განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002597909
საქმე №-ბ/631-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ბესიკ ბუგიანიშვილი
ანა გოცირიძის და ნადეჟდა მარანელის მდივნობით,პროკურორ - გ-------–---–------ის
ადვოკატების - გ-----------–------ის, ა-----–------–-–---–ის, ი-–------------ის,გამართლებულ - დ---------------–---–ის,მსჯავრდებულ - გ--------------ის მონაწილეობით,თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–---–------ის და მსჯავრდებულ გ--------------ის ადვოკატების ვ-----–-------------ის და გ-------------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ---------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-------------------------–---–---------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------------–-----------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
გ--------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–--------------–-------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
დ---------------–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა მითვისების წაქეზება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების წაქეზება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
გ--------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის აპრილიდან გ--------------ე მუშაობდა შპს „ს–-----------------ა“ და ინდ. მეწარმე „თ--------–ი“ ინკასატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 ივნისს, დ---------------–---–მა წააქეზა გ--------------ე, მიეთვისებინა და თანაბრად გაეყოთ ინდ.მეწარმე „თ--------ს“ კუთვნილი თანხა, რასაც გ--------------ე დათანხმდა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 2 ივნისს, გ--------------ის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა რა ინდ. მეწარმე „თ--------ს“ კუთვნილი თანხა 101 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა მიეტანა ქ. თ---–--------------------------------ში მდებარე შპს „რ--------------–ი“, მისი ეროვნულ ვალუტაში გადაცვლის მიზნით, წინასწარშეთანხმებული გეგმის თანახმად, დ---------------–---–მა და გ--------------ემ მოაწყვეს ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირება, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს დაახლოებით 101 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დ---------------–---–ი დიდი ოდენობით თანხასთან ერთად მიიმალა, ხოლო გ--------------ემ პოლიციას შეატყობინა, თითქოს ყაჩაღურად დაესხნენ თავს და გასტაცეს თანხა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენით:
დ---------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ--------------ეს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდა.
გ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
გ--------------ეს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა დ---------------–---–ის მხრიდან გ--------------ის წაქეზება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიეთვისებინა ინდ. მეწარმე „თ-----------ის“ კუთვნილი თანხა 101 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2017 წლის აპრილიდან გ--------------ე მუშაობდა შპს „ს–------------------ა“ და ინდ. მეწარმე „თ-----------ეში“ ინკასატორის თანამდებობაზე. გ--------------ემ გადაწყვიტა მიეთვისებინა ინდ. მეწარმე „თ-----------ის“ კუთვნილი თანხა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 2 ივნისს, გ--------------ემ წინასწარმოფიქრებული ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ინდ. მეწარმე „თ-----------ის“ კუთვნილი 101 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც პოლიციას შეატყობინა, რომ დააყაჩაღეს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–------ემ და მსჯავრდებულ გ--------------ის ადვოკატებმა ვ-----–-------------მა და გ-------------------–---–მა. ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და დ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე გ--------------ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებაში სრულად. მსჯავრდებულ გ--------------ის ადვოკატებმა მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლოში წარდგენილ იქნა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვისგამომრიცხავი, ს-------- და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა სწორად შეფასების შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა გამოეტანა სრულად გამამტყუნებელი განაჩენი ორივე ბრალდებულის მიმართ. პროკურორის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე ა-–----------------–--–---ს ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი; შპს „რ----------------ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავს მოწმის ჩვენებას და რომელშიც ასევე ფიქსირდება დ---------------–---–ის წინ გ--------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩავლის ფაქტი; ასევე ა-–----------------–--–---ს მონაწილეობით დათვალიერებული სილამაზის სალონ „ლ-----------ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია; მოწმეების: გ--------–-------------------------–-----------------–---------------------------------------–--------------------------–-–---–-----------------------------------–---–ის ჩვენებები; ოდოროლოგიური ექსპერტზის დასკვნა, რომლის თანახმად ავტომანქანა „ნისანი ლიაფიდან“, ავტომანქანა „ჰ---------------ან“ და ავტომანქანა „მერსედესიდან“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია დ---------------–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები. პროკურორის მტკიცებით, აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს დ---------------–---–ის და გ--------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ერთობლივად ჩადენას. მსჯავრდებულ გ--------------ის ჩვენება კი არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან შეიცავს არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებას. რაც შეეხება გ--------------ესა და დ---------------–---–ს შორის კონტაქტის დაუდასტურებლობის ფაქტს, ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ ვინაიდან გ--------------ე და დ---------------–---–ი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი ყაჩაღობის ინსცენირების შესახებ, ბუნებრივია, ყოველგვარი მტკიცებულების განადგურების ან/და მათი მოპოვებისათვის ხელის შეშლისთვის, ისინი არავითარ კავშირს არ განახორციელებდნენ მობილური ტელეფონებიდან. აპელანტი მიიჩნევს, რომ ბრალდებულ დ---------------–---–ის მიმართ, ისევე როგორც გ--------------ის მიმართ, სასამართლოში წარდგენილი იქნა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რის გამოც დ---------------–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, გ--------------ის ბრალდებიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის ამორიცვხა არ არის მართებული და ის ასევე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი მითვისებისათვის.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის თანახმად, გ--------------ის მიმართ განაჩენი დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ--------------ის მიერ თანხის მითვისების ფაქტს. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულებებს, რომლებიც აჩენს არაერთ კითხვის ნიშანს. ამასთან, აპელანტის განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენის ძირითადი მტკიცებულება არის გ--------------ის ჩვენების კრიტიკა და იმ გარემოებაზე მითითება, რომ სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ იგი არ იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. თუმცა მოსამართლე ვერ ასაბუთებს - ბრალდების მხარის რომელი მტკიცებულება აბათილებს გ--------------ის ჩვენებას. ცალკეული ადამიანის მხრიდან ემოციების გამოხატვა არის ინდივიდუალური და ის, რომ მოცმეულ შემთხვევაში გ--------------ე არ ჩავარდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ გახდება მისი მსჯავრდების საფუძელი.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ-------–---–------ემ, მსჯავრდებულმა გ--------------ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
