განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-1-2020 წელი
№040100119003280160
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
27 იანვარი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ----- დ-----ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
დ----- დ-----ე, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირა-დი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში არ მყოფი, მცხოვრები ა--------–-------------–----–----------------–-----------–----ში, მსჯავრდებულია ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათ-ვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით სახელმ-წიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა დანაშაულის საგნი – ლენტური ტიპის ელექტრო-სახერხი დანადგარი.
aRwerilobiTi nawili:
დ----- დ-----ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო სახერხ საამქროში მრგვა-ლი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის მონტაჟისათ-ვის რეგისტრაციის გარეშე.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
სახერხი საამქროს მფლობელმა, დ----- დ-----ემ, ა-------–-------------–----–-----------------–-----------–----ში, თავის საკარმიდამო ეზოში, დაამონტაჟა სახერხი დანადგარი და მოწყობილობა ისე, რომ ელექტრონულად არ დაურეგისტრირებია ელექტრონულ სის-ტემაში შესაბამის ვებ-პორტალზე (https://emoe. gov.ge). დ----- დ-----ის დაურეგისტრი-რებელი სახერხი საამქრო გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მუშაკების მიერ 2019 წლის 01 სექტემბერს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ----- ტ--–--–-–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ით-ხოვს დ----- დ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნას ასა-ბუთებს იმ მოტივირებით, რომ დ----- დ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. აღნიშნული სასჯელი ვერ უზ-რუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ დ----- დ-----ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ----- დ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზო-გადი საწყისები - დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწი-ნააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორცი-ელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხ-ლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაუ-ლის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე ის გარემოება, რომ დ----- დ-----ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიე-ბასთან და დ----- დ-----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ხასიათის და ხა-რისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ძირითად სასჯელად დაუნიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღ-ნიშნულს და მიიჩნევს, რომ დ----- დ-----ის მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდე-ბულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დ----- დ-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელა-ციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
დ----- დ-----ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ცაგერის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
დ----- დ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 2871-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განესაზ-ღვროს დანაშაულის საგნის – ლენტური ტიპის ელექტრო-სახერხი დანადგარის სახელმ-წიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამი-სად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ-ლისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 500 (ხუთასი) ლარი და სა-ბოლოოდ, დ----- დ-----ეს მოსახდელად განესაზვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 52-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განესაზ-ღვროს დანაშაულის საგნის – ლენტური ტიპის ელექტრო-სახერხი დანადგარის სახელმ-წიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევა.
მსჯავრდებულ დ----- დ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გა-უქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება – ლენტური ტიპის ელექტრო-სახერხი დანადგარი, რომელიც ინახება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების მეორე გან-ყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენ-ტოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili