაზიას. მისთვის ცნობილია, რომ მ-----– ნ--------–---–ი იმუქრებოდა შემთხვევამდე და ამბობდა, რომ დახურავდა კონკურენტ მაღაზიას, რადგან ვერ მუშაობდა მისი მაღაზია. მოწმის ჩვენებით, 13 იანვარს ის და ი--- ხ------ი იმყოფებოდნენ მაღაზიაში, რა დროსაც შევიდა მ-----– ნ--------–---–ი, რომელმაც უმნიშვნელო ხუმრობაზე უპასუხა უხეშად და აგრესიულად, თუმცა მათ საუბარში ი--- ხ------ი არ ჩარეულა. როგორც მისთვისაა ცნობილი, ე-------- ტ----–---–ს ჰქონდა შიში, რომ მ-----– ნ--------–---–ი მათ მაღაზიაში შეუშვებდა საგადასახადო სამსახურს. როგორც აწ გარდაცვლილები ამბობდნენ, მ-----– ნ--------–---–ი იმუქრებოდა მათი მაღაზიის ,,დაძირვით“. მაღაზიის გაღებისას ა----–ის ქუჩის მხრიდან შესასვლელი კარი მავთულით მაგრდებოდა კედელზე, მათ შორის ზამთარშიც, ამიტომ კარს მომხმარებელი არ ეხებოდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ შედის მაღაზიაში მკვლელი, ხსნის მავთულს და კარს კეტავს შიგნიდან. მაღაზიის დახლების უკან არის მეორე კარი, რომელიც გადის მაღაზიის უკან მდებარე ეზოში. აღნიშნულ კარზე იყო ორი ბოქლომი, რომელთაგან ერთი კეტავდა კარს, მეორეს კი იყენებდნენ სახელურად. ამ კარით სარგებლობდნენ ოჯახის წევრები და უცხო პირი აღნიშნული კარიდან არ გადიოდა. მომხდარის შემდეგ მაღაზიაში არსებული უჯრა, რომელშიც უნდა ყოფილიყო 200 ლარამდე თანხა, იყო ცარიელი.

 

სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მოწმე თ---------- პ---–--–---–მა განმარტა, რომ ყოველ დილით მას ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მაღაზიაში მიჰქონდა მზა პროდუქტები. 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 08:00 საათზე მივიდა მაღაზიაში, რომლის კარიც დახვდა დაკეტილი. აღნიშნული ეუცნაურა, რადგან ი--- ხ------ი მაღაზიას აღებდა 07:30 საათზე და მისვლისას ყოველთვის ღია ხვდებოდა. მან რამდენჯერმე დაურეკა ი--- ხ------ს, თუმცა ამ უკანასკნელმა არ უპასუხა. ან მაღაზიას შემოუარა მარცხენა მხრიდან, სადაც განთავსებული იყო მაღაზიის მეორე შესასვლელი და დაინახა, რომ კარი იყო ღია. მისთვის ცნობილია, რომ უკანა კარს აღებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ე-------- ტ----–---–ს ავტომანქანით უნდა შეეტანა პროდუქტი, თუმცა ამ დროს ე--------ს მანქანა იდგა ეზოში და სახლიდან ისმოდა ტელევიზორის ხმა. მან იფიქრა, რომ შესაძლოა ე-------- ტ----–---–ი გახდა ცუდად და იგი წაიყვანეს სასწრაფო დახმარების ავტომანქანით, თუმცა ასეთ შემთხვევაში მაღაზიის და ეზოს კარი იქნებოდა დახურული. იგი შებრუნდა ეზოში და დაუძახა აწ გარდაცვლილებს, რა დროსაც მაღაზიაში დაინახა, რომ გადმოგდებული იყო ხუთ ლიტრიანი ღვინის ბოცა. ასევე დაინახა სისხლის გუბე და გარდაცვლილი ი--- ხ------ი, რის შემდეგაც დარეკა საპატრულო პოლიციაში. მოწმის განმარტებით, მომხმარებლები და დისტრიბუტორები სარგებლობდნენ მაღაზიის მხოლოდ მთავარი შესასვლელით.

 

თ---------- პ---–--–---–ის ჩვენების სისწორე დადასტურებულია შეტყობინებით, სადაც ის 112-ს ატყობინებს ღია კარის და დაჭრილი ორი ადამიანის შესახებ.

 

მოწმე ქ------- ყ-----–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ აწ გარდაცვლილებს იცნობდა ბავშვობიდან და ამ უკანასკნელთა მაღაზიაში მუშაობდა დამლაგებლად. მაღაზიას ჰქონდა რკინის ცენტრალური შესასვლელი კარი, რომელიც იღებოდა გარეთ და მაგრდებოდა კედელზე. კარს ყოველ დილით აღებდა ი--- ხ------ი და ყველა სეზონზე მთელი დღის განმავლობაში იყო ღია. ეზოს კი ჰქონდა დიდი რკინის ჭიშკარი, მაგრამ მომხმარებლებს არ ჰქონდათ ეზოს კარიდან გასვლის უფლება. 2018 წლის 15 იანვარს მეზობლებისგან შეიტყო ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მკვლელობის შესახებ.

 

მოწმე თ----- მ-----–-–---–ი-ჯ-----–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 15 იანვარს შეიტყო მომხდარის შესახებ. ე-------- ტ----–---–ს და ი--- ხ------ს კონფლიქტი არავისთან ჰქონდათ, პირიქით, ყველასთან ჰქონდათ თბილი დამოკიდებულება. ე-------- ტ----–---–ის მაღაზიას ცენტრალური შესასვლელი ჰქონდა ცენტრალური გზიდან, კარი იღებოდა გარეთ და მაგრდებოდა კედელზე. დახლის უკან მაღაზიას ჰქონდა მეორე კარიც, რომელიც გადიოდა ეზოში, მაგრამ ამ კარით მომხმარებლები არ სარგებლობდნენ. ეზოს კარი იღებოდა მხოლოდ იმ დროს, როდესაც ე-------- ტ----–---–ს მიჰქონდა პროდუქტი.

 

მოწმე მ------ ლ----იძის ჩვენებით, მას ე-------- ტ----–---–ის ოჯახთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა და იყო ამ უკანასკნელის ახალი მაღაზიის მეწილე. როგორც მისთვის არის ცნობილი, აწ გარდაცვლილს კონფლიქტი არავისთან ჰქონდა და არც ბიზნესთან დაკავშირებით ვინმესთან პრობლემის შესახებ სმენია.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ე-------- ტ----–---–ის სიკვდილის მიზეზია: ღვიძლის და ნაღვლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანება განვითარებული მუცლის და გულმკერდის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით ე-------- ტ----–---–ის სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 16 საათი.

▪ ე-------- ტ----–---–ის გვამს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები:

1. შემავალი ხვრელით: მარჯვენა მხრის ზემო მესამედის შიგნითა ზედაპირზე კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით და მარჯვენა მხრის ძვლის ღია მოტეხილობით, გამავალი ხვრელით: ამავე მხრის ზემო მესამედის უკანა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან ზემოთ, წინიდან უკან, მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 12სმ. (პირობითად ჭრილობა N1-1ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.

2. შემავალი ხვრელით: მარცხენა მხრის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გამომავალი ხვრელით: ამავე მხრის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე, ჭრილობის არხის მიმართულებით მარცხნიდან მარჯვნივ, უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით - 12 სმ. (პირობითად ჭრილობა N2-2ა გამომავალი ხვრელი). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.

3. შემავალი ხვრელით: მუცლის წინა ზედაპირზე მცირედ მარცხნივ მკერდის ახლო და ლავიწშუა ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 113 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის და თეძოს ნაწლავის გამჭოლი დაზიანებით, დაზიანებული თეძოს ნაწლავის მიდამოში მეტალის უცხო სხეულით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 12სმ. (პირობითად ჭრილობა N3). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.

4. შემავალი ხვრელით: მუცლის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე იღლიის შუა ხაზზე ტერფის ძირიდან 119 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის ანატომიური მთლიანობის დარღვევით, დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით. მარჯვნივ, ბეჭის ხაზზე მე-10,11,12 ნეკნებს, ამავე მხარეს იღლიის წინა ხაზზე მე-6 ნეკნის და მარჯვნივ მკერდის ახლო ხაზზე მე-3 და მე-4 ნეკნის მოტეხილობით, მოტეხილი ნეკნების შესაბამისად მე-3-4 ნეკნთაშუა კუნთებში მეტალის უცხო სხეულით, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 32 სმ. (პირობითად ჭრილობა N4). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - ე-------- ტ----–---–ის სიკვდილთან.

5. შემავალი ხვრელით: კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირის ზემო მესამედში ტერფის ძირიდან 163 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ორმხრივ კისრის მე-3-4 მალების გვერდითა მორჩების მოტეხილობით, გამომავალი ხვრელით: კისრის მარცხენა გვერდით ზედაპირის ქვემო მესამედში ტერფის ძირიდან 160 სმ-ით დაშორებით; ჭრილობის არხის მიმართულებით ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 15სმ. (პირობითად ჭრილობა N5-5ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.

6. შემავალი ხვრელით: მარჯვნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე იღლიის უკანა და ბეჭის ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 141,5 სმ-ის დაშორებით, გამომავალი ხვრელით: მარჯვნივ გულმკერდის უკანა ზედაპირზე ბეჭის და ხერხემლის ახლო ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 156 სმ-ით დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ჭრილობის არხის მიმართულებით ქვემოდან ზემოთ, მცირედ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით - 18 სმ. (პირობითად ჭრილობა N6-6ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.

7. შემავალი ხვრელით: გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე ტერფის ძირიდან 134 სმ-ის დაშორებით ლავიწშუა და იღლიის წინა ხაზებს შორის, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გამომავალი ხვრელით: მარცხნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწშუა ხაზზე მე-4-5 ნეკნთაშუა მიდამოში ტერფის ძირიდან 137 სმ-ით დაშორებით, ჭრილობის არხის მიმართულებით მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ქვემოდან ზემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით - 10სმ. (პირობითად ჭრილობა N7-7ა). დაზიანება იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან. დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) მოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, თუ აღნიშნული მიდამოები მათი განვითარების მომენტში წარმოადგენენ პირველ გარეთა შრეს და არ იყვნენ დაფარული ტანსაცმლით.

8. სახის მარჯვენა ნახევარში უსწოროკიდეებიანი ჭრილობა (პირობითად ჭრილობა NA) მიმდებარედ ნაჭდევებით, სისხლნაჟღენთებით და სახის ძვლების მოტეხილობით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.

▪ ე-------- ტ----–---–ის გვამს მარცხნივ საფეთქლის მიდამოში ასევე აღენიშნებოდა ნაჭდევი. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და უშუალო მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან.

▪ ყველა დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში.

▪ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები.

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ი--- ხ------ის სიკვდილის მიზეზია: თავის, გულმკერდის და მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად განვითარებული: ქალა- სარქვლის და ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის გარსების, ნივთიერების და მარცხენა ფილტვის დაზიანება და ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა. გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით ი--- ხ------ის სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 16 საათი.

▪ ი--- ხ------ის გვამს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები:

1. შემავალი ხვრელით მარჯვნივ წარბის შიგნითა კუთხესთან ტერფის ძირიდან 155 სმ-ის დაშორებით, თავის რბილი საფარის დაზიანებით, ქალა-სარქველისა და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით, თავის ტვინის ნივთიერების და გარსების დაზიანებით, გამომავალი ხვრელით: მარჯვნივ კეფის მიდამოში ტერფის ძირიდან 147 სმ-ით დაშორებით. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვემოთ, ჭრილობის არხის სიგრძით-29 სმ. (პირობითად ჭრილობა N1-1ა).

2. შემავალი ხვრელით: მარცხენა წინამხრის შუა მესამედის უკანა და წინა ზედაპირების საზღვარზე გარეთა ზედაპირზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გამომავალი ხვრელით ამავე წინამხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, მცირედ ქვემოდან ზემოთ და მცირედ მარცხნიდან მარჯვნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-3სმ. (პირობითად ჭრილობა N2-2ა).

