განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
820100119003228252
ინსტანცია
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119003228252

საქმე №1/ბ-73-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

07 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ------–----ე;

 

მსჯავრდებული: გ---------------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: შუახევის რაიონი, სოფელი ფურტიო;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ---------------ე და ნ------------ე 2016 წლის დეკემბრის თვიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან რამდენიმე ხნის შემდგომ, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რა დროსაც გ----------------ე 2016 წლის დეკემბრის თვიდან 2019 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით, შ--------------–----–------ის ს------–------------ში, საცხოვრებელ სახლში, მეუღლე ნ------------ეს უმიზეზოდ, სისტემატიურად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, უწოდებდა სალანძღავ სიტყვებს, გამოხატავდა უპატივცემულობას, ამცირებდა, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას. ასევე, 2019 წლის 08 სექტემბერს, დაახლოებით 22:15 საათიდან 22:24 საათამდე დროის შუალედში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთკამათისას, გ---------------ემ შ--------------–----–------ის ს------–------------ში, საცხოვრებელ სახლში, მეუღლე ნ------------ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედის მისამართით, მოიხსენია აუგად, რის შემდგომ ხელი დაარტყა სახის არეში, მძლავრად მოუჭირა ხელი მარჯვენა მკლავზე და მოქაჩა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:

 

გ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტან რ--------------ეს. გ---------------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 09 სექტემბრიდან 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ------–----ემ და მოითხოვა, რომ ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და ნაცვლად პირობითი მსჯავრისა, მსჯავრებულს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება გ---------------ის მიერ ჩადენილ ქმედებას. ბრალდების მხარე თვლის, რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, მსჯავრდებულის სათანადო ქცევის განსახორციელებლად, აგრეთვე, განხორციელებული ქმედების მოტივისა და მიზნის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, რომ მსჯავრდებულ გ---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

დაცვის მხარეს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ------–----ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად გ---------------ის აღიარებითი ჩვენებით, ნ------------ის შეტყობინებით, მოწმეების: რ----–----–--–---–ის, მ---–--------–--–---–ის, გ--------–--------------ის, ა-------------ის ჩვენებებით, ნ------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ---------------ის დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმითა და საქმეზე დართული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ---------------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ---------------ისთვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

გ---------------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულთან შერიგებულია, რაც მის დადებით პიროვნულ მახასიათებელზე მიუთითებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

 

სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი მსჯავრდებულს.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პირობითი მსჯავრის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალის აღიარებისა და მონანიების გამო დანიშნული სასჯელი სწორად ჩათვალა პირობითად, რითაც, მსჯავრდებულს მისცა შესაძლებლობა, გამოსაცდელ ვადაში დაამტკიცოს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო არ არის დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა და ამისათვის საკმარისია გამოსაცდელ ვადაში დაწესებული სხვა მოვალეობების შესრულებაც.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლა, მისი კერძო და ზოგადი პრევენციული ხასიათიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი, გ---------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენი, გ---------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.გ---------------ე, ცნობილ იქნას დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

4.მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს თანხა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს შემტან რ--------------ეს;

 

5.გ---------------ეს სასჯელის მოხდილ ვადაში, აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 09 სექტემბრიდან 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით;

 

6.ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: საქმეზე დართული დისკი დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7.გ---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/