გამართლებულ დ---------------–---–ის ადვოკატმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება დ---------------–---–ის გამართლების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ--------------ის ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დ---------------–---–ის გამართლების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა დეტალურად შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ იზიარებს, ან არ იზიარებს მხარეთა არგუმენტებს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ---------------–-–---–მა განაცხადა, რომ არის შპს „ს–------------------“ დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე მისი მეუღლის თ-----------ის სავალუტო-სალომბადრე ორგანიზაციის ხელმძღვანელი/მენეჯერი. გ--------------ე არის მისი ქვისლი, რომელიც დასაქმებული იყო მისი და მისი მეუღლის კომპანიებში. გ--------------ის მოვალეობას შეადგენდა ფილიალიდან ფილიალში გარკვეული დოკუმენტების გადატანა და თანხის ინკასაციის წარმოება. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გადაადგილდებოდა „ნ------–-----ს“ ფირმის თეთრი ა/მანქანით. დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს ყოველთვის კონტაქტზე იყო გ--------------ესთან, რათა ეკონტროლებინა სიტუაცია და მიეცა მითითება, თუ სად და რამდენი თანხა უნდა წაეღო. ყველა დეტალს ეუბნებოდა კონკრეტულ სიტუაციაში, რადგან წინასწარ გაწერილი გეგმა არ ჰქონიათ. 2018 წლის 2 ივნისს, გ--------------ეს ინდ. მეწარმე „თ-----------ის“ კომპანიიდან (მდებარე: ქ. თბილისი, გ-–------------------–---–---------------------------------- უნდა წაეღო თანხა 65 020 აშშ დოლარი და 30 000 ევრო, საიდანაც 30 000 ევრო უნდა გადაეხურდავებინა 34 980 დოლარად, მასვე დამატებით ჰქონდა 1000 დოლარი. ჯამური თანხა 101 000 აშშ დოლარი 15:00 საათისთვის უნდა მიეტანა ქ-------–--–---------------ს გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ---------------ს“ სათაო ოფისში. გ--------------ისთვის გადაცემული ფულადი თანხა იდო კონკრეტული ბანკის სარეკლამო პარკში, თუმცა პარკი იყო ამოტრიალებულ მდგომარეობაში, რათა ვინმეს ინტერესი არ გამოეწვია. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 15:00 საათისთვის დაუკავშირდა გ--------------ეს, რომელმაც უთხრა, რომ წუთი-წუთზე შევიდოდა დანიშნულების ადგილას. მალევე მას დაურეკა ქ------–--–-------------- გამზირზე არსებული სავალუტო პუნქტის თანამშრომელმა ზ-----მ და ჰკითხა მშვიდობა ჰქონდათ თუ არა, რამაც გამოიწვია მისი გაკვირვება. როგორც ზ-----მ განუმარტა, ვიღაცას აედევნენ, რის გასარკვევად და სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების სანახავადაც, მასთან მისული იყო პოლიცია. ამ ფაქტმა ძალიან აანერვიულა, გადაურეკა გ--------------ეს, თუმცა დაკავშირება ვერ შეძლო. შემდეგ დარეკა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ---------------ს“ სათაო ოფისში ხაზინის უფროსთან, სადაც უთხრეს, რომ გ--------------ე იქ არ მისულა, რის შემდეგაც წავიდა პოლიციაში. ჩვენების მიცემისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგამოძიებო ორგანოში გ--------------ის ქცევაზე - დანაშაულებრივი ფაქტის განხორციელებიდან დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ გ--------------ე აცხადებდა, რომ არ ახსოვდა, ითხოვდა თუ არა მისგან დამყაჩაღებელი ფულს; ასევე ის ფაქტი, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ--------------–ი“ მისატანი ფულადი თანხა ედო ავტომანქანის სალონის უკანა მხარეს. მოწმის თქმით, გ--------------ეს ფული, როგორც წესი, წინა სავარძელთან ქვემოთ ედოხოლმე, სწორედ ამან გამოიწვია მისი გაკვირვება. მისი ოჯახისთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 250 000 ლარი, დღეის მდგომარეობით ასანაზღაურებელია.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-----------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----------–მა განმარტა, რომ მუშაობს ქ-------–--–--------------–---–-----------------ში მდებარე ორგანიზაცია ინდ. მეწარმე „თ-----------ეში“ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე. 2018 წლის 2 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მასთან მივიდა გ--------------ე, რომელსაც ინკასირების მიზნით გაატანა 66 020 აშშ დოლარი და 30 000 ევრო. აღნიშნული თანხიდან გ--------------ეს უნდა მოეხდინა 1000 აშშ დოლარით ნაკლები თანხის კონვერტაცია, თუმცა რა ვალუტაში, მისთვის უცნობია. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ფულადი თანხა, რომელსაც წესისამებრ ათავსებდნენ კონკრეტული ბანკების სარეკლამო პარკებში, მან ვ---------------–-–---–თან შეთანხმების შედეგად, უშუალოდ გადასცა გ--------------ეს. თანხის გადაცემის ფაქტს ესწრებოდნენ მისი თანამშრომლები - თ-----------ე და მ--------------–---. მოწმემ მოგვიანებით შეიტყო გ--------------ის დაყაჩაღების შესახებ, თუმცა რამდენიმე დღეში გაარკვიეს, რომ ადგილი ჰქონდა ყაჩაღობის ინსცენირებას.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--------------–---მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------–--–--------------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 2 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, მასთან მივიდა გ--------------ე, რომელსაც 30 000 ევრო დაუკონვერტირა აშშ დოლარში, რამაც დაახლოებით შეადგინა 34 880 აშშ დოლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-------------–------ამ განმარტა, რომ 2018 წლის 2 ივნისის მდგომარეობით მუშაობდა ქ-------–--–------------–-----------------------–-–------------–ი“. ხსენებულ დღეს მასთან მივიდა ერთი ქალბატონი და უთხრა, რომ გარეთ გაჩერებულ ავტომანქანაში მიბმული იყო მისთვის უცნობი მამაკაცი. აღნიშნულმა ქალმა მამაკაცის გასათავისუფლებლად სთხოვა დანა. მოწმის განმარტებით, ხსენებულ ქალთან ერთად გავიდა გარეთ, სადაც დაინახა ღვედზე სქელი პლასტმასის სარტყელით, იგივე ხამუთით მიბმული მამაკაცი. მოწმემ დაადასტურა, რომ იქ მყოფმა ერთმა გოგონამ გაათავისუფლა თავისუფლებაშეზღუდული მამაკაცი, რომლისგანაც შეიტყვეს, რომ დააყაჩაღეს უცხო პირებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ძალადობას, კერძოდ, ჩხვლეტდნენ რაღაცას.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ----------------მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–----------------–--–---მ განაცხადა, რომ 2018 წლის 2 ივნისს, საკუთარი „მერსედესის“ ფირმის ტაქსით, სახ. ნომრით O--------, ემსახურებოდა მგზავრებს. დაახლოებით 14:00-დან, 14:30 საათამდე პერიოდში გაჩერებული იყო ქ-------–--–----–----------ს ქუჩაზე, რა დროსაც მასთან მივიდა მამაკაცი, რომელსაც ეცვა მუქი გრძელმკლავიანი ე.წ. „კაპიშონიანი“ ქურთუკი და თავზე ეხურა კეპი. აღნიშნულმა მამაკაცმა მას სთხოვა ქ. თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წაყვანა. დანიშნულების ადგილზე მიყვანის შემდეგ, მგზავრმა გადაუხადა მგზავრობის საფასური, რის შემდეგ ამ პირთან კონტაქტი აღარ ჰქონია. იმავე საღამოს მას დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო დ---------------–---–ი; მისი ავტომანქანიდან ამოღებული იქნა სუნის ნიმუში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------–------მა განაცხადა, რომ 2018 წლის 2 ივნისს, კუთვნილი „ჰონდა ფიტის“ ფირმის ტაქსით, სახ. ნომრით J--------, ემსახურებოდა მგზავრებს. დაახლოებით 15:00 საათზე, გადაადგილდებოდა ქ-------–--–------------–---ს ქუჩაზე, რა დროსაც გააჩერა ერთმა მამაკაცმა და სთხოვა მეტროსადგურ „ღ--------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე წაყვანა. მოწმის განმარტებით, მის მგზავრს თავზე ეხურა კეპი და ჰქონდა წვერი, მასვე ხელში ეკავა მოშავო ჩანთა ან პარკი, თუმცა შიგნით რა იდო, არ დაუნახავს. დანიშნულების ადგილზე მიყვანისას აღნიშნულმა მამაკაცმა გადაუხადა მგზავრობის საფასური. ამის შემდეგ მას დაუკავშირდნენ პოლიციის განყოფილებიდან და გამოკითხეს, ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ამოცნობაში. მოწმემ დაადასტურა, რომ მისთვის წარდგენილი პირებიდან ვერ ამოიცნო ზემოაღნიშნული მგზავრი. ასევე დათვალიერდა მისი ავტომანქანა, რა დროსაც ამოღებულ იქნა სუნის კვალის, ანაწმენდის და მიკრონაწილაკების ნიმუშები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------–-----მ განმარტა, რომ დ---------------–---–ი არის მისი მამიდაშვილი. იგი ბოლოს ნახა თავის სახლში, სავარაუდოდ შემთხვევის დღეს, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, როდესაც მან შესანახად მიიტანა ფულადი თანხა 8500 აშშ დოლარის ოდენობით. მოწმის თქმით, ამ ფაქტში უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს, რადგან მსგავს შემთხვევას არაერთხელ ჰქონია ადგილი. მოწმემ დაადასტურა, რომ ფულადი თანხის გადაცემისას დ---------------–---–მა განუმარტა, რომ აღნიშნული ფული იყო თავისი მობილურების მაღაზიისთვის განკუთვნილი, რის გამოც დეტალებში აღარ ჩაძიებია. ამის შემდეგ, დ---------------–---–მა სთხოვა ავტომანქანა, საგურამოში საქმეზე წასასვლელად. მართლაც ათხოვა ავტომანქანა, რაც დაუბრუნა დაახლოებით 4 საათის შემდეგ. მოწმის განმარტებით, მისი მხრიდან დ---------------–---–ისთვის ა/მანქანის თხოვების ფაქტსაც ჰქონდა ხშირი ხასიათი. მეორე დილით, მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ამოიღეს დ---------------–---–ის მიერ მისთვის გადაცემული ფულადი თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ზ----------–-–---–მა, გ---------------მ და დ----------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. დამატებით, ზ----------–-–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს გ--------------ე დაზარალებულისთვის დამახასიათებელ მომეტებულ ემოციურ მდგომარეობაში არ ყოფილა.
გ--------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაკავებამდე მუშაობდა შპს „სწრაფ კრედიტსა“ და ინდ. მეწარმე „თ-----------ის“ კომპანიაში ინკასატორის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა ერთი სავალუტო პუნქტიდან მეორეში თანხების გადატანა და დაკონვერტირება. დავალებას ყოველთვის აძლევდა ვ---------------–-–---–ი, იგი წინასწარ გაწერილი გეგმით არასოდეს მოქმედებდა. ვინაიდან დიდ თანხებთან ჰქონდა შეხება, მომეტებული საფრთხის არსებობის შესახებ ვ---------------–-–---–თან გამოთქვა მოსაზრება, თუმცა ამ უკანასკნელს უსაფრთხოების ღონისძიების გაძლიერების კუთხით არაფერი გაუკეთებია, რის გამოც მუდმივად ჰქონდა დაუცველობის განცდა. 2018 წლის 2 ივნისს, ვ---------------–-–---–ის დავალებით, ქ. თბილისში, გლდანში არსებული ინდ. მეწარმე „თ-----------ის“ კომპანიიდან თავდაპირველად თანხა უნდა მიეტანა ქ-------–--–--------------------------ე არსებულ ერთერთ სავალუტო პუნქტში, ხოლო შემდეგ - ქ-------–--–---------------ს გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ--------------–ი“. ბოლო ობიექტზე მისვლისას დაურეკა ვ---------------–-–---–მა, რომელსაც უთხრა, რომ მალევე შევიდოდა შენობაში. დანიშნულების ადგილზე ე.წ. პარკირების ადგილის არარსებობის გამო, ავტომანქანა გააჩერა სხვა ადგილას. წესისამებრ, პარკში (ფერი არ ახსოვს) მოთავსებული ფულადი თანხა ედო მისი სავარძლის უკანა მხარეს, რათა სხვა პირთათვის ავტომანქანაზე არსებული დაბურული მინების გათვალისწინებით, შეუმჩნეველი ყოფილიყო. როდესაც დააპირა ავტომანქანიდან გადასვლა, გააღო ცენტრალური საკეტი და უნდა აეღო ფული, უკანა მხარეს ჩაუჯდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც მკაცრად უთხრა, რომ უკან არ გაეხედა და შეეცვალა ა/მანქანაში არსებული შიდა სარკის მიმართულება. პარალელურად, უცნობმა მამაკაცმა უკანა მხარეს მიადო „რაღაც“ და უთხრა - დაექოქა ავტომანქანა და წასულიყო მისი მითითებისამებრ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, თავდამსხმელის მოთხოვნის შესაბამისად, ა/მანქანა გააჩერა ქ-------–--–------------–---ს ქუჩაზე. აღნიშნულმა პირმა მოსთხოვა მობილური ტელეფონი და მანქანის გასაღები, რაც მიაწოდა. ამის შემდეგ „ყაჩაღმა“ დაუბა ხელები პლასტმასის სარტყელის, იგივე ხამუთების გამოყენებით, თვითონ კი გადავიდა ავტომანქანიდან და წავიდა. გ--------------ის განმარტებით, „ყაჩაღს“ ჰქონდა საშუალო ტანის აღნაგობა და ეცვა ე.წ. „კაპიშონიანი“ ქურთუკი, მან ვერ დაინახა ამ პირს ჩანთა ეკიდა ზურგზე თუ პარკი ეკავა ხელში. ამის შემდეგ იგი გაათავისუფლეს მისთვის უცნობმა ქალბატონებმა. შემთხვევის ადგილზე უმალვე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. ნერვიულობა არ ეტყობოდა, ვინაიდან აქვს უნარი - მაქსიმალურად გაუწიოს თავს კონტროლი მსგავს სიტუაციებში. პოლიციის განყოფილებაში შეიყვანეს ცალკე ოთახში, სადაც თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ხელით შეხებასაც კი ჰქონდა ადგილი, ძირითადად თავში ურტყამდნენ ხელს და სთხოვდნენ იმის აღიარებას, რაც არ ჩაუდენია. მოგვიანებით, ზეწოლის გამო მოაწერა ხელი რაღაც ფურცელს, სავარაუდოდ ჩვენებას. მეორე დღეს გამთენიისას გაიყვანეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, სადაც ასევე ზეწოლის პირობებში მიუთითა გარკვეული ადგილები. მას დ---------------–---–თან აკავშირებდა საერთო ეკლესია და მოძღვარი, თუმცა ახლო მეგობრები არასოდეს ყოფილან. ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 2 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე, რა დროსაც დ---------------–---–მა მას საერთო მოძღვართან გაატანა ზეთი და სეფისკვერი. მოწმის განმარტებით, „ყაჩაღი“ დ---------------–---–ი რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით იცნობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ-----------მ (გ--------------ის მეუღლე) და მ-----–-–---–--ემ (გ--------------ის ქვისლი) დაადასტურეს, რომ ვინაიდან გ--------------ეს დიდ თანხებთან ჰქონდა შეხება, მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე, არაერთხელ ჰქონდათ საუბარი ვ---------------–-–---–თან უსაფრთხოების ზომების მიღებაზე, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. მ-----–-–---–--ემ დამატებით აღნიშნა, რომ ინკასაციის დროს, გ--------------ე ფულად თანხას ა/მანქანაში ათავსებდა ხან საკუთარი (მძღოლის) სავარძლის გვერდით, ხან კი უკანა მხარეს. ამგვარი ხერხით იგი თავს იცავდა დაყაჩაღებისგან. ნ-----------მ კი განაცხადა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისი მეუღლის მიმართ განხორციელდა ზეწოლა. გამთენიისას, როდესაც გ--------------ე გამოიყვანეს პოლიციის განყოფილებიდან, მას სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე და იყო განერვიულებული.