3. შემავალი ხვრელით: წელის მიდამოში მარჯვნივ ბეჭის ხაზზე, ტერფის ძირიდან 108 სმ-ის დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევით, კუჭის, დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის დაზიანებით, მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე მე-7 ნეკნის მოტეხილობით, გამომავალი ხვრელით: მარცხენა ძუძუს ქვედა გარეთა კვადრატში ლავიწშუა და იღლიის წინა ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 114 სმ-ით დაშორებით ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ქვემოდან ზევით, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-26 სმ. (პირობითად ჭრილობა N3-3ა).

4. შემავალი ხვრელით: გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ტერფის ძირიდან 108 სმ-ის დაშორებით ხერხემლის ახლო ხაზზე, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, გულმკერდის მე-8-9-10 მალების მოტეხილობით, მარცხენა ფილტვის გამჭოლი დაზიანებით, მარცხნივ იღლიის უკანა ხაზზე მე-5 და მე-6 ნეკნის მოტეხილობით; გამომავალი ხვრელით: გულმკერდის მარცხენა გვერდით ზედაპირზე იღლიის უკანა ხაზზე ტერფის ძირიდან 124,5 სმ-ით დაშორებით, ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან წინ, ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-22 სმ. (პირობითად ჭრილობა N4-4ა).

5. შემავალი ხვრელით: მარჯვენა მხრის სახსრის უკანა ზედაპირზე ტერფის ძირიდან 138 სმ-ით დაშორებით, კანის, კანქვეშა ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის დაზიანებით, მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე ლავიწის ძვლის და პირველი ნეკნის მოტეხილობით, ამავე მხარეს ლავიწშუა და მკერდის ახლო ხაზებს შორის მე-2 და მე-3 ნეკნის მოტეხილობით, გამომავალი ხვრელით: მარჯვნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწშუა და მკერდის ახლო ხაზებს შორის ტერფის ძირიდან 130 სმ-ით დაშორებით; პირველი ნეკნის მოტეხილობის შესაბამისად უსწოროკიდეებიანი ჭრილობით. ჭრილობის არხი მიმართულებით უკნიდან წინ, ზემოდან ქვემოთ, მცირედ მარჯვნიდან მარცხნივ, ჭრილობის არხის სიგრძით-20 სმ. (პირობითად ჭრილობა N5-5ა-5ბ). დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან (იარაღებიდან) გასროლილი ჭურვების მოქმედების შედეგად. სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, თუ აღნიშნული მიდამოები მათი განვითარების მომენტში წარმოადგენდნენ პირველ გარეთა შრეს და არ იყვნენ დაფარული ტანსაცმლით.

▪ პირობითად ჭრილობები: N1-1ა; N3-3ა; N4-4ა, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი, მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - ი--- ხ------ის სიკვდილთან.

▪ პირობითად ჭრილობა N2-2ა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. პირობითად ჭრილობა N5-5ა-5ბ. იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.

▪ ი--- ხ------ის გვამს ასევე აღენიშნებოდა თხემ-კეფის მიდამოში მარცხნივ ტერფის ძირიდან 159 სმ-ის დაშორებით უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, (პირობითად ჭრილობა N A), სხეულზე ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ჭრილობა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და არ იმყოფება უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან; ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთი როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ იმყოფებიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.

▪ ყველა დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში.

▪ ქიმიურ-ტრასოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი--- ხ------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და საძილე საშუალებები.

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ------------- ც-----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ სროლა ნაწარმოებია არა ახლო მანძილიდან, სროლის ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, კანის პრეპარატებზე არსებული დაზიანებების შესაბამისად, კონტაქტურ-დიფუზურ მოდიფიკაციაში ფერადი ანაბეჭდები არ აღინიშნება. სროლის მანძილის დაზუსტების მიზნით, მიზანშეწონილია იმ ტანსაცმლის (არსებობის შემთხვევაში) გამოკვლევა, რომელიც მიყენების მომენტში ფარავდა ზემოთ აღნიშნულ მიდამოებს და წარმოადგენდა დაზიანებათა პირველ (გარეთა) შრეს. მოწმემ განმარტა, რომ ე-------- ტ----–---–ს ჰქონდა სულ 7 შემავალი ცეცხლნასროლი დაზიანება, რომელთაგან ორი იყო ბრმა დაზიანება, რომლიდანაც ერთ-ერთი, კერძოდ მეოთხე დაზიანება აღმოჩნდა სასიკვდილო.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 თებერვლის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ:

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...ობიექტი N1 და N10 2 (ორი) ცალი ვაზნა. N2, 3, 4, 5, 6, 7 და 8 7 (შვიდი) ცალი მასრა, 1 (ერთი) ცალი ლითონის ფრაგმენტი და 2 (ორი) ცალი ლითონის ფრაგმენტი“ მოთავსებულ: ერთ-ერთ ვაზნაზე (ობიექტი N8; კონვერტი, წარწერით: „ობიექტი N10 1 (ერთი) ცალი ვაზნა მარკეტში ქალის გვამის თავთან მარჯვენა მხარეს დახლმაცივარსა და დახლს შორის ადგილიდან“ აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, შერეული პარციალური გენეტიკური პროფილით, რომელშიც ვლინდება მ-----– ნ--------–---–ის (ობ 46; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... აღებული მოქ. მ-----– ნ--------–---–ის მერაბის ძისგან...) გენეტიკური თანამონაწილეობა, რაც დასტურდება ასევე მამაკაცის Y სასქესო ქრომოსომის ანალიზით.

▪ მეორე ვაზნაზე (ობ. N9) შვიდ ცალ მასრასა (ობ N1-7) და სამ ცალ მეტალის ფრაგმენტზე (ობ. N10-12) გენოტიპირებისათვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

▪ პაკეტი, წარწერით: ,,ობიექტი N9 1 (ერთი) ცალი დიდი ზომის დანა მარკეტში არსებული ქალის გვამის გულმკერდის ზედაპირიდან და ობიექტიდან N11 ერთი ცალი დიდი ზომის დანა მარკეტში მამაკაცის გვამის გვერდზე დახლმაცივრის დახლის ზედაპირიდან...“ მოთავსებული ერთ-ერთი დანის (ყუთი, წარწერით: ,,ობიექტი N9“) ტარზე არსებულ მოწითალო-მოყავისფრო წერტილოვან დანაშრევზე (ობ. N13), გენოტიპირებისათვის საჭირო ბირთული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. იმავე დანის პირზე არსებული ბიომასალის (ობ. N14) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ N178; პაკეტი წარწერით: „...სისხლის ნიმუში...010150118001.. ხ------ი..“), ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N15) შერეული გენეტიკური პროფილი ინდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

▪ იმავე პაკეტში მოთავსებული მე-2 დანის (ყუთი წარწერით ობ. N11) პირსა (ობ. N16) და ტარზე (ობ. N17) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. ერთი წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159; პაკეტი წარწერით: სისხლის ნიმუში... 010150118001.. ტ----–---–ი“), მეორე წილი ეკუთვნის ი--- ხ------ს (ობ. N178).

▪ პაკეტში, წარწერით: ,,...2 (ორი) ცალი საკიდი ბოქლომი ეზოში შესასვლელი ჭიშკრის შიდა მხარიდან...“ მოთავსებულ: ერთ-ერთ ბოქლომზე, წარწერით: „EXTRA TLAN TOP SECURITY“, არსებული ბიომასალის (ობ. N21) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ. N46), მეორე წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159); მეორე ბოქლომზე არსებული ბიომასალის (ობ. N22) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ.N159), მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

▪ პაკეტში წარწერით: „...მაღაზიაში შესასვლელი უკანა კარის შიდა და გარე სახელურის სულ 2 (ორი) ამოღებულია მარკეტში შესასვლელი უკანა კარიდან...“ მოთავსებული ორ ცალ სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ. N23, 24) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N23-ის გენეტიკური პროფილში ვლინდება ი----- გ-------ის (ობ. N56: პაკეტი, წარწერით: ...ნერწყვის ნიმუში... აღებული მოქ. გ-------ი ი----- ვ-–--------ის ძეს პირის ღრუდან...“) ე-------- ტ----–---–ის (ობ. N159) და ი--- ხ------ის (ობ. N178) გენეტიკური თანამონაწილეობა. ობ. N24-ის გენეტიკურ პროფილში ვლინდება ე-------- ტ----–---–ის (ობ.N159) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანარჩენ პირთა (ობ. N46-140, 178-208) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

▪ პაკეტში წარწერით „...ანაწმენდები...აღებულია შესასვლელი ჭიშკრის მარჯვენა და მარცხენა ფრთის შიდა სახელურიდან..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N25, 26), გენოტიპირებისთვის საჭირო, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

▪ პაკეტში წარწერით: ,,ბიოლოგიური 10 ცალი ჩხირით აღებულია ანაწმენდის 5 (ხუთი) ნიმუში“ მოთავსებულ: ანაწმენდებზე მარკეტში შესასვლელი კარის ურდულის სახელურის შიდა მხრიდან (ობ. N28) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ. N46); ანაწმენდზე მარკეტში შესასვლელი უკანა კარის ურდულის სახელურის გარეთა (ობ. N29) და შიდა მხრიდან (ობ. N30) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159). ანაწმენდებზე მარკეტში შესასვლელიდან მარცხნივ ბოლოში შუაში მდგარი დახლმაცივრის მარცხენა გვერდიდან (ობ. N31) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ს (ობ. N159), მინორული წილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ანაწმენდებზე მარკეტში შესასვლელი კარის გარე სახელურიდან (ობ. N27), გენოტიპირებისთვის საჭირო, ადამიანის ბირთული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–----ემ და დამატებით განმარტა, რომ დასკვნა იმ ნაწილში, სადაც საუბარია კუთვნილებაზე და იდენტურობაზე, არის კატეგორიული, რადგან ეფუძნება სტატისტიკურ გამოთვლებს, შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ მსგავსი გენეტიკური პროფილი ჰქონდეს სხვა პირს, თეორიულად არის ნულის ტოლი.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 აგვისტოს ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ გარდაცვლილ ე-------- ტ----–---–ის ტანსაცმელზე არსებული მრავლობითი დაზიანებები (დაზიანებათა ფონზე), სასამართლო სამედიცინო დასკვნის (N---------) შესაბამისად - ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებული უნდა იყოს: დაზიანება N3; N5; N7 ახლო, ხოლო N4 და N6 სავარაუდოდ არაახლო მანძილიდან სროლით. N1 და N2 დაზიანების მანძილის განსაზღვრა ვერ მოხერხდა დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. ტანსაცმელზე არსებული დაზიანებათა ლოკალიზაცია, განლაგების არით გარკვეულად შეესაბამება ე-------- ტ----–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემულ მონაცემებს.

▪ გარდაცვლილ ი--- ხ------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები (დაზიანებათა ფონზე) სასამართლო სამედიცინო დასკვნის (N---------) შესაბამისად, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა. აქედან N3 და N5 განვითარებულია ახლო მანძილიდან სროლით, დანარჩენის განსაზღვრა ვერ მოხერხდა ნიშანთა კომპლექსის არ ასახვის გამო. ტანსაცმელზე არსებული დაზიანებათა ლოკალიზაცია, განლაგების არით გარკვეულად შეესაბამება ი--- ხ------ის სამედიცინო დოკუმენტაციაში მოცემულ მონაცემებს. დაზიანებათა განვითარების ხანდაზმულობის კონკრეტული განსაზღვრა შეუძლებელია მეცნიერულად მითითებული მეთოდიკის არარსებობის გამო.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------- ა-----------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებები დალუქული იყო ექსპერტიზის ბიუროს ლუქით, ვინაიდან მანამდე ჩატარებული იყო ბიოლოგიური ექსპერტიზა. მისივე განმარტებით, დაზიანება N3; N5; N7 განვითარებულია ახლო მანძილიდან, დაახლოებით 1-1,2 მეტრიდან, ხოლო N4 და N6 განხორციელებულია სავარაუდოდ არა ახლო მანძილიდან სროლით, დაახლოებით 1,5 მეტრიდან.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის შარვალზე, ქურთუკზე და მორუხო ფერის მაისურზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.

