განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 020142219700088516
საქმე №1/აგ-54-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე ლერი თედორაძე
მოსამართლეები: მაკა გორგოძე, თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ დ---------------ის (დაბადებული: 0--------- წელს, პირადი № 6----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, მცხოვრები: ქ------------–-------–---------) შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით დ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, დ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (განაჩენთა ერთობლიობით) დანიშნული პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ---------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით - საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
გაუქმდა დ---------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა.
მსჯავრდებულ დ---------------ის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 05 დეკემბრიდან.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ დ---------------ეს დაეკისრა მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულმა დ---------------ემ შუამდგომლობით მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც ითხოვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაისინჯოს მის მიმართ გამოტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენი და გავრცელდეს მასზე კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა შუამდგომლობის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი №732 („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით დ---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ;
ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნათა თანახმად, მსჯავრდებულ დ---------------ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და იგი უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. ასევე, უნდა აღუდგეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული უფლებები.
დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენი (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე 5-ე ნაწილით განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი) უნდა დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ დ---------------ეს მოსახდელად უნდა დაურჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილისა და 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენებით სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5-ე ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლით - განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო, დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით - საქართველოს სსკ-ის 63-ე 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ დ---------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.დ---------------ე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან;
3.დ---------------ეს აღუდგეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, 2016 წლის 19 აპრილის განაჩენით, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამორთმეული: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
4.დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის განაჩენი (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე 5-ე ნაწილით განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი) დარჩეს უცვლელად;
5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ლ.თედორაძე/
მოსამართლეები: /მ. გორგოძე/
/თ.სვანიძე/