დ---------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------–--–-------------–-----------------–ი“, სადაც აქვს კუთვნილი მობილური ტელეფონების მაღაზია. აღნიშნული მაღაზიიდან ჰქონდა კარგი შემოსავალი, რის გამოც ახერხებდა გარკვეული დანაზოგის გაკეთებას. 2018 წლის 2 ივნისს, დილის საათებში წავიდა სამსახურში, რა დროსაც თან წაიღო წინა დღეს სახლში მიტანილი ფულადი დანაზოგი, საკუთარი ბიზნესის გაფართოების მიზნით სურდა ქ-------–--–---------------ს გამზირზე, ე.წ. „პიქსელის“ შენობასთან მდებარე კომერციული ფართის დაქირავება, რომლის გაქირავების შესახებაც გაიგო ერთ-ერთი მომხმარებლისაგან. მას შემდეგ, რაც მოემსახურა დილით მისულ ერთ-ერთ მომხმარებელს, გაემართა ქ-------–--–----–----------ს ქუჩაზე, კონკრეტული მედიკამენტის შესაძენად, იქიდან კი, „მერსედესის“ ფირმის ტაქსით გადაადგილდა ქ-------–--–---------------ს გამზირის მიმართულებით. ი----------ს გამზირზე, დაახლოებით ე.წ. „პიქსელის“ შენობასთან, ჩამოვიდა ტაქსიდან და ფეხით განაგრძო გადაადგილება, რათა მოეძებნა გასაქირავებელი ფართი. რამდენიმე წუთში მიაგნო აღნიშნული კომერციული ფართის შესასვლელთან გამოკრულ მეპატრონის ნომერს და მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მას, რომელმაც განუცხადა, რომ იმ დღეს ვერ მოახერხებდა მისთვის ფართის ჩვენებას. ამის შემდეგ წავიდა ქ. თბილისში, სანზონაში მცხოვრებ ბიძაშვილთან - თ------–-----სთან, სადაც ამ უკანასკნელს შესანახად გადასცა 8 500 აშშ დოლარი, თავისთვის კი დაიტოვა 1100 აშშ დოლარი და 500 ლარამდე, რაც შეიძლება დასჭირვებოდა ბეს მისაცემად, იმ შემთხვევაში, თუ ნახავდა ალტერნატიულ ფართს. ამის შემდეგ, თ------–-----ს ავტომანქანით წავიდა საგურამოში არსებულ ერთ-ერთ ეკლესიაში და დაესწრო ლოცვას, იქიდან კი მოძღვართან ერთად წამოვიდა უკან - თ------–-----სთან სახლში, სადაც დაყვეს რამდენიმე საათი, ბოლოს კი დაბრუნდნენ სახლში. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე განახორციელეს მუქარა მისი და ოჯახის წევრების მისამართით, რაც რეალურად აღიქვა და ისე, რომ არ წაუკითხავს გამომძიებლის მიერ დაბეჭდილი ჩვენება, ხელი მოაწერა მას. ზეწოლის გამო მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტშიც. დ---------------–---–ის განმარტებით, მას და გ--------------ეს აკავშირებდათ საერთო მოძღვარი და ეკლესია. 2018 წლის 2 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა გ--------------ე, რომელმაც მიაკითხა სამსახურთან და იქიდან ავტომანქანით წაიყვანა სახლში; შემდეგ კი გიორგის საერთო მოძღვართან გაატანა ზეთი და სეფისკვერი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ------------–-–---–მა (დ---------------–---–ის მეუღლე) და ზ-------------–---მ (დ---------------–---–ის ნათესავი) დაადასტურეს, რომ დ---------------–---–ის მიერ ნათესავებთან სოლიდური თანხების შენახვის ფაქტს არაერთხელ ჰქონია ადგილი.
2018 წლის 2 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ-------–--–------------–---ს ქუჩის №5--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს ბორდიურზე გაჩერებულია თეთრი „ნ------–-----ს“ ფირმის ა/მანქანა. ა/მანქანის წინა მარჯვენა კართან ასფალტის ზედაპირზე მოთავსებულია ორი, ხოლო ა/მანქანის სახურავზე - ერთი ცალი პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთი. საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს განთავსებულია საკონდიტრო მაღაზია „ასორტი“, რომლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია ორი ცალი სათვალთვალო ვიდეო-კამერა, რომელთაგან ერთი უყურებს პ-----–---–---–ის ქუჩიდან ჩამომსვლელ მიმართულებას, ხოლო მეორე - ი-------–---ს ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩისკენ არსებული გზის მიმართულებას. იქვე განთავსებულია სილამაზის სალონი, რომლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო-კამერები ასახავს პ-----–---–---–ის ქუჩიდან ი-------–----------ზე მოძრაობის მიმართულებას. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ა/მანქანა „ნ------–-----დან“ ამოღებულ იქნა სუნის კვალი ნიმუში, აგრეთვე პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთები, მიკრონაწილაკები.
2018 წლის 19 სექტემბრის თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, 2018 წლის 2 ივნისს, ინდ. მეწარმე „თ-----------იდან“ ფულადი თანხა 66 020 აშშ დოლარისა და 30 000 ევროს ოდენობით, გაცემულ იქნა გ--------------ეზე.
2018 წლის 06 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ა-–----------------–--–---მ აღწერა 2018 წლის 2 ივნისს, მისი გადაადგილების მარშუტი, მას შემდეგ, რაც კუთვნილ „მერსედესის“ ფირმის ტაქსიში ჩაუჯდა საქმეში ბრალდებულად ცნობილი ერთ-ერთი პირი.