- მოწითალო ფერის მაისურზე, ტრუსზე, წყვილ წინდაზე, გრძელტოტებიან ქვედა საცვალზე, რეზინოვან ქამარზე, ყელიან სვიტერზე, უსახელოებო პულოვერზე და წყვილ ფეხსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის ანაწმენდებზე წარწერებით: სახიდან ანაწმენდი, მარჯვენა მტევ. ანაწმენდი, მარცხენა მტევნიდან ანაწმენდი, ჭრილობა N1, ჭრილობა N1ა, ჭრილობა N2, ჭრილობა N2ა, ჭრილობა N2ბ, ჭრილობა N2გ, ჭრილობა N3, ჭრილობა N4, ჭრილობა N5, ჭრილობა N5ა, ჭრილობა N6, ჭრილობა N6ა და ჭრილობა N7 დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი--- ხ------ის ანაწმენდებზე წარწერებით: ანაწმენდი ჭრილობა სახის მიდამოდან აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.

- ანაწმენდები სახის მიდამო, ანაწმენდები მარჯვენა მტევანი, ანაწმენდი მარცხენა მტევანი, ანაწმენდი ჭრილობა ზურგის მიდამოდან მარჯვნივ, ანაწმენდი ჭრილობა ზურგის მიდამოდან ხერხემალთან, ანაწმენდი ჭრილობა სარძევე ჯირკვლის მიდამოდან, ანაწმენდი ჭრილობა იღლიის მიდამოდან, ანაწმენდი ჭრილობა მარცხენა წინამხრიდან, ანაწმენდი ჭრილობა მარჯვენა წინამხრიდან, ანაწმენდი ჭრ. კეფის მიდამოდან და ანაწმენდი ჭრილობებიდან გულმკერდის წინა ზედაპირზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ნივთები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე წარდგენილი:

▪ 2 ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნა განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ვაზნები ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

▪ შვიდი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC- 74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. მასრები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია ერთი და იგივე 5,45 მმ. კალიბრის იარაღში.

▪ სამი ცალი ობიექტიდან: ორი ცალი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ტყვიები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, მათგან ერთი ვარგისია იდენტიფიკაციისათვის, ხოლო ერთი - კონკრეტულ იარაღთან გასაიგივებლად. ორივე ტყვია გასროლილია ერთი და იგივე 5,45 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან.

▪ 1 ცალი ლითონის ფრაგმენტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - გულარი, განკუთვნილი კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. გულარი არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და უვარგისია იდენტიფიკაციისათვის. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- ძ-------ემ.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 ივლისის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ:

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის: ქურთუკის, კაპიშონიანი სვიტერის და სპორტული შარვლის ზედაპირზე აღინიშნებოდა მომწვანო ფერის ვისკოზას ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი--- ხ------ის მომწვანო-მოთეთრო ფერის კაშნეს ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან. ასევე ე-------- ტ----–---–ის კაპიშონიანი სვიტერის და სპორტული შარვლის ზედაპირზე აღინიშნება ბაცი მოწითალო ფერის ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ი--- ხ------ის მოიისფრო ჟაკეტის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ი--- ხ------ის: ქურთუკის, ბრეტელებიანი მაისურის და სპორტული შარვლის ზედაპირზე აღინიშნება მოყავისფრო პოლიაკრილის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ე-------- ტ----–---–ის ყელიანი სვიტერის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან; ასევე ი--- ხ------ის: მორუხო ფერის ჟაკეტისა და მოიისფრო ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო-მოვარდისფრო ბამბის ბოჭკოები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება ე-------- ტ----–---–ის გრძელსახელოებიანი მაისურის ქსოვილის ნართის შემადგენელ შესაბამის ბოჭკოებთან.

▪ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის ტანსაცმლის ზედაპირებზე აღინიშნება სხვადასხვა სახის უცხო ბოჭკოების მიკრონაწილაკები, რომელთა დახასიათება - ბუნება და ფერი მოცემულია დანართის N1 ცხრილში. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- მ-----–---–მა.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 6 მარტს 17:30 საათიდან 19:30 საათამდე პერიოდში, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - სახლის ჩხრეკა, რა დროსაც გაჩხრეკილ იქნა ქ------–----------–-------------ში მდებარე მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველი სართულის გვერდით არსებული დამხმარე სათავსოს შესასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კედლიდან, სადაც განთავსებულია ონკანები, საღებავის კოლოფის უკანა მხრიდან, ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 14 ცალი ოვალური ფორმის საგანი (ვაზნა), რაც დაილუქა სათანადო წესით. ჩხრეკის ოქმზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის - მ---- მ-----–-–---–ის მიერ გაკეთებულია მინაწერი ,,შენიშვნა განცხადება არ მაქვს, ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით, პრეტენზია არ მაქვს“, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით.

 

ამავე დღეს, 18:20 საათიდან 19:40 საათამდე პერიოდში, ჩატარდა ქ------–----------–-------------ში მდებარე ა-–---------- ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომლის პირველ სართულზე არსებული სათავსო ოთახის შესასვლელის ხელმარჯვნივ კედელთან განთავსებული ფიცრების უკნიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული შავი ფერის თოფის მაგვარი საგანი, ამავე პარკში ნანახი იქნა პლასტმასის შავი ფერის კონდახი. ჩხრეკაში მონაწილე პირის - ვ------ ბ---------–---–ის განმარტებით, ამოღებული თოფი უნდა ეკუთვნოდეს მის მაზლს - მ-----– ნ--------–---–ს. ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედების მონაწილე პირი - ვ------ ბ---------–---–ი.

 

მოწმე გ------- ტ-------ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თანამშრომლებთან კ------- რ------ესთან და დ----- ნ-----–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო მ-----– ნ--------–---–ის სახლის ჩხრეკაში, რომელსაც ესწრებოდა მ-----– ნ--------–---–ის დედა. სახლი იყო ორ სართულიანი, თუმცა მისი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. სახლის მარცხენა მხარეს მიდგმული სათავსოდან მის მიერ ამოღებული იქნა გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ტყვიები. სახლის ჩხრეკისას მ-----– ნ--------–---–ის დედას პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოუთქვამს.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა დ----- ნ-----–---–მა და კ------- რ------ემ. ამასთან, დ----- ნ-----–---–მა დამატებით განმარტა, რომ ეზოში იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ტერიტორიის დაცვას. ჩხრეკისას გ------- ტ-------ემ ცელოფნის პარკში აღმოაჩინა 14 ცალი ვაზნა. მანვე აღნიშნა, რომ ა----–---------------ში მდებარეობდა მეორე სახლი, რომლის ჩხრეკას პარალელურად ატარებდა სხვა საგამოძიებო ჯგუფი.

 

მოწმე ე-–------ ბ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 6 მარტს, თანამშრომლებთან ი-----–- ც--------სთან და კ------------- გ---–------თან ერთად, ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა ზ----ში მდებარე მ-----– ნ--------–---–ის ძმის - ა-–---------- ნ--------–---–ის ბინაში. ეზოში 5-6 მეტრის დაშორებით იდგა ძმების ორი სახლი. ჩხრეკისას ა-–---------- ნ--------–---–ის ორ სართულიანი სახლის სარდაფში, ფიცრების უკნიდან ამოღებული იქნა თოფი, რომელიც დაილუქა ადგილზე. მითითებულ მისამართზე მისვლისას მ-----– ნ--------–---–ის ბინის ჩხრეკა იყო დაწყებული, ეზოს ტერიტორიას კი აკონტროლებდნენ პოლიციის თანამშრომლები. სასამართლო სხდომაზე ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს მოწმეებმა კ------------- გ---–------მა და ი-----–- ც--------მ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 09 მარტის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე ექსპერტიზაზე წარდგენილი: ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის 14 (თოთხმეტი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC- 74Y“, ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. თოთხმეტივე (14) ვაზნა ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ---------–-----ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევი ობიექტები იყო შეფუთული და დალუქული.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 14 მარტის ბილოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით, გენეტიკური კვლევით და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით „..14 ცალი ვაზნის მსგავსი“ მოთავსებულ თოთხმეტ ცალ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ.N1-4) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ. N46, ექსპერტის N--------- დასკვნა).

 

დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–----ემ და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნული დასკვნაც არის კატეგორიული. მისივე განმარტებით, ნივთზე ბიოლოგიური კვალი შეიძლება დარჩეს ბიომასალის კონტაქტით, ასევე შეხებით, ინტენსიური კონტაქტის დროს არის მეტი შანსი. თუ ზედაპირი გლუვია კვალის დარჩენის მეტი შანსია, თუ ნესტიანობა არ შეიმჩნევა. კვალი შეიძლება ერთჯერადი კონტაქტითაც დარჩეს. მანვე აღნიშნა, რომ წვიმიან ან თოვლიან ამინდში ნაკლები შანსია ერთჯერადი შეხებით დარჩეს კვალი, თუმცა გამორიცხული არ არის. თუ გენეტიკური პროფილი სცილდება სამი პირისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ასეთი პროფილი არის არაიდენტიფიცირებადი. კარის ურდულის შიდა მხარეს (ობიექტი N28) სახელურზე გამოვლენილი ბიომასალა იყო მხოლოდ ერთი პირის - მ-----– ნ--------–---–ის.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 მარტის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, სს N------------ საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი დგუშიანი თოფი არის ქარხნული წესით დამზადებული, ,,Churcill“ მოდელის, 12 კალიბრიანი N------ გლუვლულიანი მრავალმიზნობრივი, მათ შორის სანადირო დანიშნულების თოფი, მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, გამართულია და ვარგისია სროლისათვის.

 

მოწმე რ---- ნ-------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ ავტომანქანა ,,შ-------------------ი“ მიდიოდა სახლში. გზად მაღაზიაში იყიდა სიგარეტი და განაგრძო სვლა. მის სახლსა და ე-------- ტ----–---–ის სახლს შორის მანძილი არის დაახლოებით 10-15 მეტრი. ჩიხში იდგა ვიღაცის მუქი ფერის ავტომანქანა ,,მ---------ი“, ავტომანქანაში კი ოდნავ ჩაწოლილ მდგომარეობაში იჯდა მხოლოდ მძღოლი, რომელიც იყო ოდნავ მელოტი. იგი ცხოვრობდა ბიძასთან ერთად, რომელსაც სახლში მისვლისას კითხა, სტუმრები ხომ არ იყვნენ მათთან მისული სახლთან მდგარი ავტომანქანით. დილით შეიტყო ცოლ-ქმრის მკვლელობის შესახებ.

 

ჩვენების მიცემისას მოწმე ზ------ ბ------–---–მა განმარტა, რომ არის აწ გარდაცვლილების მეზობელი. 2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, სახლის ფანჯრიდან მოპირდაპირე მხარეს დაინახა მუქი ფერის ავტომანქანა. დაახლოებით 22:00 საათის შემდეგ მასთან სახლში მივიდა დისშვილი რ---- ნ-------–---–ი, რომელმაც ჰკითხა სტუმრები ხომ არ ჰყავდა მუქი ფერის ავტომანქანით. დილით, დაახლოებით 07:00 საათზე, ფანჯრიდან დაინახა, რომ შემთხვევის ადგილთან იდგა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა და იფიქრა, რომ ე-------- ტ----–---–ი იყო ცუდად. მოგვიანებით მაღაზიასთან დაინახა მეორე სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და ხალხი, რომელთა შორის იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. შემდეგ გაიგო, რომ ე-------- ტ----–---–ი და ი--- ხ------ი მოუკლავთ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გარდაცვლილებს მეზობლებთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიკროავტობუსში მოისმინა საუბარი, რომ მკვლელობის დღეს - ღამით შემთხვევის ადგილზე იდგა მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანა.

 

მოწმე კ--- გ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან ა-–---------- ნ--------–---–ისგან იქირავა ფართი, სადაც 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გახსნა მაღაზია. ფართი ეკუთვნოდა ა-–---------- ნ--------–---–ს, ამიტომ მ-----– ნ--------–---–თან რაიმე შეთანხმება არ ჰქონია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ------–-----მა განმარტა, რომ ა-–---------- ნ--------–---–ისგან ნაქირავებ ფართში, რომელიც მდებარეობს ზ----ში, ა----–-------------ში, სიძესთან - კ--- გ-------–---–თან ერთად გახსნილი აქვს სადღეღამისო მაღაზია. შემთხვევის ღამეს ეძინა მაღაზიაში, დილით კი დაინახა, რომ შემთხვევის ადგილზე იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების ავტომანქანა და შეკრებილი იყო ხალხი, რა დროსაც შეიტყო მომხდარი მკვლელობის შესახებ.

 

მოწმე ლ-–- ჯ-----ემ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მუშაობს ზ----ში მდებარე მაღაზიაში, რომელიც იქირავეს მ---- მ-----–-–---–ისგან. ქირის ფულს დაახლოებით 1500-1600 ლარს უფროსი უხდიდა ა-–---------- ნ--------–---–ს. მას მ-----– ნ--------–---–თან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონდა. ამასთან, არ იცნობდა აწ გარდაცვლილ პირებს. მკვლელობის დღეს იმყოფებოდა სახლში, შემთხვევის ადგილზე მივიდა მკვლელობის შემდეგ, როდესაც ადგილზე შეიკრიბა ხალხი და მივიდნენ პატრულის თანამშრომლები.

 

მოწმე მ---- მ-----–-–---–ის ჩვენებით, მ-----– ნ--------–---–ი არის მისი შვილი. 2018 წლის 15 იანვარს, 08:30 საათზე მაღაზიასთან დაინახა ბევრი ხალხი და შეიტყო მომხდარის შესახებ. მას ძალიან კარგი, ყოველდღიური და ახლო ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილებთან. აღნიშნულ პირთა გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა მ-----– ნ--------–---–იც. 2018 წლის 6 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, მათთან მივიდნენ საგამოძიებო ჯგუფის წევრები, რომლებმაც უთხრეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ სახლი, ვინაიდან ეძებდნენ იარაღს და ტყვია-წამალს. მას არ უფიქრია, რომ საქმე ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მკვლელობას ეხებოდა, ამიტომ პოლიციელები პირდაპირ შეუშვა ჩხრეკის ჩასატარებლად. პოლიციელთა ნაწილი ათვალიერებდა ეზოს, ნაწილი კი ბინას. ერთ- ერთმა პირმა იკითხა, სად იყო მ-----– ნ--------–---–ის სარდაფი და მან აჩვენა, თუმცა პოლიციელებს აინტერესებდათ გარეთ მდებარე სარდაფი, რომლის ადგილსამყოფელზეც მიუთითა. პოლიციელი წავიდა სარდაფისკენ და რამდენიმე წუთში დაბრუნდა უკან. ჩხრეკა დამთავრდა დაახლოებით ნახევარ საათში, რა დროსაც მისი რძალი დაყვებოდა პოლიციელებს. ამის შემდეგ მათ უთხრეს, რომ უნდა გაეჩხრიკათ სარდაფი, მაგრამ ვინაიდან სარდაფში არ იყო შუქი, მას ანათებდნენ ტელეფონით. პოლიციელები მივიდნენ ქვაბებთან და დაიწყეს გადმოლაგება, ზუსტად 2 წუთში კი ნახეს, რომ მესამე ქვაბში ეგდო რაღაც პაკეტი, რაც მანამდე ნანახი არ ჰქონდა, თუმცა ქვაბებს ხმარობდა ხშირად. პაკეტში აღმოჩნდა ტყვიები, რაც მას თავიდან ლურსმნები ეგონა. ჩხრეკის ოქმზე, სადაც ეწერა, რომ ამოიღეს ტყვიები იგი ხელს არ აწერდა, მაგრამ ვინაიდან ბავშვი ტიროდა და იყო აურზაური, იძულებული გახდა ხელი მოეწერა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 14 იანვარს მ-----– ნ--------–---–ი სახლში დაბრუნდა დაახლოებით 23:00 საათზე.

 

მოწმე გ------- ნ-------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 14 იანვარს დალიეს ძმაკაცთან ზ----ში, საღამოს კი, დაახლოებით 23:00-00:00 საათზე გავიდნენ გარეთ, რა დროსაც დაინახა მისთვის უცხო, კაპიშონიანი ბიჭი, რომელიც მიდიოდა მცხეთის მიმართულებით, თუმცა ერთმანეთს არ გამოლაპარაკებიან. მოგვიანებით გაიგო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში მოხდა მკვლელობა. მითითებული ბიჭი მან დაინახა მაღაზიიდან დაახლოებით 50 მეტრში. იგი არ იცნობს მ-----– ნ--------–---–ს, მაგრამ ამ უკანასკნელს კაპიშონიანი ბიჭი არ გავდა. მოწმის განმარტებით, უცნობი პირი იყო მარტო. მას სახეზე არ დაკვირვებია და არ იცის ხელში ეჭირა თუ არა რამე. ამ დროს თავად იყო საკმაოდ ნასვამი.

 

მოწმე დ------ ხ-------ის ჩვენებით, 2018 წლის 14 იანვარს იმყოფებოდა მეგობართან ზ----ში და ქეიფობდა. ქეიფის დასრულების შემდეგ, ღამით, გავიდნენ ქუჩაში და ფიქრობდნენ სად გაეგრძელებინათ ახალი წლის აღნიშვნა. ამ დროს მათ გვერდით ჩაუარა ჩიხიდან გამოსულმა უცნობმა კაპიშონიანმა პირმა, რომელსაც მათ მიულოცეს ახალი წელი, მაგრამ აღნიშნულმა მამაკაცმა მათ პასუხი არ გასცა და ჩუმად გაიარა. მოგვიანებით გაიგო, რომ გზის მეორე მხარეს მაღაზიაში მოხდა მკვლელობა. მოწმის განმარტებით, კაპიშონიანი პირი მ-----– ნ--------–---–ს არ გავდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა მ-----– ნ--------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას მკვლელობას აბრალებენ, ვინაიდან არის ნარკოტიკების მოხმარებისთვის ნასამართლევი. აწ გარდაცვლილებს იცნობდა დაახლოებით 20 წელი და მათი მაღაზიით სარგებლობდა თითქმის ყოველ დღე. 2018 წლის 15 იანვარს, დილის 09:00 საათზე, დაინახა შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ადამიანები, მეზობლისგან კი შეიტყო მომხდარის შესახებ. 2018 წლის 14 იანვარს, 22:00 საათზე კუთვნილი ავტომანქანით იდგა გარდაცვლილების მაღაზიასთან. ამ ადგილზე იგი ხშირად იმყოფებოდა ხოლმე, ვინაიდან მის მეგობარს ჰქონდა საცხობი და იქ იყო ე.წ. ,,ბირჟა“. ამ დროს დაინახა მეზობელი ს---–---იშვილი და უცხო კაპიშონიანი პირი, რომელმაც მის ავტომანქანას ჩაუარა გვერდზე. აღნიშნული პირი კარგად დაიმახსოვრა სახეზე, თუმცა გამომძიებელმა უთხრა, რომ ის არ იყო მკვლელი, კიდევ სხვა პირიც უნდა დაენახა, რის შესახებაც უნდა გაეცხადებინა. პოლიციის განყოფილებაში მასზე ახდენდნენ ზეწოლას და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ იგი გაჩხრიკა ორმა პოლიციელმა და დაუთვალიერეს პირის ღრუც, ვითომდა პირში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. პოლიციელმა, რომელიც ათვალიერებდა პირის ღრუს, გამოყენებული ხელთათმანი ჩაიდო ჯიბეში, მეორე გამომძიებელმა კი იქვე ურნაში ჩაყარა თავისი ხელთათმანები. ამის შემდეგ გაუშვეს, მაგრამ ისევ დაიბარეს განყოფილებაში, სადაც კვლავ ურტყეს და აძალებდნენ ეთქვა ვინ დაინახა, რაზეც პასუხობდა, რომ სხვა არავინ დაუნახავს. ასევე უთხრა, რომ თავადაც დაიწყებდა ძებნას, რადგან დახოცეს მისთვის ძვირფასი ადამიანები. გამომძიებლებმა გამოიძახეს ექსპერტები, რომლებმაც აუღეს ნიმუშები და გაუშვეს. 2018 წლის 6 მარტს კი დააკავეს, რა დროსაც ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ, როგორ ეძინა ღამე, იმ დროს, როდესაც ოჯახი ამოხოცა, აგინებდნენ და იმ შემთხვევაში, თუ არ აღიარებდა, ემუქრებოდნენ შვილის დახრჩობით. ასევე ფიქრობდნენ რა ვერსია მოეფიქრებინათ მისი დაკავებისთვის. იგი ითხოვდა ადვოკატს, მაგრამ ეუბნებოდნენ, რომ ადვოკატი არ ჭირდებოდა. კვლავ გაჩხრიკა ორმა პირმა. ორივე ჩხრეკისას სკამზე იყო მიბმული, რაც ასევე ნახა პროკურორმა. ბრალდებულის განმარტებით, იგი მკვლელობის ადგილზე არ ყოფილა. მისი ნერწყვის ნიმუში სპეციალურად გამოიყენეს ექსპერტიზაზე, ხოლო ტყვიები ჩაუდეს. ასევე არ დამუქრებია მაღაზიის ჩაძირვით აწ გარდაცვლილებს, მაღაზიის უკანა ეზოში კი არასდროს ყოფილა. აღკვეთის ღონისძიების განხილვის და წინასასამართლო სხდომებზე არ უთქვამს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ცემეს განყოფილებაში, რადგან ეშინოდა ისევ არ ეცემათ პოლიციელებს. იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა პატიმრობიდან. მას სატელეფონო საუბარი ნამდვილად ჰქონდა გამომძიებელ გ------- მ-----–-–---–თან, რა დროსაც იკითხა, ჰქონდა თუ არა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება, რაც აინტერესებდა მხოლოდ იმიტომ, რომ სურდა საზღვარგარეთ ენახა ახალი ესკალატორები, თუმცა შემდეგ აღარ დაჭირდა წასვლა. ბრალდებულის განმარტებით, მას ჰყავდა სამი თვითმცლელი და ესკალატორი, თვიური ბრუნვა ჰქონდა 100 000, მოგება კი - 50 000, შესაბამისად ფინანსურ პრობლემებს არ განიცდიდა.

 

ნიმუშის აღების ოქმით, 2018 წლის 16 იანვარს 23:50-00:25 საათზე, ექსპერტის მიერ მ-----– ნ--------–---–ისგან, მისივე თანხმობით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები სტერილურ ჩხირზე, მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან და სახის მიდამოდან აღებულ იქნა ანაწმენდები, ასევე აღებულ იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის გულისა და თითების კვლები, რომლებიც გადატანილი იქნა დაქტილობარათზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით, 2018 წლის 16 იანვარს მ-----– ნ--------–---–ისაგან ნერწყვის, ანაწმენდებისა და ხელის კვლების ნიმუშების აღება ცნობილ იქნა კანონიერად.

 

სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 4 აპრილის ამბულატორიული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ მ-----– ნ--------–---–ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, დამოკიდებულობის სინდრომი (კოდი - F11.2; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ-----– ნ--------–---–ს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, დამოკიდებულების სინდრომი და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). ზემოაღნიშნული ფსიქიკური აშლილობა განუკურნებელ დაავადებებს არ მიეკუთვნება. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ-----– ნ--------–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, იგი დაავადებული არ არის და თავისი ფსიქიკური მდგომარეობით სტაციონარულ იძულებით და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ნ-----–-----–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მ-----– ნ--------–---–ი არის შერაცხადი, თუმცა მას აქვს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სინდრომი და ვერ აკონტროლებს მოხმარების სიხშირეს. იგი 2005 წლიდან არის მომხმარებელი და აღნიშნული აშლილობა აღენიშნებოდა მუდმივად.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–მა. მოწმის ჩვენებით, იგი გაესაუბრა გამოსაკვლევ პირს, რომელიც უარყოფდა მკვლელობაში მონაწილეობას. იგი არ აღწერდა არანაირ დინამიკას და საერთოდ არ ადასტურებდა კონფლიქტის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა ფიზიოლოგიური აფექტის არსებობა.

 

2018 წლის 10 მაისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, EXCEL-ის ფაილის ჩანაწერში სახელწოდებით ,,SMS“ ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ის სარგებლობაში N4 მობილური ტელეფონის მეხსიერებაში არსებული 2018 წლის 02 თებერვლიდან 25 თებერვლამდე პერიოდში სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელებთან შემავალი და გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. მობილური ტელეფონის აპარატში ფიქსირდება ლათინური ბეჭვდითი ასოებით შესრულებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელთა შინაარსიდანაც ირკვევა, რომ მ-----– ნ--------–---–ი ესაუბრება სავარაუდოდ გამომძიებელს - გ------- მ-----–-–---–ს და თხოვს გარკვეული ინფორმაციის გადამოწმებას, კერძოდ, მ-----– ნ--------–---–ის კითხვაზე საზღვარი დაკეტილია თუ არა მისთვის, გ------- მ-----–-–---–ი პასუხობს, რომ არ გავიდეს. მ-----– ნ--------–---–ი ინტერესდება მიზეზით და პასუხობს, რომ იმყოფება თბილისში და თანხმდებიან სატელეფონო კომუნიკაციაზე.