2018 წლის 06 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ა-–----------------–--–---მ ამოიცნო დ---------------–---–ი, როგორც ის პირი, ვინც 2018 წლის 2 ივნისს, ქ-------–--–----–----------ს ქუჩიდან წაიყვანა ი-----------ს გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ---------------ს“ სათაო ოფისთან.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ა-–----------------–--–---ს მონაწილეობით დაათვალიერა შპს „რ----------------ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისას მასში აღმოჩნდა ორი ცალი საქაღალდე წარწერით №--------. საქაღალდე №--ის გახსნისას მასში აღმოჩნდა ორი ცალი ვიდეო-ფაილი, მათგან პირველი ვიდეო-ფაილის ჩანაწერი მოიცავს 2018 წლის 14:20 საათიდან 14:48 საათამდე პერიოდს. ვიდეო-ფაილში დაფიქსირებულია ქ------–---------------------------------ში მდებარე შპს „რ--------------ს“ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მოიცავს საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს. ვიდეო-ფაილის ჩანაწერში 14:22:55 საათზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ვაკის პარკის მხრიდან ჩნდება მუქი ლურჯი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანა, რომლის სახურავზეც წინა მხარეს შუა ნაწილში დამაგრებულია ყვითელი ტაქსის ნიშანი. 14:22:59 საათზე ხსენებული ა/მანქანა ჩერდება გზის სავალი ნაწილის განაპირა მარჯვენა მხარეს. ა-–----------------–--–---ს განმარტებით აღნიშნული ა/მანქანა ეკუთვნის მას და სწორედ მითითებული მანქანით გადაადგილდებოდა 2018 წლის 2 ივნისს მისთვის უცნობ მგზავრთან ერთად ლ. გოთუას ქუჩიდან ი-----------ს გამზირის მიმართულებით. 14:23:08 საათზე გზის სავალი ნაწილიდან სწორედ იმ ადგილზე, სადაც გაჩერებული არის ა/მანქანა „მერსედესი“ ტაქსის ნიშნით, საფეხმავლო ბილიკზე გადმოდის მამაკაცი, რომელსაც ტანთ აცვია მოკრემისფრო-მოლურჯო ზედა და მუქი შარვალი, ხოლო თავზე ახურავს კეპი. მამაკაცს მარჯვენა ხელში უჭირავს მუქი ზურგჩანთა. 14:23:24 საათზე აღნიშნული მამაკაცი კეპზე იფარებს ე.წ. „კაპიშონს“ და მოძრაობას აგრძელებს შპს „რ--------------ს“ შესასვლელი კარის მიმდებარედ. 14:23:30 საათზე მამაკაცი მარჯვენა ხელში არსებულ ზურგჩანთას იკიდებს მარცხენა მხარეს და აგრძელებს მოძრაობას ნელი ნაბიჯებით. 14:23:43 საათზე მამაკაცს ორივე ხელი მოთავსებული აქვს ქურთუკის ჯიბეებში და მოძრაობს ვაკის პარკის მიმართულებით, ხსენებულ მამაკაცს სახეზე აქვს მუქი წვერი. ა-–----------------–--–---ს განმარტებით, ვიდეო-ფაილში დაფიქსირებული მამაკაცი არის სწორედ ის პირი, ვინც 2018 წლის 2 ივნისს, ქ-------–--–----–----------ს ქუჩაზე ჩაისვა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში და წაიყვანა ი-----------ს გამზირზე არსებულ შპს „რ--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; საქაღალდე №2-ში აღმოჩნდა ორი ცალი ვიდეო-ფაილი. პირველი ვიდეო-ფაილი მოიცავს 2018 წლის 2 ივნისის 14:20 საათიდან 14:27 საათამდე პერიოდს. მითითებულ ვიდეო-ფაილში 14:22:55 საათზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ჩნდება ვაკის პარკის მხრიდან მოძრავი ლურჯი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანა, რომლის სახურავზეც წინა მხარეს შუა ნაწილში დამაგრებულია ყვითელი ფერის ტაქსის ნიშანი, ა/მანქანაში უკანა სავარძელზე მარჯვენა მხარეს ზის მგზავრი. ა-–----------------–--–---ს განმარტებით, ვიდეო-ფაილში დაფიქსირებული მამაკაცი არის სწორედ ის პირი, ვინც 2018 წლის 2 ივნისს, ქ-------–--–----–----------ს ქუჩაზე ჩაისვა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში და წაიყვანა ი-----------ს გამზირზე არსებულ შპს „რ--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. 14:23:39 საათზე ჩანაწერში ზურგის მხრიდან ჩნდება მოკრემისფერო-მოლურჯო ზედაში და მუქ შარვალში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც თავზე ახურავს ე.წ. „კაპიშონი“ და კეპი, ხოლო მარცხენა მხარზე გადაკიდებული აქვს მუქი ზურგჩანთა. მითითებული მამაკაცი ნელი ნაბიჯით გადაადგილდება შპს „რ--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვიდეოჩანაწერის დასრულების დრომდე დგას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი ადგილის უკან. ა-–----------------–--–---ს განმარტებით, ვიდეო-ფაილში დაფიქსირებული მამაკაცი არის სწორედ ის პირი, ვინც 2018 წლის 2 ივნისს, ქ-------–--–----–----------ს ქუჩაზე ჩაისვა თავისი მართვის ქვეშ მყოფ ა/მანქანაში და წაიყვანა ი-----------ს გამზირზე არსებულ შპს „რ--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე ვიდეო-ფაილი მოიცავს 2018 წლის 2 ივნისის 14:27 საათიდან 14:50 საათამდე პერიოდს. მითითებულ ვიდეო-ფაილში 14:27 საათიდან 14:47 საათამდე პერიოდში №- ვიდეო-ფაილის ჩანაწერში ასახული მამაკაცი კვლავ დგას შპს „რ--------------ს“ მიმდებარედ განთავსებულ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების უკან, რის შემდეგაც ტოვებს მიმდებარე ტერიტორიას, მისი გადაადგილება ჩანაწერში აღარ ჩანს. ზემოაღნიშნულ ვიდეოფაილის ჩანაწერებში დაფიქსირებული მამაკაცი, რომელსაც ტანზე აცვია მოკრემისფრო-მოლურჯო ზედა, თავზე აფარია ღია ე.წ. „კაპიშონი“ და კეპი, არის სწორედ ის პირი, ვინც 2018 წლის 2 ივნისს, ქ-------–--–----–----------ს ქუჩიდან თავისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანით წაიყვანა ი-----------ს გამზირზე. ვიდეო-ჩანაწერში შპს „რ--------------ს“ მიმდებარედ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს ჩნდება ვაკის პარკის მხრიდან მოძრავი თეთრი ა/მანქანა, რომელსაც კარებზე აქვს ლათინური წარწერა „SOFT“, ა/მანქანას უკანა შუშა აქვს დაბურული, ა/მანქანა მოძრაობს ი-----------ს გამზირზე უნივერსიტეტის მიმართულებით. ამით შპს „რ--------------სგან“ გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერება დასრულდა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ა-–----------------–--–---ს მონაწილეობით დაათვალიერდა სილამაზის სალონ „ლ-----------ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი DVD-R დისკი. დისკის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი ვიდეო-ფაილი, რომელიც მოიცავს 2018 წლის 2 ივნისის 14:50 საათიდან 14:55 საათამდე პერიოდს. ვიდეო-ფაილის ჩანაწერში დაფიქსირებულია ქ------–-------------–---------------ში მდებარე სილამაზის სალონ „ლაკოკეტის“ მიმდებარე ტერიტორია და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობს ა/მანქანები. 14:52:38 საათზე სილამაზის სალონ „ლაკოკეტის“ მიმდებარედ საფეხმავლო ბილიკზე ჩნდება მამაკაცი, რომელსაც ტანზე აცვია მოკრემისფერომოლურჯო ზედა (ქურთუკი), მუქი შარვალი, ხოლო თავზე ახურავს კეპი და ე.წ. „კაპიშონი“. მამაკაცს მარცხენა ხელში უკავია მუქი ჩანთა. აღნიშნულ მამაკაცზე ა-–----------------–--–---მ განმარტა, რომ არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც მან 2018 წლის 2 ივნისს ლ. გოთუას ქუჩიდან მისი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ ფირმის ა/მანქანით გადაადგილა ი-----------ს გამზირზე, შპს „რ--------------ს“ მიმდებარე ტერიტორიამდე, 2018 წლის 3 ივნისს კი ამოიცნო მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის დროს.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ზ----------–-–---–მა დაათვალიერა საკონდიტრო მაღაზია „ასორტიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია. პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი DVD-R დისკი, სადაც აღმოჩნდა ერთი ცალი ვიდეო-ფაილი, რომელიც მოიცავს 2018 წლის 2 ივნისის 18:45 საათიდან, 18:55 საათამდე პერიოდს. ვიდეო-ფაილის ჩანაწერში დაფიქსირებულია ქ------–-------------–---------- №5--ში მდებარე საკონდიტრო მაღაზია „ასორტის“ მიმდებარე ტერიტორია და საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, სადაც მოძრაობს ა/მანქანები. ვიდეო-ფაილის ჩანაწერის 18:48:40 საათზე ი-------–---------- №5--ს მიმდებარედ საავტომობილო გზაზე ჩნდება პ-----–---–---–ის გამზირიდან ი--------–---- ქუჩაზე მოძრავი თეთრი „ნ------–-----ს“ ფირმის ა/მანქანა, რომელსაც მარცხენა მხარეს აქვს ლათინური წარწერა “fast credit”. მითითებული ა/მანქანა ნელი სვლით აგრძელებს ი--------–---- ქუჩა №5--ში მდებარე საკონდიტრო მაღაზია „ასორტის“ მიმდებარედ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მარჯვენა განაპირა მხარეს, რის შემდეგაც ქრება კადრიდან.