 

2018 წლის 4 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების მიმდინარეობის პროცესში ,,N-----------ის“ საქაღალდის ფაილის ჩანაწერზე სახელწოდებით ,,ავტობანი წ------------------------------------ი)“ 14.01.2018 წლის 18:09:13 საათზე ფიქსირდება ნატახტარი თბილისის მიმართულებით მოძრავი, მუქი ფერის ,,მ---------ის“ ფირმის ,,ე“ კლასის მოდელის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით V------, რომელიც ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს. შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების მიმდინარეობის პროცესში ,,agmasheneblis xeivani-ის“ N2 საქაღალდის ფაილის ჩანაწერზე, სახელწოდებით ,,აღმაშენებლის ხეივანი შემოსასვლელი“ 14.01.2018 წლის 22:40:04 საათზე ფიქსირდება დ----- აღმაშენებლის ხეივანის მე-13 კილომეტრზე თბილისის მიმართულებით მოძრავი მუქი ფერის ,,მ---------ის“ ფირმის ,,ე“ კლასის მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით V------, რომელიც ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 02 მარტს, 20:15-21:45 საათზე გაიხსნა და დათვალიერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ზ----ი, ა----–------------ში განთავსებული ე---------–--ის საცხოვრებელი სახლის ვიდეო ჩანაწერი. ვიდეო ჩანაწერებზე სახელწოდებებით ,,cam-1“ ასახულია ე---------–--ის საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრის ჩანაწერები, რომლის თვალთახედვის არეშიც ხვდება ბეტონის ფილებით მოპირკეთებული ე---------–--ის სახლის მიმდებარე ტერიტორია, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს არის ბეტონისა და ბლოკით ნაშენები ღობე. სამეთვალყურეო კამერა ასევე იღებს მ-----– ნ--------–---–ის სახლს და ეზოს ნაწილს, აგრეთვე ა----–ის ქუჩის მხრიდან შპს ,,ე----ის“ გვერდით მ-----– ნ--------–---–ის სახლთან ჩამოსასვლელ ჩიხს. ვიდეოჩანაწერები მოიცავს 14/01/2018 წლის 18:00 საათიდან 15/01/2018 წლის 09:00 საათამდე პერიოდს. ჩანაწერზე 14/01/2018 წლის 21:02:50 საათზე ფიქსირდება ა----–ის მხრიდან მომავალი შავი ფერის მანქანა, რომელიც ჩამოდის მ-----– ნ--------–---–ის სახლის ჩამოსასვლელ ჩიხში და ჩერდება მ-----– ნ--------–---–ის სახლის კედელთან, რის შემდეგაც წინა მარცხენა კარიდან გადმოდის პიროვნება, 21:04:33 საათზე კეტავს ავტომანქანას და ფეხით მიემართება ა----–-------------ში განთავსებულ სუპერმარკეტის მხარეს. 21:12:06 საათზე პიროვნება მიდის ზემოთხსენებულ ავტომანქანასთან, აღებს კარს, რის შემდეგაც უკუსვლით ადის ა----–ის ქუჩაზე და აგრძელებს მოძრაობას ხელმარცხნივ მცხეთის მიმართულებით. დათვალიერების პროცესში, სპეციალური პროგრამის საშუალებით მოხდა ვიდეოჩანაწერზე არსებული კადრის მოახლოება, რა დროსაც 14/01/2018 წლის 22:16:23 საათზე ფიქსირდება პიროვნება, რომელიც მოდის ე-------- ტ----–---–ის სახლის ჩასახვევის მხრიდან, ჩერდება წამიერად, იხედება და აკონტროლებს სიტუაციას ცენტრალური გზის მხარეს, რის შემდეგაც შედის ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში და კეტავს კარებს. ამის შემდეგ, მეორე დღის 15 იანვრამდე ხსენებული კარი მაღაზიაში გვამების აღმოჩენამდე არ იღება.

 

2018 წლის 14 იანვრის შპს ,,ე---------------ის“ ვიდეოჩანაწერზე, 2235 საათზე ფიქსირდება ბრალდებულ მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანის გამოსვლა ჩიხიდან, რომელიც მიემართება ა----–ის გავლით ქალაქის მიმართულებით, სადაც ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ვიდეო-კამერის ჩანაწერებზე, (აღმაშენებლის ხეივნის N2) იმავე დღის 2240 საათზე, ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ის ,,მ---------ის“ ფირმის ავტომანქანა.

 

2018 წლის 14 იანვრის შპს ,,ე---“ (მარკეტი) სამეთვალყურეო ვიდეო-კამერის ჩანაწერის თანახმად, 21:19:06 საათზე ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ი, რომელიც შედის აღნიშნულ მარკეტში. მას აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრძირიანი ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი, რომლის შიგნითაც აცვია მოლურჯო ფერის კაპიშონიანი სპორტული სტილის ზედა სამოსი. 21:22:46 საათზე სამეთვალყურეო კამერის მიერ ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ი, რომელიც გამოდის მარკეტიდან და მიემართება ხელმარჯვნივ, თავისი საცხოვრებელი სახლის ჩასასვლელი გზის მხარეს, რა დროსაც მისი მზერა მიპყრობილია გზის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული (ე-------- ტ----–---–ის კუთვნილი) სასურსათო მაღაზიის მიმართულებით.

 

N2 მეხსიერების ბარათზე არსებულ 2018 წლის 14 იანვრის N6 ჩანაწერზე 21:27:07 საათზე სამეთვალყურეო კამერა აფიქსირებს მცხეთის მიმართულებით მოძრავ შავი ფერის ,,მ---------ის“ ფირმის ავტომანქანას, რომელიც მოძრაობს ავტომანქანების საპირისპირო მოძრაობის ზოლში. 21:28:44 საათზე ჩანაწერში ფიქსირდება მცხეთის მხრიდან ა----–ის მიმართულებით მოძრავი შავი ფერის ,,მ---------ის“ ფირმის ავტომანქანა.

 

N2 მეხსიერების ბარათზე არსებულ 2018 წლის 14 იანვრის N8 ფაილის ჩანაწერზე 21:44:20 საათზე ფიქსირდება შავი ფერის ,,მ---------ის“ ფირმის ავტომანქანა, რომლიც მიემართება მცხეთის მიმართულებით. დროის მცირე მონაკვეთში 22:46:44 საათზე ჩანაწერში ფიქსირდება მცხეთის მხრიდან ა----–ის მიმართულებით მოძრავი შავი ფერის ,,მ---------ის“ ფირმის ავტომანქანა.

 

N3 მეხსიერების ბარათზე არსებულ ,,cam-7-ის“ მე-6 ფაილის ვიდეო ჩანაწერზე 14 იანვრის 19:29:46 საათზე ფიქსირდება, რომ მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩიხიდან უკუ სვლით ამოდის შავი ფერის ,,მ---------ის“ ფირმის ,,ე“ კლასის ავტომანქანა, რომელსაც ჩართული აქვს მარცხენა მხარის მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა და ხელსაყრელ მომენტში ტრიალდება, კვეთს გზას და შედის ე-------- ტ----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩიხში.

 

შპს „მ---------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ ბრალდებული მ-----– ნ--------–---–ი სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით - 5-----------. კავშირგაბმულობის მომსახურე ანძებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე-------- ტ----–---–ისა და ი--- ხ------ის მკვლელობის დროს იმყოფებოდა თბილისში, ზ----ის დასახლებაში.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის N------- განაჩენით, მ-----– ნ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. მ-----– ნ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატირობაში ყოფნის დრო 2018 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 01 მაისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერები და ნივთიერი მტკიცებულება, მათ შორის ბოქლომი და ვაზნები, ხოლო მტკიცებულებების ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ძვ.რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მ-----– ნ--------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ განაჩენის გასაჩივრებულ დებულებებზე.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომლითაც მ-----– ნ--------–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ძვ.რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 15 იანვარს, თბილისში, ა----–-------------ში მდებარე მარკეტში ნანახი იქნა ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის გვამები, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაერთი ცეცხლნასროლი და მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები. ამასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ე-------- ტ----–---–ის სიკვდილის მიზეზია: ღვიძლის და ნაღვლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა და მარჯვენა ფილტვის გამჭოლი დაზიანება განვითარებული მუცლის და გულმკერდის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად, ხოლო ი--- ხ------ის სიკვდილის მიზეზია: თავის, გულმკერდის და მუცლის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად განვითარებული: ქალა-სარქვლის და ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის გარსების, ნივთიერების და მარცხენა ფილტვის დაზიანება და ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, მარჯვენა თირკმლის ანატომიური მთლიანობის დარღვევა. ყველა დაზიანება განვითარებულია სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში. ბალისტიკური (ფიზიკო-ტექნიკური) ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით კი, ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები, ცეცხლნასროლი წარმოშობისაა და განვითარებულია ზოგიერთი მათგანი ახლო, ხოლო ზოგიერთი არაახლო მანძილიდან სროლით.

 

ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 7 ცალი მასრა განკუთვნილი იყო 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC- 74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. აღნიშნული მასრები გასროლილი იყო ერთსა და იმავე, 5,45 მმ. კალიბრის იარაღში. სამი ცალი ობიექტიდან: ორი ცალი იყო ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ტყვიები არ მიეკუთვნებოდა საბრძოლო მასალათა კატეგორიას, მათგან ერთი ვარგისი იყო იდენტიფიკაციისათვის, ხოლო ერთი - კონკრეტულ იარაღთან გასაიგივებლად. ორივე ტყვია გასროლილი იყო ერთსა და იმავე 5,45 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან.

 

ზემოაღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ, როგორც ე-------- ტ----–---–ის, ისე ი--- ხ------ის მკვლელობა განხორციელდა ერთსა და იმავე, 5,45 მმ. კალიბრის იარაღიდან.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა 2 ცალი ვაზნა, ერთი ეზოში შესასვლელი ჭიშკრის მარჯვენა მხარეს ასფალტის ზედაპირიდან, ხოლო მეორე მარკეტში ქალის გვამის თავთან მარჯვენა მხარეს დახლმაცივარსა და სავაჭრო დახლს შორის ადგილიდან. დასკვნის თანახმად, აღნიშნული ვაზნები ასევე განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК” ხელის ტყვიამფრქვევებისათვის.

 

მტკიცებულებებით დადგენილია, რომ, როგორც წესი, მაღაზიაში შესასვლელ კარს აღებდა და კეტავდა ი--- ხ------ი და კართან მომხმარებელს შეხება არ ჰქონდა. მარკეტის აღწერილობა და კარის მდებარეობა კარგად ჩანს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტოსურათებზეც. ასევე დადგენილია, რომ მაღაზიიდან არის მეორე გასასვლელი კარი, რომელიც გადის მაღაზიის უკან მდებარე ეზოში, თუმცა ამ კარით უცხო პირი და ვერც მომხმარებელი ვერ სარგებლობდა. ეზოდან გასასვლელ ჭიშკარზე კი იყო ორი ბოქლომი, რომელთაგან ერთი კეტავდა კარს, მეორეს კი იყენებდნენ სახელურად. ამ კარით სარგებლობდნენ ოჯახის წევრები და ვერც ამ კარით სარგებლობდა მომხმარებელი თუ უბრალო ნაცნობი.

 

დადგენილია, რომ გამოძიების პროცესში არაერთი პირისგან იქნა აღებული სხვადასხვა სახის ნიმუში, მათ შორის მ-----– ნ--------–---–ისგან. 2018 წლის 16 იანვარს 23:50-00:25 საათზე, ექსპერტის მიერ მ-----– ნ--------–---–ისგან, მისივე თანხმობით, აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუშები სტერილურ ჩხირზე, მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნებიდან და სახის მიდამოდან აღებული იქნა ანაწმენდები, ასევე აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის გულისა და თითების კვლები, რომლებიც გადატანილი იქნა დაქტილობარათზე. აღნიშნული საპროცესო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით.

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით კი დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ერთ-ერთ ვაზნაზე (ობიექტი N8; კონვერტი, წარწერით: „ობიექტი N10 1 (ერთი) ცალი ვაზნა მარკეტში ქალის გვამის თავთან მარჯვენა მხარეს დახლმაცივარსა და დახლს შორის ადგილიდან“ აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა, შერეული პარციალური გენეტიკური პროფილით, რომელშიც ვლინდება მ-----– ნ--------–---–ის (ობ. N46; პაკეტი, წარწერით: ,,...ნერწყვის ნიმუში... აღებული მოქ. მ-----– ნ--------–---–ის მერაბის ძისგან...) გენეტიკური თანამონაწილეობა, რაც დასტურდება ასევე მამაკაცის Y სასქესო ქრომოსომის ანალიზით. ეზოში შესასვლელი ჭიშკრის შიდა მხრიდან არსებულ ერთ-ერთ ბოქლომზე, წარწერით: „EXTRA TLAN TOP SECURITY“, არსებული ბიომასალის (ობ. N21) გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ. N46), მეორე წილი ეკუთვნის ე-------- ტ----–---–ის (ობ. N159); მარკეტში შესასვლელი კარის ურდულის სახელურის შიდა მხრიდან (ობ. N28) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს (ობ. N46).

 

წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით, მ-----– ნ--------–---–ის ბიოლოგიური ნიმუშია დარჩენილი ყველა იმ ადგილზე, სადაც წესით მას შეხება არ უნდა ჰქონოდა. დაცვის მხარის პოზიცია იმის შესახებ, რომ მ-----– ნ--------–---–ი იყო ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მაღაზიის ხშირი მომხმარებელი, არ წარმოადგენს მ-----– ნ--------–---–ის გამართლების საფუძველს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მარკეტის კართან შეხება არ ჰქონდა მომხმარებელს, მით უფრო შიდა მხრიდან და არც ეზოს მხრიდან გასასვლელ ჭიშკარს უნდა შეხებოდა მ-----– ნ--------–---–ი, რომ არაფერი ითქვას ამოღებულ ვაზნაზე დატოვებულ ბიოლოგიურ მასალაზე.

 

წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით მიღებული შედეგი შესაბამისობაშია ე---------–--ის საცხოვრებელი სახლის ვიდეო-კამერის ჩანაწერთან, სადაც ჩანს, რომ 2018 წლის 14 იანვარს, 22:16 საათზე ჩიხიდან, სადაც გაჩერებულია მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანა, მიემართება ერთი პირი, რომელსაც აცვია კაპიშონიანი ზედა და რომელიც მარჯვნიდან მარცხნივ, სწრაფად შედის ა----–--------------ში მდებარე გარდაცვლილების მაღაზიაში და კეტავს კარს, რომელიც ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის გვამების აღმოჩენამდე აღარ გაღებულა.

 

აღნიშნული მტკიცებულებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პირი, რომელიც, კამერის ჩანაწერის დროის მიხედვით, დაახლოებით 2018 წლის 14 იანვარს, 22:16 საათზე შედის მარკეტში, არის პირი, რომელმაც ჩაიდინა ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მკვლელობა.

 

მითითებულ დღეს მ-----– ნ--------–---–ის ჩაცმულობა დადგენილია 2018 წლის 14 იანვრის შპს ,,ე---“ (მარკეტი) სამეთვალყურეო ვიდეო-კამერის ჩანაწერით, სადაც ჩანს აღნიშნულ მარკეტში შესული და გამოსული მ-----– ნ--------–---–ი. მას აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, თეთრძირიანი ფეხსაცმელი, მუქი ფერის ქურთუკი, რომლის შიგნითაც აცვია მოლურჯო ფერის კაპიშონიანი სპორტული სტილის ზედა სამოსი. 21:22:46 საათზე სამეთვალყურეო კამერის მიერ ფიქსირდება მ-----– ნ--------–---–ი, რომელიც გამოდის მარკეტიდან და მიემართება ხელმარჯვნივ, თავისი საცხოვრებელი სახლის ჩასასვლელი გზის მხარეს, რა დროსაც მისი მზერა მიპყრობილია გზის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული (ე-------- ტ----–---–ის კუთვნილი) სასურსათო მაღაზიის მიმართულებით.

 

პალატა არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ე---------–--ის საცხოვრებელი სახლის ვიდეო-კამერის ჩანაწერის მიხედვით არ არის იდენტიფიცირებული პირი, რომელიც შედის ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მარკეტში და კეტავს კარს, თუმცა, აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენს მ-----– ნ--------–---–ის გამართლების საფუძველს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მარკეტში შესული პირის ჩაცმულობა კაპიშონის სახით ემთხვევა იმ ღამით მ-----– ნ--------–---–ის ჩაცმულობას.

 

მოცემულ შემთხვევაში ექსპერტების მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი. დათვალიერებისას ნანახი და აღმოჩენილი ყველა დეტალი დაწვრილებით არის აღწერილი ოქმში, მათ შორის მითითებულია თუ საიდან რა საგანი ან კვალი იქნა ამოღებული. ასევე აღწერილია, რომ ამოღებული მტკიცებულებები მოთავსდა სპეციალურ პაკეტებში, შესაბამისი შტრიხკოდით, დაილუქა, გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები და დაესვა თარიღი.

 

გარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებისა, რომ ამოღებული ნივთები დაილუქა სპეციალურ პაკეტებში, შესაბამისი ნომრებით, აღნიშნული ასევე დადასტურებულია ოქმზე თანდართული ფოტოცხრილითაც. უნდა აღინიშნოს, რომ ოქმის თანახმად, რაც დაადასტურეს მასში მონაწილე პირებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 15 იანვრის 10:00 საათიდან 21:05 საათამდე პერიოდში. შესაბამისად, ცხადია, რომ მაქსიმალური ვადა, რომელშიც უნდა მომხდარიყო ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვა, უნდა განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედების დასასრულს. რომც იქნეს მიჩნეული, რომ ნივთიერი მტკიცებულებების სპეციალურ პაკეტებში მოთავსება და დალუქვა მოხდა 2018 წლის 15 იანვრის 21:05 საათზე, აღნიშნული მაინც ვერ დაადასტურებს დაცვის მხარის არგუმენტებს ამოღებულ საგნებზე მ-----– ნ--------–---–ის ბიოლოგიური ნიმუშების ხელოვნურად დატანის თაობაზე, ვინაიდან ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, მ-----– ნ--------–---–ისაგან ნიმუშის აღება მოხდა 2018 წლის 16 იანვარს. პალატა ასევე შეეხება მ-----– ნ--------–---–ის ჩვენებას, სადაც მან მიუთითა, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რა დროსაც, ვითომდა ჩხრეკის ჩატარებისას, გამომძიებელმა ხელთათმანი გამოუსვა პირის ღრუში, რომელი ხელთათმანიც ჩაიდო ჯიბეში. მ-----– ნ--------–---–ის აღნიშნული არგუმენტები არ დასტურდება რაიმე სახის მტკიცებულებით, შესაბამისად, ვერ გახდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ნიმუშის აღების ოქმის, ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის საფუძველი.

 

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა არსებით დარღვევას, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. გასათვალისწინებელია, რომ მოწმეებმა დაკითხვისას დეტალურად განმარტეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა. ამოღებული ნივთები და საგნები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოქმების სისწორე ხელმოწერებით დადასტურებული აქვთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, რომელთა შორისაც იყვნენ ექსპერტებიც. ექსპერტიზის დასკვნებში კი მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სპეციალური პაკეტების შტრიხკოდები ემთხვევა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებულ შტრიხკოდებს. შესაბამისად, ეჭვი, ნივთიერი მტკიცებულების შესაძლო გამოცვლის შესახებ, საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დ------ ხ-------ის და გ------- ნ-------–---–ის ჩვენებებით, მათ მიერ აღწერილი პირი არ იყო მ-----– ნ--------–---–ი, რასაც პალატა ვერ მიიჩნევს მ-----– ნ--------–---–ის გამართლების საფუძვლად. პალატა ამ ნაწილში ასევე ეთანხმება სასამართლოს არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ მათ ჩვენებებთან წინააღმდეგობაშია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები. სასამართლოს დასაბუთებული აქვს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოწმეები იყვნენ ნასვამები, არ დაკვირვებიან უცნობს, არ იციან ხელში ეჭირა თუ არა რაიმე საგანი და გარდა ამისა, არ იცნობდნენ მ-----– ნ--------–---–ს, კატეგორიულად იმის მტკიცება, რომ მათ სწორედ მკვლელი დაინახეს, რომელიც არ იყო მ-----– ნ--------–---–ი, არის უსაფუძვლო.

 

როგორც აღინიშნა, ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მკვლელობა განხორციელდა 5,45 მმ. კალიბრის იარაღიდან.

 

2018 წლის 6 მარტს, 17:30 საათიდან 19:30 საათამდე პერიოდში ჩატარებული მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, კერძოდ, ქ------–----------–-------------ში მდებარე პირველი სართულის გვერდით არსებული დამხმარე სათავსოდან, ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული 14 ცალი ოვალური ფორმის საგანი (ვაზნა). 2018 წლის 9 მარტის ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი: ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5,45 მმ. კალიბრის 14 (თოთხმეტი) ცალი სამხედრო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“, ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. 2018 წლის 14 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ვაზნებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მ-----– ნ--------–---–ს.

 

მართალია, აღნიშნული ვაზნების არსებობა უპირობოდ არ მიუთითებს მ-----– ნ--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, თუმცა სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას შეხება ჰქონდა იმ კალიბრის ვაზნებთან, რომელთა მეშვეობითაც მოხდა ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის მკვლელობა, მიუხედავად იმისა თუ რომელ წელს იქნა ვაზნები გამოშვებული და რომელი ქარხნის მიერ.

 

როგორც მკვლელობის, ასევე სხვა დანაშაულთა შემთხვევის დროს, შესაძლებელია არ არსებობდნენ დანაშაულის თვითმხილველი პირები, რაც, რასაკვირველია, არ გულისხმობს დანაშაულის ჩადენაში დამნაშავე პირის დაუდგენლობას და არ მიუთითებს სხვა მტკიცებულებების ნაკლებ მნიშვნელობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მ-----– ნ--------–---–ი მკვლელობის დროს იმყოფებოდა თბილისში, ზ----ის დასახლებაში. მისი ბიოლოგიური კვლები იქნა ამოღებული ისეთ ობიექტებზე, რაც შესაბამისობაშია ვიდეოჩანაწერებთან და სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებს მის ბრალეულობას.

 

დაცვის მხარემ სადავოდ გახადა მკვლელობის დრო და დასკვნით სიტყვაში მიუთითა სასამართლო მედიცინის სახელმძღვანელოზე, რომლის თანახმად, 6-8 საათის გასვლის შემდეგ გვამური ლაქა ზეწოლით აღარ ქრება, მხოლოდ ფერმკრთალდება, ხოლო 12-14 საათის გავლის შემდეგ გვამური ლაქები ზეწოლით ფერს აღარ იცვლიან, რაც წინააღმდეგობაშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ დადგენილ დროსთან და ადგენს 2 საათიან სხვაობას. საპირისპიროდ, ბრალდების მხარემ მიუთითა სხვა ლიტერატურაზე, რაც შესაბამისობაშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სავარაუდო გარდაცვალების დროსთან. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომლის თანახმად, მკვლელობა მოხდა არა 2018 წლის 14 იანვრის 22:30 საათზე, არამედ 2018 წლის 15 იანვრის 00:30 საათზე, იმ დროს, როდესაც მ-----– ნ--------–---–ი უკვე იმყოფებოდა სახლში და სრულად იზიარებს სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ ჩატარებულ დასკვნას და განმარტებას, რომელიც თანხვედრაშია ვიდეოკამერის ჩანაწერთან და ადგენს მკვლელობის დაახლოებით დროს - 22:30 საათს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, კერძოდ, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროა დადგინდეს დამნაშავის მიერ დაზარალებულის სიკვდილის, როგორც შედეგის შეგნებული დაშვება ან ამ უკანასკნელის დადგომისადმი გულგრილი დამოკიდებულება. კანონმდებელი განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას, რაც გულისხმობს ორი ან მეტი დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობას ერთდროულად ან დროის მცირე მონაკვეთში, რა დროსაც დამნაშავე უნდა მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით.