2018 წლის 03 ივნისის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ--------–------მა ვერ შეძლო იმ პირის ამოცნობა, ვინც 2018 წლის 2 ივნისს, ქ-------–--–------------–---ს ქუჩიდან დაახლოებით 15:00 საათისთვის თავისი ა/მანქანით წაიყვანა გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2018 წლის 03 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დგინდება, რომ გ--------–------მა მიუთითა 2018 წლის 2 ივნისს, მისი მგზავრთან ერთად გადაადგილების მარშუტი ი--------–---- ქუჩაზე ასასვლელ აღმართზე პირველივე მარცხნივ არსებული მოსახვევიდან გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიამდე.
2018 წლის 03 ივნისის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მ-----------------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა 8500 აშშ დოლარი, რომელიც ნებაყოფლობით წარადგინა აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე მ-----------------–---–ის შვილმა - თ------–-----მ.
შემავალი და გამავალი ზარების, აგრეთვე მოკლე ტექსტური შეტყობინებების დეტალური ამონაწერის თანახმად, გ--------------ესა და დ---------------–---–ს შორის კავშირი არ დგინდება.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „ნ------–-----დან“, ა/მანქანა „ჰ---------------ან“ და ა/მანქანა „მერსედესიდან“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ დ---------------–---–ისგან (დაბადებული 16.06.1983) აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-----------------მ.
აღნიშნული მტკიცებულებები გახლავთ საქმეზე წარმოდგენილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც ბრალდების მხარე ითხოვს გამართლებულ დ---------------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მსჯავრდებულის ადვოკატების განმარტებით, ზემოთჩამოთვლილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს მტკიცების საკმარის სტანდარტს გ--------------ის დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იზიარებს მხოლოდ დ---------------–---–ის გამართლების ნაწილში და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ როგორც დ---------------–---–ის, ასევე გ--------------ის ქმედებაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთაგან მინიმუმ ორი უნდა იყოს პირდაპირი მტკიცებულება და რომლებიც ნეიტრალურად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდნენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს და არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავის უდანაშაულობა, ბრალდების მტკციების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ანალოგიურ ფორმულირებას შეიცავს და უდანაშაულობის პრეზუმფციას განამტკიცებს საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლიც, რომლის თანახმადაც მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით კრიმინალიზებულია მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. აღნიშნული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ პირი ქონებას, რომელიც მასთან მოხვდა ხელშეკრულების, სამსახურებრივი მოვალეობის თუ სხვა ვალდებულების საფუძველზე, კანონიერად, განაცალკევებს მესაკუთრის ქონებისგან და აქცევს თავის პირად ქონებად, რომელსაც შემდგომში საკუთარი სურვილისამებრ განკარგავს. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე კი წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული დ---------------–---–ის და გ--------------ის მიერ სხვისი კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგო გზით მისაკუთრების და მათ საკუთარ ქონებაზე მიერთების ფაქტები.
სააპელაციო პალატა თავდაპირველად მსჯელობას იქონიებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მართებულობაზე და შეაფასებს - თუ რამდენად იძლევიან წარმოდგენილი მტკიცებულებები დ---------------–---–ის მიერ დანაშაულის - მითვისების წაქეზების (ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების წაქეზების, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), ჩადენის დადასტურებულად მიჩნევის შესაძლებლობას.
მოწმე ა-–----------------–--–---ს ჩვენებით, მისი მონაწილოებით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის და პირის ამოცნობის ოქმების თანახმად, უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ 2018 წლის 2 ივნისს, შუადღის საათებში ა-–----------------–--–---მ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით, დ---------------–---–ი წაიყვანა ქ-------–--–----–----------ს ქუჩიდან, ი-----------ს გამზირზე არსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ---------------ს“ სათაო ოფისთან. მართალია მოწმე გ--------–------მა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში ვერ ამოიცნო დ---------------–---–ი - პირი, რომელმაც 2018 წლის 2 ივნისს იმგზავრა მისი ავტომანქანით, თუმცა მისი ჩვენებიდან და მისივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმიდან გამომდინარე, ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებისა და თავად დ---------------–---–ის ჩვენების გათვალისწინებით, უტყუარობის მაღალი სტანდარტით დგინდება ის გარემოებაც, რომ 2018 წლის 2 ივნისს, გ--------–------ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით ქ-------–--–------------–---ს ქუჩიდან, მეტროსადგურ „ღ--------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიამდე იმგზავრა დ---------------–---–მა. რაც შეეხება შპს „რ----------------ან“, სილამაზის სალონ „ლ-----------ან“ და საკონდიტრო მაღაზია „ასორტიდან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს, მათ შეფასებაში სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, ვინაიდან მათი მეშვეობით შეუძლებელია იდენტიფიცირება, ნამდვილად იყო თუ არა ა-–----------------–--–---სა და გ--------–------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილების მგზავრი დავით გოგიბერიძე. კანონმდებლობით დადგენილი წესით ბრადლების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შემსაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, როგორც ვიდეოჩანაწერში ასახულ პირთა იდენტიფიცირების, ასევე თავად ვიდეოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან ქ.თბილისში, ი-------–----------ზე მდებარე სილამაზის სალონ „ლ-----------ან“ და საკონდიტრო მაღაზია „ასორტიდან“ გამოთხოვილ ვიდეოჩნაწერებზე ასახულ დროებს შორის არის არსებითი 4-5 საათიანი სხვაობა, მნიშვნელოვანია სასამართლოს წინაშე დადასტურებულიყო - რეალურ დროსთან არის თუ არა ცდომილებაში რომელიმე ჩანაწერში მითითებული დრო და რამდენია ცდომილების პერიოდი. ხოლო თუ დროის ცდომილება არ დადასტურდებოდა, მაშინ გაურკვეველია, თუ რა კავშირი აქვს ი-------–---------- N---ს მიმდებარე ტერიტორიაზე 14:52 საათზე სავარაუდოდ დ---------------–---–ის გამოჩენას, ი--------–---- ქუჩა N5--ს მიმდებარე ტერიტორიაზე 18:48 საათზე თეთრი „ნ------–-----ს“ ფირმის ავტომანქანის გადაადგილებასთან, რომელსაც მარცხენა მხარეს აქვს ლათინური წარწერა “fast credit”. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თავად დ---------------–---–ი არ უარყოფს შემთხვევის დღეს ი----------ს გამზირზე ყოფნის ფაქტს, ასევე მოწმეებმა ა-–----------------–--–---მ და გ--------–------მა აღწერეს მათი მგზავრის ვიზუალური მონაცემები და ტანისამოსი, რაც ემთხვევა ვიდეოჩნაწერებში ასახული პირის ჩაცმულობას, შესაძლებელია აღნიშნული ჩანაწერები შეფასებული იქნეს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მივიჩნიოთ, რომ დ---------------–---–ი იმყოფებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, თუმცა სხვა უტყუარი, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა დ---------------–---–ისა და გ--------------ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
დ---------------–---–ისა და გ--------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დამადასტურებელ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებად ბრალდების მხარე მიიჩნევს მათივე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო საჩივარში პროკურორის არგუმენტაციაზე და განმარტავს შემდეგს: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ N5------- 2016 წლის 28 აპრილის განაჩენში აღნიშნა, რომ „ბრალდებულებს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.“ ხსენებულის და საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია ბრალდებულის მიერ გამოძების ეტაპზე მიცემული ჩვენება რაიმე ფორმით გამოქვეყნდეს სასამართლო სხდომაზე და იგი გამოყენებული იქნას როგორც მტკიცებულება, თუ ეს უკანასკნელი არ იქნება თანახმა. ამდენად, ვინაიდან მოცემული საქმის ფარგლებში გ--------------ისა და დ---------------–---–ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩატარდა მათი ჩვენებების ადგილზე შემოწმების მიზნით, როგორც ეს შესაბამის ოქმებშია დაფიქსირებული, პალატა ვერ გაიზიარებს და საქმეზე წარმოდეგნილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ვერ შეაფასებს ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, დ---------------–---–ის და გ--------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები ვერ იქნება მიჩნეული ბრალის დამადასტურებელ, პირდაპირი ხასიათის უტყუარ მტკიცებულებებად.