 

მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ასევე სადავოდ ხდის მოტივის დაუდგენლობას და აღნიშნავს, რომ მ-----– ნ--------–---–ს არ გააჩნდა არანაირი მოტივი სიცოცხლე მოესპო ე-------- ტ----–---–ისთვის და ი--- ხ------ისთვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ქმედების განზრახ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის, აუცილებელი არ არის, პირს წინასწარ, რამდენიმე დღით, ან თუნდაც რამდენიმე საათით ადრე ჩამოუყალიბდეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა. რაც შეეხება მოტივის დაუდგენლობას, ასევე არ წარმოადგენს სავალდებულო გარემოებას მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად.

 

მტკიცებულებებით არ დადგენილა, რომ ე-------- ტ----–---–ს და ი--- ხ------ს ვინმესთან ჰქონდათ რაიმე სახის კონფლიქტური ურთიერთობა. მოწმეების განმარტებით, ცოლ-ქმარს ყველასთან თბილი დამოკიდებულება გააჩნდა. ამ პირობებში, დაცვის მხარის არგუმენტი, რომ არ გამოიკვეთა მოტივი, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ფაქტია, რომ აღნიშნული ორი პირი მოკლეს.

 

მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ, გ------- ტ----–---–ის, ე-–---- წ---–-----ის, ვ--–------- ხ------ის ჩვენებებით დგინდება, რომ ბოლო პერიოდში მ-----– ნ--------–---–ი ემუქრებოდა ე-------- ტ----–---–ს, რომ მათი მაღაზია აღარ იარსებებდა. ე-–---- წ---–-----ის ჩვენებით, ე-------- ტ----–---–საც ჰქონდა ნათქვამი, რომ შესაძლო იყო მ-----– ნ--------–---–ს მათ შესამოწმებლად მიეყვანა საგადასახადო ან საშემოსავლო სამსახური და მოეწესრიგებინათ საბუთები. ვ--–------- ხ------ის განმარტებით კი როგორც აწ გარდაცვლილები ამბობდნენ, მ-----– ნ--------–---–ი იმუქრებოდა მათი მაღაზიის ,,დაძირვით“.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). აღნიშნულ გადაწყვეტილებებში მითითებულია, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შესაძლებელია, როდესაც მოწმე (ინფორმაციის პირველწყარო) გარკვეული მიზეზით თავად ვერ ან არ ცხადდება სასამართლოში და ეს მიზეზი სასამართლოსთვის ცნობილია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, ევროპულმა სასამართლომ ორი პირობის აუცილებლობა დაადგინა: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში, გამოძიება ე-------- ტ----–---–ისგან და ი--- ხ------ისგან ვერ მიიღებდა ინფორმაციას მათი გარდაცვალების გამო, შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებები, რაც ცნობილი გახდა გარდაცვლილისგან, წარმოადგენს გასაზიარებელ მტკიცებულებას და აღნიშნულით, პალატის მოსაზრებით, არ ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გაზიარებისა, პალატა აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები არ ადასტურებს მ-----– ნ--------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, თუმცა, აბათილებს დაცვის მხარის არგუმენტებს, რომ თითქოსდა მ-----– ნ--------–---–ს არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა ე-------- ტ----–---–თან და ი--- ხ------თან.

 

გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სწორად აქვს შეფასებული მ-----– ნ--------–---–ის ფინანსური მდგომარეობა, რომ იმ პერიოდში განიცდიდა სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, სადაც იგი მოვალეს კატეგორიულად პირდება მეორე დღეს, ანუ 15 იანვარს, სოლიდური თანხის უკან დაბრუნებას. ასევე, იმის გათვალისწინებითაც, რომ ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანები დაყადაღებული იყო საფინანსო ორგანიზაციის მიერ, არადამაჯერებლად იქნა მიჩნეული მ-----– ნ--------–---–ის მტკიცება, რომ მას თვეში დაახლოებით 50000 ლარამდე ჰქონდა შემოსავალი.

 

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ოქროს კრუხ-წიწილზე, რომელიც, როგორც უძველესი ნივთი ახალგორის განძეულიდან თითქოს ჰქონია ე-------- ტ----–---–ის ოჯახს. პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ როგორც ზემოაღნიშნული ვერსია, ისე დაფიქსირებული პოზიცია, რომ მკვლელს ჰქონდა მოთხოვნები, რის გამოც დაზარალებულებს გაუსწორდა ფიზიკურად და ეს ყველაფერი არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა, ე.ი. სავარაუდო მკვლელმა მალევე დაიკმაყოფილა მოთხოვნა, ისე, რომ თანხის მოძებნის და დაუფლების სურვილი აღარც გაუჩნდა და ისე დატოვა შემთხვევის ადგილი. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე განძეულის ფლობა ე-------- ტ----–---–ის ოჯახის მიერ, შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია დაუდასტურებელი ინფორმაციის დონეზე აღნიშნულის მტკიცებულებად მიღება.

 

ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (ვრცლად იხ. 2014 წლის 12 თებერვლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე N142აპ-13).

 

ვიდეოკამერის ჩანაწერით დადგენილი ფაქტი და დრო, 5,45 კალიბრის იარაღიდან განხორციელებული არაერთი გასროლა, ე-------- ტ----–---–ისთვის და ი--- ხ------ისთვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხარისხი პირდაპირ მიუთითებს მ-----– ნ--------–---–ის განზრახვაზე - სიცოცხლე მოესპო ორი პირისთვის. ნათელია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებული მიზეზობრივი კავშირიც.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა და მნიშვნელობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი მ-----– ნ--------–---–ის ჩვენება წინააღმდეგობაშია წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, არის არადამაჯერებელი და მიზნად ისახავს საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. სასამართლოს სწორად აქვს შეფასებული ბრალდებულის ჩვენება და მითითებული აქვს, რომ მ-----– ნ--------–---–ი ვერ გაექცა ობიექტურად იმ გარემოებას, რომ ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ღამეს შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიულად დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, თუმცა ამას საკუთარი ინტერპრეტაცია მოუძებნა და ერთ შემთხვევაში განმარტა, რომ ძველით ახალი წლის ღამეს სატვირთო ავტომანქანებს ელოდებოდა, მეორე შემთხვევაში განმარტა, რომ უბრალოდ იმ ადგილზე მისი მეგობრის საცხობია და ასევე უბნის ე.წ. ,,ბირჟაა’’ და უბრალოდ იქ იყო მარტო. ასევე დასაბუთებულია სასამართლოს მსჯელობა, როდესაც მიუთითა, რომ 2018 წლის 15 იანვრის დღის საათებში მ-----– ნ--------–---–ი ვერც ერთმა კამერამ დააფიქსირა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ და ეს მაშინ, როდესაც თითქოსდა ძალიან განიცდიდა ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის გარდაცვალებას და დილიდანვე შემთხვევის ადგილზე იყო.

 

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და ტარებას, ამ ნაწილში, ასევე დასაბუთებული და კანონიერია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

იარაღის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლია იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. საბრძოლო მასალას კი წარმოადგენს მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ამავე კანონის თანახმად, ჭურვი წარმოადგენს საბრძოლო მასალის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს.

ამავე კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრე არის პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს იარაღის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ტარება მოიცავს მასთან ერთად გადაადგილებას, კანონიერი უფლების არარსებობისას, რაც შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით და სხვა.

 

დანაშაულის შემადგენლობას არ გამორიცხავს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდგენლობა, ვინაიდან, ამ მოცემულობით, დანაშაულის საგნის გადამალვის შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის დადასტურება.

 

პალატა იზიარებს უზენაესი სასამართლოს მსჯელობას N604-აპ საქმეში, სადაც საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ ქმედება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, როდესაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ მაშინაც, როდესაც ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული არ არის, მაგრამ აშკარად იკვეთება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი. მოცემულ საქმეში, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მასრის, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის და ჩვენების საფუძველზე, დადასტურებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ე-------- ტ----–---–ის და ი--- ხ------ის გარდაცვალების ფაქტი ცეცხლნასროლი ჭრილობებით. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრების და სხვა ობიექტების, 2 ცალი ვაზნის, ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 14 ცალი ვაზნის გათვალისწინებით, პალატას დადგენილად მიაჩნია მ-----– ნ--------–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტი.

 

როგორც აღინიშნა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 2 ცალი ვაზნა, შვიდი ცალი მასრა, ვაზნის შემადგენელი კომპონენტები - ტყვიები, ასევე შემადგენელი ნაწილი გულარი განკუთვნილი იყო 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC-74Y“ ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ,,AK-74“, ,,AKC-74“, ,,AKC- 74Y“, ავტომატებისათვის, ,,РПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის იყო განკუთვნილი 14 ცალი ვაზნაც, რაც ამოღებული იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმთან დაკავშირებით, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას ვაზნების პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩადების თაობაზე, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ჩხრეკის ოქმზე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის - მ---- მ-----–-–---–ის მიერ გაკეთებულია მინაწერი ,,შენიშვნა განცხადება არ მაქვს, ჩხრეკა ჩატარდა კანონის სრული დაცვით, პრეტენზია არ მაქვს“, რაც დადასტურებულია მისივე ხელმოწერით, რაც ვერ იქნება უარყოფილი მოწმის ჩვენებით, რომ მათი სახლიდან კანონსაწინააღმდეგო ნივთების ამოღებაზე მხოლოდ იმის გამო მოაწერა ხელი, რომ იყო არეულობა და ბავშვი ტიროდა. ამ ნაწილში, პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი ჩხრეკის ჩამტარებელ პირთა ჩვენებებში და ვერ გაიზიარებს პოზიციას საბრძოლო მასალის ჩადების და შემდეგ ბიოლოგიური მასალის დატანით გაყალბების შესახებ.

 

დადგენილია, რომ მ-----– ნ--------–---–ს არ ჰქონდა მინიჭებული რაიმე იარაღის ფლობის, განკარგვის, სარგებლობის და ტარების უფლება. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ-----– ნ--------–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული საბრძოლო მასალა, ასევე დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღი და საბრძოლო მასალა მოპოვებული იყო უკანონოდ.

 

ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოების დადგენას თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ფლობის ფაქტიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ-----– ნ--------–---–მა უკანონოდ შეიძინა ისინი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებიდან).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Krasulya v. Russia, N12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის ძირითად არგუმენტებზე იმსჯელა თბილისის სააპელაციო პალატამ და მიიჩნია, რომ მ-----– ნ--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულები. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მსჯავრდება ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა სტანდარტს, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, რის გამოც განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ-----– ნ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების რ-------- გ------–-–---–ის, ლ---- ზ------ის, ს---–--- კ------ის და გ----------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ-----– ნ--------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ-----– ნ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძვ. რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ძველი რედაქცია) - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია) - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ-----– ნ--------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 20 (ოცი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მ-----– ნ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2018 წლის 06 მარტიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მ-----– ნ--------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც მის მიერ სრულადაა მოხდილი. მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 მაისის განაჩენით სასჯელის მოხდაში ჩათვლილი ვადა - დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 20 იანვრიდან 2018 წლის 23 იანვრის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

§ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა ორ ცალ ლაზერულ დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 1 ლაზერულ დისკზე, შ-----------------------–------------------–----------------–------------–----–---------–-------------–-------------–--------------------–------------–----–---------–-------------–-----------------------------------–------------–----–---------–--------------------------–----------------------–------------------–---------------------------–------------------------------------------–-----------------------------------------–---------------–--------------------------------------–---------–--–--------------------------–----------------------------–----------------------------------–---------–-----------------------–----------------------------------–----------------–-------------------–----------------------------------–--------------------------–-------- მ------------------------–----------------------------–----------------------------------–------------------------------------–----------------------------------–-----------------------------–----------------------------------–--------------------------–----------------------------------–-------–--------------------–------------------------------------------–----------------–-------------------–------------------------------------–--------------------------------------------–----------------------------------–-------------------------------------–----------------------------------–-------–------------------------------------–----------------------------------–----------------------------------------------------–-------------------------------------–------------------------------------–--------------------- ბ-----------–----------–-------------–-------------------------–----------–-----------------–----------------------------------–--------------------------------------–-------------------------------------------–-----------–------–---------------------–------------------------------------------------------------------------------------------–----------------------------------------–---------------–-----–---------–---------------------------–---------------------------------------------------------------------–--------–----------–----------------------–-----------–------------–--------–--–---–---------–---------------–------–------------–--–--------------------------------–-----------–-------–---- მიღების შემდეგ - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;

§ მარკეტში შესასვლელი უკანა კარის შიდა და გარე სახელურები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

§ ერთი ცალი დიდი ზომის დანა, ამოღებული მარკეტში ქალის გვამის გულმკერდის ზედაპირიდან და ერთი ცალი დიდი ზომის დანა მამაკაცის გვამის გვერდით დახლმაცივრის ზედაპირიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს;

§ სალაროს მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული ხის უჯრა, მარკეტიდან ამოღებული ქაღალდის და რკინის ფული, ორი ცალი რვეული ჩანაწერებით და მუყაოს ფურცელი ჩანაწერებით, ქალის გვამის ტანსაცმლის ჯიბეებიდან ამოღებული ფურცელი და ფული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

§ ანაწმენდები მოწითალო ფერის გუბიდან, ანაწმენდები მაღაზიიდან 10 ბიოლოგიურ ჩხირზე, 3 ცალი სალაროს ქვითარი, მაღაზიის კარის საკეტებიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, ანაწმენდები ეზოში შესასვლელი ჭიშკრის მარჯვენა და მარცხენა ფრთის სახელურებიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს;

§ მაღაზიის დახლიდან ამოღებული მობილური ტელეფონი ,,სამსუნგი,“ ეზოში შესასვლელი ჭიშკრის შიდა მხრიდან ამოღებული ორი ცალი ბოქლომი, ფულადი თანხა სხვადასხვა ვალუტებით და კუპიურებით საცხოვრებელი სახლის ოთახში არსებული ჩანთიდან და საფულეებიდან, (9750 ლარი; 5087 აშშ დოლარი; 5970 ევრო; ხურდა ფული სხვადასხვა სახის მონეტებით) ქალის გვამის ტანსაცმლის ჯიბიდან ამოღებული ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, საცხოვრებელი ოთახიდან ამოღებული სხვადასხვა სამკაულები, საცხოვრებელი ოთახიდან ამოღებული ფულადი თანხა და ბლოკნოტი, რვეულის ჩანაწერები, თაბახის ფურცლები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

§ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ვაზნა, შვიდი მასრა და სამი ლითონის ფრაგმენტი, ე-–--------------------–----------–-----–-------------------–------------–--------------------------–----------------–-----------------------–-----------–-------–--------------------–-------------–-------------------------–------------------------------------–----------–--------------------------–--------------------------------------–-----------------------–-----------–----------–--------------–----------–---------------------–---------------–-------------–-------------------–----------–----–-------------------–-----------–-----------------------–-------------------------–-----------–----------–----------------–----------–-------------------------–----------------–---------------------------–--–---–-------–----------–----------------–--–---–------–-----------------------–--–---–-----------–--------------------------–---–-------–----------–-----------------–---–------–------------------------–---–-----------–--------------------------------------–----------–----------------------------–------------------ ბ--------------------–---------------------------------------------–----------–-----------------------------------–-----------------------------------------------–----------------------------------–----------–------------------------–------------------------------------–------------------–-----------–---–-------–----------–---------–-----------–---–------–----------------–-----------–---–-----------–----------------------------–---–-------–----------–-------------------–---–------–--------------------------–---–-----------–--------------------–--–-------------–----------–-----------–--–------------–------------------–--–-----------------–---------------------------–---–-------–----------–------------------–---–-----------–------------------–----------–---–-------–----------–---------–----------–---–------–----------------–----------–---–-----------–---------------------------–---–-------–----------–--------- ნ-------–---–------–-------------------------–---–-----------–--------------------------–---–-------–----------–-----------------–---–-----------–-------------------------------–----------–---------------------------–--------------–-------------–---–-------–----------–-----–-------------–---–-----------–--------------------------–-–---–---------–---–--------–-----------–-------------------–-–---–---------–---–-----------–--------------–-----–---–------------–----------–-----–-----–---–----------------–------------–--–------------------–----------–---–--–----------------------–---------------–--------------–---–--------–-----------–-------–---------------–---–------------–----------------------------–---–-------–----------–------------------–---–-----------–------------------------–--–---–-------–----------–---------------–--–---–-----------–------------------------------–----------–--------------ის დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს;

§ ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული კომპიუტერის პროცესორი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

§ შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვლების ნიმუშები, ვ--–------- ხ------ის ნერწყვის ნიმუში, ვ--–------- ხ------ის დაქტილობარათი, შ---–-----–-------------–----------–---–---–-----–-----------------–----------------------–--–-–---–-------–----------–-------------–--–-–---–-----------–-----------------–---–-------------–----------–--------–---–-----------------–-------------------------–-–---–-------–----------–----------------–-–---–-----------–---------------–-----------------–----------–------–---------------------–--------------------------–---–-------–----------–-----------------–---–-----------–-------------------------------- ნ---–----------–---------------------------------–---------------------------------------–-----------–---------------------------------–-------------–-–--–-------–---–-------–----------–----–-–--–-------–---–------------–-------------------------------–---–--------–-----------–--------------------–---–-----------–-----------------------------–-------–----------–--------------------–-----------–---------------------------–-------–----------–------------------–-----------–------------------–--------------–---–--------–-----------–---------–-------------–---–-----------–------------------------–-–---–-------–---- ნ----–---------------–-–---–-----------–-----------------------------–---–-------–----------–---------------------–---–------------–--------------------------–----–---–--------–----------–----------------–----–---–-----------–---------------–---------------------–----------–------–-------------------------–-----------------------------------–----------–------------------------------–--------------–---------------–---–-------–----------–-----–---------------–---–-----------–-------------–-–---------–---–-------–---- ნ----–----–-–---------–---–-----------–------------------------–------------–----------–---------------–----------------–------------------–--–-----------–----------–-----------------------–---–-------–----------–------–--------------------–----------–-----–--------–---------–----------–------–--------–-------------–------------------------------------–----------–--------------–------–---–-------–----------–-----------------–---–-------–----------–-------------–---–-------–----------–------------------------------–----------–----------------------------------–------------------–---------–---–-------–----------–---------–---------–---–-----------–-------------------------–----------–----------–----------------–--------------–-----------------–--–-----------–----------–--------–--–---------------–-----------------------------------–---–-------–----------–--------------------------–---–-----------–--------------------------–---–-------–---- ნ----–-----------------–---–-----------–------------------------–-----------–----------–-----------------–---------------–-----------------------------–---–---------–------------–------------------–---–-----------–--------------------------–-------–----------–-----------------–-----------–--------------------------–-–-–---–-------–----------–-----------------–-–-–---–-----------–-------------–--------–-–---–---------–----------–----–--------–-–---–-----------–-------------------------–---–-------–----------–----------------–---–-----------–-------------------------------------–----------–------------ გ------------------–---------------------------------–----------–----------------------------–-------------------------------------–----------–--------------------------------–-----------------–-----------------–----------–--------–---------------------–------------------------–---–-------–----------–---------------–---–-----------–----------------------------–---–-------–----------–----------------–---–-------–-----------–-------------------–---------–-----------–--------------------–-------------–------------------------------------–----------–---------------------- დ------–---------------------------–---------–----------–------------------–-------------–------------------------------–-------–-----------–-----------------------–-----------–--------------------------------–---–-------–----------–---------------------–---–-----------–--------------–---–-----–--------–----------–-----–---–-----–------------–--------------–-----–------–---–-------–----------–-----–-----–------–---–-----------–----------------------------------–----------–-----------------------------–----------------------------–---–-------–----------–-------------------–---–-----------–--------------------------------–----------–---------------------------–------------------------–-–---–-------–----------–---------------–-–---–-- დ------–---------------------------–---–-------–-----------–--------------------–---–-----------–-------------–-------------------–----------–----–-----------------------–---------------------------------–----------–----------------------------–-----------------------–--------------–----------–--------------–------------------–----------------------------------–----------–---------------–---------–----------–---------------------------–----------–--------------------------–----------–---–-----------------–--------------–-------- ნ----–-------------------–---–---------------–------------------–---–---------------–---------–----------–---–---------------–---------------–-–---–---------------–-----------------------–---–---------------–---------------–--------------------–----–---------------------------–----–-–---------–---–---------------–------–----------------------------–---------–--–-------------------–---------------------------------–-----------------------------------–--------------------------–----------–----------------------------–----------–------–--------------------–----------–-------------------–---–-------–---- ნ----–-------–----------–-----–--------–----------–------–-----------–--–---–-------–----------–-------------------–---–-------–----------–---------------------------–----------–-------------------–---------–----------–-------------------–------------–----------–----------------–---–-------–----------–-------------------------–----------–----------------------------–----------–----–-–----------------–----------–----–-------------------–----------–----------------------------–----------–------------------------------------–------------–-------–--------------------------–----------–---------–---------- ნე--–----------–-----------------------------–----------–--------------–---–-------–----------–--------–----------–---–-------–----------–---------------–---–--------–-----------–----------------------------–-----------–---------------–-–---–---------–------------–----------------------–---–---------–------------–-----------------------------–----------–---------–-----------–------------–----------–----------–--–--–-------------------–---–-- დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს;

§ ე-------- ტ----–---–ის ტანსაცმელი, ე-------- ტ----–---–ის პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

§ ე-------- ტ----–---–ის სისხლის ნიმუში, ე-------- ტ----–---–ის ფრჩხილის და თმის ნიმუში, ე-------- ტ----–---–ის ანაწმენდები, ე-------- ტ----–---–ის გვამიდან ამოღებული უცხო სხეულები, ე-------- ტ----–---–ის ნაცხის ნიმუშები, გარდაცვლილ ი--- ხ------ის დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს;

§ ი--- ხ------ის ტანსაცმელი, ი--- ხ------ის პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

§ ი--- ხ------ის სისხლის ნიმუში, ი--- ხ------ის ნაცხის ნიმუში, ი--- ხ------ის ანაწმენდები, ი--- ხ------ის ფრჩხილის და თმის ნიმუშები, ა-–---------- ნ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში, ა-–---------- ნ--------–---–ის დაქტილობარათი, ა-–---------- ნ--------–---–ის სუნის ნიმუში, ნ-----–-----------–-----ის დაქტილობარათი, ი----- მ---------ის დაქტილობარათი, ო-------------–---–ის დაქტილობარათი, ს----------–-–---–-----------–--------------------------------------–------------------------–---–-----------–-----------------–----------–---–------------–-----------------------–---–-----------–--------------–---------------------------–---------------------------------------------–--------------------------–-----------–-------------–-----------------------–-------------–-–----------------------–-----------------------------------------–--------------------------------------–-------------------------–---–-----------–----------------------------–----------------–----------------------------–-------------–----------------------------------------–----------------------------–---–-----------–---------------–-----------–--–---–-----------–----------------–----------–-----–------------–-----------------------------–---–------------–---------------–-------------------------–-----------------------------------------–---------------------------------------–------------------------------ის დაქტილობარათი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს;

§ მ-----– ნ--------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 900 ლარი, მოყვითალო ფერის სამაჯურთან და ორ ცალ ბეჭედთან ერთად, მ-----– ნ--------–---–ის შავი ფერის ტყავის საფულე ავტომანქანების სარეგისტრაციო მოწმობებთან, სადაზღვევო და ბანკის პლასტიკურ ბარათებთან, საბანკო ქვითრებთან და სხვადასხვა სახის ბარათებთან ერთად (სულ 13 ცალი პლასტიკური ბარათი), მ-----– ნ--------–---–ის შავი ფერის ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

§ მ-----– ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული 14 ცალი ვაზნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

§ ა-–---------- ნ--------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თოფი (ვინჩესტერი) და პლასტმასის კონდახი პოლიეთილენის პარკებთან ერთად, მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანა ,,მ---------ი-ვიტო“ სახ. N G--------, მ-----– ნ--------–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარ----, იგოეთის პოლიციიდან ამოღებული ორი ცალი ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარ----, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;

§ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 5 დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ნინო სანდოძე

 

ვეფხია ლომიძე