პალატა ასევე შეფასებას მისცემს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც გ--------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალი ინდენტურია დ---------------–---–ის სუნის კვლის ნიმუშისა; ასევე, მოწმე თ------–-----ს ჩვენებას და მ-----------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს, საიდანაც ამოღებული იქნა 8500 აშშ დოლარი. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებთან მიმართებაში დაცვის მხარემ განავითარა საკუთარი, ბრალდების მხარის პოზიციისაგან განსხვავებული ვერსია, რაც წინააღმდეგობაში არ მოდის საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკციებულებებთან. კერძოდ, დ---------------–---–მა და გ--------------ემ არ უარყვეს, რომ იცნობენ ერთმანეთს, მათ აკავშირებდათ საერთო ეკლესია და მოძღვარი; ასევე, განმარტეს, რომ დ---------------–---–ი 2018 წლის 2 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე იჯდა გ--------------ის მართვის ქვეშ მყოფ სამსახურებრივ ავტომანქანაში, რა დროსაც მას საერთო მოძღვართან გაატანა ზეთი და სეფისკვერი. ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ დ---------------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი სახეზე იქნებოდა სხვა პირდაპირი მტკიცებულებაც და სასამართლოს მიეცემოდა შესაძლებლობა, ერთობიობაში შეეფასებინა მტკიცებულებათა სანდოობა და რელევანტურობა. ცალკე აღებული მტკიცებულება კი, მოცემულ შემთხვევაში ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უტყუარ მტკიცებულებად იმისა, რომ დ---------------–---–მა ჩაიდინა მითვისების წაქეზება.
რაც შეხება მ-----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, თ------–-----ს მონაწილეობით, ფულადი თანხის 8500 აშშ დოლარის ამოღებას, ბრალდების მხარის ვერსიით, აღნიშნული თანხა არის სწორედ იმ თანხის ნაწილი, რაც დ---------------–---–მა გ--------------ესთან ერთად წინასწარი შეთანხმებით და ყაჩაღობის ინსცენირებით მიითვისა. დ---------------–---–მა კი განმარტა, რომ თ------–-----საგან ამოღებული თანხა იყო მისი პირადი დანაზოგი, რაც შესანახად დაუტოვა მამიდაშვილს. ბრალდების მხარე თავისი ვერსიის გასამყარებლად უთითებს მოწმე გ--------–------ის ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე მან ნიკოლაძის ქუჩიდან მეტროსადგურ ,,ღ--------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა მგზავრი, რომელსაც ხელში ეჭირა ჩანთა ან პარკი. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობაში გაანალიზების საფუძველზე, შეუძლებელია პროკურორის არგუმენტაციის გაზიარება და იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევა, რომ თ------–-----საგან ამოღებული ფული წარმოადგენს სწორედ ინდ.მეწარმე ,,თ--------ს“ კუთვნილი თანხის ნაწილს. თავად დავით გოგიბერიძე არ ხდის სადავოს იმ ფაქტს, რომ მითითებულ დროს მართლაც იმგზავრა ტაქსით და თ------–-----სთან მიიტანა 8500 აშშ დოლარი, თუმცა კატეგორიულად უარყოფს აღნიშნული თანხის დანაშაულებრივი გზით დაუფლების ფაქტს. მოწმე თ------–-----ს, ასევე ნ------------–-–---–ის და ზ-------------–--ის ჩვენებებითაც დასტურდება, რომ ბიზნესსაქმინობიდან გამომდინარე, დ---------------–---–ს ხშირად ჰქონდა სოლიდური ოდენობის თანხა, რის შენახვასაც სთხოვდა ნათესავებს. ვინაიდან მტკიცების ტვირთი არის ბრალდების მხარეს, მას უნდა წარმოედგინა ამოღებული ფულადი თანხის წარმომავლობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში კი ვერცერთი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი თ------–-----საგან ამოღებული ფულადი თანხის, ინდ. მეწარმე „თ--------ს“ კუთვნილ ფულად თანხასთან იდენტურობის კუთხით. გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ნივთმტკიცების სახით ამოღებულ პლასტმასის სარტყელზე (რომლითაც ხელები ქონდა დაბმული გ--------------ეს) და აღნიშნა, რომ აუცილებლობას წარმოადგენდა იმის დადგენა, იყო თუ არა პლასტმასის სარტყელზე, ე.წ. ,,ხამუთზე“, ადამიანის გენეტიკური პროფილი (დნმ) და დადებით შემთხვევაში, იყო თუ არა იდენტური დ---------------–---–ის გენეტიკური პროფილისა. სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხი აინტერესებდა გამოძიებასაც, რის გამოც 2018 წლის 7 ივნისს დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოში არ წარდგენილა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რაც მტკიცებულების სახით დაერთო საქმეს, თუმცა აღნიშნული დასკვნით ბრალის დამადასტურებელი რაიმე სახის ინფორმაცია სასამართლოს არ მიუღია. დასკვნის თანახმად, არც სამ ცალ ე.წ. ,,ხამუთზე“ და არც ავტომანქანა ,,ნისანი“-დან ამოღებულ ანაწმენდებზე დ---------------–---–ის გენეტიკური პროფილი არ გამოვლინდა. ბუნებრივია, რომ ზემოთაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები უპირობოდ არ გამორიცხავენ დ---------------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების წარმოდეგნა, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა გ--------------ის და დ---------------–---–ის ჩვენებებს - შემთხვევის დღემდე მათ შეხვედრასთან დაკავშირებით, ან დ---------------–---–ის და მისი ნათესავების ჩვენებებს - თ------–-----სთან ფულადი თანხის შენახვის მიზეზების თაობაზე. დაცვის მხარემ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე განავითარა ვერსია დ---------------–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რაც ბრალდების მხარის მიერ სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ვერ იქნა უარყოფილი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულებითი საფუძველი იმისა, რომ გამართლებულ დ---------------–---–ის მიმართ დადგენილი იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ არასწორია დ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია, თუმცა იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ მის ქმედებაში დანაშაულებრვი ნიშნების არსებობა, საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ იქნა დადასტურებული, სასამართლო აღნიშნულ საკითხზე ვრცელ მსჯელობას აღარ განავითარებს.
რაც შეეხება გ--------------ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათავალისწინებული ქმედების ჩადენაში, ამ ნაწილში პალატა ვერ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები ვერც გ--------------ის ბრალდების ნაწილში აკმაყოფილებენ მტკიცების პროცესისათვის სავალდებულო უტყუარობის კრიტერიუმს.
პალატის განმარტებით, როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: ვ---------------–-–---–ის, თ-----------ის, ნ----------–ის, მარიამ კავთელაძის, ნ-------------–---–ის ჩვენებებით და თემატური რევიზიის დასკვნით, ასევე თავად გ--------------ის ჩვენებით დასტურდება, 2018 წლის 2 ივლისს, ქ.თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ინდ. მეწარმე „თ-----------ის“ კომპანიიდან გ--------------ემ წაიღო 65 020 აშშ დოლარი და 30 000 ევრო. ა-–----------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურში გ--------------ემ ევროს კუპიურები გადაცვალა 34 880 დოლარში, ასევე დამატებით თან ჰქონდა 1000 აშშ დოლარი, ანუ ჯამში 101 000 აშშ დოლარი, რაც უნდა მიეტანა ქ.თბილისში, ი-----------ს გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო კომპანია „რ---------------ს“ სათაო ოფისში. ვ---------------–-–---–მა და გ--------------ემ დაადასტურეს, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მათ შორის შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც გ--------------ემ ვ---------------–-–---–ს განუმარტა, რომ მალე შევიდოდა ობიექტზე. რაც შეეხება აღნიშნულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, გ--------------ე ავითარებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, როდესაც ავტომანქანა გააჩერა და აპირებდა სავარძლიდან ფულის აღებას, უკანა სავარძელში ჩაუჯდა მისთვის უცნობი მამაკაცი, უთხრა - უკან არ გაეხედა და შეეცვალა სარკის მიმართულება; ასევე, უკნიდან მიადო რაღაც საგანი და მიუთითა, რომ დაეძრა ავტომანქანა, ი--------–---- ქუჩასთან მისვლისას კი მოსთხოვა მობილური ტელეფონი, მანქანის გასაღები, ხამუთებით დაუბა ხელები და გადავიდა ავტომანქანიდან. გ--------------ის თქმით, ამის შემდეგ იგი გაათავისუფლეს მისთვის უცნობმა ქალბატონებმა, რასაც ადასტურებენ მოწმეები - რ-------------–------ა და ვ----------------. ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ქ.თბილისში, ი-------–---ს ქუჩის N5--ს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზაზე გაჩერებულია თეთრი, „ნ------–-----ს“ ფირმის ავტომანქანა, ხოლო მის კართან ასფალტის ზედაპირზე და ავტომანქანის სახურავზე გათავსებულია პლასტამსის სარტყელები, იგივე ხამუთები.
სააპელაციო პალატამ შეაფასა და გააანალიზა რა ზემოაღნიშნული მკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან გ--------------ის მიერ ბრალად წარდეგნილი ქმედების დამადასტურებელ გარემოებათა ერთიანი ჯაჭვს. ერთის მხრივ სააპელაციო პალატა ეთანხმება ბრალდების მხარეს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შესაძლოა არ ჰყავდეს პირდაპირი, უშუალოდ ფაქტის შემსწრე მოწეები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობოს არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკციებულება, რომელიც ცალსახად გამორიცხავდა გ--------------ის მიერ განვითარებული ვერსიის სინამდვილეს და დაადასტურებდა, რომ ამ უკანასკნელმა, როგორც ინკასატორმა, მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ინდ. მეწარმე „თ-----------ის“ კომპანიიდან წამოღებული თანხა.
სააპელაციო პალატის შეფასებით, გ--------------ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნამდვილად გამოვლინდა გარკვეული ხასიათის შეუსაბამობები, როგორც ერთმანეთთან, ასევე საქმის არდებითი განხილვისას გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, რაზეც აპელირება მოახდინა პირველი ინსტანციის სასამართლომ, მაგრამ განაჩენში ვერ იქნა ახსნილი, გ--------------ის ვერსიის საპირისპიროდ თუ რომელი პირდაპირი მტკციებულებების ერთობლიობა ადასტურებს მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფატქს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმის ჩვენებიდან და ასევე, წერილობითი მტკიცებულებებიდან უშუალოდ არ დგინდება, რომ ვინაიდან გ--------------ემ ერთი ობიექტიდან წამოღებული ფულადი თანხა არ მიიტანა მეორე, ხელმძრავნელის მიერ მითითებულ ობიექტზე, მან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა იგი. როდესაც მოწმის ჩვენებაში ვლინდება გარკვეული ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები, ეს შეიძლება გახდეს მისი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ, უნდა არსებობდეს არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა პირის ბრალეულობის დასადასტურებლად. გასახილველ შემთხვევაში კი, ვინაიდან ბრადლების მხარემ ვერ უზრუნველყო გ--------------ის ბრალდებულობის დამადასტურებელი პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებების წარმოდგენა, მხოლოდ გ--------------ის მიერ მიცემულ ჩვენებაში გამოვლენილი გარკევული ხასიათის უზუსტობები (რომელთა არსებითი ხასიათიც ასევე გახლავთ მსჯელობის საგანი), ასევე იმ გარემოებაზე მითითება, რომ სამართალდამცავების მისვლისას იგი არ იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ გადაწონის პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელ, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების წარმოდგენის სტანდარტის სავალდებულო ხასიათს და ვერ წარმოშობს მის დამნაშავეც ცნობის საფუძველს. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შეუძლებელია პირი დამნაშავედ იქნეს ცნობილი მისივე ჩვენების კრიტიკის საფუძველზე გამოტანილი დასკვნებით, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, როგორც დ---------------–---–ის, ისევე გ--------------ის მიმართ, ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა დ---------------–---–ის და გ--------------ის მიერ ბარალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ---------------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ--------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და ისინი უნდა გამართლდნენ.
ამდენად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ გ--------------ის და მისი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ გ--------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის განაჩენში;
დ---------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
დ---------------–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
გ--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
გ--------------ეს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
გ--------------ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სამი ცალი პლასტმასის სარტყელი იგივე ხამუთი და ანაწმენდები, აგრეთვე სუნის კვალის ნიმუში და მიკრონაწილაკები; ა-–----------------–--–---ს ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, მიკრონაწილაკები, ხელის კვალის ნიმუში და ანაწმენდები; გ--------–------ის ა/მანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, მიკრონაწილაკები, ხელის კვლები და ანაწმენდები; დ---------------–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, სუნის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
- დ---------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული საფულე, ფულადი თანხა, ბარათები, მართვის მოწმობა, გასაღებები, მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი; გ--------------ისგან ამოღებული ა/მანქანა; მ-----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 8 500 აშშ დოლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;
- 3 (სამი) ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ბესიკ ბუგიანიშვილი